5.23.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-2:

4.
     ჟაკ დარიულა, ესთეტიკური ფილოსოფიის შესავალი (Jacques Darriulat,Introdiction à la pholosophie esthetique)
მარსილიო ფიჩინო ///1433-1499//

ბიბლიოგრაფია:
მარსილიო ფიჩინოს ნაშრომები : "პლატონური თეოლოგია", "სულის უკვდავების შესახებ", "პლატონის "ბანკეტის" კომენტარი", "სიცოცხლის სამი წიგნი".

მარსილიო ფიჩინო დაიბადა 1433 წელს ფუგლინში,ფლორენციის ახლოს. ფლორენციაში მან ისწავლა " ჰუმანიტეს"-ები, შემდეგ ფილოსოფია და მედიცინა. კოზიმო უფროსი // მედიჩის// ექიმის შვილმა,თვითონ ექიმმა,დაიწყო ლუკრეციუსის თარგმნით და მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა  ეპიკურიზმის კვალი.

ის საკმაოდ ღრმად იცნობდა ასტროლოგიას//იმხანად მედიცინა და ასტროლოგია დაკავშირებული იყო ერთმანეთთან//. "სიცოცხლის სამი წიგნი" აჩვენებს რომ წამლები ნამდვილად აქტიურია მხოლოდ მაშინ როდესაც ვარსკვლავის მდებარეობა ხელსაყრელია დაავადებული ორგანოსთვის.
მარსილიო ფიჩინო საუცხოოდ ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. გემისტო პლეთონის წინადადებით ის გახდა კოზიმო უფროსის მიერ დაარსებული პლატონური აკადემიის ხელმძღვანელი.

გემისტო პლეთონი // Gemisto  Pléthon, 1355-1450// იყო ფლორენციაში 1439 წლის კრების დროს ჩასული ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი.

ფანატიკოსი პლატონისტი გემისტო პლეთონი აცხადებდა რომ დადგა მოსეს,ქრისტეს და მუჰამედის რელიგიური ტყუილის დასასრულის და კლასიკური საბერძნეთის ღმერთთა უსწრაფესი დაბრუნების დრო.

1462 წელს კოზიმო უფროსმა მას მისცა ვილა გარეგიში,ფლორენციის ახლოს და მას გადასცა  მრავალი ბერძნული ხელნაწერი.

საზოგადოდ მიღებულია რომ 1462 წელი არის პლატონური აკადემიის დაარსების თარიღი //ეს აკადემია უფრო იყო ახლო მეგობართა წრე. ისინი უფრო არაფორმალურად იკრიბებოდნენ//.

ეს აკადემია არის წინაპარი აკადემიებისა რომლებიც  გამრავლდნენ მე-16 საუკუნის იტალიაში,მე-17 საუკუნის საფრანგეთში და ევროპის ყველა ქვეყანაში.

აკადემია შემოქმედთათვის იქცა მათი მდგომარეობის გაკეთილშობილების ინსტრუმენტად.

აკადემიკოსის წოდებას მხატვრობა მექანიკური ხელოვნების რანგიდან ლიბერალური ხელოვნების რანგში აჰყავდა. მხატვრებს ეს ანთავისუფლებდა კორპორაციათა ბატონობისგან.

1463 წელს ფიჩინომ დაასრულა ჰერმეტულ ნაწერთა თარგმნა და შემდეგ შეუდგა პლატონის დიალოგთა თარგმას, რაც გაასრულა 1469 წლამდე.

ესაა პლატონის პირველი სრული თარგმანი ლათინურად. 1469-1474 წლებში მან დაწერა თავისი "პლატონური თეოლოგია", მისი მთავარი ნაშრომი.

1473 წლის 18 დეკემბერს 40 წლის მარსილიო ფიჩინო აკურთხეს მღვდლად. მას არასოდეს ჰქონია მნიშვნელოვანი ხარისხი იერარქიაში და ის ძირითადად დაკავებული იყო მისი საყვარელი აკადემიით.  1474 წელს,მღვდლად კურთხევის შემდეგ,მან დაწერა "ქრისტიანული რელიგია",რომელიც ჰგავს რელიგიურ სწავლებას. 1484 წლის შემდეგ ფიჩინომ მრავალი წელი მიუძღვნა პლოტინის თარგმნას და კომენტირებას,რაც გამოქვეყნდა 1492 წელს. 1489 წელს ფიჩინომ გამოაქვეყნა ნაშრომი ასტროლოგიასა და მედიცინაზე "სიცოცხლის სამი წიგნი".

1494 წელს, პეტრე მედიჩის გაძევების შემდეგ,ის სახელგატეხილი წავიდა სოფელში.

მარსილიო ფიჩინო გარდაიცვალა 1499 წელს, სავონაროლადან ერთი წლის შემდეგ.

თავიდან მოხიბლული ფიჩინო მალე ჩამოშორდა სავონაროლას და გარდაცვალებამდე მან დაწერა სავონაროლას წინააღმდეგ მიმართული სიტყვა.

სავონაროლა კი მკაცრი იყო გარეგგის ბრძენის წარმართულ-ქრისტიანული სინკრეტიზმის მიმართ. მან განაცხადა :

"პლატონი ასწავლის თავხედობას და არისტოტელე ურჯულოებას" 
 (Chastel,Marsile Ficin et l'art,gv.14).


ჩანართი რუსული საიტიდან  

(Pletho, Georgius Gemistus //გემისთო//) , 1355-1450. ბიზანტიელი მწერალი და ფილოსოფოსი,ძველბერძნული ფილოსოფიის კარგი მცოდნე და პლატონის დამცველი. მან მისტრაში//პელოპონესი// დააარსა სკოლა. ზოგი მოწმობით მან ეს სახელი დაირქვა მისი სათაყვანო პლატონის სახელთან თანაჟღერადობის გამო.

პლატონის მოძღვრებით დასავლელი ჰუმანისტები მან დააინტერესა 1439 წელს ფლორენციაში მოგზაურობის დროს. ის მონაწილეობდა ფლორენციის საეკლესიო კრებაში და იმედოვნებდა დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების შერიგებას.

კოზიმო მედიჩის მხარდაჭერით  პლეთონმა დააარსა "პლატონური აკადემია" და მალე მის ირგვლივ შეიქმნა ფილოსოფოს ნეოპლატონიკოსთა წრე.

პლეთონის თხზულებებს შორისაა-ზოროასტრეს რელიგია//გამოქვეყნდა პარიზშო 1538 წელს// და პლატონის განსხვავებაზე არისტოტელესგან//გამოიცა ვენეციაში 1540 წელს//. 

პლეთონი დაბრუნდა მისტრაში და გარდაიცვალა იქ  1450 წელს.
.


ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-3:
მარსილიო ფიჩინო ყველაზე ხშირად და ხალიით ახსენებს ჰერმეს ტრისმეგისტს,ზოროასტრეს.  დიდ ყურადღებას აქცევს აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკას,პითაგორას,ფილოსტრატეს,პლოტინს,პროკლეს და იამბლიხს.







( ascensionnelle) დიალექტიკას,პირველ რიგში შევისწავლით მის კოსმოლოგიას //ხილული სამყარო//,შემდეგ სულის თეორიას// ზეგრძნობადი სამყარო// რათა გავიაზროთ ღმერთისაკენ მისი სწრაფვის მოტივი,ესე იგი სიყვარული.

ილული სამყარო

misi kosmologia, ierarqizebuli samyaro. geocentruli sistema,thumca phithshino thayvans
scems mzes,uxilavi ghmerthis xilul xats. 10 ca
erthmaneths misdevs mzardi sulierebis rigith.
ciuri materia ukvdavia, modzraoba tandathan
ishviathdeba da tsydeba phiqsirebultha sphero-
shi,sinathle sul uphro da uphro kashkashaa da
usasrulo xdeba empireashi (Empyrée), ciuri
cecxlis adgilshi. mistikuri samyaro saphexurebad
maghldeba ghvthaebriv saphexuramde. ghmerthi
ase aghtsevs samyaroshi,romelic aris misi she-
moqmedebithi aqtis emanacia ; Théologie,II,6:
" ghmerthi yvelganmyophia" ( "Deus est
ubique"). phithshinosthan ase xedaven dzalian
dzvel phormulas. is ganmeorebulia aghordzine-
bis xanis platonuri hermetizmis mier. am herme-
tizmis thanaxmad mtheli samyaro aris sphero
romlis tsrexazic arsadaa da centri ki yvelganaa.
kosmiuri siyvaruli aris spheroebis mamodzrave-
beli dzala. yoveli sphero miistsraphis masze uphro srulyophil, masze erthi saphexurith uphro
maghla mdgom arsthan sheerthebisaken (imita-
cia ase aris usasrulod daukmayophilebeli siyva-
ruli). phithshino am mxriv ethanxmeba dantes
kosmologias. ghvthaebrivi komediis
djodjoxethis, gansatsmendelis da samothxis
sami simghera ( chants) thavdeba erthi da igive
leqsith : " siyvaruli romelic amodzravebs
mzes da sxva varskvlavebs". siyvarulith
amodzravebuli es samyaro,mash,sulieria
( yoveli modzraoba gulisxmobs suls rogorc
mamodzravebel princips). samyaro,mash,
cocxalia, mas asuldgmulebs universaluri,
sayovelthao sicocxle romelic tsarmarthavs
yvelaphris zrdasa da aghordzinebas.
"platonis theologiis" zogi pasaji gvaxse-
nebs veneras xotbas, romlithac itsyeba
lukreciusis poema.



No comments: