5.25.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-4:



       სულის ამაღლება:


   მატერიალური და ხილული სამყაროს ამ იერარქიას შეესაბამება სულიერი და უხილავი სამყაროს იერარქია.

   "პლატონურ თეოლოგიაში"  ფიჩინო განასხვავებს ხუთ ფუნდამენტურ სუბსტანციას:


 1. სხეულს, განსზღვრულს რაოდენობითთ,ე.ი. განფენილობით...2.სულს,რომელსაც აქვს საკუთარი თავის შეცნობის,სხეულისაგან აბსტრაქციის უნარი,მაგრამ რომელსაც არსებობა შეუძლია მხოლოდ სხეულთან კავშირში. "შეიცან თავი შენი" ახასიათებს სულს,როგორც ეს პირველმა აღიარა სოკრატემ.  ეს დაბრუნება საკუთარ თავთან ფიჩინოს აზრით აღნიშნავს წრის საუცხოობას,საკუთარი თავის ცნობას გრძნობად სამყაროში,,,3. ანგელოზი,ყველანაირი სხეულიაგან თავისუფალი სული,რომლის ცოდნაც სასრულო რჩება.
    და ბოლოს ღმერთი,უსასრულო და ყოვლისმცოდნე სული.

   ადამიანის სული,მატერიალური სხეულისა და ღვთაებრივი სულის დამაკავშირებელი არსი არის  vincula anu copula mundi (Theologia,III,2).
           ადამიანი მოქცეულია უკიდურესობათა შორის: ის შეიძლება დაეცეს და იქცეს ცხოველად ანუ მატერიაში ჩაფლულ სულად ან შეიძლება ამაღლდეს ანგელოზამდე,სხეულისგან თავისუფალ სულამდე.

       ადამიანი,ან უფრო ადამიანის სული ამდენად არის ბუნების უდიდესი სასწაული
 ( Theologia,III,2,t.I gv?141 და142) :"  ადამიანის სული,რომელსაც ფიჩინო         timeos 35 a-ს თანახმად      უწოდებს მესამე არსს  არის ბუნების უდიდესი სასწაული //maximum est in natura miraculum// იმდენად რომ მას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ "ბუნების ცენტრი,ყველაფრის შუაგული,სამყაროდ შეერთება,ყველაფრის სახე,სამყაროს კვანძი და კავშირი".

    აქ ვხედავთ ასკლეპიუსის ანუ Corpus hérmeticumის  XIV traqtatis გახსენებას.

      ავგუსტინეს ის მოჰყავს "ღმერთის ქალაქში":

    

" ადამიანი,მაშ,ო ასკლეპიუს, არის დიდი სასწაული  ( magnum miraculum), პატივისცემისა და თაყვანისცემის ღირსი ცხოველი ვინაიდან ის გადადის ღვთაებრივ ბუნებაში თითქოს თვითონ ღმერთი იყოს..."(Asclepius,§2, გი რაშე სანის გამოცემა,1996.გვ.81-

    სასწაული იმიტომ რომ სწორედ ადამიანის სულთან ერთად  მაღლდება მატერიალური სულიერში და ქმნილება იხსნება ღვთაებრივის შეცნობისკენ

      სწორედ ამიტომაა რომ ადამიანი,ე.ი. ადამიანის სული განსაკუთრებული ღირსებითაა შემოსილი სამყაროში,სწორედ მას ძალუძს მოწყვეტა გრძნობადისგან და ზეგრძნობადისკენ ამაღლება.

     ანგელოზები ბინადრობენ სულიერის სამეფოში ისე როგორც მხეცები ბინადრობენ მატერიალურის სამეფოში,მხოლოდ ადამიანი მაღლდება საზღვრამდე,მხოლოდ ადამიანს ძალუძს ერთი სამეფოსგან მოწყვეტა და მეორე სამეფოსაკენ ამაღლება.


      ადამიანის სულის სწორედ ეს თვისება ანიჭებს მას უკვდავებას .."პლატონური თეოლოგიის" ქვესათაურია "სულის უკვდავებაზე"//.



       ადამიანის სული შფოთავს და გატანჯულია მელანქოლიით,ტანჯვით რომლის ობიექტიც განუსაზღვრელია და რომელიც სტანჯავს გენიალურ ადამიანებს.

     მელანქოლიაზე  "სიცოცხლის წიგნის" III-VII  თავებში ვკითხულობთ შემდეგს:

    სამყაროსაკენ მიქცეული სული ვერასოდეს ხვდება სიყვარულის ობიექტს. მას სიმშვიდის მოპოვება შეუძლია მხოლოდ შინაგანი სამყაროს გარდაქმნით,თუ კი ის მიმართავს თავის ჭეშმარიტ სამშობლოს,ანგელოზისა და ღმერთის ზეგრძნობად სამყაროს. სული დაჯილდოებულია ნებით,რომლითაც ნებავს თავისი სიყვარულის ობიექტი. სული დაჯილდოებულია გონიერებით,რომლითაც მას ძალუძს მისი სიყვარულის ობიექტის ხილვა დაუყოვნებელი ინტუიტიური ცოდნით. 


     ასეთი გამოცხადება ადამიანებისთვის იშვიათი და ხანმოკლეა,მაგრამ ის არაა შეუძლებელი.

    მხოლოდ უფლის ხილვას ძალუძს მელანქოლიის შფოთის დამშვიდება.

    ინტუიტიური ცოდნა უფრო მაღალია ვიდრე ლოღიკური დემონსტრაცია.

     ამ ყოველთვის ხატოვანი და მეტაფორული აზრისათვის ცოდნა ხატის აღქმა უფროა ვიდრე რაღაც წინადადების განვითარება

    ეს იწვევს ფიჩინოს აღფრთოვანებას ეგვიპტური იეროგლიფებით. ფიჩინო მათ იცნობდა ჰორაპოლონის  Hierogliphica-dდან,რომელიც ითვლებოდა ერთი ეგვიპტელი ქურუმის ფარულად შენახულ გამოცხადებად. ეს ტექსტი,რომელიც ფლორენციაში 1419 წელს ჩაიტანა მღვდელმა კრისტოფორო ბუონდელმონტიმ,სინამდვილეში ბევრად უფრო ახალია იმიტომ რომ ისაა ა.წ მეორე-მესამე საუკუნეების უცნობი  ალექსანდრიელის ნაშრომი. მის გამოცემას 1505 წელს ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა. მთელი კლასიკური ხანის მანძილზე ჰორაპოლონის სიმბოლიზმი გავლენას ახდენდა  ძველი იეროგლიფების ინტერპრეტაციაზე.

     იეროგლიფი ფიჩინოსთვის არის იდეა გარდაქმნილი ხატად,რაც სილოგიზმის რთულ გზას ცვლიდ იდეის ( ideias) უშუალო ხილვით :

" ეგვიპტელი ქურუმები ღვთაებრივ მოვლენათა აღსანიშნავად არ იყენებდნენ ასოებს,ისინი იყენებდნენ მცენარეების და ცხოველების სრულ ფიგურებს, რადგანაც ღმერთის აზრი მოვლენათა,საგანთა შესახებ არაა რთული,დისკურსიული აზრი,ისაა მარტივი და უშუალო ფორმა.დროის თქვენი გაზომვა,მაგალითად,მრავალფეროვანი და მობილურია, ის ხედავს რომ დრო მიედინება და ერთგვარი რევოლუციით დასაწყისს უკავშირებს დასასრულს. ის ქმნის საგანთა უსასრულო რაოდენობას და მათ სათითაოდ სპობს,

    ეგვიპტელები მთელ ამ ცნებას ხედავდნენ ერთ ხატში სადაც წარმოდგენილი იყო ფრთოსანი გველი რომელსაც პირში უკავია საკუთარი კუდი. სხვა ხატები წარმოდგენილია სხვა ანალოგიური ხატებით,რასაც აღწერს Horus"(Chastel-is ნაშრომ  "Marsile Ficin et l'art"-შიi, მარსილიო ფიჩინო და ხელოვნება-ში,gv.82-ზე მოყვანილი წერილი.

   იდეა მოდის პლოტინიდან. პლოტინი ეგვიპტურ იეროგლიფებში ხედავდა ხატებით   და არა წინადადებებით შემეცნების  ნაშთს : მეხუთე ენეადა,VIII ( " ზეგრძნობად მშვენიერებაზე),5 da 6:

    " ეგვიპტელი ბრძენები არ იყენებენ ნახატ ასოებს რომლებიც იშლებიან სიტყვებად და წინადადებებად და რომლებიც წარმოადგენენ ბგერებს და სიტყვებს.

    ყოველი იეროგლიფი არის განსხვავებული რამის ხატი. ისინი მათ ხატავდნენ ტაძრებში ყოველი არსის ყველა დეტალის აღსანიშნავად. ყოველი ნახატი,ნიშანი,მაშ,არის მეცნიერება,სიბრძნე,რეალური რაღაც და არა რაღაც თანმიმდევრული აზრი,როგორც მსჯელობა ან განხილვა ".

   პლოტინი უეჭველად ფიქრობს "კანონთა" სახელგანთქმულ ტექსტზე ( 656 d-e)
სადაც პლატონი ხოტბას ასხავს ეგვიპტურ ხელოვნებას. აღორძინების ხანის აღფრთოვანება იეროგლიფების სავარაუდო სიმბოლიზმით  არის გამოცანების,საიდუმლოთა,ემბლემების მოდის გავრცელების საწყისი.

    ეს თვალსაზრისი არის ჭვრეტითი ცხოვრების ნეტარება და სიტკბოება და წინასწარ გვაგრძნობინებს სამოთხეში მყოფ ნეტართა ცხოვრების გემოს.




 
      იმ ხანის სიმბოლიზმის თანახმად მჭვრეტელობითი ცხოვრება უფრო მაღალი რანგისაა ვიდრე პრაქტიკული ცხოვრება,ისე როგორც რაშელი უფრო მაღლაა ლიაზე.


      გონიერება ფიჩინოს თანახმად არის ყველაზე უფრო ინტუიტიური და მიჯნურის,შეყვარებულის და არა დედუქციური,ლოღიკური უნარი.


   ფიჩინოს მორალი მიმართულია ამ მჭვრეტელობითი ცხოვრებისკენ,ამაღლებისკენ და ნაკლებადაა დაინტერესებული ადამიანთა მათ შორის ურთიერთობათა ეთიკით და პოლიტიკით ანუ მოქალაქეთა ურთიერთობით მათი ორგანულად გამაერთიანებელი სახელმწიფოს შიგნით.


    გრძნობადი და ზეგრძნობადი სამყაროების საზღვარზე,შეერთების ადგილას მყოფი ადამიანური სული (anima) გაორდება გონებად ( mens) და სულად( animus) :

    გონება,გონიერება არის სპეკულატური უნარი,რომელიც იძლევა ზეგრძნობადის ხილვის საშუალებას ; სული არის უფრო მატერიალური,ყოველი ადამიანის ინდივიდუალური ხასიათის,განწყობილების შემადგენელი ტემპერამენტი // გაგრძელება და დასასრული იქნება//.
 

No comments: