5.23.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-3:




 


          მარსილიო ფიჩინო ყველაზე ხშირად ახსენებს ჰერმეს ტრისმეგისტს,ზოროასტრეს.დიდ ყურადღებას აქცევს აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკას, პითაგორას,პლოტინს,პროკლეს,იამბლიქს,მაგრამ მისი უდიდესი მოძღვარია პლატონი. ის პლატონს არისტოტელეზე ბევრად უფრო მეტად აფასებს და ასე შორდება შუა საუკუნეების მთელ ერთ ტრადიციას. მარსილიო ფიჩინო ამით ექცევა ქრისტიანული პლატონოზმის მიმდინარეობაში.

      ფიჩინოს მთავარმა ნაშრომმა "პლატონის თეოლოგია" დიდი გავლენა მოახდინა დროზე.

   გავუყვებით რა ფიჩინოს ამაღლებით( ascensionnelle) დიალექტიკას,ჩვენ პირველ რიგში შევისწავლით მის კოსმოლოგიას//ხილული სამყარო//,შემდეგ მის სულის თეორიას//ზეგრძნობადი სამყარო//,რათა ბოლოს გავიაზროთ მისი ღმერთისკენ სწრაფვის მოტივი,ესე იგი სიყვარული.






ხილული სამყარო :

      მისი კოსმოლოგია,იერარქიზებული სამყარო,გეოცენტრული სისტემაა,თუმცა ფიჩინო თაყვანს სცემს მზეს,უხილავი ღმერთის ხილულ ხატს.

    10 ცა ერთმანეთს მისდევს მზარდი სულიერების რიგით. ციური მატერია უკვდავია,მოძრაობა თანდათან იშვიათდება და წყდება ფიქსირებულთა სფეროში. სინათლე სულ უფრო და უფრო კაშკაშაა და უსასრულო ხდება ემპირეაში (Empyrée).

      ციური ცეცხლის ადგილში სამყარო საფეხურებად მაღლდება ღვთაებრივ საფეხურამდე.

     ღმერთი ასე აღწევს სამყაროში რომელიც არის მისი  შემოქმედებითი აქტის ემანაცია;
Théologie,II,6:

         "ღმერთი ყველგანმყოფია", ფიჩინოსთან ასე ხედავენ ძალიან ძველ ფორმულას. ის განმეორებულია აღორძინების ხანის პლატონური ჰერმეტიზმის მიერ.

      ამ ჰერმეტიზმის თანახმად სამყარო არის სფერო რომლის წრეხაზიც არსადაა და ცენტრი კი ყველგანაა.

     სფეროების მამოძრავებელი ძალაა კოსმიური სიყვარული. 

     ყოველი სფერო მიისწრაფის მასზე უფრო სრულყოფილ,მასზე ერთი საფეხურით უფრო მაღლა მდგომ არსთან შეერთებისკენ // იმიტაცია ასე არის უსასრულოდ დაუკმაყოფილებელი სიყვარული//.

    ფიჩინო ამ მხრივ ეთანხმება დანტეს კოსმოლოგიას. "ღვთაებრივი კომედიის" 
ჯოჯოხეთის,განსაწმენდლის და სამოთხის სამი საგალობელი ( chants) თავდება ერთი და იგივე ლექსით:"სიყვარული,რომელიც ამოძრავებს მზეს და სხვა ვარსკვლავებს".


   სიყვარულით  ამოძრავებული ეს სამყარო,მაშ,სულიერია // ყოველი მოძრაობა გულისხმობს სულს როგორც მამოძრავებელ პრინციპს//. 

       ეს სამყარო,მაშ,ცოცხალია,მას ასულდგმულებს უნივერსალური,საყოველთაო სიცოცხლე  რომელიც წარმართავს ყველაფრის ზრდასა და აღორძინებას. "პლატონის თეოლოგიის" ზოგი პასაჟი გვახსენებს ვენერას ხოტბას,რომლითაც იწყება ლუკრეციუსის პოემა.

    ფიჩინოს მიერ აღწერილ სამყაროს მართავენ მსგავსება და სიმპატია,თანაგრძნობა. მსგავსება- საგნები ერთმანეთს ეხმაურებიან ხილულის შიგნით და ხილულსა და ზეგრძნობადს შორის. ფორმის ანალოგია უდრის ფუნქციათა ექვივალენტურობას.

    შეიძლება ითქვას რომ ფიჩინოსთან მეტაფორა და ანალოგია უდრის დემონსტრაციას.
    ასეა რომ ვერცხლს აქვს მთვარის რაღაც  ღირსება და ოქროს-მზისა,და ისინი იზიდავენ ამ მნათობების ფარულ ძალებს. 

     ან კიდევ სულის შემადგენელი 4 განწყობილება ( humeurs) ჰგავს 4 სეზონს და მატერიის 4 ელემენტს.სიმპატია : გრძნობადი,ხილული მრავალფეროვნების ერთიანობას, ხილული სამყაროს concordia discors-s.

        არაფერია იზოლირებული სამყაროში,ყველაფერი აღწევს ერთმანეთში და ერევა ერთმანეთს,ყველაფერი ირეკლება სარკეთა უსასრულო თამაშში.

    ასე ხდება რომ ხმის გამომცემი ქნარი აჟღერებს მის გვერდით არსებულ ქნარს.

      სწორედ ასე მოქმედებს ვარსკვლავების გამოსხივებები სხეულზე და სულზე ისევე როგორც ფეხმძიმე ქალი თავისი წადილის ხატს აღბეჭდავს ჩანასახის სხეულზე. 


    ასტროლოგია არის სიმპატიური,თანამგრძნობი სამყაროს მეცნიერება.


    თვით მშვენიერება,რომელიც იბადება მთლიანობაში ნაწილების სიმეტრიიდან,ჰარმონიიდან და სრულყოფილი შესაბამისობიდან,არის ხატი ორგანიზებული კოსმოსისა რომელშიც ვერც ერთ ელემენტს ვერ შევხედავთ იზოლირებულად,სადაც ყოველ ელემენტს დავინახავთ მის ჰარმონიულ ურთიერთობაში მთლიანობასთან.


       მშვენიერების სრულყოფილი თანხმობა თავის თავთან არის,მაშ,ხატი კოსმიური ჰარმონიისა რომელშიც ირეკლება შემოქმედის სიდიადე...
        
   და სამყაროს მშვენიერება გამომდინარეობს მისი შემადგენელი ელემენტების  სრულქმნილი პროპორციებიდან  consonantias-ის da concordia discors-ის კანონების თანახმად:

          აქედანაა ფიჩინოს მიერ ხშირად განმეორებული პითაგორული ანალოგია კოსმოსსა და მუსიკის პარტიტურას  ( partition) შორის.

     მუსიკის ჰარმონია ჩვენთვის მშვენიერია მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩვენი ყურისათვის იმეორებს კოსმოსის სფეროთა ღვთაებრივ მუსიკას.

    სწორედ ამიტომაა რომ მსგავს ხატს შეუძლია სიმპატიით,თანაგრძნობით ეფექტური ზემოქმედება ობიექტზე რომლის ხატიცაა ის.

     ამიტომ ენიჭება ფუნდამენტური მნიშვნელობა ხედვას,მსგავსებათა აღქმისათვის ყველაზე მზა გრძნობას // ეპიკურეს და ლუკრეციუსის თეორიების ახლო ტეორიის თანახმად ხედვა,მხედველობა არის სახეთა,ხატების მატერიალური მიღება//.

     თვალი მიკროკოსმში არის მაკროკოსმის ყველაზე მანათობელი ვარსკვლავი მზის ხატი. 

    ასეა რომ ხედვის ობიექტი მოქმედებს მხედველ სუბიექტზე :
         ასე მაგალითად ჭირიანთან შეხვედრა საკმარისია ჭირით დაავადებისთვის და ლამაზის მზერა საკმარისია თვალებით სიყვარულის გულამდე შესაღწევად.

     სიყვარული ასე არის ჯადო,ჩვენ გვაჯადოებს ლამაზი ფიგურა რომელიც გვიყურებს და ჩვენში აღვიძებს მარადისობის წადილს. 

     ხილულ სამყაროში სულის სრულებით ზეგრძნობად ბუნებას ყველაზე მეტად უახლოვდება სინათლე,რომლის პრინციპადაც ფიჩინო თვლის უსასრულო სიჩქარეს:

    ცეცხლი,რომელიც თავისი წმინდა ბუნების გამო მეტად უახლოვდება სულიერ ბუნებას...  ასევე იძენს იღებს უხორცო და დაუყოვნებლად მოქმედი სინათლის გაჩენის უნარს.

    ეს აძლიერებს სინათლისა და სულის მწვერვალი გონიერების ანალოგიას  : გონი ჭეშმარიტებას ფაქტიურად იღებს მოულოდნელი გამოცხადებით და არა სილოგიზმის განვითარებით.

     მშვენიერება,რომელიც არის გრძნობადის ზეგრძნობადის მიმართ სიმპატიის,თანაგრძნობის ნიშანი, არის სინათლისა და დიდმშვენიერების წყარო // ამ თემას ვხედავთ უკვე წმინდა ავგუსტინესთან და წმინდა თომასთან//.


   სინათლე არის ერთგვარი ღვთაება რომელიც ამ ქვეყნის ტაძარში იმეორებს მსგავსებას ღმერთთან.  ღმერთის ყველა ქმნილებათა გამნათებელი სინათლე არის ღვთაებრივი სიცხადის ერთგვარი "დიდმშვენიერება".

       იმეორებს რა პლატონის "ბანკეტში" ამოკითხულ დაპირისპირებას,ფიჩინო ამბობს რომ ხილული სამყაროს მშვენიერება განსახიერებულია მიწიერ ვენერაში,ხოლო ზეგრძნობადი სამყაროს მშვენიერება-ციურ ვენერაში.

        სამყაროს მშვენიერება,რომელსაც გვიმალავს ხანგრძლივი ჩვევა,ხოტბას ასხამს შემოქმედის სიდიადეს : 

 " ერთი ხანგრძლივი ჩვევა ასუსტებს აღფრთოვანებას.  თუ კი მშობლებმა სულ პატარა ბავშვობიდან  აღგზარდეს ყველა მხრიდან დახურულ სახლში,ისე რომ შენ არ შეგეძლო სამყაროს ამ წარმტაცი მშვენიერების დანახვა 30 წლამდე და თუ,მაშინ სახლის გახსნით მათ ის შენ უეცრად გაჩვენეს,შენ უეჭველად იმდენად აღფრთოვანებული იქნებოდი მშვენიერებით რომ მანამდე გაურკვეველი ეხლა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ირწმუნებდი რომ ყველაფერი შექმნა ერთადერთმა უნიკალურმა დიდოსტატმა და ყველაფერს ეს დიდოსტატი მართავს" // გაგრძელება იქნება//.
 

No comments: