7.10.2012

ევროპული სულიერება-კარლ გუსტავ იუნგი და ჰერმან ჰესე:


კარლ გუსტავ იუნგი
"კულტურა ასე ცუდად გახადა სწორედ წარსულთან ურთიერთობის გაწყვეტამ, ფესვებიდან მოგლეჯამ, ფესვების გარეშე დარჩენამ"
კ.გ. იუნგი.


"თანამედროვე ცხოვრება უნდა გამდიდრეს ჩვენს ზმანებათა შემეცნებით, მითოლოგიის და საიდუმლოს აზრის ცოდნით".

"ჩვენ სულაც არ მოგვისპია შუა საუკუნეები,ანტიკური ხანა და არ გაგვიცია პასუხი ჩვენი სულის მიერ მათ თაობაზე დასმულ კითხვებზე.... ვინაიდან კულტურა ასე ცუდადაა სწორედ წარსულთან ურთიერთობის გაწყვეტის,ფესვებიდან მოგლეჯის,უფესვოდ დარჩენის გამო".

დღეს სამწუხაროდ ყურადღებას არ აქცევენ ადამიანის მითიურ მხარეს და ადამიანს აღარ შეუძლია ზღაპრების წერა. ამის შედეგად ადამიანი ბევრ რამეს ვერ ამჩნევს ვინაიდან სასარგებლო და მხსნელია ლაპარაკი გაუგებარ რამეებზეც.

რაც უფრო ძლიერია და კრიტიკულია გონება მით უფრო ღარიბდება ცხოვრება. მაგრამ რაც უფრო გავაცნობიერებთ არაცნობიერის და მითის ელემენტებს მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება სიცოცხლის შესაძლებლობები".
 რამოდენიმე სიტყვით:
თანამედროვე ცხოვრება უნდა გამდიდრეს ჩვენს ზმანებათა შემეცნებით,მითოლოგიის და საიდუმლოს აზრის ცოდნით.

ავტობიოგრაფიების უმეტესობა გადმოსცემს მათი ავტორების ცხოვრების თვალშისაცემ ფაქტებს და მხოლოდ გაკვრით თუ ეხება მათ შინაგან ცხოვრებას.

სამაგიეროდ კარლ იუნგის ბიოგრაფია " ჩემი ცხოვრება":მოგონებები,ზმანებები,აზრები"ეხება სწორედ სახელგანთქმული ფსიქიატრის სულიერ და ინტელექტუალურ კრიზისებს. წიგნი სავსეა იუნგის ხილვების,ზმანებების და აკვიატებული იდეების აღწერით. იუნგი ყველაფერ ამას სასიკეთოდ თვლიდა იმიტომ რომ მისი აზრით ეს იყო პრიზმა რომლის მეშვეობითაც შეიძლება კაცობრიობის კოლექტიური სულის დანახვა. ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა მკითხველ საზოგადოებაზე და ფსიქოანალიტიკოსებზე.

იუნგი და ღმერთი ;
სხვა ნაშრომები გადმოსცემენ იუნგის მოსაზრებებს მითოლოგიური და ფსიქოლოგიური კონცეფციების შესახებ. ის ლაპარაკობდა ღმერთზეც. მაგრამ ანიელა ჯაფეს თანახმად იუნგის მიერ დატოვებული "რელიგიური ანდერძი " არის წიგნი " ჩემი ცხოვრება:მოგონებები,ზმანებები და აზრები".

იუნგის წინაპრებს შორის როგორც მამის ისე დედის მხრიდან იყვნენ პასტორებიც და თეოლოგებიც. მამამისი კი საკმაოდ დოქტრინარი პასტორი იყო.ამდენად იუნგი გაიზარდა ატმოსფეროში სადაც რელიგიურ საკითხებს ეკავათ ცენტრალური ადგილი.

მაგრამ თვითონ იუნგის მიერ წარმოდგენილი ღმერთი არც პერსონალური ღმერთი ყოფილა და არც განათლების წყარო.

იუნგისთვის ღმერთი წარმოადგენდა სამყაროს ძალას მთელს მის სინათლეში,მაგრამ ასევე მთელ მის წყვდიადში,მთელ მის პოტენციურობაში და უსასრულობაში.

ზოგმა ზმანებამ იუნგს აფიქრებინა რომ ღმერთი შეგნებულად გვკარნახობს "ცუდ აზრებს",მორალის საწინააღმდეგოდ მიმავალ აზრებს იმიტომ რომ ჩვენ თვითონ დავუბრუნდეთ მას. იუნგის აზრით ნამდვილად სულიერი არის ის ვისაც სურს ღმერთის განცდა და შეგრძნება და არა უბრალოდ რწმენა.

აზრმა რომ ღმერთი არაა მარტო სითბო და სინათლე //სხვათა შორის იუნგი ფიქრობდა რომ ქრისტიანობამ ვერ გადაჭრა დამაკმაყოფილებლად ეშმაკის საკითხი// ჩამოაშორა იუნგი ეკლესიას.

მაგრამ იუნგი თავის თავს თვლიდა ქრისტიანად და 1952 წელს მან მისწერა ერთ მღვდელს:
ჰერმან ჰესე
"მე ვასკვნი რომ ყველა ჩემი აზრი ბრუნავს ღმერთის ირგვლივ ისე როგორც პლანეტები ბრუნავენ მზის ირგვლივ და ღმერთი იზიდავს მათ ".  
            
იუნგის თანახმად ყველას აქვს რელიგიური იდეები,განცდები უსასრულოს პირისპირ ან ინტუიტიური მიხვედრები სიცოცხლის უმაღლესი მნიშვნელობის შესახებ.

იუნგმა შეამჩნია რომ თავის თავში ჩაკეტილ ადამიანებს ხშირად ტანჯავს ნევროზები და რომ ისინი უკეთესად იგრძნობდნენ თავს რომ ეცხოვრათ წინა ხანაში როდესაც მათი ცხოვრება მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული მითებთან,რიტუალებთან და ბუნებასთან.

იუნგი წერდა რომ თანამედროვე ხანაში ადამიანები მეტისმეტად ობიექტურები არიან და მათი სულიერი ჰორიზონტი მეტისმეტად ვიწროა. მრავალი ადამიანი თითქმის მთელ ცხოვრებას ატარებს მხოლოდ ცნობიერ და რაციონალურ დონეზე.იუნგის თქმით ადამიანები დაიბრუნებენ სულიერ ჯანმრთელობას თუ კი ისინი მოახერხებენ მათ ეგოსა და არაცნობიერს შორის გათხრილი უფსკრულის ამოვსებას. 

მეს ინტეგრაცია:
ციურიხის უნივერსიტეტში სწავლისას იუნგმა არჩია ფსიქიატრად გახდომა,მაშინ ახალი და ჯერ კიდევ სათანადო აღიარების არმქონე პროფესიის დაუფლება. 1900 წელს მან ასისტენტად მუშაობა დაიწყო ბურჰოზლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ციურიხში.

იმ დროს ფსიქიატრები უმთავრეს ყურადღებას აქცევდნენ სიმპტომებს და დიაგნოზს და უცნაურად არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ იმას თუ რა ხდებოდა პაციენტის სულში. იუნგის თქმით არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ პაციენტის ადამიანურ პიროვნებას,მის ინდივიდუალობას.

ფროიდი და იუნგი დაუპირისპირდნენ მათი ხანის სამედიცინო აზრს და დაინტერესდნენ მთლიანად პიროვნებით და არა მარტო სამედიცინო მონაცემებით.

იუნგის პირველი წიგნი,რომელიც ეხებოდა შიზოფრენიის ფსიქოლოგიას,აჩვენებდა იმას რომ ციებ-ცხელებები და ჰალუცინაციები არ იყვნენ ავადმყოფობის უბრალო სიმპტომები და ისინი დაკავშირებული იყვნენ პაციენტის პიროვნებასთან.

მიზანი იმისა რასაც იუნგი უწოდებს ინდივიდუაციას არის შინაგან დაპირისპირებათა გაერთიანება ან აღიარება მრავალი წინააღმდეგობისა ჩვენს შიგნით. საკუთარი თავის ეს ცოდნა იუნგის თანახმად იწვევს ჩვენი სიცოცხლის მნიშვნელობის და პიროვნების მიმართ ერთიანობის გრძნობის გაჩენას.

იუნგი ყვება რომ უკვე ახალგაზრდობაში მან შეამჩნია რომ პიროვნების არსებობაში არის ორი მთავარი ასპექტი.ერთ ასპექტს,რომელსაც როგორც წესი აღვიქვამდა როგორც მეს,მან უწოდა პიროვნება ნომერი ერთი. მეორეს კი,

"სხვას",უწოდა პიროვნება ნომერი ორი.

თვითონ იუნგის პიროვნება ნომერი ერთი იყო თავის დავალებათა შემსრულებელი და ხანდახან მაჩხუბარი ბიჭი,მაგრამ ის ყოველთვის გრძნობდა პიროვნება ნომერი ორის არსებობას. ეს უკანასკნელი კი იყო "სიბრძნის ურღვევ და მარადიულ კლდეზე".

იუნგი ყურადღებით უსმენდა ამ მისი აზრით ყველაზე უფრო ძვირფას პიროვნება ნომერ ორს.

იუნგის გამოკვლევების წყალობით ჩვენ დღეს უფრო უშიშად ვლაპარაკობთ ამ პიროვნება ნომერ ორზე რომელსაც ვუწოდებთ ხან ჩრდილს,ხან უმაღლეს მეს და ხან ჭეშმარიტ მეს.

ჩვენ ვაღიარებთ რომ მისი ინტეგრაცია არის ფსიქიური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პირობა. ამ ინტეგრაციის გარეშე ჩვენ სხვა პიროვნებებზე ან სხვა ობიექტებზე გადავიტანთ იმას რასაც ვერ ვცნობთ თვითონ ჩვენს შიგნით და ამას ხშირად აქვს დამღუპველი შედეგები.

ფროიდი და ფროიდის იქით:
ფროიდის და იუნგის პირველი შეხვედრა და საუბარი გაგრძელდა 13 საათი.

იუნგის თქმით ზმანებებში არაცნობიერ პროცესებბზე ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროს დანახვით ფროიდმა კაცობრიობას დაუბრუნა თითქოს უიმედოდ დაკარგული იარაღი.

მაგრამ იუნგი არ დაეთანხმა და წაეჩხუბა ფროიდს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გამო.

ფროიდის მტკიცებით ადამიანის ქცევათა უმრავლესობა და ხელოვნებაში თუ ადამიანში სულიერების ყოველი გამოვლინება იყო დათრგუნული სექსუალობის შედეგი. სწორედ ფროიდის ეს ფუძემდებლური დებულება უარყო კატეგორიულად კარლ გუსტავ იუნგმა.


იუნგის თქმით რელიგიური მისწრაფების მოძულე ფროიდს სურდა თავისი მეცნიერული კონცეფციების გადაქცევა ნამდვილ რელიგიად. სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა და ჩამოშორდა ფროიდს კარლ გუსტავ იუნგი.


ფროიდისგან ჩამოშორების შემდეგ შექმნა იუნგმა თავისი მრავალი დღეს სახელგანთქმული კონცეფცია.

მან შემოიღო კომპლექსის,ინტროვერსიის და ექსტრავერსიის ფსიქოლოგიური ცნებები,მაგრამ მისი ყველაზე თამამი კონცეფციაა კოლექტიური არაცნობიერის კონცეფცია. ყოველ ადამიანი ეკუთვნის ადამიანის სულის ამ დიდ სფეროს რომელიც გამოიხატება ხატებით,ზმანებებით,მითებით რომლებიც თითქოს საერთოა ყველა კულტურისთვის.

იუნგმა შექმნა აგრეთვე არქეტიპის კონცეფცია. ეს ცნება აღნიშნავს ქცევის და არსებობის ისეთ ფორმებს რომლებსაც ადამიანები მისდევენ დიდად დაფიქრების გარეშე და რომლებიც ასევე არის ამ დიდი კოლექტიური სულიდან//ფსიქედან//გამოსული მოდელები.

იუნგის მიერ შექმნილი სხვა სახელგანთქმული ცნებაა სინქრონულობა ესე იგი გარეგნულად უმნიშვნელო დამთხვევები რომლებიც სცდება ნორმალური ალბათობის სფეროს.

ეს ცნება მიანიშნებს იმაზე რომ არსებობს სამყარო სადაც გარკვეულ პირობებში იშლება ადამიანის მიერ ჩვეულებრივად აღქმული საზღვარი მატერიასა და სულს შორის.

სინქრონიულობა ეხლა არის მოძრაობა ახალი ხანის მთავარი ცნება. და ამ თვალსაზრისს იზიარებს ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში და იუნგის მეგობარი ვოლფგანგ პაული.

იუნგს ასევე აინტერესებდა ნუმეროლოგია,განსაკუთრებით ციფრი ოთხის მნიშვნელობა ხელოვნებაში და მითოლოგიაში და ის გადაიქცა ალქიმიის,გნოზისის და ბიბლიის დიდ მცოდნედ.

კარლ იუნგის თანახმად ალქიმიის ჭეშმარიტი მიზანია სულიერი გარდაქმნა და ცნობიერების გაღვიძება და არა უბრალო ლითონების გადაქცევა ოქროდ.

1913 წელს კარლ იუნგს ჰქონდა ხილვა. მან იხილა რომ სისხლმა წალეკა ჩრდილოეთის ზღვასა და ალპებს შორის მოქცეული მიწები. ამ სისხლის ზღვაში ტივტივებდა მილიონობით გვამი. თავიდან იუნგმა იფიქრა რევოლუციაზე,მაგრამ მალე მიხვდა რომ  ეს იყო მსოფლიო ომის მომასწავებელი ნიშანი.

წინასწარგანჭვრეტის ნიჭმა იუნგს უბიძგა პარაფსიქოლოგიის კვლევისკენ. მას როგორც მეცნიერს სჯეროდა არაფიზიკური მიზეზობრიობისა და ეს მასხრად აიგდო ფროიდმა.

მხოლოდ დრო გვეტყვის თუ ვინ იყო სწორი მეცნიერების ამ არატრადიციულ სფეროებში,მაგრამ ფაქტია რომ იუნგის შეხედულებების პოპულარობა დიდად გაიზარდა ბოლო ათწლეულებში,მაშინ როდესაც ფროიდის შეხედულებები გადასინჯეს.

ბოლო კომენტარები:
ინტელექტს ზმანებებით და არაცნობიერით დაინტერესება შეიძლება მოეჩვენოს დროის უქმად კარგვად,მაგრამ ეს ამდიდრებს ჩვენს ემოციურ ცხოვრებას და კურნავს ჩვენს გაგლეჯილ სულს.

ჩვენი არსებობის ჩაკეტვით მხოლოდ რაციონალურობის სფეროში და იქიდან ხელოვნების,ზმანებების თუ ხილვების გაყვანით ჩვენ ვხდებით ცალგანზომილებიანი არსებები.

თუ კი ჩვენ გამუდმებით ვეძებთ სრულყოფილ ახსნას ჩვენ არასოდეს არ გვაქვს კავშირი "გაუგებარ რამეებთან",როგორც იუნგი უწოდებდა დროის და სივრცის საიდუმლოებებს.

არადად ჩვენს ცხოვრებას აზრს აძლევენ იდუმალი მოვლენებიც.

თუ კი თქვენ მოგბეზრდათ და ყელში ამოგივიდათ მატერიალიზმის და მოხმარების კულტურის ზედაპირულობა იუნგის ნაშრომები შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის რაც თქვენ გჭირდებათ.

მომხიბლავია იუნგის აფრიკაში,ამერიკაში,ინდოეთში და იტალიაში მოგზაურობათა აღწერები. მომხიბლავია აღწერა კოშკისებრი სახლისა რომელიც იუნგმა სამყაროსგან გასაქცევად ააგო ციურიხის ტბის სანაპიროზე,ბოლინგენში.

ჩანართი ვიკიპედიიდან: შვეიცარელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგის მიერ აგებული ეს სახლი არის მცირე ციხე-სასახლე რამოდენიმე კოშკით. ციურიხის ტბის ნაპირზე,მდინარე ობერზეეს შესართავთან მდებარე ეს სამფლობელო იუნგმა შეიძინა 1922 წელს,დედას სიკვდილის შემდეგ. მან მშენებლობა დაიწყო პრიმიტიული მრგვალი საცხოვრებლიდან რომელსაც ბოლოს დაარქვეს კოშკი(Turm). მშენებლობა მიმდინარეობდა ოთხ ძირითად ეტაპად.დაემატა 3 გვერდითი მინაშენი,შეიქმნა შიდა შემოღობილი ეზო და ნავების მისადგომი. მემუარებში იუნგი წერდა რომ კოშკის მშენებლობა იყო ფსიქიკის სტრუქტურის კვლევის ქვაში განხორციელება.

1950 წელს იუნგმა ბოლინგენში კოშკის დასავლეთით დააყენა კუბური ქვა რომლის სამ მხარესაც ამოკვეთა წარწერები. ერთ  მხარეს იყო ციტატაRosarium philosophorum-დან: hic lapis exilis extat, pretio quoque vilis, spernitur a stultis, amatur plus ab edoctis:აი დევს შეუმჩნეველი,სასაცილოდ იაფი ქვა,მაგრამ ბრძენი აფასებს იმას რასაც ვერ ამჩნევენ და უგულვებელყოფენ ტუტუცები.

Башня в Боллингене - строение, созданное швейцарским психиатром и психологом Карлом Густавом Юнгом. Оно представляет собой небольшებიой замок с несколькими башнями, расположенный в местечке Боллинген на берегу Цюрихского озера у устья реки Оберзее.
Юнг приобрел это владение в 1922 году, после смерти матери. იტატაОн начал строительство с примитивного круглого жилища, которое в итоге стали называть Башней (нем. Turm). Строительство совершалось в четыре основных этапа, в течение которых были добавлены три боковых пристройки, создан внутренний огороженый двор и причал для лодок. В мемуарах Юнг писал, что строительство Башни было для него воплощенным в камне исследованием структуры психики.
В 1950 года в связи с 75-летием Юнг установил в Боллингене камень кубической формы, к западу от Башни, и высек надписи на трех его сторонах. На одной стороне - цитату из Rosarium philosophorum: hic lapis exilis extat, pretio quoque vilis, spernitur a stultis, amatur plus ab edoctis:
Вот лежит камень, он невзрачен,
Цена его до смешного мала.
Но мудрый ценит то,
Чем пренебрегают глупцы.


იუნგის მიერ აღწერილი ხილვებით და ზმანებებით ალბათ არ დაინტერესდება ყველა მკითხველი მაგრამ მრავალ მკითხველს ისინი დააინტერესებენ არაცნობიერი სულით როგორც მეგზურით და სიბრძნის წყაროთი.

კარლ გუსტავ იუნგი:
დაიბადა 1875 წელს კესვილში,შვეიცარიაში. მამამისი იყო პროტესტანტი პარსტორი.

1895 წელს ის ჩაეწერა მედიცინაზე ბაზელის უნივერსიტეტში. მამამისის სიკვდილის შემდეგ ის იძულებული იყო ესესხა ფული სწავლის გასაგრძელებლად. მისი სპეციალიზაცია იყო ფსიქიატრია. ის 1900 წლიდან ფსიქიატრიის პიონერი Eugen Bleuler-ის ხელმძღვანელობით მუშაობდა ციურიხის ბურჰოლზლის კლინიკაში.

1903 წელს ის დაქორწინდა მდიდარ შვეიცარელ ემა რაუშენბახზე. მათ აიშენეს დიდი სახლი კიუსნახტში.

1905 წელს იუნგი გახდა ციურიხის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი.

იუნგი იყო ნაყოფიერი მწერალი. მის ნაშრომებს შორის აღვნიშნავთ: " "ფსიქოლოგია და არაცნობიერი" ;"ფსიქოლოგია და რელიგია" ;"დღევანდელობა და მომავალი" ;"ფსიქოლოგია და ალქიმია"; იუნგის მრავალი ნაშრომი ითარგმნა ინგლიურად და გამოიცა ასე: "The Collected Works of C.G.Jung.

კარლ გუსტავ იუნგი გარდაიცვალა 1961 წელს. // ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ტომ ბატლერ-ბაუდონის წიგნში "სულიერების 50 კლასიკოსი,აღმოაჩინეთ მარადიული სიბრძნეები"Tom Butler-Bowdon,50 classiques de la spiritualité,Décovres les sagesses éternelles,Petite Bibliothèque Payot,2008- Tom Butler-Bowdon,50 Spiritual Classics,Nicholas Brealey Publishing,2005. თარგმანი ფრანგულიდან.
გერმანული რადიო გერმანული ტალღის
23.12.2000-ს გადაცემა  " მარადიულობის ჟღერადობის გამგონი ჰერმან ჰესე "
  __________________________________________________________________
"გმირია ყველა ვინც მიდის თავისი გზით. გმირია ყველა ვინც ახორციელებს იმას რაც ძალუძს"
   " ბოროტების ატანა ჯობია ბოროტების ჩადენას."
 "საკვირველია რომ მშვენიერება და სიკვდილი,სიხარული და ხრწნა სჭირდებიან და განაპირობებენ ერთმანეთს"
 "როდესაც ვკარგავთ ყოველგვარ რწმენას ნუგეშია გაყოლა ბრძენისა და იმის დანახვა რომ ისიც ზოგჯერ იყო სუსტი და არასრულყოფილი ადამიანი."
"ცოდნის გადაცემა შეიძლება,სიბრძნის-არა. შეიძლება აიბრძნის ნახვა,სიბრძნით ცხოვრება,შეიძლება სიბრძნის გადაქცევა იალქნად,მისი მეშვეობით სასწაულების მოხდენა,მაგრამ მისი სიტყვებით გამოთქმა და ვინმესთვის სწავლება შეუძლებელია"             //ჰერმან ჰესე//.
 ________________________________________________________________________
ჰერმან ჰესე არის მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. ბედნიერების ძიება მწერლისთვის და მისი გმირებისთვის დასრულდა
" სამყაროს პირისპირ ჭეშმარიტი,პირველყოფილი,მითიური,ნათელი და მშვიდი მარტოობის მოპოვებით"

Герман Гессе

ჰერმან ჰესეს ფენომენი ვერ იხსნება. მისი სიკვდილის შემდეგ მისი წიგნების ტირაჟები მთელ მსოფლიოში დაუჯერებლად გაიზარდა.
 ჰერმან ჰესე უნიკალური მოვლენაა გერმანულ და მსოფლიო ლიტერატურაში.
ეს განუხორციელებელი თეოლოგი მკითხველებსაც და პერსონაჟებსაც ასწავლის თუ როგორ უნდა მიაღწიონ ჰარმონიას  საკუთარი არსის შეცნობისა და სამყაროსთან ერთიანობის მეშვეობით. დაჯერებული პაციფისტი ჰესე დაეხმარა ევროპელებს მეოცე საუკუნის ორი მთავარი ომის სულიერი შედეგების გადააზრებაში.

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის:

Базель

მწერლის ბავშვობამ გაიარა შვეიცარულ ქალაქ ბაზელში.

 ჰერმან ჰესე(Hermann Hesse) დაიბადა 1877 წლის ორ ივლისს პატარა გერმანულ ქალაქში კალვი,ვიურტემბერგში. მამამისი წარმოშობით ესტონიიდან იყო. ის იყო პროტესტანტი მისიონერი და საღვთისმეტყველო ლიტერატურის გამომცემელი. მან მრავალი წელი გაატარა ინდოეთში,სადაც  დაიბადა და გაიზარდა მწერლის დედა.

1880 წელს ოჯახი გადავიდა შვეიცარულ ქალაქ ბაზელში,სადაც მამა ასწავლიდა მისიონერულ სკოლაში. ჰესეს მშობლები ბიჭს ამზადებდნენ თეოლოგის კარიერისთვის.

1890 წელს ის შევიდა გეპინგენის ლათინურ სკოლაში. კიდევ ერთი წლის შემდეგ ის გადავიდა მაულბრონის მონასტრის პროტესტანტულ სემინარიაში,მაგრამ ჰერმან ჰესე თეოლოგი ვერ გახდა. ის 7 თვის შემდეგ გაიქცა სემინარიიდან

მოწოდების ძიებაში:
ერთხანს ყმაწვილი მუშაობდა მამამისის გამომცემლობაში,შემდეგ გამოიცვალა რამოდენიმე პროფესია. 1899 წელს ის შევიდა საზოგადოებაში "პატარა წრე". მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნები ლექსების კრებული "რომანტიული სიმღერები", ,მოკლე მოთხრობების კრებული და ლექსები პროზაში "საათი შუა ღამის შემდეგ". იმავე წელს დაიწყო მუშაობა წიგნების გამყიდველად ბაზელში და შვეიცარულ გაზეთში წერილების და რეცენზიების წერა.

პირველი მწერლური წარმატება ავტორს მოუტანა 1904 წელს გამოცემულმა რომანმა "პეტერ კამენცინდი",2 წლის შემდეგ ჩნდება მოთხრობა "ბორბლის ქვეშ",სადაც ავტორი იხსენებს სწავლას სემინარიაში. 1910 წელს ჩნდება რომანი "გერტრუდა".

საკუთარი მეობის ნახვა:
1911 წელს ჰერმან ჰესემ იმოგზაურა აღმოსავლეთში რის შემდეგაც გამოსცა ნარკვევთა და ლექსების კრებული "ინდოეთიდან".

1914 წლის შემდეგ ჰესეს უმთავრესად აწუხებდა ევროპაში ომის სულიერი შედეგების საკითხი.

ჰესე თავიდანვე გამოდიოდა როგორც პაციფისტი,რასაც განაპირობებდა მისი რელიგიურ-ეთიკური შეხედულებები.

პირველმა მსოფლიო ომმა,მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა,დაძაბულმა საზოგადოებრივმა საქმიანობამ და პირადმა დანაკარგებმა//შვილის დაკარგვამ და მეუღლესთან გაყრამ// ჰესეს გაუჩინა ნერვიული პრობლემები და გამოიწვია რამოდენიმე წლიანი შემოქმედებითი კრიზისი. ამისგან გსიქოანალიზის მეთოდით ჰესე განკურნა კარლ იუნგის მოწაფემ.

იუნგის თეორიების გავლენით 1919 წელს გაჩნდა რომანი "დემიანი",რომელიც გამოქვეყნდა ფსევდონიმით ემილ სინკლერი. რომანის გმირი იგლიჯება ოჯახურ ღირებულებებსა და ემოციური განცდების საშიშ სამყაროს შორის და ეჯახება საკუთარი ბუნების ორაზროვნებას. ეს რომანი ძალიან პოპულარული იყო ომიდან დაბრუნებულ და ცხოვრების ხელახლა აწყობის მცდელ ახალგაზრდობაში.

რომანი "სიდჰარტა" თარგმნილია 34 ენაზე,მათ შორის ინდოეთის ათ ენაზე.

1922 წელს ბერლინში გამოიცემა ჰერმან ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "სიდჰარტა".

სიუჟეტით ყმაწვილი სტოვებს მშობლების სახლს და მიდის თავისი მეობის საძიებლად. ცხადია რომ მოთხრობის წერისას ჰესეზე მოქმედებდა ინდოეთში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები. მრავალმა მკვლევარმა დაასკვნა რომ სწორედ ჰესემ დააინტერესა ევროპელები აზიის ალტერნატიული მსოფლმხედველობებით.

ტრამალის მგელი:
1927 წელს გამოვიდა ჰერმან ჰესეს შემდეგი მნიშვნელოვანი რომანი "ტრამალის მგელი ". რომლის გმირიცაა მილიტარიზმის და ომის მოწინააღმდეგე მარტოსული ინტელიგენტი ჰარი ჰალერი. ამ გმირის პროტოტიპი იყო თვითონ ჰესე.

ჰერმან ჰესე თავის გმირს უწოდებს ობივატელების ჯოგური კანონის უარმყოფელ ტრამალის მგელს,მარტოსულ მხეცს. რომანის წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება რომ ასეთი "მხეცი" არის ყოველი ადამიანის სულში.

თანამედროვე ლიტერატურთმცოდნე Ernst Rose-ს თქმით ეს რომანი იყო პირველი გერმანული რომანი რომელმაც სულიერი მთლიანობის ძიებისას შეაღწია არაცნობიერის სიღრმეებში.

მარადისობის მარგალიტები:
ჰერმან ჰესე იქცა 1980-ანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების საკულტო ფიგურად. 1930 წელს გამოდის ჰესეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხრობა

" ნარცისი და გოლდმუნდი".

ამავე დროს მწერალი იწყებს მუშაობას სახელგანთქმულ ნაწარმოებზე

"თამაში შუშის ბურთულებით". ამ ნაწარმოებზე ჰესე მუშაობდა ბნელ 1930-ან წლებში. წიგნი გამოქვეყნდა მეპორე მსოფლიო ომის შუაგულში,1943 წელს,შვეიცარიაში. მესამე რაიხის დროს ნაცისტებმა აკრძალეს ჰერმან ჰესეს ნაწარმოებები და ამიტომ გერმანულმა საზოგადოებამ ისინი გაიცნო მხოლოდ ომის შემდეგ.

თვითონ ჰესე ამბობდა რომ ეს ნაწარმოები იყო მისი მკვახე პასუხი ნაციზმს, სულიერების განდიდება "ჭირიან,მოწამლულ" სამყაროში.

ეს წიგნი არნახულ სიმაღლეზე სწევდა სულიერი და საერო ცხოვრების ჰარმონიის საკითხს.

1946 წელს ჰერმან ჰესე მიანიჭეს ნობელის პრემია მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის.

ჰერმან ჰესეს ფენომენი:
1946 წლის შემდეგ ჰესეს აღარ დაუწერია არც ერთი დიდი ნაწარმოები. ის ხატავდა.

ჰერმან ჰესე გარდაიცვალა 1962 წლის 9 აგვისტოს ქალაქ მონტანიოლაში,სამხრეთ შვეიცარიაში.

1960-1970-ან წლებში ჰესეს შემოქმედება დიდად პოპულარული გახდა ახალგაზრდობაში. მის ცხოვრებაში გამოცემულ მის ნაწარმოებთა საერთო ტირაჟი შეადგენს 4 მილიონ ეგზემპლარს, მისი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ გერმანიაში გამოიცა 20 მილიონი მისი წიგნი და კიდევ 100 მილიონი სხვა ქვეყნებში. ჰერმან ჰესე იქცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გერმანულენოვან მწერლად.

        ______________________________________________________________________ 

საკუთარი თავის ძიება არის ავადმყოფური,მტკივნეული დგომა "ზღვარზე" და მუდმივი შინაგანი ბრძოლა მტრულ სამყაროსთან-ასეთია ჰერმან ჰესე ცხოვრების და შემოქმედების მთავარი თემა.
 

ჰესეს უწოდებდნენ ჰიპითა წინასწარმეტყველს,ტრამალის მგელს,ბრძენს მონტანიოლადან. თვითონ ის არ იღებდა ამ სახელებს.

გასული საუკუნის დიდი გერმანელი მწერლის რომანები და მოთხრობები სავსეა სულიერ ძიებათა ავტობიოგრაფიული ტრაღიზმით. თეოლოგი მამის ნების საწინააღმდეგოდ ჰერმან ჰესე არ გახდა თეოლოგი.

სულიერ სკოლაში სწავლა მას იმდენად გაუჭირდა რომ მან სცადა თავის მოკვლა. მისმა ძმამ,ასევე სემინარისტმა,მოახერხა ცხოვრებიდან წასვლა.

ჰერმან ჰესემ სემინარიიდან წასვლა არჩია და 14 წლისამ დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.

ჰესეს პირველი ლიტერატურული ცდებია პოეტური კრებულები " "რომანტიული სიმღერები" და საათი "შუა ღამის შემდეგ", მას სახელი გაუთქვა "პეტერ კამენცინდის" გამოცემამ და ჰესე ეძლევა პროზას.

თვითმკვლელობა არის ჰერმან ჰესეს რომანი "ტრამალის მგელის" გამჭოლი თემა. ის ასევე საფუძვლად დაედო ნაწარმოებს " ბორბლებს ქვეშ". ესაა პრუსიული განათლების სისტემის მაკრიტიკებელი მოთხრობა. ის გერმანიაში გამოქვეყნდა დაწერიდან 45 წლის შემდეგ.

ჰერმან ჰესე მთელი ცხოვრება მისდევდა თვითგანათლებას. მან შეაგროვა უმდიდრესი უნიკალური ბიბლიოთეკა ვინაიდან მისი აზრით "წიგნების ქონა //და არა მარტო მათი კითხვა// ადამიანს ანიჭებს სრულებით განსაკუთრებულ სიამოვნებებს".

ჩვეულებრივი "მიწიერი" სიამოვნებები ჰესეს ბევრი არ ჰქონია. სხვა შემთხვევაში მას არ დასჭირდებოდა ფსიქოანალიზის წლები ლანგთან და მკურნალობა ალკოჰოლიზმისგან.

თავისი "იდეალური სამყაროს", სულიერი წონასწორობის ძიებაში ჰესემ იმოგზაურა იტალიაში და ინდოეთში მაგრამ სასურველი სიმშვიდე ნახა მხოლოდ შვეიცარიის მთებში.

სწორედ შვეიცარიის მთებში გაექცა ჰესე წარუმატებელ პირად ცხოვრებას. მისთვის სამი ვაჟიშვილის მჩუქებელ პირველ მეუღლეს დაემართა შიზოფრენია. შვილი მუდამ ავადმყოფობდა. მამა გარდაიცვალა. პირველმა მსოფლიო ომმა ყველაფერი რაც სჭირდებოდა მწერალს. მისი პოპულარობა გერმანიაში და მისი ანგარიშები.


ომის " სისხლიანმა უაზრობამ" დაჭრა ჰესე. პაციფისტი ჰესე აპირებდა ფრონტზე მოხალისედ წასვლას. ბერნში ის თანამშრომლობდა საფრანგეთის საელჩოსთან და ეხმარებოდა სამხედრეო ტყვეებს საქველმოქმედო ორგანიზაციაში. გერმანელი ჯარისკაცებისთვის კი გამოსცემდა გაზეთს და წიგნების სერიას.

შვეიცარიის მოშორებულ სოფელ მონტანიოლაში 1919 წელს ჰესესთვის დაიწყო ცხოვრების ახალი,ყველაზე მშვიდი პერიოდი. ის ხდება მხატვარი და ხატავს 3000-მდე აკვარელს. სწორედ აქ დაიწყო ჰესემ ეპოქალური ნაწარმოები " მინის ბურთულებით თამაშის" წერ,რაც გაგრძელდა 1931-1943 წლებში და დასრულდა ნობელის პრემიით.

88------------------------------------

ამ რომანის გმირებმა გადარეულ,გაბოროტებულ და ზედაპირულ სამყაროში და ზედაპირულ ხანაში რომელსაც ავტორი უწოდებს ფელეტონურ ეპოქას კულტურის გადასარჩენად შექმნეს მისგან განზე მდგომი სრულებით განსაკუთრებული სამყარო კასტალია. იქ სულიერ და კულტურულ სფეროში მოღვაწეობენ მაძიებელი, ზოგჯერ მერყევი და შემცდარი უბოროტო ადამიანები. იქ არაა გაბოროტებული  მოხვეჭის სულით ატანილი ხალხი. მაგრამ ამ სამყაროს მაგისტრი რომელსაც ჰქვია კნეხტი რაც გერმანულად ნიშნავს მსახურს მიხვდა  რომ ყოველდღიური ცხოვრებისგან მოწყვეტა მავნებელია კულტურისთვის და ჩადგა თავისი მეგობრის სამსახურში, უგანათლებულესი კნეხტი იქცა მისი შვილის აღმზრდელად და დაიღუპა კიდეც თავისი მოვალეობის შესრულებისას .

"გმირია ყველა ვინც მიდის თავისი გზით. გმირია ყველა ვინც ახორციელებს იმას რაც ძალუძს", ამბობდა ჰესე და სწორედ ასეთის მისი გმირი, კულტურისა და ახალგაზრდის სამსახურში მდგარი კნეხტი, და თვითონ ჰესეც.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს ჰესეს თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს 60 ენაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო რომანი "სიდჰარტა" რომელიც დაწერილია ინდოეთში მისი მოგზაურობის მოტივებზე.

1960-ამ წლებში ამერიკელმა ჰიპებმა ჰერმან ჰესე წინასწარმეტყველად ჩათვალეს და შექმნეს ჰესეს კულტი.

16.04.2010
-------------------------------------------------------------------------------

" ერთადერთი რაც ღირს ჩემთვის არის სამყაროს სიყვარული მისი ხედვა ზიზღის და სიძულვილის გარეშე,საკუთარი თავის სიძულვილის გარეშე. ადამიანი სამყაროს უნდა უყურებდეს სიყვარულით,აღფრთოვანებით და თაყვანისცემით "// "  სიდჰარტა"//.
 

No comments: