5.20.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველი სტრესი-6:

გამალოთებელ-გამანარკომანებელი სტრესი: ზოგმა უქეიფოდ მყოფმა ან სევდიანმა დასამშვიდებლად შეიძლება მიმართოს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს,მათ შორის სასმელს, ნარკოტიკს, წამლებს... მაგრამ ის შეიძლება მიეჩვიოს ამ ნივთიერებებს და ეს საშიშია. სტრესს ვერ სპობენ კიდევ უფრო ძლიერი სტრესის გამომწვევი საშუალებებით
სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი «დეზადაპტაცია» ანუ კონფლიქტისადმი, ახალ ვითარებისადმი თუ სოციალური ცხოვრების შეზღუდვებისადმი შესაბამისი პასუხის გაცემის უნარის გაქრობა. ამას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის მარგინალიზაცია ან მავნე ნივთიერებების ხმარების რისკი...

ფსიქიური ზარალი:
ცუდად გაკონტროლებულ სტრესს შეუძლია ადაპტაციის გართულება. მაშინ ერთმანეთს ერევა სტრესი,დეპრესია,სევდა,ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ დროებით დამამშვიდებელი მაგრამ მავნებელი ნივთიერებების მიღება.

სტრესის გაძლიერებასთან ერთად ძლიერდება მისი ფსიქიური ნიშნებიც. სტრესის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია სევდა,ნაღველი. ამას შეუძლია ყოველდღიური შებოჭილობის გაჩენა. ზოგჯერ სტრესის შეწყვეტაც იწვევს სტრესს. ის ჩნდება სტრესის შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ და ისიც შეიძლება დიდად დამაბრკოლებელი იყოს.


სტრესი თანდათანობით შეცვლის პიროვნების ქცევას: ჩნდება გადამეტებული რეაქციები, აგრესიულობა,მოღუშულობა და დაღვრემილობა,დაბნეულობა, საკუთარი თავისადმი უნდობლობა ან საკუთარი თავის უპატივცემულობა, ცუდი ხასიათი, გაღიზიანებადობა, შავი აზრები, საკუთარ თავში ჩაკეტვა, მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახთან ურთიერთობის გაწყვეტა, დაღლილობის გამომწვევი უმადობა.
 ენთუზიაზმი ქრება... ძლიერი და ხანგრძლივი სტრესი იწვევს ადამიანების სექსუალური ცხოვრების მოშლასაც.

ნერვიული დეპრესია:
სტრესის მომგვრელი ვითარების გაჩენიდან ერთი თვის შემდეგ გაჩენილი ეს დეპრესია კიდევ უფრო დაამძიმებს მდგობარეობას. ის ქრება როგორც წესი სტრესის გაქრობიდან 6 თვის შემდეგ. ის იწვევს უძილობას,უმადობას, გაძლიერებულ დაღლადობას და ძლიერ მორალურ ტკივილს.

მეტისმეტი სტრესი ასუსტებს მეხსიერებასაც.

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი «დეზადაპტაცია» ანუ კონფლიქტისადმი, ახალ ვითარებისადმი თუ სოციალური ცხოვრების შეზღუდვებისადმი შესაბამისი პასუხის გაცემის უნარის გაქრობა. ამას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის მარგინალიზაცია ან მავნე ნივთიერებების ხმარების რისკი.
 (გაგრძელება იქნება).

No comments: