იმპრესიონისტები მაიაკოვსკის წინამორბედები?
par Gueorgui Mardjanichvili, dimanche 31 janvier 2010, 00:53

მანე, მცვალებული ქრისტე ანგელოზებთან |
მონესათვის, ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისთვის, კათედრალი არის საბოლოოდ მკვდარი წარსულის სიმბოლო. თანამედროვეობის და მომავლის კათედრალებია სხვა ძეგლები : თანამედროვე რელიგია,
რკინიგზათა რელიგია იშლება და აფინება ახალ კათედრალებში: რკინიგზის სადგურებში და ინდუსტრიის სასახლეებში…
«По морям и океанам носится за миноносцем миненоносица»
(Маяковский).
რკინიგზის სადგურები - თანამედროვე კათედრალები, კომტის მოწაფე იმპრესიონისტებზე:
ტილოების უკან იდეებიც იმალება. ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სკოლის, იმპრესიონისტთა სკოლის მხატვრებში შეცურდა კომტის პოზიტივიზმით დაღდასმული პროგრესის იდეოლოგია.
რელიგიურ თემებს შეგნებულად ეთმობა მცირე ადგილი. მიუხედავად მონეს კათედრალებისა გარდასული წარსულის სიმბოლო ეკლესიები შეცვალეს თანამედროვე ტაძრებმა, რკინიგზის სადგურებმა,ვაგზლებმა.
საუკუნეების მანძილზე ხან პლატონის და ხან არისტოტელეს დოქტრინებზე დაფუძნებული,მათ შორის მერყევი ხელოვნება შემეცნების პროცესში ხან გონებას ანიჭებდა უპირატესობას და ხან გრძნობას და განცდას.
საკრალური,რელიგიური ხელოვნება ყვება ამ მერყევ, მოქანავე მოძრაობას და კათოლიკური ეკლესიაც კარგად ეგუება მას, ნუთუ იმიტომ რომ აზროვნების ფორმათა ევოლუცია არაფრით არ არღვევდა დოგმას?
ყოველ ეპოქაში კათოლიკური ეკლესია ამხნევებს და ახალისებს მხატვართა მოწოდებას, კვებავს მათ აზრს და აძლევს მათ გამოსასახავ თემებს.
მაგრამ უეცრად,XIX საუკუნის შუა ხანებში თავს იჩენს განხეთქილება ეკლესიასა და მხატვრებს შორის.
საფრანგეთის რევოლუციის შედეგად სისხლისაგან დაცლილი, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად დაბნეული ტრადიცია დაიმსხვრა, გაიყარა ქრისტიანობისა და ზოგი მხატვრის გზები.
ეს გაყრა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ცნობილი, ყველაზე დაფასებული მხატვრული მოძრაობის, იმპრესიონისტთა შემთხვევაში. მიუხედავად ამისა მოთხოვნა დიდია და მრავალი მხატვარი იღებს დაკვეთებს.
იმპრესიონისტებს შორის რელიგიურმა თემებმა მისი კარიერის დასაწყისში ერთი ხნით მიიზიდა მხოლოდ მოძრაობის დამფუძნებელი ედუარდ მანე. შესაძლებელია რომ მასზე გავლენას ახდენდა მისი მეგობარი მამა ურელი. მან დაიწყო ლუვრში ტიციანის ზოგი ღვთისმშობლის სურათის ასლების გადაღებით. შემდეგ დახატა სურათი «მიცვალებული ქრისტე ანგელოზებთან ერთად». 1864 წელს გამოფენილი ეს სურათი გააკრიტიკეს, მან მიიღო ირონია როგორც სურათი თემის ისე შესრულების მასალის გამო.
მიუხედავად მასხრად აგდებისა, რამაც აღაშფოთა ბოდლერი, მანემ მომდვრნო წელს, 1865 წლის სალონზე, გამოფინა სურათი «ჯარისკაცების მიერ შეურაცხყოფილი ქრისტე», ღვთისმოსავი ქმნილება, რომელსაც უნდა გაეწონასწორებინა იმავე სალონის დიდი და კეთილგონიერთა აღშფოთების გამომწვევი «ვარსკვლავი» «ოლიმპია». ორივე სურათი გესლიანად გააკრიტიკეს. გააფთრებულმა მანემ საბოლოოდ უარი თქვა რელიგიურ თემებზე. სხვა იმპრესიონისტებს არასოდეს გამოუთქვამთ ინტერესი რელიგიური სიუჟეტებისადმი.
კლოდ მონე შთაგონებული იყო რუანის კათედრალის ფასადით,და თანაც იმდენაფდ რომ 1892-1893 წლების ზამთარში მან დახატა მისი 30-ზე მეტი სურათი. ამ თემას მან ხელი ისევ მოჰკიდა 1894 წელს ჟივერნის თავის სახელოსნოში და მისმა ვაჭარმა დიურან-რუელმა მისი 20 ტილო 1895 წლიდან გამოფინა თავის გალერეაში.
მაგრამ მონესთვის კათედრალი არაა რელიგიური თემა. ისაა მხოლოდ მძლავრი, დიდეებული, ჰარმონიული და ჩრდილ-სინათლით მდიდარი შვერილებითა და უბეებით სავსე ჰარმონიული ფასადით შემკული მონუმენტი. მონეც ხატავს ამ სიმდიდრეს დილიდან საღამომდე სხვადასხვა განათებისას,რაც იძლევა ფერების და სინათლის ათამაშების საშუალებას.
ლურჯი სერია:
მონემ თავისი ტილოები გაანაწილა ოთხ სერიად, რომელთაც მისმა მეგობარმა კლემანსომ უწოდა «რუხი სერია, თეთრი სერია, ცისარტყელის ფერებით მორთული სერია, ლურჯი სერია»…
კლოდ მონეს არ მოსვლია აზრად ეკლესიაში შესვლა არა სალოცავად არამედ რათა ენახა იქაც თამაშობს თუ არა სინათლე.
მისთვის, ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისთვის, კათედრალი არის საბოლოოდ მკვდარი წარსულის სიმბოლო.
თანამედროვეობის და მომავლის კათედრალი არის სხვა ძეგლი.
ამიერიდან სამყაროს გამძღოლი ახალი რელიგიის მთავარი მონუმენტს რაობა განსაზღვრა იმპრესიონისტთა რუპორმა თეოფილ გოტიემ.
ახალი კათედრალები, წერს ის, არის «რკინიგზის სადგურები, თანამედროვე ინდუსტრიის სასახლეები,სადაც იშლება საუკუნის ახალი რელიგია, რკინიგზათა რელიგია. რკინიგზების რელიგია. ახალი კაცობრიობის ეს კათედრალები არის ერების შეხვედრის ადგილი, გიგანტური ვარსკვლავები დედამიწის კიდემდე მიმავალი რკინის სხივებით»
ბოდრი უმატებდა: «პროგრესის ეს ტაძრები გადაიქცევიან ხელოვნების ტაძრებადაც.
მარსელ პრუსტი თხზულებაში «დაკარგული დროის ძიებაში» სადგურში ხედავდა "სტომაქს რომლითაც ადამიანი სწვდება იდუმალს, საიდუმლოს… რომელშიც შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ საშინელი და საზეიმო აქტი, რკინიგზით გამგზავრება ან ჯვრის აღმართვა»
მაშინ იმპრესიონისტების მოტივაციად პეიზაჟების, მდინარეების, ხიდების, ვიადუკების,მბოლავი ქარხნების და ლოკომოტივების, მომავალზე მიმანიშნებელი ყველაფრის გვერდით ხდება წარსულისაკენ ზურგშექცეული და მომავლისკენ მზირალი საფრანგეთი.
ისინი ასრულებენ სოციალისტი თეორეტიკოსი პრუდონის მიერ 1865 წელს მიცემულ მითითებებს:
მანქანების შეყვანა ხელოვნებაში, მექანიკის დახატვა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად, მატარებლების დახატვა.
მატარებელი იქცა თანამედროვე ცხოვრების ორი მთავარი პირობის, სიჩქარისა და ცვლილების სიმბოლოდ.
ვაგზალი-კათედრალი-2:
«По морям и океанам носится за миноносцем миненоносица»
(Маяковский).
რკინიგზის სადგურები - თანამედროვე კათედრალები, კომტის მოწაფე იმპრესიონისტებზე:
ტილოების უკან იდეებიც იმალება. ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სკოლის, იმპრესიონისტთა სკოლის მხატვრებში შეცურდა კომტის პოზიტივიზმით დაღდასმული პროგრესის იდეოლოგია.
რელიგიურ თემებს შეგნებულად ეთმობა მცირე ადგილი. მიუხედავად მონეს კათედრალებისა გარდასული წარსულის სიმბოლო ეკლესიები შეცვალეს თანამედროვე ტაძრებმა, რკინიგზის სადგურებმა,ვაგზლებმა.
საუკუნეების მანძილზე ხან პლატონის და ხან არისტოტელეს დოქტრინებზე დაფუძნებული,მათ შორის მერყევი ხელოვნება შემეცნების პროცესში ხან გონებას ანიჭებდა უპირატესობას და ხან გრძნობას და განცდას.
საკრალური,რელიგიური ხელოვნება ყვება ამ მერყევ, მოქანავე მოძრაობას და კათოლიკური ეკლესიაც კარგად ეგუება მას, ნუთუ იმიტომ რომ აზროვნების ფორმათა ევოლუცია არაფრით არ არღვევდა დოგმას?
ყოველ ეპოქაში კათოლიკური ეკლესია ამხნევებს და ახალისებს მხატვართა მოწოდებას, კვებავს მათ აზრს და აძლევს მათ გამოსასახავ თემებს.
მაგრამ უეცრად,XIX საუკუნის შუა ხანებში თავს იჩენს განხეთქილება ეკლესიასა და მხატვრებს შორის.
საფრანგეთის რევოლუციის შედეგად სისხლისაგან დაცლილი, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად დაბნეული ტრადიცია დაიმსხვრა, გაიყარა ქრისტიანობისა და ზოგი მხატვრის გზები.
ეს გაყრა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ცნობილი, ყველაზე დაფასებული მხატვრული მოძრაობის, იმპრესიონისტთა შემთხვევაში. მიუხედავად ამისა მოთხოვნა დიდია და მრავალი მხატვარი იღებს დაკვეთებს.
იმპრესიონისტებს შორის რელიგიურმა თემებმა მისი კარიერის დასაწყისში ერთი ხნით მიიზიდა მხოლოდ მოძრაობის დამფუძნებელი ედუარდ მანე. შესაძლებელია რომ მასზე გავლენას ახდენდა მისი მეგობარი მამა ურელი. მან დაიწყო ლუვრში ტიციანის ზოგი ღვთისმშობლის სურათის ასლების გადაღებით. შემდეგ დახატა სურათი «მიცვალებული ქრისტე ანგელოზებთან ერთად». 1864 წელს გამოფენილი ეს სურათი გააკრიტიკეს, მან მიიღო ირონია როგორც სურათი თემის ისე შესრულების მასალის გამო.
ედუარდ მანე |
კლოდ მონე შთაგონებული იყო რუანის კათედრალის ფასადით,და თანაც იმდენაფდ რომ 1892-1893 წლების ზამთარში მან დახატა მისი 30-ზე მეტი სურათი. ამ თემას მან ხელი ისევ მოჰკიდა 1894 წელს ჟივერნის თავის სახელოსნოში და მისმა ვაჭარმა დიურან-რუელმა მისი 20 ტილო 1895 წლიდან გამოფინა თავის გალერეაში.
მაგრამ მონესთვის კათედრალი არაა რელიგიური თემა. ისაა მხოლოდ მძლავრი, დიდეებული, ჰარმონიული და ჩრდილ-სინათლით მდიდარი შვერილებითა და უბეებით სავსე ჰარმონიული ფასადით შემკული მონუმენტი. მონეც ხატავს ამ სიმდიდრეს დილიდან საღამომდე სხვადასხვა განათებისას,რაც იძლევა ფერების და სინათლის ათამაშების საშუალებას.
ლურჯი სერია:
მონემ თავისი ტილოები გაანაწილა ოთხ სერიად, რომელთაც მისმა მეგობარმა კლემანსომ უწოდა «რუხი სერია, თეთრი სერია, ცისარტყელის ფერებით მორთული სერია, ლურჯი სერია»…
კლოდ მონეს არ მოსვლია აზრად ეკლესიაში შესვლა არა სალოცავად არამედ რათა ენახა იქაც თამაშობს თუ არა სინათლე.
მისთვის, ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისთვის, კათედრალი არის საბოლოოდ მკვდარი წარსულის სიმბოლო.
თანამედროვეობის და მომავლის კათედრალი არის სხვა ძეგლი.
ამიერიდან სამყაროს გამძღოლი ახალი რელიგიის მთავარი მონუმენტს რაობა განსაზღვრა იმპრესიონისტთა რუპორმა თეოფილ გოტიემ.
ახალი კათედრალები, წერს ის, არის «რკინიგზის სადგურები, თანამედროვე ინდუსტრიის სასახლეები,სადაც იშლება საუკუნის ახალი რელიგია, რკინიგზათა რელიგია. რკინიგზების რელიგია. ახალი კაცობრიობის ეს კათედრალები არის ერების შეხვედრის ადგილი, გიგანტური ვარსკვლავები დედამიწის კიდემდე მიმავალი რკინის სხივებით»
ბოდრი უმატებდა: «პროგრესის ეს ტაძრები გადაიქცევიან ხელოვნების ტაძრებადაც.
მარსელ პრუსტი თხზულებაში «დაკარგული დროის ძიებაში» სადგურში ხედავდა "სტომაქს რომლითაც ადამიანი სწვდება იდუმალს, საიდუმლოს… რომელშიც შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ საშინელი და საზეიმო აქტი, რკინიგზით გამგზავრება ან ჯვრის აღმართვა»
მაშინ იმპრესიონისტების მოტივაციად პეიზაჟების, მდინარეების, ხიდების, ვიადუკების,მბოლავი ქარხნების და ლოკომოტივების, მომავალზე მიმანიშნებელი ყველაფრის გვერდით ხდება წარსულისაკენ ზურგშექცეული და მომავლისკენ მზირალი საფრანგეთი.
კლოდ მონე, რუანის კათედრალი |
მანქანების შეყვანა ხელოვნებაში, მექანიკის დახატვა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად, მატარებლების დახატვა.
მატარებელი იქცა თანამედროვე ცხოვრების ორი მთავარი პირობის, სიჩქარისა და ცვლილების სიმბოლოდ.
ვაგზალი-კათედრალი-2:
სან-ლაზარის რკინიგზის სადგური:
მონე, რომელსაც 1892 წელს არ გასჩენია რუანის კათედრალში შესვლის სურვილი,1877 წელს დასავლეთის რკინიგზათა დირექციას ჯიუტად და ბევრჯერ სთხოვს « ახალ კათედრალში» შესვლისა და იქ მოლბერტის დადგმის ნებართვას. მას უნდოდა ამ « კათედრალის» შიგნით სურათების დახატვა. მან პარიზში, სან-ლაზარის სადგურში, გააკეთა ის რაც არ გაუკეთებია რუანში. ამან აღაფრთოვანა ზოლა და მანაც ქება-დიდებით იჩქეფა:
«მან წელს გამოფინა რკინიგზის სადგურთა ბრწყინვალე ინტერიერები… სწორედ ამ ესოდენ მშვენიერი სიფართოვის თანამედროვე ჩარჩოებშია დღეს ფერწერა.
ჩვენმა მხატვრებმა უნდა აღმოაჩინონ რკინიგზის სადგურების პოეზია ისე როგორც მათმა მამებმა ნახეს ტყეებისა და მდინარეების პოეზია ».
აქ ნამდვილად ლაპარაკია ახალ რელიგიაზე ამ ცნების ფართო მნიშვნელობით. ლაპარაკია ცხოვრებისა და აზროვნების ახალ, ახალ წყაროებიდან ნაკვებ მეთოდზე.
1830-1842 წლებში ოგიუსტ კომტმა (Auguste Comte) განავითარა « სამი მდგომარეობის » მისი თეორია.
მისი აზრით ადამიანი ჯერ გაივლის « თეოლოგიის ეტაპს »,როდესაც ის ფენომენებს ხსნის ზებუნებრივი ძალებით, ფეტიშებით,ღმერთებით ან ღმერთით.
შემდეგ მოდის «მეტაფიზიკური მდგომარეობა», როდესაც ღმერთს ცვლიან ფილოსოფიური ერთეულები. რელიგიის ადგილს იკავებს მეტაფიზიკა.
და ბოლოს დგება «პოზიტიური მდგომარეობა» როდესაც კაცობრიობა აღარ ეძებს ღმერთში თუ მეტაფიზიკურ არსებში ფენომენების ახსნას და კმაყოფილდება ჭეშმარიტების მხოლოდ მეცნიერულ კანონებში ძიებით.
ჩვენ ეხლა ვცხოვრობთ «პოზიტიურ ხანაში»,რელიგიის ცნება მოძველებული ცნებაა. ეს არაა საკამათო. ჩვენ უნდა შემოვიფარგლოთ ბუნების კვლევით.
მუდმივი ცვალებადობა:
კომტის პოზიტივიზმმა ძალიან მალე დიდი გავლენა მოახდინა მთელს ევროპაზე.
ის იქცა ერთგვარ «რელიგიად». მან დიდად შეუწყო ხელი ფრანგული იმპრესიონიზმის აყვავება-გაფურჩქვნას.
ქრისტიანობა მას წარმოედგინა დიდად მოძველებულ თეორიად,მით უმეტეს რომ დარვინის ევოლუციონიზმი მისი მუდმივი ცვლილების იდეით,არსებათა და აზროვნების ევოლუციით,თითქოს ადასტურებდა ამ ხედვას.
1867 წლიდან მარქსის «კაპიტალი» ,რომელიც რომანტიულ ენთუზიაზმს უმატებდა ახალშობილ სციენტიზმს, ჩანდა სასწაულთმოქმედ, საოცარ ძალად რომელსაც შეეძლო მიწიერი სამოთხის მიცემა ტანჯული კაცობრიობისთვის.
ისტორიული მატერიალისმის მტკიცებით ფუნდამენტურია მატერიალური ფაქტორები და ყველაფერი რაც ხდება კაცობრიობაში დამოკიდებულია ეკონომიკურ საჭიროებებზე. ყველაფერი ვითარდება დიალექტიკურად ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული კლასების ბრძოლის შესაბამისად. ყოველ კლასს აქვს თავისი ფილოსოფია, თავისი მორალი, თავისი ხელოვნება.
ნუგეშისცემა:
რაც შეეხება რელიგიას, რომელსაც ქმნის ადამიანი, უფრო ზუსტად კი კლასი, ის ანუგეშებს მონას, ექსპლუატირებულ პროლეტარს. ისაა «ოპიუმი ხალხისათვის», ვინაიდან ის პროლეტარს აშორებს რევოლუციური ბრძოლისგან.
მაშ ცხადია რომ რელიგია უნდა გაქრეს დიალექტიკური განვითარების განსრულება სოციალიზმის დამყარებასთან ერთად. მუშას არ სჭირდება რელიგია და ის მას მით უფრო იოლად უარყოფს რომ რელიგიას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა მეცნიერებამ.
იმპრესიონიზმის «რელიგიის» საფუძველი იქნება პოზიტივიზმის, ევოლუციონიზმის და ზოგისთვის მარქსიზმის სწორედ ეს ნარევი.
მართალია რომ იმპრესიონისტთა უმრავლესობა დაკმაყოფილდება პასიური პოზიციით, მაგრამ სხვები, მაგალითად გიომა და განსაკუთრებით კამილ პისარო,ყველა იმპრესსიონისტის მოძღვარი, თავს გამოიჩენენ მგზნებარედ აქტიურ მარქსისტ მატერიალისტებად.
კამილ პისარო გამოირჩევა ადამიანური თვისებებით და ნიჭით. მომხიბლავი მოძმე, კეთილი, მას უნდა მხატვრების გაერთიანება ერთ ჯგუფად,ის მხატვრებს აძლევს რჩევებს,ის ეხმარება დამწყებებს;
მაგრამ კამილ პისარო აქტიური ანარქისტია და ხელოვნების სიყვარულთან ერთად ის ცდილობს ყველასთვის თავისი ანარქისტულ-ლიბერტარული იდეების ჩაგონებას.
ამან, სხვათა შორის გააღიზიანა რენუარი.
«… პისარო იწვევდა რუს ლავროვს (პ.ლ.ლავროვი, 1823-1900, რუსი ხალხოსანი რევოლუციონერი, 1883-1886 წლებში პარიზში გამოვალი რუსული « სახალხო ნების» მაცნის» რედაქტორი,მთარგმნელი) თუ სხვა რევოლუციონერს.» მიუხედავად მუდმივი ფინანსური სირთულეებისა პისარო ფულით ეხმარებოდა ანარქისტულ ჟურნალებს და ბოლოს და ბოლოს 1894 წელს იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ბელგიისთვის.
მაგრამ ყველაზე მეტად ის ხმამაღლა აცხადებს იმას რაც არის მისი ცხოვრების წესი: «ანარქიული ფილოსოფიით გაჟღენთილი ჩვენი იდეები ეფინება ჩვენს ქმნილებებს».პისარო არ ლაპარაკობდა მარტო თავისი სახელით. მის მიერ გამოყენებული მრავლობითი ფორმა მას აქცევს ყველა იმპრესსიონისტის რუპორად.
სხვათა შორის სეზანი 1906 წლის ექსის სალონის ოქროს წიგნში თავის თავს ოფიციალურად შემდეგნაირად წარადგენდა: «პოლ სეზანი, პისაროს მოწაფე».
ოგიუსტ კომტის და დარვინის მოწაფე იმპრესსიონისტები მიემხრნენ აზროვნების იმ მოდელს რომელიც უარყოფს კანონებითა და წეს-ჩვეულებებით გაშეშებულ წარსულს.
მათ შეცვალეს ქრისტიანული რწმენა პროგრესის რწმენით,პროგრესისა რომელიც გულისხმობს უწყვეტ ცვლილებას,მუდმივ ევოლუციას.
მონე, რომელსაც 1892 წელს არ გასჩენია რუანის კათედრალში შესვლის სურვილი,1877 წელს დასავლეთის რკინიგზათა დირექციას ჯიუტად და ბევრჯერ სთხოვს « ახალ კათედრალში» შესვლისა და იქ მოლბერტის დადგმის ნებართვას. მას უნდოდა ამ « კათედრალის» შიგნით სურათების დახატვა. მან პარიზში, სან-ლაზარის სადგურში, გააკეთა ის რაც არ გაუკეთებია რუანში. ამან აღაფრთოვანა ზოლა და მანაც ქება-დიდებით იჩქეფა:
«მან წელს გამოფინა რკინიგზის სადგურთა ბრწყინვალე ინტერიერები… სწორედ ამ ესოდენ მშვენიერი სიფართოვის თანამედროვე ჩარჩოებშია დღეს ფერწერა.
ჩვენმა მხატვრებმა უნდა აღმოაჩინონ რკინიგზის სადგურების პოეზია ისე როგორც მათმა მამებმა ნახეს ტყეებისა და მდინარეების პოეზია ».
აქ ნამდვილად ლაპარაკია ახალ რელიგიაზე ამ ცნების ფართო მნიშვნელობით. ლაპარაკია ცხოვრებისა და აზროვნების ახალ, ახალ წყაროებიდან ნაკვებ მეთოდზე.
1830-1842 წლებში ოგიუსტ კომტმა (Auguste Comte) განავითარა « სამი მდგომარეობის » მისი თეორია.
მისი აზრით ადამიანი ჯერ გაივლის « თეოლოგიის ეტაპს »,როდესაც ის ფენომენებს ხსნის ზებუნებრივი ძალებით, ფეტიშებით,ღმერთებით ან ღმერთით.
სან-ლაზარის სადგური,1877 |
და ბოლოს დგება «პოზიტიური მდგომარეობა» როდესაც კაცობრიობა აღარ ეძებს ღმერთში თუ მეტაფიზიკურ არსებში ფენომენების ახსნას და კმაყოფილდება ჭეშმარიტების მხოლოდ მეცნიერულ კანონებში ძიებით.
ჩვენ ეხლა ვცხოვრობთ «პოზიტიურ ხანაში»,რელიგიის ცნება მოძველებული ცნებაა. ეს არაა საკამათო. ჩვენ უნდა შემოვიფარგლოთ ბუნების კვლევით.
მუდმივი ცვალებადობა:
კომტის პოზიტივიზმმა ძალიან მალე დიდი გავლენა მოახდინა მთელს ევროპაზე.
ის იქცა ერთგვარ «რელიგიად». მან დიდად შეუწყო ხელი ფრანგული იმპრესიონიზმის აყვავება-გაფურჩქვნას.
ქრისტიანობა მას წარმოედგინა დიდად მოძველებულ თეორიად,მით უმეტეს რომ დარვინის ევოლუციონიზმი მისი მუდმივი ცვლილების იდეით,არსებათა და აზროვნების ევოლუციით,თითქოს ადასტურებდა ამ ხედვას.
1867 წლიდან მარქსის «კაპიტალი» ,რომელიც რომანტიულ ენთუზიაზმს უმატებდა ახალშობილ სციენტიზმს, ჩანდა სასწაულთმოქმედ, საოცარ ძალად რომელსაც შეეძლო მიწიერი სამოთხის მიცემა ტანჯული კაცობრიობისთვის.
ისტორიული მატერიალისმის მტკიცებით ფუნდამენტურია მატერიალური ფაქტორები და ყველაფერი რაც ხდება კაცობრიობაში დამოკიდებულია ეკონომიკურ საჭიროებებზე. ყველაფერი ვითარდება დიალექტიკურად ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული კლასების ბრძოლის შესაბამისად. ყოველ კლასს აქვს თავისი ფილოსოფია, თავისი მორალი, თავისი ხელოვნება.
ნუგეშისცემა:
რაც შეეხება რელიგიას, რომელსაც ქმნის ადამიანი, უფრო ზუსტად კი კლასი, ის ანუგეშებს მონას, ექსპლუატირებულ პროლეტარს. ისაა «ოპიუმი ხალხისათვის», ვინაიდან ის პროლეტარს აშორებს რევოლუციური ბრძოლისგან.
მაშ ცხადია რომ რელიგია უნდა გაქრეს დიალექტიკური განვითარების განსრულება სოციალიზმის დამყარებასთან ერთად. მუშას არ სჭირდება რელიგია და ის მას მით უფრო იოლად უარყოფს რომ რელიგიას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა მეცნიერებამ.
რუსი რევოლუციონერ- ნაროდნიკი ლავროვი |
მართალია რომ იმპრესიონისტთა უმრავლესობა დაკმაყოფილდება პასიური პოზიციით, მაგრამ სხვები, მაგალითად გიომა და განსაკუთრებით კამილ პისარო,ყველა იმპრესსიონისტის მოძღვარი, თავს გამოიჩენენ მგზნებარედ აქტიურ მარქსისტ მატერიალისტებად.
კამილ პისარო გამოირჩევა ადამიანური თვისებებით და ნიჭით. მომხიბლავი მოძმე, კეთილი, მას უნდა მხატვრების გაერთიანება ერთ ჯგუფად,ის მხატვრებს აძლევს რჩევებს,ის ეხმარება დამწყებებს;
მაგრამ კამილ პისარო აქტიური ანარქისტია და ხელოვნების სიყვარულთან ერთად ის ცდილობს ყველასთვის თავისი ანარქისტულ-ლიბერტარული იდეების ჩაგონებას.
ამან, სხვათა შორის გააღიზიანა რენუარი.
«… პისარო იწვევდა რუს ლავროვს (პ.ლ.ლავროვი, 1823-1900, რუსი ხალხოსანი რევოლუციონერი, 1883-1886 წლებში პარიზში გამოვალი რუსული « სახალხო ნების» მაცნის» რედაქტორი,მთარგმნელი) თუ სხვა რევოლუციონერს.» მიუხედავად მუდმივი ფინანსური სირთულეებისა პისარო ფულით ეხმარებოდა ანარქისტულ ჟურნალებს და ბოლოს და ბოლოს 1894 წელს იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ბელგიისთვის.
მაგრამ ყველაზე მეტად ის ხმამაღლა აცხადებს იმას რაც არის მისი ცხოვრების წესი: «ანარქიული ფილოსოფიით გაჟღენთილი ჩვენი იდეები ეფინება ჩვენს ქმნილებებს».პისარო არ ლაპარაკობდა მარტო თავისი სახელით. მის მიერ გამოყენებული მრავლობითი ფორმა მას აქცევს ყველა იმპრესსიონისტის რუპორად.
სხვათა შორის სეზანი 1906 წლის ექსის სალონის ოქროს წიგნში თავის თავს ოფიციალურად შემდეგნაირად წარადგენდა: «პოლ სეზანი, პისაროს მოწაფე».
ოგიუსტ კომტის და დარვინის მოწაფე იმპრესსიონისტები მიემხრნენ აზროვნების იმ მოდელს რომელიც უარყოფს კანონებითა და წეს-ჩვეულებებით გაშეშებულ წარსულს.
მათ შეცვალეს ქრისტიანული რწმენა პროგრესის რწმენით,პროგრესისა რომელიც გულისხმობს უწყვეტ ცვლილებას,მუდმივ ევოლუციას.
ვაგზალ-კათედრალებზე, იმპრესიონისტებზე და სხვა რამეებზე-3 : იმპრესიონიზმი კომუნიზმის ინკარნაცია?
XIX საუკუნის პირველი ორი მესამედის განმავლობაში მიშლეს კვალზე ისტორიკოსებმა წარსულის მოვლენები განმარტეს როგორც ერის, ხალხის ჩამოყალიბება. სამეფოს, რელიგიის, ძველი საფრანგეთის დამცველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ურიცხვ ისტორიულ საზოგადოებათა შექმნაში და გააღვიძეს უზომო ინტერესი ძველი საფრანგეთის და მისი დამახასიათებელი ნიშნების მიმართ. პუბლიკაციები, გზამკვლევები, პროსპექტები აქებენ და ადიდებენ ისტორიულ ძეგლებს და ახალშობილ ტურიზმს ეხმარებიან ციხე-სასახლეთა, მონასტრების, ეკლესიების ვიზიტების ორგანიზებაში. ილუსტრაციები ხაზს უსვამენ დიდი შენობების არქიტექტურის მშვენიერებას.
ძველი ტყეები:
ისტორიული საფრანგეთის ამ კონცეფციამ წაახალისა ხატვა პეიზაჟებისა რომლებიც გადმოსცემენ ეროვნული გრძნობის სიღრმეს და ხალხის საქმიანობას. ბლანის,კოროს და ბარბიზონს სკოლის პეიზაჟებზე უხვადაა ძველი ტყეები, შუა საუკუნეების ხიდები, კათედრალები, ეკლესიები, ქოხები.
იმპრესიონისტები შეგენებულად უგულვებელყოფენ ისტორიულ, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეკლესიებით და სალოცავებით დამფარველ რელიგიურ საფრანგეთს. ისინი შეგნებულად აკნინებენ ყველა სოფელში აღმართული ეკლესიების მნიშვნელობას. მათი აზრით ეკლესიები იყო სიმბოლო კათოლიკური ეკლესიისა რომელმაც გლეხები ჩატოვა სულელ და გონებაშეზღუდულ ჩამორჩენილთა მდგომარეობაში, როგორც ბალზაკი გლეხებს აღწერდა 1844 წელს გამოსულ მის ნაწარმოებში «გლეხები».
იმპრესიონისტები იზიარებენ პონტუაზთან ახლოს მცხოვრები მწერალი და კამილ პისაროს მეგობარი ედმონ აბუს აზრს რომლის თანახმადაც « ფ რანგული სოფლები წარმოადგენენ უმეცრების და სიბეჩავის უკანასკნელ ციხე-სიმაგრეებს».
მათი ტილოებიდან ეკლესიების მოსპობა იმპრესიონისტებს ეგონათ განთავისუფლების აქტი, ამ ჩამორჩენილ ადგილებში პროგრესის სიმბოლურად მაინც მოყვანა. ქალაქები ხომ მათი კორუფციის მიუხედავად ვითარდებიან, განიცდიან მოდერნიზაციას, მაშინ როდესაც სოფლები სიღატაკეში რჩებიან. მაშ, ლაპარაკია სოფლებისთვის განახლების გზის ჩვენებაზე.
1870-ან წლებში პატარა ქალაქ პონტუაზში მცხოვრები მხატვრები,განსაკუთრებით პისარო,სეზანი,გიომა და კიდევ ნაკლებად ცნობილი სხვა მხატვრები ხატავენ ასობით სოფელს. ზოგ გამოფენაზე სოფლის ეს პეიზაჟები იმდენია რომ საჭიროა მათთვის საგანგებო ადგილის გამოყოფა. ყველა ეს პეიზაჟი ყველაზე ხშირად ეკლესიებს და სალოცავებს მალავს ხეების ფარდის უკან. როდესაც, ძალიან იშვიათად, მათ არ შეუძლიათ ასეთი რადიკალიზმის გამოვლენა ისინი რელიგიურ სიმბოლოებს ათავსებენ მათი კომპოზიციების განაპირას რაც ამცირებს ამ სიმბოლოების გავლენას. თავის უამრავ ნაწარმოებში მონე, მაგალითად, მხოლოდ ერთხელ ხატავს ეკლესია მის ნამდვილ ადგილას, მის ნამდვილ გარემოში, მისი ნამდვილი ზომებით («ვეთელის ეკლესია თოვლის დროს»).
მაშინ როდესაც იმპრესსიონისტები ხატავენ პლენერზე, ღია ცის ქვეშ, სხვები ხატავენ "მოტივზე», როგორც ამბობდნენ მაშინ.
ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფების ნაწარმოებები. ფოტოგრაფების ნაწარმოებები მხატვართა ნაწარმოებების ზუსტად პარალელურია და ამიტომ ჩვენ გვაქვს შედარების არაჩვეულებრივი საშუალება. ერთსა და იმავე ადგილას გადაღებული თუ დახატული მხატვრების და ფოტოგრაფთა ნაწარმოებები იძლევა მათი შედარების საშუალებას. მათ შორის არაა მხოლოდ მსგავსება.
არ უნდა დავიჯეროთ რომ მხატვრებს უნებურად ავიწყდებათ რამე ან რომ მათ აქვთ მხოლოდ წმინდა ესთეტიკური მიზანი. მუდამ უნდა გვახსოვდეს პისაროს ფრაზა. ეს "გულმავიწყობა » აიხსნება მხოლოდ იდეოლოგიური მოტივაციით. მათ პეიზაჟებში ეკლესიების მოსპობით,და,პირიქით, მთავარი ადგილის ქარხნებისთვის დათმობით იმპრესსიონისტები ქადაგებენ შეგნებულად თანამედროვე დოkტრინას, « რელიგიას ».
Iმპრესიონისტებს სურთ მათი თქმით რეტროგრადული წარსულისაგან მოწყვეტილი ქვეყნის მათებურად რეკონსტრუქცია, წარმოდგენა.
იმპრესიონისტებს სურთ წარმოდგენა ქვეყნისა რომელიც მიისწრაფის დაპირებებით სავსე მომავლისაკენ როდესაც მეცნიერება გააბედნიერებს ამიერიდან რელიგიური ანესთეზიისაგან განთავისუფლებულ ადამიანს.
300 ტილო:
ეს მატერიალისტური მესიანიზმი დაინახეს ამერიკელებმა. ვაჭარ დიურან რუელს 1886 წელს გაუჩნდა იმპრესიონისტების ქმნილებათა ამერიკელებისათვის გაცნობის იდეა. მარტში ნიუ იორკში გაიხსნა პირველი გამოფენა. იქ წარმოდგენილი იქნა იმპრესიონისტთა 300 სურათი…
საერთო ჯამში მიღება გულითადი იყო. საზოგადოება დიდად გაისარჯა იმპრესიონისტთა შემოქმედების გასაგებად. კრიტიკა კეთილგანწყობილი იყო. ჟურნალმა «The Critic» გამოაცხადა რომ ნიუ იორკს ჯერ არ უნახავს ესოდენ საინტერესო გამოფენა».
მაგრამ ჟურნალმა «Art Age» 17 აპრილის ნომერში იმპრესიონიზმს უწოდა « განსხეულებული, უსაზღვრო ძალადობის წითელი დროშისა და ფრიგიული ჩაჩის ამაყად გამომჩენი კომუნიზმი».
შეფასება უეჭველად გადაჭარბებულია და პისაროს და გიომას ზოგი სურათის გარდა ის არ შეესაბამება გამოფენილ ნაწარმოებთა უმეტესობას.
მაგრამ თუ კი ცნება კომუნიზმს შევცვლით ცნება პოზიტივიზმით უნდა ვაღიაროთ რომ ამერიკელები გამჭრიახები აღმოჩნდნენ, მათ წარმოდგენილი სურათების სილამაზისა და ფერადოვანი მიმზიდველობის უკან ამოიცნეს, დაინახეს ფილოსოფიური მიზანდასახულობა.
ერთი მხატვრული სკოლა:
იმპრესიონიზმი არის მხატვრული მიმდინარეობა რომელიც საგანთა და მოვლენათა სტაბილურ და კონცეპტუალურ ასპექტზე მეტად აფასებს წუთიერ,სწრაფადწარმავალ შთაბეჭდილებებს. უეჭველად ფოტოგრაფიის გამოგონების (1827) გავლენის განმცდელი ეს მოძრაობა არის ზურგის შექცევა აკადემიზმისთვის და გამოხატვის ახალ საშუალებათა ძიება. სწორედ ამიტომ იქნა მძაფრად გაკრიტიკებული მხატვართა ეს ჯგუფი. სახელი მომდინარეობს მონეს ერთი სურათის სახელიდან ( « შთაბეჭდილება ამომავალი მზე »).
XIX საუკუნის პირველი ორი მესამედის განმავლობაში მიშლეს კვალზე ისტორიკოსებმა წარსულის მოვლენები განმარტეს როგორც ერის, ხალხის ჩამოყალიბება. სამეფოს, რელიგიის, ძველი საფრანგეთის დამცველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ურიცხვ ისტორიულ საზოგადოებათა შექმნაში და გააღვიძეს უზომო ინტერესი ძველი საფრანგეთის და მისი დამახასიათებელი ნიშნების მიმართ. პუბლიკაციები, გზამკვლევები, პროსპექტები აქებენ და ადიდებენ ისტორიულ ძეგლებს და ახალშობილ ტურიზმს ეხმარებიან ციხე-სასახლეთა, მონასტრების, ეკლესიების ვიზიტების ორგანიზებაში. ილუსტრაციები ხაზს უსვამენ დიდი შენობების არქიტექტურის მშვენიერებას.
ძველი ტყეები:
ისტორიული საფრანგეთის ამ კონცეფციამ წაახალისა ხატვა პეიზაჟებისა რომლებიც გადმოსცემენ ეროვნული გრძნობის სიღრმეს და ხალხის საქმიანობას. ბლანის,კოროს და ბარბიზონს სკოლის პეიზაჟებზე უხვადაა ძველი ტყეები, შუა საუკუნეების ხიდები, კათედრალები, ეკლესიები, ქოხები.
იმპრესიონისტები შეგენებულად უგულვებელყოფენ ისტორიულ, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეკლესიებით და სალოცავებით დამფარველ რელიგიურ საფრანგეთს. ისინი შეგნებულად აკნინებენ ყველა სოფელში აღმართული ეკლესიების მნიშვნელობას. მათი აზრით ეკლესიები იყო სიმბოლო კათოლიკური ეკლესიისა რომელმაც გლეხები ჩატოვა სულელ და გონებაშეზღუდულ ჩამორჩენილთა მდგომარეობაში, როგორც ბალზაკი გლეხებს აღწერდა 1844 წელს გამოსულ მის ნაწარმოებში «გლეხები».
იმპრესიონისტები იზიარებენ პონტუაზთან ახლოს მცხოვრები მწერალი და კამილ პისაროს მეგობარი ედმონ აბუს აზრს რომლის თანახმადაც « ფ რანგული სოფლები წარმოადგენენ უმეცრების და სიბეჩავის უკანასკნელ ციხე-სიმაგრეებს».
მანე, რკინიგზა, 1872 წ. |
1870-ან წლებში პატარა ქალაქ პონტუაზში მცხოვრები მხატვრები,განსაკუთრებით პისარო,სეზანი,გიომა და კიდევ ნაკლებად ცნობილი სხვა მხატვრები ხატავენ ასობით სოფელს. ზოგ გამოფენაზე სოფლის ეს პეიზაჟები იმდენია რომ საჭიროა მათთვის საგანგებო ადგილის გამოყოფა. ყველა ეს პეიზაჟი ყველაზე ხშირად ეკლესიებს და სალოცავებს მალავს ხეების ფარდის უკან. როდესაც, ძალიან იშვიათად, მათ არ შეუძლიათ ასეთი რადიკალიზმის გამოვლენა ისინი რელიგიურ სიმბოლოებს ათავსებენ მათი კომპოზიციების განაპირას რაც ამცირებს ამ სიმბოლოების გავლენას. თავის უამრავ ნაწარმოებში მონე, მაგალითად, მხოლოდ ერთხელ ხატავს ეკლესია მის ნამდვილ ადგილას, მის ნამდვილ გარემოში, მისი ნამდვილი ზომებით («ვეთელის ეკლესია თოვლის დროს»).
მაშინ როდესაც იმპრესსიონისტები ხატავენ პლენერზე, ღია ცის ქვეშ, სხვები ხატავენ "მოტივზე», როგორც ამბობდნენ მაშინ.
ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფების ნაწარმოებები. ფოტოგრაფების ნაწარმოებები მხატვართა ნაწარმოებების ზუსტად პარალელურია და ამიტომ ჩვენ გვაქვს შედარების არაჩვეულებრივი საშუალება. ერთსა და იმავე ადგილას გადაღებული თუ დახატული მხატვრების და ფოტოგრაფთა ნაწარმოებები იძლევა მათი შედარების საშუალებას. მათ შორის არაა მხოლოდ მსგავსება.
არ უნდა დავიჯეროთ რომ მხატვრებს უნებურად ავიწყდებათ რამე ან რომ მათ აქვთ მხოლოდ წმინდა ესთეტიკური მიზანი. მუდამ უნდა გვახსოვდეს პისაროს ფრაზა. ეს "გულმავიწყობა » აიხსნება მხოლოდ იდეოლოგიური მოტივაციით. მათ პეიზაჟებში ეკლესიების მოსპობით,და,პირიქით, მთავარი ადგილის ქარხნებისთვის დათმობით იმპრესსიონისტები ქადაგებენ შეგნებულად თანამედროვე დოkტრინას, « რელიგიას ».
Iმპრესიონისტებს სურთ მათი თქმით რეტროგრადული წარსულისაგან მოწყვეტილი ქვეყნის მათებურად რეკონსტრუქცია, წარმოდგენა.
იმპრესიონისტებს სურთ წარმოდგენა ქვეყნისა რომელიც მიისწრაფის დაპირებებით სავსე მომავლისაკენ როდესაც მეცნიერება გააბედნიერებს ამიერიდან რელიგიური ანესთეზიისაგან განთავისუფლებულ ადამიანს.
300 ტილო:
ეს მატერიალისტური მესიანიზმი დაინახეს ამერიკელებმა. ვაჭარ დიურან რუელს 1886 წელს გაუჩნდა იმპრესიონისტების ქმნილებათა ამერიკელებისათვის გაცნობის იდეა. მარტში ნიუ იორკში გაიხსნა პირველი გამოფენა. იქ წარმოდგენილი იქნა იმპრესიონისტთა 300 სურათი…
საერთო ჯამში მიღება გულითადი იყო. საზოგადოება დიდად გაისარჯა იმპრესიონისტთა შემოქმედების გასაგებად. კრიტიკა კეთილგანწყობილი იყო. ჟურნალმა «The Critic» გამოაცხადა რომ ნიუ იორკს ჯერ არ უნახავს ესოდენ საინტერესო გამოფენა».
კამილ პისარო, ავტოპორტრეტი |
შეფასება უეჭველად გადაჭარბებულია და პისაროს და გიომას ზოგი სურათის გარდა ის არ შეესაბამება გამოფენილ ნაწარმოებთა უმეტესობას.
მაგრამ თუ კი ცნება კომუნიზმს შევცვლით ცნება პოზიტივიზმით უნდა ვაღიაროთ რომ ამერიკელები გამჭრიახები აღმოჩნდნენ, მათ წარმოდგენილი სურათების სილამაზისა და ფერადოვანი მიმზიდველობის უკან ამოიცნეს, დაინახეს ფილოსოფიური მიზანდასახულობა.
ერთი მხატვრული სკოლა:
იმპრესიონიზმი არის მხატვრული მიმდინარეობა რომელიც საგანთა და მოვლენათა სტაბილურ და კონცეპტუალურ ასპექტზე მეტად აფასებს წუთიერ,სწრაფადწარმავალ შთაბეჭდილებებს. უეჭველად ფოტოგრაფიის გამოგონების (1827) გავლენის განმცდელი ეს მოძრაობა არის ზურგის შექცევა აკადემიზმისთვის და გამოხატვის ახალ საშუალებათა ძიება. სწორედ ამიტომ იქნა მძაფრად გაკრიტიკებული მხატვართა ეს ჯგუფი. სახელი მომდინარეობს მონეს ერთი სურათის სახელიდან ( « შთაბეჭდილება ამომავალი მზე »).
-----------------------------
ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ისტორიის დამსახურებული პროფესორი ემილ ბერთუს (Emile Berthoud) ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი "ქრისტიანობის ისტორიის » 2009 წლის დეკემბრის ნომერში 48,გვ74-81.
No comments:
Post a Comment