5.19.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველი სტრესი-5:

სტრესი აბერებს:

 სტრესის დროს ორგანიზმი გამოყოფს მეტ თავისუფალ რადიკალს,ორგანიზმისთვის ძალიან შხამიან მოლეკულებს. ითვლება რომ თავისუფალი რადიკალები აჩქარებენ უჯრედთა დაბერებას და ამას გარდა ისინი ხელს უწყობენ ათეროსკლეროზის,კატარაქტის და კიბოთა გაჩენასაც.

 თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებასთან დასაპირისპირებლად აუცილებელია ანტიოქსიდანტებით უფრო მდიდარი საკვები.

ცუდი სტრესის ფიზიკური მავნებლობა:

სტრესის უწყვეტად ან განმეორებითად მოქმედი ფაქტორები ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვის სისტემას. ავადდება იმუნური და გულ-სისხლძარღვთა სისტემები და მომნელებელი აპარატი.

თვეებისა და წლების მანძილზე ქრონიკული სტრესი თუ განმეორებადი ძლიერი თუ სუსტი სტრესები ბოლოს და ბოლოს შეარყევენ ადამიანის ჯანმრთელობას:

ჩნდება უშუალოდ სტრესის მიერ თუ მისი ხელის შეწყობით გაჩენილი ავადმყოფობები.  ზოგ ასეთ ავადმყოფობას «ფუნქციონალურს» უწოდებენ, ზოგი ორგანულია და მათ შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის სიცოცხლეს.

მემკვიდრეობითობას, გადატანილ სნეულებებს,ზოგად მდგომარეობას ან კიდევ ცხოვრების ჰიგიენას შეუძლია სტრესის მიერ გამოწვეული ავადმყოფობების გაძლიერება ან,პირიქით, დასუსტება.


ინდივიდის ყოველი სისუსტე ასუსტებს მას სტრესის პირისპირ.

ინფექციები,მაგრამ აგრეთვე კიბოები:

სტრესი ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას რაც აძლიერებს ვირუსების,ბაქტერიების,სოკოების,ალერგენების,კიბოს უჯრედების მოქმედებას

სიმპატიური ნერვული სისტემის სტიმულირების გამო შემცირდება იმუნიტეტზე პასუხისმგებელი თეთრი უჯრედების რაოდენობა რაც ხელს უწყობს განმეორებად ინფექციებს. ინფექციის საშიშროებას აძლიერებს კორტიზოლის გაძლიერებული მოქმედებაც.

 იგივე ითქმის კიბოს ზოგ სახეობაზე  რომელთა გაჩენასაც და განვითარებასაც ხელს უნდა უწყობდეს სტრესი.

ავადმყოფდება გული და სისხლძარღვები:

ხანგრძლივი, ძლიერი თუ მეტისმეტად ხშირად განმეორებადი სტრესი აჩენს მძიმე პათოლოგიებს, მაგალითად მიოკარდის ინფარქტს, ხელს უწყობს ტვინის სისხლძარღვების დაავადებას, ისევე როგორც მაღალ არტერიულ წნევას. სტრესმა შეიძლება გააჩინოს ასთმა,კისტები,სტერილურობა, შაკიკები, დერმატოლოგიური პრობლემები (მშრალი კანი, ფსორიაზი, თმების ცვენა, ალერგიები,და ა.შ.).

მომნელებელი სისტემის მოშლა:

სტრესის დროს სისხლი სტოვებს მომნელებელ სისტემას რათა უფრო მორწყას გაქცევის, ბრძოლის თუ წინააღმდეგობის გაწევის ორგანოები (გული, კუნთები). ეს აჩენს მომნელებელი სისტემის ზოგჯერ მძიმე სომატურ ავადმყოფობებს,მაგალითად სისხლისდენიან რექტო-კოლიტს. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა,ფაღარათი, კუჭის შეკრულობა, სოაზმები და გაბერვები.

და ბოლოს, სტრესის დროს დადგენილმა კუჭის ჰიპერმჟავიანობამ შეიძლება გააჩინოს კუჭის და შიგნეულის წყლული.

ყველაფერი ეს ხსნის თუ რატომაა ხშირი სტრესის ეპიზოდების დროს მუცლის ტკივილი.

სამუშაოზე დაძაბულობის დროს:

სამსახურში დაძაბულობა,მკაცრი მომთხოვნელობა როდესაც მოსამსახურეს არა აქვს მოქმედების თავისუფლება იწვევს არტერიული წნევის ზრდას.

სტრესმა შეიძლება გააჩინოს ასთმა,კისტები,სტერილურობა,შაკიკები,დერმატოლოგიური პრობლემები (მშრალი კანი,ფსორიაზი,თმების ცვენა,ალერგიები,და ა.შ.).

(გაგრძელება იქნება).

  

No comments: