6.18.2012

ეტრუსკები-3.

12. ეტრურია ქვეყანაა სადაც განხორციელდა პირველი ევროპული ეკონომიკური სასწაული! 

ბაბილონელი ასტროლოგი
ახალი იყო აგრეთვე ცერემონიალის პომპა,სიმბოლო ძალისა და ხელისუფლებისა,
რომელიც გარემოიცავს სუვერენს თავისი ფუნქციების შესრულებისას და საჯარო ქმედებისას. ეტრუსკებმა, ყვება დიოდორე სიცილიელი, « გააძლიერეს დიდება რაც გამოარჩევს მათ უმაღლეს ბელადებს». მათ აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადმოიტანეს სუვერენობის ნიშნები. ეტრუსკთა მიერ აღმოსავლეთიდან მოტანილი
ოქროს დიადემა ,კვერთხი, პორფირის მოსასხამი ( ტოგა პალმეტა) და სპილოს ძვლის ტახტი -სელლა ცურულლის-რომმა მთელს ევროპაში გაავრცელა.
ვინაიდან ეტრურიაში, ისევე როგორც მოგვიანებით რომში, მთვარე და მისი სხვადასხვა ფაზა განსაზღვრავს დროის დანაწილებას და დღესასწაულთა კალენდარს მასვე ექვემდებარება მეფის ოფიციალური აქტები. 8 დღესში ერთხელ მეფე აწყობდა საზეიმო სხდომას. ეს ამავე დროს ბაზრობის დღეა. მეფე თავისი ოფიციალური რეზიდენციის წინ იღებდა მნახველებს და აწყობდა სასამართლოს. გადაადგილებისას მას წინ უძღოდნენ მსახურნი რომელთაც ჰქონდათ «ფასცები», წკეპლათა კონა რომელშიც ჩადგმული იყო ორმაგი ცული. ის ცნობილი იყო კრეტელებისთვისაც რომლებიც მას იყენებდნენ როგორც წმინდა სიმბოლოს მაშინ როდესაც ლიქტორის კონა წმინდა ეტრუსკული წარმოშობისაა. იმპერიული ხანის ავტორები,მაგ. სტალიკუსი და ფლორუსი ეტრუსკებს მიაწერენ «ფასცების» შემოღებას. პირველი კი « ფასცების» გამოგონების ადგილად ვეტულონიას ასახელებს. ამ უკანასკნელი განცხადების დასადასტურებლად საჭიროა VII საუკუნის ნაშთთა აღმოჩენა.


1893 წელს ვეტულონიას ნეკროპოლზე ჩატარებული გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა წკეპლათა კონა რომელშიც ჩადგმული იყო ორპირა ცული. იმავე ადგილას შემთხვევით იპოვეს ეტრუსკი მეომრის სტელა. მას ხელში ორმაგი ცული ეჭირა. წარწერის თანახმად მეომარს ერქვა ავლ ფელუსკი. ეს გამოსახულება ძვ.წ.VII საუკუნით დათარიღდა. დაასკვნეს რომ იმ დროს ორმაგ,ორპირა ცულს ხმარობდნენ როგორც იარაღს, მაგრამ გარშემორტყმული წკეპლათა კონით ის გამოიყენებოდა როგორც კულტისა და სამეფო აღლუმის ინსტრუმენტი.

მოგვიანებით რომმა ეტრუსკებისგან აღებული ლქტორის კონა აქცია ზოგიერთი თანამდებობის პირის პოლიტიკური თუ რელიგიური ძლიერების,იმპერიუმ-ის სიმბოლოდ. აიღო რა ხელახლა ეს ძველი ეტრუსკული სიმბოლო,მუსოლინიმ მას XX საუკუნეში ახალი პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. მან ეს კონები შეარჩია თავის შავხალათიანთა ნიშნად. აქედან მოდის ფაშისტების სახელიც კი.

კოსტუმი მთლიანადაა შეცვლილი. გამოჩნდა ახალი, ძლიერი ფერადოვნებით გა-
მორჩეული მოდა. ელეგანტურად ჩაცმულნი, ყურადღებით დავარცხნილნი;ძვირფასი სამკაულებით მორთულნი,ასეთნი ჩანან დიდი ოჯახების ქალები. მათ აცვიათ მჭიდრო, წელში შემოჭერილი,წელამდე ჩამოგრძელებული კაბა. მასძე შემოხვეულია მუხლებამდე ჩამოგრძელებული მოსასხამი. ფაქიზი ქსოვილი მილეთიდან იყო ჩამოტანილი. მილეთი იყო იმდროინდელი ელეგანტური სამყაროს მომმარაგებელი. ქსოვილი ჭეშმარიტად დიდებულია ათასნაირად ნიუანსირებული ფერებით. ქსოვილს ხშირად ნაპირების გასწვრივ ნაქარგობა მოსდევს. თმები უკანაა გადაწეული. 4 ნაწნავი ეცემა მკერდზე. თავი დახურულია მრგვალი წაწვეტებული თავსაბურით. ესაა ტუტულუს-ი. ის ჰგავს თავსაბურს რომელსაც ასეულობით წლის უკან ატარებდნენ ხათი ქალბატონები.

მამაკაცები ზემოდან ატარებდნენ წელში მოჭერილ და მუხლებამდე ჩამოგრძელებულ ტუნიკას. ისინი მხრებზე იგდებდნენ მოსასხამს. ესაა სახელგანთქმული ტებენნა-. ეს ტიპიურად ეტრუსკული სამოსი მოგვიანებით მსოფლიოში გახდება ცნობილი ვინაიდან ის რომაული ტოგას წინაპარია.

ფეხსაცმელი ბერძნებისთვის უცნობი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (ბერძნები ხშირად ფეხშიშველა დადიოდნენ). ეტრუსკებმა აქაც მიმართეს ხმელთაშუა ზღვის სხვა ხალხებისთვის უცნობ ფუფუნებას. მსუბუქი სანდლები მოოქროვილი თამასებით, ჩექმები ზონრებით დღესასწაულისთვის თუ ყოველდღიური მოხმარებისთვის. მათი ფაბრიკანტების კოლექციები უმდიდრესია. პოულობენ წვიმიანი ამინდებისთვის ფეხსაცმელების ბრინჯაოს დამცველებსაც. მაგრამ ყველაზე მოდური ფეხსაცმელი ცხვირაწეული ფეხსაცმელია. ისინი ხათურ ფეხსაცმელებს მოგვაგონებენ.
გეომეტრიული სტილი და მისი სიუხეშე ეკუთვნის წარსულს. ანატოლია,შუამდინარეთი და ეგვიპტე თავის მცენარეებთან,თავის ყვავილებთან ერთად, თავის რეალურ და მითოლოგიურ ცხოველებთან ერთად,აწვდიან მოდურ ორნამენტს. მცირე აზიის იონურმა ქალაქებმა მოტივებისა და მოდელების ექსპორტით გავლენა მოახდინეს ეტრუსკულ და ბერძნულ ხელოვნებაზე.

დიოდორე სიცილიელის მოწმობით ეტრუსკებმა მოიგონეს « საბრძოლო ბუკი,რომელსაც ტირენულს უწოდებდნენ». ის თავისი ხმით მიაცილებდა ბრძოლაში მიმავალ ეტრუსკულ ჯარს. მას შეიძლება აგრეთვე ჰქონოდა სხვა და ბევრად უფრო ტრაღიკული მნიშვნელობა. ღმერთებიც სარგებლობდნენ ამ ბუკით რათა ადამიანებისთვის თავისი ურყევი ნება შეეტყობინებინათ. ოდესმე ზეცაში ამ ბუკის დაკვრა აღნიშნავდა ეტრუსკი ხალხის ისტორიის ერთი მონაკვეთის დასასრულს და ახალი საუკუნის დასაწყისს.

ეტრუსკებისგან შეთვისებული ეს ბუკი დაპყრობით ლაშქრობებში მიჰყვებოდა რომაულ ლეგიონებს. ამას გარდა იყო სანადირო ბუკის მსგავსი ოდნავ მოღუნული და საკმაოდ მოკლე ბუკი და სხვანაირი, გაცილებით უფრო გრძელი და მოღუნული საყვირი. სიმებიანი ინსტრუმენტები წარმოდგენილი იყო შვიდსიმიანი კითარით,ქნარით რომელზედაც უკვე მეფე დავითი უკრავდა. სათამაშოდ და საცეკვაოდ ატკაცუნებდნენ კასტანიეტებს. მაგრამ ეტრუსკებში ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი იყო ფლეიტა. « ეტრუსკები ფლეიტის თანხლებით მისდევენ კრივს, ზელავენ ცომს,შოლტავენ თავის მონებს...» წერს არისტოტელე. ეტრუსკებმა იცოდნენ ფლეიტის ყველა სახეობა : მარტივი ფლეიტა,ორმაგი ფლეიტა,კლარნეტი თუ ჰობოი. ფლეიტა არაა ეტრუსკთა გამოგონება. იგი მოდის მცირე აზიიდან,სადაც მას ყოველთვის ჰქონდა დიდი როლი ( სალამური? მთარგმნელი). მაგრამ ეტრუსკები იმდენად სრულყოფილად დაეუფლნენ ფლეიტას რომ სახელი გაითქვეს მთელ მსოფლიოში. მოგივიანებით რომაელები თავის სუბულონეს-ებს ეტრურიიდან აიღებენ. ისინი «აუცილებელია რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის. მსხვერპლშეწირვას წინ უსწრებდა ფლეიტის ჰანგი»  Jacques Heurgon).

ეტრუსკი ერის გაქრობიდან დიდი ხნის შემდეგაც მსოფლიო სცნობდა მისი ფლეიტის მიერ გამოცემულ ხმებს!

ელიენ სოფისტი (ძვ.წ. III ს.) თავის თხზულებაი « ცხოველთა ბუნებაზე» («De natura animalum») ყვება შემდეგს : « ეტრუსკები ყვებიან რომ ისინი ტახებსა და ირმებს იჭერენ არა მხოლოდ ბადით და ძაღლებით, როგორც ამას ჩვეულებრივ შვრებიან არამედ მუსიკის თანხლებითაც . აი როგორ. ისინი ბადეებითა და ნადირობის სხვა მოწყობილობებით მახეს უგებენ ნადირს. მაგრამ დგება ნიჭიერი ფლეიტისტი და ცდილობს დაუკრას ყველაზე ჰარმონიული მელოდიები, ის ახმაურებს ყველაზე ტკბილ მელოდიებს... მხეცებს თავიდან უკვირთ და ეშინიათ, შემდეგ მათ იპყრობს მუსიკისაგან მიღებული წმინდა და უძლევი სიამოვნება...ისინი მოჯადოებულივით უახლოვდებიან მუსიკოსს და ვარდებიან მონადირეთა მიერ დაგებულ მახეში».

ნახევარკუნძულის სამხრეთში,ისევე როგორც ჩექმის ქვეშ, სიცილიაში, ქალაქები გაჩნდა ძვ.წ. VIII საუკუნიდან. ისინი ბერძნებმა დააარსეს.

თითქმის ყველა მათგანი სანაპიროზე მდებარეობდა,წერს პროფ.ალფრეს ჰოისს. ისინი იკავებდნენ მხოლოდ მომარაგებისთვის აუცილებელ ტერიტორიას. ისინი მთლიანად შებრუნებული იყვნენ ზღვისაკენ და საზღვაო ბაჭრობისაკენ. არ არსებობდა არანაირი ორგანული კავშირი მათ შორის ვინაიდან მათ არ ჰქონიათ ქვეყნის შიდა ნაწილის დაპყრობის სურვილი. მათთვის ექსპანსია ნიშნავდა მხოლოდ იგივე ტიპის კოლონიის დაარსებას. ბერძნებს არ ხვდებოდათ არანაირი წინააღმდეგობა ადგილობრივთა მხრიდან და ბერძნებიც არ აქცევდნენ მათ ყურადღებას.

ბერძნების გავლენა ავტოქტონებზე მშვიდობიანი ვაჭრობის გზით ხორციელდებო-
და და შედეგი თავიდან ბრწყინვალე სულაც არ ყოფილა. ბერძენთა და ავტოქტონთა ცხოვრების წესი მეტისმეტად განსხვავებული იყო.

სრულებით სხვაგვარი ევოლუცია განიცადა ცენტრალურმა იტალიამ. ამ პროცესში ჩათრეული იყო მთელი ქვეყანა მთელი მოსახლეობა რადგან ეტრუსკებმა,რომელთა რაოდენობა ოდნავ თუ აღემატებოდა ბერძენთა რიცხვს, ღმად შეაღწიეს ქვეყანაში სადაც მათმა მაგალითმა ბიძგი მისცა მკვიდრ მოსახლეობას. ეს უკანასკნელი საკუთარი ნებით გაეხსნა ამ ტოტალურად უცხო ცივილიზაციას რომელიც არ დარჩენილა მხოლოდ გარეგნულ ბრწყინვალებად და ღრმა კვალი გაავლო. იტალიკებმა აითვისეს ეტრუსკთა საქალაქო ცივილიზაცია,მათ დაიწყეს ეტრუსკთა ენაზე წერა და ლაპარაკი. მათ თავისი წვლილი შეჰქონდათ ამ უცხოელთა მიერ მოტანილ უზარმაზარ პროგრესში. ნახევარკუნძულის დანარჩენი ნაწილის ხალხები და ტომები კვლავ განაგრძნობდნენ ცხოვრებას პრიმიტიული ცხოვრებით.

ეტრუსკ ექსპერტთა მიერ დაგეგმილმა სასოფლო-სამეურნეო რევოლუციამ მოიცვა ცენტრალური იტალია რათა იგი გადაექცია მაღალგანვითარებული სასოფლო ეკონომიკის სანიმუშო ქვეყნად. რომს არასოდეს ჰყოლია გლეხობა რომელიც ეტრუსკ გლეხობას გაუწევდა კონკურენციას. ინდოევროპელ ლათინთა კულტურა და მესაქონლეობა პრიმიტიულ ტექნიკას ეფუძნებოდა და ეს სულ ასე იყო. მსოფლიო არაფრითაა დავალებული რომისაგან სოფლის მეურნეობის სფეროში.

იტალიის გულში კი პირიქით,ქვეყნის ახალმა ბატონებმა დაიწყეს ჭეშმარიტი ბრძოლა განუვითარებლობის წინააღმდეგ. მათ წამოიწყეს მიწათა მოპოვებისა და გაუმჯობესების დიდი ექსპერიმენტული პროგრამა. ბერძნებს თავშიც არ მოსვლიათ ეს აზრი. ეტრუსკთა ინიციატივით ქვეყანა დაიფარა უხვი მცენარეულობით. დაიწყეს ყველანაირი ხილის და საკვების მოყვანა,რაც მალე ყველა მოსახლეს გამოადგა. ამ საკვირველი სიუხვის წარმატების საიდუმლო მდგომარეობდა ეტრუსკ აგრონომთა დიდ ცოდნასა და გამოცდილებაში. ათასწლოვანი გამოცდილებით შეიარაღებულნი ისინი ჭეშმარიტი ინჟინერ-აგრონომები იყვნენ.

არ არსებობს ძველ აღმოსავლეთში გამოცდილი ტექნიკა რომელიც არ სცოდნოდათ ეტრუსკებს და რომელიც არ გადაეტანათ ევროპულ ნიადაგზე. ამ გამბედავმა ინიციატორებმა თავის მცდელობით წარმატება მოიპოვეს იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეგვიპტის და შუამდინარეთის ხალხების მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვებული აგრონომიული ცოდნა და გამოცდილება. მათ იცოდნენ ისეთ დამბათა და არხთა მოწყობა რომლითაც ბაბილონელებმა ოდესღაც მორწყეს ევფრატის უდაბური სანაპიროები და გარდაქმნეს ისინი სამოთხის დარი ნაყოფიერების ქვეყნად.

ეტრუსკები ფლობდნენ ჭაობთა დაშრობის ფინიკიელთა ხელოვნებას ( მიწისქვეშა არხების მეშვეობით მდგარი წყლების დაწრეტა). და ბოლოს,ეტრუსკებმა იციან მთების სიღრმეში გვირაბებისა და დერეფნების გათხრა.

გამარჯვებულმა და ეტრუსკების დამპყრობელმა რომმა არ ითაკილა და დაუძახა დამარცხებულთ რათა მათ მიეცათ მისთვის ექსპერტები ტექნიკურად რთული სამუშაოების შესასრულებლად.მოგვიანო ხანის ზოგი ქმნილება დღესაც არსე-
ბობს. აღაფრთოვანებს მნახველებს მათ შემქმნელთა ნიჭი. eრთ-ერთი ყველაზე გენიალური ქმნილება არის ანსიდონიას მახლობლად. ორტებელოს ყურეზე გაბატონებულ სიმაღლეზე აღმართულია რომაული კოლონია კოსას ნანგრევები (ძვ.წ.273 წ.). ამ იმპოზანტური შენობიდან დარჩა მხოლოდ ეტრუსკ არქიტექტორთა მიერ ნაგები მშრალად ნაწყობი ციკლოპური კედელი. მისი ბლოკების სიმაღლე ზოგან 12 მეტრს აღწევს. Iქ ხედავენ აგრეთვე ძველ კარიბჭეებს და ძველ კოშკებს.

მაგრამ ნამდვილი შედევრი ბორცვის ძირშია.

ციცაბო ფერდის ძირში დგას სახელგანთქმული ტაგლიატა ეტრუსკა რომელიც ეტრუსკმა არქიტექტორებმა ააგეს სანაპირო დინებათა რეგულარიზაციის მიზნით.

ერთი არხი გაყვანილი იყო იმისთვის რომ ტბა ბურანო ჭაობად არ გადაქცეულიყო,მაგრამ როგორც წარმოსადგენი იყო დროთა მანძილზე იგი ქვიშით გაიჭედა. არხი გაიყვანეს კლდემდე და კლდეში გათხარეს გვირაბი რათა გზა მიეცათ ტალახისათვის. ზრღვასთან შეერთებამდე წყლის აუზის დასაცავად კლდეში ბარიერი იქნა გამოთლილი. უაღრესად მახვილგონივრულმა ნაგებობამ არ დაუშვა არხის ლამით ამოვსება. ტაგლიატა ეტრუსკა დღესაც, აგებიდან 2200 წლის გასვლის შემდეგაც სავსებით დამაკმაყოფილებლად ასრულებს თავის როლს.

სულ ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა მეორე დიდად იმპოზანტური ნაგებობის ნახვაც.
პორტო-სან-კლემენტინო-ს, გრავისკაე-ს ძველი რომაული კოლონიის მახლობლად იდგა დიდი ქვებით ნაგები თაღიანი გასასვლელი რომელიც ხურავდა 10 მეტრის სიმაღლე-
ზე გამავალ ხელოვნურ წყალსადენს. ეს ნაგებობა სამწუხაროდ დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს.
ჰიდრავლიკის ეტრუსკ გენიოსთა ხელი ჩანს აგრეთვე რომის ახლოს არსებული ნემი-ს ტბის დასაშრობ დანადგარებში. წარსულში ამაოდ მრავალჯერ სცადეს იქ ჩაძირული ორი ნავის ამოღება. ეს მოხერხდა მხოლოდ 1928 წელს როდესაც ტბა ამოაშრეს იქ აღმოჩენილი ძველი ეტრუსკული არხის გამოყენებით.

რომაელი ავტორები, მაგ. ვარონი და პლინიუსი რა თქმა უნდა მრავალჯერ ახსენებენ ეტრუსკთა ბარაქიან მოსავლებს. დიოდორე სიცილიელიც აღნიშნავს რომ «ისინი ცხოვრობენ უაღრესად ნაყოფიერ და უხვ ქვეყანაში რომელიც კარგი დამუშავებისას იძლევა ყველაფერს რაც აუცილებელია სიამოვნებისა და ფუფუნებისათვის, მაგრამ იძლევა აგრეთვე ჭარბად». არადა სიტყვა არაა ნათქვამი იმის შესახებ რომ ესოდენ უხვი მოსავლის მისაღებად საჭირო იყო ეტრუსკული აგრონომიის მოცდა. დღესაც კი არაა ამ სფეროს მკვლევართა ჯგუფი. მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ ამას.

გერმანელი ეტრუსკოლოგი ოტო ვილჰელმ ფონ ვაკანოს თანახმად ზედაპირული დაკვირვებებიც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად რომ ამ ეპოქის ტოსკანის მოსახლეობის სიმჭიდროვე ვერ ქნებოდა ასეთი ეტრუსკულ დანადგართა გარეშე.

ჭაობები ამოშრობილი იქნა მდინარეთა გასწვრივ,ხეობათა სიღრმეში,ველებზე და განსაკუთრებით ზღვის მახლობლად,მაშინ როდესაც შიდა რეგიონები და მთისწინეთი, მეტად მშრალი იქ რაიმის მოსაყვანად, პირიქით,სარწყავი სისტემებით შეივსო.

ეტრუსკები იყვნენ პირველნი, პირველნი,სწერს იტალიელი პროფესორი მარიო ლოპეზ რეგნა,ვინც დაინტერესდნენ მიწის კულტურიით და ვინც გადაწყვიტეს იგი მათი სრულყოფილებით აღტაცების გამომწვევ ტექნიკურ ოპერაციათა მთელი სერიით. შაამისოდ შექმნილ სკოლებში ასწავლიდნენ ჰიდრავლიკას და აგრონომიას.

საირიგაციო სისტემების შტოები მოედო ეტრურიასა და ლაციუმს. არხთა რთული სისტემა იკრებდა ჭარბ წყალს რათა იგი მშრალი რეგიონებისაკენ მიემართა.უხმარი წყალი დიდი კოლექტორების მეშვეობით ზღვაში იღვრებოდა. რომაელელებმა გადაიღეს და სრულყვეს მდინარეთა წყლების შეგროვებისა და ღამის ნალექების შეკრების (ჩრდ. აფრიკაში) ეს ეტრუსკული ტექნიკა.

ეტრუსკებმა უკვე შემოიღეს «Dry farming»-ის მეთოდი, რომელიც გამოიყენეს მარემმე-ს ბორცვთა მშრალ ნიადაგზე.

მარემმე-ში დღესაც ნახულობენ ნანგრევებს და ნაშთებს იმ ნაგებობათა რომლებიც უნდა აეგოთ ეტრუსკებს ნალექთა გამოსაყენებლად.იქ უფრო ზამთარში წვიმს და ნალექს აგროვებენ და ინახავენ ზაფხულამდე, როდესაც ხილი და მოსავალი იწყებს დამწიფებას და იწყება გვალვა. ამ წყალს იყენებდნენ ველ-მინდორთა სარწყავად.

ლოპეზ რეგნა აღწერს ამ კონსტრუქციებს: «საუკეთესო ადგილის შერჩევისას გლეხები აწყობენ ერთ ან ორ ხელოვნურ ტბას. ტბების ფსკერსა და ვერტიკალურ კედლებს ისინი თიხით ფარავენ. თიხას ისინი ცოტა კირს ურევენ. ეს ნარევი თითქმის სრულებით წყალგაუმტარია. სხვადასხვა სიმაღლეზე კეთდება ხვრელები საიდანაც გამომწვარი თიხის მილები ვენახისკენ მიდიან. ამ მეთოდს, რომელიც დღეს კვლავ მოდაში შემოდის ტოსკანის ზოგ რეგიონში მოაქვს შესანიშნავი შედეგები».

სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები ნაპოვნია მარემმე-ში, არნოს ხეობაში, კიანას ხეობაში. ყველა რეგიონის ნაყოფიერება, რომელიც ნაქები იყო ჩვენი ძველი ავტორების მიერ, იყო მხოლოდ ეტრუსკთა ჰიდრავლიკის და ეტრუსკ ინჟინერთა ოსტატობის შედეგი. მტრული ბუნებისათვის გამოტაცებული და შემდეგ როგორც დაშრობით ისე მორწყვით განაყოფიერებული მიწები შესანიშნავი მიწა აღმოჩნდა ხილბოსტნეულის არნახული მოსავლისათვის და მესაქონლეობის ზრდისათვის...

იმხანად დაიწყეს ვენახთა გაშენება,სფერო რომელშიც ტოსკანას ყოველთვის ჰქონდა მოხვეჭილი სახელი. კიანტის მახლობლად ნაპოვნ სამარხებში ნაპოვნი ყურძნის მარცვლები მოწმობენ რომ სწორედ ეტრუსკებმა გაავრცელეს ის იტალიაში მანამდე სანამ რომაელები გააშენებდნენ მას გალიასა და გერმანიაში. Eტრუსკული ვაზი ზოგჯერ პატარა სიმაღლესაც აღწევდა. პლინიუსი ყვება რომ ეტრუსკებმა ვაზისაგან გამოთალეს იუპიტერის ქანდაკება.

ეტრურიიდან გაჰქონდათ არა მხოლოდ მარცვლეული. ამას უნდა დაემატოს სელი,ღვინო და ყველი. უკვე რომაულ ხანაში გავრცელებული იყო ცხვრის ყველი პეკორინო. ასევე სახელგანთქმული ლუნი-ში დამზადებული უზარმაზარი ყველი რომლის წონა ხანდახან 327 კილოს აღწევდა ! მარციალის თქმით ასეთი ყველის ერთი თავი საკმარისი იყო ათასი მონის დასაპურებლად.

ეტრუსკები ცნობილი იყვნენ თავისი მეცხოველეობითაც. მათ გამოჰყავდათ ცხენების ჯიში რომელიც ნერვიული კდურებითა და თხელი თავით ძალიან ჰგავდა დღევანდელ წმინდა სისხლის არაბულ ბედაურებს. მათ სწვრთნიდნენ ჯრითისათვის,მათ აბავდნენ ორთვალებში რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ეტრუსკების საყვარელ რბოლაში.

ეტრუსკთა სოფლური ცხოვრების ყოველდღიურ პეიზაჟს შეადგენდნენ ღორთა უზარმაზარი კოლტები. ღორებს სწვრთნიდნენ რომ ისინი გაჰყოლოდნენ მწყემსთა ბუკს.

ეტრუსკი მუსიკოსი ძვ.წ. V ს.
ტექნიკა რომელიც ეტრურიაში იძლეოდა მიწათმოქმედების საშუალებას სასარგებლო იყო ქალაქებისთვისაც. ყოველ ქალაქს ჰქონდა წყალსადენის სისტემა. შადრევნები და გამომწვარი თიხის წყალსადენები წყალს აწვდიდნენ მოქალა-
ქეებს. გალერეების მეშვეობით წყაროებს მიმართავდნენ ქალაქებისაკენ და თხრიდნენ ჭებს. მრავალი ამ ჰიდრავლიკური კონსტრუქციათაგან დღემდე შე-
მორჩა. მათ პოულობენ ყველგან სადაც კი იყო ეტრუსკთა ქალაქები.

ლაპარაკია, აზუსტებს პროფ? ფონ ვაკანო, « თაღიან გვირაბებზე რომელთა სიმაღლეც არ აღწევს ადამიანის სიმაღლეს. ისინი ჰკვეთენ ერთმანეთს და ვერტიკალური ჭებით უკავშირდებიან უფრო ქვევით მდებარე იგივე სისტემებს. მათ მეტ-ნაკლებად დანგრეულებს პოულობენ ქალაქების ძველი უბნების ქვეშ. ისინი ხშირად განახლებული და გაზრდილია მომდევნო ხანებში,რომაულ ეპოქაში, შუა საუკუნეებში თუ სხვა დროს. ისინი იმდენად შეცვლილია რომ მათი თავდაპრველი მდგომარეობის დადგენა უკვე შეუძლებელია»...

ეტრუსკული სისტემები შეედრება წყლის მიწოდების რომაელთა მიერ ნაგებ სისტემებს რომლებიც რომაელებმა ბევრად უფრო გვიან ააგეს მაგრამ რომელთაც რომაელებს მშენებელთა რეპუტაცია შეუქმნეს. უზარმაზარ თაღნარებზე მდგარი აკვედუკები, რომლებიც ქვეყანას სერავდნენ, მასალისა და ადამიანთა უზომო დანახარჯით აღაფრთოვანებდნენ მთელ მსოფლიოს და დაღესაც იწვევენ გაკვირვებას.

ეტრუსკთა მიერ მოგონილი ბევრად უფრო რთული მწისქვეშა სისტემები,რომლებიც მათ ქალაქებს სასმელი წყლით ამარაგებდნენ, დაინგრნენ მანამდე სანამს დავიწყებას მიეცემოდნენ...

ეტრუსკი ინჟინრების წყალობით დასავლეთის პირველმა ქვეყანამ ნახა განხორციელებული მანამდე აღმოსავლეთის ხალხებისათვის განკუთვნილი ცოდნა და დახვეწილი ტექნიკა. შთამომავლობამ მათ მადლობა არასოდეს არაფრით არ გადაუხადა. მას არც გაუაზრებია ეს შესანიშნავი ცივილიზატორული ღვაწლი გაწეული იტალიურ-ევროპულ მიწაზე მაშინ როდესაც ეს მიწა წინაისტორიაში იყო ჩაფლული. ასევე დავიწყებული იქნა ეტრურიის როლი მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოდელის შექმნაში. ეს მოდელია რაციონალური პროცესი რომელიც მდგომარეობს სოფლის მეურნეობის სამსახურში ჰიდრავლიკის რესუსრსთა ჩაყენებაში. ის რაშიც ეტრუსკებმა დიდოსტატობა გამოიჩინეს რომაელთა და მათი მემკვიდრეების წყალობით გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის მთელ აუზში და შემდეგ მთელ ევროპაში ბალტიკის სანაპიროებამდე.

მთელი ბიბლიოთეკები გაივსება კამათით ეტრუსკული ხელოვნების წარმოშობისა და ორიგინალობის შესახებ.

სამაგიეროდ არ არსებობს ნაშრომი რომელიც ოდნავ მაინც დაინტერესდებოდა ამ ხალხის ესოდენ მნიშვნელოვანი ტექნიკური ინოვაციებით. ასეთი წიგნი რომ არსებობდეს მას გამოსაჩენ ადგილას უნდა ეწეროს:
ეტრურია ქვეყანაა სადაც განხორციელდა პირველი ევროპული ეკონომიკური სასწაული!!



«...ეტრუსკების დიდება ეფუძნება მშვიდობიან მშენებლობას. საკუთარ ესოდენ ბრწყინვალე კულტურის განვითარებას მათ საფუძველი ჩაუყარეს ხელოვნებისა და ინჟინრის ტექნიკის მოხმობით...».


ფიქრთ გასართველად-13: უუფ: ეტრუსკები ეხმარებიან მუსოლინის???

დიდი ეტრუსკული ინდუსტრია:

Porto Baratti ჰქვია Elbe-ს კუნძულის პირისპირ არსებულ ყურეს რომელიც მხოლოდ რამოდენიმე კლომეტრითაა დაშორებული პიომბინოდან საიდანაც კუნძულის დასალაშქრად მოდის ტურისტთა ნაკადი.ბორცვი, რომლის სილუეტიც ირეკლება ზღვაში,იფარავს სოფელს რომელშიც რამოდენიმე ოჯახი თუ ცხოვრობს. ამ სოფელს ჰქვია ცნობილი სახელი პოპულონია. აქ იყო ძველი ავტორების მიერ ხშირად ნახსენე-
ბი ეტრუსკული ქალაქი პუპლუნა,ერთადერთი უშუალოდ ზღვაზე ნაგები ქალაქი. აღმოჩენილია მისი ბეჭდის მატარებელი სიმბოლური მარწუხი და ჩაქუჩი.

ეტრუსკი
მან გაიზიარა დანარჩენი ეტრუსკული ქალაქების ბედი; იგი სამუდამოდ აღიგავა მიწის პირიდან. მის არსებობაზე მგვანიშნებს მხოლოდ ახლომდებარე დიდი ნეკროპოლის რამოდენიმე საფლავი.

მხოლოდ უკანასკნელ ხანს, 25 საუკუნის შემდეგ ხელახლა აღმოაჩინეს როლი, რომელსაც ოდესღაც ასრულებდა პოპულონია. ამავე დროს აღმოაჩინეს ეტრუსკი ხალხის ინტენსიური ეკონომიკური აქტივობის კვალიც.

რომაელების დროიდან პოპულონიაში ამუშავებდნენ რკინას. ეს ცნობილი იყო. ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც იქ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ჩავიდა წერდა: « ქალაქის ზედა ნაწილიდან მე შორიდან ვხედავდი კორსიკასა და სარდინიას და ახლოდან ელბას კუნძულს. მე ვხედავდი ასევე სახელოსნოებს სადაც ამუშავებდნენ ამ კუნძულიდან მოტანილ რკინას».

დიდ სიღრმეზე ჩატარებულმა ზონდაჟებმა მოიტანა გამაოგნებელი შედეგი; შლაკის ეს ფენები სართულებად სიღრმეში მიემართებოდა. შლაკი,როგორც ამაზე მეტყველებდა კერამიკის ნაპოვნი ფრაგმენტები,რომაულ ხანაზე ადრეული იყო. ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც აღმოჩნდა ეტრუსკული პერიოდის ნაშთი,რამოდენიმე წლის შემდეგ დადასტურდა უნიკალური აღმოჩენებით.

1914 წელს ომის გამოცხადების შემდეგ იტალიის მთავრობა აღმოჩნდა დელიკატური პრობლემის წინაშე:მას აკლდა რკინა. გამომგონებლობამ მაშინ უბიძგა გამოსავლისკენ რომელიც იმ დროს უცნაური ჩანდა,მაგრამ საბოლოო ანგარიშით კარგი აღმოჩნდა. ლაპარაკი იყო პოპულონიას შლაკთა,ნარჩენების უბრალო გამოყენებაზე. წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდა ვინაიდან შლაკის დაგროვების შემდეგ აღმოჩნდა რომ მისი რაოდენობა ბევრად აჭარბებდა სავარაუდოს. ამას გარდა შლაკის 30-40% რკინა იყო.

თანამედროვე ინდუსტრიისათვის, რომელიც იყენებს დიდი ხნის წინ გამქრალი ქარხნებიდან ოდესღაც გადაყრილ ნაგავს, ეს უნიკელური შემთხვევაა!

მაგრამ ჟრჟოლამ შეიძლება აგითანოოთ იმის გაფქრებისას რომ ისონზოზე 1917 წლის შემოდგომის მძიმე ბრძოლებისას იტალიური ჯარის იარაღი,ტყვიები რომლებიც მუსრს ავლებდნენ ავსტრიელ ჯარისკაცებს, ერთიც და მეორეც დამზადებული იყო ეტრუსკი მაღაროელების მიერ 2500 წლის წინ ამოღებული რკინისაგან !!!

ამ შლაკის გამოყენება გაგრძელდა 1918 წლის შემდეგაც. ძლიერმა ექსკავატორებმა ათწლეულების მანძილზე ფართო ტრანშეები გათხარეს. ექსკავატორები დღესაც მუშაობენ იქ. ამას არ უჩანს ბოლო.

ეს გათხრები არქეოლოგებისათვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა და მათაც გამოიყენეს იგი. Yველაზე საოცარი აღმოჩენა მოხდა მაშინ როდესაც ზოგ ადგილას ექსკავატორები შლაკის ქვედა ნიადაგს, ძირს შეეხნენ. აღმოჩნდა გიგანტურ აკლდამათა ნაშთები. ისინი უხსოვარ წარსულში უნდა ჩანგრეულიყვნენ შლაკის დიდი სიმძიმის გამო. მაგრამ როგორ მოხდა ეს? დიდი ხნის მანძილზე გამოცანა აუხსნელი იყო და საჭირო იყო ხანგრძლივი ძიება პასუხის მისაღებად.

ძვ.წ.400-ან წლებში პოპულონიამ მიიღო მანამდე მეზობელი Eლბე-ს კუნძულის მეტალურგიული ქარხნები. სწრაფმა ზრდამ ის ანტიკური ხანის პიტსბურგად გადააქცია. საუკუნეთა მანძილზე ამ ქარხანათა შლაკი ისე გაიზარდა რომ მიაღწია უძველეს ნეკროპოლამდე (სან სერვონე) რომელიც ზუსტად ბორცვის ძირში მდებარეობდა. შლაკმა მთლიანად გადაფარა ეს ნეკროპოლი და თავისი მასით დამარხა ეტრუსკთა ისტორიის პირველი თავების ერთი ნაწილი.

აკლდამებში ჩაწყობილი ნივთების,ჭურჭლის,სხვადასხვა სამკაულის,ტანისამოსის შესწავლამ ცხადყო რომ ეს ჩანგრეული მიწისქვეშა აკლდამები ძვ.წ.VIIსაუკუნეზე უფრო ადრეულ ხანაშია აგებული. სხვა აღმოჩენები ადასტურებენ რომ ამ ხანიდან პოპულონია უნდა ქცეულიყო სპილენძისა და ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვან ცენტრად. ეს სახელოსნოები სერიულ ნაწარმას უშვებდნენ,მაგ. შესანიშნავ ფირფიტებს შესამკობად და განსაახლებლად. Eლბე-ს კუნძულისა და კამპიგლია-ს სპილენძის მადანთა მფლობელმა პოპულონიამ თავისი ეკონომიკური განვითარება და სიმდიდრე დააფუძნა წიაღისეულის ამოღებაზე. ამ წიაღისეულის გარდაქმნას ის დიდ ინდუსტრიულ ქალაქად უნდა ექცია.

სპილენძის წარმოებას ევროპაშითან სდევდა რკინის წარმოება. პოპულონიაში რკინა ჩნდება აკლდამებში ჩაწყობილ ობექტებში ძვ.წ.VII საუკუნის დასაწყისიდან. იგი ნაპოვნია კარრი-ს ტუმულუსში აღმოჩენილი საბრძოლო ეტლის შემამკობელ ბრინჯაოს ფირფიტებზე. ორნამენტაცია, ნადირობის სცენები და ცხოველები გამოსახულია რკინის ჩანართებით. ეს ადასტურებს ამ «ძვირფასი» ლითონის ღირებულებას იტალიაში; რამდენიმე საუკუნით ადრე ასე იყო აღმოსავლეთშიც. დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებული ლითონი რკინის წარმოშობა დროთა წიაღშია დაკარგული და მისი ისტორია ჯერაც საბოლოოდ არაა დაწერილი. ყოველ შემთხვევაში ერთი რამეა ცხადი: რკინის ხმარება არ დაუწყიათ საბრძოლო იარაღისა და ინსტრუმენტების დასამზადებლად. თავდაპირველად მისგან ამზადებდნენ სამკაულს. ცნობილია ტუტანხამონის სახელგანთქმული ხანჯალი (ძვ.წ.1360 წ.). სუვერენი მას იმდენად აფასებდა რომ ბრძანა მისი ჩადება ოქროს სარკოფაგში სხვა იშვიათ ობიექტებთან ერთად. რკინა იმდენად იშვიათი იყო რომ ზოგჯერ იქცეოდა ხოლმე მონარქების მიმოწერის საგნად.

ასე მაგალითად, ხათთა მეფე ხათთუსილ მესამის მიერ ასურეთის მეფისადმი მიწერილ წერილში შეიძლება ამოკითხული იყოს შემდეგი რამ : « ვილაპარაკოთ ეხლა კარგ რკინაზე,რის თაობაზეც გწერ. კარგ რკინაზე, ის არაა ჩემს საგანძურში,კილიკიაში. ეხლა ცუდი დროა რკინის წარმოებისთვის. მე ვბრძანე მისი წარმოება,მაგრამ დღემდე ამისთვის ვერ მიმიღწევია. როდესაც ჩემი ხალხი მოახერხებს მის მიღებას მე გამოგიგზავნი ცოტა რკინას. ამჯერად გიგზავნი ხანჯლის რკინის პირს».

მხოლოდ I-II ათასწლეულის მიჯნაზე ჩნდება გადამწყვეტი ტექნიკური სიახლე: მოახერხეს ტემპერატურის, ყოველგვარი მეტალურგიის ბაზის, ამაღლება ცელსიუსი 1000°-დან 1500°-მდე. ეს იყო ახალი ხანის დასაწყისი. ბრინჯაოს ხანა იცვლებოდა «რკინის ხანით», რომელსაც უგალობდა ჰესიოდე ძვ.წ.700 წლის მახლობლად.

მაგრამ მანამდე ვიდრე ახალი გამოგონება ყველასათვის სასარგებლო გახდებოდა ეგეოსური მიგრაციის დამანგრეველმა ტალღამ შეწყვიტა მისი გავრცელება.

მცირე აზიაში ხათთა სამეფო ეცემოდა ზღვის ხალხთ დარტყმების ქვეშ. ეს დამპყრობლები ამავე დროს დაეუფლნენ რკინის დამზადების საიდუმლოს და ბიბლიაში შეიძლება ისტორიის გაგრძელების ამოკითხვა. შემდგომში პალესტინად წოდებული რეგიონის სანაპირო ველზე დამკვიდრებულმა ფილისტინებმა იუდეის მთის ძირში ააგეს პირველი «მეტალურგიული ქარხნები». ისინი მდებარეობდნენ გაზას სამხრეთით. ახალი იარაღით გაძლიერებულებმა,მათ დაპყრეს იიუდეის დიდი ნაწილი. მაგრამ მეფე დავითმა არ დაახანა და შეედავა მათ რკინის მონოპო-
ლიაში.მან წარმატებით იჯაშუშა და მოიპარა რკინის მიღების ფორმულა რომელსაც ფილისტინები მკაცრ საიდუმლოდ ინახავდნენ. შედეგებმაც არ დააყოვნეს. რკინის იარაღის მფლობელმა იზრაელმა თავდამსხმელები ზღვამდე გადარეკა. მიუხედავად ამისა საახლოებით IX საუკუნემდე არ შეიმჩნეოდა არანაირი პროგრესი. შემდეგ, განსაკუთრებით მცირე აზიაში, დაიწყო გარკვეული მნიშვნელობის წარმოება. რკინა გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე, სადაც შეცვალა ბრინჯაო. თავდაპირველად ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა. მოთხოვნილება დიდი იყო, მიწოდება კი ბევრად ნაკლები.

რკინა ყველაზე ძვირი ლითონი, ოქროზე უფრო ძვირი ლითონი იყო!

ეს მდგომარეობა კიდეც ერთხანს უნდა გაგრძელებულიყო. ძვ.წ.800 წლისთვის აღმოსავლეთისთვის ისევ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკურ ძვრათა და საომარ საშინელებათა პერიოდი: იწყებოდა ასურეთის აღმავლობა, რასაც ის მსოფლიო ძალად უნდა ექცია. ტიგლატ- ფილასარ III-მ წამოიწყო ლაშქრობები აღმოსავლეთის სამეფოთა დასაპყრობად, აიღო დამასკო, დაიპყრო სირია და აღმოსავლეთ იორდანია. 721 წელს დაეცა იზრაელის დედაქალაქი. ანატოლიაში სარგონ II-მ ფრიგიის უკანასკნელი მეფე მიდასი თავის ვასალად აქცია.

დაახლოებით იმავე ხანაში ურარტუს სამეფო და კავკასიის წიაღისეულით მდიდარი მისი რეგიონები გადავიდა ასურეთის კონტროლს ქვეშ ( ამის შემდეგ კი ფრიგიიდან მოსული პროტოსომხების გამანადგურებელმა შემოსევამ საბოლოოდ მოსპო და მიწის პირიდან აღგავა ურარტუ, მთარგმნელი).

ასარგადონის დროს ფინიკია იქცა ასურეთის პროვინციად და ქვემო ეგვიპტე დაპყრობილი იქნა. 663 წელს აშურბანიპალი თავისი გამარჯვებული ჯარების სათავეში შევიდა თებეში და 10 წლის შემდეგ მისმა მეომრებმა ააოხრეს მცირე აზიის ლიდიის სამეფო.

ძვ. წ. 650 წლისთვის მახლობელი აღმოსავლეთი მცირე აზიიდან ეგვიპტემდე იქცა ნანგრევების გროვად. ძველი ქვეყნების დამხობის შემდეგ გაბატონდა ასურეთი. ნინევია გამოსცემს ამჯერად უზარმაზარი ასურული იმპერიის მკვიდრთა ცხოვრების მომწესრიგებელ კანონებს

ერთი დარტყმით შეწყვეტილი იქნა ოდესღაც ესოდენ აქტური ვაჭრობა აღმოსავლეთთან. გადაიკეტა გზა რკინის დიდი მიმწოდებელი ანატოლიის საბადოებისაკენ.

იწყება ნადირობა ახალ ბაზრებზე, ესოდენ საჭირო ახალი ლითონის ახალ საბადოებზე. დარეკა ეტრურიის ზარმა. გარემოებები საუკეთესო იყო. სიცილიას არ ჰქონდა ლითონები, მაგრამ ტიბროსსა და არნოს შორის აღმართული იყო მასივები რომელთა წიაღიც ინახავდა ესოდენ სასურველ ნედლეულს.ამ ქვეყნის მაღაროები, სარდთა მაღაროების გამოკლებით, წარმოადგენდნენ ცენტრალური ხმელთაშუაზღვსპირეთის ყველაზე მნიშვნელოვან რეზერვს. ამას გარდა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო ვაჭრობისათვის,ისინი სანაპიროს ზოლში მდებარეობდნენ.

სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმავალი მოგზაური მათ შორიდან დაინახავს. ლაციუმის სანაპიროს გასწვრივ მონოტონური გზის შემდეგ ტიბროსის შესართავის სიახლოვეს ჩნდება ტოლფას მთების ესოდენ სახასიათო პროფილი. მათზე ბატონობს გრაზიეს მთის ველური მწვერვალები. საშუალო მნიშვნელობის საბადოების ზონა ვრცელდება აქედან ქვეყნის სიღრმეში. ყველაზე სამხრეთი პირველი ყო ექსპლუატაციის თვალსაზრისით.. ის შეიცავდა პირიტს,ტყვიას, ალკოპირიტს, ცინკს, ანტიმონს და, ნაკლები რაოდენობით, ვერცხლისწყალს. რამოდენიმე საათის შემდეგ მონტე არჟენტარიოს მაღალი და ციცაბოფერდებიანი გრძელი ნახევარკუნძულის გარს შემოვლის შემდეგ ჩნდება კუნძული ელბე. იგი შეიცავს სპილენძს და როგორც მიუთითებს მისი მთავარი პორტის სახელი პორტოფერრაიო-რკინას. ეს სახელგანთქმული მიწა, «ინ ცუი ფერრიგნა აბბონდა», ვირგილუსის ლექსის თანახმად, ენეიდაში,ნამდვილად მდიდარია რკინით. მის პირისპირ, მონტე ამიატა-ს მთელს ქვეყანაზე გაბატნებული ვულკანური კონუსის ირგვლივ დაჯგუფებულია რკინის, ტყვიის, ვერცხლის მომცემი მთები. ისინი ეკუთვნიან პოპულონიას, ვეტულონიას და სესინას ხეობაში უფრო ჩრდილოეთით არსებული ვოლტერრას სუვერენებს.

სწორედ ამ ლითონის მთებში ძვ.წ.VII საუკუნეში იტალიაში და საზოგადოდ დასავლეთში დაარსდა პირველი მძიმე ინდუსტრია, და მან საფუძველი ჩაუყარა ეტრურიის განვითარებასა და მის ზღაპრულ სიმდიდრეს.
დელფინებად გადაქცეული ეტრუსკები ფლირენციის მუზეუმიდან
დღესაც ჩანს ამ ეპოქის დაუჯერებელი ინდუსტრიული განვითარების ძველი მოწმეები: მთელ ქვეყანაში შემონახულია ექსპლუატაციისა და გადამუშავების ინტენსური აქტივობის კვალი. პორტო ბარატოს მსგავსად კუნძულ Eლბე-ზაცაა ლითონის შლაკის ნამდვილი გორები. მათ პოულობენ ლუნისი,კონტე ფორტინოს მთის კალთებზე და პირგის ირგვლივ. კაერეს ცნობილ ძველ პორტში შლაკი ფარავს მიწას მრავალი შრისაგან შემდგარი სქელი ფენით.

ეტრუსკთა წიაღისეულის ამოღების მეთოდი, წერს სიბილ ფონ ლრდ-რედენ,თანამედროვე კრიტერიუმების მიხედვით ჯერ კიდევ ძალიან არარაციონალური იყო. ეპოქის მიერ მიღწეული ტექნიკის დონე არ იძლეოდა წიაღსეულის ამოღებისას ზედაპირულ შრეებზე ქვევით ჩასვლის საშუალებას.

როდესაც საჭირო ხდებოდა ღრმა ფენებში ჩაღწევა ანთებდნენ ცეცხლს, შემდეგ გახურებულ კლდეს ასხავდნენ ცივ წყალს და ხეთქავდნენ ქანს. და მაინც ეტრუსკები საოცარი ოდენობით იღებდნენ წიაღისეულს.

იზრაელში მეფე სოლომონის სპილენძის საბადოების აღმოჩენამ ნამდვილი სენსაცია მოახდინა. მათ სანახავად ყოველწლურად ტურისტთა კოჰორტები მიდის. არანაკლებ შესანიშნავი ეტრუსკული მაღაროები, რომლებიც ირიცხებიან ევროპის უძველეს და უმნიშვნელოვანეს მაღაროებს შორის,უყურადღებოდაა დარჩენილი. არავინ იცის მათი არსებობის შესახებ. არავინ მიდის მათ სანახავად. არავითარი გზამკვლევი არ ლაპარაკობს მათზე.

Fილიპო მაგი : « ამ ინდუსტრიამ უეცრად გაამდიდრა ეტრუსკები. მათი სიმდიდრისა და ძლიერების მწვერვალი ემთხვევა ბრინჯაოს დიდად გავრცელების პერიოდს და რკინით ვაჭრობის დაწყების ხანას.

ეტრუსკები მთელ ევროპას ამარაგებდნენ ბრინჯაოთი და რკინით»

ეტრუსკების დიდება ეფუძნება მშვიდობიან მშენებლობას. შაკუთარი ესოდენ ბრწყინვალე კულტურულ განვითარებას მათ საფუძველი ჩაუყარეს ხელოვნებისა და ინჟინრის ტექნიკის მოხმობით.

14, ისინი ბატონობდნენ ზღვებზე :
იტალიის ისტორიაში ეტრუსკები შევიდნენ როგორც მეზღვაურები. თოსკანა იყო მათი საყრდენი ბაზა და იქიდან აწყობდნენ ისინი ექსპედიციებს ნახევარკუნძულის ირგვლივ საზღვაო გზების დასაპყრობად და გასაკონტროლებლად. ძალიან ადრე დასჭირდათ მათ ვაჭრობის უზრნველსაყოფად სავაჭრო ფლოტის აგება. და მათი პორტების, მათი სანაპიროს და მათი კომერციული იმპერიის ასაგებად საბრძოლო ფლოტის მშენებლობა.

ტირენიელებზე და მათ ზღვათა იმპერიაზე საუბრისას მკვლევარები ხშირად ხმარობენ ცნებას « თალასოკრატია» .

ეტრუსკული ქიმერა
«ეტრუსკთა ძლიერება ისეთი იყო,ამბობს ტიტუს ლივიუსი, რომ მათი დიდება ავსებდა არა მარტო ხმელეთს, არამედ ზღვასაც იტალიის მთელ სიგრძეზე ალპებიდან მესინის სრუტემდე». შემთხვევითი არ ყოფილა რომ სარდების ზღვას სახელი შეუცვალეს და უწოდეს სანაპიროს ახალი მკვიდრების სახელი. « ეს მოხდა იმიტომ, აღნიშნავს დიოდორე სიცილიელი რომ მათი ძლიერება იმდენად დიდი იყო რომ ისინი დიდი ხნის მანძილზე ბატონობდნენ ზღვებზე. იტალიის გარემომცველ ზღვას ამიტომ უწოდეს ტირენიის ზღვა». გულადი და საშიში ზღვაოსნები,ასე ხატავდნენ ძველი მწერლები ეტრურიის მესვეურებს. მათ უკავშირდება რეალური ამბები, ლეგენდები თუ ანეგდოტები.

სწორედ ტრენიელებმა მოიტაცეს სამოსიდან ჰერას სახელგანთქმული ქანდა-
კება და ბრორონის ქალები გაიტაცეს ატიკიდან. მათ აბრალებდნენ აგრეთვე ათენის დაპყრობასა და გაძარცვას. ისინი საშიშები იყვნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში,ტირენიულ წყლებში, ისევე როგორც იონიურ თუ სიცილიის ყურის წყლებში. დიოდორე ყვება ტირენიელთა მიერ კორსიკის ოკუპაციის შესახებ და სტრაბონი მოგვითხრობს სარდინიაში მათი დამკვიდრების შესახებ.
სხვა ავტორები ყვებიან ბალეარებზე და ესპანეთის სანაპიროზე მათ მიერ კოლონიების დაარსებაზე. დიოდორე მოგვითხრობს რომ კართაგენსა და ეტრუსკებს შორის ერთხელ მოხდა ომი შუა ატლანტურ ოკეანეში არსებული ერთი კუნძულის გამო. იქნებ ლაპარაკია მადერაზე?

ბერძნული ტრადიციით ისინი ითვლებიან პირატებად რომელთა გაბედული წამოწყებები და შეტევები შიშს გვრიდა მთელ ცენტრალურ აუზს.

ჰომეროსმა ეტრუსკებს უძღვნა დიონისეს მისეული ჰიმნის ერთი პასაჟი. იგი ყვება თუ როგორ იქცა დიონისე ერთხელ ეტრუსკთა მძევლად. თავის განთავისუფლება მან მოახერხა მხოლოდ ეტრუსკთა დელფინებად გადაქცევით.

დიონისე ლაპარაკობს ეტრუსკთა საზღვაო მშენებლობის ტექნიკაზე.თეოფრასტე ყვება რომ ისინი ტყეებში ჭრიან იმდენად მაღალ ხეს რომ მხოლოდ ეს ხეა საკმარისი დიდი გემების ხერხემლის დასამზადებლად. ერთი ბერძნული წყაროს მოხმობით პლინიუსი იმეორებს ცნობას რომლის თანახმადაც ესოდენ საშიში ნისკარტი, რომელიც ხმლისავით გრძელდება გემთა წინ, არის ერთი პიზელი ეტრუსკის გამოგონება. ამბობენ რომ ღუზაც ეტრუსკული გამოგონებაა.

მეტისმეტად მრავალია მოწმობა, მეტისმეტად მრავალია წყარო. შეუძლებელია მათი უგულვებელყოფა. ისინი შეიცავენ ისტორიულ სიმართლეს. მრავალი აღმოჩენა მოწმობს ეტრუსკთა ცოდნაზე ნავიგაციისა და გემთმშენებლობის სფეროში. ერთი მათგანია თიხის ლარნაკი ჩაერე-დან, რომელიც გვიჩვენებს ძვ.წ.VI საუკუნეში მომხდარ გააფთრებულ საზღვაო ბრძოლას. ერთი გრძელი გემი, რომელსაც წინ თვალი ახატია და რომლის კორპუსსაც აგრძელებს ნისკარტი, უტევს მეორეს. მეორე გემის ეკიპაჟი მზადაა საბრძოლველად. ორივე გემის მეომრები ერთნაირად არიან შეიარაღებულნი: კასკები მაღალი თხემით, შუბები და მრგვალი ფარები. განსხვავებულადაა შემკული ფარები. შემტევი მხარის ფარები შემკულია გეომეტრიული მოტივებით,როგორც ეს ჩანს ადრეული ხანის პრიმიტიულ ეტრუსკულ ორნამენტაციაში,მაშინ როდესაც მეორე გემის ეკიპაჟის ფარებს ამკობს ხარის თავის, ვარსკვლავების და კიბორჩხალას გამოსახულებები.ლაპარაკია ეტრუსკთა და ბერძენთა ბრძოლაზე? უცნობია. ორივე ტიპის გემი სერავდა იმ დროს ტირენიის ზღვას და ეტრუსკებს ორივე უნდა გამოეყენებინათ...

ძველ ავტორთა ყველა ნაწერს ერთი რამა აქვს საერთო : ისინი გამოხატავენ აღფრთოვანებას და პატივისცემას, შეიძლება შიშსაც, რომელსაც ჰგვრიდნენ ბერძნებს ეტრუსკი ზღვაოსნები.

ეს მსგავსება შეიძლება ახსნას მხოლოდ პირადი მოგონებებით,პირადი გამოცდილებით და კონკრეტული მონაცემებისაგან ნაქსოვი რეალობით.

ეტრუსკთა წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებები ( ეტრუსკებს ხშირად წარმოადგენდნენ პირატებად) ეწერება ეკონომიკური პროპაგანდის ვრცელ კამპანიაში,სადაც მოწინააღმდეგის შესახებ გავრცელებული ცრუ ბრალდებები წარმოადგენდნენ ბაზრებისა და ნედლეულის დასაპყრობად გამართული ამ დაუნდობელი რძოლის მხოლოდ ერთ ასპექტს.

არქაულ ანაში ზღვაზეც და ხმელეთზეც მეფობდა ანარქია. ზღვის ყაჩაღობა საქონლის ქურდობაზე თუ ქალაქთა ძარცვაზე მეტად სამარცხვინო არ ყოფილა. იმხანად იყო ჩვეულებითი სამართალი. ბერძნები არ უნდა ედავებოდნენ ამიტომ ეტრუსკებს !

თვით სოლონმა, ამ ბრძენმა კანონმდებელმა, უარი თქვა პირატების წინააღმდეგ ზომების მიღებაზე !

პოლიკრატე ამოსელი იჭერდა უცხოურ გემებს და ნადავლის მეათედს სწირავდა ტაძრებს

თვით თუკიდიდემ დაადასტურა რომ ძვ.წ.400 წლისათვის ელადის ზოგ რეგიონში პირატობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

პირატობას მისდევდნენ მცირე აზიელი ბერძნებიც...

შეუძლებელია ვიცოდეთ თუ რა ბრძოლებში უნდა დაპირისირებოდნენ ერთმანეთს ბერძნები და ეტრუსკები როდესაც ისინი ცდილბდნენ სიცილიასა და ტოსკანას შორის ზღვებზე გაბატონებას ან ტიბროსის ჩრდილოეთით არსებული ლითონის საბადოების დაუფლებას. ძველი ავტორების იშვიათი ცნობები წარმოადგენს დაპირისპირებათა შორეულ ექოს, წიაღისეულის, ბაზრების, მონოპოლიებისათვის შორეულ წარსულში გამართული შეუპოვარი და მივიწყებული ეკონომიკური ომის ერთ თავს...

ეტრუსკებმა ვერ შეუშალეს ხელი ბერძნებს სიცილიის აღმოსავლეთითა და დასავლეთით და ჩექმის ქვეშ დასახლებაში.


მიუხედავად ამისა დიდი კუნძულის ჩრდილოეთით,მესინის სრუტის იმ მხარეს, ე'ტრუსკები ბატონებად დარჩნენ. მხოლოდ ეგეოსიდან მოსულმა ემიგ-
რანტებმა იშიიდან გასვლისას დააარსეს ქალაქი Cumae. მაგრამ ეს იყო ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე, დანარჩენი ზონებისაგან სრულებით იზოლირებული ქალაქი. ბერძნები ვერასოდეს გასცდნენ ამ საზღვარს. თირენიის ზღვა უეცრად გაიყო და დადგინდა გავლენის ზონები.

მიცვალებულის ჰეროიზაცია
შეიარაღებული დაპირისპირება VII საუკუნეში შეცვალა მშვიდობიანმა ვაჭრობამ. ბერძნები კართაგენელებს ექიშპებოდნენ ეტრუსკთა საუკეთესო სავაჭრო პარტნიორად გასახდომად. ეტრუსკებს ყველაზე მჭიდრო კავშირი ჰქონდათ სირაკუზთან,რომელსაც გაივლიდნენ კორინთოდან,იონიის ქალაქთა დიდი პორტიდან გადმოზიდული ნივთები. ეტრუსკულ ქალაქებში დამკვიდრებულ ბერძენ მხატვრებსა და ხელოსნებს უერთდებოდნენ ვაჭრები.პირჟის პორტი იფარავდა მთელ კოლონიას.

მიუხედავად ამისა ეს მხოლოდ შესვენება იყო ორი ხალხის შეჯახებათა შორის. VI საუკუნის ბოლოს ხელახლა და კიდევ უფრო დიდი ძალით გაჩაღდა ბრძოლა ბერძნებსა და ეტრუსკებს შორის.

თავისი ძლიერი ფლოტითა და შეიარაღებული ძალებით დაცულ ეტრურიას შეეძლო ენახა სხვაგვარად მავალი ისტორია: სხვა ვაჭარი ხალხების მსხვერპლი,იგი ალბათ თვითონ თუ გადაგვარდა კოლონიად. ..


 15. მაგიის ტყვეები :

ეტრურიის მიტოვებული ნეკროპოლები,წითელი მიწის ბორცვთა ქვეყანაში გაფანტული მიცვალებულთა ეს ქალაქები. გამქრალი ქალაქები რომელთა მკვიდრთაც იქ აქვთ უკანასკნელი განსასვენებელი. დარჩა მხოლოდ სამარხები, დამარხული წარსულის უტყვი მოწმეები. ისინი ათასობითაა. ისინი ფარავენ დიდ სივრცეებს,მარტოსულ ზეგანთა სიმაღლეებს. მაგრამ ნეკროპოლებიც უბადრუკი ნაშთია, ის რაც გადაურჩა ადამიანის და ბუნების ყველაფრის დამასახიჩრებელ ძალას. გადაშლილნი დიდ სივრცეებზე, დასერილნი საცერემონიო გზებით, მწკრივდე-
ბიან და ჩანან ცოცხალთა დასახლებებიდან. მიცვალებულთა სახლები, ამაღელვებელი ტყუპისცალი დები,ეტრუსკული ნეკროპოლები ევლებოდნენ ეტრურიის სიმაგრეებს და იზრდებოდნენ თაობათა მანძილზე.

დიდი ხნის მანძილზე არავის შეუწუხებია ეს ევროპაში უნიკალური თავის თავში ჩაკეტილი სამყარო. იგი ყველასათვის წმინდა ტერიტორია იყო და აღიარებული იყო მისი ხელშეუხებლობა. მხოლოდ ეტრუსკთა გაქრობისა და მათი ისტორიის წარსულის კუთვნილებად ქცევის შემდეგ დაიწყო მათი წაბილწვა.იქ დამარხული უზარმაზარი სიმდიდრე,ოქრო-ვერცხლი, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის ჭურჭელი,არა-
ჩვეულებრივი ლარნაკები,ატიკური შავფგურიანი თუ წითელფიგურიანი კერამიკა აღვივებდა განძის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მაძიელებთა და სასაფლაოს მძარცველთა შურს.

იმპერიული ეპოქიდან რომაელებმა გატაცებით დაიწყეს ეტრუსკთა სამკაულის შეგროვება და მათ მიერ დაწყებული საქმე უსვინდისოდ გააგრძელეს შთამომავლობამ,გერმანელმა დამპყრობლებმა. ოსტროგოთთა მეფე თეოდორიხ დიდი როგორც ჩანს თვითონ ახდენდა ძარცვის კოორდინაციას. აი ერთი დოკუმენტი :

« წეს-ჩვეულებებს შეესაბამება ადამიანებს მიეცეთ მიწის ქვეშ დამარხული განძი და არ დარჩეთ მიცვალებულებს ის რაც შეიძლება ცოცხლებს გა-
მოადგეთ. დამარხულს არ შეუძლია მოგების მოტანა. ამიტომ ვბრძანებ რომ შენ შეუდგე ოქრო-ვერცხლის ძიებას მის დაუყოვნებლივ გამოსამზეურებლად და ყოველივე ეს ჩემი ბრძანების თანახმად დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხალხს. შენ პატივი უნდა მიაგო იმას რაც მიცვალებულებს ემსახურება : ფერფლს, რასაც ინახავს მავზოლეუმები,მარმარილოს კოლონებს, რაც ამკობს საფლავებს. მუხედავად ამისა იქ დაცული განძი ეკუთვნის ცოცხალთა მთავრობას. საფლავებიდან ამოღებული უნდა იქნას უპატრონოდ დარჩენილი განძი».

ცარიელები, სანახევროდ დანგრეულები,გაძარცულები,ასეთია ეტრუსკულ საფლავთა დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენამდე მოაღწია მათში დამარხულის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა. დამტვრეული ან ცუდად შეკეთებული ნადავლი მთელ მსოფლიოშია გაფანტული. იგი ავსებს მუზეუმებს ან კერძო კოლექციებს. ეხლა უკვე იშვიათია არქეოლოგთა მიერ ხელუხლებელი სამარხის აღმოჩენა.

ვრცელ სამგლოვიარო ველებზე კვლავ ქრის უცნაური და ამაღელვებელი სული. დასაკრძალი ოთახები კვლავ ინახავენ შორეული არქაული სამყაროს საიდუმლოს. არსადა ჩანს ასეთი სიმძაფრით ეტრუსკი ხალხის უცნაური და იდუმალი ხასიათი. აქ ვართ ყველაზე ახლოს ამ ხალხის აზრებთან ,მის განცდებთან, მის სულთან. ჩვენს წინაშეა უკანასკნელი მოწმე იმ მაგიური სამყაროსი რომელიც იდუმალი ძაფებით კრავდა ამ ხალხს, აჯადოებდა მას.

«ეს ხალხი, წერს ტიტუს ლივიუსი, სხვებზე მეტად იყო მიდრეკილი რელიგიური პრაქტიკისკენ, მით უფრო რომ ამ სფეროში მას ჰქონდა საგანგებო ცოდნა». ძველი ავტორები ეტრუსკებს აღწერენ როგორც ღრმად რელიგიურ ხალხს. ეტრუსკთა დანატოვარი,არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ ამ მოწმობებს. ჩვენს ხელთ არსებული უამრავი არქეოლოგიური მონაცემი გვიჩვენებს თუ რა ღრმად იყო
ფესვგადგმული მათი ყოველდღიური ცხოვრება რიტუალებსა და რელიგიაში.

ამაზე მოწმობენ ბრინჯაოს სარკეებზე გამოსახული სცენები. თიხისა და ქვის ბარელიეფები, სამარხები, საბეჭდავები და გემები დასახლებული არიან ღმერთებით და ნახევარღმერთებით,დემონებითა და კეთილი სულებით, ანგელოზთა მსგავსი ფრთოსანი ფიგურებით და ეშმაკთა მსგავსი ზღაპრული არსებებით ან ეგზოტიკური ფაუნით. და ყველა ეს არსება თითქოს წარმოდგენილია სახლში ისევე როგორც ბუნებაში, შრომისას ისევე როგორც ზეიმისას და თამაშის დროს, სიცოცხლეში როგორც სიკვდილში. რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა ეკეთებინათ,ეტრუსკები ცხოვრობდნენ მათი რწმენის რიტმში. ეს ირეკლებოდა მიცვალებულთა საპატივცემულო ცეკვაშიც.


მოცეკვავე ეტრუსკები
წვეულებები. მოცეკვავე კიდურები მოცეკვავეთა გარეშე, სიცარიელეში მფრინავი ფრინველები, ლომები, ასეთია ნახევრად დარღვეული ფრესკები ტარქვინიესის აკლდამებში დ.ჰ.ლოურენსის აღწერის თანახმად.

ოდესღაც ყველაფერი ნათელი და მოცეკვავე იყო. ეს იყო იქაური სამყაროს ნეტარება. მიცვალებულს პატივს მიაგებდნენ ღვინით,ფლეიტის ხმა იწვევდა საცეკვავოდ და სხეული ტოკავდა... როგორც წერს ანტიკური ხანის ერთი წარმართი ავტორი «სხეულის არც ერთი ნაწილი არ უნდა დარჩეს აღუვსებელი რელიგიით. სულს არ უნდა მოაკლდეს სიმღერა, გულს და მუხლებს არ უნდა მოაკლდეს ნავარდი და ხტომა ვინაიდან ისინი ყველა ღმერთს იცნობენ». ეს გაცხადებულია ეტრუსკულ ცეკვებში. ისინი ღმერთებს ფრჩხილის წვერებამდე იცნობენ. ეს საუცხოო მოცეკვავე ფრაგმენტები,კიდურები და სხეული, გარშემორტყმულნი დასახიჩრებული სიცარიელით. ისინი ყოველთვის იცნობენ ღმერთებსა და ამას ნათლად ამჟღავნებენ...

ეტრურიამ, აღნიშნავს პროფ. პალლოტინო, იმთავითვე განსაზღვრა იტალიური რელიგიის ხასიათი,რომაული რელიგიის საწყისი. ეს უეჭველია, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ეტრუსკული ისტორიული მემკვიდრეობიდან რომმა ნაკლები ყოყმანით სწორედ რელიგიური ელემენტი აიღო და ყოველთვის უჭერდა მას მხარს ბერძნული კულტურის დამპყრობელი გავლენის საწინააღმდეგოდ.

სიბილ ფონ კლეს-რედენ ავსებს ამ მოსაზრებას:

«ეტრუსკული რელიგიის მნიშვნელობა რომაული სახელმწიფოს ინტელექტუალურ ფორ-
მაციაში და რომაელთა წარმოდგენებში სამყაროს თაობაზე და ამის შედეგები მთელი იტალიისათვის შუა საუკუნეების ჩათვლით ძალიან ცუდად იყო შესწავლილი აქამდე. მაგრამ უეჭველია რომ ეტრუსკული ინტელექტუალური ცენტრი ტარქვინიესი ყოველთვის ამზადებდა ინტელექტუალურ ძალებს რომლებმაც განსაზღვრეს იტალიის და დასავლური სამყაროს განვითარება».


16 :
ეტრუსკების რელიგიაზე :

ცოტაა წყარო საიდანაც შეგვიძლია ცოდნის მიღება. რომაულ ეპოქაში იცნობდნენ ეტრუსკთა რელიგიურ ნაწერებს. არსებობდა ეტრუსკულ ხელნაწერთა ლათინური თარგმანები.

როდესაც ძვ.წ.63 წ. ელვა დაეცა Lუპა-ს სახელგანთქმულ ქანდაკებას,
ეტრუსკი ჩამომსხმელის ქმნილებას, რომლის ნახვა ეხლაც შეიძლება კაპიტოლიუმზე, ციცერონმა დაწერა : « იმათ, ვინც ამის გამო მიმართეს ექსპერტთა ნაშრომებსა და დოკუმენტებს,რატომ არ მიაქციეს ყურადღება ეტრუსკთა ამ ნაწერების ბნელ წინასწარმეტყველებას?»
იმპერატორი კლავდიუსი,თვითონ ავტორი ეტრუსკთა 20-ტომიანი ისტორიისა,პირადად ჩაერია რათა არ დაკარგულიყო « იტალიის უძველესი დოქტრინა». ძვ.წ.47 წ. წარმოთქმულ სიტყვაში,რომლის ფრაგმენტიც ჩვენ ხელთა გვაქვს,იგი იხსენებს დროს როდესაც «ეტრურიის დიდებულნი საკუთარი ნებითა თუ სენატის დავალებით საკუთარ ოჯახებში იცავდნენ და ავითარებდნენ ამ წმინდა მეცნიერებას»

გაქრა ყველაფერი რაც ჯერ კიდევ იმპერიულ ხანაში არსებობდა. ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთ ეტრუსკულ დოკუმენტს ან მის ლათინურ თარგმანს. შემთხვევითი იყო ეს თუ ეს უნდა მივაწეროთ სახიფათოდ ჩათვლილი წარმართული ხანის მემკვიდრეობის შეგნებულ და სისტემატურ მოსპობას? არ უნდა დავივიწყოთ რომ ქრისტიანობის აღმავლობას თან სდევდა შეუბრალებელი ბრძოლა ძველ რელიგიებთან და კულტურებთან,რომელთაც ჯერ კიდევ მისდევდნენ ხალხები და რომ გაცილებით უფრო ადრე იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე არნობიუსის მიერ 295 წლისთვის გამოქვეყნებულ «ქრისტიანობის აპოლოგიაში» ეტრურია მოხსენებული იყო როგორც « ყოველგვარი ცრურწმენის მშობელი».

ამდენად ჩვენი ცოდნა ეტრუსკული რელიგიისა ჰგავს დამსხვრეულ მოზაიკას.

ებრაული და ქრისტიანული რელიგიების მსგავსად ეტრუსკული რელიგიაც გამოხადების რელიგიაა. ერთ მშვენიერ დღეს, მითის თანახმად, მდინარე მატრას ნაპირზე მოხდა არაჩვეულებრივი მოვლენა. ახლად გავლებული ხნულიდან გაჩნდა ღვთაებრივი ქმნილება,ბავშვი, რომელიც სიბრძნით მოხუცს მიაგავდა.შეძრწუნებული მუშის ყვრილზე მოვიდნენ ეტრუსკთა ქურუმ-მეფე ლუკუმონები. ბავშვმა მოხუცმა მაშინ მათ გადასცა წმინდა დოქტრინა. ლუკუმონებმა ის მოწიწებით და თაყვანისცემით მოიხსენიეს და ჩაწერეს რათა როგორც უძვირფასესი ქონება გადაეცათ შთამომავლობისთვის.

წმნდა დოქტრინის გამოცხადებისთანავე ეს ზღაპრული არსება,რომელსაც ერქვა Tagês,და რომელიც ითვლებოდა კეთილი სულის (génie) შვილად, და უზენაესი ღვთაების,თინია-ს (ეტრუსკული ზევსი) შვილიშვილად,მკვდარი დაეცა დამუშავებული მიწის ხნულში.

გლეხმა, ვისაც გამოეცხადა ეს ბავშვი, მაშინ გაავლო კვალი რომელზეც აშენდა პირველი ეტრუსკული ქალაქი. გლეხს ერქვა ტარშონ-ი. უკვე ანტკურ ხანაში მას ახსენებდნენ როგორც ქალაქი ტარქვინიესის დამფუძნებელს,ქალაქისა რომელსაც თავისი საკუთარი სახელი უწოდა. ამავე დროს იგი ითვლებოდა ყველა ეტრუსკული ქალაქი-სახელმწიფოს დამფუძნებლად.

12-თა ლიგაში გაერთიანებული ეს ქალაქი-სახელმწიფოები ძალიან მკაცრად მისდევდნენ წმინდა დოქტრინას, რომელსაც ერქცა დისციპლინა ეტრუსკა.

ტაგესის მიერ გამხელილი დსცპლინა ეტრუსკა იყო წმინდა ტექსტთა კრებული. ასეთი კრებულები ჰქონდა ძველი აღმოსავლეთის ყველა ხალხს. სამაგეროდ მსგავსი არაფერი ჰქონია საბერძნეთს.

გასულ საუკუნეში ტარქვინიესში წარმოებული გათხრების დროს ნაპოვნ მრავალ ნივთში არქეოლოგებმა იპოვეს გათლილი ქვები,რომლებიც პირველად აშუქებდნენ კონკრეტულად ძველ ტრადიციას. ეს გემები შემკული იყო ტაგესის მითის სცენებით. ცხადად გაირჩევა მიწიდან ამოსული ადამიანის თავი. მას გარს აკრავს გლეხთა და ქურუმთა ჯგუფი. ზოგიერთი ეს გემა ბეჭდის სახით უნდა ეტარებინათ ქურუმებს რომლებიც ეკუთვნოდნენ 60 მისანთა (ჰარუსპისები) მოგვიანებით აღნიშნულ ტარკვინიულ ორდენს.

ამ მითიური მოვლენის მოგონების სიცხოველეზე, მის არსებით მნიშვნელობაზე ეტრუსკებისთვის, მეტყველებს სხვა მონაპოვარი. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ტარქვინიუსთან ახლოს, პატარა იტალიური ქალაქი ტუსკანიას მახლობლად (იგი ოდესღაც ეტრუსკული ქალაქი იყო),აღმოჩნდა ბრინჯაოს დიდებული სარკე 2000-ზე მეტი წლის დატანილი გამოსახულება გვიჩენებს ეტრუსკთა ერთ-ერთი საიდუმლო რიტუალ ჰეპატოსკოპიას. ოდნავ დახრილი ყმაწვილი დასცქერის მსხვერპლად შეწირული ცხვრის ღვიძლს. ღვიძლი მას მარცხენა ხელში უჭირავს და სინჯავს მას. ტანისამოსით მასში ამოიცნობა ჰარუსპექსი,როგორც ეტრუსკები უწოდებდნენ ქურუმს ვისაც ევალებოდა ღვიძლის წაკითხვა. ნაკეცებად მუხლებამდე ჩამოშვებული მოსასხამის ქეშ მას აცვია მოკლე სახელოებიანი კაბა,თავზე ახურავს ეტრუსკი ქურუმებისთვის სახასიათო კონუსური ქუდი. მასთან ახლო დგას ასევე ქურუმის სამოსში გამოწყობილი წვერიანი მოხუცი. იგი ჯოხს ეყრდნობა.
გრძელ შუბს ეყრდნობა მამაკაცი,რომლის მაღალი სილუეტი ბატონობს ყველაზე, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცედურას. ამ ბრინჯაოს სარკის ნაპირებზე დატანილი იყო ეტრუსკული წარწერები. მათი ამოკითხვის შემდეგ სწავლულებს სურპრიზი დახვდათ : ახალგაზრდა მისანის თავზე სწერია Pava Tarchies , ტაგეს-ის ერთ-ერთი ეტრუსკული ფორმა,რაც შეეხება მარცხნივ მდგომ მის კოლეგას, წარწერა მას უწოდებს Tarchunus-ს, ე.ი.Tarchon-ს,და შუბოსანი მეორე მხარეს არის Velthune, ამ სახელს ატარებდა ეტრუსკთა უზენაესი ღმერთი თინია ვოლსინიეს-ის რეგიონის კულტში. ამ სახელით სცემდნენ მას თაყვანს Fanum Voltumnae-ში, ამ რეგიონში მდებარე ტაძარში, იქ სადაც ეტრუსკები ყოველწლიურად იკრიბებოდნენ რათა 12-ს ლიგის მფარველი ღმერთის პატივსაცემად ზეიმი გადაეხადათ.

ტუსკანიას ბრინჯაოს სარკის ტექსტი და მისი ილუსტრაცია,ძვ.წ.III საუკუნის მხატვრის ქმნილება, ნათლად აჩვენებს ტარქვინიესის ლეგენდარული დამფუძნებელი ტარშონის მჭიდროკავშირს ფედერალური ტაძრის ღმერთთან. ამავე დროს ისინი ნათელს ჰფენენ ტაგესის დოქტრინის მნიშვნელობას ეტრუსკთა ცხოვრე-
ბაში.

არქეოლოგია ადასტურებს ტარშონის ლეგენდას იმის თაობაზე რომ ტარქვინიესი დაარსდა უხსოვარ დროს,რომ ქალაქის ქრონოლოგიური პირველობა რეალური იყო.

იტალიელი ეტრუსკოლოგი ლუიზა ბანტის თქმით ტარქვინიესი ეტრურიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, შეიძლება უძველესიც კი. VII საუკუნის პირველ ნახევრამდე მასში თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრე. აქ უფრო ოსტატურად ამუშავებენ ლითონს. ამას გარდა, მეზობლად აღმართული ტოლფას მთები ინახავენ ეტრურიის უძველესი საბადოს კვალს.

აღარავის შეუძლია დაწვრილებით გადმოცემა ტაგეს-ის მიერ გამხელილი დოქტრინისა. მისი წინასწარმეტყველებები ავსებდნენ წმინდა წიგნთა დიდ ნაწილს. ბერძენი და რომაელი ავტორების მითითებებიდან და განცხადებებიდან შეიძლება შემდეგი დასკვნების გამოტანა :

წმინდა დოქტრინა, დისციპლინა ეტრუსკა , როგორც მას რომაელები უწოდებდნენ, შეიცავდა კანონებს, მითითებებს, წმინდა წესებს,რომელთათვისაც აუცილებლად უნდა დაემორჩილებინა თავისი მოქმედება ეტრუსკ ხალხს.

ეს წიგნები შეიცავდნენ აგრეთვე ყველაფერს რაც ეხებოდა ეტრუსკი ხალხის ბედს ამ მიწაზე, ამქვეყნად მისი არსებობის ფარგლებში და პირობებში.

დისციპლინა ეტრუსკა ირეკლავს კოსმოსთან ღრმა და მჭიდრო კავშირის განცდას.

ეტრუსკებს სწამდათ ცისა და დედამიწის ყველა ელემენტის, მიწისქვეშა რეგიონების მისტიკური ერთობისა, რომ ყველაფერი დედამიწაზე, პიროვნების ისე როგორც ერის არსებობა ჩაწერილია შესაქმის შეუბრალებელ და უცვლელ რიტმში.

არაფერია შემთხვევითი. ყოველი მოვლენა თითქოს წინასწარაა დაფიქსირე-
ბული. ადამიანებსა და ხალხებს არა აქვთ გასაჩივრების უფლება.ისინი ემონებიან ღმერთების მიუწვდომელ ნებას.

ბერძნებს არ სცოდნიათ ასეთი მონობა მოირას, განგების ამ შემზარავი ქალღმერთის წინაშეც კი.

აქ ყველაფერი ისე ხდება თითქოს ადამიანმა უარი თქვა თავის მეობაზე,
თითქოს იგი დამორჩილდა თავის ბედს ღვთაერივის წინაშე და მის ერთადერთ იმედად რჩება მაგიური რიტუალის აღსრულება.

რჩევებისა და ბრძანებების მჭიდრო ქსელი აწესრიგებს სიცოცხლის ყოველ აქტს,
განსაზღვრავს ყოველგვარ ოფიციალურ თუ კერძო საქმიანობას. ადამიანების თითქოს ჰქონდათ ერთადერთი საზრუნავი, ღმერთების ნებისა და მათი ნიშნების ინტერპრეტაცია რათა დაემსახურებინათ მათი კეთილგანწყობა და ამით
უკუეგდოთ ყოველგვარი სიავე, ხიფათი და მუქარა. ეტრუსკებში არასოდეს უარსე-
ბია მოქმედების და გადაწყვეტილების თავისუფლებას. ყოველ ნაბიჯზე მათ წინაშე აღიმართებოდა წმინდა კანონი.

ყველგან არსებული წმინდა კანონი მუდმივ ზეწოლას ახდენდა სულზე და სულისკვეთებაზე. პალლოტინოს შეხედულებით « ეტრუსკთა ყველა ეს კონცეფცია და ყველა ეს პრაქტიკა გვიქმნის შთაბეჭდილებას რომ ადამიანი მთლიანად მინ-
დობილია ღვთაებას და მის პირისპირ უარი აქვს ნათქვამი ყოველგვარ ინტელექ-
ტუალურ ავტონომიაზე».

« ეტრუსკული დისცპლინა შედგებოდა 3 სახის ბედის წიგნისაგან. უპირველეს ყოვლისა ეს იყო « libri haruspicini», რომლებიც ეძღვნებოდა მსხვერპლად შეწირული ცხვრების ღვიძლზე მკითხაობას; შემდეგ « libri fulgurales», რომლე-
ბიც ეძღვნებოდა ელვის ინტერპრეტაციას,და ბოლოს «ლიბრი რიტუალეს»,ეს უკანასნელ-
ნი მოცავდნენ ძალიან მრავალფეროვან და ვრცელ სფეროს. ისინი შეიცავდნენ კულტის კანონებს,რომელთა შორისაცაა ქალაქთა დაარსების,საკურთხეველთა და ტაძართა კურთხევის,სიმაგრეთა ხელშეუხებლობის,ტომებად,კურიებად და ცენტურიებად დაყოფის,ჯართა შედგენისა და ორგანიზაციის და ომისა და მშვიდობის ყველა მსგავსი საკითხის კანონები».

ეს უკანასკნელნი კიდევ შეიცავდნენ სამ სხვა ნაწერს : « libri fatales», რომლებიც ეხება დროთა დანაწევრებას და ადამიანთა და ხალხთა ცხოვრების ხანგრძლივობას.

« les libri acherontica» ( აქერონტის წიგნები),რომლებიც ეხება საიქიოს და განთავისუფლების რიტუა-
ლებს და ბოლოს წესებს, რომლებიც ხსნის სასწაულებსა და ნიშნებს.

«ლეს ოსტენტარია», რომლებიც განსაზღვრავენ თუ რომელი გამოსყიდვით შეიძლება უბედურების თავიდან აცილება და ღმერთთა კეთილგანწყობის მოპოვება.

etruskuli religiaetruski misani haruspex,Zv.w.VI-V ss.RviZlis samkiTxao modeli masze datanili RvTaebebisTvis gankuTvnili zonebiT (etruskuli brinjao)
ეტრუსკი ოსტატის მიერ გაკეთებული რომაული Lupa


17.პლუტარქე ყვება რომ რომის დასაფუძნებლად ეტრურიიდან მიიწვიეს ადამიანები რომელთაც რომაელებს ასწავლეს რიტუალები და ყველაფერი გააკეთეს წმინდა ჩვეულებათა შესაბამისად.
ალბათ ეტრუსკების მარცხის და გაქრობის მთავარი მიზეზი, მათი « დოქტრინა ეტრუსკა», მათი აბსოლუტური ფატალიზმი და დეტერმინიზმი.

დოქტრინა ეტრუსკა:

ესოდენ უნივერსალური დოქტრინის შეთვისება ითხოვდა ხანგრძლივ და რთულ შესწავლას. დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ მოპოვებული სპეციალურ სკოლებს, მათ შორის ტარქვინიესის სკოლას. ისინი უზრუნველყოფდნენ ადაპტირებულ ტექნიკურ მომზადებას. ეს იყო უნივერსიტეტის მსგავსი დაწესებულება, რომელიც მოიცავდა მრავალ ფაკულტეტს. რელიგიურ კანონთა გარდა თეოლოგიის ფაკულტეტი გადასცემდა ქურუმთათვის აუილებელ უზარმაზარ ცოდნას. ეს კი გულისხმობდა ასტრონომიასაც, მეტეოროლოგიასაც, გეოლოგიასაც,ჰიდრავლიკასაც,ზოოლოგიასაც და ბოტანიკასაც. aquiilices-ებს, ვისაც ამ ქალაქ-სახელმწიფოებში მიმართავდნენ წყალთან დაკავშირებული ყოველგვარი პროექტით,უნდა სცოდნოდათ წყლის მიწისქვეშა რეზერვუარების ადგილმდებარეობის განსაზღვრა,ჭის ბურღვის ხელმძღვანელობა თუ თუ არხთა და წყალსადენი მილების გაყვანა, ქალაქთა უზრუნველყოფა სასმელი წყლით, სოფლად სადრენაჟო თუ სარწყავი მოწყობილობების გამართვა, წყალსაცავების, ზოგჯერ მიწისქვეშა წყალსაცავების მოწყობა, ან პირიქით, ბუნებრივ ტბათა დაშრობა. ამ სამუშაოებში მონაწილეობდნენ სხვა, მიწისქვეშა გასასვლელების მომწყობი თუ გვირაბთა გაყვანის სპეციალისტი ქურუმები.

ეტრურიაში, ისევე როგორც ძველ აღმოსავლეთში, თეოლოგური და პროფანული, საერო ცოდნა არ ყოფილა ერთმანეთისგან გამიჯნული ვინაიდან ითვლებოდა რომ ზეციური და მიწიერი სამყაროები, ბუნებრივი და ზებუნებრივი,ზეცა და დედამიწა ერთმანეთთან მჭიდროდ, ინტიმურად იყვნენ დაკავშირებულნი.

ადამიანის ყოველი ქმედება თუ ყოველი წამოწყება კოსმოსთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყო. ამიტომ იყო ზეცისკენ მიმართული ქურუმთა მთელი ძალისხმევა როდესაც ლაპარაკი იყო წმინდა დოქტრინის თანახმად ღმერთთა ნების წვდომაზე. უდიდეს მნიშვნელობას იძენდა სივრცის ორიენტაცია და დანაწევრება მაშინაც როდესაც ლაპარაკი იყო ცხოველის ღვიძლზე დაკვირვების შედეგად მიღებულ წინასწარმეტყველებაზე თუ ტაძრის საძირკვლის ჩაყრაზე, ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ინტერპრეტაციაზე თუ ველთა და ბაღთა გამიჯნვა-დელიმიტაციაზე.

ითველებოდა რომ მიწა და ზეცა დიდი ჯვრული და უხილავი ფიგურით ოთხად იყო გაყოფილი. ამ ფიგურის ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერძს ერქვა კარდო, დასავლეთ-აღმოსავლეთ, მზის ამოსვლითა და ჩასვლით განსაზღვრულ ღერძს კიდეკუმანუსი (ცნებები ლათინურია). ასე ორგანიზებული და დანაწევრებული სივრცის ირგვლივ ბრუნავდა ყველა რიტუალი და საკულტო ქმედება. მხოლოდ იგი იძლეოდა ღმერთების მიერ გამოგზავნილი ნიშნების გაგების საშუალებას.მის მიხედვით უნდა გამართულიყო მიწაზე ყველა პროფანული თუ წმინდა წამოწყება. ეტრუსკთა წარმოდგენით ბედსაც და უბედობასაც ჰქონდათ ღმერთთა კოსმიური საცხოვრისით განსაზღვრულ 4 რეგიონში ჩაკეტილი მარადი და უძრავი ადგილი.

ღვიძლის სამკითხაო მოდელი მასზე
დატანილი ღვთაებებისთვის განკუთვნილი
ზონებით //ეტრუსკული ბრინჯაო//
კარგ წინასწარმეტყველებათა რეგიონი იყო აღმოსავლეთის რეგიონი,სადაც ცხოვრობდნენ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ღმერთები, და განსაკუთრებით მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი სექტორი. ის შანსის მომტანი იყო. სამხრეთით მეფობდნენ მიწის და ბუნების ღვთაებები. მაგრამ ქვესკნელის ქმნილებები, ბედის საშნელი და ულმობელი ძალები,,ცხოვრობდნენ დასავლეთის მწუხარე, სევდიან მხარეებში,განსაკუთრებით კი ჩრდილოეთსა და დასაველთს შორის მოქცეულ მის ყველაზე დამღუპველ ნაწილში.

არც ერთი ეტრუსკული ქალაქი არ ყოფილა დაუგეგმავი. ისინი არ ყოფილან საცხოვრებელთა შემთხვევითი გროვა.

იტალიკებს, რომლებიც ცხოვრობდნენ აგლომერაციებში რომელთა დაარსებასაც წინ არავითარი არჩევანი არ უსწრებდა, ეტრუსკმა მშენებლებმა მისცეს კულტზე მტკიცედ დაფუძნებული ურბანიზმი. ქალაქის გენერალური გეგმა იცავდა წმინდა კანონებს რადგანაც ის ითვლებოდა მთელი სამყაროს უჯრედად რომელიც ჰარმონიულად იყო ჩაწერილი არსებათა და საგანთა ღმერთთა მიერ განსაზღვრულ და წარმართულ ყოვლისმომცველ წესრიგში.

მსოფლიოს 4 მხარის დადგენის შემდეგ პირით სამხრეთით მდგარი ქურუმი წარმოთქვამდა შემდეგ სიტყვებს : « ეს რომ იყოს წინა მხარე, ეს რომ იყოს უკანა მხარე, ეს რომ იყოს მარცხენა ნაწილი, ეს რომ იყოს მარჯვენა ნაწილი», შემდეგ იგი ლიტიუსით, თავისი გადაღუნული კვერთხით, ავლებდა კარდოსა და დეკუმანუსს.

გაკვრით უნდა აღინიშნოს რომ იგივე ლიტიუსი უპყრიათ ხელთ კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიების ეპისკოპოსებს ისევე როგორც შვედეთის ლუთერანებს. მათ იგი მიიღეს რომისგან, რომელმაც თავის მხრივ ის ეტრუსკებისგან აიღო.

იქ სადაც უნდა აღმართულიყო ახალი ქალაქის ცენტრი თხრიდნენ ღრმა ორმოს რომელიც ძალიან ჰგავდა ჭას. მას ცოცხალთა სამყარო მიცვალებულთა სამყაროსთან უნდა დაეკავშირებინა. ეს იყო საიქიოს ძალებისაკენ მიმავალი გზა. შემდეგ მას დიდი ბრტყელი ქვებით გადახურავდნენ ხოლმე. იგი იმეორებდა ცის კამარას. ამ ჭას უწოდებდნენ მუნდუს-ს და,ვარონის თქმით, ის ითვლებოდა საიქიოს ღმერთთა კარიბჭედ. და ბოლოს, საზეიმო ცერემონიის დროს მის ირგვლივ მოხაზავდნენ მომავალი ქალაქის საზღვრების აღმნიშვნელ დიდ წრეს. ეს ოპერაცია სრულდებოდა კატონისა და ვარონის მიერ შემდეგნაირად აღწერილი რიტუალის თანახმად :

«კარგი წინასწარმეტყველებებით დადგენილ ერთ მშვენიერ დღეს ტოგაში გამოწყობილი ქალაქის ფუძემდებელი გუთანში მარჯვნივ აბავდა თეთრ ხარს, მარცხნივ-თეთრ ძროხას. შახნისის პირი წმინდა სპილენძისა უნდა ყოფილიყო. კვალის გავლებისას გუთანი თხრიდა ისე რომ მიწის ბელტები შიგნით ცვიოდნენ. ასე მოგროვილი მიწა წარმოადგენდა გალავნის მომავალ კედელს. გუთნის კვალი გამოსახავდა თხრილს. კარიბჭეთა ადგილას სახნისი ჩერდებოდა ვინაიდან კარიბჭე პროფანულია მაშინ როდესაც კედელი წმინდაა. კვალით მოხაზული სივრცე წარმოადგენს სახელგანთქმულ პომერიუმს როგორც მუნდუსის შემთხვევაში კარიბჭეების ადგილსაც განსაზღვრავს კარდოსა და დეკუმანუსის წმინდა ჯვარი. ეს ჯვარი განსაზღვრავს ქუჩათა მდებარეობას, საკურთხეველთა აღსამართავ ადგილს,ტაძართა და ციტადელის ტერიტორიას.

ეტრუსკი მისანი haruspex,ძვ.წ.6-5 სს.
აკროპოლზე, წერს რაიმონ ბლოში, ტაძრები ორიენტირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ-სამხრე-
თით რათა ღმერთებს თავისი ცელადან კარგად დაენახათ ქალაქი რომელსაც მფარ-
ველობდნენ. და რომლის ბედსაც განაგებდნენ.

კანონის თანახმად ქალაქი დაარსებულად ითვლებოდა სამი ტაძრის, სამი საკურთხევლისა და სამი ქუჩის კურთხევის შემდეგ...

ეტრუსკებმა ქალაქთა დაფუძნების ეს რიტუალები ასწავლეს რომაელებს და მათაც შეითვისეს ეს წესები.

ეტრუსკული წესით, მორე-ეტრუსკო-თი, ქალაქთა მოწყობა აირეკლა რომაულ ლეგენდებშიც.

პლუტარქე ყვება რომ რომის დასაფუძნებლად ეტრურიიდან მიიწვიეს ადამიანები ეომელთაც რომაელებს ასწავლეს რიტუალები და ყველაფერი გააკეთეს წმინდა ჩვეულებათა შესაბამისად. რომაული ბანაკიც ირეკლავს ეტრუსკთა მიერ შემუშავებულ მოდელს.

დიოდორე სიცილიელმა ჰულწრფელად განაცხადა რომ ეტრუსკებმა გაამდიდრეს ღმერთთა მეცნიერება...

პლუტარქე ყვება რომ რომის დასაფუძნებლად ეტრურიიდან მიიწვიეს ადამიანები რომელთაც რომაელებს ასწავლეს რიტუალები და ყველაფერი გააკეთეს წმინდა ჩვეულებათა შესაბამისად.

ალბათ ეტრუსკების მარცხის და გაქრობის მთავარი მიზეზი, მათი « დოქტრინა ეტრუსკა», მათი აბსოლუტური ფატალიზმი და დეტერმინიზმი.

ფიქრთ გასართველად, ეტრუსკებზე-18 :

დოქტრინა ეტრუსკა :

ყველაზე ლამაზი და ყველაზე მნიშვნელოვანი რომაულ ბანაკში ისაა რასაც ლე-
გიონერები კამპანიისას ყოველ საღამოს აგებდნენ ძალიან დიდი ყურადღებით. მშენებლობა მიმდინარეობდა წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად. დაზვერვისა და ვარგისი ტერიტორიის მონიშვნის შემდეგ ტრიბუნი გამართავდა ორიენტირს, თეთრ დროშას. მის მიხედვით უნდა გამართულიყო მთელი ბანაკი. ასე აღნიშნული ადგილის გვერდით იმართებოდა კარავი და აღიმართებოდა ლეგიონის ემბლემები; შემდეგ ავლებდნენ ორ სწორ ხაზს რომლებიც ერთმანეთს ჰკვეთდ-
ნენ პრეტორიუმის წინ და რომლებიც წარმოაგენდნენ ბანაკის მთავარ ქუჩებს.

მთავარი ქუაჩა, ლათინურად ვია პრინციპალის, მკაცრად იყო ორიენტირებული ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით და ამდენად შეესაბამებოდა ქალაქის კარდოს. მეორე ქუჩა დეკუმანუსის მსგავსად დასავლეთიდან აღმოსავლეთით იყო გადაჭიმული.

ეტრუსკული რიტუალების და კოსმიური წარმოდგენების გავლენა ჩანს რომაული ბანაკის კარიბჭეებისათვის მინიჭებულ მნიშვნელობაში.აღმოსავლეთისაკენ, სასიკეთო წინასწარმეტყველების გამოსვლის ადგილისკენ მიმართულ კარიბ-
ჭეს კეთილისმყოფელის რეპუტაცია ჰქონდა: იქიდან გადიოდნენ ბრძოლის ველზე მი-
მავალი ლეგიონები. დეკუმენას კარს, პირიქით, ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. დასავლეთისკენ სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ სიკვდილმისჯილნი.

მორო ეტრუსკოს მისდევდნენ სანგართა აგებისასაც : ასე, როდესაც თხრიდ-
ნენ ბანაკის თხრილს, მიწას შიგნითკენ ყრიდნენ რათა გაეკეთებინათ მიწაყრილი რომელიც კედლით სრულდებოდა. რომის იმპერიის მრავალი სასაზღვრო ქალაქი ამ ტიპის ბანაკიდან ამოიზარდა. მიწაყრილები მალე შეცვალეს ქვის ან აგურის კედლებით.

ეტრურიაში მთელი ტერიტორია ემორჩილება წმინდა კანონებს ( ლაპარაკი იქნება მამულებზე, დამუშავებულ მიწებზე თუ პლანტაციებზე). ორი ლეგენდა ინახავს მოგონებას იმ დღის შესახებ როდესაც ეს კანონები იყო გამოცხადებული. ტარქვინიესში ყვებოდნენ რომ თვითონ ტაგესმა ასწავლა ტარშონს მიწათა მოზომვა, ლმიტაციო, როგორც ამას რომაელები უწოდებდნენ. ეს წესები ჩაწერილი იყო კოდექსში რომლის ლათინური სათაურიც შემდეგია : Liber qui insxribtur terrae iuris Etruriae, ე.ი. ეტრურიის მიწის კანონი.

შიუზიში დადიოდა ლეგენდის სხვა ვერსია. მის თანახმად წესები ერთ მშვენიერ დღეს უნდა გამოეცხადებინა ეტრუსკთა ერთ-ერთ ღმერთს.

ლეგენდის თანახმად იუპიტერისა და სამართლის გადაწყვეტილებები ვინმე არრუნს-ისთვის უნდა გადაეცა ნიმფა ვეგოიას. ამ ვერსიაზე გვაქვს უფრო ვრცელი ინფორმაცია ვინაიდან ციცერონის სიცოცხლეში ეტრუსკმა ტარკვინიუს პრისკუსმა თარგმნა ლათინურად ვეგოიას წიგნები რომლებიც პალატინზე, აპოლონის ტაძარში იყო დაცულნი. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ფრაგმენტმა. ის მოვიდა მოგვიანო ხანიდან. მას ჰქვია ნაწყვეტი ვეგოიას წიგნებიდან არრუნს ვერტუმნუსისათვის.

«გაიგე რომ ზღვა გამოცალკევებული იქნა ზეცისაგან.როდესაც იუპიტერმა განაცხადა თავისი უფლებები ეტრურიაზე მან დაადგინა და გასცა განკარგულება რომ ველები მოზომილი ყოფილიყო და დადგენილი ყოფილიყო მინდორთა საზღვრები.

იცოდა რა ადამიანის სიხარბისა და მიწათა დაუფლების წყურვილის შესახებ იუპიტერს სურდა რომ ყველაფერი საზღვართა დაწესებით ყოფილიყო გაცხადებული. ის ვინც ხელს ახლებს მათ საკუთარ სამფლობელოთა გასაზრდელად და სხვის სამფლობელოთა შესამცირებლად ღმერთების მიერ დაისჯება დანაშაულის ჩადენის გამო. ამის ჩამდენი მონები უარეს მონობაში ჩავარდებიან,მაგრამ თუ დამნაშავე აღმოჩნდება ბატონი მაშინ მალე გაქრება მისი ოჯახი და მთელი მისი ჯიში გადაშენდება».

ოდესღაც თინიად წოდებული ეტრუსკული იუპიტერისთვის საზღვრები წმინდა, საკრალური იყო. ის თვალყურს ადევნებდა მათ, უზრუნველყოფდა მათ ურღვევობას. ჟაკ ერგონის თქმით ეტრუსკული ცივილიზაცია აქ გამოჩნდა როგორც ეტრურიის მიწის კანონთან მჭიდროდ დაკავშირებული გლეხური ცივილიზაცია, ეს იუს ტერრაე ეტრურაე, რომელიც გულისხმობდა საზღვრების წმინდა წასიათის მკაცრად დაცვას. ეს წესი გაჩნდა უშორეს წარსულში, საწყის ხანაში, როდესაც იუპიტერმა დააწესა თავისი კანონი».

მთელი მსოფლიოს აღმაფრთოვანებელი და სახელგანთქმული რომაული სამართალი რომელიც ისწავლება სამართლის ყველა ფაკულტეტზე სოლიდურადაა დამკვიდრებული ევროპის საკანონმდებლო ნაშრომებში. ეს სამართალი უკვე წინარომაულ ხანაში არსებობდა იმ ფორმით რომელიც მოდელად უნდა ქცეულიყო
.
დომინიუმ-ის პრინციპი, საკუთრების ეს მოუცილებელი უფლება, მოდის ეტრუსკთა მიწის წმინდა სამართლიდან.

რომელ უნივერსიტეტში, სამართლის რომელ ფაკულტეტზე ეუბნებიათ თუნდაც ერთ სიტყვას ამის შესახებ თავის სტუდენტებს?

მიწის მოზომვის ხელოვნებაში ეტრუსკ ქურუმებს მეზობელი ხალხიდან გამოსული ძალიან ნიჭიერი მოწაფეები ჰყავდათ. ეს ხელოვნება კარგად უხდე-
ბოდა რომაელთა პრაქტიკულ და პრაგმატულ სულისკვეთებას. რომაელებს არ დაჰკლე-
ბიათ ამ ხელობის გამოყენების საშუალება,ახალ-ახალი მოსაწყობი მიწა მოჰქონდათ ახალ-ახალ დაპყრობებს.

სამაგიეროდ სხვა მრავალი ეტრუსკული რელიგიური პრაქტიკა სრულებით შეუღ-
წევადი დარჩა მათთვის. განსაკუთრებით ეს ითქმის ღმერთთა ნების შეტყობასა და ინტერპრეტაციაზე, რასაც რომაელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

დიოდორე სიცილიელმა გულწრფელად განაცხადა რომ რომ ეტრუსკებმა «გააამდიდრეს ღმერთთა მეცნიერება.მათ ელვის შესწავლაში მიაღწიეს სხვებისათვის მიუწვდომელ სიმაღლეს».

ყველაფერი თითქოს წინასწარ განსაზღვრულ იყო როგორც კოსმოსში ისე მიწიერი არსებობისას. ეტრუსკებს სწამდათ რომ მიწაზე ყოველი სიცოცხლე და ყოველი მომავალი მისდევს წინასწარ განსაზღვრულ გზას და იფარგლება უცვლელი დროითი საზღვრებით. შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი ოდნავ გადანაცვლება...

პლუტარქე ყვება რომ რომის დასაფუძნებლად ეტრურიიდან მიიწვიეს ადამიანები რომელთაც რომაელებს ასწავლეს რიტუალები და ყველაფერი გააკეთეს წმინდა ჩვეულებათა შესაბამისად.

ალბათ ეტრუსკების მარცხის და გაქრობის მთავარი მიზეზი, მათი « დოქტრინა ეტრუსკა», მათი აბსოლუტური ფატალიზმი და დეტერმინიზმი.

ფიქრთ გასართველად, ეტრუსკებზე-19:

დოქტრინა ეტრუსკა :

ისტორიკოსის შეცდომა ქნება დავიწყება სხვა რელიგიური პრაქტიკისა რომელსაც რომი მიმართავდა მპერიულ ეპოქამდე. ლაპარაკია «ჰარუსპიცინეს»-ზე, ე. «ჰარუსპიცეს»-თა მიერ ღვიძლის შესწავლაზე.

მისნობა მსხვერპლად შეწირულ ცხოველთა ღვიძლზე დაკვირვების მეშვეობით ძალიან რთული ამოცანა იყო. სწორი ინტერპრეტაცია ასტრონომიის სფე-
როში დიდი ცოდნის გარდა ითხოვდა ანატომიისა და პათოლოგიის კარგ ცოდნასაც.

1877 წელს Plaisance-სთან ახლოს ნაპოვნი იქნა ღვიძლის ბრინჯაოს რეპროდუქცია. ცხადია რომ ლაპარაკი იყო უკვე მოგვიანო ხანის ქურუმთა სკოლისთვის პედაგოგიურ ნიმუშზე. მისი ზედაპირი, რომელზეც 24 ღმერთის სახელი იყო დატანილი, 16 ნაწილად იყო დაყოფილი. ყოველი მათგანი შეესაბამებოდა ცის კამარის თითო სექტორს.

ფაქტიურად ღვიძლი, რომელიც ბაბილონში სულის სადგურად მიაჩნდათ ეტრუსკებისთვის კოსმოსის სიმბოლო იყო. ეს თითქოს იყო მთელი სამყაროს,მაკროკოსმის, შესაბამისი პატარა სამყარო მიკროკოსმი. სწამდათ რომ ღვიძლში შეიძლებოდა წმინდა კანონების მიხედვით გამართული და სხვადასხვა ღმერთისადმი დამორჩილებული ზეციური კამარის ზუსტი ანარეკლის დანახვა. აქედანაა თავდაპირველი დაყოფა ოთხად ჯრული ფიგურის მეშვეობით და შემდგომი დანაწევრება 16 პატარა სექტორად. მსხვერპლად შეწირული ცხოველიდან,უმთავრესად ცხვრიდან მოკვეთილ ღვიძლზე საჭირო იყო წინასწარმეტყველური ნიშნების ამოკითხვა. ორგანოს მდგომარეობა მისანს აძლევდა საშუალებას მიმხვდარიყო თუ რომელი ღმერთი ლაპარაკობდა მისი მეშვეობით. ავადმყოფი ორგანო უბედურებაზე მიუთითებდა. ჟანმრთელი ორგანო მიუთითებდა ბედნიერებაზე.

წინასწარმეტყველების ეს ოპერაცია მომდინარეობდა ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან. მას ყოველთვის მიმართავდნენ შუამდინარეთში და მცირე აზიაში. თავიდან იგი გავრცელებული იყო ბაბილონში. შემდეგ იგი გადაიღეს ხათებმა. ამ ქვეყნებში წარმოებული არქეოლოგური გათხრების დროს მრავალჯერ იქნა აღმოჩენილი ღვიძლის გამომწვარი თიხის მოდელები რომლებიც წარწერებით იყო დაფარული. ისინი ადასტურებენ ცნობებს რომელთა ამოკითხვაც შეიძლება ძველ აღთქმაში. ასე იეზეკიელში 21,26 ვკითხულობთ შემდეგს: «ვინაიდან ბაბილონის მეფე ბედის გასაგებად შეჩერდა გზაჯვარედინზე,ორი გზის საწყის წერტილში, მან შეისწავლა ღვიძლი».

ეტრუსკებმა პირველებმა მოიტანეს ეს მისნობა ევროპაში, სადაც ის მტკიცედ დამკვიდრდა იტალიაში. რომაელები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მისნებს დიდ პატივს მიაგებდნენ. ამაზე ლაპარაკობს მრავალი ანეგდოტი. იმპერიული ხანის ბოლომდე ეტრუსკ მისან ესქსპერტებზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო. სენატი ეკითხებოდა რჩევას ეტრუსკ მისნებს. ისინი იყვნენ რომაული არმიების გენშტაბთა წევრები და კამპანიების დტოს თან ახლდნენ რომაელ სარდლებს.

ჰარუსპისინეს ემატებოდა წინასწარმეტყველება ელვისა და ჭექა-ქუხილის მიხედვით. წინასწარმეტყველებდნენ არაჩვეულებრივი მიწიური თუ ზეციური ფენომენებითაც. აღმოსავლეთიდან მოსულმა მაგიამ და ცრურწმენებმა წალეკეს ქვეყანა.

ელვათა ეტრუსკული დოქტრინა შუამდინარეთის ქალდეველთა მსგავსად განას-
ხვავებდა ელვათა 11 სახეობას. მათ წინასწარმეტყველებათა ბუნება დამოკიდებული იყო იმაზე თუ ცის რომელი რეგიონიდან მოდიოდა ელვა,სეზონზე, თვეზე, დღეზე. თავისი მნიშვნელობა ჰქონდა ელვის ფორმას, შეფერილობას, ეფექტებს. აღმოჩენილი ძველ-ბაბილონური ტექსტები გარდა განსაცვიფრებელი მსგავსებისა, ამჟღავნებენ იმას რომ ინტერპრეტაციის წესები დეტალურად იყო დაფიქსირებული.

ეტრუსკთა უზენაესი თვთაება თინია
მშობიარობის ქალღმერთ ტალნთან ერთად.

ყოველი ელვის შემდეგ საჭირო იყო გამოსყიდვა. ელვის დაცემის ადგილის განწმენდა ევალებოდა ქურუმს სახელად ფულგურიატორ. იგი აგროვებდა ნაშთებს, დამსხვრეულ ობიექტებს,დახოცილ ადამიანებსა და ცხოველებს და მათ მარხავდა. «ელვის საფლავი» წმინდა რჩებოდა, არავის ჰქონდა ამ ადგილას ფეხის დადგმის უფლება.

ამ რიტუალის გადამღები რომი მხოლოდ ეტრუსკ ექსპერტებს ანდობდა დაკრძალვისა და განწმენდის რიტუალების ჩატარებას.

ყველაფერი თითქოს წინასწარ განსაზღვრული იყო როგორც კოსმოსში ისე მიწიერი არსებობისას. ეტრუსკებს სწამდათ რომ მიწაზე ყოველი სიცოცხლე და ყოველგვარი მომავალი მისდევს წინასწარ განსაზღვრულ გზას და იფარგლება უცვლელი დროითი საზღვრებით. შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი ოდნავ გადანაცვლება ლოცვებისა თუ ძღვენის მეშვეობით. დასასრული ურყევად იყო გადაწყვეტილი.

რიტუალურ წიგნთა მიხედვით აამიანს ეძლეოდა შვიდჯერ 12 წლისგან შემდგარი ციკლი. ადამიანი თავის ცხოვრების დროს ამდენად 84 წლისა ასრულებდა.უფრო ასაკოვანს აღარ შეეძლო ღმერთთა ნიშნების დანახვა.

ეტრუსკთა ბედის ამ რწმენას პარალელი აქვს ეტრუსკი ერის ისტორიის მათეულ კონცეფციაში: როგორც ადამიანს, რომელიც თანდათანობით განუხრელად უახლოვდება თავის სიკვდილს,ერსაც აქვს თავისი დსაწყისი და ბოლო, ერის ცხოვრების ხანგრძლივობა ღვთაებრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ათასწლოვანი დოქტრინა ნომენ ეტრუსკუმ-ს, ეტრუსკთა სახელს აძლევს ათ სეკულას (საეცულა). ყოველ მათგანს აქვს თავისი ხანგრძლივობა რომელიც წინასწარ არ იანგარიშება წელთა უბრალო მიმატებით. მათ დასადგენად საჭიროა ღმერთთა მიერ გამოგზავნილი ნიშნების აღქმა და გააზრება. მიწისძვრის მსგავსი კატასტროფები და სხვა გამორჩეული მოვლენები, ეპიდემიები თუ მეტისმეტად მახინჯ ბავშვთა გაჩენა, ელვა, მეტეორიტთა
წვიმა თუ კომეტის გამოჩენა შეიძლება იყოს ერთი სეკულუმის დასასრულის და შემდგომის დაწყების ნიშანი.

ჩვენამდე მოღწეული მოწმობების ზოგი ფრაგმენტი ეტრუსკთა ამ უცნაურ ქრონოლოგიას აძლევს გასაგებ ისტორიულ რეალობას. საუბარია სენსორინუსის (Censorinus) მიერ ა.წ. 238 წელს დაწერილი ტრაქტატის «De die natali»-ს გარკვეულ ნაწილებზე.

რომაელი გრამატკოსი ვარონის ჩანაწერების თანახმად ეტრუსკთა ნაწერების მიხედვით 4 პირველი სეკულადან ყოველი მათგანი გრძელდებოდა 100 წელი, მეხუთე სეკულა გრძელდებოდა 123 წელს, VI-119-ს, VII-ც ამდენს, მერვე მიმდინარეობდა ჩანაწერთა რედაქციის მომენტში, IX მოსალოდნელი იყო, მაგრამ X-ის დასასრულს დადგებოდა ეტრუსკთა სახელის ბოლო.

ამ ტექსტით ისტორიკოსები იოლად ათარიღებენ სენსორინუსის მიერ ნახსენებ და მაშინ ჯერაც დაუმთავრებელ ამ « მერვე საუკუნის» ბოლოს ძვ.წ. 88 წლით.

ამ წელს ეტრურიაში მონახულმა მისნებმა განაცხადეს ახალი ხანის დასაწყისი.

მიუხედავად ამისა, როდესაც დაიწყეს დამოწმებული მითითებებით ეტრუსკთა დაბადების წლის ანგარიში აღმოჩნდა რომ მას ჩვენ ბევრად უფრო ადრეულ ხანაში, ძვ.წ? 907 წელთან მივყავართ.

ეს იმას ნიშნავდა რომ ეტრუსკთა მეხსიერებით მათი საკუთარი ისტორია წყებოდა რომის ისტორიაზე ბევრად უფრო ადრე (ტრადიციის თანახმად რომი უნდა დაეარსებინათ ძვ.წ. 753 წ.).

V?VI და VII სეკულებისთვის დადგენილი ცფრები მისაღები ჩანს,მათი დაჯამებისას ისინი იძლევიან ძვ.წ.507 წელს, საუკუნეს როდესაც ეტრურია იყო მისი ძლიერების ზენიტში. ისინი აშკარად ეყრდნობიან ძალიან ზუსტ მითითებებს, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ვოლსინიესის ნორტიას ტაძრიდან სადაც ყოველ წელს აჭედებდნენ წლიურ ლურსმანს. სამაგიეროდ პირველი 4 «საუკუნისთვის» ნათქვამი 100 წელი მეტისმეტად რეგულარული ხანგრძლივობაა. უეჭველია რომ ისინი დაუმატეს მაშინ როდესაც უძველესი წარსული დავიწყებას მიეცა. მათ რეალობას ეწინააღმდეგება IX და X საუკუნეების არქეოლოგიური მონაცემების არარსებობა. იტალიაში ეტრუსკთა ცხოვრება ფორმალურად დადასტურებულია მხოლოდ მე-8 საუკუნიდან.

ეტრუსკთა ისტორიის დასაწყისი,როგორც მას წარმოგვიდგენს 10 სეკულას დამატება ბნელია და ვერასოდეს აიხსნება.

მაგრამ აქაა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ:

ესაა მიწიერი სცენიდან გაქრობა ამ ხალხისა რომლის მთელი ცხოვრება და მთელი არსებობა მოწესრიგებული იყო ტაგესის მიერ ოდესღაც გამხელილი დოქტრინით, გაქრობა სწორედ იმ დროს რომელზეც მიუთითებენ ამ დოქტრინის მიერ გამოცხადებული ნიშნები.

ეტრუსკები თითქოს რაღაცამ გადაყლაპა,ისინი გაქრნენ როგორც ხალხი ისევე უცნაურად როგორც ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდნენ მათი წინაპრები.

ნამდვილია ერთი : როდესაც ძვ.წ.44 წელს კესრის მკვლელობის შემდეგ ჰალეის კომეტამ გადასერა ღამის ცა და თავისი მანათობელი კუდით შეაძრწუ-
ნა მოსახლეობა,ეტრუსკმა წინასწარმეტყველმა ვულკასიუსმა განაცხადა რომ დამთავრდა IX სეკულუმი და იწყებოდა ეტრუსკთა ისტორიაში უკანასკნელი
X სეკულუმი.

ა.წ. 54 წელს, როდესაც კვდებოდა რომის იმპერატორი კლავდიუსი რომელიც იკვლევდა ეტრუსკთა სტორიას და რომელიც ყო ეტრუსკთა ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი რომაელი, ასრულდა ვულკასიუსის წინასწარმეტყველება: ზეციურმა ნიშნებმა გაუმხილეს მისან-ჰარუსპისებს:

ეტრუსკმა ერმა შეწყვიტა არსებობა!

დაუჯერებელი ისტორია, ლეგენდა?

მაგრამ ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის შუა ხანებიდან ვეღარ ნახულობენ ეტრუსკი ხალხის არქეოლოგიურ კვალს!

No comments: