7.22.2012

ძალადობის ბანალიზაცია,ჩვეულებრივ მოვლენად გადაქცევა ცუდია და მავნე.ენა როგორც კარგი ისე საშიში რამეა:


ინგლისური ანდაზა: - "Sticks and stones can break your bones,but words can break your heart" ჯოხებს და ქვებს შეუძლიათ შენი ძვლების დამსხვრევა მაგრამ სიტყვებს შეუძლიათ შენი გულის გახეთქვა.
დიდი აზიის რესპუბლიკის მთავრობამ 15 წლის ლიცეელთა კლასი გააგზავნა სამყაროსგან მოწყვეტილ კუნძულზე და უბრძანა მათ ერთმანეთთან ჩხუბი და ომი მანამდე სანამ არ გადარჩებოდა ერთადერთი მათგანი. პაროკსიზმამდე მიყვანილი დილემა. რა უნდა ქნა როდესაც ხვედრმა დაგიტოვა ორი რამ-მოკლა ან მოაკვლევინო თავი? 


აი ასეთ ვითარებას აღწერს იაპონელი კუშამ ტაკამის 1999 წელს იაპონიაში გამოცემული რომანი " სამეფო ბრძოლა" //"Battle Royale"//.

სკანდალი ატყდა მაშინ როდესაც ის 2006 წელს და შემდეგ საფრანგეთში გამოსცეს გამომცემლობა კალმან ლევიმ და საყმაწვილო ლიტერატურის ისტორიულმა გამომცემლობა აშეტმა. იუსტიციის სამინისტროს აზრით ასეთი საშინელი ძალადობის აღმწერი რამის მიცემა ახალგაზრდობისთვის დაუშვებელი იყო.

იუსტიციის სამინისტროს აზრით გამოცემის ყდაზე უნდა ყოფილიყო წარწერა: "ამის წაკითხვას არ ვურჩევთ ახალგაზრდებს 16 წლის ასაკამდე". უიშვიათესი შემთხვევა. ძალიან ცოტაა შემთხვევა როდესაც ითხოვენ ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი პუბლიკაციების შესახებ 1949 წლის კანონის შესრულებას.
წიგნი თავზარს სცემს შემზარავ მკვლელობათა სიუხვით,სცენათა სისასტიკით და ზოგი პერსონაჟის ცინიზმით. სრულწლოვანებისთვის განკუთვნილ თაროებზე ის შეუმჩნეველი დარჩა.

ახალგაზრდობითვის განკუთვნილ თაროებზე ის დინამიტი ხდებოდა.

"ხილული და გარკვეული გაფრთხილების გარეშე ახალგაზრდა მკითხველები შეიძლებოდა შოკში ჩაეგდო მათი თანატოლების მიერ ჩადენილ საშინელებათა ძალიან ზუსტ აღწერას რომელიც საზიზღარს ხდის მოთხრობას და აძლევს მას  სადისტი მკვლელებისადმი თანაგრძნობის ხასიათს",წერდა კომისიის თავმჯდომარე გამომცემელს. 
"ძალადობის მიმართ გარკვეული პოზიციის დაკავება": 
არადა ჰაშეტის დირექტორმა შარლოტ რუფომ იმ დროს აუცილებლად ჩათვალა რომანის გამოქვეყნება. ის ასე უხსნიდა თავის არჩევანს წიგნის გამყიდველებს: "ასე დაწერილი წიგნი ახალგაზრდა მკითხველებს აძლევს ძალადობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამომუშავების უნიკალურ საშუალებას. ", ამბობდა გამომცემელი და უმატებდა რომ საჭიროა წიგნის წაკითხვა და მერე გადაწყვეტა იმისა გასაყიდია ის თუ არა. ეს რჩევა ისმინეს. პარიზში წიგნის ერთ-ერთი გამყოდველი ლორანს ტუტელოს თქმით არ გაყიდულა ამ წიგნის არც ერთი ეგზემპლარი. მისი აზრით ამ წიგნის მკითხველთა საზოგადოება არ ყოფილა მათი საზოგადოება. ეს წიგნი ეხმაურებოდა  5 წლის წინანდელ ზოგ ვიდეოთამაშს,,მაგრამ ეს იშვიათი იყო საყმაწვილო წიგნში.

2 წლის შემდეგ რომანზე ისევ ალაპარაკდნენ.

ზოგი მკითხველი სასაკლაოში ჩათრეული ამ ბავშვების ისტორიის პარალელს ხედავდა ამერიკულ რომანში Hunger Games, რომელშიც კენჭისყრით შერჩეული მოზარდები მონაწილეობენ თამაშში როდესაც ერთმანეთს ხოცავენ.

საშინელ მდგომარეობაში ჩაყრილი ახალგაზრდები, სერიული მკვლელობები,სრულწლოვანი ცინიკოსებისგან შემდგარი საზოგადოება, სასოწარკვეთილების მომგვრელი ახლო მომავალი... პირველი ტომის თემები ახლო იყო Battle Royale-ს თემებთან.

ამერიკაში ამ რომანმა დებატი გამოიწვია,მაგრამ საფრანგეთში ის უხმაუროდ გამოიცა და გაიყიდა დაახლოებით 450000 ეგზემპლარი.

მოზარდები გაკაჟდნენ და წიგნის პროფესიონალებმა მიიღეს ის რაც აქამდე მიუღებელი იყო?

კითხვა იმსახურებს მის დასმას და ამავე დროს ცხადია რომ ძალადობა ბანალიზებულია,ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

ფრანსუაზ დარჟანის ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთში Le Figaro,2012 წლის 20 ივლისის ნომერში.

ძალადობის ატმოსფეროს დამკვიდრება და ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა და მოუმზადებელი ახალგაზრდობის თუნდაც თეორიული შეჯახება ძალადობასთან მწიფე დემოკრატიებში არ ითვლება მაინცდამაინც სასურველ მოვლენად,

არის ზოგი რამ რაც ჯობია არც გააგონო ამისთვის მოუმზადებელ ახალგაზრდებს.

2. ევროპაში ფიქრობენ იმაზეც რომ საჭიროა ენის მოთკვა-მოთვინიერებაც:

Paroles toxiques, paroles bienfaisantes : pour une éthique de la parole
მიშელ ლაკრუას წიგნი  "შხამიანი
სიტყვები, კეთილნაყოფიერი
სიტყვები, ენის ეთიკისთვის",
პარიზი, 2010.
"..ჩვენს სიტყვას შეუძლია მსმენელში ფსიქოლოგიური ძვრის გამოწვევა. 


სიტყვა იარაღია: 
ინგლისელი ფილოსოფოსი ჰობსი ამბობდა რომ მორფოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებს არა აქვთ ძალადობისთვის აუცილებელი საშუალებები. მათ არა აქვთ ბრჭყალები,რქები,ბაკანი,ისინი არ გამოყოფენ შხამს...


მაგრამ თუ კი ახლოდან შევხედავთ დავინახავთ რომ ადამიანების აგრესიულ ჟინს აქვს საშიში იარაღი  რომელიც ადამაიანს გადააქცევს მგლად სხვა ადამიანისთვის და ეს იარაღია ენა.


 "Sticks and stones can break your bones,but words can break your heart".

ჯოხებს და ქვებს შეუძლიათ შენი ძვლების დამსხვრევა მაგრამ სიტყვებს შეუძლიათ შენი გულის გახეთქვა. 

სიტყვებს შეუძლიათ დამცირება, შეურაცხყოფა, დაძალება

"ადამიანი არის მის ქმედებათა ჯამი", ამბობდა ანდრე მალრო...

არ ეწყინოს მალროს მაგრამ სიტყვებსაც იგივე მნიშვნელობა აქვთ რაც ქმედებებს. 

მე ვარ ასევე ჩემს მიერ ჩემი ცხოვრების მანძილზე წარმოთქმული სიტყვების უზომო,თავბრუსდამხვევი ჯამი. ჩემს მიერ ნათქვამი და ჩემს მიერ დავიწყებული სიტყვები არ დავიწყებიათ მათ ვისაც ისინი ვუთხარი. ზოგისთვის  ისინი სიკეთის მომტანი იყო და ზოგს მათ წყენა მიაყენეს და ისინი ,დარწმუნებული ვიყოთ,ისევ მოქმედებენ.

ადამიანი პასუხს აგებს მის მიერ წარმოტქმული სიტყვების გამოც. 

არის შემთხვევები როდესაც საუბარი პათოგენური ხდება...

პალო ალტოს სკოლა:

1950-ანი წლებიდან სან-ფრანცისკოს ახლოს მდებარე პატარა ქალაქ პალო ალტოში მუშაობდა მკვლევართა ჯგუფი რომელმაც შექმნა პალო ალტოს სკოლა.
  
 ამ მკვლევარებს შორის იყვნენ წარმოშობით ინგლისელი ანტროპოლოგი Gregory Bateson//1904-1980//  და წარმოშობით ავსტრიელი ფილოსოფოსი და  ფსიქოანალიტიკოსი  Paul Watzlawick// 1921-2007//.

მათი ერთ-ერთი მთავარი დებულება ის იყო რომ ჩვეულებრივ ფსიქიატრიულ პრობლემებად მიჩნეული პრობლემები სინამდვილეში არასწორი მეტყველების შედეგია. 

მათი თქმით ფსიქიური ავადმყოფობების წარმოშობის დასადგენად აღარ უნდა შევხედოთ ინდივიდს იზოლირებულად,თითქოს მას უნდა ჰქონდეს რაღაც იდუმალი თვისება რომელიც უნდა იყოს " ავადმყოფობა". 

უფრო უნდა დავაკვირდეთ იმას თუ როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს მის ირგვლივ მყოფი ადამიანები....

პაციენტი არაა ავადმყოფი იმიტომ რომ მასში  " რაღაც არ ფუნქციონირებს",პაციენტი ავადაა იმიტომ რომ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები არასწორად ლაპარაკობენ. პათოლოგიურია ურთიერთობა..

ამ თვალსაზრისით ურთიერთობის ყველაზე პათოგენურ ფორმებს შორისაა 
" პარადოქსული ბრძანება" ანუ "ორმაგი დაძალება"  //double bind ინგლისურად// .

ამ ცნებით პალო ალტოს სკოლა აღნიშნავს ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი აზრის შემცველ მიმართვას. 

მაგალითად ავიღოთ მასწავლებელი რომლებიც მოწაფეებს ეუბნება " იყავით სპონტანურები ". ამით ის მოწაფეებს სთავაზობს თავისუფლად ყოფნას. მაგრამ ის სთავაზობს ბრძანების ფორმით რაც ეწინააღმდეგება თავისუფლების იდეას. 
ამ დროს მოწაფეებს ერთდროულად ესმით ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამ. მითითების სრულფასოვნად შესრულება შეუძლებელია. მოწაფეები ჩიხში არიან. 



BattleRoyale

კერძოდ ამ უაზრო ქმედების გავლენა შეიძლება უმნიშვნელო იყოს,მაგრამ პარადოქსული ბრძანების ანუ ორმაგი დაძალების სხვა შემთხვევები შეიძლება მავნე იყოს ადამიანის ფსიქიური ჯანმრთელობისთვის.

პალო ალტოს მკვლევარები ყურადღებას აქცევენ მშობლების საუბარს შვილებთან.      

სკოლის მიერ მოყვანილი ორი მაგალითიდან პირველი არის მაგალითი დედისა რომელიც ღიზიანდება იმით რომ მის ბავშვს სინაზე სჭირდება და ამ მოთხოვნაზე სისტემატურად შემდეგნაირად პასუხობს:
"კი, რა თქმა უნდა,შენ ხარ ჩემი ძვირფასი ბავშვი", მაგრამ ამას ამბობს ისეთი მოუთმენელი და გაღიზიანებული ტონით რომ სიტყვები ეწინააღმდეგებიან სიტყვების გარეშეც გამოთქმულ გრძნობას. 

დედა ვერ გრძნობს თავისი მიმართვის წინააღმდეგობრივ ხასიათს,მაგრამ ბავში გრძნობს და სისტემატურად ამ ორაზროვან მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ექნება ფსიქიური პრობლემები.   


მეორე მაგალითია მაგალითი მამისა რომელიც თავისი შვილისგან მოითხოვს აბსოლუტურ სრულყოფილებას:


"მე მინდა რომ შენ იყო სრულყოფილი,ეუბნება თავის შვილს მამა,შენ უნდა შეესაბამებოდე იმ იდეალურ წარმოდგენას რაც მე მაქვს შენზე,შენ მაგალითი უნდა იყო შენი და-ძმებისთვის. შენ ასევე მთლიანად უნდა ემორჩილებოდე ჩემს ნებას, მუდამ იყავი მორჩილი და პატივის მცემელი. და ბოლოს შენ უნდა დამიბრუნო ჩემს მიერ შენთვის მოცემული სიყვარული. გიყვარდე უპირობოდ".
      
არა აქვს მნიშვნელობა გარკვევით ამბობს ამას მამა თუ ის შვილს ამაზე მიუთითებს ბრძანებებით, საყვედურებით, თხოვნით,შეგულიანებით, ხოტბით და ქება დიდებით.


თავისი სიყვარულის ყოველ დღე დემონსტრაციით და საპასუხო სიყვარულის მოთხოვნით მამა თრგუნავს შვილს. ...

ამას ემატება ხოლმე ისიც რომ ყველაფერ ამასთან ერთად  მამა შვილისგან მოითხოვს ავტონომიურ არსებობას და თავისუფლად ქცევას. 

ბავშვი ექცევა მორჩილებისა და თავისუფლად ,ავტონომიურად არსებობის წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს შორის და ეს წინააღმდეგობა გადაუჭრელია....

პალო ალტოს აკოლა აჩვენებს რომ ასეთი ორაზროვნებით დათრგუნულ ბავშვს  თავშესაფრად რჩება მხოლოდ "ფსიქიური ავადმყოფობა","სიგიჟე".

პალო ალტოს სკოლის თქმით შიზოფრენია უფრო ადამიანთა არასწორი, მახინჯი ურთიერთობების და ლინგვისტურ მახეში მოხვედრის შედეგია ვიდრე ფსიქიური ორგანიზმის შინაგანი ავადმყოფობა.
 
ჩვენს მხრივ გაუფრთხილებლობა იქნებოდა იმის მტკიცება რომ პალო ალტოს სკოლამ დაადგინა შიზოფრენიის მიზეზი. არაა დებატის გადაჭრის ადგილი. პრობლემა უნდა გადაწყვიტოს ფსიქიატრიამ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანთა არასწორი ურთიერთობა და მეტყველება შეიძლება იყოს ამ ფსქიური ავადმყოფობის,შიზოფრენიის ერთ-ერთი მიზეზი //ამის და ბევრად მეტი რამის წაკითხვა შეგიძლიათ მიშელ ლაკრუას წიგნში "შხამიანი სიტყვები,კეთილნაყოფიერი სიტყვები,ენის ეთიკისთვის",პარიზი, 2010//. იმედია რომ ქართველები ოდესმე წაიკითხავენ მას ქართულადაც. 
/გარგძელება იქნება./ 

No comments: