7.08.2012

ფრანგი ისტორიკოსი ფილიპ კონტამინი საღვთო მშვიდობაზე,საღვთო ზავზე,რაინდობაზე//დასასრული//:


იაპონელი სამურაი რაინდის 
გაკვეთილი-"ჩივილ-წუწუნის 
მაგივრად ეცადე 
არ ჩამორჩე ჩემს ცხენს!" 
და ბოლოს, მოძრაობამ მშვიდობისთვის ხელი შეუწყო რაინდული იდეალის ჩამოყალიბებას და გავრცელებას. ეკლესია მართლაც ცდილობდა რაინდების აყოლიებას და მათ ჩაბმას ბრძოლაში ძალადობის წინააღმდეგ. ამით ის წინააღმდეგობას უწევდა რაინდების მეომრულ ხასიათსაც.
ეკლესიამ რამოდენიმეჯერ გამოაცხადა ჯვაროსნების მსგავსად იმუნიტეტის პრივილეგიისთ მოსარგებლე "მშვიდობის რაინდობის" შექმნა.
კლიუნის აბატი ოდონის მიერ 930 წლისთვის დაწერილ წმინდა ჰერალდ ორილიაკელის ცხოვრებაში პირველადაა ნაჩვენები რომ ძალაუფლების მპყრობელმა დიდებულმა შეიძლება მიაღწიოს სიწმიდეს. ის შეიძლება იარაღის უარყოფის გარეშე//მაგრამ სისხლის დაუღვრელად// გახდეს " ქრისტეს მეომარი " (miles Christi).
სამხედრო სამსახური როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წოდების განსაკუთრებული ფუნქცია იძენდა სულიერ მნიშვნელობას და ხდებოდა მხსნელი. ამიერიდან გაჩნდა კანონიერი მხედრობა. ანსელმ ლუკელმა 1082 წლისთვის დაწერა რომ "სამხედროები შეიძლება იყვნენ მართალი ადამიანები".
ცოტა ხნის შემდეგ ბონიზონ სუტრიელმა თავისი წიგნის// "წიგნი ქრისტიანულ ცხოვრებაზე "// (Liber de vita Christiana) ერთი თავი მიუძღვნა რაინდების მოვალეობებს:
რაინდები სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც უნდა დარჩნენ თავის სენიორის ერთგულნი,დაიცვან ის. მათ არ უნდა იყაჩაღონ, ისინი უნდა ებრძოდნენ ერეტიკოსებს და სქიზმატიკოსებს,იცავდნენ ღარიბებს,ქვრივებს და ობლებს,არ უნდა არღვევდნენ დადებულ ფიცს. 
შემდეგ რაინდობის იდეალის  პროპაგანდა და დაზუსტება დაიწყეს საერო თუ სწავლულმა ლიტერატურულმა თხზულებებმა და ამ იდეალის კლასიკური განსაზღვრება დადგინდა მე-12 საუკუნის შუ ხანებში.  
მაგრამ ბრძოლა რაინდობის იდეალის განხორციელებისთვის არ ყოფილა ლობიოს ჭამა. ამაზე მეტყველებს რაინდების 31 ცოდვის თუ მანკიერების ჩამონათვალი რომელიც მე-14 საუკუნის დასაწყისში შეადგინა ალვარეს პელაიომ წიგნში "ეკლესიის გოდების შესახებ"(De planctu Ecclesie):

1.რაინდები,განსაკუთრებით გალისიაში,ჩვეულებრივ ცხოვრობენ ყაჩაღობით.2.ისინი ხშირად ომობენ საკუთარი სამშობლოს და მათი სენიორების წინააღმდეგ. 3.ისინი მონაწილეობენ უსამართლო ომებში.4.ისინი,განსაკუთრებით საფრანგეთში,მონაწილეობენ ტურნირებში.5.ისინი ყოველ წუთს მზად არიან გამოიწვიონ ორთაბრძოლაში ვიღაც ან უპასუხონ ასეთ გამოწვევას.6.იღებენ რა ხელფასს ისინი არ მსახურობენ ან მოდიან ცხენების უფრო ნაკლები რაოდენობით ვიდრე საჭიროა.7.ისინი თავს თვლიან რაინდებად როდესაც ჯერ არ არიან რაინდები.8.რაინდებათ ნაკურთხები ომებში მონაწილეობის შემდეგ შედიან სასულიერო ორდენებში.9. ისინი იბრძვიან არა ღმერთისთვის და საზოგადოებრივი საქმისთვის არამედ ნადავლისა და სიმდიდრის გულისთვის.10. მრავალს,განსაკუთრებით ლომბარდიაში,ტოსკანაში და წმ.პეტრეს პატრიმონიაში რაინდებად აკურთხებენ ნათესავები და მეგობრები და არა იმპერატორი,მეფეები თუ თავადები.11.ისინი ხშირად გარბიან ბრძოლის ველიდან სამართლიანი ომების დროს და ბედის ანაბარა სტოვებენ მათ სენიორებს,შეურაცხყოფენ მისი უდიდებულესობას.12.ისინი იღებენ ადმინისტრატიულ თანამდებობებს და ამით იმცირებენ თავს. 13.ისინი არღვევენ ფიცს,არიან ფიცის გამტეხლები იმიტომ არ სწირავენ თავს საზოგადოებრივი საქმის გადასარჩენად.14. ისინი უნებართვოდ სტოვებენ სახელმწიფო სამსახურს და ნებართვის მიღებისას ცხოვრობენ სახლში და სურთ როგორც რაინდული პრივილეგიებით სარგებლობა ისე ხელფასის მიღება.15. ზოგი საზეიმოდ მონანიების შემდეგ ისევ ხდება რაინდი.16.ბევრი მღვდლის მოკვლის შემდეგაც რჩება რაინდად.17. ისინი სარგებლობენ რაინდული ღირსებით და ივიწყებენ რომ რაინდობა დაწესდა უსამართლოთა დასასჯელად უწმინდურთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 18 ისინი არ იცავენ რაინდულ წეს-ჩვეულებებს და ნორმებს.19.ისინი ომობენ დაუნდობლად და სასტიკად,შურის საძიებლად,ბატონობისთვის და ზიანის მისაყენებლად.20. ისინი ომობენ საკუთარი და არა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. 21. ისინი არ ემორჩილებიან თავის უფროსებს სასარგებლო და კანონიერ საქმეებში. 22.ისინი იღებენ ხელფასზე მეტს.23.ისინი ხოცავენ ხალხს და ომობენ უფროსების კანონიერი ნებართვის გარეშე.24.ისინი ხშირად დამნაშავენი არიან სიმონიაში.25. ზოგი რაინდად ხდება საჯაროდ მონანიების შემდეგ.26.რაინდულ წოდებაში ზოგი საპატიო ტანამდებობისკენ მიიწევს უცბად და არა თანდათანობით. 27.ისინი უგულოდ და როგორც ლაჩრები ანუ დაუმსახურებლად მონაწილეობენ სამართლიან ომებში. 28. ისინი სტოვებენ ჯარს გამარჯვებამდე ან სამსახურის ვადის გასვლამდე.29.ისინი ხშირად ხოცავენ თავის ტყვეებს.30. რაინდები,განსაკუთრებით ესპანეთში,ხშირად ყაჩაღობენ.31. ისინი მშვიდობის დროსაც კი ტრაბახობენ გამარჯვებებით.

თუ კი გვერდზე გავწევთ ისეთ რაინდული იდეალის ისეთ მოთხოვნებს როგორებიცაა მორჩილება და ერთგულება გამოდის რომ ეკლესიამ ჟინიანი და აღვირახსნილი მეომრების მოთოკვის და მათი რაინდებად გადაქცევის შემდეგ მათ მიანდო ის მისია რომელიც უმთავრესად მეფეებს ეკისრებოდა. თუმცა კაროლინგური ხანიდან ღარიბების და სუსტების დაცვის მისია დაეკისრა არისტოკრატიასაც.

როგორც ჩანს მეფეების უძლურებამ ან გულგრილობამ უბიძგა ეკლესიას მიემართა იმ პროფესიული ფენისთვის რომელსაც თეორიულად უნდა მიეწოდებინა მხოლოდ ყველა დონის შემსრულებელი.

ეკლესია უშუალოდ დაუკავშირდა სამხედრო პროფესიას მეფეთა შუამავლობის გარეშე. ამიტომ მეფედ კურთხევა და ცხება შეიძლება დაუახლოვდეს რაინდად კურთხევას. რაინდობა სულ უფრო და უფრო აშკარად იჟღინთებოდა ქრისტიანობით.

ეკლესიის გავლენა პირველ რიგში გამოჩნდა იარაღის დალოცვაში. ეს ჩვეულება ცნობილია ლანგობარდული ხანის დასასრულიდან იტალიაში. რომის პაპთა სხვადასხვა დადგენილებები მეათე საუკუნის შუა ხანებიდან იწონებდნენ იარაღის კურთხევის// დროშის,მახვილის,ფარის კურთხევა- consecrationes vexilli, ensis, gladii, calcarum, clipei//.  მებრძოლთა ერთი ლოცვა (oratio super militantes) შეიცავდა შემდეგ სიტყვებს:
"ისმინე უფალო ჩვენი ლოცვენი და აკურთხე შენი მეფური მარჯვენით ეს მახვილი რომელიც წელზე უნდა შეიბას შენმა მსახურმა რათა დაიცვას ეკლესიები,ქვრივები,ობლები და ყველა ღვთისმსახური წარმართთა სისასტიკისგან და თავზარი დასცეს ყველა ვერაგს".


რაინდად კურთხევის წმინდა საერო ცერემონიებთან ერთად//ისინი ყველაზე გავრცელებული იყო და თან ახლდა მხოლოდ მღვდლის ან კაპელანის ზოგადი დალოცვა// დაახლოებით მე-11 საუკუნიდან იყო უმაღლესი პრელატების მიერ ჩვეულებრივ სამების დღეს ჩატარებული საზეიმო ცერემონიები. ვილჰელმ დამპყრობელმა კენტერბერის ეპისკოპოს ლანფრანკს უბრძანა თავისი ერთ-ერთი შვილის რაინდად კურთხევა. რეიმსის ეპარქიის ერთი პონტიფიკალი //მე-11 საუკუნის დასაწყისი// აღწერს მახვილის,დროშის,შუბის,ფარის,თვითონ რაინდის კურთხევას და ეპისკოპოსის მიერ მისთვის მახვილის გადაცემას. ამავე ხანას ეკუთვნის კიოლნის ეკლესიის რიტუალის აღმწერი ტექსტი. "  ეკლესიის მცველისა თუ სხვა მეომრის შეიარაღების წესი"(ordo ad armandum Ecclesiae defensorem vel alium militem).   
Добавьте подпись
როდესაც  დეტალებში კიდევ დასაზუსტებელი რიტუალის ევოლუცია დასრულდა გიომ დიურანმა 1295 წლისთვის შეადგინა " პონტიფიკალი"  (Pontifical) რომელიც მე-14 საუკუნეში ჩართეს "რომის პონტიფიკალში" Pontifical romain),სადაც ჩამოთვლილია ახალი რაინდის კურთხევის სხვადასხვა სტადია(benedictio novi militis). თავიდან აკურთხებენ " მახვილს და სხვა იარაღს წარმართთა სისასტიკისაგან ეკლესიების,ქვრივ-ობლების და ყველა ღვთისმსახურის დასაცავად ".

სხვა კურთხევა დამსწრეთ შეახსენებს რომ უფალმა ხმლის ხმარება ადამიანთა სამყაროში დაუშვა "შეჩვენებულთა ბოროტმოქმედებათა მოსათოკად და სამართლიანობის დასაცავად ", მოისურვა რაინდული ორდენის დაარსება ხალხის დასაცავად და ამიტომ უბრძანა იოანე ნათლისმცემელს რომ გადაეცა უდაბნოში შემხვედრი რაინდებისთვის რომ მათ არ უნდა შეავიწროვონ არავინ და დაკმაყოფილდნენ თავისი ხელფასით.

უფალს შესთხოვდნენ მიენიჭებინა გამარჯვება მისი მსახურისთვის ისე როგორც გაამარჯვებინა დავითა და იუდა მაკაბეის. 

                  რაინდს არ უნდა დაეჭრა ვინმე უსამართლოდ. მას ყოველთვის უნდა დაეცვა მახვილით "სამართლიანი და სწორი საქმეები". დაბალი მდგომარეობიდან (minor status) "ახალ რაინდულ ღირსებაში " გადასვლა შედარებული იყო წერილის გამოთქმათან ძველი ადამიანისა და მისი საქმეების მოშორების და ახალი და მუდამ განახლებადი ადამიანით შემოსვის შესახებ.

            შემდეგ პრელატი იღებდა საკურთხევლიდან გაშიშვლებულ მახვილს,სდებდა მას ხალი რაინდის მარჯვენა ხელში და 
ამბობდა
     
აიღე ეს მახვილი მამის,ძის და სულიწმინდას სახელით და იხმარე ის "::
             შენი საკუთარი თავის,ღმერთის წმინდა ეკლესიის,ქრისტიანობის და საფრანგეთის სამეფოს გვირგვინის დასაცავად ქრისტეს ჯვარის მტრების დასაღუპად".

    ამის შემდეგ ხმალს დებდნენ ქარქაშში და მომავალი რაინდი ირტყავდა მას წელზე. ამის შემდეგ ის იღებდა ხმალს ქარქაშიდან და სამჯერ ენერგიულად იქნევდა მას. პრელატმა მაშინ შეიძლება ხაზი გაუსვას მის "რაინდულ ხასიათს". პრელატმა შეიძლება მისცეს მას მშვიდობის ამბორი შემდეგი სიტყვებით: " იყავი მშვიდობიანი,ვაშკაცი,ერთგული და ღმერთის მორჩილი რაინდი" . სილის გაწვნას კი თან ახლავს შემდეგი სიტყვები:  "გამოფხიზლდი ავი ზრახვების ძილისგან და საქები დიდების გულისთვის იფხიზლე ქრისტეს რწმენაში".

     შემდეგ რაინდად ახალნაკურთხი იღებდა კეთილშობილ საჩუქრებს-დეზებს,და,პრელატის ხელიდან,თავის ალამს.
.


3. http://campdejour.e-monsite.com/pages/documentation-et-ateliers/ethique-du-chevalier.html
თანამედროვე ფრანგი ყმაწვილებისთვის გამოცემული სახელმძღვანელოდან:

     რაინდობის წესები:

 1.   შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამუყაროს და ღმერთებს.

    2.  შენ ირწმუნებ ეკლესიის მოძღვრებას და შენ დაიცავ ყველა მცნებას.
     
       3.     შენ დაიცავ ეკლესიას.

   4. შენ პატივს მიაგებ და დაიცავ ყველა სისუსტეს.

  5. შენ გეყვარება ქვეყანა სადაც დაიბადე. 

     6.შენ არ დაიხევ უკან მტრის წინაშე.


   7. შენ შეუჩერებლად და უმოწყალოდ ეომები ურჯულოებს.


   8.  შენ ზუსტად აღასრულებ შენს ფეოდალურ მოვალეობებს,ისინი არ ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს.


     9.  შენ არ იტყვი ტყუილს და იქნები მიცემული სიტყვის ერთგული.


     10..შენ იქნები ლიბერალი და გულუხვი ყველას მიმართ.


   11, შენ ყველგან და ყოველთვის დაიცავ სამართალს და სიკეთეს უსამართლობისგან და ბოროტებისგან.
რებ




                       რაინდის ეთიკური მნიშვნელობა:


რაინდი იცავს საკრალურის მნიშვნელობას,ღირებულებებს რომლებიც ყველგან და ყოველთვის შეადგენენ კაცობრიობის ღირსებას.

რაინდისთვის წმინდაა ფიზიკური არსებობაც და კიდევ უფრო მეტად სულიერი ცხოვრება.

   რაინდი აბსოლუტურ პატივს მიაგებს გონიერებას და გულის ფასეულობებს და აქედან გამომდინარე ადგენს ღირებულებათა თავის სისტემას.

რაინდისთვის კეთილშობილია ღარიბი და ძლიერთა მიერ შეზიზღებულიც თუ კი ის ატარებს ამ ღირებულებებს.

    რაინდი ყველაფერ ამას იცავს მთელი თავისი ძალით და თუ საჭიროა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

რაინდი მორჩილია,მაგრამ იმ პირობით რომ არაფერმა და არავინ არ უნდა შებღალოს თავისუფალი ადამიანის ღირსება.

რაინდისთვის სანართლიანი და ადამიანური წყობის საფუძველია სვინდისის თავისუფლება. ის ყველა ტანჯვის ატანისთვის და ყველა მსხვერპლის გასაღებადაა  მზად ამ თავისუფლების დასაცავად.

რაინდი არის ყველა ტანჯული ქმნილების მსახური და ყველა ჩაგრულის დამცველი.

რაინდმა უანგაროდ უნდა გაიღოს ყველაფერი ტანჯვისა და ჩაგვრის დასამარცხებლად.  

თავისი სამსახურის სანაცვლოდ რაინდი არ ელის მატერიალურ ანაზღაურებას თუ სოციალურ დაწინაურებას.  

რაინდის ღირსებაა მისი ცხოვრების შესაბამისობა მის მიერ თავისუფლად არჩეულ იდეალთან.  

რაინდის სიტყვა წმინდაა.ის არ უნდა იყოს საეჭვო.  

სრულებით აშკარაა საღვთო ზავის იდეების კავშირი ჯვაროსნულ ლაშქრობებთან. კლერმონის კრების პირველი კანონი ეხება საღვთო ზავს და ამ კრებაზე გამოაცხადა ურბან მეორემ ლაშქრობა იერუსალიმზე. ორივე შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჯვრის სიმბოლიკა და სამართლიანი და მონანიე რაინდის,ქრისტეს მეომრის სამსახური იყო ურჯულოთა დასჯა და შურისძიება ბოროტმოქმედთა და ერეტიკოსთა წინააღმდეგ...








No comments: