6.18.2012

Ex Oriente Lux,აღმოსავლეთიდანაა სინათლე,ეტრუსკები:


გერმანელი სწავლული ვერნერ კელერის თქმითაც აღმოსავლეთიდანაა სინათლე.
ეტრუსკული ოქრომჭედლობიდან 
«... სწორედ ეტრუსკებმა, კარგა ხნით ადრე რომამდე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე, იტალიის გულში დააფუძნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას...»
ევროპის ფესვებთან: ეტრუსკები:
ფრაგმენტები გერმანელი სწავლული ვერნერ კელერის წიგნისა «ეტრუსკები» (Werner Keller, Denn sie enzündeten das Licht, 1975, თარგმანი ფრანგული თარგმანიდან « Les Etrusques», პარიზი, 1976):

წინასიტყვაობა:

ევროპის არც ერთ ხალხს არ მოქცევიან ისე ცუდად როგორც მოექცნენ ეტრუსკებს. ესოდენ სისტემატურად არ უნგრევიათ რომელიმე ხალხის მიერ თავისი შთამომავლობისთვის დატოვებული მემკვდრეობა. მოხდა ზუსტად ისე თითქოს არსებოდა საერთო შეთქმულება,რომელიც მიზნად ისახავდა წაეშალა ყოველგვარი კვალი ერისა რომლის პიონერულმა აქტივობამ დაწერა დასავლეთის ისტორიის პირველი თავი. ამაში არაფერი შეუცვლია უკანასკნელი ასი წლის მანძილზე მოპოვებულ საოცარი რაოდენობის არქელოგიურ აღმოჩენებს. ჰკითხეთ აბა ვინმეს თქვენს ირგვლივ რომის დაარსების თარიღი და იგი გიპასუხებთ იმას რაც რა თქმა უნდა სასკოლო სახელმძღვანეოლოებში და ყველა ლექსიკონშია აღნიშნული,მაგრამ რაც დიდი ხნის წინ უკუგდებული ტყუილია. რომი დაარსებულია ძვ.წ.753 წელს. დამფუძნებლის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე ახალგაზრდა რომაელი მოწაფეები ასევე არასწორად გიპასუხებენ რომ რომის დამაარსებელი რომულუსია.

არა და მეცნიერულად დადასტურებულია რომ მარადიული ქალაქი ძვ.წ.575 წელს დააარსა ეტრუსკმა მეფე ტარკვინიუს პრისკუსმა,ე.ი. ტარკვინიუს უხუცესმა. ეს ისტორიული სინამდვილე დამწყვდეული დარჩა მეცნიერების სპილოს ძვლის კოშკში და იგი სრულებით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. და ეს არაა ერთადერთი შემთხვევა.

სინამდვილე ისაა რომ დაარსება და განვითარება რომისა,რომელიც რომაული მხოლოდ მოგვიანებით გახდა მხლოდ ერთი ფაქტია იმ მრავალ არაჩვეულებრივ ქმედებათაგან რომლებითაც შეუძლიათ სიამაყე ეტრუსკებს.

ამ ხალხმა დიდი ხნით ადრე შესძლო დაეარსებინა პირველი იმპერია თავისი დიდი ქალაქებით,თავისი ინდუსტრიით,თავისი ხელოსნობით და მსოფლიო მასშტაბით გაშლილი კომერციით. მაგრამ ყოველივე ამის შესახებ საზოგადოებას ბევრი არაფერი სცოდნია. იმედგაცრუება ელის იმასაც ვისაც სურს უფრო დიდი ინფორმაციის მოპოვება. ამის დამტკცება ადვილია.

ამისათვის საკმარისია წახვიდეთ ევროპის ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე წიგნის მაღაზიაში და მოითხოვოთ წიგნი ეტრუსკთა ისტორიაზე! შეიძლება მიმართოთ ისტორიულ თხზულებებს, სახელმძღვანელოებს და ა.შ. ეს იქნება უქმად დახარჯული დრო! რა თქმა უნდა შეხვდებით ნაშრომებს ეტრუსკთა წარმოშობის და ენის საიდუმლოზე,მათი რელიგიის იდუმალებაზე ან არქეოლოგიურ გათხრებზე,განსაკუთრებით ამ უკანასკნელი წლების არქეოლოგიურ აღმოჩენებზე,დასურათებული წიგნების გროვებს ეტრუსკული ხელოვნების შესახებ,მაგრამ ვერაფერს ნახავთ ეტრუსკთა ისტორიის შესახებ,ვერაფერს!

ევროპა თავის წარსულზე საუბრისას იხსენებს ელადასა და რომს.მხოლოდ ბერძნები და რომაელები ითვლებიან ანტიკური ხანის დიდ ხალხებად,მოძღვრებად,რომელთა ღვაწლმაც საფუძელი ჩაუყარა მომავალ დასავლეთს. მხოლოდ ისინი იწვევენ აღფრთოვანებას, მხოლოდ მათ განადიდებენ, თაყვანს სცემენ და იკვლევენ. ისტორიული თხზულებები და სპეციალური სახელმძღვანელოები სავსეა მათი ხოტბით და განათლებული ადამიანი აღივსება სიამაყით როდესაც იგი ლაპარაკობს პერიკლეს თუ ავგუსტუსის საუკუნეზე.

ეტრუსკები რჩებიან ამ პანორამის გარეთ. შეიძლება დაიჯეროთ რომ ამ ხალხს, რომელმაც ევროპაში იცხოვრა ათასწლეულის 3/4-ის მანძილზე, არასოდეს ჰქონია ისტორიული არსებობა . როგორც ერთხელ აღნიშნა ამერიკელმა ისტორიკოსმა Willi Durant-მა,ლაპარაკია ევროპის საბერძნეთიდან დამწყები ისტორიული ტრადიციის პროვინციალიზმზე.

შუა საუკუნეებიდან სულ უკანასკნელ დრომდე თანდათანობით დაისახა არასრული,მიკერძოებული და,ამდენად,ცრუ სახე. ის ფაქტიურად შეიცავს უზარმაზარ სიცარიელეს. ევროპის ისტორიის მთელი თავი,უძველესი და ყველაზე ამა-
ღელვებელი თავი მხოლოდ ცარიელ ფურცელს წარმოადგენს; ესაა ყველაფერი რაც ეტრუსკებს ეხება.

მრავალი საუკუნის მანძილზე ამ სიცარიელეს ჰქონდა თავისი მიზეზი; ნამდვილი და განვითარებული ტრადიციების არარსებობა. თვითონ ეტრუსკებს არაფერი დაუტოვებიათ თავისი ისტორიის შესახებ. დაიკარგა მოგვიანებით მპერატორი კლავდიუსის მიერ დაწერილი მათი ქრონიკების,Tuscae historiae tyrrhenica-ს 20 ტომიც, დაიღუპა სხვა ქრონიკებიც. ერთადერთი წყარო იყო ზოგი ბერძენი ან რომაელი ავტორის თხზულებებში აღმოჩენილი ზოგი ძალიან მოკლე შენიშვნა. გვაკლია მეფეთა და პიროვნებათა სახელები,მათი მოქმედებებისა და საქმიანობის აღწერა, მოთხრობები და ქრონიკები,მოკლედ ყველაფერი რაც იძლევა ხალხის სრული და ცოცხალი სურათის დახატვის საშუალებას. ეტრურიის წარსული დიდების მოწმე ძეგლებიც სისტემატურად ინგრეოდა,თითქმის მთელი ორი ათასწლეულის მანძილზე,დაწყებული რომაელებიდან და დამთავრებული XIX საუკუნის იტალიის მიწათმფლობელებით. მიწისქვეშა საგანძურების მაძიებლებ-
მა გიგანტური ნეკროპოლები მეთოდურად დასცალეს ზღაპრული საუნჯისაგან.
მხოლოდ სწრაფი მოგებით დაინტერესებული ბარბაროსები ათასობით ანგრევდნენ მიწისქვეშა აკლდამებს,იტაცებდნენ ძვირფასეულობას,ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელს, ფუფუნების საგნებს და დელიკატურ კერამიკას. ამსხვრევდნენ იმას რაც უმნიშვნელოდ ეჩვენებოდათ და ისე ავსებდნენ მიწით საფლავებს რომ დღეს შეუძლებელია მათი ადგილმდებარეობის აღმო-
ჩენა.

და ბოლოს და ბოლოს, როდესაც გასულ საუკუნეში გაიღვიძა სამეცნიერო ინტერესმა,რამაც ადგილი დაუთმო პირველ არქეოლოგიურ გათხრებს,განსაკუთრე-
ბულ მოვლენას წარმოადგენდა ჯერაც ხელუხლებელი აკლდამის აღმოჩენა. მიუხედავად ამისა თავდაუზოგავი შრომის წყალობით არქეოლოგებმა მოახერხეს უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დაეგროვებინათ სრულებით გასაოცარი და ზოგჯერ სენსაციური აღმოჩენები.

ძველი აღმოსავლეთის, წინა აზიის და ეგვიპტის შესწავლამ შესაძლებელი გახადა გამოკვეთილიყო ძველი ეტრურიის სახე. დაიწყო ამდენი საიდუმლოებით გარემოცული ხალხის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი სურათის შექმნა. ამის საშუალება გააჩინა უამრავმა დოკუმენტმა და ძეგლმა. ამის მიუხედავად არ დაწყებულა თვით ეტრუსკული ქალაქების სისტემატური შესწავლა.

სწორედ ეტრუსკებმა, კარგა ხნით ადრე რომამდე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე,იტალიის გულში დააფუძნეს მაღალგანვითარებული ცივი-
ლიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას.

მათ ევროპას გადასცეს ძველი აღმოსავლეთის მემკვიდრეობა და შეუგუეს იგი კონტინენტის დასავლეთ ნაწილს.

ეტრუსკები-2 :

თავი პირველი:

დასავლეთის ხანგრძლივი ძილი:

«აზია თავისიანად თვლის ეტრუსკებს» (M.Porcius Cato,ძვ.წ.II ს.).

ჩვენ ვერ გავიაზრებთ რომის ისტორიას და მასთან ერთად დასავლური ცივილიზაციის განვითარებას თუ არ ვიცით ის ცივილიზაცია რაც ეტრუსკებმა ისესხეს აღმოსავლეთისგან და რაც შემდგომში შეუთანხმეს მათ საკუთარ ტრადიციებსა და მათ გენიას ( Axel Boethius,1958).


         Ex Oriente Lux!
როდესაც მსოფლიო საათის ციფერბლატზე ისარი გადასცდა ძველი წელთაღრიცხვის 1000 წელს და მზად იყო X საუკუნის დასაწყებად კაცობრიობა თავისი ისტორიის ახალ ზღურბლზე იმყოფებოდა. ახლოვდებოდა დრო როდესაც «Erebe» («ერები»),ეს « წყვდიადის ქვეყანა», როგორც მას ფინიკიელები უწოდებდნენ , ძველი აღმოსავლეთის მიერ განაყოფიერებული ევროპა ემზადე-
გენისარეთის ტბა
ბოდა გამოსაღვიძებლად,ებრძოდა მრავალათასწლოვან ძილს. ჩამოჰკრა ახალი სამყაროს დაბადების ზარმა, სამყაროსი რომელიც დღემდე, ორ ნახევარი ათასი წლის მანძილზე ძლიერ გავლენას მოახდენს კაცობრიობის ბედზე და მის ევოლუციაზე. დაიბადება დასავლეთი !

ვრცელი ხმელთაშუა ზღვა და ამ ზღვის ურიცხვი ყურეების სანაპიროები იქცევა თეატრად დიდი მოძრაობისა,რომელიც ქარიშხლის მოულოდნელობით ამოვარდება და თანდათან გაძლიერდება. მზით გაჩახჩახებულ ამ სივრცეებში ამოძრავებისთვის ნიშანს ელოდებოდნენ ტომები და ხალხები. მომავალი მზადდება.

ამ ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი წერტილიდან,ჰელესპონტიდან, სადაც აზია და ევროპა ერთმანეთისგან რამოდენიმე მეტრითაა დაშორებული, მოვა იმპულსი, რომელიც ახალ ცხოვრებას ააჩქეფებს ისტორიას მოკლებულ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

მცირე აზიისა და საბერძნეთის პორტებში და მათი გამყოფი კუნძულების კრიალოსნის განედზე ღუზა ასწიეს აფრიანმა თუ ნიჩბიანმა გემებმა. მათ ეკიპაჟებს განზრახული ჰქონდათ წასულიყვნენ გაბედულ ექსპედიციებში შორეული და უცნობი ქვეყნებისაკენ. ცალ ცალკე თუ ფლოტილიებად გაერთიანებულებმა,მათ
პირი იბრუნეს დასავლეთისაკენ. მათ მიაღწიეს აპენინის ნაევარკუნძულამდე და აფრიკისაკენ მიმართულ მის ავანპოსტამდე, კუნძულ სიცილიამდე. მათმა ჩასვლამ შეცვალა ყველაფერი. დასავლეთის ამ მიწაზე დიდი ხნის წინ დასახლე-
ბული ადგილობრივი ტომები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ უცნაური,უცხო,მაღალი ცივილიზაციის ორბიტაში,დაემორჩილნენ მის რიტმს. დასავლეთის არც ერთ სხვა რეგიონში აღმოსავლეთიდან მომდინარე გავლენით არ უჩქეფია ასეთი ძალით ცივილიზაციას და ახალ კულტურას არსად არ განუცდია ასეთი ძალის და სიმძაფრის აღმავლობა როგორც იტალიის შუაგულში. მდინარეებს ტიბრსა და არნოს შორის სინათლემ დაარღვია ხანგრძლივი წინაისტორიის წყვდიადი. იმხანად როდესაც დასავლეთში მომავალი მხოლოდ იწყებოდა აღმოსავლეთს უკვე ჰქონდა გრძელი,მღელვარე და ბრწყინვალე ისტორია.

ევფრატისა და ტიგროსის მონაპირე ქვეყნები უკვე ათასი წლის მანძილზე უყურებდნენ ძლიერი სახელმწიფოს გაჩენასა დაცემას. შუმერთა ძველ ხალხს,
გილგამეშის ეპოპეის შემოქმედსა და პირველი მრავალსართულიანი კოშკების მშენებელს შეენაცვლა სემიტთა დამპყრობელი,ძალაუფლებას დახარბებული იმპერიები: ბაბილონი და ასურეთი.უფრო შორს,დასავლეთით,გაჩნდა ხათთა იმპერია.
კიდევ უფრო ადრეულ ხანას ეკუთვნის ნილოსის სანაპიროებზე, პირამიდების მშე-
ნებელთა ქვეყანაში,პირველი სახელმწიფოს შექმნა. უკვე ძვ.წ.3000 წლის მახლობლად პირველმა დინასტიამ დაამყარა ფარაონთა ხელისუფლება.

სამყაროს ამ ნაწილში იხარა თესლმა,რომელიც სასარგებლო აღმოჩნდა დედამიწის ყველა ხალხისთვის,მაგრამ დიდი პერიოდების მანძილზე და ქვის ხანის განმავლობაში უფრო ევროპელები მიდიოდნენ განუწყვეტლივ რათა მიეღოთ წილი აღმოსავლეთის განუზომელი საგანძურიდან. აღმოსავლეთი სტიმულს აძლევდა, ანაყოფიერებდა მათ,მას ნელა გამოჰყავდა ევროპელები პრიმიტიული არსებობიდან,რომელიც დიდად ჩამორჩებოდა აღმოსავლური ცხოვრების წესს. ძნელი უნდა იყოს თვალის მოვლება იმ მონაპოვართათვის,
გამოგონებებისათვის და სიახლეებისათვის რომლებიც ამ ეპოქიდან უძღვნა კაცობრიობას «ნაყოფიერმა ნახევარმთვარემ».იქ მოხდა ყველა პიონერული აქტი,ყველა პირველი აღმოჩენა,ყველა პირველი გაბედული წამოწყება ადამიანის ქმედების ყველა სფეროში.

ძალიან ადრე განვითარდა იქ სწრაფად საქალაქო ცხოვრება. პირველად იქ იხილეს შუქი გიგანტურმა დიდმა დედაქალაქებმა. შენდებოდა ფეერიული სასახლეები,სვეტნარიანი ტაძრები,ისინი იმკობოდა ბარელიეფებითა და ფრესკებით. არქიტექტურა მართავდა პირველ დღესასწაულებს. სინაის საბადოებში იღებდნენ ძვირფას ლითონებს,ვერცხლს იღებდნენ ტავროსის მთებში. ვითარდებოდა ოქრომჭედლობა და ქანდაკება ძვალზე,ჩამოსხმული ბრინჯაოს, ხის მხატვრული დამუშავება და საფეიქრო წარმოება. მათი განვითარება იწვევდა საქონლის გაცვლასა და შორეული ვაჭრობის ინტენსიფიკაციას.

უკვე დიდი ხნის მანძილზე იყო ცნობილი კალენდარი და საათი. წლის დაყოფა 360 დღედ და დღის დაყოფა 24 საათად,ბეჭდით დადასტურებული კრედიტები და კონტრაქტები. ბაბილონის მეფე ჰამურაბიმ შექმნა პირველი წერილობითი სრული კანონმდებლობა. ნილოსის,ტიგროსისა და ევფრატის ხეობებში ააგეს ხელოვნური სარწყავი სისტემები.ეს იძლეოდა ხორბლეულის,ყველანაირი ბოსტნეულის და მაღალხარისხოვანი ხილის უხვი მოსავლის აღების საშუალებას. ყვაოდა ხელოვნება-ქანდაკება,მხატვრობა,პოეზია, მუსიკა-ემპირიული მეცნიერებები-
-ასტრონომია,პრაქტკული მედიცინა, გეომეტრია, მათემატიკა,ენის მეცნიერებე-
ბი-აღწევდნენ ძალიან მაღალ დონეს. იეროგლიფების და ლურსმული დამწერლობის არსებობა,ისევე როგორც პაპირუსისა და მელანის გამოყენება უკვე დიდი ხნის მანძილზე უწყობდა ხელს წერა-კითხვის ხელოვნებას და წიგნების,ბიბლიოთე-
კების,სკოლების არსებობას.

ძველი წელთაღრიცხვის 1000 წლისათვის შედგენილი ძველი აღმოსავლეთის ენციკლოპედია გაავსებდა მრავალ ტომს მაშინაც კი,თუ შემოიფარგლებოდა ტიგროსის და ევფრატის,ნილოსის და ორონტის სანაპირო ქვეყნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვრების და სასწაულების მხოლოდ ჩამოთვლის ამოცანით.

დასავლეთისათვის,ევროპისათვის კი საკმარისი იქნებოდა რამოდენიმე ფურცელი შემდეგი შენიშვნით : ეკონომიკურად ჯერ-ჯერობით განუვითარებელი ტერიტორია,დაფარული ხშირი ტყეებით,სადაც მთების მაღალი ქედების იქით ცხოვრობენ უცნობი ბარბაროსი ტომები,რომელთაც არ იციან არც ქალაქები,არც ტაძრები,არც ქვის ნაგებობები,რომელთაც არა აქვთ არც ხელოვნება და არც დამწერლობა,არა აქვთ სამეთუნეო წრე და წისქვილის მბრუნავი ქვა. ისინი მოკლებული იყვნენ შემოქმედებით ძალას. ასეთნი იყვნენ მცხოვრებნი ამ ჩრდილოური ზონისა,სადაც მოგვიანებით უნდა გაჩენილიყო ამდენად ნაქები დასავლეთი. დასავლეთის მკვიდრთა წვლილი კაცობრიობის პროგრესში თითქმის ნოლს უდრიდა. მაშინ ისინი ფლობდნენ ზოგ ახალ ტექნიკას-ბრინჯაოს თუ ლითონთა დამუშავებას, ცხენის როგორც მოშინაურებული ცხოველისა თუ ბორბლისა და ეტლის გამოყენებას.ყოველივე ეს ევროპელებს სხვა ხალხებისგან ჰქონდათ მიღებული. ისინი ჩამოიტანეს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, ხმელთაშუა ზღვიდან თუ მცირე აზიიდან მოსულმა უცხოელებმა,რომლებიც მოუყვებოდნენ დიდი მდი-
ნარეების გასწვრივ გაკვალულ სავაჭრო გზებს.

ეტრუსკები-3.

ძველი წელთაღრცხვის მეორე ათასწეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან გამოკრთა ერთი ნაპერწკალი. მან კუნძულებით მოფენილი ამ ზღვის სანაპირო-
ზე დაანთო პირველი კერა :

აზია ხელმძღვანელობდა ეგეოსში გაჩენას ცივილიზაციისა რომელიც უნიკალური აღმოჩნდა. ამ შორეული ხანის ლეგენდებმა შეინახეს მოგონება ამ მოვლენის შესახებ. პირველად აქ ჩნდება ამ კონტინენტის, ევროპის სახელი.

ლეგენდები ყვებიან რომ ფინიკიის სანაპიროზე ცხოვრობდა თეთრკანიანი,არაჩვეულებრივად მშვენიერი პრინცესა,რომელსაც ერქვა ევროპა. იგი იყო მეფე აგენორის ასული. ზევსმა,ბერძენთა უზენაესმა ღვთაებამ ერთ მშვენიერ დღეს დაინახა იგი და აალდა მისი სიყვარულით. თოვლივით თეთრ ხარად ქცეული ზევსი მიუახლოვდა ქალწულს, რომელიც სანაპიროზე თამაშობდა ამხანაგებთან ერთად. ზევსმა მოახერხა ქალწულის ნდობის მოპოვება. ევროპა უზრუნველად მოეწყო ხარის ზურგზე, მაგრამ ზევსი გადაეშვა ზღვაში და კრეტას შორეული კუნძულისკენ გაიტაცა ასული. იქ ზევსი არწივად გადაიქცა. ზევსთან კავშირის შედეგად ევროპას ეყოლა ოთხი შვილი. პირველს მინოსი უწოდეს. დიდი კუნძული,რომელიც იფარავდა ღვთაებრივი ხარის და გატაცებული ქალწულის სიყვარულს შემდეგში უნდა გადაქცეულიყო დასავლეთის გამანაყო-
ფიერებელ პირველ თესლად.

აღმოსავლეთიდან, ეგვიპტიდან,ჩრდილოეთი შუამდინარეთიდან და სირიიდან მოსული გავლენების გზაჯვარედინმა კრეტამ განავითარა ახალი კუტურა და ცივილიზაცია. მეორე ათასწლეულის გარიჟრაჟზე იქ გაჩნდა კნოსოსის სამეფო ლე-
გენდარული მეფეებით რომელთაც დედაქალაქ კნოსოსში, ისევე როგორც ფაისტოსში,მალიაში და ზაქროში ააგეს დიდებული და მოხატული სასახლეები. მათ დააარსეს ისტორიაში ცნობილი პირველი თალასოკრატია ( ზღვაზე გაბატონებული სახელმწიფო). მათი ფლოტი მალე გაბატონდა ეგეოსის ზღვაზე. მათი საზღვაო ვაჭრობა განივრცო ბოსფორიდან ნილოსამდე. კრეტელებმა პირველებმა გადას-
ევროპა ხარზე,ძვ.წ. მე-5 ს.
ცურეს იალქნიანი ნავებით იონიის ზღვა. კლასიკური ეპოქის ბერძნებს ჯერ კიდევ ახსოვდათ მეორე მინოსი, იმპერიის ფუძემდებლის შვილიშვილი,რომელიც დაიღუპა სიცილიაზე გამართული ერთი ექსპედიციის დროს. მხოლოდ XIX საუკუნის ბოლო წლებში ინგლისელი მკვლევარი არტურ ევანსის გათხრებმა დაგვანახეს კრეტას სამეფოს და მისი ეკონომიკის სახე. მისი სოფლის მეურნეობა უბრალო სასანოვაგო მეურნეობიდან გადასული იყო ზეთისხილის პლანტაციების უხვმოსავლიან ექსპლუატაციაზე. მცირე ინდუსტრიაში და ხელოსნობაში,განსაკუთრებით ლითონთა დამუშავებასა და მეთუნეობაში შემუშავებული იქნა მუშაობის ძალიან რთული მეთოდები.ინსტრუმენტების,იარაღის და სამკაუულების ჩამოსასხმელად ჰქონდათ ფორმები და ქურები. პირველი დიდი საწარმოები მუშაობდნენ შიდა ნაწარმისათვის და ექსპორტისათვის. ვაჭრობა მოწესრიგებული იყო ფიქსირებული ღირებლების საწონებისა და ოქროსა და სპილენძის ზოდებზე დაფუძნებული მონეტის მეშვეობით. არსებობდა ათობითი სისტემა და თიხაზე ამოკაწრული თუ მელნით შესრულებული ხაზოვანი დამწერლობა. აყვავებულმა ეკონომიკამ და ძალიან აქტიური კომერციით მიღებულმა დიდმა მოგებამ გამოიწვია ყოველდღიური ცხოვრების უკიდურესი დახვეწა. სასახლეებში იყო აუზები,წყალსადენი და კანალიზაცია. ისეთი სპორტული თამაშობები როგორებიცაა კრივი თუ ხარზე ხტომა
აძლევდნენ კრეტელებს ვარჯიშისა და გართობის საშუალებას. მაგიური და რელიგიური ხასიათის ცერემონიები, სადაც ქალებიც ასრულებდნენ მათ როლს, წარმოადგენდ-
ნენ კრეტას კულტის საფუძველს. ორმაგ ცულს ჰქონდა წმინდა სიმბოლოს მნიშვნელობა. მათი სამარხები წარმოადგენდნენ ძალიან ადრე გაჩენილ დიდ საფლავებს, თოლოსებს.ეს იყო ცრუ გუმბათებით დასრულებული მონუმენტური ნაგე-
ბობები. ეგვიპტელების მსგავსად კრეტელებიც ფლობდნენ მძიმე ქვების გადაად-
გილების ტექნიკას.

კრეტა, ეგეოსში ძველი აღმოსავლეთის ნაწარმი და ავანპოსტი იქცა დიდ შუამავლად აზიასა და ევროპას შორის. ძვ.წ.1700 წლიდან ახალი ბაზრების მოსურნე კრეტელები სულ უფრო და უფრო ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე ახლო მდებარე ელადის სანაპიროებს. იქ ისინი ხვდებოდნენ აქეელებს,შთამომავლებს ინდოევროპელთა პირველი ტალღისა. ამ ჩრდილოეთიდან მოსულმა ტალღამ ქვეყანა ძვ.წ. 1900 წლისთვის დაიპყრო. აქეელები ჯერ ბარბაროსები,უხეში ზნე-ჩვეულე-
ბების მეომრები ყვნენ. ისინი ეწეოდნენ პრიმიტიულ ცხოვრებას,როგორც სხვათა შორის ევროპის დანარჩენი ნაწილის სხვა ტომები.მიუხედავად ამისა ესოდენ განვითარებულ მინოსურ თალასოკრატიასთან შეხვედრისას აქეელებმა თავი გამოიჩინეს როგორც გასაკვირად ნიჭიერმა მოწაფეებმა. მიბაძეს რა კრეტელებს, მათ ენერგიულად წამოიწყეს გემთმშენებლობა და ერთდროულად
მეზღვაურებად და ვაჭრებად გადაიქცნენ. დიდ კუნძულზე ნაპოვნი მრავალი მაგალითებით სტიმულირებული პირველი ინდოევროპული ცივილიზაცია აყვავდა ევროპის კონტინენტზე. იღებდა რა დიდ შემოსავალს კომერციისაგან, მიკენი,აქეელთა დედაქალაქი, განვითარდა და იქცა ისეთ ქალაქად,რომელსაც სიმდიდრისა და საგანძურისთვის აქებდა უკვე ჰომეროსი. მინოსური მოდელის მიხედვით იქ აგებდნენ პირველ ევროპულ სასახლეებს,დიდი ქვებით ნაგებ დიდ აკლდამებს მძლავრი კამარებით,რომლებიც ჰგავს სამხრეთ კრეტის თოლოსებს. მიკენელები იქ მარხავდნენ თავის მკვდრებს. მიკენელები იყვნენ პირველი ევროპელები,ვინც წერა-კითხვა ისწავლეს. მათ კრეტელებისაგან გადაიღეს ხაზოვანი დამწერლობა.

ვერ ხედავდნენ რა საფრთხეს,კრეტელებმა დაანთეს ალი რომელშიც თვითონ უნდა დამწვარიყვნენ. დასავლეთიდან, ბერძნული კონტინენტიდან უკან ბრუნდე-
ბოდა აღმოსავლეთიდან,ეგეოსიდან მოსული ტალღა. დაიწყო მიკენის პირველი, სიმტკიცით განმაცვიფრებელი ექსპანსია.

დიდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით აქეელებმა თავისი ბატონობის განსავრცობად ახალი ლაშქრობები წამოიწყეს. მიწისძვრებისა და კრეტას
ამაოხრებელი ზღვის მოქცევის შემდეგ აქეელები აღმოჩნდნენ კნოსოსის წინ. მინოსურ იმპერიას უეცრად ეღებოდა ბოლო.

მიკენელები კრეტელთა მემკვიდრეებად იქცნენ ზღვაოსნობის,კომერციის სფეროებში და ააგეს ძლიერი ეკონომიკური იმპერია. მათ ფლოტებს ხედავდნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა კუნძულთან და სანაპიროსთან თესალიიდან ჰელესპონტამდე. მიკენელი ვაჭრები დაწესებულებებს აარსებენ მილეთში და ფოკეაში, ფილიალს ხსნიან ფინიკიურ საპორტო ქალაქ უგარიტში. დასავლეთში მათ პირველებმა გადასერეს იონიის ზღვა. არქეოლოგებმა იპოვეს მათი ნაკვალევი. მიკენური კერამიკა ნაპოვნი იქნა იშიასა და ლიპარის კუნძუ-
ლებზე,სიცილიაში და სამხრეთ იტალიაში,განსაკუთრებით ტარენტოს მახლობლად სადაც კერამიკა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახეს.

მაგრამ მიკენელებმა ფეხი მოიკიდეს ზღვის მოშორებითაც. კომერციის ნაკვალევი კვეთს მთელ კონტინენტს და მიდის შოტლანდიამდე და ბალტიკამდე,სკანდინავიაში და დასავლეთის უკიდურეს განაპირა მხარეებში. ამაზე მოწმობს ორმოსამარხებში და თოლოსებში ნაპოვნი ქარვის ნაწილები. ამაზევე მოწმობს,პირიქით, დანიური ხმლების ტართა შემამკობელი სპირალის მოტივები საალის ნაპირების ბელადთა სამარხებში ნაპოვნი ორმაგი ცულები. ცენტრალური ევროპიდან მომავალი ოქრო და ბრიტანეთის შორეული კუნძულებიდან მომავალი კალა სამხრეთისაკენ წასასვლელად ხმელეთს ირჩევდა.

მიაღწია რა პირველობას ეკონომიკური ექსპანსიის სფეროში,მიკენს წვლილი შეჰქონდა დასავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყანათა მოსახლეობის განვითარება-
ში. მიმართეს რა გზებს, რომლებიც აქეელთა ქალაქმა გახსნა ვაჭრობისათვის,
ეგეოსის ზღვის სახელოსნოებში დამზადებულმა ყოველდღიურმა და ფუფუნების ნივთებმა შეაღწიეს ერებ-ში ( ფინიკიურად წყვდიადის ქვეყანაში,ევროპაში) და
ამავე დროს შეიტანეს ლითონთა დამუშავების ტექნიკა. ეს იყო ბრინჯაოს ხანის დასაწყისი ჩრდილოეთ გერმანიაში !

მიკენის ლომები
იმედი რომელიც შეეძლო გაეჩინა ესოდენ ბრწყინვალე დასაწყისს უეცრად გაქრა. ეს განვითარება უეცრად შეწყდა ამ ათასწლეულის დასრულებამდეც კი.

1200 წლის სიახლოვეს «ზღვის ხალხთა » შემოსევის დასაწყისმა აღნიშნა ეგეოსის აუზში მღელვარებისა და ძვრების პერიოდის დასაწყისი. ხალხები დაიძრნენ და მათ ქარიშხლის მსგავსად დალეწეს ყველაფერი თავის გზაზე. მათ მიწის პირიდან აღგავეს ყველა ქვეყანა მცირე აზიიდან პალესტინამდე, სირიის გავლით. მათმა დარტყმებმა დაამხეს ხეთური იმპერია,დააქციეს ეფესო, უგარითი, მილეთი. კვიპროსი ნანგრევებად გადაიქცა. დამპყრობლები ორჯერ ზღვაზე და ხმელეთზე დაამარცხეს მხოლოდ ფარაონთა ჯარებმა ეგვიპტის კარიბჭესთან. რამოდენიმე თაობის შემდეგ იგივე აოხრება განიცადა საბერძნეთმაც. როგორც ძველად აქეელები,ინდოევროპელთა, კიდევ ერთხელ ინდოევროპელ დამპყრობელთა, მაგრამ აჯერად დორიელთა ტალღა დაატყდა თავს ქვეყანას და ააოხრა და დალეწა ყველაფერი.

ამ კატასტროფის შემდეგ აღარაფერი დარჩა იმისგან რამაც ეს სამხრეთ-
-აღმოსავლეთი მხარე აქცია აყვავებულ რეგიონად. მიკენის იმპერიის დამხობამ დორიელთა მიერ, მისი ეკონომიკის დაქცევამ,მისი საზღვაო ვაჭრობის მოსპობამ ბოლო მოუღო ბერძენთა განუყოფელ ბატონობას ზღვებზე.

 5.
მიუხედავად ამისა მიკენის ადგილი ცარიელი არ უნდა დარჩენილიყო. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა სანაპიროდან, აღმოსავლეთიდან დაძრულმა კომერციულმა ზღვაოსნობამ მნიშვნელოვანი აღმავლობა განიცა-
და. ლიბანში ფინიკიელებმა მიიღეს აქეელების მიერ დატოვებული საზღვაო მე-
მკვიდრეობა. ტიროსის სახელგანთქმულმა პორტმა განიცადა არაჩვეულებრივი აღმავლობა. ეს ქალაქი,რომელიც როგორც ნათქვამია ბიბლიაში, «მდებარეობს ზღვის ნაპირას და ვაჭრობს კუნძულთა მრავალ ხალხთან», ნავიგაციის ისტორიაში ხსნის ახალ და მეტად საინტერესო თავს.

მიკენის ლომებიანი კარიბჭე
ორ ათასზე მეტი წლის განმავლობაში ყველაფერი მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში თამაშდებოდა. იონიის ზღვის იქით თავდებოდა ცნობილი სამყარო,იგი თითქოს თავდებოდა საზღვრით რომლის გადალახვასაც ვერავინ ბედავდა. ტიროსი იყო პრველი ვინც გადალახა ეს საზღვარი და აღასრულა გაბედული მკვლევარის საქმე. მან შეაიარაღა გემები რათა წამოეწყო «შიდა ზღვის» იქით მიმართული ექსპედიციები და ისინი დასავლეთისკენ მიმართა. ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდეს მოთხრობით მათ შორის ვინც გარს შემოუარა სიცილიას იყვნენ ქანაანელნიც. ფინიკიელები განუწყვეტლივ აახლებდნენ ექსპედიციებს,რომლებმაც მიაღწიეს სიცილიის მოსაზღვრე მხარეებამდე. მიყვებოდნენ რა აფრიკის ნაპირებს,მათმა ფლოტებმა მიაღწიეს ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს საზღვრამდე.

მიაღწიეს რა ატლანტიური ოკეანის კარიბჭემდე მათ ანდალუზიაში აღმოაჩიინეს ტარტესოსის ლეგენდარული სამეფო (დასავლეთი იბერია, მთარგმნელი). ეს იყო ელდორადო თავისი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებით, თავისი წიაღისეული სიმდიდრეებით და უფრო თვითონ ესპანეთში მოპოვებული ვერცხლითა და კალით ,რომელსაც იგი ძველი სავაჭრო გზებით იღებდა ჩრდილოეთის ზღვის იდუმალი «კასიტების კუნძულებიდან». კადესში, დღევანდელ კადირში ფინიკიელები დამკვიდრდნენ ქვეყნის ძალიან სტუმართმოყვარე თანხმობით. მეორე მხარეს, აფრიკის სანაპიროზე მათ დაარსეს ბაზა ლიქსუსი. მათი ღმერთი მელკარტი ფინიკიელებმა აქციეს მფარველად სრუტისა რომელსაც ისინი მკაცრ მეთვალყურეობას უწევდნენ. არც ერთ უცხოურ გემს არ ჰქონდა
«ჰერაკლეს სვეტებს» შორის გამავალი საზვაო გზით სარგებლობის უფლება.

აფრიკის სანაპიროზე გამართული იყო თავდაცვით ნაგებობათა, საწყობთა და ნავსადგურთა მთელი სერია რომელიც იძლეოდა გემების დაცვისა და მომარაგების საშუალებას. იქ სადაც ატლასი ეშვება ზღვაში,მეჯერდას შესართავთან,
თანამედროვე ტუნისში,გაჩნდა ქალაქი დაცული პორტით. ეს იყო კუტიკა, რომლის დაარსებასაც არისტოტელე ძვ.წ.1100 წლით ათარიღებდა.

საუკუნეთა მანძილზე მხოლოდ ფინიკიელნი სერავდნენ დასავლეთის ზღვას. მათ ხელში იყო ტარტესოსთან, «ვერცხლის ქვეყანასთან» ვაჭრობის მონოპოლია.

მათ არ ჰყოლიათ კონკურენტები,ვინაიდან ბერძენთა ამბიციები ამ დროისთვის ეგეოსის ზღვით იფარგლებოდა. მათი უპირატესობა გაძლიერდა მას შემდეგ რაც ასურელ დამპყრობელთა ზეწოლით ტიროსის მცხოვრებნი გადასახლდ-
ნენ რათა ჩრდილოეთ აფრიკაში დაეარსებინათ ახალი ქალაქი. მათ დედა სამშობლო პრინცესა დიდონას მეთაურობით დატოვეს და ძვ.წ. 814 წ. უტიკის მახლობლად,
მთა ბირსას ძირში საფუძველი ჩაუყარეს ქალაქ კართაგენს.

ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ ვითარება დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მკვეთრად შეიცვალა. ფინიკიელებმა და კართაგენელებმა მოულოდნელად დაინახეს მათ წინაშე აღმართული საშიში მტერი,რა მოხდა?


6.
კართაგენის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული რომ ზღვა გადასერა ახალმა ძლიერმა ემიგრაციამ. იგი ამჯერად ელადიდან დაიწყო ! ბერძნები ოთხი საუკუნის მანძილზე თითქოს გონებამიხდილნი იყვნენ. ჩრდილოეთიდან მოსული ბარბაროსების შეტევამ ისინი პრიმიტიულ მდგომარეობაში უკუაგდო. არაფერი გადარჩენილა ესოდენ განვითარებული მიკენის ცივილიზაციისაგან. აღარ აშენებდნენ აღარც სასახლეებს და აღარც ქვის მონუმენტებს. ხელახლა დაიწყეს ცხოვრება თიხის სახლებში. ხელოსნობის დიდი წარმოება წარსულის კუთვნილებად იქცა. დაუბრუნდნენ წინა პერიოდის უბრალო ბუნებრივ ეკონომიკას. ხელოვნება მარტივი და მოკრძალებული იყო.

კრეტელთა რიტუალური თამაში ხართან.
ისინი არ კლავდნენ ხარს.
ახალი იმედი გაჩნდა არა დედა სამშობლოში,კონტინენტურ საბერძნეთში,
არამედ ეგეოსის ზღვის მეორე სანაპიროზე,მცირე აზიის სანაპიროებზე. კვლავ,
ისევ როგორც თითქმის ათასი წლის წინ, მიკენური ცივილზაციის გავლენით,მათ ყურადღება უნდა მიექციათ ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან,ანატოლიიდან და ფინიკიიდან მოსული სტიმულებისთვის,რათა მოეკრიბათ ღონე გამოღვიძები-
სათვის.

ისეთი დანგრეული ქალაქების ადგილას,როგორებიც ყო ეფესო,მილეთი და სხვა მრავალი,სადაც ბერძნებს უკვე მიკენურ პერიოდში ჰქონდათ სავაჭრო დაწესე-
ბულებები, თანდათანობით ხელახლა გაჩნდა მოსახლეობა,პორტები და მათი მოწყობილობა.ესენი იყვნენ იონურად მოლაპარაკე ემიგრანტები რომელთა დიდმა ნაწილმა სამშობლო დატოვა დორიელთა შემოსევის შემდეგ. სწორედ იონურად მოლაპარაკენი იყვნენ მათი დამფუძნებლები.

IX საუკუნიდან სანაპიროზე სმირნიდან ჰალიკარნასამდე აყვავებულ კოლონიათა სერიამ შექმნა უწყვეტი ჯაჭვი. იონელები დამკვიდრდნენ ქიოსზე და სამოსზეც. კომერცია იყო განმაცვიფრებელი აყვავების წყარო. ქარავანთა ბოლო სადგური იყო მცირე აზია და ახლომდებარე-სირია. საქონელი მოჰქონდათ
მცირე აზიიდან ,უფრო კი შუამდინარეთიდან. მეორეს მხრივ მილეთი და ფოკეა... დასაწყისი იყო ორი დიდი სავაჭრო გზისა რომლებიც მიუყვებოდნენ რა მდინარე-
თა დინებას ღრმად აღწევდნენ ანატოლიის მაღალ პლატოზე.

მაშინ როდესაც დედა სამშობლოში დრო თითქოს გაჩერებული იყო და ათენის არსებობაც მოჩვენებითი არსებობა იყო,იონია იღებდა ინიციატივას,რო-
მელზეც მომავალი უნდა ყოფილიყო დამოკიდებული.

ქალაქები გაიზარდა და გამდიდრდა. პორტებიდან გასული გემები კვლავ სე-
რავდნენ ეგეოსის ზღვას. სწრაფად განვითარდა მცირე ინდუსტრია და ხელოსნობა,
განსაკუთრებით ლითონთა დამუშავება და კერამიკა. დაიწყო საექსპორტო წარ-
მოება.

სწორედ იონიიდან,ძვ.წ.750 წლისათვის, გაისმა ჰომეროსის ხმა. სწორედ აზიის მიწაზე იხილეს დღის შუქი მისმა დაუვიწყარმა ეპოპეებმა. «ილიადაში» პოულობენ ტროას ასაღებად გამართული ბრძოლების გახსენებას. მოგონება მებრძოლთა სამყაროს გმირული წარსულის შესახებ. მებრძოლთა, ვისთვისაც ღი-
რებული მხოლოდ ბრძოლა და ომი იყო. მაგრამ «ოდისეამ» განავითარა სრულებით განსხვავებული თემა. იგი აქებს გამბედაობას მეზღვაურისა, რომელიც სძლევს ყველაზე არაჩვეულებრივ დაბრკოლებებს,თითქოს პოეტს სურდა თანამემამუ-
ლეებში საზღვაო თავგადასავლების განცდის სურვილის გამოღვიძება.

ფინიკიელი
საუკუნე როდესაც დიდი პოეტი თხზავდა თავის სიმღერებს ხსნის მძლავრი ექსპანსიის პერიოდს. ელადა უცებ მოწყდა ადგილს, მას თითქოს აღარ ედგომებოდა სამშობლოში. იგი განიცდიდა მკვეთრი ცვლილებების აუცილებლობას. მცირე აზიის კოლონიებში,დედაქალაქში და კუნძულებზე გემები სათითაოდ თუ ჯგუფურად სწევდნენ ღუზას. ვაჭრები მიდიოდნენ ახალი მოგების საძებრად,
სხვები,კოლონები,ახალი მიწებისა და ახალი სამშობლოს საძიებლად. ჭარბ-
მოსახლეობა, სოციალური კრიზისები,ბაზართა გაფართოების სურვილი,ასეთი იყო ამ ახალი მიგრაციის მოტივები. ეგეოსის ზღვის აუზში აღარ იყო ასათვისებელი მიწა;
სირიაში და ლიბანში ასურელებსა და ფინიკიელებს ჰქონდათ ჩახერგილი გზები. მცი-
რერიცხოვანი მოსახლეობის ზონები რჩებოდა მხოლოდ დასავლეთით,ეგეოსის ზღვის იქით,აპენინის ნახევარკუნძულზე. და ეს უკანასკნელი იქცა ემიგრანტთა მიზნად.

თავიდან სათითაოდ მზვერავებად,შემდეგ კი მთელ ფლოტებად ჩერდებოდნენ მიწას მოშორებულ ბერძენთა გემები სამხრეთ იტალიისა და სიცილიის სანაპიროებთან. ერთ-ერთმა პირველმა ფლოტილიამ მოახერხა მესინის სრუტის გადალახვა,მიაღწია იშიას და იქ დასახლება გამართა. 20 წლის შემდეგ,
ძვწ.750 წლისთვის,ახალმოსულებმა, კუნძულის პირისპირ,ვეზუვის ჩრდილოეთით,დააარსე Kყმე ჩუმაე, ლათინურად. რამოდენიმე ათწლეულში სამხრეთ იტალიამ და სიცილიამ ტალღებად მიიღეს ყველა ელინური ტომის ემიგრან-
ტი: იონიელები,დორიელები,აქეელები. ყველა იღებდა მონაწილეობას კოლონიზაციის ამ წამოწყებაში.

ძვ.წ.735 წ. ევბეოსის ხალკისიდან მომავალმა იონიელებმა ფეხი დადგეს ეტნაზე,სიცილიაზე. შემდეგ წელს კორინთოს დორიელები დამკვიდრდნენ ორტიჟიას კუნძულზე და საფუძველი ჩაუყარეს ქალაქს რომელმაც ტირანთა მმართველობის ხანაში დიდად გაითქვა სახელი,სირაკუზს. ძვ.წ.729 წ. სიცილიაში დაარსებული იქნა ლეონტინი და კატანე. აპულიაში და კალაბრიაში არსდება ქალაქები. 720 წლის მახლობლად არსდება სიბარისი,აქეელთა დასახლება,710 წელს-კროტონი,708 წლისთვის-ტარენტე, სპარტიატთა კოლონია. ერთი საუკუნის მანძილზე იონიის ზღვის სანაპიროებიდან, ტარენტეს ყურიდან,სრუტემდე და მის იქით,სიცილიის აღმოსავლეთი და სამხრეთი სანაპირო, პელორეს კონცხიდან ლილიბეეს კონცხამდე, დაიფარა ბერძნულ კოლონია-
თა გვირგვინით. ბერძნები დაეუფლნენ ტერიტორიას, რომელიც სივრცით არ ჩამოუვარ-
დებოდა თერმოპილთა სამხრეთით მდებარე მეტროპოლიას, იბადებოდა Magna Graecia, დიადი საბერძნეთი.

კართაგენს დრო დასჭირდა იმისათვის რომ წარმოედგინა თუ რა საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გამართულ მის კომერციულ იმპერიას ბერძენთა კომერციული კონკურენცია და კოლონიზაცია. როდესაც კართაგენმა გადაწყვიტა გადაერჩინა ის რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლე-
ბოდა მისი პოზიციები სანახევროდ უკვე დაკარგული იყო. მიუხედავად ამისა მან სცადა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე თარსისკენ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბატონობის განმტკიცება. მან დაიპყრო სარდინია,ჯარები გაგზავნა ბალეარებზე, 
ფინიკიური ნიჟარა
მნიშვნელოვან სადგომზე, რომელიც ექსპანსიის გზაზე მდებარეობდა. მან კონტრშეტევა მოამზადა სიცილიაზე, სადაც ბერძნებმა უკვე მოიკიდეს ფეხი აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე. კონტრშეტევა მან დაიწყო კუნძულის
დასავლეთ სანაპიროდან და დაეყრდნო მოტიეს, ლიბიაიონის,პანორმოსის და სოლოეისის თავის ბაზებს.

დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კართაგენელებმა და ბერძნებმა გამართეს ბრძოლა დასახლების ზონების, ნედლეულის წყაროების,კოლონიზა-
ციისთვის ვარგისი ტერიტორიე ბის დასაუფლებლად,მაგრამ ძვ.წ. პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრის ევროპისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომელმაც დიდი გავლენა იქონია მთელი კონტინენტის მომავალზე და რომლის შედეგებიც უანგარიშო იყო იყო გამოჩენა მუდამ იდუმალებით მოსილი ხალხისა რომლისაც მუდამ ეშინოდათ,რომელსაც სცემდნენ თაყვანს და რომელსაც სწამდებდნენ ცილს.

იწყებოდა ეტრუსკთა სახელგანთქმული ხალხის ისტორია.


7.იტალია, «ხბოთა ქვეყანა»:

გარშემორტყმული ზღვით, რომლის აღმოსავლეთმა სანაპირომაც უკვე ნახა ბრწყინვალე ცივილიზაციების აღმავლობა,იტალია, « ხბოთა ქვეყანა», როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ,ათასწლეულების მანძილზე რჩებოდა მივიწყებულ,ათას-
წლეულების მანძილზე მსოფლიო მომავლისაგან განზე მდგომ მიწად. არქეო-
ლოგებმა, რომლებიც ეძიებდნენ უძველესი წარსულის,წინაისტორიის და პროტოისტორიის ნაკვალევს,ვერ ნახეს ვერანაირი ხელშესახები რამ.არანაირი სასახლე, არანაირი სიმაგრე,არანაირი ტაძარი,არანაირი განძი არ იქნა ნანახი. ვერ ნახეს ქალაქის უბრალო საფუძვლებიც თუ აგურის სახლების ნაშთებიც კი.

პერუზას,ბოლონიის თუ სხვა მრავალი ქალაქის მუზეუმების ვიტრინები შეიცავენ ყველაფერს რისი პოვნაც შესძლო არქეოლოგის ნიჩაბმა თუ წერაქვმა. მრავალ დარბაზში არის ურიცხვ მეცნიერთა ხანგრძლივი და ძნელი მუშაობის შე-
დეგი: საცხოვრებელთა და საფლავთა ნაშთები,ჭურჭელი და სამკაული,ინსტრუმენ-
ტები და საბრძოლო იარაღი. ისე ჩანს თითქოს მნახველს მზერით არ შეუძლია მოიცვას ყველა ეს ნივთი,იმდენად დიდია მათი სიმრავლე. წარსულ ათასწლეულთა მუნჯი მოწმენი,მოწმენი მეტად ძველი,მეტად შორეული ეპოქისა,როდესაც ჯერ კიდევ ქვა იყო ხელსაწყო და იარაღი. მაგრამ ჩნდება მონოტონურობის შეგრძნება,რადგან ამ ნაშთთა ნათქვამი უმნიშვნელოა: ისინი აჩენენ კითხვებს, მაგრამ არ ხსნიან არაფერს. ისინი არ ატარებენ წარწერის ნაკვალევს, მათზე არაა არანაირი გამოსახულება. სიმარტივე, არაფერი არ წყვეტს მონოტონურობას, როგორიც უნდა ყოფილიყო თაობათა მანძილზე მკვიდრთა ცხოვრება.

არაფერია გასაკვირი იმაში რომ აპენინთა წინაისტორია ნამდვილი თავსატეხია ისტორიკოსისათვის, დათარიღება და ახსნა იწვევს გაუთავებელ კამათს. იგი რჩება ბუნდოვანი, სავსეა შეკითხვებით პასუხების გარეშე, ძლივს აჩენს ჯერ-ჯერობით გაურკვეველ კონტურებს.

ლიგურები, რომლებიც ცხოვრობდნენ გენუის ირგვლივ და მდინარე პოს ხეობაში, ირიცხებიან იტალიის უძველეს მკვიდრთა შორის.

ისინი ეკუთვნოდნენ თავდაპირველ მოსახლეობას,მათი ენა ხმელთაშუაზღვისპირული იყო.

ისინი ენათესავებოდნენ იბერებს.
(მთარგმნელი: ლიგურების ხალხური სიმღერები პოლიფონიაა,ამიტომ მათ სიმღერებს ქართველებმა ალბათ ლი-გურული სიმღერები შეიძლება უწოდონ).
ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში,Picénium-ში, აპულიაში და სამხრეთ სიცილიაში ცხოვრობდნენ ტომები რომელთაც ზოგი ავტორი მიაკუთვნებს Pélagien-ებს,ხალხს რომელიც უხსოვარ დროს ცხოვრობდა ეგეოსის ზღვის აუზში და მცირე აზიაში (მთარგმნელი:პელაზგები?). ეს წინასტორიული ადამიანები თავშესაფარს პოულობდნენ გამოქვაბულებში. ისინი თავის მიცვალებულებს ჩაცუცქულებს კრძალავდნენ და თან აყოლებდნენ ქვისგან უხეშად გამოთლილ იარაღს,რქისგან და ძვლისგან ნაკეთებ ჭურჭელს. ჭურჭელი დამუშავებულია ხელით,ვინაიდან ჯერ არ იყო ცნობილი მეთუნის რგოლი, რომელსაც ნილოსის ნაპირებზე და შუამდინარეთში იყენებდნენ უკვე ათასწლეულების მანძილზე.

მოგვიანებით, აღმოსავლეთის ზეგავლენით, დაიწყო ლითონის ხანა. ძვ.წ.1800 წლისათვის ჩნდება ბრინჯაოს პირველი ჭურჭელი.

ჩრდილოეთით, ალპების ძირში,პირველად იქნა შენიშნული აქამდე უცნობი ცი-
ვილიზაცია. მდინარე პოს ველზე, ტერიტორიაზე,რომელიც ეკვრის აპენინთა პირველ ფერდობებს ბოლონიის მახლობლად, დამკვიდრნენ ახალმოსულნი. სახლებს ისინი ხიმინჯებზე დგავდნენ,მიცვალეულებს წვავდნენ. ამ ხალხის სოფლების,
სასაფლაოების (ფერფლის შემცველი ურნების ერთობლიობის) ირგვლივ იყო კედლები და თხრილები. ისინი მისდევდნენ მეცხოველეობას და მიწათმოქმედებას. ისინი ამზადებდნენ დახვეწილ კერამიკას და ყავდათ ლითონზე მომუშავე დიდოსტატი
ხელოსნები.
ვიმეორებთ,მრავალი საუკუნე გაივლის სანამ აჩქარდება იტალიკთა ცხოვრების ტემპი. ძვ.წ.1200 წელს, ბრინჯაოს ხანის დასასრულს, არქეოლოგიის მონაცემებით, მოქმედებას იწყებს გარედან მოსული ხალხის ძალა.

ამ ახალმოსულთა კუთვნილება და წარმოშობა ცხადია სწავლულთათვის: ისინი იყვნენ, და პირველად შეიძლება ამის მტკიცება, ინდოევროპელი მიგრანტები. ისინი მრავალ ტალღად მოვიდნენ. მათ თავისი კვალი დაამჩნიეს ნახევარ-
კუნძულის ვრცელ ნაწილებს. ჩვენ ისინი მიგვაჩნია ისტორიული ტრადიციიდან ცნობილი იტალიკური ხალხების წინაპრებად.

პირველთა შორის ითვლიან ლათინებს, რომელთა ტომები დამკვიდრდნენ ტიბროსის სანაპიროებზე და მათ მეზობლებს, ფალისკებს. ისინი გამოჩნდნენ ძვ.წ.1000 წლისთვის, ე.ი. სულ ცოტა ხნიშ შემდეგ დორიელთა მიერ მიკენური იმპერიის დამხობიდან. მათ მოყვნენ სხვა ხალხები, ომბრიელები და საბელიანები. ისინი თანდათანობით იპყრობენ ტერიტორიებს აპენინთა გასწვრივ. ჩრდილოეთით ომბრიელები იპყრობენ ტიბროსის მოსაზღვრე მიწებს. ცენტრალურ იტალიაში დამკვიდრდნენ საბელიანები. სამხრეთით დასახლდნენ ოსკები. სამნიტებმა შეაღწიეს არუზზეს ზემო ხეობებში.
მათმა გამოჩენამ აამოძრავა ყველაფერი და გამოიწვია ზნე-ჩვეულებებისა და ხოვრების წესის გადამწყვეტი შეცვლა. იგრძნობა მხატვრულ ფორმათა შეცვლის აუცილებლობა. თიხის ოდესღაც პრიმიტიული ჭურჭელი, სადაც ინახავდნენ გარდაცვლილის ფერფლს, იძენს სასიამოვნო ფორმებს.ჩნდება დიდი სამარხი ურნები. ისინი ზევიდან და ქვევიდან სრულდებიან წვეტით და ხშირად მათ ხურავთ ჯამი ან ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრის მუზარადი. იმავე ხანაში იტალიაში ფეხს იკიდებს უმნიშვნელოვანესი ტექნიკა.ვილანოვაში იწყება რკინის ხანა.

ბოლონიასან ახლომდებარე სოფელ ვილანოვაში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილმა ამ ცივილიზაციამ მიიღო ამ სოფლის სახელი. მის ნაკვალევს თვალს ადევნებენ ჩრდილო იტალიიდან ლაციუმამდე,ტოსკანის გავლით. მისი გაგრძელება უფრო სამხრეთითაც სალერნომდე მიდის. ამ ინდოევროპელ თავდამსხმელთა ქმნილებები ყველაზე მდიდრულია ტირენიის სანაპიროზე, ტოსკანაში. ამ ზონაში ყველგან ჩანს მნიშვნელვანი პროგრესის ნიშნები,გადამწყვეტ ცვლილებათა კვალი. არქეოლოგებმა გამოავლინეს კერამიკისა და ბრინჯაოს ჭურჭლის საკვირველი სიუხვე. ჩანს რომ მოდაში შემოდის ახალი დეკორატიული სტილი: ზომიერი გეომეტრიული ონამენტი, სწორი ან დამსხვრეული ხაზები,სამკუთხედები თუ გადაღუნული ჯვარი ამკობს ამიერიდან ჭურჭელს.

ნახევარკუნძულის მკვიდრნი უხსოვარი დროიდან ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. მწყემსები და მეცხოველეები,რა თქმა უნდა, მაგრამ აგრეთვე მიწათმოქმედნიც აგებდნენ უბრალო ხანმოკლე სადგომებს. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარადაა და ვილანოველები იწყებენ ბინადარ ცხოვრებას. ძვ.წ.IX საუკუნიდან ლაციუმში და ტოსკანაში იწყება ბინადარი ცხოვრება,ჩნდება მუდმივი საცხოვებელი. გარემომცველმა ბუნებამ განსაზღვრა მისი ადგილმდებარეობა და ფორმა. საცხოვრებელს უფრო ხშირად აგებენ მაღალ ზეგნებზე, რომლებიც გარშემორრტყმულია ღრმა კალაპოტის მქონე მდინარეებით ან ციცაბო და მიუდგომელი კედლების მქონე ხევებით.ზოგჯერ არჩევენ მაღალ ბორცვებს ან მთების მწვერვალებს ან ჭაობიანი ადგილების შუაგულს, როგორიც იყო პალატინი ტიბროსის ნაპირებზე. ცოცხალთა საცხოვრებლების ახლოს, თიხისა და ჩალის უბრალო ქოხებთან ეწყობა სასაფლაოები. იქ თანაარსებობს სამარხთა ორი ტიპი: ჭები, რომლებშიც მარხავდნენ ცხედრის ფერფლს და ორმოები,რომელშიც მარხავდნენ თვითონ ცხედარს.


ვილანოვას კულტურის 
კერამიკის ნიმუში
იარაღს უმთავრესად მამაკაცებთან ათავსებდნენ. ქალებს ჰქონდათ სამკაულების, საქონლის და ხანდახან სპილოს ძვალში გამოთლილი ქინძისთავების და სავარცხლების უფლება. უმატებდნენ ჭურჭელსაც რომელიც მიცვალებულს ყოველ დღე უნდა ეხმარა (ხელნაკეთ კერამიკას ან ბრინჯაოს ჭურჭელს).

ადგილობრივი ნაწარმის გვერდით ზოგჯერ პოულობენ უცხოურ ნაწარმსაც: სკარაბეებს და მცირე ქანდაკებებს ეგეოსიდან, ეგვიპტიდან თუ მახლობელი აღმოსავლეთიდან. ესაა ცხადი ნიშანი იმისა რომ უცხოელმა ვაჭრებმა, ფინიკიელებმა თუ ბერძნებმა, უკვე მოიკიდეს ფეხი სანაპიროზე.

ლაციუმში და ტიბროსის ჩრდილოეთით ფერფლის შესანახ ურნებს აძლევდნენ ცოცხალთა სახოვრებლის გარეგნულ სახეს.

შენობა კვადრატული ან მრგვალია,კედლები წნულია და თიხითაა გადალესილი; სახლი გადახურულია ჩალით ან ლერწმით. კერად იყენებენ მოძრავ სადგამს. შესასვლელი კარის თავზე გაჭრილი სამკუთხა ხვრელიდან გადის ბოლი. ქოხებს ამკობდნენ გარე კედლებზე დატანილი და თეთრი საღებავით ხაზგასმული გეომეტრიული მოტივები.

აღმოსავლეთიდან მოსულ ზღვაოსნებს, ფიქრობს შვედი მეცნიერი Axel Boethius, ვილანოველთა ქვეყანა უნდა დაენახათ როგორც ველური კუთხე. ყველგან ხვდებოდნენ « ველურებს». მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო მათი საქმიანობის ორი მთავარი სახე. იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს იყო ის მარტივი და მოკრძალებული ცხოვრება,რომელზეც ოცნებობდნენ ავგუსტეს რომის ლათინი პოეტები,როდესაც იმპერიული ქალაქის ხმაურით გყრუებულნი უმღეროდნენ მოკრძალებული ხის წინ მოწანწკარე ნაკადულს,ველზე აღმართულ საკურთხევლებზე უსახელო ღვთაებებისათვის შეწირულ მსხვერპლს.

იმპერიულ რომში,პალატინზე მდგარი რომულუსის ქოხი განასახიერებს ამ წარსულს. დიონისე ჰალიკარნასელის მიერ დატოვებული აღწერილობა ასახავს რკინის ხანის საცხოვრებელს. უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ყოველი ხანძრის შემდეგ მას აღაგენდნენ თავდაპირველი პრიმიტიული სახით. ყოველივე ეს წარმოადგენს ცივილიზაციის ეტაპს თვითონ რომის წინაისტორიაში,ეტაპს რომლის კვალიც ვილანოვას კულტურაში იძებნება. მაგრამ შეცდომა არ უნდა დავუშვათ: რა მოკრძალებულიც არ უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების წესი, ახალმოსულები არც უბრალო მეჯოგეები და არც უბრალო მიწათმოქმედები ყოფილან. ისინი იყვნენ ნიჭიერი ხელოსნები, ლითონთა დამუშავების ოსტატები,კარგი იარაღისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის მკეთებელნი... ვილანოვის კულტურის წარმომადგენლებმა როგორც ჩანს თვითონ იტალიაში იპოვეს ლითონთა საჭიროების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი ნედლეული. განა შემთხვევითია რომ მიწათმოქმედთა ცივილიზაცია ყველაზე მეტად განვითარდა სწორედ ტოსკანის სამხრეთ რეგიონებში და ყველაზე მეტად კი იქ სადაც მოგვიანებით აღიმართა ტარქვინიესი, ეტრურიის დედაქალაქი?
შორიახლოს ამ ადგილიდან,ერთი დღის სავალში, აღმართულია ტოფა-ს მთები. ისინი იცავენ ყველაზე ძვირფას, ყველაზე სასურველ განძს, რკინის მადანს. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს რომ მადნის მოპოვება ვილანოვას ხანაში დაიწყო. იმხანად დაიწყეს იტალიაში ლითონის შემცველი წიაღისეულის ამოღება.

და მუხედავად ამისა,მიუხედავად მთელი ამ პროგრესისა და ახალი ხალხის მიერ მოტანილი ცვილებებისა,იტალია,როგორც ადრე,რჩებოდა მიწად ისტორიის გარეშე. ეს იყო მხოლოდ პრელუდია,ლეთარგიისგან გამოსაფხიზლებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი.

ნამდვილი დასაწყისისთვის საჭირო იყო გარედან მოსული ახალი,უფრო ძლიერი,
უფრო გასაკვირი იმპულსები...

ეტრუსკთა გამოჩენა...



8.



No comments: