6.18.2012

Ex Oriente Lux !!!-აღმოსავლეთიდანაა სინათლე:


ეტრუსკული ქიმერა
«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი კონკრეტიზდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან და,შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდო--ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები, გერმანელები, სლავები,
ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე.

არაა გასაკვირი რომ კავკასიელებში ეძებენ იმ ელემენტთა ნაშთებს,რომელთაც დასაშვები ანალოგიით უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე... (ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).

Ex Oriente Lux!!!
«Ex Orieნტე Lux», ამბობდნენ ძველი და ბრძენი რომაელები. 
მათ არ უთქვამთ რომ მზე ლენინის იდეების სახით ჩრდილოეთიდან ამოდისო.
ძველ და ბრძენ ბერძნებს კი მიაჩნდათ რომ კოლხეთს მართავდა მზის ღმერთი ჰელიოსის ვაჟი აიეტი ანუ მათი აზრით სინათლის მიწიერი წყაროც აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო.

დავუკვირდეთ ზოგი ევროპელი ისტორიკოსის ზოგ მოსაზრებას ეს კარგი შეიძლება აღმოჩნდეს ვნებათაღელვით შეპყრობილი ჩვენი თანამედროვეობისთვის.

«ხმელთაშუა ზღვა საკუთარ თავს განსაზღვრავს ყოველი მხრიდან შემოფარგლულ და შეზღუდულ ზღვად. . ხმელთაშუა ზღვა განა უპირველეს ყოვლისა მთებს შორის მოქცეული ზღვა არაა? აუცილებელია ამის ხაზგასმით აღნიშვნა ისტორიულ პლანში,ვინაიდან ჩვეულებრივ ამ ფაქტსა და მის მრავალრიცხოვან შედეგს ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე.

მთა ყველგანაა ზღვის ირგვლივ; ზოგიერთი უმნიშვნელო წყვეტილის გა-
მოკლებით (მაგ. გიბრალტარი სრუტე, ნორუზის ზღურბლი,ეგეოსიდან შავი ზღვისაკენ მიმავალი სრუტეები,ერთადერთი მნიშვნელოვანი ლაკუნაა სახარის სიბრტყე).

დავუმატოთ რომ ესაა მაღალი,ვრცელი,დაუსრულებელი მთები: ალპები,პირენეები , აპენინები, დინარიკული ალპები,კავკასია, ანატოლიის მთები, ლიბანის მთები,ატლასი,ესპანური კორდილიერები,ძალიან მძლავრი,მომთხოვნი პერსონები,ერთნი სიმაღლის გამო, მეორენი მათი კომპაქტური ფორმებისა თუ ძნელად მისადგომი, ღმა,ჩაჭედლი ხეობების გამო
( ფერნან ბროდელი, ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვსპირული სამყარო ფილიპე მეორის ხანაში, წიგნი პირველი, გარემოს წილი,გამომცემელი არმან კოლა, პარიზი,1990, გვ.30-31).

მთიელთა ცხოვრება ხმელთაშუაზღვისპირეთის პირველი ისტორიაა ?

ზღვის მთელი ისტორია საფუძველშივე მთის ნაწარმოები შეიძლება იყოს. მთიელთა ცხოვრება შეიძლება იყოს პირველი ცხოვრება ხმელთაშუაზღვისპირეთისა, რომლის ცივილიზაციაც მახლობელი აღმოსავლეთისა და შუა აზიის ცივილიზაციათა მსგავსად ძლივს მალავს თავის მწყემსურ საფუძვლებს,ადამიანთა მიერ ძალიან ადრე ათვისებულ მაღალ მთიანეთთან დაკავშირებული ცხოვრების ნაკვალევს. დაბლობები თავდაპირველად დამდგა-
რი წყლების, ჭაობების და მალარიის არე იყო. ათვისებული დაბლობი,კეთილდღეობის თანამედროვე სახე, იყო საუკუნეთა მანძილზე, თაობათა მძიმე და დაძაბული შრომის ნაყოფი. ანტიკურ რომში,ვარონის ხანაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონება იმ დროის შესახებ,როდესაც ველაბრეზე ჯერ კიდევ ნავით დადიოდნენ. ადამიანებმა ციებ-ცხელებიანი ადგილების დაკავებას დიდი დრო მოანდომეს.

ამის საბუთების ნაკლებობას არ განვიცდით. ქვემო რონის სტორიული დასახლებების რუკა: ყველა ცნობილი საბადო მდებარეობს კირქვის მაღალ მთებზე,რომლებიც დელტაზე ბატონობენ აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით.
მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ,XV საუკუნის დასაწყისში იწყება რონის ჭაობთა დაშრობა. იგივე სურათია პორტუგალიაში,წინაისტორიული ცხოვრების კვალი არა ჩანს დაბლობებსა და ხეობებში. მთა კი,პირიქით,ბრინჯაოს ხანიდანაა დასახლებული. IX-X საუკუნეებში ჯერ კიდევ მთების მწვერვალებზე ცხოვრობდნენ.პორტუგალურ მაგალთს ჩვენ ხმელთაშუაზღვისპირეთის გარეთ მივყავართ. მაგრამ აი ხმელთაშუაზღვისპირეთის გული ტოსკანა: მაღალ ბორცვებს შორის მოქცეული ვიწრო ხეობების ქვეყანა. პირველი და უძველესი ქალაქები სწორედ ამ ბორცვების მწვერვალზე, მათ უკანასკნელ სართულზეა. სწორედ იქაა ეტრუსკული ქალაქები,პიზა,ლუკა, ფლორენცია,და დაბლობთა ქალაქები,
პირიქით, უფრო მოგვიანო ხანაში,რომაულ ეპოქაში ჩნდება. ფლორენციის ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს ადამიანებისთვის საშიში ჭაობი. ტოსკანის დაბლობი XVI საუკუნეშიც კ არაა მთლიანად განთავისუფლებული წყლისაგან. Pირიქით, წყლის დონე მატულობს ( ფ. ბროდელი,დასახ.ნაშრ.გვ.56-58).


შავი ზღვა,კონსტანტინეპოლის ნაკრძალი :

შორეული, ზღვაოსნობის დასასრულს, შავი ზღვა მოქცეულია განუვითარებელი (ზოგი გამონაკლისის გარდა),ერთდროულად ბარბაროსული და გაბარბაროსებული ქვეყნების მასაში. ძლიერი მთები ზღუდავენ მას სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. ამ მთებს შორის მიიკლაკნება შუამდინარეთიდან,
სპარსეთიდან და სომხეთიდან ტრაპიზონისკენ მიმავალი გზები.

შავი ზღვა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა. აქაა ის რასაც იგი თითქმის თავის სანაპიროებზევე ამზადებს: გამხმარი თევზი, «რუსული» მდინარეების ხიზილალა,თურქული ფლოტისთვის საჭირო ხე,სამეგრელოს მიერ მიწოდებული რკინა, მარცვლეული და მატყლი... ( « სამეგრელო, შენიშნავს ტავერნიე 1664 წელს,ყოველთვის კარგ და-
მოკიდებულებაშია თურქეთთან ვინაიდან თურქეთში მოხმარებული ფოლადისა და რკინის უდიდესი ნაწილი თურქეთში სამეგრელოდან შავი ზღვით ჩადის.). ამას გარდა აქაა ის რასაც შავი ზღვა გადასცემს: ის რასაც იგი იღებს შუა აზიიდან და სპარსეთიდან და რაც ქარავნებით მოდის,რაც კონსტანტინეპოლისთვის და დასავლეთისთვისაა განკუთვნილი. აღმოსავლეთიდან ამ ორმაგი ვაჭრობის შესახებ ჩვენ,სამწუხაროდ,ძალიან ცოტა რამ ვიცით; ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ XVI საუკუნეში შავი ზღვის მთელი ვაჭრობა კონსტანტინეპოლის ხელშია და რომ კონსტანტინეპოლი ქმნის ეკრანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ამ განაპირა მხარესა და ზღვის დანარჩენ ნაწილს შორის.

ადვილად მისაწვდომი შავი ზღვა უზარმაზარი დედაქალაქისათვის მკვე-
ბავი ზონაა,რომლის გარეშეც იგი უბრალოდ ვერ იცოცხლებდა. კონსტანტინეპოლი უბრალოდ ვერ დამაყოფილდებოდა ბალკანეთიდან მისული ხარკით ( განსაკუთ-
რებით გაგზავნილი ცხვრით),ვერც პურით,ბრინჯით თუ ცერცვეულით,რაც სანელებლებსა და ნარკოტიკებთან ერთად ჩაჰქონდათ ალექსანდრიიდან. სამეგრელოდან კონსტანტინეპოლში ტიკებით ჩაჰქონდათ კარაქი...

შავი ზღვა XVI საუკუნეში მიბმულია კონსტანტინეპოლზე ისევე, როგორც ოდესღაც იგი მილეთზე, ათენის მამულზე იყო მიბმული. ერთ დროს მასზე გაბატონდნენ ყირიმის სამხრეთში, ტანაში და კაფაში გამაგრებული გენუელები. თურქებმა გენუელები მხოლოდ XV საუკუნის ბოლოს გააძევეს. ამას მოჰყვა ზღვისაკენ მიმავალი გზების ცვლილება: ისინი უკვე არა ყირიმისკენ არამედ კონსტანტინეპოლისკენ მიემართებიან.


ამიერიდან შავი ზღვა უზარმაზარი თურქული დედაქალაქის აღიარებული ბეღელია,მაგრამ გენუელები იქ 1590-ან წლებამდე ჩანან.

გილგამეში
მართლაც კნსტანტინეპოლმა დაადო კლიტე შავ ზღვას? მართლაც კონსტანტინეპოლმა მოუღო ბოლო საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის იმ როლს რომელსაც შავი ზღვა ასრულებდა შუა საუკუნეების დასასრულს? შავი ზღვა ფაქტიურად დასასრულია იმ გზებისა რომელთაც ჩვეულებრივ აბრეშუმის გზას უწოდებენ. არა და ეს გზა,როგორც ჩანს, XIV საუკუნიდან გაწყდა. მისმა გამამდიდრებელმა ვაჭრობამ მაშინ სპარსეთს მიმართა. მეორეს მხრივ XVI საუკუნის შუა ხანებისთვის რუსეთი აუყვა ვოლგის დინებას. რუსებს ხელში ჩაუვარდათ ყაზანის სახანო.ივანე მრისხანე 1556 წელს დაეუფლა ასტრახანს.
ამჯერად კლიტე მტკიცე აღმოჩნდა. შავი ზღვა ჩაიკეტა. ისტორია უგულვებელყოფს ამ დიდ ფაქტს ( ფერნან ბროდელი,დასახ.ნაშრ.გვ. 128-133).




აკადემიკოსი რენე გრუსე :

« უეჭველია რომ თავდაპირველი ინდოევროპული საზოგადოება ინტელექტუალური და მორალური თვალსაზრისით შეიძლება დიდად იმედის მომცემი ყოფილიყო,
მაგრამ
რაც არ უნდა ეთქვათ « ისტორიული არიანიზმსა» და მას შემდეგ ჰიტლერის სკოლას, ინდოევროპელებმა გაამართლეს იქ სადაც მათი გენია განაყოფიერებული იყო სამხრეთის ძველ იმპერიებთან კონტაქტით. ასეთი იყო ლათინების,ბერძნების და არქაული ირანელების შემთხვევა. ისინი კულტურასთან აზიარეს შესაბამისად ეტრუსკებმა,მინოელებმა და ასირო-ბაბილონელებმა. სამაგიეროდ მშობლიურ ჰავაში დარჩენილი ინდოევროპელი ხალხები,გერმანელები,კელტები და სლავები,
ბარბაროსებად დარჩნენ მანამდე ვიდრე უშუალოდ თუ არაპირდაპირ არ განიცადეს ხმელთაშუაზღვისპირეთის ზეგავლენა ( René Grousset,Bilan de l'Histoire,
პარიზი,1946, გვ.20).


იტალიის გენერალური კონსული თბილისში ( 1928-1931) პაოლო ვიტა-ფინცი,
«კავკასიური დღიური» ( 1928-1931) და « მოსკოვური ჩანაწერები» ( 1953),
«დიპლომატიური ჩანთა», კოლექცია რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანგი სწავლული კლერ მურადიანი,პარიზი, 2000 წ.

« ხიდი გადაჭიმული ევროპასა და აზიას შორის,და გზაჯვარედინი მრავალ ცივილიზაციათა შორის,საქართველო იყო სავალდებულო გზა აღმოსავლეთისაკენ თუ პირიქით მიმავალი ყველა თავდამსხმელისა და დამპყრობელისათვის ალექსანდრე დიდიდან თემურ ლენგამდე,ბიზანტიელებიდან თურქ-სელჩუკებამდე, სპარსელებიდან რუსებამდე თუ ინგლისელებამდე ( ხიდი,რომელზეც,როგორც ამბობდა მასარიკი ჩეხოსოვაკიის თაობაზე, «მეტისმეტად ბევრმა ხალხმა გაიარა»).

კავკასია დასახლებულია მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან ძველ ენებზე მოლაპარაკე ხალხებით. ზოგიერთი ამ ენათაგანი მდიდარია ლიტერატურული ძეგლებით და მათ აქვთ სრულებით ავტონომიური ანბანი,მორფოლოგია და სინტაქსი,რომლებიც მუდამ იწვევს ეთნოგრაფთა და ლინგვისტთა ინტერესს.

ასე პროფესორმა ტრომბეტიმ განაცხადა რომ ქართული ენა ენათესავება მრავალ სხვა ენას,რომელთა ( ქართულის ნათესავ ენათა) შორისაა ეტრუსკული და ბასკური.

სხვები კი ფიქრობენ რომ ხევსურეთის ( შორიახლოს თბილისიდან) მკვიდრნი არიან ჯვაროსანთა შუა საუკუნეების ექსპედიციის მთებში დარჩენილი და იზოლირებული შთამომავალნი» ( გვ.23-24).




« როდესაც მცირე აზიის მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებლად გადავიდა მელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში,მან თან გაიყოლა კავკასიელი ტომები,რასაც ადასტურებს დასავლეთში ალბანეთის,იბერიის და სხვ. არსებობა ( ჰამბურგის ეთნოგრაფიის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანი, «კავკასიური ცივილიზაცია»,
პარიზი,პაიო, 1936,გვ.35).



« ქართულ ტერიტორიებს ლათინური და ბერძნული ტექსტების თანახმად ერქვათ კოლხეთი,ლაზიკა, იბერია და ალბანეთი.

კოლხეთი, რომელსაც ადრე ერქვა აია, არგონავტების მიზანი და პრომეთეოსის ლეგენდის ასპარეზი,მოიცავდა ფაზისის ( რიონის) ხეობას და შავი ზღვის სანაპიროს მდინარე კორაქსამდე ( კოდორი)-დღევანდელი საქართველოს სამეგრელოს, აფხაზეთის, იმერეთის,გურიის, სვანეთისა და ლაზიკის რეგიონებს,რომლებიც მთელ კოლხეთთან ერთად მითრიდატეს დროს ეკუთვნოდნენ პონტოს სამეფოს,რომელიც მდინარე რიონის სამხრეთით ვრცელდებოდა მესხეთის მთების გასწვრივ და მცირე აზიამდე აღწევდა. სახელი ლაზიკა ხშირად კოლხეთს უკავშირდებოდა.

ჰეროდოტეს ( ძვ.წ. 500-400 წწ.) მიხედვით კოლხეთის მკვიდრნი სესოსტრისთან ( დაახლოებით ძვ.წ.1400 წ.) ერთად მისული და იქ დარჩენილი ეგვიპტელი მეომრების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ. მათ ეგვიპტელთა მსგავსად უნდა ჰქონოდათ მუქი კანი,ხუჭუჭა თმები. ეგვიპტელებსა და კოლხებს უნდა ჰქონოდათ ერთი ენა და ანალოგიური ჩვეულებები,უნდა ჩაეტარები-
ნათ წინადაცვეთა და ერთნაირად უნდა დაემზადებინათ კანაფი.

ჰიპოკრატე ( ძვ.წ.დაახლოებით 460-377) ყვება რომ რიონის ჭაობიან და ნესტიან რეგიონში ადამიანები ბარჯებზე შეყენებულ სახლებზე ცხოვრობდნენ და ერთი ხისაგან გამოთლილი ნავებით დადიოდნენ.

სტრაბონი ( დაბადებული -63) სხვათა შორის აღნიშნავს რომ კოლხებს მოჰყავთ ბევრი კანაფი და სელი,რომლისგანაც ქსოვენ ტილოს და შორეულ ქვეყნებ-
ში ჰყიდიან მას ; ომში ისინი ატარებენ ხის მუზარადებს,მამაკაცებს ჰქონდათ მოკლე შუბები და გრძელი დანები.

მიცვალებულებს ხვევდნენ ხართა ტყავში და ხეებზე ათავსებდნენ. მარხავდნენ მხოლოდ ქალებს. შტრაბონი სვანებზე სხვათა შორის ამბობს რომ ისინი სწამლავენ თავის ისრებს.

ალაზონიუსსა (ალაზანს) და კიროსს (მტკვარს) შორის მდებარე იბერიის დაბლობი დასახლებული იყო მშვიდობიანი მიწათმოქმედებით,მაშინ როდესაც უფრო მწირი მიწიანი მთის მოსახლეობა მეომარი იყო. იბერია ნაყოფიერი და მდიდარი იყო. იქ იყო კრამიტით დახურული სახლებისაგან შემდგარი მრავალი ქალაქი და სოფელი. იქ იყო მაღაზიები და საჯარო შენობები. იბერიელები იყოფოდნენ ოთხ კასტად : წარჩინებულნი,რომელთა შორისაც ირჩევდნენ მეფეს,
მხედართმთავარს და მთავარ მსაჯულს; შემდეგ ქურუმნი,მეომრები და ბოლოს წვრილი ერი,სამეფო გლეხები და მუშები. საოჯახო სტრუქტურა პატრიარქალური იყო. სუვერენს ჰქონდა აბსოლუტური ხელისუფლება. იბერები სიმამაცით ყვნენ ცნობილნი და ხშირად უცხოელ მთავართა მცველ რაზმებს შეადგენდნენ. იარაღად ისინი შუბებსა და შურდულებს ხმარობდნენ.

ალბანეთი, კიროსის ( მტკვარის) ქვემო დინებაზე,ალაზონიუსის ( ალაზანის) აღმოსავლეთით,მთიანი იყო. ჩრდილოეთითა და დასავლეთით ღარიბი წყლით,მაშინ როდესაც სამხრეთი,თანამედროვე კახეთი,ძალიან ნაყოფიერი იყო. მოსახლეობას მოჰყავდა ხორბალი,ქერი,განსაკუთრებით მისდევდა მევენახეობას ( რაც დღესაც ძალიანაა გავრცელებული). ამის გარდა მეთევზე და მონადირე ალბანელების ღონიერ ძაღლებს არ ეშინოდათ შებმისა ჯიხვებთან,ზუბრებთან,
ლომებთანაც კი. ალბანელები ძალიან კარგი მეომრები იყვნენ და მათი შეიარაღება შესდგებოდა ცხოველთა ტყავისაგან გაკეთებული ჯავშანისა და მუზარადებისაგან,ძალიან მაღალი ფარებისაგან, შუბებისა და მშვილდ-ისრისა-
გან. ალბანელები თაყვანს სცემდნენ მზეს, ცის ღმერთს და,ყველაზე მეტად,
მთვარეს. დიდ ქურუმს ჰქონდა დიდი მამული და მრავალი მსახური ჰყავდა; მას სახელმწიფოში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მეფის შემდეგ. მიცვალებულებს მარხავდნენ და საფლავში ატანდნენ მთელ მათ მოძრავ ქონებას. გარდა ზემოთჩამოთვლილი პროდუქტებისა ალბანელთ გაჰქონდათ ცვილი,თაფლი, გუმფისი,ხე, ტილო,ცხოველთა ტყავი,ოქრო-ვერცხლი,რკინა,მაგრამ აგრეთვე მონები. ყოველივე ამის მყიდველნი ძირითადად იიყვნენ ბერძნები,რო-
მელთაც კავკასიასთან სავაჭროდ შავი ზღვის სანაპიროებზე დააარსეს კოლონიები ( ტანაისი,აზოვი,დონის შესართავთან,ფანაგორია ტამანის ნახევარკუნ-
ძულზე,ფაზისი-ფოთი, დიოსკურია სოხუმის მეზობლად ). მათ სანაცვლოდ მოჰ-
ქონდათ ტანისამოსი,ღვინო,მარილი და ყიდულობდნენ არა მხოლოდ ადგილობრივ სანოვაგეს,
არამედ სომხეთიდან, მიდიიდან და ინდოეთიდან ჩატანილ საქონელს: ძვირფას ქვებს,ბამბასა და ბამბის ქსოვილს,აბრეშუმსა და სხვ. ერთი ძველი სავაჭრო გზა ინდოეთიდან მიდიოდა კასპიის ზღვამდე,მტკვრისაკენ,მიუყვებოდა მტკვარს,მიაღწევდა ფაზისამდე და მისი მეშვეობით შავ ზღვამდე.მეორე სავაჭრო გზა სომხეთს ალბანეთისა და იბერიის გავლით აკავშირებდა აზოვის ზღვას. ალბანეთსა და იბერიაში იგი გადაჰკვეთდა პირველ სავაჭრო გზას. აორსები ამ მეორე გზით ვოლგის შესართავიდან მიდიოდნენ სამხრეთისაკენ სომხეთში და მიდიაში ყიდულობდნენ ადგილობრივ ნაწარმს და ინდოეთიდან ჩამოტანილ საქონელს და ქარავნებით გადაჰქონდათ ყოველივე ეს ტანაისში და ფანაგორიაში. ხდებოდა ხოლმე ისე რომ უღელტეხილთა გადალახვისას ქარავანებს ჰფარავდა თოვლი; ამიტომ მექარავნეებს თან მიჰქონდათ გრძელი ჭოკები რათა ჰაერის შემოსაშვებად გაეჭრათ ხვრელები და ნიშანი მიეცათ ქარავნებისათვის. სამხრეთი კავკასია განცდიდა შუამდინარეთში და მცირე აზიაში განვითარებული მოვლენების გავლენას...» ( სტრასბურგის უნვერსიტეტის აღმოსავლეთის ენებისა და ლიტერატურების პროფესორი იოზეფ კარსტი, « ქართული ქრისტიანული ლიტერატურა»,კოლექცია «რელიგიურ მეცნიერებათა კათოლიკური ბიბლიოთეკა»,პარიზი,ბლორდი და გაი,1934).

« ქართული ლიტერატურის სფერო ძველად, საქართველოს სამეფოს ზეობისას,ქართლ-კახეთის (აღმოსავლეთ საქართველოს) გარდა მოიცავდა კავკასიური ალბანეთის ნაწილს, სამეგრელოს, მესხეთს, აფხაზეთსა და ოსეთს ისევე როგორც ლაზისტანს ტრაპიზონამდე.

ქართულ-ქართველური ანუ იბეროიდული მეტყველება ძველად ბევრად უფრო ვრცელ არეზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული; ერთის მხრივ მცირე აზიაში და,მეორეს მხრივ,სომხეთში და მის იქით.

მხოლოდ კარდუხთა (სომხურად კორდუხთა) ეთნიკური სახელი და მისი მსგავება ქართველთა ეთნიკურ სახელთან მოწმობს ქართველური ხალხების ბინადრობაზე ჩრდილო მესოპოტამიაში. წინა აზიის ისეთი ენები,როგორიცაა პროტო-
-ხეთური, ელამური თუ სუზური გარკვეულ ნათესაობას ამჟღავნებენ ქართულ ლინგვისტურ ტიპთან ( იოზეფ კარსტი,დასახ.ნაშრ.,გვ.9-11).




დასავლეთის იბერი რაინდი
დასავლეთის იბერი
დასავლეთის იბერი მანდილოსანი
« კლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე გამოითქვა თვალსაზრისი რომ ევროპელი იბერები წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.

ერთი-ორი სიტყვა იბერებზეც :


როგორც უკვე აღინიშნა ხმელთაშუა ზღვის სამყაროში ორი იბერია არსებობდა !

« როდესაც ლაპარაკობენ იბერიის ნახევარკუნძულზე საზოგადოდ გულისხმობენ ხოლმე რკინის ხანის გვიან პერიოდს ( ძვ. წ. VII საუკუნე). ნახევარკუნძულის მკვიდრნი მაშინ კონტაქტს ამყარებენ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ხალხებთან და ქმნიან მრავალფეროვან კულტურებს.

ძველები ძვ.წ.V საუკუნიდან ახსენებენ ნახევარკუნძულის და მდინარე რონის სანაპიროებზე და გიბრალტარის სრუტის იქით მცხოვრებ ხალხებს.

ძველები ამ ხალხებს გეოგრაფიული და არა ეთნიკური კრიტერიუმის შესაბამისად იბერებს უწოდებდნენ. შიდა ქვეყნის მცხოვრებნი კელტები იყვნენ,მაგრამ შიდა ქვეყნის ისტორიკოსებს მათთვის სახელი არ უწოდებიათ.

ტერმინი «იბერი» უნდა მომდინარეობდეს მდინარე ებრე-ს სახელიდან
( ლათინურად იბერუსი);ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ ლაპარაკია მრავალი ტოპონიმის
პრეფიქსი ილი-ს და ბასკური ბერრუ-ს ასოციაციაზე. ბასკურად «ბერრუ» ახალს ნიშნავს.

ტერმინები «იბერია» და «იბერი» ესპანეთის მიმართ გამოიყენებოდა რომაულ ხანამდე,როდესაც ნახევარკუნძულს დაარქვეს ესპანეთი ( ან პროვინცია ჰისპანიკა),ეს სიტყვა უნდა უკავშირდებოდეს ფინიკიურ გამოთქმას «კურდღელთა მიწა», მაგრამ ყოველთვის დასაზუსტებელია თუ რომელ რეგიონზე თუ ტომზე მიუთითებს ის.

იბერებისათვის საერთო ნიშნებია მხოლოდ ენა, დამწერლობა ( შემდეგში გადაღებული კელტების მიერ) და მათი ხელოვნების კლასიკური წყარო.

საკუთრივ იბერები გავრცელებულები ყვნენ პირენეებიდან ესპანურ ლევანტამდე და ანდალუზიაში ( მთარგმნელის შენიშვნა: სხვათა შორის არიან ისეთი ალჟირელი და ევროპელი მეცნიერებიც რომლებიც ბერბერებსაც წარმოშობით იბერებად თვლიან,მაგრამ ეს ცალკე თემაა).


იბერები რომაულ ხანამდე მრავალ ენაზე ლაპარაკობდნენ. ეს ენები ლათინურმა შეცვალა ძვ.წ.II საუკუნის II ნახევარში. ეს ენები გადარჩა ტოპონიმებში,ჰიდრონიმებში და ორონიმებში. აღმოჩენილია ქვემო გვადალკვივირის არეში გავრცელებულ ენაზე შესრულებული VII საუკუნის გრაფიტი.
არსებობს მოწმობები იმისა რომ იბერულ ზონაში V საუკუნიდან გავრცელებული იყო ანალოგიური მახასიათებლების მქონე ენა.

კელტ-იბერებს არ ჰქონიათ საკუთარი ანბანი და მათ იბერული ანბანი აიღეს.


იბერებზე დისკუსიები ერუდიტთა სალონებში XVIII საუკუნიდან დაიწყო.
დისკუსიები ლინგვისტურმა ინტერესებმა გამოიწვია. ერთმანეთს უპირისპირდე-
ბოდა სხვადასხვა მოსაზრება.ყველაზე გავრცელებული იყო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მიერ 1821 წელს გამოთქმული შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები ძველი ბასკების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ.


იბერები ინდოევროპელები არ ყოფილან.

კლასიკური წყაროების შესწავლის საფუძველზე XX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა შეხედულება რომლის თანახმადაც იბერები წარმოშობით კავკასიელები იყვნენ.

ფილიპონი 1909 წელს ლაპარაკობდა რომ აზიის ( თუ აღმოსავლეთის) იბერები
დასავლეთში გადასახლდნენ ბრინჯაოს ხანის დასასრულს» ( ბელტრან ანტონიო, «იბერები», კოლექცია «პირველი ევროპელები», პარიზი, პარიზი-
-ხმელთაშუაზღვისპირეთი,1997, გვ.4-13
).



« ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყეს შეღწევა რუსეთის ტყეების ხალხებმა,
რომელთაც ჰქონდათ ცულები,იარაღი და რომლებიც ინდივიდუალურად კრძალავდნენ მიცვალებულებს:

დამუშავებული ქვისაგან დამზადებული ეს ცულები კავკასიაში დამზადებული ლითონის მოდელების ასლებს წარმოადგენდნენ. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან მოსულთა რაოდენობა იზრდება. ისინი მკვიდრდებიან ბოჰემიის ჩრდილოეთ ნაწილში,ლითონის საბადოებით მდიდარ მთებთან ახლოს,სადაც აფუძნებენ უნეტიცეს სახელით ცნობილ მძლავრ ბრინჯაოს ცივილიზაციას. საშუალო ბრინჯაოს ხანაში იგი ტუმულუსის ( ყორღანის) კულტურის სახელით ცნობილი ცივილიზაციის სახით ვრცელდება ალპების ჩრდილოეთით. ლაპარაკია ხეობათა ნეოლითის მიწათმოქმედებზე მშვიდობიანად გაბატონებული მეცხოველეების მიერ აღმართულ არისტოკრატიულ მონუმენტებზე» (A.Varagnac,
ღ. Derolez, « კელტები და გერმანელები»,გამოცემა მსოფლიოს რელიგიები,პარიზი, 1965,გვ.14).

ფრანგი მკვლევარი ბერტრანი კავკასიას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა  ევროპაში ბრინჯაოს კულტურის წარმოშობაში ( ვ.დომანსკიი,დრევნიაია ხუდოჟესტვენნაია ბრონზა კავკაზა» ( «კავკასიის ძველი მხატვრული ბრინჯაო»),მოსკოვი,1984, გვ.7). ბერტრანი იყო პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქი სან ჟერმენ ან ლეს მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმის
მთავარი მცველი).





წარღვნის შემდეგ სიცოცხლის განახლება კავკასიიდან დაიწყო, თვითონ წარღვნის ისტორია კი შავ ზღვასთან უნდა იყოს დაკავშირებული

წარღვნა :

« გარყვნილი მსოფლიოს დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ გავიდა 150 დღე და VII თვეს ,თვის XVII დღეს ნოეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა»
( შესაქმე II,8-4).

« კაცობრიობის და ცხოველთა სამყაროს ახალი ცხოვრება,ამდენად, კავკასიიდან გავრცელდა» ( « სკვითებზე ადრე, ხელოვნების ისტორია საბჭოთა კავშირში»,პარიზი,ეროვნულ მუზეუმთა გაერთიანების გამოცემა,1979 წ.,გვ. 154).


ახალი თეორიები წარღვნის შესახებ :

« ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს გაიხსნა დიდი უფსკრულის ყველა რეზერვუარი. დაიწყო თავსხმა რომელიც გრძელდებოდა 40 დღე და 40 ღამე. სულ უფრო და უფრო იწევდა წყლის დონე. წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთები»
( შესაქმე,7,11-19). ასე აღწერს ბიბლია წარღვნის შთამბეჭდავ ეპიზოდს,კატასტროფას რომელმაც შესძრა კაცობრიობა. საუკუნის დასაწყისიდან
შეიქმნა მრავალი ჰიპოთეზა რათა ენახათ ბუნებრივი მოვლენა საკმარისად მნიშვნელოვანი იმისათვის რომ იგი განეხილათ როგორც ღვთაებრივი ნიშანი და ექციათ იგი ბიბლიური თხრობის ნაწილად.


გასულ ზაფხულს ტიტანიკის სახელგანთქმული მკვლევარი რობერტ ბალლარდის მიერ შავ ზღვაში მოწყობილმა წყალქვეშა ექსპედიციამ ( ექსპედიცია მოეწყო National geographic Society-ს პატრონაჟით) აღმოაჩინა ადამიანთა დასახლების კვალი. ქვის იარაღები და, რაც მთავარია, ხის კოჭები, რაც გვაფიქრებინებს რომ ძვ.წ. 5000 წელს შავი ზღვის ფსკერზე აგებული იყო დასახლება რომელიც შემდეგ ზღვაში იქნა დანთქმული.

აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა: ექსპედიცია მოეწყო ორი ამერიკელი გეოლოგის, უილიამ რიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს გამოთქმული ჰიპოთეზის დასადასტურებლად. მარილიანი წყლის უძველეს ნიჟარათა დათარიღების შემდეგ ორმა გეოლოგმა ჩათვალა რომ შავი ზღვა წყლით უეცრად შეივსო ძვ.წ. 5000 წლისთვის. უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის დონე იწევდა. ბოსფორის სრუტემ ვერ გაუძლო ჭარბი წყლის ზეწოლას და გზა გაუხსნა უზარმაზარ წყალვარდნილს. ერთ წელიწადში ველი ზღვად გადაიქცა და მოსახლეობა იძულებული გახდა შუამდინერეთისკენ გაქცეულიყო.

როგორ შეიძლებოდა მსგავსი მოვლენა ამოშლილიყო ადამიანთა მეხსიერებიდან? უილიამ რიანმა და უოლტერ პიტმანმა ამ პრობლემი-
სადმი მიძღვნილ თავის ნაშრომს დაარქვეს « ნოეს წარღვნა» ( « Noah's Flodd», ) . მათი აზრით მიწათმოქმედმა მოსახლეობამ ზეპირად, თაობიდან თაობაში გადასცა ეს ამბავი. მითის სიმაღლეზე აყვანილი ეს ამბავი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 3000 წლის შემდეგ შუმერულ,შემდეგ ბაბილონურ და ბოლოს ბიბლიურ მოთხრობებში.

ორი მკვლევარის კლიმატური თეორია სიმართლის შესაბამისად მიაჩნიათ კლიმატის ისტორიის სპეციალისტებს. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის ( ჩNღშ) კლიმატის მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელი
ჟან-კლოდ დიუპლესი ადასტურებს : შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის კვალის აღმოჩენა სერიოზულ საფუძბელს უქმნის ამ თეორიას...» ( ფრანგული ჟურნალი
Le Monde de la Bible ანუ « ბიბლიის სამყარო», ნომერი 133,2001 წლის მaრტი, გვ. 58).

« ამერიკელმა გეოლოგებმა უოლტერ პიტმანმა და უილიამ რიანმა 1998 წელს წამოაყენეს ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც ბიბლიურ მოთხრობებს წარღვნის შესახებ საფუძვლად უნდა დასდებოდა ერთი კატაკლიზმი.

მოულოდნელ,ძლიერ და მძაფრ წყალდიდობას უნდა გაეძევებინა შავი ზღვის სანაპიროს მკვიდრნი და მტკნარი წყლის ტბა მარილიან ზღვად უნდა გადაექცია. ეყრდნობოდნენ რა ნალექისა და ნიჟარების ანალიზს, მათ დაასკვნეს რომ წყალდიდობა უნდა მომხდარიყო დაახლოებით 7500 წლის წინ და რომ ძველი ტბის სანაპირო ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრით ქვეშ უნდა მდებარეობდეს. 1999 წელს მათი თეორიის შესამოწმებლად ბალლარდმა შეისწავლა სინოპის (თანამედროვე თურქეთი) მიდამოები. სონარის დახმა-
რებით მან სანაპირო ზოლი ზუსტად მითითებულ ადგილას იპოვა. მის მიერ მოპო-
ვებული ნიჟარები ადასტურებენ ამ ჰიპოთეზას.

დაახლოებით 12 000 წლის წინ მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე. რიანისა და პიტმანის ჰიპოთეზის თანახმად მარმარილოს ზღვამ გაარღვია ბოსფორის ზღუდე და მარილიანი წყალი ჩაიღვარა შავი ზღვის მტკნარ წყალში. შეიქმნა ორი შრე : ზემო-მწარე და ქვედა-მარილიანი,მოკლებული ჟანგბადს და,ამდენად,სიცოცხლეს.


მრავალი ათასი წლის წინ შავი ზღვა წარმოადგენდა მტკნარი წყლის ტბას და მისი ფართობი დაახლოებით თანამედროვე ფართობის 2/3-ს შეადგენდა,მაგრამ იგი მოწყვეტილი იყო ხმელთაშუა ზღვისაგან. ნეოლითის ხანაში, ქვის ხანის ბოლო პერიოდში,იგი ალბათ წარმოადგენდა ოაზისს გადამხმარი რეგიონის შუაგულში. მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დასასრულს. მარმარილოს ზღვამ მაშინ გაარღვია ბოსფორი და გაავსო შავი ზღვის აუზი...

უილიამ რიანი და უოლტერ პიტმანი ხსნიან რომ ხმელთაშუა ზღვის ჩაღვრა შავ ზღვაში თანდათანობით არ მომხდარა,იგი იყო ბოსფორის ადგილას მდებარე მიწის ბარიერის უეცარი გარღვევის შედეგი. თავიდან ეს იყო წყარო,შემდეგ წყალი ძირის გამოთხრის კვალობაზე სულ უფრო და უფრო სწრაფად დიოდა. რამოდე-
ნიმე თვეში ის გადაიქცა სწრაფ და ძლიერ კასკადად.

გამყინვარების ხანის დასასრული უეჭველად ხასიათდებოდა შთამბეჭდავი წყალდიდობებით. წინაისტორიის ადამიანებს ისინი უტოვებდნენ ვიწრო ზოლს მყინ-
ვარებსა და სანაპირო ზოლს შორის. შემდეგ მყინვართა წყალმა დაიკავა ტერიტორია და შეიჭრა შავ ზღვაში,რომელიც მაშინ მტკნარი წყლის ტბას წარ-
მოადგენდა ( დაახლოებით 10 000 წლის წინ). შავი ზღვის დონეს ყოველდღიურად 15 სანტიმებტრით უნდა მოემატა. პიტმანის დაანგარიშებით ევრაზიის ტრამალე-
ბის მეზობელი ჩრდილოეთის სანაპიროს მკვიდრნი დღეში ერთ კილომეტრზე მეტით იხევდნენ უკან,მაშინ როდესაც სამხრეთის სანაპიროთა მკვიდრთ თავშესაფრის პოვნა მთებში შეეძლოთ. წყალდიდობის სისწრაფემ არ დაუტოვა დრო ადამიანებს საცხოვრებელთა დასაშლელად,საყოფაცხოვრებო ნივთები ხელუხლებელი დარჩა ზღვის ფსკერზე...


შავი ზღვის პროექტის რეალური განხორციელება 1996 წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყო. ორი პირველი ზაფხულის მანძილზე ლაპარაკი იყო სინოპის ყელის სისტემატურ შესწავლაზე.

დადასტურებული იქნა ნეოლითის ხანიდან ბიზანტურ ეპოქამდე მიმავალი არქეოლოგიური ძეგლების არსებობა. ნაპოვნი იქნა 3000-დან 4000 წლამდე ადამიანის ცხოვრების კვალი. ნაპოვნი იქნა კონსტრუქცია ხის ბოძებით და შლამში სანახევროდ ჩაფლული სწორკუთხა ბლოკებით. დანგრეული შენობა !

ნაპოვნი იქნა ადამიანის მიერ წარღვნის წინ დამუშავებული მასალა!


მოვლენათა მეცნიერული რეკონსტრუქცია გვაგონებს გილგამეშის ეპოპეაში მოყოლილ ლეგენდას.

ესაა ერთ-ერთი უძველესი ტექსტი ! ადამიანური მეხსიერების თვალსაზრისით
მითი მღელვარების მომგვრელია,მაგრამ რჩება გლობალურ კლიმატთან დაკავშირებულ ეპიზოდად. ჩაკეტილი შავი ზღვა წარმოადგენდა უნიკალურ საცავს რომელმაც დაიცვა მოწმობები რეგიონალურ და გლობალურ კლიმატურ მოვლენებზე... ( National Geographic,საფრანგეთი,2001 წლის მაისი ნომერი,გვ. 56-73).


«... გავრცელებული ნეოლითური ცივილიზაცია :

« პროფესორი ორენში ( Aurenche) აცხადებდა ფრანგულ გაზეთ « Le Figaro»-ში:

შავი ზღვის ნეოლითი უცნობი მიწაა უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ არ გვიმუშავია ამ რეგიონში რომელშიც თითქოს არ უნდა ყოფილიყო წინაისტორიული ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის პირობები რაც ნიშნავს იმას რომ საუნივერსიტეტო მეცნიერებას ა პრიორი უნდობლად უნდა შევხედოთ.

ბალლარდმა იპოვა დაახლოებით 3500 წლის მასალა . დოქტრინა რომლის თანახმადაც ნეოლითური რევოლუციის საწყისი მესოპოტამიაშია ეჭვს ქვეშ დადგა. . უნივერსტეტი პარიზი I-ის პროფესორმა უომ (Hუოტ) უკვე დაწერა ამის თაობაზე :

«... სხვა მესოპოტამიები: შუა აზიის ქვეყნები,ბალუჩისტანი,ინდუსის ველი,თურქმენისტანი თუ ინდოეთის ოკეანეს სანაპირო ქვეყნები» ანუ ინდოევროპელ ხალხთა არე.

მათ წიგნში ამერიკელი სწავლულები უფრო შორსაც მიდიან...

მათი თავი სათაურით «დიასპორა» რუკებზე დაყრდნობით აჩვენებს რომ დიდი ცივილიზაციების ( წინადინასტური ეგვიპტელებიდან სამხრეთით პროტოინდოევრპელებამდე ჩრდილოეთით, ერთი ისარი პარიზამდეც მიდის) საწყისი
არის დღევანდელი შავი ზღვის ადგილას...» ( ფრანგული ჟურნალი « Aventures de l'Histoire,n°9, Deluge: la Bible disait vrai ! aნუ « ისტორიის თავგადასავლები,
წარღვნა, ბიბლია სიმართლეს ამბობდა»,ნ°9,2002 წლის მარტი,გვ. 10-11).


მოკლედ : ამერიკელები,ვისი აზრითაც თეთრკანიანთა რასა კავკასიური რასაა მსოფლიოს დიდი ცივილიზაციების აკვანს კავკასიაში და მის არემარეში ეძებენ და თითქოს პოულობენ კიდეც.

ჩვენ კი დაგვრჩენია იმის დამატება რომ ამ ამერიკელების მიერ გამოკვლეული არე უძველესი კულხა-კოლხეთია, ესე იგი კოლხები კი არ არიან ეგვიპტელების შთამომავლები,პირიქით !!! ეგვპტელები შეიძლება იყვნენ კოლხების შთამომავლები!!!




No comments: