6.12.2012

რომანული ხელოვნება და აღმოსავლეთი-4, ამიერკავკასიის როლი:

ბრინჯაოს ცხენი

ჭუბერიდან 
რომანული ხელოვნების შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს სომხეთმა, საქართველომ და დაღესტანმა და ეს ფაქტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. 
მნიშვნელოვანია იმის გახსენება რომ პრეისტორიული, წინაისტორიული კავკასია არ ყოფილა იზოლირებული შუმერის ცივილიზაციებისგან. 
აღმოჩენებმა ყუბანის რეგიონში, გათხრებმა მაიკოპში გამოავლინეს მნიშვნელოვანი მასალა რომელიც როსტოვცევმა სამართლიანად დაუახლოვა არქაული შუმერის ძეგლებს. 

ურის სამეფო აკლდამების გათხრამ მას შემდეგ გამოავლინა ახალი ელემენტები რომლებიც განამტკიცებენ მეზობელ ცივილიზაციათა შორის კავშირების არსებობის ჰიპოთეზას.

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს იქ ორნამენტულ მრუდებად ქცეული ოთხფეხებისჩიტი-ვერძებისთევზისკუდიანი და ფრინველის სხეულიანი მონსტრების, ერთმანეთთან მებრძოლი მხეცების თუ სპარსული კაპიტელების პროტოტიპი ზურგით შეტყუპებული სხეულებისგან გაჩენილი ფანტასტიური არსებების ნახვა.

არა და მთელი ეს ძველი აზიური ფონდი ისევ ჩნდება და მდიდრულად ვითარდება კავკასიაში იმ ეპოქაში რომელის უშუალოდ უსწრებს წინ დასავლეთში რომანული ხელოვნების შექმნას.ტოტების მსგავს ორნამენტად გარდაქმნილი ფრინველები ჩანს მარტვილში და გველდესის ერთ რელიეფზე //ეხლა ტფილისის მუზეუმში. იხ. .ბალტრუშაიტისი, "კვლევები შუა საუკუნეების ხელოვნებაზე სომხეთში და საქართველოში", J.Baltrusaitis,Etudes sur l'art médiéval en Arménie et Géorgie, პარიზი,1929//.
იქ ვხედავთ აგრეთვე შუმერული ცხოველური რეპერტუარის კლასიკურ მონსტრებსგრიფონებს //ოშკისანაინინიკორწმინდაფრინველ სირინოზებს //აღთამარი//, ნახევრადგველ და ნახევრადფრინველ უცნაურ არსებებს//სანაინი//,ოთხფეხის თავიან ფრინველებს. //აღთამარი// ერთმანეთს ზურგით მიყუდებულ ან ერთმანეთთან მებრძოლ ცხოველებს ვხედავთ ნიკორწმინდას ტიმპანებზეანის და აღთამარის ფრიზებზე. იქ ხშირად ერთგულადაა გადმოცემული მათთვის ღერძის როლის შემსრულებელი საკრალური ხე,

იქ პერსონაჟებსაც ამუშავებენ ორნამენტულად...
კავკასიელები იცნობენ ველურთა დამამარცხებელი გილგამეშის ორნამენტულ მოტივსაც. მას ვხედავთ აღთამარში და მარტვილში.

ესაა უკვე დანიელი ლომთა ხაროში და მნიშვნელოვანი დეტალი, მხეცები აქაც თავით ქვევით არიან.

ეს იდენტობა დეტალშირომელიც კავკასიის ხელოვნებას მჭიდროდ აკავშირებს შუმერთან ჩანს ასევე ქუთაისის ბაგრატის ტაძარში...

ჩვენ ბევრს არ ვჩერდებით ერთმანეთის მდევარერთმანეთის მჭამელ, ერთმანეთთან მებრძოლ თუ უბრალოდ მოსიარულე ცხოველებზე. წარმოშობით აზიური ეს გამოსახულებები უკვე კლასიკურ გამოსახულებებად იქცა და ისინი არაა საკმარისი ქართული და სომხური ქანდაკების შუმერულ კომპოზიციებთან კავშირის დასადგენად.

უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ფრთაგაშლილი და მსხვერპლის წინააღმდეგ მიმავალი არწივის თემას. ის არის ქუთაისის მრავალ კაპიტელზეგეგარდშიდსეშის ქმინდა გრიგოლზე,ქალაქი ანისის კარებზე. ის იქცა ერთი სომხური დინასტიის ღერბად.

ეს არაა ბოლომდე ფრინველი იმგი, მაგრამ მისი ვარიანტი განსაკუთრებით იყო გავრცელებული კაპადოკიაში.

არწივს ზოგჯერ აქვს ორი თავი და მას კლანჭებში უჭირავ ერთი პირუტყვი.

რომანული ქანდაკების შესასწავლად დიდი მნიშვნელობა აქვს უმთავრესად ყუბაჩიში,კალა კორეიშშიგონოდაში და ამუზგაში აღმოჩენილ მეათე-მეთერთმეტე საუკუნის რელიეფებს. ისინი ბევრი რამით ენათესავებიან რომანულ ხელოვნებას და მეორეს მხრივ აშკარაა მათი კავშირი ძველ აზიურ ხელოვნებასთან. აქ ისევ ცოცხლდება ძველი აზიური ცხოველური სამყარო. და ისლამის გეომეტრიული გენია სულ არ სწყვეტს ამ ხელოვნებას მისი წყაროდანპირიქითის ეხმარება მას წყაროდან არსებითის აღებაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ხაზოვანი ვირტუოზობით გამორჩეული ისლამური გენია აქ არ ამბობს უარს ორნამენტულად დამუშავებულ ფიგურებზე.

სომხური და ქართული ფორმებისა და რომანული ქანდაკების სტილი აჩვენებს ტექნიკისა და კომპოზიციის ერთსა და იმავე კანონებს. საერთო ნიშნები არსებობს ძველაზიური რეპერტუარის გარეთაც:

რელიეფის დანიშნულებაა შენობის დამშვენება,ყველგან ჩანს პლასტიკის მძაფრი განცდა,უყვართ გეომეტრიული ანგარიშიეძებენ ზუსტ კონტურებს და ყველაფერი ეს კავკასიურ და ევროპულ რომანულ ხელოვნებაში აჩენს მსგავს ფორმებს. ...

964 წელს აგებული კუმურდოს ეკლესიის ტრომპის პერსონაჟი ძალიან ახლოსაა ევროპული რომანული ეკლესია კონქის //Conques// პერსონაჟთან. ერთი და იგივეა ადგილი, ერთნაირია დამუშავება...

მსგავსება იმდენად ძლიერია რომ ეს არ უნდა იყოს უბრალო თანხვედრა. შუა საუკუნეების ევროპისგან მოშორებულ კავკასიას უნდა ჰქონოდა კონტაქტი ამ ევროპასთან.

არც საქართველო და არც სომხეთი არ ყოფილან მოწყვეტილნი დასავლეთის ქრისტიანული სამყაროსგან.
სულაც პირიქით. საქართველოს და სომხეთს მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ბიზანტიასთანიტალიასთან და სხვა უფრო შორეულ ქვეყნებთან.

სომხები ყოფილან ბიზანტიის ტახტზე. ანისის კათედრალის ხუროთმოძღვარი ტირიდატი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის გუმბათის აღდგენაში.

მეცხრე-მეათე საუკუნეში ბიზანტიაში ცხოვრობენ სომხები რომლებიც გავრცელდებიან მთელ დასავლურ სამყაროში.

რავენაში აღმოსავლელები ბევრნი იყვნენ და მის მთელ კვარტალს დაარქვეს "სომხეთი".

მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში იერუსალიმში და ეგვიპტეში იყვნენ სომეხი მხატვრები და კონსტანტინეპოლში იყვნენ სომეხი არქიტექტორები და იურისკონსულტები.

იერუსალიმში და ალექსანდრიაში ჩასულმა ბენჟამა დე ტუდელმა ნახა ბევრი სომეხი და ქართველი რომელთაც უწყვეტი და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ ფრანკებთან და ბერძნებთან.

ფეოდალმა ფრანკ ფრომონდმა მე-12 საუკუნეში ინახულა სომხეთი. ამავე ხანაში სიმეონ სომეხი ჩავიდა რომში და ესპანეთში. მან ინახულა ინგლისი და ბოლოს შევიდა მანტუას ერთ მონასტერში.
ანისის დაცემის შემდეგ დაიწყო სომეხთა ნამდვილი ემიგრაცია დასავლეთში.

მე-11 საუკუნის დასასრულს კილიკაში დაარსდა ახალი სომხეთი. სამეფოდ ქცეული კილიკიის სომხეთი მოხვდა ლუზინიანების //Lusignan// ხელში 1375 წელს თურქების მიერ სისის სიმაგრის აღების შემდეგ მან დაკარგა დამოუკიდებლობა.

კილიკიის "ბარონების" ურთიერთობა ჯვაროსნებთან,რაც შეადგენს ლათინური აღმოსავლეთის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს,უნდა იყოს ბევრად უფრო ადრე დაწყებულ ურთიერთობათა ბოლო თავი.

სწრაფად ჩამოთვლილი ყველა ეს ფაქტი მოწმობს კულტურული და კომერციული გაცვლის შესაძლებლობაზე.

ეს გვაფიქრებინებს რომ კავკასიურმა ხელოვნებებმაც მაჰმადიანურ და კოპტურ ხელოვნებებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანეს რომანული ხელოვნების შექმნაში.

კავკასიურ ხელოვნებებს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინათ შუმერული,ძველი აღმოსავლური ფორმების გავრცელებაში და აღორძინებაში.

სწორედ კავკასიურ ხელოვნებებს უნდა ეცადათ პირველებს და სისტემატურად ორნამენტული სტილისტიკის გამოყენება დიდ ქანდაკებაში...

რომანულმა ხელოვნებამ ორნამენტული ფორმები ღრმად შეუთანხმა ტექნიკურ საჭიროებებს.

ძვირფასი ობიექტის დეკორიდან გაჩენილი ორნამენტული ფორმები აქ თანამშრომლობენ ხუროთმოძღვრებასთან. ისინი ერწყმიან შენობას...

ამით მთავრდება იურგის ბალტრუშაიტისის მართლაც შესანიშნავი და საყურადღებო ნაშრომის ფრაგმენტების თარგმნა. კავკასიის კულტურების მკვლევარ ქართველებსაც ალბათ ოდესმე გაუჩნდებათ ამ ნაშრომის მთლიანად თარგმნის,გამოცემის და ამ თემის ღრმად შესწავლის სურვილი

// თარგმნა .მარჯანიშვილმა//.



კუბაჩელ ხელოსანთა
"მხიარული მხეცი"



შუა საუკუნეების კუბაჩი,
დაღესტანი



მცხეთის ჯვარი



კუმურდო



ნიკორწმინდა



კუმურდო,მე-10 ს.



ოშკი,მე-10 ს.


No comments: