5.18.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველი სტრესი-4:

ჰიპოტალამუსი და ჰიპოფიზი სტრესის გულში:

ტვინის გულში არსებული ჰიპოტალამუსი არის მრავალი ჰორმონის გამომყოფ უჯრედთა ნაერთი. ამ ჰორმონებს შორისაა Corticotropin-Releasing Hormone (CRH) რომელიც გააღიზიანებს ზუსტად ქვევით არსებულ ჰიპოფიზს.

ჰიპოფიზი არის ჰიპოთალამუსის ქვეშ შეკიდული პატარა ენდოკრინული ჯირკვალი. ჰიპოპთალამუსის ჰორმონები გაააქტიურებენ ჰიპოფიზის უჯრედებს და ისინი გამოყოფენ ჰორმონებს.

ჰიპოფიზი ასე გამოიმუშავებს ადრენიკორტიკოტროფინს რომლის ფუნქციაცაა  თირკმლისზედა ჯირკვლების  გააქტიურება კორტიზოლის გამოსაყოფად.

ჰორმონები სტრესის საფუძველში:

 თავიდან სტრესი არის აგრესიის ზემოქმედებით ნერვული სისტემის და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ჰორმონების ისტორია და მეტი არაფერი. ამის შEმდეგ რთულდება ყველაფერი....

ჩვენს ყველა შინაგან ორგანოს არაცნობიერად მართავს ორი ანტაგონისტური (წინააღმდეგობრივი მოქმედების) ნერვული სისტემა: «სიმპატიური» ნერვული სისტემა და «პარასიმპატიური» ნერვული სისტემა.

პირველი ადრენალინის გამოყოფით ბიძგს აძლევს გაქცევის და ბრძოლის რეაქციებს; იძაბება კუნთები,ნელდება მონელება,თვალის გუგები ფართოვდება,ოფლიანობის გაძლიერება და ტირკმლების ზედა ჯირკვლების სტიმულაცია სიშის და სევდის დროს იწვევს ადრენალინის გაძლიერებულ გა მოყოფას და მრისხანებისა და აგრესიულობის დროს ნორადრენალინის გაძლიერებულ გამოყოფას.

მეორე, პარასიმპატიური ნერვული სისტემა შეანელებს წინა პროცესებს და «ასვენებს» ორგანიზმს.

სიმპატიური სისტემა პასუხისმგებელია სტრესზე ფიზიოლოგიურ რეაქცებზე,მაშინ როდესაც პარასიმპატიური სისტემა დაუპირისპირდება მას.

როდესაც ხდება სტრესი...

სტრესის გამომხვევი ფაქტორის გავლენით ტვინი გამოყოფს ორი თირკმელზედა ჯირკვლის მასტიმულირებელ ჰორმონებს. ამას მოყვება ორგანიზმის ორნაირი, სწრაფი და ნელი პასუხი.

სწრაფი და დაუყოვნებელი პასუხია სიმპატიური ნერვული სისტემის მიერ ადრენალინის და ნორადრენალინის განთავისუფლება,რაც იძლევა დაუყოვნებელი ქმედების საშუალებას.

ნელი და ხანგრძლივი რეაქცია-ტვინში და ორი თირკმელის ზევით არსებული ჯირკვლების გამოყოფენ სტრესზე ორგანიზმის რეაქციაში ჩართულ ჰორმონებს,განსაკუთრებით კორტიზოლს,ადრენალინს და ნორადრენალინს.

ჰორმონებიდან პერიფერიულ აქციამდე:

სტრესის დროს,მაშ,მნიშვნელოვნად იზრდება კორტიზოლის და ადრენალინის ოდენობა. ეს ჰორმონები შორიდან მოქმედებენ პერიფერიულ ორგანოებზე.

ისინი მეტ ენერგიას მისცემენ ორგანიზმს,განსაკუთრებით ტვინს და კუნთებს,მაგრამ ეს ხდება სტრესის ფიზიოლიგიურად ნაკლებად მნიშვნელოვანი სხვა სისტემების ( იმუნური და მომნელებელი სისტემების,კანის,გენიტალური ორგანოების) საზარალოდ.

სტრესის ავდმყოფობები:

ადრენალინის სიჭარბე იწვევს: სექსუალურ აშლილობებს, დიარეას, ფაღარათს, ინფატქტს, მაღალ არტერიულ წნევას, ტვინის სიხლძარღვთა პრობლემებს,სევდას, პანიკურ განწყობას, უძილობას, შაკიკებს, ჰიპერქოლესტეროლემიას.

კორტიზოლის სიჭარბე აჩქარებს დაბერებას,იწვევს ატეროსკლეროზს,მაღალ არტერიულ წნევას,კანის ავადმყოფობებს,მეხსიერების დასუსტებას,კუჭის წყლულს,ლიუმბაგოებს,დეპრესიას.

კარგი და ცუდი ადრენალინი და კორტიზოლი:

სტრესის დროს ფიზიოლოგიურ რეაქციებს უმთავრესად იწვევენ ჰორმონები ადრენალინი და კორტიზოლი.

თავიდან მეგობარი ეს ჰორმონები მალე მტრებად იქცევიან თუ კი სტრესის მდგომარეობა გახანგრძლივდება.

ადრენალინი,შიშის ჰორმონი:

სიმპატიური ნერვული სისტემის ნერვების ბოლოებით და თირკმელზედა ჯირკვლებით სინთეზირებული ადრენალინი უკიდურესად დაძაბავს ორგანიზმს და შექმნის უძლიერესი განგაშის მდგომარეობას.

ესაა «შიშის ჰორმონი»,დაუყოვნებელი ქმედების ჰორმონი.
 
ადრენალინი გამოიწვევს გაქცევის ხელის შემწყობ სხვა რეაქციებს:  სუნთქვის გახშირებას, ბრონქების გაფართოებას, გულისცემის აჩქარებას, არტერიული წნევის ზრდას.

სხვა ჰორმონი,ადრენალინის წინამორბედი ნორადრენალინი აძლიერებს სიფხიზლეს,ისევე როგორც ფიზიკურ მოძრაობას.

გახანგრძლივებული სტრესის დროს ადრენალინის ჭარბი წარმოება გაცვეთს ორგანიზმს.
ენერგიის ჰორმონი კორტიზოლი:

თირკმლისზედა ჯირკვლის მიერ ქოლესტეროლისგან სინთეზირებული კორტიზოლი არის სტრესის მეორე მნიშვნელოვანი ჰორმონი.; მას ზოგჯერ უწოდებენ «ჰიდროკორტიზონს». კორტიზოლი არის გლუკოკორტიკოიდების ოჯახის ნაწილი. მისი მოქმედება სტრესში თანდათანობითია. ის გააძლიერებს სისხლის გლუკოზის წვლილს,რაც აუცილებელია ტვინის და კუნთების უკეთესი ფუნქციონირებისთვის. . ესაა «ენერგიის ჰორმონი». კორტიზოლი მაქსიმალურად გამოიყოფა სტრესის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ და თანდათანობით ქრება დაახლოებით ორ საათში. ძლიერი სტრესის შემთხვევაში სიხლის კორტიზოლის ოდენობა შეიძლება ოცჯერ გაიზარდოს.

ფიქრობენ რომ კორტიზოლი ხელს უწყობს კიბოს ზოგი სახეობის (მკერდის, კანის, უტერუსის) განვითარებას მათში ვისაც აქვს მეტი კორტიზოლის გამოყოფის ტენდენცია.
ამას გარდა კორტიზოლი უნდა ამცირებდეს იმუნური სისტემის ნაწილის,კიბოს უჯრედების მკვლელი უჯრედების აქტივობას. ამ ჰორმონის მოქმედებას აქვს მქვნე შედეგები.


როდესაც სტრესი უტევს განწყობას:

ემოციათა, წადილთა და სასიცოცხლო მოთხოვნილებათა (ჭამა,გამრავლება,თავდაცვა) უმრავლესობა ჩნდება ტვინის იმ ზონაში რომელსაც უწოდებენ «ემოციურ ტვინს». ტვინის სხვა სტრუქტურებს,მაგალიტად ჰიპოტალამუსს,ამიგდალებს თუ ჰიპოკამპს განსაკუთრებით აკისრიათ «კომპენსაცია» სასიამოვნო გრძნობით,რაც ხდება სამი სუბსტანციის,სეროტონინის,ნორადრენალინის და დოპამინის ჩარევით.

სტრესის დროს ამ ჰორმონების გამოყოფა კლებულობს,რაც ხსნის სიამოვნების გაქრობას,დემოტივაციას თუ დეპრესიას.

შოკოლადი, ალკოჰოლი და თამბაქო ხელს უწყობს ნორადრენალინის, დოპამინის და სეროტონინის გამოყოფას. აქედანაა სიამოვნება და თავის კარგად შეგრძნება.
 (გაგრძელება იქნება).          

No comments: