6.10.2012

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-2:

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-2:




Chapiteau du portail, St-Mandé sur Brédoire
მე-12 საუკუნის კაპიტელი



PICT0051


Murato oiseaux contrastés blog.jpg









    როგორც ძველთაძველ  აზიურ ისე ევროპულ რომანულ ხელოვნებაში ვხედავთ ფიგურების გადაჯვარედინებას. ვერძთან გადაჯვარედინებულ თხას,ლომს რომელიც უტევს ხარს,ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ცხოველების თემა მეორდება მუდამ. ვხედავთ ლომებს,ადამიანისთავიან ხარებს,სხვადასხვა ოთხფეხი ხშირად აღწერს ერთსა და იმავე ფიგურას და მათი რელიეფი ზოგჯერ იღებს მონუმენტურ ფორმას....

    ვხედავთ უცნაურ კომპოზიციებს. ორი თავი ერთიანდება და ჩნდება ორსხეულიანი და ცალთავიანი მონსტრი. მიკენის ერთ ქვაზე სუზას ლომები გადაიქცევიან მრავალსხეულიან და მრავალთათიან ქიმერად.კერკუკის ერთ თიხის ფირფიტაზე  ორი ირემი ქმნის ერთ ცხოველს. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ ბეჭედზე ერთმანეთთან მებრძოლ სირენებს აქვთ ერთი თავი. 

     მონსტრების შექმნა იგივე ეტაპებს გადის რომანულ ქანდაკებაში. ფანტასტიკური ანატომიას ქმნის სიმეტრიული ცხოველების თავების შერწყმაც. 

        ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ნათესაობა. ეს უფრო მეტია ვიდრე ტექნიკის უბრალო დამთხვევა. 

    მეტამორფოზების მექანიზმი ერთი და იგივეა აზიაში და ევროპაში....

   ესტანის და ენაის წმინდა მარტინის გამოსახულებები ახლოსაა ასურულ თუ ურის გამოსახულებებთან.  

   კავკასიური ბრინჯაოს გამოსახულებები შეიძლება დაუახლოვდნენ  ევროპული  Saint-Paul les-Dax-ის მონსტრს. 


         ძველი  აზიის ძეგლებსაც და ევროპის რომანულ ეკლესიებსაც შეესია ხან ნორმალური და ხან ფანტასტიკური ფაუნა. ორნამენტალური კომპოზიციების გვერდით ვხვდებით ერთმანეთთან მებრძოლ თუ ერთმანეთზე მიყუდებულ ცხოველთა ფიგურებს. არის ერთმანეთის მდევარი და ერთმანეთის მსანსლავი ცხოველებიც. მათი ფორმულა არ ექვემდებარება იოლად წასაკითხ გეომეტრიას. 


       საკმარისად ბევრჯერ და დასაბუთებულად აჩვენეს ასეთ ევროპულ გამოსახულებათა,ისევე როგორც გრიფონის,სირენის,ადამიანისთავიანი ხარის, დრაკონის ევროპული  სახეების აღმოსავლური წარმომავლობა. ...


          იკონოგრაფიული თანხვედრები:


   ასურული იკონოგრაფიის ზოგი მოტივი ჩანს მე-12 საუკუნის მრავალ ევროპულ რელიეფზე.... მრავალ მოტივს შორის ყურაღებას იპყრობს  ოთხფეხის დამამარცხებელი გილგამეშის გამოსახულება რომელსაც ვხედავთ როგორც მაგალითად კერკუკის სტილის ერთ-ერთ ცილინდრზე ისე პავიის წმინდა მიხეილის ეკლესიის ფასადზე.... 
      პავიის წმინდა მიხეილის ეკლესიაზე  ვცნობთ ზოგ დეტალ ოთხფეხთა იმ ბრძოლისა რომელსაც  ვხედავთ ურის // შუამდინარეთი// მეფის  აკლდამის ერთ-ერთ ფილაზე.... 


      



შუამდინარული ლაბარტუ

ამ ლაბართუს მაგავსი პერსონაჟების ნახვა შეგვიძლია ნაზარეთის რომანულ კაპიტელებზე...
  

No comments: