6.11.2012

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-3-შუმერული ხელოვნებიდან რომანულ ხელოვნებამდე:

აღმოსავლური ფორმების გადატანა დასავლეთში თარიღდება უძველესი ხანით. ის განსაკუთრებით განვითარდა ჰალშტატის მეორე პერიოდში, ესტში//Este//,ბოლონიაში, იტალიაში,ტიროლში,კარნიოლში,შტირიაში,ჩნდება აშკარად აზიური დეკორი:ფრთოსანი ოთხფეხები,სფინქსი,კენტავრები და ყველანაირი ფანტასტიკური ცხოველები // იხ. დეშლეტი,"წინაისტორიული არქეოლოგიის სახელმძღვანელო", Déchelette,Manuel d'archéologie préhistorique,პარიზი,1913,გვ.764//.
     
უკვე ისედაც მრავალფეროვან რეპერტუარს ამდიდრებს ალპების ჩრდილოეთით ნაპოვნ ლარნაკთა სერია. ბერნის ახლოს გრეხვილის //Grächwil//ტუმულუსის ლარნაკი გვიჩვენებს ფრთოსან სულებს და შერკინებულ და მიყუდებულ ცხოველებს. ვხედავთ პერსონაჟს მხეცებს შორის და ზოგი მხეცი თავდაყირაა...
     
აზიური წვლილი და გავლენა არ შეწყვეტილა ტენეს ხანაში...     
აღსანიშნავია ისიც რომ სარდინიაში, ტაროსის ნეკროპოლზე ნახეს გლიპტიკა რომელიც თითქოს უნდა იყოს ადგილობრივი სახელოსნოს ნაწარმი რომელშიც ჩანს ძლიერი ასურული და ფინიკიური გავლენა.
         
აზიური თემების გავრცელების ძლიერი წყარო იყო აღმოსავლეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ეტრუსკული ხელოვნება. კაერში,კორნეტა-ტარკვინიაში, პრენესტეში, ვოლტერაში ნაპოვნი სამკაულები, ობიექტები, გლიპტიკა შემკულია აღმოსავლური მოტივებით. 
        
ასე მოხდა რომ პროტოისტორიული ხანიდან და უფრო ადრეც ევროპაში შეიქმნა აღმოსავლეთიდან მოსული ხატების მთელი ფონდი რომელიც მრავალჯერ განახლდა და გამდიდრდა// ბერძნულ და რომაულ ხელოვნებაში დაცულ აღმოსავლურ მოტივებს უკავია განსაკუთრებული ადგილი. მის  შესწავლას ართულებს რომანული ხელოვნების ხშირად საწინააღმდეგო ახალი ელემენტები//.    


ევროპაში აღმოსავლური მხატვრული ფორმების ფონდის გამდიდრებას დიდად შეუწყვეს ხელი კოპტებმა,სირიელებმა,ბარბაროსებმა,და ბოლოს ბიზანტიამ და არაბებმა.
   
ევროპა აღმოსავლეთთან მუდამ იყო დაკავშირებული მლოცველების,
მოგზაურთა,ვაჭართა მეშვეობით. აღარ ვლაპარაკობთ ჯვაროსნულ ლაშქრობებზე და სხვა ძლიერ ისტორიულ ფაქტორებზე.
   
აღმოსავლელთა კოლონიები ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთში შეისწავლა  Bréhier-მა. სავაჭრო გზებზე ძალიან მდიდარი დოკუმენტაცია შეაგროვა  ებერსოლდტმა//Ebersoldt,Orient et Occident,აღმოსავლეთი და დასავლეთი,პარიზი-ბრიუსელი,1928-1929//.
   
მე-9 საუკუნეში წმინდა მიწაზე რაღაც დანაშაულის გამოსასყიდად თავის ორ ძმასთან ერთად წავიდა ფრანკი ფეოდალი ფრომონდი.

ისინი ჩავიდნენ ეგვიპტეში,კართაგენში,დაბრუნდნენ რომში,შემდეგ დაბრუნდნენ წმინდა საფლავზე,ნახეს გალილეა, სომხეთი, ანატოლია, სინას მთა, წითელი ზღვის სანაპიროები.
   
1160 წელს სარაგოსადან წასულ ბენჟამა დე ტუდელს//Benjamin de Tudelle// პირველს არ შეუღწევია აზიის გულში.
     
ის ყველგან პოულობდე ძველი და რეგულარული კავშირების კვალს. მონპელიე,მაგალითად,ვაჭრობს ეგვიპტესთან,ლომბარდიასთან,ინგლისთან და სირიასთან.
   
ის მიდის საბერძნეთში,პალესტინაში,ხედავს ბაბილონს,მიუთითებს ნინევიას ადგილს,ეწვევა სამარყანდს,როგორც ჩანს მიაღწევს ინდოეთამდე,დაბრუნდება ალექსანდრიით და ჩადის პარიზში.
     
მან აღმოსავლეთში ნახა მრავალი ფრანკი. ის აღწერს ძეგლებს რომელთაც მიიპყრეს მისი ყურადღება და მისი მოთხრობის ზოგი ადგილი მოწმობს იმაზე რომ ის დაინტერესდა ცხოველთა ძველი გამოსახულებებით //ბენჟამა დე ტუდელი, მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ, Benjamin de Tudelle,Voyage autour du monde,პარიზი,1830//.
 
აღმოსავლური ობიექტები ევროპაში ხვდება სხვადასხვა გზებით. ეკლესიების საგანძური მდიდრდება კოპტური თუ სასანიდური ქსოვილებით,არაბული თუ ბიზანტიური სპილოს ძვლის ნაკეთობებით რომლებზეც ხშირად ჩნდება ძველი აზიის სახეები.
    
აღმოსავლური წვლილით უკვე გამდიდრებულ ნიადაგზე შექმნილ რომანულ ხელოვნებას აქვს დიდი მასალა სადაც მეტ-ნაკლებად ძლიერად ცოცხლდება აღმოსავლეთის ათასწლოვან ხელოვნებათა ელემენტები. 
      
დანართი- ჰეროდოტეს აზრით ევროპული კულტურის ერთ-ერთი მესაძირკვლე ეტრუსკები  არიან ტროას ომზე ცოტა ადრე ტირენოსის ხელმძღვანელობით იტალიაში გადასახლებული ლიდიელები. ზოგი ისტორიკოსის აზრით ქალაქი ტროას სახელი უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული ეტრუსკების სახელთან. ეტრუსკები,მაშ შეიძლება ევროპაში ჩამოსულიყვნენ ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთი მხარიდან.
     
ჰელანიკოსი ეტრუსკებს აიგივებს  ეგეოსის ზღვაში ხეტიალის შემდეგ იტალიაში დამკვიდრებულ პელასგებთან. 
    
ანტიკური ხანის მრავალი ისტორიკოსი ბევრ თანამედროვე სწავლულთან ერთად ფიქრობს რომ ეტრუსკი ხალხი აღმოსავლეთის ხალხი იყო. 
       
"ეტრუსკული ხანის აკლდამების 27 ინდივიდიდან აღებული ადნ-ის ანალიზი მოწმობს იმაზე რომ ეტრუსკები დიდად განსხვავდებიან თანამედროვე ევროპელებისგან და მათი უახლოესი ნათესავები უნდა იყვნენ მცირე აზიაში,რაზეც უკვე ლაპარაკობდა ჰეროდოტე" 
//ფრანგული ჟურნალი "მეცნიერება და მომავალი", 2004 წლის მაისის ნომერი 687, Revue Science & Avenir n°687 de Mai 2004: “L'analyse ADN extrait de 27 individus trouvés dans des tombes de l'époque étrusque montre qu'ils appartenaient à une population bien distincte des Européens actuels. Leurs plus proche parents se trouveraient en Asie mineure, une piste déjà évoquée par Hérodote. arents se trouveraient en Asie mineure, une piste déjà évoquée par Hérodote.
                   
დავუბრუნდეთ იურგის ბალტრუშაიტისს:
         
მაგრამ უნდა ითქვს ისიც რომ აღმოსავლური ფორმები ევროპაში შედიოდა სხვადასხვანაირად. ჰალშტატის თუ ტენეს ადამიანები,ეტრუსკი,ბარბაროსი,
არაბი ოქრომჭედელი,სასანიდი ფეიქარი. აზიის უდაბნოებში მოხეტიალე მოგზაური  სხვადასხვანაირად ხედავენ ერთსა და იმავე ფორმას.
       
ისინი შთაგონებული არიან ამ ფორმით,მაგრამ ისინი ხელახლა ქმნიან,გარდაქმნიან ამ ფორმას. არის შერჩევა,ადაპტაცია,ინტერპრეტაცია.
   
სხვადასხვა ადამიანი ერთი და იგივე ფორმიდამ იღებს სხვადასხვა ელემენტს. და რომანული ქანდაკების შექმნაში ყოველ ამ ელემენტს აქვს თავისი საკუთარი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ღირებულება.
   
რა ქნა აღმოსავლეთის გავლენით შექმნილმა პირველმა ევროპულმა პრეისტორიულმა ფენამ- აღმოსავლეთიდან ევროპაში გადმოიტანა კონკრეტული ელემენტები თუ  ჩამოაყალიბა გემოვნება? დღეს ამის დადგენა ძნელია....
             
ევროპაში ყოველთვის იყო  ძველი აღმოსავლური კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი ბარბაროსული ხელოვნების გაფურჩქვნის ნიადაგი.
   
სკვითების და ბარბაროსების ოქრომჭდლობა,მეროვინგთა და კაროლინგთა ობიექტების დეკორი არის უწყვეტი ჯაჭვი რომელიც რომანულ ხელოვნებას აკავშირებს ათასწლოვანი აღმოსავლეთის ხელოვნებებთან....

No comments: