6.23.2012

ნაპოლეონი-იბრაგიმბეკი-3:

ბასმაჩების დროშა
ფერგანელთა გარდა აჯანყებულ ბუხარელებს მხარი დაუჭირა 2,5 ათასმა ტაჯიკმა ზერაფშანის სათავეებიდან აბდულხაფიზის ხელმძღვანელობით. ახალი წყობის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ რელიგიური ავტორიტეტი იშან-სულტანი დარვაზიდან და ადგილობრივი ფეოდალი დავლატმანდბიი,თურქმანი ბალჯუვონიდან.მათ მიმართეს ლოკაელებს და მოუწოდეს რუსებისა და ჯადიდების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისკენ. საბჭოთა არმიის არქივში არის ცნობა იმის შესახებ რომ იბრაგიმბეკი იყო დავლატმანდბიის  "სამხედრო ინსტრუქტორი".

ლოკაელები კაიუმ პარვონაჩის ხელმძღვანელობით გამოეხმაურენ სასულიერო პირთა და ადგილობრივი ფეოდალების მოწოდებას და იცავდნენ ბუხარის ამირას და თავის დასახლებებს რევოლუციური ჯარებისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან. შემდეგ იბრაგიმბეკმა შეცვალა თავისი ავად გამხდარი სიმამრი და მისი მეთაურობით ლოკაელთა რაზმები გაბატონდნენ აღმოსავლეთ ბუხარის აჯანყებაში.ზოგი უფრო გვიანდელი მაჰმადიანური წყარო იბრაგიმბეკს იხსენიებს მოლად, მაგრამ იბრაგიმბეკი არ უნდა ყოფილიყო მოლა ანუ რელიგიურად განათლებული ადამიანი. მას ჰყავდა სულიერი მოძღვარი-იშონი დოვუდი კულიაბიდან რომელსაც ტკბილხმოვანებისა და კლასიკური პოეზიის ცოდნის გამო უწოდებდნენ ბულბულს.

მორწმუნე ადამიანი იბრაგიმბეკი პირველ რიგში იყო ტომის ბელადი და სამხედრო ლიდერი. მისი მცნობები აღნიშნავდნენ მის ვაჟკაცობას. 1921 წლის ბოლოს ის იყო ამირას ჯარის კარაულ-ბეგი//კაპიტანი//. ალიმ-ხანი შემდეგაც ახალისებდა იბრაგიმბეკს და გამოყოფდა მას როგორც თავის აშკარა ფავორიტს,თუმცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ქაბულში მხოლოდ 1926 წლის ზაფხულის ბოლოს.

აღმოსავლურბუხარული ბასმაჩობის ჩონჩხს შეადგენდნენ ტაჯიკური და უზბეკური ტომური და ეთნო-რელიგიური ფორმირებები და დამარცხებული ბუხარის არმიის ნაშთები.

დანგარში აჯანყებას ხელმძღვანელობდა ლოკაელი ბელადი კაიუმ პარვონაჩი,სხვა ლოკაელი ტოგაი სარი მოქმედებდა ყიზილ მაზარში.მაშინ როდესაც ბალჯუვონს და კულიაბს აკონტროლებდა ადგილობრივი თურქმანი დავლატმანდბიი. გისარში პირველობდა ტემურბეკი,სურხანდარიაში-ხურამბეკი. ტაჯიკები რახმან დოდხო,იშან სულტანი,ფუზაილ მაქსუმი რაზმებს ხელმძღვანელობდნენ დუშანბეში,დარვაზში და კარატეგინში.

იბრაგიმბეკს თავისი ბაზა ჰქონდა კოკტაშში და თავისი რაზმებით მომთაბარეობდა გისარსა და კულიაბს შორის. მას ეხმარებოდნენ და თავშესაფარს აძლევდნენ მისი ლოკაელები.

თანამედროვე სამხრეთი ტაჯიკეთის და მიმდებარე უზბეკეთის სურხანდარიას ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიას ბაისუნიდან და შირაბადიდადნ პამირისწინეთამდე ამგვარად აკონტროლებდნენ ბასმაჩები რომელთა შორისაც პირველობდნენ ნახევრადმომთაბარე უზბეკები.

მათ შორის პირველობდნენ იბრაგიმბეკის ლოკაელები. რაზმებს ერთ მთლიანობად კრავდა ბელადის ავტორიტეტი,ტომის სოლიდარობა და რწმენის დამცველის შარავანდედი. სწორედ ამ სამმა ნიშანმა უზრუნველყო იბრაგიმბეკის სწრაფი დაწინაურება,მეთაურების სახელების //ტოკსაბო,დოდხო,პარვონაჩი და სხვ.// მიხედვით შეიძლება დავასკვნათ რომ ისინი ადრე იყვნენ ბუხარის არმიის ოფიცრები ან მათ წოდებები მიიღეს თვითონ წინააღმდეგობის მსვლელობაში.

აჯანყებულები ეყრდნობოდნენ საკუთარ ძალას და მათ არ ჰქონიათ ორგანიზებული მატერიალური დახმარება საზღვარგარეთიდან. ლტოლვილ ამირას არ უჭირდა,მაგრამ მას არ ჰქონია ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები.

იარაღს ყიდულობდნენ ავღანეთში მოსახლეობისგან "ჯიხადისთვის" აკრეფილი თანხებით. შეიარაღების სხვა წყარო იყო წითელი არმია. მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს იპარავდნენ.ყიდულობდნენ წითელარმიელებისგან,შოულობდნენ ბრძოლაში,

ომი გისარში და კულიაბში:
1921 წლის ზაფხულის დასაწყისში აჯანყება ჩაახშეს,მაგრამ ბუხარაში ისევ რჩებოდა 20 ათასამდე დამშეული,დაძონძილი,უდისციპლინო რუსი სამხედრო. ამისა და ბასმაჩების გააფთრებული წინააღმდეგობის გათვალისწინებით ბუხარის მთავრობამ სცადა ბასმაჩებთან ზავის დადება.

დაპატიმრებული ულემების,მოლების,ამალდორების,აქსაკალების და გარმისა და დუშანბეს ვილოიათების გამოჩენილი პირების ამნისტია ბუხარის რესპუბლიკის მთავრობის სახელით გამოაცხადეს ატა ხოჯაევმა და ქ.დუშანბეს მილიციის უფროსმა თურქმა სურეია ეფენდიმ.

20 ივნისს სურეია ეფენდი წავიდა გარმში. გამოვიდა მცხოვრებლების წინაშე. ილაპარაკა რუსეთის როლზე მაჰმადიანთა განთავისუფლებაში ინგლისური უღლისგან,ამბობდა რომ რევოლუციური მთავრობისგან ყველა გაქცეულს შეუძლია სახლში დაბრუნება და მშვიდობიანად ცხოვრება.

თურქი ოფიცრის მგზნებარე სიტყვამ მოახდინა ემოციური გავლენა. ბევრ მსმენელს ცრემლები მოადგა თვამზე. გულაჩუყებულმა იშან სულტანმა მოუწოდა მთელი იარაღის ჩაბარებისკენ.

არანაკლებ გულაჩუყებულმა ს.ეფენდიმ კი დაუბრუნა იარაღი და...იშან სულტანი დანიშნა გარმის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ.

რუსეთის ფედერაციის რწმუნებულმა ბ.დუროვმა და მთავრობის წარმომადგენელმა ატოვულო ხოჯა პულატხოჯაევმა //ატა ხოჯაევმა// გააჩაღეს მიწერ-მოწერა დავლატმანდბისთან. სამხედრო სარდლობა პირდებოდა რომ მოჯახედების მიერ იარაღის ჩაბარების შემდეგ დააბრუნებდა წართმეულ პირუტყვს.

1921 წლის აგვისტოს დასაწყისსი აჯანყებულებთან შესახვედრად სოფელ კანგურტში ჩავიდა ბუხარის მთავრობისა და რუსული სარდლობის დელეგაცია ატა ხოჯაევის მეთაურობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყო შემდეგ თურქეთში წასული ვინმე საიჯან დოდხო. მან ჟურნალში "იანგი ტურკისტონ" 1928 წელს გამოაქვეყნა თავისი მოგონებები,სადაც იხსენებდა შემდეგს:

" ჩვენ ჩავედით კანგურტში. დავლატმანდბისთან ერთად მოლაპარაკებებზე მივიდნენ ტუგაი სარი//ლოკაელი//,აშური//სემიზი//,აბდულკოდირი//კარლუკი//,აბდულკაიუმი//ლოკაელი ბალჯუვონიდან//,პოშშოხონი//კატაგანის მოგოლი// და სხები.

დავლატმანდბიის ეცვა ავღანური ფორმა. დაწესებული მისალმებების შემდეგ მან ფეხზე წამომდგარმა თქვა:" დღემდე ბუხარის მიწაზე რუსს ფეხი არ დაუდგია. თქვენი მთავრობა მოვიდა და მოიყვანა რუსი ჯარისკაცები. თქვენ წაგვართვით მთელი ჩვენი ქონება და ჩვენი ქალები და ქალიშვილები გააუპატიურეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ომს ვიდრე რუსი ჯარისკაცები არ დატოვებენ ბუხარის მიწას".

ბუხარის მთავრობის წარმომადგენლებს უჭირდათ აჯანყებულებთან მოლაპარაკება. იმაში რომ ბუხარის მთავრობასა და უბრალო ბუხარელებს შორის ჩამოვარდნილი იყო გაუგებრობა და მტრობაც კი დამნაშავეები ბოლშევიკებიც იყვნენ. ისინი იყვნენ ბუხარის გადატრიალების მთავარი ინიციატორები და შმსრულებლები მაგრამ "რევოლუციიდან" ერთი წლის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ ჩრდილში ყოფნას რათა ყველა ექსცესი გადაებრალებინათ ბუხარელი კომუნისტებისთვის-ყოფილი ჯადიდებისთვის. ხალხის მოღალატეებად გამოყვანილი ჯადიდები იქცნენ როგორც ბოლშევიკი ხელმძღვანელების ისე ამირას მომხრე ბასმაჩების სამიზნედ.

1921 წლის 12 აგვისტოს დილით სოფელ ჩინარში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს ატა ხოჯაევმა და დავლატმანდბიმ. ამას ესწრებოდნენ რუსეთის კონსული დუროვი,პირველი თურქესტანული საკავალერიო დივიზიის რწმუნებული შატოვი და ათი ათასი წითელარმიელი 6 ათას მოჯახედთან ერთად.

შეთანხმების თანახმად აჯანყებულთა მეთაურები ემორჩილებოდნენ მთავრობას და დებდნენ იარაღს. მოჯახედები თავის მხრივ ითხოვდნენ რუსული ჯარების გაყვანას აღმოსავლეთ ბუხარიდან.

შეთანხმებაში ეწერა : " უცხოელები არანაიარად არ უნდა ჩაერიონ შინაგან საქმეებში წმინდა ბუხარას ტერიტორიაზე". ტექსტში შეიტანეს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა აღწერა,წართმეული ქონების დაბრუნების და ბუხარის ტერიტორიიდან საგანგებო განყოფილებათა დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნა. აუცილებელ პირობად ჩაითვალა წითელი არმიის კულიაბის გარნიზონისთვის საკვების მიმწოდებელ აქსაკალთა დასჯა. მათ ბრალად სდებდნენ გაფლანგვას,ხალხის გარყვნას და ძარცვას. აქსაკალები დაიჭირეს და გადასცეს კულიაბის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეს. 6 მათგანი მალე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს.

ამირას ხელისუფლებია დაცემასა და დავლატმანდბის და ბოლშევიკების მიერ შეთანხმების დადების შესახებ ხალხმა შემდეგი ლექსი დაწერა

" გაუფრთხილებელმა ჩვენმა ამირამ ვერ შეამჩნია თუ როგორ დაეცა ჩვენი სახელმწიფო.ძნელი გახდა ბიი ბობო".
Амирамон гафлат омад
Шикасти давлат омад
Бийбобо-ро зур омад
Саломи хукумат омад.
(перевод)
Позабыв о бдительности, не заметил наш эмир, как
Пала наша держава.
Трудно стало Бий-бобо 19
Пришло приветствие от правительства.20

No comments: