6.22.2012

ბოლშევიკებისგან აღმოსავლეთის მხსნელი ბასმაჩების ისტორიიდან,ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-1:

ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-1.

Ибрагимбек. Фото из архива автора статьи"ნაპოლეონი ლოკაიდან"-ასე ჰქვია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნასრედდინ ნაზაროვის ერთ-ერთ წიგნს ადრეულ საბჭოთა ისტორიაზე რომელიც ეძღვნება ათი წლის მანძილზე წითელი არმიისთვის,ტაჯიკეთის და მთელი შუა აზიის ხელისუფლებისათვის თავზარდამცემ იბრაგიმბეკს.

ამ კაცის ბედში აისახა შუა აზიის ხალხთა რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია.ტაჯიკეთში,უზბეკეთში, ავღანეთში იბრაგიმბეკი ვიღაცისთვის საძაგელი ბანდიტი და დაუნდობელი უწიგნური ველურია და ვიღაცისთვის ისაა მრავალი წლის მანძილზე დაუმარცხებელ წითელ არმიასთან მარტო მეომარი ეროვნული გმირი.

აქ  ვილაპარაკებთ იბრაგიმბეკის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ბუხარაში 1921-1926 წლებში და მისი ემიგრანტული ცხოვრების პერიპეტიებზე,მის მონაწილეობაზე ავღანეთის მისთვის უცხო სამოქალაქო ომში 1931 წლის ქპრილში ტაჯიკეთში დაბრუნებამდე...


იბრაგიმი დაიბადა 1889 წელს კიშლაკში კოკტაში//დუშაანბეს სამხრეთი ნაწილის მიმდებარე თანამედროვე რაიონი რუდაქი// და იყო ტომი ლოკაის,გვარი ისანხოჯას წევრი. ისანხოჯელები ცხოვრობდნენ სხვა უზბეკ ტომებთან და ტაჯიკებთან ერთად ვრცელ ტერიტორიაზე კოკტაშიდან იავანამდე და დანგარის ველის ჩრდილო ნაწილამდე. ლოკაელები და მათი მსგავსი ტომები//კონგრატები,იუზები,სემიზები,
კატაგანები,მარკა,დურმენები,კესამირები და სხვ.// დაშტი-ყივჩაღიდან მოვაროუნახრში მივიდნენ მე-16 საუკუნეში შეიბანი ხანის შემდეგ..დაშტი ყივჩაღი არის ვრცელი ტრამალი ვოლგას ქვემო წელიდან დასავლეთით სირ დარიას ჩრდილოეთ ნაპირამდე. მათ აკუთვნებენ გვიან ანუ დაშტიყივჩაღურ ტომებს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სწორედ მათ უწოდებდნენ საკუთრივ უზბეკებს. მათი გამოჩენისთვის რეგიონში აბორიგენი ტაჯიკების გვერდით უკვე ცხოვრობდნენ მონღოლური წარმომავლობის ე.წ."ადრეული" თურქმანული ტომები კარლუკები,თურქები,
მოგოლები და სხვ. რომელთაც აქ მოსვლა დაიწყეს მე-6 საუკუნიდან. მრავალი მათგანი გადავიდა ბინადარ ცხოვრებაზე და მშვიდობიანად თანაარსებობდა ადგილობრივ ტაჯიკებთან. კულიაბის თურქები,მაგალითად,იყვენ ტაჯიკურ ენაზე სრული გადასვლის სტადიაზე. მეოცე საუკუნის დასწყისში ლოკაელები იყვნენ აღმოსავლეთ ბუხარის  რაოდენობით მესამე უზბეკი ხალხი //კონგრატების და იუზების შემდეგ//. 1924 წელს გისარში და ბალჯუვონში იყო 25 400 ლოკაი. დაახლოებით ამდენივე ლოკაი გაიქცა ავღანეთში 1920-ანი წლების პირველ ნახევარში.

ცნობილია ამ ტომის ოთხი ქვედანაყოფი-ისანხოჯა,ბადრაკლი,ბაირამი და ტურტული.
ისანხოჯელები და ბადრაკლიელები ძირითადად ცხოვრობდნენ გისარში,ბაირამელები და ტურტულელები კი ბალჯუვონში.

ლოკაელები მათ გვერდით მცხოვრებ სხვა დაშტიყივჩაღურ უზბეკურ ტომებთან და თურქმენებთან ერთად იყვნენ მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის სტადიაზე. ისინი თავისი სადგომების ადგილზე ნელ-ნელა აგებდნენ თავის პატარა დასახლებებს და ცდილობდნენ ტრადიციული მესაქონლეობის შეხამებას პრიმიტიულ მიწათმოქმედებასთან.

მიწათმოქმედებაზე ანუ ტაჯიკების ტრადიციულ საქმიანობაზე გადასვლამ თავისი კვალი დაამჩნია მათ ურთიერთობას აღმოსავლეთი ბუხარის მოსახლეობის თითქმის ორი მესამედის შემადგენელ ტაჯიკებთან და ადრეულ თურქებთან.

XX საუკუნის დასაწყისში ბუხარა იყო ფაქტიურად დამოუკიდებელ სამფლობელოთა რიგი. ეს სამფლობელოები ბუხარას ამირამ მისცა ადგილობრივ ფეოდალ ბეკებს. შუა საუკუნეების თურქების მომთაბარე სამხედრო ორგანიზაციის ნიშნების შემნარჩუნებელი ლოკაელები და სხვა უზბეკი ტომები მხარს უჭერდნენ ბეკებს და ამირებს და პერიოდულად უტევდნენ ხოლმე მიწათმოქმედ ტაჯიკებს.

ტაჯიკების და უზბეკი ტომების ურთიერთობა ყურადღებიანი და ზოგჯერ მტრული იყო. ამას იწვევდა როგორც ლოკაელების თანდათანობითი გადასახლება გისარიდან აღმოსავლეთისკენ,ტაჯიკების მიწებზე ისე,პირიქით,კულიაბის და ბალჯუვონის ტაჯიკების გადასახლება სამხრეთისკენ და სამხრეთ-დასავლეთისკენ,კულიაბის და ბალჯუვონის მთისწინეთში და გისარის ველზე.

მაგრამ იქ სადაც ტაჯიკები დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ უზბეკებთან ერთად არ ყოფილა არანაირი მტრობა. უბრალო ხალხი ცხოვრობდა თემებში და მას მოლაპარაკებები ერჩივნა მეზობლებთან მტრობას.

იბრაგიმბეკის მამა ჩაკობაის ჰქონდა ტოკსაბის ჩინი რაც ამირას რანგთა ტაბელის თანახმად შეესაბამებოდა პოლკოვნიკის წოდებას. ის იყო 80 კომლიანი ყიშლაღის //სოფლის// აკსაკალი //უხუცესი უფროსი//. ადგილობრივი წარმოდგენებით ის იყო უზრუნველყოფილი, შეძლებული ადამიან თუმცა ლოკაელებში კლასობრივი დიფერენციაცია არ ყოფილა მკვეთრი და არავინ ყოფილა ზღაპრულად მდიდარი და თანასოფლელთა სასტიკად მჩაგვრელი ფეოდალი.

ჩაკობაის ჰყავდა 4 ცოლი,6 ქალიშვილი,4 ვაჟიშვილი. მეურნეობაში დასაქმებული იყვნენ ოჯახის წევრები და ჩაკობაი მხოლოდ დროებით ქირაობდა ხოლმე 3-4 კაცს გარედან. 

იბრაგიმბეკი იყო უმცროსი ვაჟიშვილი. ბავშვობაში მან წელიწადნახევარი ისწავლა დაწყებით სკოლაში,ისწავლა ცოტა კითხვა.მაგრა წერა,მისი საკუთარი აღიარებით,ვერ ისწავლა. დადგა დრო და იბრაგიმბეკი დაქორწინდა,შემდეგ მოიყვანა მეორე ცოლიც. ორივე ცოლი უშვილო აღმოჩნდა. 1921 წელს იბრაგიმმა მოიყვანა მესამე ცოლი ბიბიხატიჩე, ლოკაელი ბელადი აბდუკაიუმ პარვონაჩის ასული.

1912 წელს 23 წლის იბრაგიმბეკმა დაკარგა მამა. მამამ უმცროს ვაჟს დაუტოვა 2 ხარი და დიდი ვალები რომელთა გადახდასაც იბრაგიმბეკი არც ფიქრობდა. თითქმის 10 წელი მამის სიკვდილის შემდეგ ის ემალებოდა მოვალეებს.

ზოგი წყარო იბრაგიმბეკს ცხენიპარიას უძახის. არაა გამორიცხული რომ ასეც ყოფილიყო,მეზობლების მოთარეშება ძარცვის მიზნით არაა იშვიათობა შუა აზიის მომთაბარეებს შორის.

ამბობენ რომ იბრაგიმბეკს ჰქონდა ამირას წოდება და ის კრეფდა გადასახადებს//ზაკიატს//,ასე რომ ის შეიძლება ჩაითვალოს ამირას მოხელედ.

იბრაკიმბეკი ითვლებოდა დახელოვნებულ ცხენოსან-მოჯირითედ...

ასე გრძელდებოდა 1920 წლის შემოდგომამდე. მაშინ ავანტიურისტი აბრაგის ცხოვრებით მცხოვრებ იბრაგიმბეკს თავზე დაეცა "ბუხარას რევოლუცია".


            აღმოსავლეთ ბუხარას დაპყრობა:
     
1921 წლის პირველი მაისისთვის წითელი არმიის ჯარებმა დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთი ბუხარა. თავისუფალი რჩებოდა მარტო დარვაზი ცენტრით კალაი ხუმბში სადაც ჩავიდნენ ტაჯიკები იშან სულთანის მეთაურობით. 1921-1922 წლებში ბოლშევიკებმა იქ ვერ შეაღწიეს. ბოლშევიკების გამარჯვება განაპირობა წითელი არმიის ძალამ და მკვიდრი მოსახლეობის დაქსაქსულობამ.

მაგრამ ძალიან მალე წითელარმიელებმა აღმოაჩინეს რომ მათ საქმე აქვთ მტრულად განწყობილ,უკეთეს შემთხვევაში კი ნეიტრალურ მოსახლეობასთან.ამის გამო წითელ სარდლობას მოუხდა დაკავებული დასახლებების გამაგრება გარნიზონებით. ავანგარდი მოწყდა ზურგში ცალკეული გარნიზონების სახით გაფანტული ჯარების ძირითად ნაწილს. ასეთი ომი კი მოითხოვდა უზარმაზარ ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს.ამ გარემოებებმა და აჯანყებულთა შეიარაღებულმა წინააღმდეგობამ წითელი არმია შებოჭა და მას აღარ ჰქონდა მთებისკენ,კარატეგინისკენ და დარვაზისკენ წინსვლის ძალა.

ბასმაჩების მასობრივმა დაუმორჩილებლობის და აჯანყების შემდეგ  ცხადია რომ ვეღარ იქნებოდა ლაპარაკი ავღანურ თუ ინდურ ექსპედიციებზე. სწორედ ბასმაჩებმა შეაჩერეს ბოლშევიკების შეტევა აღმოსავლეთზე. მათ ვეღარ შეუტიეს დაუყოვნებლივ  ხორასანს,სამხრეთ აზიას და დასავლეთ ჩინეთს//გაგრძელება იქნება//. 

No comments: