კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი //1828 - 1901// იყო ნიჟეგოროდის დრაგუნთა
Добавьте подпись |
პოლკის შტაბს-კაპიტანი. იმ პოლკისა რომელშიც კავკასიაში გადაასახლეს მ.ი.ლერმონტოვი. შტაბს-კაპიტანს ჰქონდა მიწა გორში სადაც ცხოვრობდა თავის მეუღლე ელისაბედ თუმანიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად.
ცხოვრობდა საკმაოდ მოკრძალებულად სანამ 1872 წელს არ იყიდა მიწა ბიბი-ეიბატში//ბაქო//,სადაც მალე აღმოჩნდა ბევრი ნავთობი. კ.ი.ზუბალაშვილის ფირმამ იქ ნავთობის მოპოვება დაიწყო 1889 წლიდან და ოჯახი მალე გამდიდრდა. კ.ი.ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1901 წლის 26 მარტს.
მისი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობა თანაბარი წილებით გადავიდა მის შვილებთან
//ლევ-ლევანი, სტეფანე, პეტრე და იაკობი//.
სტეფანე გარდაიცვალა მალე მამამისის შემდეგ. იაკობი დაბინავდა პარიზში,პეტრე-შვეიცარიაში, მოსკოვში მცხოვრები ლევი კი ბაქოში,ტფილისში და მოსკოვში არსებული ზუბალაშვილების კანტორების მეშვაეობით ხელმძღვანელობდა მთელ საქმეს. ის მოგების წილს აძლევდა ძმებს და ფლორენციაში მცხოვრებ ბიძას.
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი //1860 - 1904//.
დიდი ხნის მანძილზე //1888-1894 წლებში დანამდვილებით// ცხოვრობდა ბაქოში, ხელმძღვანელობდა ზუბალაშვილების ფირმის ბაქოს ნაწილს.

მოსკოვში მცხოვრები ძმა ლევ კონსტანტინეს ძისთვის მიწერილი წერილების თანახმად ზუბალაშვილებს ჰქონდათ კონფლიქტი ფირმა "ზუბალაშვილები და ძმები ჯაყელების" ყოფილ კომპანიონებთან.
გარდაიცვალა 1904 წელს მალე მამამისის გარდაცვალების შემდეგ.
პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი //1862 - ?//
В 1889 წ. დაამთავრა პეტერბურგის მთის ინსტიტუტიо
В 1892წ.მიიღო ტიტულარული მრჩევლის ჩინი .
В 1895წ.г იყო მთის მთავარ სამმართველოსთან...შემდეგ გადავიდა შვეიცარიაში.
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი//1876 – 1941//.
ლუვრში ერთ-ერთი დარბაზის კედელზე შეიძლება ნახოთ მარმარილოს დაფა რომელზეც ამოყვანილია ამ მუზეუმში შეკრებილი ხელოვნების საგანძურის ცნობილ თუ გულუხვ მჩუქებელთა სახელები. მათ შორის არის იაკობ ზუბალაშვილის სახელიც.
პარიზში ალექსანდრე მესამის ხიდთან არსებულ მცირე სასახლეში ერთ დარბაზს ჰქვია "ზუბალაშვილის დარბაზი".
იაკობ ზუბალაშვილს რომ მოენდომებინა მას შეეძლო პარიზის ყოველ ეროვნულ მუზეუმში თავისი სახელობითი დარბაზების შექმნა,მაგრამ თავმდაბალი იყო და არ მოინდომა.
თუ კი პარიზის მუზეუმებს არ ყოფნიდათ სურათების,ქანდაკებების,ოქრო-ვერცხლის ნაკეთობათა გარკვეული სერიის ნაწარმოებები რომლებსაც მუზეუმი ვერ იძენდა ფინანსური შეზღუდვების გამო ან თუ აკლდა მთელი სერია ბატონი ზუბალაშვილი გულუხვად სჩუქნიდა მათ მუზეუმებს და ბოდიშს იხდიდა რომ მეტის გაკეთება არ შეეძლო.
ამასთან როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე და სამწუხაროდ ითვლება ნორმალურად ხელოვნების ნაწარმოებების ბარათებზე არ მიუთითებენ ხოლმე მიმძღვნელის სახელს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. // 1940-ანი წლების ფრანგული პრესიდან//.
სიცოცხლის ბოლო წლები იაკობ ზუბალაშვილმა დიდ გაჭირვებაში გაატარა. ამასთან დაკავშირებით ლუვრის და მცირე სასახლის დირექციებმა მას გაუწიეს ერთდროული მცირე მატერიალური დახმარება.
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1941 წელს. ის დაკრძალეს ნეი სიურ სენის სასაფლაოზე. გადარჩა თუ არა მისი საფლავი უცნობია.
This artwork, La Faunesse Zoubaloff by Auguste Rodin, is currently for sale at Side by Side Gallery Akim
ლევ //ლევან// კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (? – 1914 წლის დეკემბერი)
კ.ი. ზუბალაშვილის უფროსი შვილი, აზნაური, ცხოვრობდა მოსკოვში, ტვერის ბულვარზე ლანსკაიას სახლში. იყო ფირმა "კ.ი.ზუბალაშვილის მემკვიდრეების" საერთო ხელმძღვანელი.

1892 წელს მამასთან, კონსტანტინე იაკობის ძესთან ერთად კალუგას დასავლეთ გარეუბანში ააგო სახელგანთქმული სახლი. ლ.კ. ზუბალაშვილი უცნაური კაცი იყო,სჭირდა დევნის მანია და ამიტომ თავის სახლს შემოავლო აგურის მაღალი კედელი,ხოლო მის მიერ იქ აშენებული რამოდენიმე სახლი უფრო გავდნენ შუა საუკუნეების ციხე-სასახლეებს რომელთაც შეეძლოთ მრავალთვიანი ალყის გაძლება. წითელი აგურის გალავანი კრამიტით დახურული პატარა კოშკებით და სახლები წვეტიანი სახურავებით ძალიან ალამაზებენ კარ-მიდამოს.
რევოლუციის შემდეგ, 1919 წელს, ეს კარ-მიდამო რა თქმა უნდა დაითრიეს სტალინმა და მიქოიანმა. სტალინი აქედან არ გათრეულა 1932 წლამდე და შემდეგ თავისი კაბინეტი გადაიტანა ახლო აგარაკზე კუნცევოში. ცოტა უფრო დიდში შებრძანდნენ მიქოიანი და ვოროშილოვი და შემდეგ მათ შეუერთდა მარშალი საპოშნიკოვი.
ზუბალოვოს კარ-მიდამოს ისტორია კარგადაა აღწერილი სტალინის ასული სვეტლანას წიგნში "20 წერილი მეგობარს".
//ჩანართი, კ.კოვალიოვ-სლუჩევსკი,სხვა რუბლიოვკა, მეფის გზის საიდუმლოებები,
ფრაგმენტი:

ეს იყო სტალინის პირველი პერსონალური აგარაკი.უდიდესი ბელადი ის მერე გახდა.მას ეს კარ-მიდამო უკვე 1918 წელს მოეწონა და იქ ჩადიოდნენ და ცხოვრობდნენ მისი როგორც პირველი ცოლი ეკატერინე სვანიძის ისე მეორე ცოლი ნადეჟდა ალილუევას უახლოესი ნათესავები.//
ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის მეცენატობის მასშტაბები თვალშისაცემი იყო მოსკოვის მასშტაბებითაც.
ზუბალაშვილის სახელი დარჩა როდენის ამ ქმნილებასაც |
მოსკოვში არის ზუბალაშვილების მიერ რკინიგზის მაგნატები ფონ-დერვიზებისგან შეძენილი დიდებული სახლი რომელიც ზუბალაშვილებმა გაავსეს ძვირფასი კოლექციებით და ასე აქციეს " ალი-ბაბას" გამოქვაბულად. ესაა წითელ კარიბჭესთან სადოვო-ჩერნოგრიაზსკაიას ქუჩა ნომერ ექვსში მდებარე სახლი. ქუჩისგან მასიური კედლით გამოყოფილი ეს ეს სახლი 1911 წელს ააგო ხუროთმოძღვარმა ნ.ნ.ჩერნეცოვმა.
1880-ან წლებში ლევ კონსტანტინოვიჩი შევიდა რუს ვაჭარ-კოლექციონერთა წრეში. მისი კოლექცია მალე გაეჯიბრა შჩუკინების, რიაბუშინსკების და მოროზოვების სახელგანთქმულ კოლექციებს.
1890-ანი წლების ბოლოდან ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი მრავალ მოსკოველ ვაჭართა მსგავსად გაიტაცა ძველრუსულმა ხელოვნებამ. მან შეიძინს ნ.მ.პოსტნიკოვის ხატების კოლექციის ნაწილი.
ვაჭრები და ხატების შემგროვებლები ზუბალაშვილის სახლისაკენ ურმებით ეზიდებოდნენ რუსულ და ბიზანტიურ ხატებს,სასულიერო პირთა სამოსს,ჯვრებს და საეკლესიო ნივთებს. მხატვრული კრიტიკოსების აზრით ზუბალაშვილის კოლექციაში იყო უძვირფასესი ხატები....
1918 წელს ზუბალაშვილების სახლი აჩუქეს რუმიანცევის მუზეუმს და ის გადაიქცა მის ფილიალად. მაგრამ ლენინმა გამოაცხადა რომ ხელოვნება ეკუთვნის ხალხს და 1920-ან წლებში განათლების სახალხო კომისარიატმა ზუბალაშვილების მემკვიდრეობის ნაწილი ანუ ხალხის საკუთრება გაყიდა მოსკოვის საკომისიო მაღაზიებით და დანარჩენი გაფანტა მთელი ქვეყნის კულტურის სახლებში და რაიონულ მუზეუმებში. ცოტა რამ დარჩა მოსკოვის მუზეუმებშიც.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა თავისი ხარჯით მოაწყო სამი კერძო საქველმოქმედო ჰოსპიტალი.
მის კარ-მიდამოში არსებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში ექიმად მუშაობდა მეზობელი სოფელი პეტროვო-დალნეეს მფლობელი ა.ვ.გოლიცინი რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა კომპოზიტორ ს.ვ.რახმანინოვს.
ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1914 წლის დეკემბერში. სკორბიაშჩენსკის მონასტრის სასაფლაოსთან ერთად მოსპეს ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის საფლავიც.
ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის მამული "ზუბალოვო" მოსკოვთან ახლოს ბოლშევიკებმა გადააქციეს ძერჟინსკის,სტალინის,მიქოიანის და ნაირ-მაირი კალიბრის ბოლშევიკი ყაჩაღების დასასვენებელ სახლად და რეზიდენციად. ის დღესაც დახურულია და მასში წესიერ კაცს არ უშვებენ...
ნაწყვეტი თავადი კირილ ნიკოლაევიჩ გოლიცინის ჩანაწერებიდან.ტექსტი მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო პ.ბ.კრაევსკიმ. რუსეთის თავადაზნაურთა საკრებულო,მოსკოვი, 1997.
ზუბალოვი // ზუბალაშვილი// და "ზუბალოვო":
"ერთხელ 1932 წლის ზაფხულს ყველაზე ჩვეულებრივმა ამბავმა მიგვიყვანა მამაჩემი და მე მოედანზე წითელ კარიბჭესთან-ჩვენ იქ საკმაოდ დიდხანს ვუცდიდით ტრამვაის. მამამ მიმითითა გაჩერების თითქმის პირდაპირ მდგარ სოლიდურ სახლზე და მკითხა ვიცი თუ არა თუ ვისია ეს სახლი. მე არ ვიცოდი და ვაღიარე ეს.
აგარაკი ზუბალოვოში |
ყველა ცხოვრობდა ერთ მისამართზე - სადოვო-ჩერნოგრიაზსკაია ნომერი 6 Садово-Черногрязская № 6, სწორედ ის სახლი.
ამ წიგნში ზუბალოვი კიდევ იყო ნახსენები. მასში მოყვანილია მოსკოვის უნივერსიტეტის ღარიბ სტუდენტთა დახმარების საზოგადოების წევრთა სია. მასში იყვნენ მოსკოვის შემდეგი პატივცემული მოქალაქეები: დამსახურებული პროფესორები დ.ნ.ანუჩინი,დ.ნ.ზერნოვი,და არტისტული სამყაროს ისეთი დიდი ფიგურები როგორიც იყო ლ.ვ.სობინოვი. ზუბალოვი მათში "თავისიანი" იყო.
მაშ,სახლი ტრამვაის გაჩერების პირდაპირ ადრე ეკუთვნიდა ნავთობის ძალიან მდიდარ მეწარმე ზუბალოვს. ხმა მისი სიმდიდრის შესახებ ფართოდ გავრცელდა და მას თავს დაატეხა უბედურება: ის იქცა გამომძალველობის და შანტაჟის ობოექტად.
ერთხელ ზუბალოვმა მიიღო წერილი რომლის ავტორიც რევოლუციური მუშაობისთვის ითხოვდა რამოდენიმე ათეულ თუ ასეულ ათას მანეთს. წერილი გაგზავნილი იყო რაღაც იატაკქვეშა რევოლუციური ორგანიზაციის მიერ და მისი ავტორი იმუქრებოდა რომ სასტიკად გაუსწორდებოდა ზუბალოვს თუ კი ის დროზე არ გაიღებდა ამ ფულს.
ზუბალოვი ცნობილი იყო როგორც გულუხვი ქველმოქმედი. მაგრამ დაძალებულმა ქველმოქმედებამ,თანაც საქმისთვის რომლის გულშემატკივარიც ის ვერაფრით იქნებოდა ამ ადამიანში გამოიწვია ძლიერი პროტესტი.
ეს პროტესტი ეფუძნებოდა არა კაპიტალისტის სიხარბეს არამედ იმას რომ ის პრინციპულად არ ეთანხმებოდა საქმიანობას რომლის დაფინანსებასაც სთხოვდნენ.
ზუბალოვმა მტკიცედ გადაწყვიტა რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ფულს და კაპიტალს კი მოიხმარდა შესაძლო და დაპირებული ძალადობისგან თავდაცვის ორგანიზაციისთვის. მან დაიქირავა სანდო მცველები, თავისი სახლი წითელ კარიბჭესთან გადააქცია ციხე-სიმაგრედ და გაამაგრა თავისი მამული მოსკოვთან. მის კარ მიდამოს მოსკოვის გუბერნიის ზვენიგოროდის უეზდში შეიძლება დაერქვას მხოლოდ გამაგრებული მამული.
ზუბალოვმა თავისი მოსკოვის სახლი ქუჩისგან გამოყო მაღალი ღობით. ეხლახანს გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში მოსკოვის შესახებ არის ამ შენობისადმი მიძღვნილი სტრიქონები: "...ნომერი ექვსით ლამაზი საკუთრედი რომელსაც იცავს სახელმწიფო. ქუჩაზე გამოდის მისი ორი ფლიგელი რომელთაც აერთიანებს მაღალი ღობე//1911 წ. არქიტექტორი ნ.ნ.ჩერნეცოვი//. გამოცემით ამ ღობის აგება ბრძანა საკუთრედის უკანასკნელმა მფლობელმა-მილიონერმა მენავთობე ზუბალოვმა რათა დამალვოდა ცნობისმოყვარე გამვლელებს და ქუჩის ხმაურს>>>"
მეორე წიგნი მოსკოვზე უფრო ახლოა სიმართლესთან:"...ქვის ყრუ კედელი 1911 წელს არქიტექტორმა ნ.ნ.ჩერნეცოვმა ააგო სახლის მფლობელისთვის...შთამომავლობითი აზნაური ლ.კ.ზუბალოვისთვის. 1905 წლის ამბებით შეშინებული ზუბალოვი წავიდა მოსკოვიდან და 1909 წელს დაბრუნების შემდეგ მან ითხოვა ამ კედლის აგების ნებართვა..." მაგრამ არც ერთ წიგნში მოსკოვის თუ მოსკოვის სახლების შესახებ არაა ნათქვამი ზუბალოვის სახლის გარე სამყაროსგან გამომყოფი ძლიერი კედლის აგების ნამდვილი მიზეზი .
ეხლა მივმართოთ მენავთობე მილიონერის ქალაქგარეთა მამულს. მე ის შორიდან ვნახე 1923 წელს...
სადგურებს კუსოვოსა და ზნამენსკოეს შორის რევოლუციამდელი ხანიდან იდგა არა უბრალოდ კარ-მიდამო, ეს იყო ზუბალოვის ქალაქგარეთა მამული რომელიც მან მან გაამაგრა თავის მოსკოვის სახლზე უკეთესად და არა უარესად.
და ამ სიმაგრეებმა შეასრულეს თავისი როლი მამულის ისტორიაში. სწორედ ძლიერი კედლის,რკინის კარიბჭის და "პერსონალური" რკინიგზის წყალობით "ზუბალოვო" საბჭოთა ხანაში იქცა ერთ-ერთ პირველ "მაღალ რეზიდენციად"...
-------------------------------------------------------------------------------------------
ნატალია ბონდარევა ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის მამულ ზუბალოვოზე: ოდინცოვოს რაიონი, რუბლიოვო-უსპენსკოე შოსე. ნახვის მსურველებს არ უშვებენ და არ აჩვენებენ.
ეს ადგილი გამოყოფილია აგურის მაღალი ღობით. გზიდან ვხედავთ რამოდენიმე სახლს. ბრწყინავს მათი სპილენძის სახურავები და კაშკაშა ახალშეღებილი ფასადები. რა დარჩა ზუბალაშვილის ძველი ნაგებობებისგან თითქმის სახელმწიფო საიდუმლოა.
1852 წლის მონაცემებით აქ იყო 2 კარ-მიდამო. პირველი ეკუთვნოდა კოლეჟის ასესორ აბრამ ხვოშჩინსკის და მეორე ანა ზანგდალენს რომელმაც აქ მოაწყო ქიმიური ქარხანა//უშვებდა სელიტრას მჟავას და გლაუბერის მარილს//.
1857 წელს მიწის ეს ნაკვეთი შეიძინეს მეზობელი სოფელი ბარვიხას გლეხებმა შჩაველიევმა და კონდრატიევმა. 1892 წელს კი ის შეიძინა მდიდარმა ბაქოელმა ნავთობმრეწველმა ლ.კ.ზუბალოვმა.
მის პირადად მცნობი თანამედროვეების თქმით მას სტანჯავდა დევნის მანია და ამიტომ მან თავის მამულს შემოავლო მაღალი აგურის კედელი რომლის უკანაც ააგო რამოდენიმე მაგარი აგურის და ციხე-სიმაგრეების მსგავსი სახლი. მფლობელის სახელის მიხედვით მამულს დაერქვა ზუბალოვო.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მამულის შენობები ცოტა ხანს უპატრონოდ იდგა. მაგრამ 1924 წელს მას ყურადღება მიაქცია ფ.ე.ძერჟინსკიმ რომელიც იქ ზაფხულში დასახლდა ცოლთან და ნათესავებთან ერთად.
1920-ან წლებში გაჩნდა ბოლშევიკ დიდებულთა-სტალინის, ძერჟინსკის, ბუხარინის, მიქოიანის, ვოროშილოვის, შაპოშნიკოვის და სხვათა აგარაკები. 1932 წელს.მისი მეორე ცოლი ნ.ს.ალილუევას თვითმკვლელობის შემდეგ სტალინი სამუდამოდ მიდის დიდი ორსართულიანი ქვის სქხლიდან და ზუბქლოვოს უტოვებს თავის შვილებს ორი ქორწინებიდან//სვანიძისგან და ალილუევასგან//,თვითონ კი გადადის კუნცევოს აგარაკზე მოსკოვთან უფრო ახლოს. ნატალია ბონდარევა, ფოტო 15.05.2006., რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი.
В 1932 г. после самоубийства своей второй жены Н.С. Аллилуевой Сталин навсегда покидает здешний просторный двухэтажный каменный дом, оставив Зубалово детям от двух браков (от Сванидзе и Аллилуевой), а сам перебирается на Кунцевскую дачу ближе к Москве. Наталья Бондарева. Фото 15.05.2006.
Несколько жилых домов
Усадьба Зубалово
Усадьба Зубалово (Одинцовский р-н, Рублёво-Успенское шоссе, д. Калчуга). Усадьба недоступна для посещения.
Это место надёжно скрыто от обывателя высоким кирпичным забором. С дороги мы можем наблюдать только несколько домов, «сияющих» медными кровлями и яркими обновлёнными фасадами. Что осталось от старинных Зубаловских построек — почти что государственная тайна ...
По сведениям 1852 г. здесь находились две усадьбы. Первая принадлежала коллежскому асессору Абраму Хвощинскому, а вторая — Анне Зандгален, устроившей тут химический завод, выпускавший селитренную кислоту и глауберову соль. В 1857 г. этот участок земли приобрели крестьяне соседней деревни Барвиха Щавелев и Кондратьев, а в 1892 г. его перекупил богатый бакинский нефтепромышленник Л.К. Зубалов.
По рассказам современников, знавших его лично, он страдал манией преследования и поэтому огородил свои владения высокой кирпичной стеной, за которой возвёл несколько крепких кирпичных домов, более похожих на замки. По имени владельца усадьба стала именоваться Зубалово.
После Октябрьской революции строения усадьбы некоторое время стояли бесхозными, но в 1924 г. на неё обратил внимание руководитель ОГПУ Ф.Э. Дзержинский, который поселился здесь на летний сезон с женой и родственниками.
В 20-е гг. XX века на территории бывшей зубаловской усадьбы разместились дачи многих «сильных мира сего»: И.В. Сталина, Ф.Э. Дзержинского, Н.И. Бухарина, А.И. Микояна, К.Е. Ворошилова, Б.М. Шапошникова и др.
В 1932 г. после самоубийства своей второй жены Н.С. Аллилуевой Сталин навсегда покидает здешний просторный двухэтажный каменный дом, оставив Зубалово детям от двух браков (от Сванидзе и Аллилуевой), а сам перебирается на Кунцевскую дачу ближе к Москве. Наталья Бондарева. Фото 15.05.2006.
Несколько жилых домов
|
No comments:
Post a Comment