6.23.2012

ნაპოლეონი იბრაკიმბეკი-4


Ибрагимбек. Фото из архива автора
4. ზაფხულის ბოლოს დაიწყო 9 თვის განმავლობაში აღმოსავლეთ ბუხარაში მყოფი და სრულებით გახრწნილი პირველი კავალერიული დივიზიის ნაწილების გაყვანა. მინდორ-ველებზე იყო უხვი მოსავალი მაგრამ აღმოსავლეთ ბუხარის გლეხებმა ვერ მოახერხეს თავისი შრომის ნაყოფის მშვიდად აღება. მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა.დაზავებას არ მოუტანია მშვიდობა. ბუხარაში დაბრუნებული ატა ხოჯაევი ბოლშევიკებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბასმაჩებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გამო. ამასობაში ხელისუფლება გისარში,კულიაბში და გარმში დე ფაქტო და დე იურე მოჯახედების ხელში იყო. მათი ლიდერები-დავლატმანდბი,იშან სულტანი, არ აპირებდნენ იარაღის დაყრას და ბაუხარის მთავრობის აღიარებას. 1921 წლის სექტემბერში ომი განახლდა დუშანბეს,კულიაბის და კურგან-ტიუბეს რაიონებში.

ბოლშევიკებს ისევ მოუხდათ ბუხარას შეიარაღებული ძალით დაპყრობა. დავლატმანდბიმ მოსახლეობაში მოაგროვა ოქრო-ვერცხლი და 200 ცხენი რაც გააგზავნეს ავღანეთში იარაღის და პატრონების შესაძენად.
სექტემბრის ბოლოს აღმოსავლეთ ბუხარას ტერიტორიაზე შეიქმნა წინააღმდეგობის სამი ცენტრი //დუშანბეში, ბალჯუვონში და გარმში// საერთო ჯამში 40000 კაცით. 21 სექემბერს ძირითადად ჯოხებით და თოხებით შეიარაღებული ბრბო მიადგა დუშანბეს და მოითხოვა რუსული ჯარებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა გაყვანა. დაიწყო და თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა ქალაქის ალყა. ამ დროისთვის დუშანბედან გაიქცა ადგილობრივ მკვიდრთა უმრავლესობა. ქალაქში რჩებოდა ორი პოლკისგან შემდგარი რუსული გარნიზონი, აღმოსავლეთ ბუხარაში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი წარმომადგენლის რეზიდენცია და ებრაული კვარტალი.

იბრაგიმბეკის ლოკაელთა და მატჩელთა რაზმმა არაერთხელ შეუტია გარნიზონს. ამასობაში ბოლშევიკებს მოუვიდათ დამხმარე ძალა და მათ შეუტიეს სოფელ მაზორი მავლონოს სადაც მოჯახედებმა განიცადეს დიდი ზარალი. ბოლოს და ბოლოს მატჩელთა რაზმმა გაძარცვა ირგვლივ სოფლები და გაეცალა იქაურობას....

1920-ანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა ხელისუფლების აქტიურმა პოლიტიკამ და მოსახლეობისთვის გაწეულმა ეკონომიკურმა დახმარებამ ბასმაჩებს ჩამოაშორა მოსახლეობის ძირითად მასა.

იბრაგიმბეკი უკვე თავს არიდებდა უშუალო სეჯახებებს წითელ არმიასთან, იმალებოდა მთებში.

ის და მისი მომხრეები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჰგავდნენ სარწმუნოების დამცველებს. ისინი დარცვავდნენ და ხოცავდნენ იმ მშვიდობიან მცხოვრებლებს რომლებიც მათი აზრით თანაუგრძნობდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

1926 წლის გაზაფხულზე იბრაგიმბეკმა უკანასკნელად სცადა გაძლება,მაგრამ, ამაოდ, მეტისმეტად უთანასწორო იყო ძალები, იბრაგიმი იხსენებდა მისთვის და მისი თანამემამულეებისთვის რთულ დროს:

" გისარის და ბალჯუვონის ლოკაელებმა დაიწყეს წუწუნი ცუდ ცხოვრებაზე და ჩემს დაუკითხავად ავღანეთში გადასახლება...წავიდა ბევრი,ოჯახებით და ქონებით. იგამბერდმა ვერ გაუძლო დევნას და ის თავისი ხალხით წავიდა ავღანეთში. ზამთარში ბრძოლაში მოკლეს ხუდაიბერდი. მის მაგივრად მე დავნიშნე ტანგრიკულ მულო. აშკარად ვსუსტდებოდი. მალე მოკლეს მულა რაჯაბი. ხუდაიბერდის სიკვდილთან ერთად რუსებმა დაიკავეს იანგი ბაზარიც. მისი ხალხი დაიფანტა. მე დათრგუნული გადავედი ბალჯუვონში. და იქაც არ გამომართლა. 1926 წელს ისმატბეკის ჯიგიტებმა მოჭრეს მას თავი და ნაწილობრივ ჩაბარდნენ რუსულ ჯარებს. მის მაგივრად დავნიშნე ისმატის უფროსი ძმა პალვან დატხო,მაგრამ ისევ მარცხი-ბრძოლაში მოკლეს ჩემი პირადი რაზმის ერთ-ერთი საუკეთესო მეთაური სუვანკული."

1926 წლის ზაფხულის დასაწყისში იბრაგიმკები დარჩა 50-კაციანი მცირე რაზმის სათავეში. მისი თქმით ბუხარას ტერიტორიაზე დარჩენა უაზრო იყო-აღარ იყო არც ხალხი,არც იარაღი. ამასთან მოჯახედებზე ახორციელებდნენ ძლიერ სამხედრო ზეწოლას.

"რჩებოდა მარტო ავღანეთში გადასვლა. ასეც გავაკეთე,წავედი ავღანეთში დღესასწაული ყურბან ბაირამის პირველ დღეს"....

ნაშრომის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი კამოლუდინ აბდულაევი,დამოუკიდებელი მკვლევარი,ავტორი რამოდენიმე წიგნისა საბჭოთა შუა აზიის და ტაჯიკეთის, ადრეულ ისტორიაზე,აგრეთვე ტაჯიკეთის სამოქალაქო ომზე. ცხოვრობს დუშანბეში.

No comments: