6.18.2012

თანამედროვეობის ფიგურები, მარგარეტ იურსენარი:

«ბედნიერებას მხოლოდ უიმედობის საფუძველზე აგებენ» (მარგერიტ იურსენარი). შიშს, ჟინს, დამცირებას, სიკვდილს, ამ შინაგან დემონებს იმორჩილებს და განდევნის შემოქმედების ძალა.

Marguerite Yourcenar.jpg
მარგერიტ იურსენარი, 1983 წ.
თანამედროვეობის ფიგურები, მარგერიტ იურსენარი (1903--1987):
I. ცხოვრებიდან ნაშრომამდე:
1.პირველი პერიოდი: ევროპა,1903-1939
1903-1919: ნაადრევი და მარტოსული ბავშვობა - მონტ-ნუარ:

მარგერიტ დე კრაიენკური წარჩინებული და მდიდარია: მამამისი არის საუკუნეების წინ ჩრდილოეთ საფრანგეთში დამკვიდრებულ წარჩინებულთა გვარის მემკვიდრე. დედამისი ფერნანდ დე კარტიე დე მარშიანი ეკუთვნის ლიეჟის ძველ არისტოკრატიას. ბედით პრივილეგირებული მარგერიტი მიუხედავად ამისა უბედურებას განიცდის დაბადებიდანვე : დედამისი კვდება მშობიარობის შედეგად. მაგრამ მწერალი მოგვიანებით სულაც არ წუწუნებს და ჩივის თავისი ობლური ცხოვრების გამო და ამბობს რომ იგი გარშემორტყმული იყო სიყვარულით,რომ ცხოვრობდა « ძველი სახლების მსგავს ხალხმრავალ სახლში».

უძლიერესი მოგონებები დაკავშირებულია მონტ-ნუართან, ოჯახურ სახლთან;სწორედ იქ ისწავლა მარგერიტმა ცხოველების და ველ-მინდვრების, პლაჟების, «ამ უსასრულო ველების» სიყვარული. ბიძების, ბიძაშვილების, ბებია ნოემიას, მრავალრიცხოვანი «სახლეულის» გვერდით ყოფნის მიუხედავად ბავშვი თითქმის ყოველთვის მარტოა. არადა ეს მარტოობა იყო ერთგვარი პრივილეგია, ძვირფასი რამ რომელმაც ხელი შეუწყო როგორც სხვათა სიყვარულს ისე დამოუკიდებლობას.

ამ მარტოობის ცენტრში ბრწყონავს მამამისის, ინიციატორის და თანამგზავრის,მეგობრის სახე. სწორედ მიშელ დე კრაიენკური ზრუნავს თავისი ქალიშვილის აღზრდა-განათლებაზე. საყვარელი ქალიშვილი მას უეჭველად აოცებს და ისიც უთმობს მას თავისი დროის ძვირფას ნაწილს. ასაკოვანი,განათლებული და კოსმოპოლიტი მიშელ დე კრაიენკური ცხოვრობს თავისუფლად და დახვეწილად. ის თავის ქალიშვილთან ერთად მოგზაურობს, კითხულობს, ფიქრობს. მარგერიტ იურსენარი იხსენებს ამ ტკბილ წუთებს, ამ ბეჯით სიახლოვეს: რასინს, სენ-სიმონს, შატობრიანს, ფლობერს ის გაიცნობს მიშელის ხმით.

მარგერიტი 9 წლის იყო როდესაც მონტ-ნუარი გაიყიდა. მამა და ქალიშვილი დამკვიდრდნენ პარიზში. ეს იყო ნამდვილი და შემძვრელი შეხვედრა ხელოვნების ნაწარმოებებთან: «ეს იყო ისტორიის დიდი ზმანების დასაწყისი,წარსულის ყველა ცოცხალის სამყარო.» იყო თეატრებიც,და,ისე როგორც არასდროს, წიგნები. მაშინ როდესაც სკოლა ერთმანეთისგან გამოჰყოფს მუშაობას და თავისუფალ დროს,გართობებს, თვითნასწავლი ბავშვი სწავლობს სიამოვნებით. არმოჩენას აღმოჩენა მოსდევს. მარგერიტი სწავლობს შეზღუდვის, პროგრამის გარეშე,უმიზნოდაც კი,გემოვნებით და სასიცოცხლო აუცილებლობით. 12 წლის ასაკამდე მან წაიკითხა ყველა ძველი და თანამედროვე დიდი ნაწარმოები.

და ბოლოს, ბავშვი თავის მომთაბარე და ღრმად ევროპელ მამას თან ახლავს ყველა მოგზაურობაში,ინგლისში (ის იქ ბრიტიშ მუზეუმში «შეხვდა» იმპერატორი ადრიანის ქანდაკებას) და იტალიაში. 11 წლისამ მან ისწავლა ლათინური,ინგლისური, შემდეგ ბერძნული და იტალიური ენები.

ეს ერთდროულად თავისუფალი და მკაცრი, კლასიკოსებისკენაც და თანამედროვეებისკენაც მიმართული განათლება ჰგავს მონტენის თუ ბოესის განათლებას. ვუნდერკინდი? შეიძლება, მაგრამ მარგერიტ იურსენარი ყველაზე მეტად ცნობისმოყვარეა და გატაცებულია სიცოცხლით. მისი მისაბაძი მაგალითი და მისი თითქმის ერთადერთი მეგობარია მამამისი. ისტორია და ფილოსოფია აავსებს და კვებავს ამ მარტოსულ ბავშვობას. მწერლის აზრი და წარმოსახვა შექმნეს კონტაქტმა ნაწარმოებებთან, მოგზაურობამ დროში და სივრცეში,რომლებსაც მუდამ აორმაგებდა «შინაგანი განცდა». მწერალი მთელი ცხოვრება დარჩება ამ მემკვიდრეობის ერთგული.


1919-1929. პირველი ნაწარმოებები:
მარგეტ იურსენარის მე-16 დაბადების დღისთვის მიშელმა გაუკეთა საჩუქარი და ავტორის ხარჯით გამოსცა მატგერიტის პირველი პოეტური ნაწარმოები: «იკაროსი» (რომელიც გახდა «ქიმერების ბაღი». აბსოლუტისკენ სწრაფვის სიმბოლო. «იკაროსი გააგიჟა მზის თაყვანისცემამ, მზისა, რომელთანაც მიახლოება უნდოდა.»

მიშელთან თამაშით,გართობით მოიგონა მან ანაგრამა, რომელიც იქცა მის ფსევდონიმად: გაჩნდა მარგერიტ იურსენარი.

18 წლის ასაკიდან მარგერიტ იურსენარი წერს ადრიანის ისტორიის მრავალ სრულ ვერსიას, რომელთაც დაწვავს და რაზეც მუშაობასაც განაგრძობს 30 წლის შემდეგ. ის აგრეთვე ამაოდ ცდილობს გიგანტური რომანის, «ღელვა»,რომანი მდინარის, «რომანი ოკეანეს» აგებას. ესაა თითქმის მთელი მომავალი შემოქმედების ჩანასახი: «შავი ქმნილება», « ჩრდილოეთის არქივები», და მრავალი ნოველა რომლებიც განმეორებული იქნა თხზულებაში «მდინარე წყლის მსგავსად» გაჩნდნენ ამ პირველი ზმანებებიდან.

საპირისპიროდ ამისა და შეიძლება ამ მეტისმეტად მდიდარი მასალისაგან თავის დასაცავად მწერალი ამთავრებს მოკლე რომანს «ალექსისი ანუ ამაო ბრძოლის მოკლე ტრაქტატი.»

ესაა ურთიერთობის გაწყვეტის და აღიარების წერილი : ალექსისი თავის ცოლს უმხელს რომ მას უყვარს მამაკაცები და მას უნდა მისი მიტოვება. ის ამბობს რომ მან აირჩია თავისუფლება და ტყუილის უარყოფა.

რთული სიუჟეტი მოკრძალებითა და პატივისცემითაა დამუშავებული; «დაფიქრებული, სინდისიერი კეთილგონიერება ცდილობს სიმდაბლის გარეშე სულის და სხეულის შერიგებას»
( «ალექსისის» წინასიტყვაობა).

წიგნი პოულობს ფრანგული ანალიზის რომანის (რომლის მოდელადაც რჩება «კლევის პრინცესა») გამჭვირვალე, გლუვ და შეკავებულ ტონს.მორალური პრობლემის ამხსნელი სათაური მიუთითებს ჟიდის თხრობაზე.

1929 წელს მარგერიტი ორმაგად სრულწლოვანი ხდება : ის კარგავს მიშელს, რომელსაც თან ახლავს მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე; იმავე წელს გამოქვეყნდა «ალექსისი.»

1929-1939. პირველი რომანები-აღმოსავლური ნოველები:
26 წლის მარგერიტ იურსენარი არის ოჯახის,სახლის, მატერიალური გაჭირვების, კავშირების გარეშე. თავის ათწლიან,მფლანგველ და მოხეტიალე ცხოვრებაში მან გაფლანგა დედამისის მთელი მემკვიდრეობა, ისევე როგორც მამამისმა სიამოვნებებში და უზრუნველობაში გაფლანგა თავისი.

ეს აბსოლუტური თავისუფლება რა თქმა უნდა პრივილეგიაა, მაგრამ აგრეთვე არჩევანიცაა: მარგერიტ იურსენარი უარს ამბობს უშიშროებაზე და მიდის ქვეყანაში რომელიც მას ესოდენ შეაყვარეს წიგნებმა და სურათებმა; ის მიდის საბერძნეთში,წარსულის, ცისა და ზღვის ქვეყანაში. ის ამ დროს ტკბება ყველა ნამდვილი სიმდიდრით, თავისუფლებით, დროით, სივრცით, კულტურით. ის, მაშ, მთელი გულით ეძლევა მოგზაურობას, შეხვედრებს, სიყვარულს.

მარგარეტ იურსენარი ხშირად ლაპარაკობს «ემოციურ კრიზისზე». რომელიც მას უნდა განეცადა 1930-ან წლებში. ის საგულდაგულოდ მალავს საყვარელის სახელს, საიდუმლო, წაშლილ, გამოუთქმელ სახელს. როგორც გამოარკვია მის ბიოგრაფიულ ეტიუდში მიშელ სარდმა სინამდვილეში ლაპარაკია ანდრე ფრენიოზე, მწერალზე,. მარგარეტ იურსენარის კომპანიონი ანდრე ფრენიო ჰომოსექსუალი და ქალთმოძულე იყო და მარგარეტ იურსენას ეპყრობოდა მკაცრი,გესლიანი თავხედობით. ყველა სასიყვარულო ტანჯვის მსგავსად ეს ბანალური და უნიკალური განცდა ჯოჯოხეთის გავლაა. 1930-1939 წლების შემოქმედება გამოხატავს, იმორჩილებს, განწმენდს ამ ვნების სიმძაფრეს.

პროზაული ლექსები და ლეგენდარული მოთხრობები, ზმანებათა მოთხრობა, ზღაპრებისა და ნოველების კრებული «აღმოსავლური ნოველები» ქმნიან ტრიპტიქს რომელშიც პიროვნული ტკივილი გამხელილია და დაძლეულია.

მითში,ზმანებაში და ლეგენდაში გახსნილი პიროვნული გრძნობა სწყდება თავის თავისებურებას და იძენს უდროო და უნივერსალურ, საყოველთაო განზომილებას.

ამ დემარშს ხელი შეუწყო მხსნელი მეგობრის ემბლემატური ფიგურის, ანდრეას ემბირიკოსის ყოფნამ. მან ახალგაზრდა ქალი გადაიყვანა სხვა, დაბრუნებული მწერლობის და სიცოცხლის სანაპიროზე.

წარმოშობით რუმინელი მდიდარი და განათლებული ბერძენი ანდრეას ემბირიკოსი ცხოვრობს ათენში სადაც ხელმძღვანელონს გემთსაშენებს. ისაა პოეტი,ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი. თანამედროვეობისკენ გახსნილ ამ კაცს უყვარს წარსული. აქტიური იდეალისტი ანდრეას ემბრიკოსი 1929 წელს პარიზში დაუკავშირდა სიურეალისტურ და მარქსისტულ მოძაობებს (საინტერესო იდეალისტურ-მატერიალისტური მარქსიზმია, მთარგმნელი). ის ასევე არის პოეტი გავაფის მეგობარი (იურსენარმა 1936 წელს დაიწყო ამ პოეტის თხზულებათა თარგმნა). მიშელ დე გრაიენკურის მსგავსად ანდრეასიც არის კოსმოპოლიტი, მოგზაური, ცნობისმოყვარე და ერუდიტი.

სწორედ მას უძღვნა მარგერიტ იურსენარმა «აღმოსავლური ნოველები». თითქმის ყველა ნოველა მან დაწერა 1933-1936 წლებში თავის ბერძენ მეგობართან ერთად მის გემზე შავ ზღვაში მოგზაურობისას. ზღაპრების და ლეგენდების მოყვარული ანდრეასი ალბათ უყვებოდა მარგარეტ იურსენარს თავისი ქვეყნის თქმულებებს ( ანდრეას ემბირიკოსი 1978 წელს გარდაიცვალა).

ინტენსიური შემოქმედების ეს წლები დამთავრდა ორი რომანის გამოქვეყნებით.

1934 წელს გამოცემული «ზმანების დინარი» აღწერს ანარქისტების შეთქმულებას დუჩეს წინააღმდეგ 1933 წლის რომში. რეალიზმსა და ალეგორიას შორის არსებული ეს ექსპრესიონისტური, თავსატეხის მსგავსად ნაგები ეს წიგნი იტალიური ფაშიზმის აღმავლობის ფხიზლად ამსახველი ერთ-ერთი პირველი ფრანგული რომანია.

File:Barlach Selbstbildnis I (1928).jpg
ერნსტ ბარლახი, ავტოპორტრეტი 1928 წ.

1938 წელს დაწერილი და 1939 წელს გამოცემული « უკანასკნელი დარტყმა»-ს მოქმედება ხდება 1920 წელს ბალტიის ქვეყნებში,ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ეს მოთხრობა რასინის ტრაღედიის მსგავსად კონცეტრირებულია ერთმანეთში შეყვარებულ და ერთმანეთისთვის ტკივილების მიმყენებელ სამ პერსონაჟზე: ენრიკ ფონ ლომონდ, საყვარელი მეგობარი კონრად, შეყვარებული სოფი რომელსაც ის უარყოფს. ზიზღის, სიძულვილის იქით ავტორი ხაზს უსვამს ერთი და იგივე შეურიგებლობით, თავდადების მოთხოვნილებით» და «საკუთარი თავის ბოლომდე გავლის სურვილით» გაერთიანებული პერსონაჯების სიდიადეს» (რომანის წინასიტყვაობა).

ბედნიერებას მხოლოდ უიმედობის საფუძველზე აგებენ. ეს ფრაზა რომელიც ამთავრებს «ცეცხლს» და მისი ეპილოგია აჩვენებს განცდილის სიმძაფრეს და ყველაფრის მიუხედავად გამარჯვებული ნების ენერგიას.

მწერალმა ასე უკვე იპოვა თავისი საკუთარი გზა: პირადი გამოცდილების კოლექტიურ გამოცდილებასთან დასაკავშირებლად,ყველაზე პირადი გრძნობებისათვის უნივერსალურის, საყოველთაოს ძალის მისაცემად მან აირჩია მითის, ლეგენდის თუ ისტორიის მოსახვევი (კატრინ ბარბიე, ნარკვევი მარგერიტ იურსენარზე, ,,აღმოსავლური ნოველები,, პარიზი,1998)
.
«სიკვდილი? სრულყოფილი სისავსით ყოფნა მათ შორის ვინც გიყვარდა»
რითი უნდა აიხსნას ამერიკაში ლტოლვილობის ეს არჩევანი? იქნებ ესაა მეტისმეტად მისიკვდილებული, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით გადაგვარებული ევროპის დანახვის შიში?

«ბედნიერებას მხოლოდ უიმედობის საფუძველზე აგებენ» (მარგერიტ იურსენარი) . შიშს,ჟინს, დამცირებას, სიკვდილს,ამ შინაგან დემონებს იმორჩილებს და განდევნის შემოქმედების ძალა.

2. მეორე პერიოდი: ამერიკის შეერთებული შტატები,1939-1986:
1939. გრეისი- ახალი სამყარო:
1939 წელი ტეხილი იყო იურსენარის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ქონება გაიფლანგა და მარგარეტს გაუჭირდა, მას არ ჰქონდა ხელობა. მან ითხოვა კულტურული მისია საბერძნეთში,მაგრამ ომის დეკლარაციამ მას უბიძგა სწრაფი არჩევანის გაკეთებისკენ. ის დაპატიჟეს აშშ-ში. მან თავშესაფარი ნახა ამერიკელთან;უნივერსიტეტის თანამშრომელ გრეის ფრიკთან რომელსაც 1937 წელს შეხვდა პარიზში . მათ ერთად იმოგზაურეს საბერძნეთში, იტალიაში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში. 1939 წლიდან გრეისი გახდა იურსენარის თანამგზავრი, მისი ნაწარმოებების მომთხოვნი და ერთგული მთარგმნელი,ინტენდანტი,მდივანი, მკითხველი. სიყვარული ამ შემთხვევაში როგორც ჩანს მიიღებს თავგანწირვის უმაღლეს ფორმებს.

1939-1945. ლტოლვილობა-მოლოდინი თუ უარყოფა?

დაშორება რა თქმა უნდა იცავს იურსენარს ევროპული უბედურებისაგან; მაგრამ მწერალი მტკივნეულად განიცდის სამშობლოსგან მოშორებას, მარტოობას. მისი დროის ნაწილი მიაქვს მასწავლებლის თანამდებობას ნიუ იორკის შტატში. ამ პერიოდში ის წერს მრავალ ესკიზს და შავ ვარიანტს, მაგრამ შემდეგ წყვეტს წერას. ის რა თქმა უნდა ისევ ხარბად კითხულობს, აქვეყნებს რამოდენიმე პიესას თეატრისთვის,თარგმნის ზანგურ სპირიჩუელსებს...მაგრამ ესაა დუმილის, მოლოდინის, მომწიფების,შეიძლება აგრეთვე უარყოფის წლები.

მიუხედავად ამისა ის აქედან გამდიდრებული გამოდის : რამოდენიმე წლის შემდეგ მან თქვა რომ იმპერატორი ადრიანის გასაგებად და მის გასაცოცხლებლად საჭირო იყო ეს « სულის ღამე.»

1945-1951. არჩევანი-უდაბური მთები-ადრიანი:
ევროპაში შეყვარებული მარგერიტ იურსენარი მიუხედავად ამისა 1945 წლიდან არ ფიქრობს ევროპაში დაბრუნებას : მან უნებური ლტოლვილობა აქცია ცხოვრებისეულ არჩევნად და 1947 წელს მოქალაქეობა მიიღო. 1950 წელს ის გრეისთან ერთად ყიდულობს «პატარა პლეზანსს». მენის ამ კუთხეში მათ ბედნიერი ზაფხულები გაატარეს. ბოლოს 47 წლის გრეისი გადის პენსიაში და მთელ თავის დროს უთმობს თავის მეგობარს. და იურსენარს შეეძლო მწერლის ხელობასთან დაბრუნება.

როგორ უნდა გავიგოთ ლტოლვილობის ეს არჩევა?

იქნებ ესაა მეტისმეტად მისიკვდილებული და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით გადაგვარებული ევროპის ნახვის შიში? ევროპისა სადაც ამდენი მეგობარი მოკვდა?
ლი, მაგრამ მარგერიტ იურსენარი კორესპონდენციითა და ხშირი მოგზაურობებით რჩება ევროპის ერთგული.

იქნებ ესაა გაჩენილის დაცვის სურვილი? თავშესაფრის, განდგომის სურვილი? ამას ხელს უწყობს გრეისის თანადგომა.

არჩევანი და შემთხვევითობა შეერთდა ხვედრის შესაქმნელად. უდაბურ მთათა კუნძულზე იურსენარმა აღადგინა ბერძნული კუნძული და,შეიძლება, მონტ-ნუარი.

ესაა დახურული და ღია სივრცე, « საზღვარი სამყაროსა და ადამიანის სამყაროს შორის.»

ამ 1949 წლის დიდი ძვრა და მთავარი მოვლენა სინამდვილეში არის ადრიანის დაბრუნება ( ადრიანი,76-138, ტრაიანეს დის შვილიშვილი. ის ხდება პრეტორი,კონსული, სირიის გუბერნატორი. ტრაიანეს მიერ ნაშვილები, ის ცვლის ტრაიანეს). ევროპიდან ჩასულ ერთ ჩემოდანში მწერალმა ნახა ზოგი შავი ნაწერი. შეუსვენებლად
მომუშავე მარგერიტ იურსენარმა 1950 წლის დეკემბერში დაამთავრა «ადრიანეს მოგონებები».

ციებ-ცხელებიანი და ეგზალტირებული მარგერიტ იურსენარი « ცალი ფეხით ერუდიციაში და ცალი ფეხით მაგიაში» უსმენს თავისი პერსონაჟის ხმას და თითქოს მისი კარნახით წერს. ადრიანი მას ამიერიდან აღარ მიატოვებს.

ამ წიგნმა მოიპოვა უზარმაზარი წარმატება, მიიღო ფემინა-ვაკარესკოს პრიზი და მაშინვე ითარგმნა მრავალ ენაზე. მკითხველმა მარგერიტ იურსენარი მიიღო როგორც « დიდი თანამედროვე კლასიკოსი».

ცოტა ხნით შევჩერდეთ ამ მნიშვნელოვან ნაწარმოებზე:
მომაკვდავი იმპერატორის მიერ მისი მეგობარი და მემკვიდრე მარკუს ავრელიუსადმი მიწერილ გრძელ წერილში იურსენარი ხატავს ადამიანის სურათს და აღწერს
ცივილიზაციას. ეს ფიქტიური მაგრამ ისტორიულად სავსებით დაფუძნებული ავტობიოგრაფია იშლება ინტროსპექციის და შეჯამების ფორმით. რად ღირს სიცოცხლე როდესაც მას ვაფასებთ სიკვდილის ზღურბლიდან? ადრიანი აფასებს მისი როგორც იმპერატორის საქმიანობას და მის ადამიანურ ქცევებს: როგორ მართავდა ის თავის მიწებსა და ხალხებს,რა მისცა მან ხელოვნებას,სიყვარულს, სიამოვნებას,სილამაზეს? რა აზრი აქვს სიკვდილს...? ა.წ. II საუკუნეში, წარმართობასა და ქრისტიანობის შორის არსებულ ხანაში მომხდარი ამბები იურსენარს აძლევს ღმერთებს მოკლებული ადამიანის თავისუფლებისა და მარტოობის ჩვენების და ცივილიზაციათა ხვედრზე დაფიქრების საშუალებას.

3. 1951-1969. ზენონი:
ადრიანის მსგავსად «შავი ნაწარმოების» გმირი ზენონი, ფიქტიური, 1920-ან წლებში გაჩენილი ფიქტიური პერსონაჟია. იურსენარი უბრუნდება მას 1962 წლიდან და აღორძინების ხანის ამ ჰუმანისტს უძღვნის რომანს.

ექიმი, ფილოსოფოსი, ალქიმიკოსი ზენონი არის ერაზმის თუ ლეონარდო და ვინჩის "ძმა"; ესაა აჯანაყებული სული რომელიც თავიდან იცილებს და უარყოფს თავისი ოჯახის
თავხედ სიმდიდრეს, ბერთა ფანატიზმს, ექიმთა ავტორიტეტს,მისი დროის იდეოლოგიას. ის მოგზაურობს ევროპაში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ,ამ ინიციაციურ მოგზაურობას ის სიკვდილისკენ მიჰყავს.

1965 წელს დასრულებული ეს რომანი გამოიცა 1968 წელს, სწორედ მაისის მოვლენების დროს. პროტესტის გამომხატველი ფილოსოფოსი მაშინ საზოგადოების თვალში განასახიერებს ჯანყის სულს.

წარსულისკენ მიბრუნებით ავტორი უნებურად ეხმაურება თანამედროვეობას ! აქაც წარმატება დიდი და მოულოდნელია. ამას გარდა ნაწარმოები იღებს პრიზს ფემინა.

და ბოლოს, ავტორი ამთავრებს მნიშვნელოვან ნაწარმოებებს,მაგალითად ესეების კრებულს «აღნუსხვის მოგებით» ( 1962) და «კონსტანტინ კავაფის კრიტიკული წარმოდგენა».

1971-1979. განსაცდელი-სამყაროს ლაბირინთი.
ავადმყოფობის, სიკვდილისაკენ სვლის განსაცდელი ამწუხრებს ქალებს. გრეისს 1958 წლიდან სჭირს კიბო და ამიერიდან ის ელის სიკვდილს. «მისი ავადმყოფობის წინააღმდეგ გმირული და შეუპოვარი ბრძოლის» ამ წლებში გრეისი ისევ საქმიანი და აქტიურია; მარგერიტი არ სტოვებს თავის მეგობარს და იზიარებს მის ტანჯვას.

მიუხედავად ამისა მისი თანამგზავრი და მეგზური ადრიანის მსგავსად ის აგრძელებს მუშაობას. ამ უძრავ ცხოვრებას მწერალი წარსულისაკენ მიმართავს.
სამმა ტომმა უნდა აღადგინოს მისი ოჯახის,მისი წინაპრების ისტორია. ყველაფერს აერთიანებს ლამაზი სიმბოლური სახელი «სამყაროს ლაბირინთი».

I ტომი, «ღვთისმოსავი მოგონებები» დაინტერესებულია დედის ოჯახით,1974.
II ტომი «ჩრდილოეთის არქივები» ეძებს მამის შტოს კვალს,1977.
III ტომი «რა,მარადისობა?» ეხება თვითონ მარგერიტს. ის ამ წიგნს წერს ქიკვდილამდე. გამოიცა იურსენარის სიკვდილის შემდეგ,1988 წელს.

ნაწარმოები არაა პორტრეტების თუ პირადი მოგონებების მიმდევრობა; ესაა კოლექტიური ავტობიოგრაფია. ის აცოცხლებს მიცვალებულებს. ეს მასშტაბური სოციალური ფრესკა მოგვიწოდებს დროზე დაფიქრებისკენ.

1980-1987. გვირგვინდადგმული მწერალი- «Patientia»:
გრეისი გარდაიცვალა 1979 წელს, ერთგულების 40 წლის შემდეგ. საჭიროა უიმედობისთვის წინააღმდეგობის გაწევა,მიუღებელი სიკვდილის,ამ «ემოციური და მეტაფიზიკური კატასტროფის» მიღება. იურსენარმა ადრიანის მსგავსად უნდა იპოვოს "patientia»,რაც იძლევა ტანჯვის ატანის საშუალებას.

ერთი წლის შემდეგ ჟან დორმესონის ინიციატივით იურსენარი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიაში. მარგერიტ იურსენარი არის «უკვდავებს» შორის მყოფი პირველი ქალი !
ბოლოს და ბოლოს მისი უკვე მთელს მსოფლიოში თარგმნილი შემოქმედებით დაინტერესდა ფრანგული პრესაც! «პლეიადას» კოლექციაში პრესტიჟულმა პუბლიკაციამ დაასრულა მისი მწერლად აღიარება.

მოხუცი დაუღალავი მანდილოსანი მისი პერსონაჟების მსგავსად სიცოცხლის ბოლომდე მოგზაურობს. ის იწყებს მოგზაურობათა უკანასკნელ ციკლს. ის მოგზაურობს მაღრიბში, იაპონიაში, ტაილანდში, კენიაში, ინდოეთში...

მისი უკანასკნელი თანამგზავრი, ახალგაზრდა ფოტოგრაფი ჯერი ვილსონი 1986 წელს კვდება ვირუსული მენინგიტით.

მარგერიტ იურსენარი გარდაიცვალა 1987 წლის 17 დეკემბერს.

ის უკვე დიდი ხნის წინ მოემზადა ამ უკანასკნელი მოგზაურობისთვის. მან ყველაფერი გაითვალისწინა, მან შეადგინა სია მეგობრებისა რომელთა ნახვაც უნდოდა უსახელო საიქიოში. მათ შორის იყო იმპერატორი ადრიანი.

«სიკვდილი? სრული სისავსით ყოფნა საყვარელ ადამიანთა შორის

(გაგრძელება იქნება).

4: იურსენარის მისტიკური სამყარო
იურსენარი ედავება სიცოცხლეს იმიტომ რომ "სიცოცხლე სიზმარია" (კალდერონი), ყველაფერი ეფემერულია, მერყევია. ცოცხალი ეფემერულია და გარდაცვლილი გრძელდება მეხსიერების ერთგულებაში. ადამიანი მიაქვს დროის ნაკადს რომელიც სპობს თუ გარდაქმნის ცივილიზაციებს,განაახლებს სამყაროებს...

მარგერიტ იურსენარის აზრით მორალური პასუხიმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი აზრით საეჭვო პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

იურსენარის მთავარი ღირებულებებია გულწრფელობა,გამბედაობა, მოთმინება. გარეშე შეზღუდვებისაგან თავისუფალ ამ ცხოვრებაში ერთადერთი წესია შინაგანი მომთხოვნელობა. შემეცნების საუკეთესო საშუალებებია სიყვარული,მოგზაურობა,ხელოვნება. მნიშვნელოვანია მხოლოდ წარუვალი და უნივერსალური,საყოველთაო,მაგრამ მათი ნახვა შეიძლება მუდმივი მოგზაურობით სივრცეში და დროში. სიცოცხლეს აზრს აძლევს მსახურების სურვილი და არა ბედნიერება....

იურსენარის სამყაროში სხვას აქვს პრივილეგირებული ადგილი:
5.მწერალი და მისი პერსონაჟები:
ჩვენ მრავალჯერ ვახსენეთ დისტანცია, უკანდახევა. განა შეუძლიათ ამ ცნებებს მწერლის მისი პერსონაჟებისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა?

ჩვენ მართლაც გვიჭირს იმის წარმოდგენა თუ როგორ შეუძლია XX საუკუნის ქალს თავის გაიგივება შორეულ წარსულში მცხოვრებ და სხვა კულტურების გავლენის განცდელ ადამიანებთან.

არიან თუ არა უცხოები მწერლისთვის ეს პერსონაჟები? და თუ უცხოები არიან როგორ მისცა მან მათ თავისი ხმა?

თვითონ მარგერიტ იურსენარმა ახსნა რომ ის დასახლებულია თავისი პერსონაჟებით, რომ ისინი მას ეწვევიან ხოლმე და ამ სიტყვას მისცა თითქმის მაგიური მნიშვნელობა: ის ასევე ამბობს რომ ის თვითონ მისმა გმირებმა «აირჩიეს». მაშ ამის შემდეგ ლაპარაკია მათთვის ყურადღების მიქცევაზე, მათი ხმისთვის ყურის დაგდე-
ბაზე ერუდიციის მშვიდ მუშაობაზე დაყრდნობით. მწერალი ასევე მიმართავს ერთგვარ ასკეზას. მას ეს სჭირდება თავის პერსონაჟთა სიხარულების,ტკივილების,ემოციების განსაცდელად ვინაიდან მხოლოდ ასეთი სიახლოვე თავის გმირთან მისცემს მწერალს რწმენის ძალას.

როგორც ვხედავთ ლაპარაკი არაა ფსიქოლოგიურ ანალიზზე,არც სოციოლოგიურ გამოკვლევაზე,არც ყოვლის შემძლე მზერაზე რომელსაც სტყორცნიდა თავის პერსონაჟებს ყველაფრის მცოდნე მთხრობელი.

თავის ყოველ წიგნში მწერალი ეძებს თავის საკუთარ ადგილს: არც მეტისმეტად ახლოს და არც მეტისმეტად შორს. მთავარი ისაა რომ გმირმა იცხოვროს და ილაპარაკოს ზუსტად,ესე იგი მისი მდგომარეობის,მისი სტატუსის, მისი ემოციების, მისი ღირებულებების, მისი მსოფლმხედველობის შესაბამისად. საჭიროა უსაზღვრო სიფაქიზე და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ იურსენარი არ ენდობა დიალოგს. ასევე ყურადღებით უნდა შემოწმდეს ყოველი დეტალის სინამდვილე,ისტორიული და ადამიანური სიმართლე. მწერლის ადგილს, მის მზერას,მის მიდგომას, მის შრომას განსაზღვრავს ეს ზუსტი დისტანცია, ეს სიმპატია, ეს ყურადღება.

6.საზღვრების გადალახვა:
მარგერიტ იურსენარმა გადალახა ჟანრის და დროის კედლები და ის ასევე უარს ამბობს სინამდვილის გამოყოფაზე ფიქციისაგან. ის ერთმანეთში ურევს და ერთ პლანზე ათავსებს ყველა თავის პერსონაჟს; ეკუთვნიან ისინი მისი ოჯახის ისტორიას, ერთა ისტორიას, ფიქციას თუ ლეგენდას, იურსენარის თვალში მათ ყველას აქვთ ერთი და იგივე სტატუსი! ყველა «პერსონაჟია» და ყველას აქვს რეალობისა … თუ არარეალობის ერთი და იგივე ხარისხი.

სინამდვილეში იურსენარი ედავება სინამდვილეს იმიტომ რომ « სიცოცხლე სიზმარია», თუ კი გავიმეორებთ კალდერონის ემბლემატურ სათაურს-,ვინაიდან ყველაფერი ეფემერულია,მერყევია,მალე ქრება. და პირიქით, ის ენდობა მონაგონს; მის თვალში ესაა ერთადერთი ლეგიტიმურობა. ასე ხდება რომ როდესაც XX საუკუნის ლიტერატურული და მხატვრული კრიტიკა ცდილობს ფიქციის,გამონაგონის წესების ცხადად დადგენას მარგარეტ იურსენარი კიდევ შლის საზღვრებს და სძრავს ჩვენს მენტალურ ორიენტირებს.

7.მისტიკური სამყარო:
მეტიც, მწერალი აერთიანებს მიცვალებულებსა და ცოცხლებს, მისი აზრით მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ყოფნა: ცოცხალი ეფემერულია და გარდაცვლილი გრძელდება მეხსიერების ერთგულებაში. ადამიანი მიაქვს დროის ნაკადს რომელიც სპობს ან გარდაქმნის ცივილიზაციებს,ქვებს და მარმარილოებს;განაახლებს სამყაროებს.

სწორედ ამიტომაა რომ იურსენარის აზრი მუდამ მოგვიწოდებს მასშტაბის შეცვლისაკენ: ისტორიული დრო შეიძლება ითვლებოდეს საათებით,მაგრამ აგრეთვე ათასწლეულებით,როგორც « ავგუსტეს ისტორიაში», დეკადანსის «18 საუკუნეზე მეტ ხანს გაჭიმული ისტორია.» . მკითხველი ხშირად შედის კოსმიურ დროში რომლის უკიდურეს საღვარზე დრო ზედროითი, მარადიული, არამატერიალური ხდება : ამ მეტაფიზიკურის გაგებას შესაძლებელს ალბათ მხოლოდ საკვირველი თუ პოეზია ხდის.

დროს გააზრება, მაშ, ფილოსოფიურია, მორალურია, და გავბედოთ ამის თქმა, რელიგიურია. ეს სიტყვა მაშინვე მოითხოვს ნიუანსირებას:

იურსენარი ხშირად შეგვახსენებს სიტყვა რელიგიის ეტიმოლოგიას ( კავშირის აღდგენა). მისი აზრით რელიგიური სულის საფუძველი უნდა იყოს დოგმებისა და სექტარიზùმის საპირისპირო სინკრეტიზმი.

იურსენარი განუწყვეტლად უსვამს ხაზს საკრალურის, წმინდას საჭიროებას. მაგრამ ამ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად ის ეწაფება ყველა წყაროს.

აღმოსავლურ რელიგიათა სიყვარული მას არ უბიძგებს ქრისტიანობის უარყოფისაკენ : მარგერიტ იურსენარს უყვარს ქრისტეს ქადაგება ( ის იხსენებს და გვახსენებს გულუხვობის, გულმოწყალების, ლმობიერების, თავმდაბლობის ღირებულებებს) და მნიშვნელოვნად თვლის ქრისტიანულ დღესასწაულებს. მაგრამ ქრისტიანობაში ის არჩევს ბუნებისა და ელემენტების დამფასებელ წარმართულ რწმენებსაც. Iურსენარს უყვარს პოეტური პანთეიზმიც რომელიც ადამიანებს ასწავლის ყველა ქმნილების პატივისცემას.

იურსენარმა კიდევ აირჩია არა ის რაც ერთმანეთისგან გამოყოფს, სთიშავს ადამიანებს არამედ ის რაც აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, რაც ადამიანს აკავშირებს დანარჩენ სამყაროსთან .

მარგარეტ იურსენარი - 5, ,,აღმოსავლური ნოველების" ჟანრი
par Gueorgui Mardjanichvli, jeudi 3 juin 2010, 18:55
«აღმოსავლური ნოველები»:
მატყუარა სათაური?
1.ზოგადი გაურკვევლობა:
ჟანრის სათაურშივე მითითებით იურსენარი თითქოს ეწერება კარგად განსაზღვრულ და დადგენილ არეში. არადა მარგერიტ იურსენარი თავისი მოთხრობების აღსანიშნავად იყენებს ცნებას « ზღაპარი». რამ განაპირობა ეს ბუნდოვანება?

ზღაპარს და ნოველას დიდი ხნის მანძილზე აიგივებდნენ ერთმანეთთან. 1694 წლამდე ზღაპარი განსაზღვრულია როგორც « ნამდვილი თუ ზღაპრული თავგადასავლის მოთხრობა» ( აკადემიის ლექსიკონში ცნება ზღაპრული უნდა გავიგოთ როგორც წარმოსახვითი,გამოგონილი). ეს ზღაპარს აახლოებს ნოველასთან XIX საუკუნეში ბალზაკი,დოდე,ფლობერი, მოპასანი თუ სხვები განურჩევლად იყენებენ ორივე ცნებას; ამაზე მოწმობს,მაგალითად, ფლობერის «სამი ზღაპარი» რომლებიც სინამდვილეში ზღაპრები და ნოველებია, და მოპასანის «ზღაპრები და ნოველები».

მიუხედავად ამისა დაუშვებელია მარტო იმის თქმა რომ ორი სიტყვა ექვივალენტურია !

ზღაპრის განსაზღვრების საშუალებას იძლევა მრავალი კრიტერიუმი : ის ეფუძნება ზეპირ და ხალხურ ტრადიციას,მას შემოაქვს საოცარი,არაჩვეულებრივი,ზებუნებრივი,
ის ინიციაციის ხელის შემწყობია, ის ძლიერ რიტუალიზებულია.

რაც შეეხება ნოველებს, მისი კანონები არსებითად თხრობითია: სიმოკლე უბიძგებს თხრობის კონცენტრაციისკენ,როგორც არასდროს ისე ლეგიტიმირებულია არისტოტელეს მიერ დადგენილი წესები; ერთადერთი აქცია ერთადერთ ადგილას, შეკუმშულ დროში ! დრამატული ეფექტურობა გაძლიერდება «ფინალური ეფექტით»: გრადაციაზე, თანდათანობითობაზე აგებულმა ეპიზოდებმა უნდა მიგვიყვანონ «დაცემამდე»,თხრობის მოულოდნელობის და აპოგეის მომენტამდე. ჟანრის მოდელებია პო,მოპასანი, მერიმე.

მაგრამ 1950-ანი წლებიდან ნოველები განუწყვეტლად უარყოფენ და არღვევენ ამ კანონებს. რომანის მსგავსად ნოველაც გადაიქცა ყველაფრი მშთანმთქმელ, მუდამ ცვალებად,ყველანაირი შესაძლებლობის შემცველ ჟანრად : მას შეუძლია წამის დაფიქსირება და მთელი ცხოვრების მოცვა,ესედ,აღსარებად, პროზაულ ლექსად, ქრონიკად გადაქცევა. მას შეუძლია დიალოგის, თხრობის, შინაგანი მონოლოგის, და რა თქმა უნდა ზღაპრისა და იგავ-არაკის ფორმების მიღება!

და ბოლოს თანამედროვე ნოველა ხალისით და შეგნებულად იძენს ფილოსოფიურ სახეს. როგორც მონტესკიეს და ვოლტერის ზღაპრების ღირსეული მემკვიდრე ის ცდილობს საზოგადოების მანკიერებათა, ნაკლოვანებათა მხილებას, მეორეს მხრივ კი ის სვამს არსებობის მნიშვნელობის, აზრის თუ აბსურდულობის საკითხებს. ის ხშირად იძენს პოეტურ, სიმბოლურ, მეტიც,ჰერმეტულ, დაშიფრულ სახეს.

ყველაფერი ეს გასაგებს ხდის თუ რატომ აირჩია იურსენარმა ყოყმანის მიუხედავად ცნება «ნოველები». ამ ღია ცნებას შეუძლია ყველა ჟანრის მოცვა.

მაგრამ ჩვენ უნდა შევჩერდეთ კიდევ ერთ იდუმალ ცნებაზე, ცნებაზე «აღმოსავლეთი».

მარგერიტ იურსენარი და მისი საყვარელი აღმოსავლეთი:
დასავლეთის დიდი შვილებს მარგერიტ იურსენარს, ჰერმან ჰესეს, გოეთეს უყვართ აღმოსავლეთი და დასავლელებს მოუწოდებენ აღმოსავლეთის სიყვარულისკენ  (მთარგმნელი) .

მაშ ცოტათი უფრო დავაკვირდეთ იმას თუ რას ნიშნავს იურსენარისთვის და საზოგადოდ აღმოსავლეთი:
ცნებას აღმოსავლეთი აქვს მრავალი მნიშვნელობა იმიტომ რომ ის აღნიშნავს ადგილს, კულტურას და გარკვეულ წარმოდგენას. აღმოსავლეთი პირველ რიგში გეოგრაფიული ადგილია, მაგრამ განა ერთია აღმოსავლეთი?

შორეული აღმოსავლეთი და საშუალო აღმოსავლეთი წარმოგვიდგენენ ორ სახეს: შემდეგ ყოველ ქვეყანას აქვს თავისი თავისებურება.

საშუალო აღმოსავლეთი, როგორც ყოველი სასაზღვრო რეგიონი, ეკუთვნის ევროპასაც და აზიასაც.

და ბოლოს, XIX-XX საუკუნეების ლიტერატურაში ცნება აღმოსავლეთი ხშირად აღნიშნავს აღმოსავლეთ ევროპას.

კონფლიქტებით და დაპყრობებით დაგლეჯილ-დაფლეთილი ამ რეგიონისთვის სახელის დარქმევა, მაშ, არის მისი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა : რას დავუძახებთ მას? ცენტრალურ ევროპას? აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს? ბიზანტიის იმპერიას? სამხრეთ ევროპას?

ისტორიის ყოყმანი განაპირობებს გეოგრაფიულ გაურკვევლობას : განსაკუთრებით საბერძნეთი,დასავლური ცივილიზაციის აკვანი, არის სასაზღვრო,სანაპირო მხარე. პორტი რაგუზაც, სადაც ხდება « სიკვდილის რძე», არის ევროპული,თურქული და სლავური ქალაქი ( დუბროვნიკად გადაქცეულ რაგუზაში ბატონობდნენ ვენეციელები (XIV ს.), უნგრელები (XV ს.), თურქები (1918 წლამდე). ის ეხლა ხორვატიის ქალაქია).

სახელი «აღმოსავლური ნოველების» არჩევით მარგერიტ იურსენარი,მაშ, სინამდვილეში სვავს კითხვას. არა და ის საბერძნეთით და ბალკანებით დაინტერესებულია ერთის მხრივ როგორც ერუდირებული და გატაცებული ელინისტი და მეორეს მხრივ იმიტომ რომ ეს ადგილები არის კულტურათა შეხვედრის ადგილი. იმპერატორი ადრიანის მსგავსად ის მოხიბლულია აზიის კარიბჭესთან და ევროპის საზღვრებთან მდებარე მიწებით რომლებიც ავლენენ ორი სამყაროს გადაუჭრელ კონფლიქტს და ურთიერთშეღწევას.

აღმოსავლური ეზო პაპანაქება სიცხეში
გაურკვეველი, ბუნდოვანი,პრობლემატური ადგილი აღმოსავლეთი ამავე დროს არის მენტალური, მრავალსახოვანი და ცვალებადი ფიგურა.

მოვხაზოთ ევროპული ცნობიერებისათვის მნიშვნელოვანი ამ «ორიენტალიზმის» ზოგი ქრონოლოგიური ორიენტირი:
მე-13 ს. მარკო პოლო მოგზაურობს აზიაში (1271). მისი მოგზაურობის აღწერა დასავლეთს წარუდგენს ზღაპრულად მდიდარ აღმოსავლეთს.
XVI ს. დიდი აღმოჩენები, პირველი კოლონიები,მოგზაურობის აღწერები ( კოლუმბი,ლას კასასი).
XVII ს. აღმოსავლური ტრაღედიები : კორნელი,როდოგუნი ( პართი პრინცესა),რასინი, ბაიაზეთი-(ოსმალური ისტორია).
XVIII ს. ანტუან გალანმა თარგმნა 1001 ღამის ზღაპრები ( 1703,1717). აღმოსავლეთი იძენს პოეტურ და სენსუალურ განზომილებას. აღმოსავლური ზღაპარი იძლევა აგრეთვე ევროპულ ზნე-ჩვეულებათა კრიტიკულად დანახვის საშუალებას.
მონტესკიე, სპარსული წერილები (1721).
XIX ს. კოლონიალური დაპყრობები. მოგზაურთა მრავალი მოთხრობა.
რომანტიკოსთა გატაცება ამ მხსნელი შორეთით. მხატვართა გავლენა, დელაკრუა,ენგრი, გოგენი (1891-1903 წლებში პოლინეზიის მხატვარი).

ასე მოხდა რომ ცოდნის, ხატების და ხილვების შერევით დასავლურმა სულმა აღმოსავლეთი აქცია შორეთის ერთ-ერთ დიდ ფიგურად : ალიბაბას და ათასერთი ღამის ქვეყანა, ჰარემებისა და შიშველი ტაიტელი ქალების ქვეყანა,ოქროს, ყვავილებით მოფენილი, მდიდარი და უაღრესად დახვეწილი შორეთი, მაგრამ აგრეთვე «ბარბაროსობის» თუ ბუნებრივ მდგომარეობასთან ახლო უმანკოების მხარე, აღმოსავლეთი ოცნებათა მზიდი შორეთია.



არადა იურსენარის თხზულებებში ჩვენ ვერ ვნახავთ ყოველივე ამის კვალს. არადა მისი ნამდვილად ენციკლოპედიური ნაკითხობიდან გამომდინარე უეჭველია რომ იურსენარს უნდა მიეღო ეს ლიტერატურული და მხატვრული მემკვიდრეობა. იურსენარი აგრეთვე ახდენს ბაირონის ლექსების ციტირებას, ის ახსენებს დელაკრუას სურათებს, მაგრამ მისი შემოქმედება აშკარად არ განიცდის თუ არ სცნობს მათ გავლენას.

ამ საერთო კულტურულ მემკვიდრეობას ემატება კიდევ ის რაც შეიძლებოდა სცოდნოდა საუკუნის დასაწყისის ყველა განათლებულ ადამიანს.

ჩვენ დანამდვილებით ვიცით რომ იურსენარი ძალიან კარგად იცნობდა ლოტის გობინოს ( პიერ ლოტი,1850-1923, მეზღვაური ოფიცერი და მწერალი იმპრესიონისტი; გობინო, 1816-1882, დიპლომატი და მწერალი). მას უეჭველად უყვარდა ლოტის აღწერათა და მოთხრობათა პოეტური ინტენსივობა. ღაც შეეხება გობინოს იურსენარი თან ძალიან ახლოსაა მასთან და თან რადიკალურიადაა გამოყოფილი მისგან: გობინოს იურსენარის მსგავსად უყვარს მოგზაურობა; მათ აგრეთვე უყვართ ძველი საბერძნეთი,ორივე უნდობლად უყურებს თანამედროვეობას, ორივეს უყვარს აღმოსავლური ფილოსოფიები. მაგრამ მათ ერთმანეთისგან აშორებს მთავარი ვინაიდან გობინო არ იღებს უნივერსალობის, საყოველთაოობის იდეას. «ხალხის სულის» მოხელთების მცდელობისას ის ხშირად ავლენს რასისტულ ცრურწმენებს. აქ მწერლები ანტიპოდებზე არიან.

და ბოლოს, იურსენარი ძალიან შორსაა ეთნოლოგიური დემარშისგან. ის იზიარებს ეთნოლოგიის სრულ თავისუფლებას ცრურწმენებისგან და სხვის აღიარებას. მაგრამ ეთნოლოგია, რომელსაც აქვს მეცნიერულობისა და ობიექტურობის პრეტენზია, ერიდება განსჯას. იურსენარი კი,პირიქით,განსჯის, ესე იგი გასცემს თავის სიყვარულს. გადაჭრით სუბიექტური მისწრაფება მას მიეზიდება სხვისკენ. იურსენარი თავის თავს აიგივებს ესოდენ შორეულ უცხოელთან და აღმოაჩენს მჭიდრო კავშირს მასთან.

აღმოსავლეთის სიყვარული:
იურსენარი ამ საკითხშიც ეკუთვნის თავის საუკუნეს მაგრამ რადიკალურად შორდება მას. ის რა თქმა უნდა კარგად იცნობს XVIII საუკუნისაგან მემკვიდრეობით მიღებულ კულტურული რელატივიზმის თეორიებს.

იურსენარი არ ადგენს კულტურათა იერარქიებს, მას შეუძლია განსხვავებათა აღქმა, დაფასება,მიღება. თუ კი ის მიდის სხვისკენ,განსხვავებულისკენ, ის მიდის უნივერსალური,საყოველთაო ღირებულებების სახელით რომელთაც მისი აზრით უცხო,სხვა განასახიერებს. თუ კი მას უყვარს რომელიმე კულტურა უყვარს იმიტომ რომ მასში ნახა მიმზიდველი და მომხიბლავი აზრი, მწერლობა, ცხოვრების ხელოვნება.

მარგერიტ იურსენარი ძალიან ადრე გაიტაცა ინგლისურად თარგმნილმა ჩინურმა და იაპონურმა ლიტერატურამ. . მან წაიკითხა მურასაკი შიკიბუს ჟენგი მონოგატარი;
XI საუკუნის, იაპონური მაღალი ცივილიზაციის მომენტის რომანი,იაპონელი დონ ჟუანი პრინცი ჟენგის ცხოვრება. სიყვარული დაკავშირებულია ხელოვნებასთან,მხატვრობასთან, კალიგრაფიასთან და იძლევა აგრეთვე «უხილავთან კონტაქტის» საშუალებას. იურსენარი აღფრთოვანებულია ქალი მწერალი მურასაკი შიკიბუთი,რომელსაც უწოდებს «შუა საუკუნეების იაპონიის მარსელ პრუსტს»: ის ღრმად განიცდის საგანთა ყოყმანს, დროის სვლას, იმას რომ მის სიყვარულთა ინციდენტები ერთდროულად ტრაღიკულია, ტკბილია და მოუხელთებელი და მარგერიტ იურსენარი ასკვნის : « არაფერი გაუკეთებიათ უკეთესად არც ერთ ლიტერატურაში.» სწორედ ამ ნაწარმოებით აღფრთოვანებამ დააწერინა იურსენარს 15 წლის შემდეგ ნოველა პრინც ჟენგიზე.

იურსენარი მუდამ იქნება იაპონიის ერთგული. იურსენარმა «დობილი სული» იპოვა აზიის საზღვრებთან, წარსულში.

ასეთივე მწიგნობრული, ერუდიტი მიდგომით უკავშირდება ის ინდოეთსა და ჩინეთს. ის დაინტერესებული იყო რელიგიებითა და ფილოსოფიებით: ინდუიზმში, ბუდიზმში, ტაოიზმში, ტანტრიზმში მას აინტერესებს მათ მიერ სამყაროს საკრალიზაცია, მათ მიერ შემოთავაზებული პერსონალური დისციპლინა და ცხოვრების ხელოვნება, ის რომ ისინი ეწერებიან დროის განსხვავებულ აღქმაში.

ამიტომ ირჩევს იურსენარი ამ კულტურებზე ლაპარაკისას მითსა და იგავ-არაკს.

კალი ფაქტიურად არის სულის და სხეულის დუალობის განმასახიერებელი მითიური ფიგურა. ხატი თავმოკვეთილი სხეულისა, შეცდომით კახპის სხეულზე დადგმული ღვთაებრივი თავის შთამბეჭდავი, დიდი სიმბოლური ძალის მქონე ხატი.

ის განასახიერებს საკუთარი თავისაგან გაუცხოებას,ხორციელი წადილების მიერ დამონებული სულის სირცხვილს, უკიდურესობამდე მიყვანისას საკუთარი თავის სიძულვილს.

მაგრამ 1963 წელს ხელახლა დაწერილი მოთხრობის დასასრული მისი მეტაფიზიკური მნიშვნელობის გასამდიდრებლად ლაპარაკობს აგრეთვე არსებათა ექვივალენტურობაზე,ჭმუნვის უსარგებლობაზე,ღრმა განდგომის,იმედის სიბრძნეზე, « დიდი საბოლოო დასვენების» წინათგრძნობაზე.

ეს უცნაური მითი,მაშ,აჩვენებს წმინდა ქალწულს რომელიც აღმოაჩენს წადილს როგორც ტალახს,როგორც ციებ-ცხელებას. მაგრამ ამ პატივაყრილ ქალს პატივს სცემს ბრძენი და ამ ქალსაც ეკუთვნის «განთავისუფლება», «ხსნა». ქალღმერთის სირცხვილის ჩვენების შემდეგ მწერალი უარს ამბობს ყოველგვარ მორალურ შეფასებაზე. კალი ადგილს ნახულობს უნივერსალურ, საყოველთაო «თანაგრძნობაში.»

ეს ნოველა აბნევს მკითხველს. კონტრასტები იქ მიდის პაროქსიზმამდე,მაგრამ მოთხრობის ძალმომრეობა მოულოდნელად იმსხვრევა და ისპობა ბრძენის დამამშვიდებელ სიტყვებში რომელთაც მოაქვთ არარაობის,არარას ნუგეში. ყველა ძველი მითის მსგავსად მოთხრობა ერთსა და იმავე ისტორიაში რთავს კოსმიურ ძალებს, ღმერთებს და ადამიანებს. და ბოლოს იურსენარმა ამ არქაულ სამრყაროში შესასვლელად იპოვა ეპიკური ტონი, აპოკალიფსის სუნთქვა,ბაროკული მისწრაფება- თაბვრუსხვევამდე მიყვანილი ფორმები, მოძრაობები.

ეს ძალიან «აღმოსავლური» ნოველა აოცებს უცნობ პირობებში ჩავარდნილ,თავის ღირებულებებს მოწყვეტილ მკითხველს. ის იქ ხვდება რეალურად უცხო სამყაროს. მარგერიტ იურსენარი შევიდა ამ ერთდროულად ველურ და საკრალურ სამყაროში. ისაა პოეტი, წინასწარმეტყველი,რომელიც თავის ხმას აძლევს მითს და ამის გაკეთებით პოულობს თავის საკუთარ ხმას.

და ბოლოს «როგორ გადარჩა ვანგ-ფო» შთაგონებულია ტაოისტური არაკით რომლის კვალსაც ვხვდებით თანამედროვე ჩინურ ლიტერატურაშიც. იურსენარმა შეინარჩუნა თუ ხელახლა შექმნა ზღაპრის ზებუნებრივი, სასწაულის, არაჩვეულებრივი განზომილება და ხელახლა გამოიგონა ეს პოეტური, მეტაფორული, თავშეკავებული «აღმოსავლური» ტონი რომელიც თავისი მშვიდი და დაშორებული ხმით ფარავს სცენათა სიმძაფრეს.

და ბოლოს მთელი მოთხრობა ეწერება განდგომის ტაოისტურ ფილოსოფიაში;

მაგრამ გულგრილობა მიწიერი კეთილდღეობისადმი და სიცოცხლისადმიც კი არ გამორიცხავს არც მშვენიერების სიყვარულს და არც სიყვარულის ძალას. იურსენარმა
თავისი ხმა აქაც იპოვა თავისი მოდელის ერთგულებაში.

მარგერიტ იურსენარის შემოქმედებაში არ ჩანს მის უფროსთა « ორიენტალიზმის» გავლენა. ის განყენებულად,ემოციათა გარეშე ლაპარაკობს მათ ნაწარმოებებზე. სამაგიეროდ ის ნამდვილად შეძრა აღმოსავლურ ლიტერატურებთან და ფილოსოფიებთან კონტაქტმა: ავტორი აღფრთოვანებულია მათით, მადლიერია მათი,არ მალავს რომ დავალებულია მათგან.

იურსენარს აღმოსავლური ლიტერატურა და კულტურა უყვარს არა იმიტომ რომ მას უყვარს შორეთი,მათი სიყვარული მას შინაგან მოგზაურობაში ეხმარება.

იურსენარს ეს შორეული ხმები უყვარს იმიტომ რომ მათ ის არსებითამდე მიჰყავთ : სწორედ ადამიანის და სამყაროს ფილოსოფიის ასაგებად მიდის იურსენარი აღმოსავლეთში. შორს თავისი ახლობლებისაგან,ახლოს შორთან, იურსენარი ნამდვილად არის ზედროულის და უნივერსალურის მოგზაური.

No comments: