6.22.2012

ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-2


ბასმაჩები უზბეკეთიდან ავღანეთში
 წითლებმა გადაწყვიტეს  თურქესტანში და ბუხარაში უკვე დაპყრობილი ტერიტორიების გამაგრება. აღმოსავლეთ ბუხარაში ლაშქრობის მომწყობი თურქესტანის პირველი კავალერიული დივიზიის ნაწილები 1921 წლის გაზაფხულისთვის სულ გაიხრწნენ რაც აიხსნებოდა დაღლილობით, ავადმყოფობებით და მომარაგების უკმარისობით.

     ამან გამოწვია დისციპლინის მოშლა. წითელარმიერელებმა დაიწყეს მასობრივი ძარცვა-ღლეტა და ძალადობა მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ.  1921 წლის პირველი მაისისთვის წითელი არმიის ჯარებმა დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთი ბუხარა. მათ თავისი გარნიზონები დააყენეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სოფლებში და შეუდგენ წითელი არმიისთვის სანოვაგის მოგროვებას.მარცვლეული,ხორცი და სხვა პროდუქტები აღმოსავლეთი ბუხარიდან კასპიის იქით გაჰქონდათ.


    უნდა  გავიხსენოთ რომ საბჭოთა ხელისუფლება ძარცვავდა თავისი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მდებარე ტერიტორიას იმიტომ რომ 1920 წლის 14 სექტემბერს ფორმალურად გამოცხადებული ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა 1924 წლამდე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.
     საკვების მოგროვებას ის ართულებდა რომ ემირატის ტრადიციული ბეღელი დასავლეთი და აღმოსავლური ბუხარა იყო საბრძოლო მოქმედებების სფეროში. ამის შედეგად მცხოვრებლებმა მიაგდეს და მიატოვეს პურის პლანტაციები.

     ბუხარის რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ფაიზულა ხოჯაევი მოსკოვში ლენინს 1921 წლის ივნისში სწერდა რომ "ხორცი ჩაიბარეს რუსულმა შეიარაღებულმა რაზმებმა და ამის გამო მოსახლეობას შესძულდა როგორც საზოგადოდ რუსები ისე კერძოდ წითელი არმია".

      საკვების ჩამორთმევას ატარებდნენ საკვების რაზმები,წითელი არმიის საგანგებო განყოფილებები და ამას თან ახლდა ძალადობა ე.წ. კულაკების და ამირას მომხრეების წინააღმდეგ.
     1921 წლის შემოდგომისთვის წითლებმა აღმოსავლეთ ბუხარაში მოსახლეობას წაართვეს 1,5 მილიონი პუდი პური.

      უნდა ითქვს რომ წითელი ჯარების გამოჩენამდე ბუხარას არ აკლდა პური. როდესაც 1917 წელს რუსეთი ბუხარის ბამბის სანაცვლოდ პურს აღარ იძლეოდა ბუხარამ გადაიტანა ერთი ნახევრად მშიერი წელი,შეცვალა თავისი სოფლის მეურნეობის მიმართულება და 1921 წლისთვის მას ჰქონდა 5 მილიონი პუდი//80 ათასი ტონა// ჭარბი პური.

        უნდა ვთქვათ ისიც რომ ბუხარას საკვებმა და მატერიალურმა რესურსებმა //ამირას ოქროს ჩათვლით// 1921-1922 წლებში გადაარჩინეს საბჭოთა რუსეთი საკვების კრიზისისგან და ამით შეუნარჩუნეს მას პოზიციები რეგიონში.

    რუსეთმა თავიდანვე დააწესა კონტროლი ბუხარას ეკონომიკაზე. საბჭოთა რუსეთის და ბუხარას 1921 წლის შეთანხმების თანახმად ბუხარა ვეღარ მისცემდა კონცესიებს უცხო სახელმწიფოებს რუსეთის ნებართვის გარეშე.  რუსეთის კომპეტენციაში აღმოჩნდა საზღვარი ავღანეთთან და საბაჟოც.  
..
    შესაბამისი სათავსები არ იყო და საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები და წითელი არმიის ნაწილები ბინავდებოდნენ სკოლებში,მიზგითებში და მაჰმადიანებისთვის სხვა წმინდა და პატივსაცემ ადგილებში.

    წითელარმიელები შეშად შლიდნენ მცირერიცხოვან ხის საცხოვრებლებს და მოსახლეობას უნებურად ექმნებოდა შთაბეჭდილება რომ ახალი ხელისუფლება შედგებოდა შეიარაღებული და ორგანიზებული ყაჩაღების,გამომძალველების და რელიგიის წამბილწველების ბანდებისგან.

    რევოლუციურად განწყობილ ბუხარელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა და იმათ ვინც იცნობდა რუსებს და ცდილობდა სისხლისღვრისთვის თავის არიდებას გამოთქვეს მზაობა წითელ არმიასთან თანამშრომლობისთვის.
1921 წლის 5 მარტს
     კიშლაკი მუჯიხარვიდან დაბა გარმში ჩასულმა ორმა კაცმა1921 წლის 5 მარტს განაცხადა რომ მოსახლეობა მთლიანად აღიარებს საბჭოთა ხელისუფლებას და ბუხარის ახალ მთავრობას. ერთ-ერთი მათგანი იყო ნუსრატულო მაქსუმი,მომავალი საბჭოთა ტაჯიკეთის მთავრობის პირველი ხელმძღვანელი. ახალი ხელისუფლების მომხრეებს შორის ბევრი იყო სეზონური მუშა.
             
   მაგრამ დახვრეტებით,დაპატიმრებებით და რეკვიზიციებით დაშინებული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გარბოდა,იმალებოდა. ადამიანები სტოვებდნენ მომავალი ბრძოლების ადგილებს და თავის სოფლებში ბრუნდებოდნენ ბრძოლების დამთავრების შემდეგ. ბევრ შემთხვევაში ისინი უკეთესი დროის მოლოდინში გარბოდნენ მთებში,სხვები კი გარბოდნენ საზღვარგარეთ.

      ყურანი არ ურჩევს "ურჯულოების" მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას,მაგრამ არც კრძალავს.

     და ბოლოს იყვნენ წინააღმდეგობის თავგანწირვით გამწევნიც. გასაკვირი იქნებოდა ბუხარის ტრადიციული საზოგადოების სხვანაირი ქცევა.

     1921 წლის გაზაფხულზე აჯანყდა აღმოსავლეთი ბუხარა//გისარი,კურგან-ტიუბე,კულიაბი,კარატეგინი//. წითელი არმიის და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ სასულიერო პირები და გვარების ავტორიტეტები.

     აჯანყების მიზანი იყო აღდგენა ისლამური სუვერენიტეტისა რომლის განხორციელებაც იყო ბუხარის საამირო. ჯიხადში მონაწილეობის მისაღებად ყველგან იქმნებოდა მებრძოლთა რაზმები. მოსახლეობას მოუწოდებდნენ მაჰმადიანთა მტერი ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლთა მხარდაჭერისკენ.

     ზეეროვნულმა სუფია ლიდერებმა მიზნად დაისახეს ეთნო-ლინგვისტური თვალსაზრისით დაქსაქსული რაზმების გაერთიანება. მაგრამ სამხედრო-ოპერატიული თვალსაზრისით რაზმები არ იყვნენ მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან და მით უფრო მოსულ ფერგანელებთან რომლებიც შერმატის ძმა ნურმატის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ ბუხარაში ჩავიდნენ ალიმ-ხანის თხოვნით.

     მიუხედავად ამისა ეს მოძრაობა,რომელსაც ბოლშევიკმა აგიტატორებმა ბასმაჩობა დაარქვეს გადაიქცა მრისხანე ძალად. განსაკუთრებული წინააღმდეგობა გასწიეს კულიაბის და ბალჯუვონის ტომებმა //უზბეკმა ტომებმა,ტაჯიკებმა,თურქმენებმა//  რომელთაც 1921 წლის გაზაფხულის ბრძოლებში ათი ათას კაცამდე დაკარგეს. 

     მაშინ კულიაბელ აჯანყებულთა უდიდესი ავტორიტეტი დავლატმანდბიი თავს დაესხა რუსულ გარნიზონს კულიაბში. მუჯახედების უკანდახევის შემდეგ წითელარმიელები სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. წითელი არმია თარეშიბდა. როგორც ხდება ხოლმე მსგავს შემთხვევებში პირველ მსხვერპლებად გადაიქცნენ სუსტები,მათ შორის ქალები.  ასე მაგალითად კულიაბში საგანგებო დანიშნულების რაზმმა გააუპატიურა რამოდენიმე ქალი.

     "ბასმაჩები" ცდილობდნენ გარეშე თავდამსხმელთა მოგერიებას და სათემო დონეზე პატრიარქალური კავშირების და სოლიდარობის განმტკიცებას.

     რელიგიური იდეალების ერთგულება,აჯანყებულებისათვის დახმარება ითვლებოდა საზოგადოებრივ მოვალეობად და მიესალმებოდნენ მუჯახედებთან სოლიდარობას, შესაბამისად უსასტიკესად ისჯებოდა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან// გაგრძელება იქნება//. 

No comments: