ინგლისური ანდაზა:
"Sticks and stones can break your bones, but words can break your heart".
ჯოხებს და ქვებს შეუძლიათ შენი ძვლების დამსხვრევა მაგრამ სიტყვებს შეუძლიათ შენი გულის გატეხვა.
ენა, ადამიანის ფაბრიკა:
პალო ალტოს სკოლამ გვიჩვენა რომ მას შემდეგ რაც ვლაპარაკობთ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა სხვის მიმართ.
რადა ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია ვიდრე ჩანს ერთის შეხედვით. ენა არაა მხოლოდ ის რაც ტკივილს აყენებს ადამიანს ან სასიკეთოა მისთვის.
ენა ქმნის ადამიანს ენა, მეტყველება გვაყალიბებს ადამიანებად. ის გვაძლევს ჩვენ ფორმას.
ამას ძალიან კარგად ხედავდნენ გორგიასის თუ პროტაგორასის მსგავსი ბერძენი სოფისტები.
პლატონმა ნამდვილად უსამართლოდ გადასცა ანათემას ძვ.წ,მეხუთე საუკუნის ფილოსოფოსები და სწორედ მისი გავლენით იქცა ცნება სოფისტი დამამცირებელ სიტყვად. პლატონის თქმით სოფისტები იყვნენ სიტყვის უსვინდისო ვირტუოზები,რელატივისტები, ის ამბობდა რომ სოფისტებს არ სწამდათ არც ღმერთები და არც აბსოლუტური ჭეშმარიტების რაიმე სახეობა.
მაგრამ სოფისტები თავის თავს უმთავრესად თვლიდნენ მასწავლებლებად და მათ სწამდათ რომ ენას აქვა აღმზრდელი და ჩამომყალიბებელი ძალა. მათ სჯეროდათ რომ ენა და მეტყველება არის პედაგოგიკის მთავარი ნაწილი.
მათი რწმენით ლოგოსი არის anthropo-poïesis-ის, ადამიანის შექმნის მთავარი იარაღი.
მათი მტკიცებით ადამიანის ბუნება არსებითად შექმნილია ენის მიერ. ჩვენ ვართ სიტყვებით ნაქსოვი.
ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ადამიანები ვართ. ჩვენ ადამიანები ვართ იმიტომ რომ ვლაპარაკობთ,იმიტომ რომ გველაპარაკებიან.
მეოცე საუკუნის ფსიქოლოგიამ დაადასტურა სოფისტების ინტუიცია.
ფსიქოლოგიამ განსაკუთრებით აჩვენა ის რომ ადამიანის შექმნა ლოგოსით იწყება მისი გაჩენიდან.
რაც ჩვენი თავი გვახსოვს გვახსოვს სიტყვაც. სიტყვები იყო ჩვენს მიმღებ სიხარულის შეძახილებში და ჩვენს აკვანზე დახრილი მშობლების ჩურჩულში...
საკვებში არსებულმა პროტეინებმა შექმნეს ჩემი ორგანიზმი და სიტყვებმა რომლებიც ვისმინე შექმნეს ჩემი ფსიქიზმი.
პროტეინები სხეულის სამშენებლო მასალაა,სიტყვები სულის სამშენებლო მასალაა.
ვლაპარაკობ, უფრო კი მელაპარაკებიან, ესე იგი ვარსებობ....
ჩხუბს და ერთმანეთის ჟლეტას ჯობია საუბარი, ახსნა, მტკიცება, მოსმენა, შეთანხმების ძიება....
ადამიანის ღირსება პირველ რიგში არის მატერიალური რიგის საკითხები-ცხოვრების ადამიანური პირობები, ხარისხიანი საცხოვრებელი, სამუშაო, დასვენების და კულტურის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება...
მაგრამ ესაა აგრეთვე სიტყვებიც, აღიარების, პატივისცემის გამოხატვა...
სოლიდარობაც გულისხმობს სიტყვას. ისიც უნდა გამოხატავდეს სიტყვათა მუსიკას. ის მოითხოვს სიტყვიერ თანხლებას. უხერხულმა, ცუდმა, შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა, სიტყვიერადაც გამოხატულმა ქედმაღლობამ შეიძლება გააფუჭონ დიდი საქმე.
სოლიდარობა მოქმედების გარდა გულისხმობს ურთიერთობათა ხარისხს რაც არსებითად ენით გამოიხატება....
აუცილებელია ეთიკური სიტყვის წესების დადგენა:
1. სიტყვა, მეტყველება უნდა იყოს ზრდილობიანი,თავაზიანი.
ბანალურად,პროზაულად თავაზიანი.ჩემმა მეტყველებამ უნდა გააიოლოს სხვებთან ურთიერთობა.მან უნდა შექმნას, განამტკიცოს, თუ საჭიროა აღადგინოს კავშირები ადამიანებს შორის. ამ როლს ასრულებენ მისალმების, მიღების, მადლობის, ბოდიშის, დამშვიდობების ფორმულები.
ამ სიტყვების გარეშე სიცოცხლე აუტანელი იქნებოდა, თავაზიანად ლაპარაკის მიზანი არაა ვიღაცის მოხიბლვა და თავის მოწონება ვინმესთვის...
თავაზიანი ლაპარაკი ფუნქციონალურია. ის ადასტურებს რომ მე მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ერთად. ის ამცირებს კონფლიქტების რისკს. ამით ჩვენ თანამოსაუბრეებს ვეუბნებით რომ კეთილგანწყობილები ვართ მათ მიმართს და თუ კი იქნება აზრთა სხვადასხვაობა შევეცდებით მის გადაწყვეტას მშვიდობიანი საშუალებებით.
2. სიტყვა უნდა იყოს ყურადღებიანი.
სიტყვამ არ უნდა შეურაცხყოს თანამოსაუბრის თავმოყვარეობა,ის უნდა იყოს დელიკატური, ანგარიშგამწევი. ის არ უნდა შეიჭრეს თანამოსაუბრის შინაგან სამყაროში მოურიდებელი კითხვებით თუ შენიშვნებით. სიტყვამ არ უნდა დააკარგინოს სახე თანამოსაუბრეს. სიტყვამ შეიძლება შეასხას ხოტბა და თქვას ქათინაური, მაგრამ მთქმელი უნდა მოერიდოს პირფერობას და მლიქვნელობას რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს.
3. სიტყვა პოზიტიური უნდა იყოს.
პოზიტიური აზრი გულისხმობს ოპტიმიზმისგან და საკუთარი ძალებისადმი ნდობისგან შემდგარ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
პოზიტიური სიტყვა კი მსმენელს უძლიერებს მისი საკუთარი ძალების რწმენას. ამდენად სიტყვა უნდა იყოს მსმენელის გამამხნევებელი სიტყვა.
მე არ უნდა შთავაგონო მსმენელს რომ ისაა უძლური, რომ მას არ შეუძლია მიზნის მიღწევა.
პირიქით მსმენელი უნდა წავახალისო მიზნისკენ ჯიუტად სიარულში.
სიტყვა გამამხნევებელი და წამხალისებელი უნდა იყოს,
4. სიტყვა პატივს უნდა მიაგებდეს არმყოფებს.
სხვათა პატივისცემა არ იზომება მარტო იმით თუ როგორ ველაპარაკებით მათ პირისპირ. ის იზომება იმითაც თუ როგორ ვსხსენებთ მათ მათ არყოფნაში,ზურგსუკან. ავსიტყვაობა და ჭეშმარიტების თქმის პრეტენზიით თავაზიანობის წესების დარღვევა მავნეა.
5. სიტყვა შემწყნარებელი უნდა იყოს.
სიტყვა აზრს უნდა გამოთქვამდეს მშვიდად,ნათლად,გარკვეულად,
გულწრფელად და ფარული ზრახვების გარეშე. მთქმელი უნდა იყოს მზად განსხვავებული აზრის მშვიდად მოსასმენად. ...
6. ენა სამყაროს თავშესაფარი.
....გერმანელმა ფილოსოფოსმა მარტინ ჰაიდეგერმა 1946 წელს თქვა რომ ადამიანი არის ქმნილების მწყემსი. ამით მან თქვა რომ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა არსებულის გამო. სამყარო ადამიანს გადაეცა როგორც საგანძური რომელსაც მან უნდა უდარაჯოს, რომელსაც ის უნდა გაუფრთხილდეს.
ჰაიდეგერმა ჩვენი ყურადღება მიაქცია იმას რომ ადამიანის მისიაა მისი ბუნებრივი გარემოს დაცვა,ბუნებაზე რუნვა, რესურსების გამოყენება ბრძნულად და ზომიერად,მის მიერ გაფუჭებულის გასწორება, ბრძოლა დაბინძურების წინააღმდეგ, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა....
მაგრამ ჰაიდეგერის აზრით ეს პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მარტო მატერიალური პლანით.
ესაა ასევე სიმბოლური, პოეტური, მეტაფიზიკური პასუხისმგებლობა.
ეს არაა მხოლოდ ის თუ რა უნდა გავუკეთოთ ან რა არ უნდა გავუკეთოთ ჩვენ სამყაროს.
ჰაიდეგერის თქმით ადამიანი პასუხს აგებს იმაზეც თუ როგორ ლაპარაკობს ის სამყაროზე. თავისი სიტყვებით და ფრაზებით ადამიანი სამყაროს აძლევს არამატერიალურ, სიმბოლურ თავშესაფარს.
ადამიანის ყურადღებიანი,პატივისცემით და სიყვარულით სავსე სიტყვაც და არა მარტო მოქმედება იცავს და უფრთხილდება წიაღისეულს და მცენარეულობას,ცხოველებს და ხელოვნების ნაწარმოებებს,ქალაქებს და სოფლებს,მდინარეებს და ზღვებს,ჰაერს და ღრუბლებს.
7. სიტყვა პასუხს აგებს ენაზე,მეტყველებაზე.
ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს წინაპრებისგან მიღებულ ლინგვისტურ მემკვიდრეობასაც რაც არის მის შემქნელ თაობათა პატივისცემა. რაც არის ენის სრულმყოფელ მწერალთა თაობების პატივისცემა,მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა. ესაა ენის გამამდიდრებელი ხალხის,როგორც მეფეთა კარისკაცების ისე ასე ვთქვათ წვრილი ერის პატივისცემა.
თანამედროვე ადამიანი ვალდებულია სახელგანთქმული თუ უცნობი წინამორბედების წინაშე,დავალებულია მათგან და მან პატივი უნდა მიაგოს მათ.,,,
8. სიტყვის ეთიკის ბოლო წესი ისაა რომ ის მართალი უნდა იყოს.
ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ჭეშმარიტების მატარებელი უნდა იყოს. ზოგჯერ ესაა სუბიექტური ჭეშმარიტება,ზოგჯერ კი-ობიექტური.
სუბიექტურია როდესაც ის ყვება ჩემი სინაგანი ცხოვრების,ე.ი.ჩემი აზრების,გრძნობების,მისწრაფებების შესახებ.ჩემმა სიტყვამ უნდა ასახოს ჩემი შინაგანი ცხოვრება.
ობიექტურია ჩემს გარეთ არსებულ ფენომენთა და ფაქტების აღმწერი ჭეშმარიტება. ჩემი სიტყვა უნდა შეესაბამებოდეს ობიექტურ ჭეშმარიტებას, უნდა აღწერდეს ჩემს მიერ ნანახს ამ ნანახის განზრახ თუ უნებურად დამახინჯების, გაზვიადების, დაკნინების გარეშე.უნდა ვერიდოთ პირფერობას....
მაგრამ ეს არაა ყველაფერი,სიტყვამ სხვას,მსმენელს უნდა მიანიჭოს სიამოვნება, სიხარული, ბედნიერება. სიტყვამ უნდა ანუგეშოს და გაამხნევოს მსმენელი,სიტყვა უნდა დაეხმაროს მსმენელს წინსვლაში, საკუთარი თავის პატივისცემაში....
//ამის და მეტის წაკითხვა შეგიძლიათ მიშელ ლაკრუას ნაშრომში "შხამიანი სიტყვები,კეთილნაყოფიერი სიტყვები,ენის ეთიკისთვის,პარიზი, 2010, გაგრძელება იქნება//.

No comments:
Post a Comment