6.23.2012

ფრიდრიხი და შატობრიანი


გერმანელი რომანტიკოსი კასპარ
დავიდ ფრიდრიხის სურათი
"ყველა ადამიანს ფარულად იზიდავს ნანგრევები: ეს გრძნობა გამომდინარეობს ჩვენი ბუნების სისუსტიდან, დანგრეულ შენობათა და ჩვენი არსებობის სწრაფმავლობის იდუმალი   შესაბამისობიდან.

და ამას უერთდება ჩვენი სიმცირის დამამშვიდებელი იდეა. ზოგჯერ ესოდენ სახელგანთქმულ მთელ ხალხებს და ადამიანებს შეეძლოთ არსებობა ჩვენი სიბნელისთვის განკუთვილ მოკლე დროის იქითაც.

ნანგრევები დიდ მორალობას აძლევენ ბუნებას. როდესაც ისინი არის სურათზე თვალი ვერ სცდება მათ და მუდამ ბრუნდება მათკენ.

და რატომ არ უნდა ჩამოგვცილდნენ ადამიანთა ქმნილებები როდესაც ყველაფრის გამნათებელი მზეც კი უნდა ჩამოვარდეს კამარიდან?...
არის ნანგრევთა ორი სახეობა:

ერთი დროის მოქმედების შედეგი. მეორეა ადამიანის ქმნილება.

დროის მიერ შექმნილ ნანგრევში არაფერია უასიამოვნო. იმიტომ რომ ბუნება მუშაობს წლობით. ნანგრევებში ის რგავს ყვავილებს. გადახსნილ საფლავში ის დებს განუწყვეტლად გამრავლებაზე მზრუნველი მტრედის ბუდეს.

ბუნება სიკვდილის ირგვლივ განალაგებს სიცოცხლის ყველაზე ტკბილ ფეთქვას.

ადამიანის მიერ შექმნილი ნანგრევები უფრო აოხრება-გატიალებაა ვიდრე ნანგრევები. ისინი იძლევიან არარაობის სახეს გამომსწორებელი ძალის გარეშე. ესაა უბედურების და არა წლების ქმნილება. ისინი გვანან ჭაღარა თმას ახალგაზრდა თავზე.

ადამიანი დროზე უფრო დაუნდობლად და სრულად ანგრევს...

როდესაც ღმერთს ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო სურს ქვეყნის ნგრევის დაჩქარება ის დროს ავალებს ცელის ადამიანისთვის გადაცემას.

და თავზარდაცემული დრო უყურებს თუ როგორ ვანგრევთ ჩვენ თვალის ერთ დახამხამებაში იმას რის დანგრევასაც მან საუკუნეები მოანდომა"//შატობრიანი, "ქრისტიანობის გენია", 1802//.

No comments: