ადამიანს ოდითგან აინტერესებდა თუ საიდან, როგორ და რატომ გაჩნდა დედამიწა, რატომაა ჩვენს თავს ზევით ვარსკვლავებით სავსე ცა და რატომ და როგორ მიიღო სამყარომ ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მისი მთებით, ველებით და ხეობებით, წყაროებით, ზღვებით და ოკეანეებით.
მითები არის სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ცდა...
პირველყოფილი ღმერთები: უფსკრული, სიცარიელე, ქაოსი.
ყველგან, შუმერებში, სემიტებში, ბერძნებში, ლათინებში, ინდოელებში, გერმანელებში და სკანდინავებში ვხვდებით ამ საწყის და მომხიბლავ სიღრმეს რომელიც წინ უსწრებდა საკუთრივ სამყაროს გაჩენას.
ამ ქაოსში ყველაფერი არის სიჩუმე, წყვდიადი, უძრაობა.
მიწა და ცა ჯერ კიდევ არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ელემენტები შეადგენენ განურჩეველ მაგმას და ღმერთები, თუ კი მათ ამ ვითარებაში შეიძლება ეწოდოთ ასე, არიან წყვდიადში მიძინებული უზარმაზარი ჩანასახის მსგავსი შესაძლებლობები და მეტი არაფერი.
მაგრამ ერთხელ ამ უფორმო ქაოსიდან გაჩნდება პირველი არსება, პირველი ღმერთი. როგორ? სწორედ აქაა მითების მიერ შემოთავაზებული ზოგი გადაწყვეტის სირთულე და გარდაუვალი სისუსტე.
მიუხედავად მეცნიერების მიერ დაგროვილი უზომო ცოდნისა დღესაც შეუძლებელია სამყაროს წარმოშობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება და იოლი წარმოსადგენია თუ რა სირთულის წინაშე გრძნობდა თავს ძველი ადამიანი.
მაგრამ მისი უცოდინარობაც როგორც ჩანს არ ყოფილა ამაო ვინაიდან მითების მიერ შემოთავაზებულ გადაწყვეტებში ჩანს გარკვეული ლოღიკა.
ღმერთები არიან ყოვლის შემძლეები და არ არიან შებოჭილები ადამიანთა მსგავსად, მათ შეუძლიათ სივრცეზე და დროზე ბატონობა და რატომ ვერ იპოვნიდნენ ისინი საკუთარ თავში არარაობიდან ამოსვლისთვის აუცილებელ ძალას? სხვათა შორის არ ჩანს სხვა შესაძლებელი გადაწყვეტა.
უნდა მივიღოთ როგორც პოსტულატი რომ პირველი ღმერთები თუ პირველი ღმერთი გაჩნდნენ მხოლოდ მათი ღვთაებრივი ბუნების ძალით. ეს რა თქმა უნდა არ მომხდარა ერთ დღეში და მითები გვიყვებიან სირთულეებზე რომლებიც პირველივე დღიდან შეხვდათ ახალშობილ ღმერთებს.
გაღვიძება, მით უმეტეს როდესაც გაღვიძებას გამოყავხართ არარაობიდან, დაძინებაზე უფრო ძნელია.
ყველაფერი ეს გულისხმობს ჩვენი სამყაროს კანონს ისე როგორც ამას ხედავს მეცნიერება. კანონი რომელიც პირველ პრინციპად ხდის ინერციას.
მთელი მატერია განუწყვეტლად ცდილობს მისი საწყისი მდგომარეობისკენ დაბრუნებას. ადამიანის სიცოცხლე, აზრი, ცივილიზატორული საქმიანობა უნდა იყოს ეფემერული პაუზა ორ არარაობას, საწყის და საბოლოო არარაობას შორის. თავიდან არაფერი იყო და ბოლოს ყველა მზე ჩაქრება და სამყარო გაივსება მკვდარი ვარსკვლავებით. ადამიანი ცხოვრობს, აზროვნებს და საქმიანობს ამ ორ არარაობას შორის.
ამ თვალსაზრისით მითები უცნაურად ეთანხმებიან სწავლულთა ყველაზე თამამ ჰიპოთეზებს საბოლოო ენტროპიის დაბრუნების შესახებ მიუხედავად იმისა რომ მათი ენა დღეს მოძველებული და გაუგებარი ჩანს.
ქაოსი არაა სრული სიცარიელე და არარაობა. ეს არაზუსტი ცნება ლაპარაკობს ორგანიზებული და გარკვეული სტრუქტურის მქონე ფორმების არარსებობაზე.
მაგრამ თვითონ საწყისი ქაოსი შედგება "რაღაცისგან" და ეს "რაღაცა" უცნაურად ჰგავს მარილიანი წყლის უფსკრულს, უსაზღვრო ოკეანეს იმიტომ რომ ის ჯერ არაა შემოსაზღვრული სანაპიროებით და კონტინენტებით. და ეს ოკეანე სავსეა მიძინებული ჩანასახებით რომლებიც მერე გადაიქცევიან მონსტრებად და ღმერთებად.
სწორედ ამას გვიყვებიან კოსმოგონიური მითები. ამ უფსკრულს, ამ უსაზღვრო ოკეანეს შეუმერებმა დაარქვეს აფსუ, ეგვიპტელებმა-ნუნ, ინდოელებმა-ნარაიანა, ბერძნებმა- ქაოსი, ნიფლჰაიმი და მუსპილჰაიმი გერმანელებმა.
ამ უფსკრულში ყველაფერს სძინავს განუსაზღვრელი დროიდან ვინაიდან თვითონ ქაოსს არა აქვს საწყისი. წყვდიადი და დუმილი ფარავს ყველაფერს. გარეგნულად უსასრულო ძილი აშეშებს მას და არავითარი მოძრაობა არ ჩანს მის სიღრმეში.
მაგრამ ეს მკაცრი ხილვები არაა თვითნებური. უსაზღვრო ოკეანეს, უძრავი და ბნელი უფსკრულის წარმოდგენა სამყაროს საწყისად არაა ნამდვილად არალოღიკური. და არაა ძნელი იმის დანახვა რომ ეს ხილვები ეფუძნება სინამდვილის გარკვეულ განცდას.
ამის კარგ მაგალითს გვაძლევს ძველეგვიპტური მითოლოგია. ეგვიპტელები მთელი სიცოცხლის წყაროს ხედავდნენ ნილოსის ადიდება-კლებაში. სამყარო გაჩენის აღსაწერად მათ წარმოიდგინეს ადიდებული ნილოსის მსგავსი პეიზაჟი.
ნუნი, საწყისი ოკეანე არის უზომო ჭაობი საიდანაც ამოიზარდა პირველი ბორცვი. და ქვიშის და ტალახის ამ კუნძულზე გაჩნდება სიცოცხლის პირველი ჩანასახი.
ეს ჩანასახი მიიღებს ლოტოსის ან კვერცხის სახეს და იქნება პირველი ღმერთის ჭურჭელი. ამ ღმერთს ერქმევა რე, პტაჰი თუ ამონი გარემოებათა შესაბამისად. მაგრამ მის ნამდვილ სახელს არა აქვს დიდი მნიშვნელობა.მთავარია ხატის მნიშვნელობა. პირველი ღმერთი არის ორი გარეგნულად ერთმანეთის საწინააღმდეგო სამყაროს, მოუხელთებელი და უფორმო წყლის და სტაბილიზებულ ფორმათა სოლიდური სამეფო მიწის ნაწილი.
ამიტომ მიიღებს ის ეგვიპტის ჭაობების ბინადარ წყლის ცხოველთა, ამფიბიათა სახეს. მაგრამ მასში ჩანს ღვთაებრიობის ატრიბუტები -ადამიანის კიდურები, მოაზროვნე ტვინი და სიტყვის შემოქმედი ძალა.
ეგვიპტელთა პირველი ღმერთია მოაზროვნე რეპტილია.
თითქმის ზუსტად იგივეს ვხედავთ სხვა კოსმოგონიურ მითებში. შუამდინარეთის ხალხების საწყისი უფსკრულიდან დაბადებული პირველი ღმერთი იყო ურჩხული.
შუმერთა საწყისი უფსკრული აფსუდან გაჩნდა ქალღმერთი რეპტილია ტიამატი. მას უძახიან გრძელკბილიან და დაუნდობელყბებიან გველს, წითელ დრაკონს.
ის დროის დაუკარგავად შეუერთდა აფსუს და გააჩინა ურჩხულთა ბრბო. მათ ერქვათ მუმუ, ლახმუ, ლახამუ და სხვა ასეთივე უცნაური სახელები. ისინი ალბათ განასახიერებდნენ სხვადასხვა ბუნებრივ ელემენტს და მათი მოქმედების სახეს -ცეცხლს და სითბოს, წყალს და სინესტეს, სიცივეს, სიმშრალეს და ა.შ.
ამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სამყაროში ფორმები და ძალები მოქმედებენ უწესრიგოდ. და ის რომ თავდაპირველ ღმერთებს აქვთ ურჩხულთა სახე ნამდვილად გამოხატავს გაჩენის პროცესში მყოფი ყოველი სიცოცხლის ჰიბრიდულ ხასიათს.
ასეთია შუმერთა და სემიტთა ხედვა - საფუძვლებში შეძრული უწესრიგო სამყარო რომელიც ჯერ-ჯერობით აჩენს მხოლოდ მონსტრებს, ფორმების და ძალების გაურკვევლობის სახე.
მესოპოტამიელებმა ეს ხილვა გამოხატეს და ჩაწერეს თხზულებაში "შესაქმის პოემა" მას ასევე უწოდებენ "ენუმა ელიშ". ესაა პირველი სიტყვები პოემისა და ნიშნავს "როდესაც ზევიდან"...
7 ფირფიტაზე ლურსმული დამწერლობით ჩაწერილი ეს პოემა გადმოსცემს სამყაროს და ადამიანის შექმნის დიდ ეტაპებს. მას ყოველ წლიურად საზეიმოდ კითხულობდნენ ბაბილონში ახალი წლის დღესასწაულების დროს. სწამდათ რომ ამ სიტყვების ძალა ხელს უწყობდა სამყაროს სიცოცხლეს და აღადგენდა ბუნებრივ ძალებს. ისაა სემიტიური მითიური აზროვნების უძველესი მოწმობა და საუცხოოდ გადმოსცემს სამყაროს არსებობის პირველ წუთებს როდესაც ძლივს მოხაზული ფორმები დამაბნეველი უწესრიგობით ერევიან ერთმანეთს:
"როდესაც ზევით ცებს არ ჰქონდათ სახელი, როდესაც ქვევით მიწას არ ჰქონდა სახელი, როდესაც საწყისი აფსუ, ღმერთები მუმუს, ტიამატის მშობელი, ვინც გააჩინა ისინი ყველა განურჩევლად ურევდნენ ერთმანეთს მათ წყლებს, როდესაც ლერწმების ნამსხვრევები არ იყო მოგროვებული, როდესაც ჯერ არ იყო არც ერთი ღმერთი, როდესაც არც ერთ ღმერთს არ ჰქონია სახელი და ხვედრი,
მაშინ გაჩნდნენ ღმერთები აფსუს და ტიამატის წიაღში".
ეს საწყისი და სამყაროს პირველი კონვულსიების //ცნების გეოლოგიური და გინეკოლოგიური მნიშვნელობით// მსგავსად ანარქიულად გაჩენილი ღმერთები ვერ ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ძლივს გაჩენილები ისინი ისე დაერივნენ ერთმანეთს რომ ატყდა საშინელი აურზაური რამაც გამოაღვიძა აფსუ, მათი მამა.
მაშინ მან გადაწყვიტა ამ ღმერთების მოსპობა და გაანდო ტიამატს თავისი ჩანაფიქრი,
მაგრამ გარეგნულად ურჩხულ ტიამატს ჰქონდა დედის გული და მან ვერ აიტანა თავისი შვილების მოკვლის იდეა. მან სცადა მეუღლე აფსუსთან დაპირისპირება, მაგრამ ამაოდ. მით უფრო რომ ერთ-ერთი ღმერთი მუმუ შემდეგ გამეფების იმედით აბოროტებდა და აქეზებდა მამას სხვა ღმერთების, თავისი ძმების წინააღმდეგ.
მაგრამ ერთ-ერთმა ღმერთმა ეამ, შემდეგში წყლების და სიბრძნის ღმერთმა, შეიტყო მამამისის უაზრო გეგმა და მოკლა მძინარე მამამისი აფსუ.
მამის მკვლელობამ გაახანგრძლივა სამყაროს არსებობა, შეინარჩუნა სიცოცხლე.
სამყაროს ისტორია, მაშ, დაიწყო დაპირისპირებით და მკვლელობით. დროთა გარიჟრაჟზე დაღვრილი ამ სისხლის ამბავი ადამიანებს არ დაავიწყდებათ.
ამ მითში ბაბილონელებმა შეიძლება მათ ღვთაებრივ ცაში გადაიტანეს მეფე-ქურუმის რიტუალური მკვლელობის რელიგიური რიტუალი. ბაბილონელთა აზრით ეს აუცილებელი იყო სამყაროს გადარჩენისთვის და მასში არაფერი იყო ბარბაროსული. მათ შემდეგ ებრაელები ბიბლიაში ამ პირველ ტრაღედიას მისცემენ მორალურ მნიშვნელობას და მისცემენ მას ახალ სახელს, მამის მკვლელობას შეცვლის ძმის მოკვლა.
მიწის მონსტრები.
ანალოგიურ ისტორიას გვიყვებიან ბერძნებიც. ეს უფრო პოეტური ისტორიაა, უფრო ახლოა ჩვენთან. ბერძენთა ღმერთები უფრო გვანან ადამიანებს. მაგრამ ისიც ასევე ტრაღიკულია.
ძვ.წ. მერვე საუკუნეში დაწერილი ჰესიოდეს თეოგონია არასოდეს უსესხებიათ სემიტ ხალხებს მაგრამ ის უცნაურად ჰგავს წინა მოთხრობას.
აქაც საწყისი ქაოსიდან თანდათანობით გამოიყოფიან პირველი ღმერთები გეა
//დედამიწა//, ურანოსი //ცა//, ეროსი //სივარული//. აქაც ეს ღმერთები იწყებენ სხვა ღმერთების, ტიტანების, გაჩენით. ამ უფორმო სამყაროში ამ ტიტანებთან საერთო არსებობა სულაც არ იქნება დასვენება.
და ბოლოს, რათა ღმერთებმა შესძლონ არსებობა, მათგან უმცროსმა, კრონოსმა, უნდა დაღვაროს მამის სისხლი. ასე რომ ჰესიოდეს ძალიან მდიდარი და პოეტური ენა ნიღბავს ასეთივე სისხლიან და სიძულვილით სავსე ტრაღედიას.
ასეთი შთამომავლობის დამნახავი ურანოსი დაფიქრდა და აღელდა. მას შესძულდა ეს თავზარდამცემი მონსტრები, მაგრამ გეას არ მოუნდება მათი დაკარგვა და ის შეიარაღებს ერთ-ერთ შვილს რათა მან მოსპოს ურანოსი.
მაგრამ სინამდვილეში კრონოსი არ მოკლავს თავის მამას და ესაა ბერძნული მითის ორიგინალობა. კრონოსი მას თავიდან მოიშორებს ბევრად უფრო რადიკალური საშუალებით ვიდრე ეს მესოპოტამიურ მითშია. მოვუსმინოთ ჰესიოდეს მოთხრობას სამყაროს მხსნელი ამ გენიალური ეშმაკობის შესახებ:
"უზომო დედამიწა გეამ დამალა კრონოსი თავის წიაღში, მისცა მას ნამგალი და დააგო მახე. როდესაც ღამე ცა მოვიდა დედამიწასთან სასიყვარულოდ და მის მოსახვევად დამალულმა კრონოსმა გამოყო მარცხენა ხელი და ნამგლით დაასაჭურისა თავისი მამა. მიწამ მიიღო დასხიჩრებული ცის სისხლი და ამ სისხლიდან წლების შემდეგ გააჩინა საშინელი ერინიები, ელვარე საჭურველის მქონე გიგანტები და უსასრულო მიწის მკვიდრები ნიმფები მელინიები. "
ამ მითების თანახმად ყველაფერი ისე ხდებოდა თითქოს პირველი ღმერთების გაჩენის შემდეგ სამყაროს არსებობის გაგრძელება შეეძლო მამის ან მოკვლით ან დასახიჩრებით რასაც მოყვებოდა ციდან სისხლის დაღვრა დედამიწაზე.
მანამდე სანამ სამყარო მიიღებდა საბოლოო ფორმას გაჩნდნენ სხვა მონსტრებიც, დედამიწამ უკვე ცის დაუხმარევლად გააჩინა კოშმარული არსებები.
მიუხედავად მათი ფანტასტიური გარეგნობისა ეს ქმნილებები არაა გაგიჟებული გონების ნაყოფი. მათმა აღმწერმა პოეტებმა დაგვიტოვეს დიდად ჭკუისმასწავლებელი და რაციონალური ტექსტები და ყველაფერი გავფიქრებინებს რომ მათთვის ეს არ ყოფილა უბრალო პოეტური გართობა.
ჩვენთვის მონსტრუოზულობა უმთავრესად არის მათი ჰიბრიდულობა, ის რომ ისინი შედგებიან სხვადასხვა ცხოველის კუთვნილი ელემენტებისგან.
ქიმერა, მაგალითად,ერთდროულად არის ლომი, თხა და გველი. ტიფეი თავის ყვირილში ერთმანეთს ურევს გველის სისინს და ხარის ბღავილს. მოსტრთა ზოგადი სტრუქტურა თითქმის ყოველთვის რეპტილიურია, მაგრამ მას ემატება ცხოველების სხვადასხვა სახეობის და, მეტიც, ადამიანის ელემენტები.
ბერძნები ამით ხატოვნად და სიმბოლურად გვეუბნებიან იმას რომ სამყარო თავიდან ჯერ არ შეესაბამებოდა ადამიანურ საზომს....მათი ძალით, მათი ზომით, მათი სისასტიკით და მათში ანტინომიურ სახეობათა შერევით ეს მონსტრები სრულყოფილად განასახიერებენ საწყისი ხანის არეულობას.
ჰომეროსის და ჰესიოდეს აღწერების კითხვისას ჩვენ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს უხსოვარი დროის, საწყისი ხანის დინოზავრები რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ დედამიწაზე....
მე-17 საუკუნის ფრანგისგან განსხვავებით ძვ.წ. მეხუთე საუკუნის ბერძენს სულ არ გაუკვირდებოდა თანამედროვე პალეონტოლოგიის აღმოჩენების დანახვა. ის მათში დაინახავდა მისი რწმენის და მისი პოეტების მონათხრობის დადასტურებას.
ნისლების გიგანტები.
უნდა ითქვას რომ გერმანელების მიერ წარმოდგენილი პირველყოფილი მონსტრები არ ყოფილან ისეთი თავზარდამცემები როგორც ბერძნების მიერ წარმოდგენილები.
გერმანელთა მონსტრები იყვნენ ადამიანის ან ცხოველების მსგავსი გიგანტური არსებები - გიგანტური მგელი, დათვი, არწივი.
ბერძნებისთვის მონსტრი არის ის ვინც თუ რაც შორსაა ადამიანის სპეციფიური ფორმისგან.
გერმანელებისთვის მონსტრი უბრალოდ კოლოსია, კოლოსალური.
სკანდინავიური პოეტური მოთხრობების ედების სამყარო ჩვენთვის უფრო ნაცნობია ვიდრე ბერძნების თუ შუამდინარეთის მითების სამყარო, მაგრამ ედების სამყაროში ჩვენ ვართ ჯუჯები...
სამყაროს გარიჟრაჟზე გაჩენილი პირველი ღმერთები გერმანელებისთვის იყვნენ ადამიანთა მსგავსი და ადამიანთა ღირსებებისა და ნაკლების მქონე არსებები. მაგრამ თუ ბერძნებს და შუამდინარელებს უყვართ ქვიშიანი, ცეცხლიანი, თბილი ზღვების პეიზაჟი, გერმანულ მითებში არის ტყეები, თოვლი, ყინული, კოკისპირული წვიმა, ნისლთა ცახცახი.
ასეა ჩვენამდე მოღწეულ უძველეს მითებში. ა.წ.მე-9 საუკუნეში დაწერილი პოემა "ვოლუსპა" ანუ "ნათელმხილველის საგალობელი" გადმოსცემს ბევრად უფრო ძველ მითოლოგიას. ასევე გვიან დაწერილი სკანდინაველი პოეტი ნორი სტურლუსონის გილფის მოგზაურობა, ედას ერთ-ერთი საგალობელი, შეიცავს ძვირფას მოწმობებს წარმართული ხანის რწმენათა შესახებ.
თავიდან, სამყაროს საწყისში, მაშ, იყო ბნელი, უზომო, გაყინული უფსკრული. ამ უფსკრულში იყო მეორე უფსკრული, ნიფლჰაიმი, ნისლების სამყარო, მის საპირისპირო მხარეს იყო მუსპილჰაიმად წოდებული ცეცხლის და სითბოს მესამე უფსკრული. ნიფლჰაიმის ცენტრში იყო 36 მდინარის მკვებავი უზარმაზარი მდუღარე წყარო მალსტრომი.
ცხელი უფსკრულის ნაპერწკლების ყინულთან კონტაქტის შედეგად გაჩნდა პირველი ღმერთი ბურ, რომელსაც ასევე უწოდებენ წინაპარსაც. ბურიდან გაჩნდნენ ოდინი, ვილი და ვე.
ასე შეიქმნა გერმანელების აზრით სამყარო უფსკრულის სიღრმეში ცეცხლის და ყინულის შეხვედრის შედეგად.
ამასვე ამბობს ნათელმხილველი "ვოლუსპაში":
,,მე ვიხსენებ დროთა გარიჟრაჟზე გაჩენილ გიგანტებს. იმათ ვინც ოდესღაც გამაჩინეს.
მე ვიცნობდი სამყაროს ხით დაფარულ 9 სამყაროს, ბრძნულად ნაგები ამ ხის ფესვები ჩადის დედამიწის წიაღში.
იმირი ცხოვრობდა დროთა დასაწყისში. არ ყოფილა არც ქვიშა,არც ზღვა და არც გამაგრილებელი ტალღები. არ ჩანდა არც მიწა და არც ცის კამარა.
ეს იყო პირდაფჩენილი უფსკრული, არსად არ იყო მცენარე." //ედას გმირული სიმღერები//.
ეს ხილვა მოგვიანებით მეტი დეტალით გამეორდდა სნორი სტურლუსონის "ედაში":
"ნიფლჰაიმის უფსკრული შეიქმნა ბევრად უფრო ადრე დედამნიწაზე.
ცენტრში იყო ჭა ჰვერგელმერი. სამხრეთით იყო აუტანლად ნათელი და ცხელი სამყარო მუსპილჰაიმი.
როდესაც ჰვერგელმერიდან მჩქეფარე მდინარეები ძალიან მოშორდნენ წყაროს მათი შხამიანი დინება დაშრა და გაიყინა. ეს ყინული გაჩერდა, გამაგრდა, მდინარეთა შხამის მიერ გაჩენილი თოვლის ქარები გავრცელდა ყინულზე და იქცა ჭირხლად. და ჭირხლის ფენები დაგროვდა უფსკრულში.
ამ უფსკრულის ჩრდილო ნაპირი დაიფარა თოვლის და ჭირხლის უზომო გროვით. იქ მეფობდა ქარიშხალი. მაგრამ მუსპილჰაიმიდან მომავალმა ცხელმა ნაპერწკლებმა დაადნო უფსკრულის ჩრდილოეთი ნაპირი.
ნიფლჰაიმიდან მომავალი გაყინული ჰაერი აუტანელს ხდიდა იქაურობას, მუსპილჰაიმიდან კი მოდიოდა ნათელი და ცხელი ჰაერი. უფსკრული გახდა უწმინდესი ჰაერივით მსუბუქი. სიცხემ დაადნო ყინულები და აქცია ისინი წყლის წვეთებად. სიცხის გამომგზავნის ძალამ მათ მისცა სიცოცხლე.
ასე გაჩნდა ადამიანის ფორმა სახელად იმირ".
ჩრდილოურ მითოლოგიაში იმირი იყო დედამიწის პირველი მკვიდრების, გიგანტების დიდი მოდგმის წინაპარი.
ამ გიგანტებს უფრო უყვარდათ ყინული და მთები და ისინი ბოლოს და ბოლოს დაიპყრობდნენ მთელ დედამიწას ღმერთებს ისინი რომ არ ჩაეკეტათ ცისგან და დედამიწისგან მოშორებულ ადგილ იოტულჰაიმში.
ყველა გიგანტი ჰგავდა ადამიანს. გამონაკლისი იყო 900-თავიანი მუმირი.
ადამიანთა გიგანტი ძმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდილოურ მითოლოგიაში იმიტომ რომ ბერძენთა გიგანტებისგან განსხვავებით ისინი არ გამქრალან დედამიწიდან.
სამყაროს მიუდგომელ კუთხეში დამწყვდეული ეს გიგანტები იქ ელოდებიან ღმერთების დასასრულს.
ამის შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან კაცობრიობას რათა მოსპონ ის, ან, ვინ იცის, შეუერთდნენ მას და დაიწყონ ჩვენი სამყაროს ახალი ხანა.
საწყისი ქაოსი: |

Jacques Lacarrière,En suivant les dieux, Pluriel,1984 // ჟაკ ლაკარიერი, ღმერთების კვალდაკვალ, პარიზი, 1984, ფრაგმენტები//. |

"მაშ დასაწყისში იყო ქაოსი, შემდეგ ყველა არსების ურყევი საყრდენი, დიდწიაღიანი გეა, შემდეგ უკვდავთაგან ულამაზესი სიყვარული რომელიც ათვინიერებს გულებს და ამარცხებს ყველაზე ბრძნულ სურვილებს.
ქაოსიდან და ერებიდან გაჩნდა ბნელი ღამე. ღამიდან ეთერი და დღე, ერებთან მის სიყვარულთა ნაყოფი. გეამ თავის მხრივ თავიდან გააჩინა ურანოსი რომელსაც ის უნდა დაეფარა ვარსკვლავებიანი ცით და უნდა ყოფილიყო უკვდავთა სამყოფი. გეამ გააჩინა მაღალი მთები, სადაც მათ ბედნიერ ხეობებში იმალებიან და ცხოვრობენ ნიმფები. სიყვარულის დაუხმარებლად მან შექმნა სტერილურწიაღიანი და დიდ და მღელვარენაკადებიანი ზღვა. გეასგან და ურანოსისგან გაჩნდნენ ოკეანე, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტი, თეა, რეა, თემისი, მნენოზინა და ოქროსგვირგვინიანი ფები და საყვარელი ტეთისი.
და ბოლოს ეშმაკი და ყველაზე საშინელი კრონოსი, რომელმაც დაბადებიდანვე შეიძულა მამა..."
ასე ხდება რომ თეოგონიის პირველი პწკარებიდანვე იწყება სამყაროს დრამა. პირველ გარეგნულად უწყინარ ღმერთებს მოყვება სხვა ნაკლებად მიმზიდველი არსებები, ურანოსის, ცის, და გეას, დედამიწას მიერ გაჩენილი მონსტრები. ჰესიოდეს თქმით ესენი არიან მოძალადე გულის მქონე ციკლოპები რომლებსაც შუბლის შუაში აქვთ ერთადერთი თვალი, შემდეგ მოდის სამი ასხელიანი მონსტრი, ჰეკატონშირები.ასეთი შთამომავლობის დამნახავი ურანოსი დაფიქრდა და აღელდა. მას შესძულდა ეს თავზარდამცემი მონსტრები, მაგრამ გეას არ მოუნდება მათი დაკარგვა და ის შეიარაღებს ერთ-ერთ შვილს რათა მან მოსპოს ურანოსი.
მაგრამ სინამდვილეში კრონოსი არ მოკლავს თავის მამას და ესაა ბერძნული მითის ორიგინალობა. კრონოსი მას თავიდან მოიშორებს ბევრად უფრო რადიკალური საშუალებით ვიდრე ეს მესოპოტამიურ მითშია. მოვუსმინოთ ჰესიოდეს მოთხრობას სამყაროს მხსნელი ამ გენიალური ეშმაკობის შესახებ:
"უზომო დედამიწა გეამ დამალა კრონოსი თავის წიაღში, მისცა მას ნამგალი და დააგო მახე. როდესაც ღამე ცა მოვიდა დედამიწასთან სასიყვარულოდ და მის მოსახვევად დამალულმა კრონოსმა გამოყო მარცხენა ხელი და ნამგლით დაასაჭურისა თავისი მამა. მიწამ მიიღო დასხიჩრებული ცის სისხლი და ამ სისხლიდან წლების შემდეგ გააჩინა საშინელი ერინიები, ელვარე საჭურველის მქონე გიგანტები და უსასრულო მიწის მკვიდრები ნიმფები მელინიები. "
ამ მითების თანახმად ყველაფერი ისე ხდებოდა თითქოს პირველი ღმერთების გაჩენის შემდეგ სამყაროს არსებობის გაგრძელება შეეძლო მამის ან მოკვლით ან დასახიჩრებით რასაც მოყვებოდა ციდან სისხლის დაღვრა დედამიწაზე.
მანამდე სანამ სამყარო მიიღებდა საბოლოო ფორმას გაჩნდნენ სხვა მონსტრებიც, დედამიწამ უკვე ცის დაუხმარევლად გააჩინა კოშმარული არსებები.
მიუხედავად მათი ფანტასტიური გარეგნობისა ეს ქმნილებები არაა გაგიჟებული გონების ნაყოფი. მათმა აღმწერმა პოეტებმა დაგვიტოვეს დიდად ჭკუისმასწავლებელი და რაციონალური ტექსტები და ყველაფერი გავფიქრებინებს რომ მათთვის ეს არ ყოფილა უბრალო პოეტური გართობა.
ჩვენთვის მონსტრუოზულობა უმთავრესად არის მათი ჰიბრიდულობა, ის რომ ისინი შედგებიან სხვადასხვა ცხოველის კუთვნილი ელემენტებისგან.
ქიმერა, მაგალითად,ერთდროულად არის ლომი, თხა და გველი. ტიფეი თავის ყვირილში ერთმანეთს ურევს გველის სისინს და ხარის ბღავილს. მოსტრთა ზოგადი სტრუქტურა თითქმის ყოველთვის რეპტილიურია, მაგრამ მას ემატება ცხოველების სხვადასხვა სახეობის და, მეტიც, ადამიანის ელემენტები.
ბერძნები ამით ხატოვნად და სიმბოლურად გვეუბნებიან იმას რომ სამყარო თავიდან ჯერ არ შეესაბამებოდა ადამიანურ საზომს....მათი ძალით, მათი ზომით, მათი სისასტიკით და მათში ანტინომიურ სახეობათა შერევით ეს მონსტრები სრულყოფილად განასახიერებენ საწყისი ხანის არეულობას.
ჰომეროსის და ჰესიოდეს აღწერების კითხვისას ჩვენ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს უხსოვარი დროის, საწყისი ხანის დინოზავრები რომლებიც რეალურად ცხოვრობდნენ დედამიწაზე....
მე-17 საუკუნის ფრანგისგან განსხვავებით ძვ.წ. მეხუთე საუკუნის ბერძენს სულ არ გაუკვირდებოდა თანამედროვე პალეონტოლოგიის აღმოჩენების დანახვა. ის მათში დაინახავდა მისი რწმენის და მისი პოეტების მონათხრობის დადასტურებას.
ნისლების გიგანტები.
უნდა ითქვას რომ გერმანელების მიერ წარმოდგენილი პირველყოფილი მონსტრები არ ყოფილან ისეთი თავზარდამცემები როგორც ბერძნების მიერ წარმოდგენილები.
გერმანელთა მონსტრები იყვნენ ადამიანის ან ცხოველების მსგავსი გიგანტური არსებები - გიგანტური მგელი, დათვი, არწივი.
ბერძნებისთვის მონსტრი არის ის ვინც თუ რაც შორსაა ადამიანის სპეციფიური ფორმისგან.
გერმანელებისთვის მონსტრი უბრალოდ კოლოსია, კოლოსალური.
სკანდინავიური პოეტური მოთხრობების ედების სამყარო ჩვენთვის უფრო ნაცნობია ვიდრე ბერძნების თუ შუამდინარეთის მითების სამყარო, მაგრამ ედების სამყაროში ჩვენ ვართ ჯუჯები...
სამყაროს გარიჟრაჟზე გაჩენილი პირველი ღმერთები გერმანელებისთვის იყვნენ ადამიანთა მსგავსი და ადამიანთა ღირსებებისა და ნაკლების მქონე არსებები. მაგრამ თუ ბერძნებს და შუამდინარელებს უყვართ ქვიშიანი, ცეცხლიანი, თბილი ზღვების პეიზაჟი, გერმანულ მითებში არის ტყეები, თოვლი, ყინული, კოკისპირული წვიმა, ნისლთა ცახცახი.
ასეა ჩვენამდე მოღწეულ უძველეს მითებში. ა.წ.მე-9 საუკუნეში დაწერილი პოემა "ვოლუსპა" ანუ "ნათელმხილველის საგალობელი" გადმოსცემს ბევრად უფრო ძველ მითოლოგიას. ასევე გვიან დაწერილი სკანდინაველი პოეტი ნორი სტურლუსონის გილფის მოგზაურობა, ედას ერთ-ერთი საგალობელი, შეიცავს ძვირფას მოწმობებს წარმართული ხანის რწმენათა შესახებ.
თავიდან, სამყაროს საწყისში, მაშ, იყო ბნელი, უზომო, გაყინული უფსკრული. ამ უფსკრულში იყო მეორე უფსკრული, ნიფლჰაიმი, ნისლების სამყარო, მის საპირისპირო მხარეს იყო მუსპილჰაიმად წოდებული ცეცხლის და სითბოს მესამე უფსკრული. ნიფლჰაიმის ცენტრში იყო 36 მდინარის მკვებავი უზარმაზარი მდუღარე წყარო მალსტრომი.
ცხელი უფსკრულის ნაპერწკლების ყინულთან კონტაქტის შედეგად გაჩნდა პირველი ღმერთი ბურ, რომელსაც ასევე უწოდებენ წინაპარსაც. ბურიდან გაჩნდნენ ოდინი, ვილი და ვე.
ასე შეიქმნა გერმანელების აზრით სამყარო უფსკრულის სიღრმეში ცეცხლის და ყინულის შეხვედრის შედეგად.
ამასვე ამბობს ნათელმხილველი "ვოლუსპაში":
,,მე ვიხსენებ დროთა გარიჟრაჟზე გაჩენილ გიგანტებს. იმათ ვინც ოდესღაც გამაჩინეს.
მე ვიცნობდი სამყაროს ხით დაფარულ 9 სამყაროს, ბრძნულად ნაგები ამ ხის ფესვები ჩადის დედამიწის წიაღში.
იმირი ცხოვრობდა დროთა დასაწყისში. არ ყოფილა არც ქვიშა,არც ზღვა და არც გამაგრილებელი ტალღები. არ ჩანდა არც მიწა და არც ცის კამარა.
ეს იყო პირდაფჩენილი უფსკრული, არსად არ იყო მცენარე." //ედას გმირული სიმღერები//.
ეს ხილვა მოგვიანებით მეტი დეტალით გამეორდდა სნორი სტურლუსონის "ედაში":
"ნიფლჰაიმის უფსკრული შეიქმნა ბევრად უფრო ადრე დედამნიწაზე.
ცენტრში იყო ჭა ჰვერგელმერი. სამხრეთით იყო აუტანლად ნათელი და ცხელი სამყარო მუსპილჰაიმი.
როდესაც ჰვერგელმერიდან მჩქეფარე მდინარეები ძალიან მოშორდნენ წყაროს მათი შხამიანი დინება დაშრა და გაიყინა. ეს ყინული გაჩერდა, გამაგრდა, მდინარეთა შხამის მიერ გაჩენილი თოვლის ქარები გავრცელდა ყინულზე და იქცა ჭირხლად. და ჭირხლის ფენები დაგროვდა უფსკრულში.
ამ უფსკრულის ჩრდილო ნაპირი დაიფარა თოვლის და ჭირხლის უზომო გროვით. იქ მეფობდა ქარიშხალი. მაგრამ მუსპილჰაიმიდან მომავალმა ცხელმა ნაპერწკლებმა დაადნო უფსკრულის ჩრდილოეთი ნაპირი.
ნიფლჰაიმიდან მომავალი გაყინული ჰაერი აუტანელს ხდიდა იქაურობას, მუსპილჰაიმიდან კი მოდიოდა ნათელი და ცხელი ჰაერი. უფსკრული გახდა უწმინდესი ჰაერივით მსუბუქი. სიცხემ დაადნო ყინულები და აქცია ისინი წყლის წვეთებად. სიცხის გამომგზავნის ძალამ მათ მისცა სიცოცხლე.
ასე გაჩნდა ადამიანის ფორმა სახელად იმირ".
ჩრდილოურ მითოლოგიაში იმირი იყო დედამიწის პირველი მკვიდრების, გიგანტების დიდი მოდგმის წინაპარი.
ამ გიგანტებს უფრო უყვარდათ ყინული და მთები და ისინი ბოლოს და ბოლოს დაიპყრობდნენ მთელ დედამიწას ღმერთებს ისინი რომ არ ჩაეკეტათ ცისგან და დედამიწისგან მოშორებულ ადგილ იოტულჰაიმში.
ყველა გიგანტი ჰგავდა ადამიანს. გამონაკლისი იყო 900-თავიანი მუმირი.
ადამიანთა გიგანტი ძმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდილოურ მითოლოგიაში იმიტომ რომ ბერძენთა გიგანტებისგან განსხვავებით ისინი არ გამქრალან დედამიწიდან.
სამყაროს მიუდგომელ კუთხეში დამწყვდეული ეს გიგანტები იქ ელოდებიან ღმერთების დასასრულს.
ამის შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან კაცობრიობას რათა მოსპონ ის, ან, ვინ იცის, შეუერთდნენ მას და დაიწყონ ჩვენი სამყაროს ახალი ხანა.
No comments:
Post a Comment