8.22.2012

ესეც ევროპაა: პარანორმალური მეცნიერების პირისპირ-1:

როგორც მთელი სამყაროს ისე ჩვენი გარემომცველი მიწიერი სამყაროს  მასშტაბით ჩვენ ვიცით რომ რასაც ვხედავთ რეალობა არაა. მიუხედავად იმისა რომ XX საუკუნემ გვიანდერძა ლოღიკის ურყევი რწმენა ჩვენი გარემო ისევ დიდად იდუმალ მოვლენად რჩება.
    
ადამიანების მიერ აღქმული სინამდვილე განსხვავდება ცხოველების თუ ფრინველების მიერ აღქმული სინამდვილისგან. ზოგ ცოცხალ არსებასთან შედარებით ჩვენ გვაკლია გრძნობის რომელიღაც ორგანოები ან კიდევ ისინი შეიძლება სხვა ორგანოებით აღიქვამდნენ სამყაროს და ჩვენ სხვა ორგანოებით.
  
ასე მაგალითად თუ ვილაპარაკებთ მხედველობის სფეროზე ცხოველთა უმრავლესობა ხედავს მხოლოდ შავ-თეთრად, ზოგი ფრინველი და მწერი აღიქვამს ულტრაიისფერს და ზოგი თევზი და რეპტილია არჩევს ინფრაწითელებს.
   
კიდევ უფრო საკვირველი ისაა რომ მრავალი მწერი ხედავს პოლარიზებულ სინათლეს და ზოგი ფრინველი ხედავს დედამიწის მაგნიტურ ველს. ეს ძნელად წარმოსადგენი რამაა ადამიანისთვის.
  ცხოველების სმენა ბერად უფრო ძლიერია ადამიანის სმენაზე : ბევრ ცხოველს ესმის ინფრა- და ულტრახმები და ცხოველებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ კილომეტრებით დაშორებიდან.


იგივე ითქმის ყნოსვის თაობაზე. ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი ყნოსვა უნდა გვქონოდა წინაისტორიულ ხანაში,მაგრამ ბევრი აღარაფერი დაგვრჩა.
  ექოლოკაციის, შორიდან შეხების,წყლის, მიწის ვიბრაციების თუ სხვა სხეულის მიერ გაყოფილი სითბოს და ელექტროველების განცდა ჩვენ არაჩვეულებრივ უნარებად მიგვაჩნია არადა ყველაფერი ეს შეუძლია მრავალ ცხოველს.

  
და სხვა ცოცხალი არსებები დროს განა სხვანაირად არ განიცდიან ? მწერები მაგალითად მოძრაობას 600-ჯერ მეტი სიხშირით აღიქვამენ ვიდრე ჩვენ (ისინი წამში 300 ხატს გამოყოფენ) და ამიტომაა რომ ბუზისთვის ჩვენი ხელის მოქნევა ძალიან ნელია მისთვის და ის ასწრებს გაფრენას.
      
დაბოლოს ცხოველებს აქვთ პარანორმალური უნარები : ტელეპატია, საფრთხის წინასწარ განჭვრეტა, პატრონის დაბრუნების დროის წინასწარ ამოცნობა,მისი პოვნა ათასობით კილომეტრის მოშორებით...
     

ადამიანსაც თითქოს უნდა ჰქონდეს მსგავსი უნარები, მაგრამ უფრო სუსტად. იქნებ მან ეს უნარები დაკარგა მისი ევოლუციის შედეგად? 
    

დანამდვილებით ცნობილია ის რომ სინამდვილე სხვადასხვაა სხვადასხვა ცოცხალი არსებისთვის.

რაც შეეხება ცნობიერების ცნებას ის ისევ განსასაზღვრია.
ზოგ მდგომარეობაში, მაგალითად ძილის ან იოგური მედიტაციების სეანსების დროს ჩვენი წარმოდგენების საწინააღმდეგოდ ჩვენი ტვინი სულაც არ აკონტროლებს ჩვენს ყველა დამოკიდებულებას გარემომცველ სამყაროსთან და ამიტომ გვეჩვენება ჩვენ ძალიან უცნაურად ზოგი გამოვლინება...
       
მივიწყებული ადამიანური უნარები:  
ჩვენ მნიშვნელოვანწილად დავკარგეთ გრძნობიერება რომელიც ოდესღაც გვაფრთხილებდა გარდაუვალ საშიშროებათა შესახებ,გვაძლევდა პიროვნების თუ ადგილის ხარისხის დაუყოვნებლად აღქმის, ჩვენს გარემოსთან იმთავითვე უშუალოდ დაპირისპირების საშუალებას.
   

მაგრამ ეს თავდაპირველი, საწყისი გრძნობიერება არ გამქრალა. ადამიანთა უმრავლესობაში ის მიაძინა კლასიკური ლოღიკის ექსკლუზიურმა გამოყენებამ და ინტელექტუალიზებულმა მსოფლმხედველობამ”( ფრანგი სწავლული ჟან-პოლ თენო, ”ჯადოქრები მეცნიერების პირისპირ" ,გამომცემლობები “როშე”).

 //ყველაფერი ამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში “სიანს რევიუ, ირაციონალური მოვლენები, მეცნიერული სამყაროს ახსნა, მეცნიერული აზრი უტევს ეზოტერულ ცდუნებას, 2008 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბრის ნომერი 35; გაგრძელება იქნება//.

ირაციონალურ-პარანორმალური ფენომენები მეცნიერების პირისპირ-2:
 
ნამდვილად არსებობს თუ არა პარანორმალური ფენომენები?: 
«ეს ფენომენები. რა მნიშვნელობა აქვს გვწამს თუ არა მათი არსებობისა. როგორც მეცნიერები ჩვენ არ მივმართავთ რწმენას, ჩვენ ვიკვლევთ ფაქტებს »(ჟ-პ. თენო, ჯადოსნები მეცნიერების პირისპირ, გამომცემლობები « როშე »).მოსახლეობის ნახევარს თუ სამ მეოთხედს განუცდია ეს « ფსიქიური » ფენომენები ( არ ვთვლით აშკარა თაღლითობის,სიგიჟის თუ შარლატანობის შემთხვევებს). ბევრი ადამიანი ვერ ბედავს ლაპარაკს, მათ ვერ გაუგიათ თუ რა შეემთხვათ. ვის უნდა ენდო ? მსმენელებს ეს ფენომენები აბნევს,მათ არ სჯერათ. ისინი ფიქრობენ რომ ესაა შუა საუკუნეების სიბნელის ნაშთები.
   
პარანორმალურ ფენომენთა რეალობა განხეთქილებას იწვევს საზოგადოებრივ აზრში, მაგრამ მეცნიერი ექიმები,ფსიქოლოგები, ფიზიკოსები არ უარყოფენ ამ ფენომენებს და არ მიმართავენ ღმერთს, დემონს თუ რომელიმე ზებუნებრივ არსებას. ისინი უკვე სამოციოდე წელია რაც ეძებენ შესაძლო ახსნას.
     
ტელეპატია, ნათელხილვა, ზემოქმედება მატერიაზე:   
თავის წიგნში « ჯადოსნები მეცნიერების პირისპირ” კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი და ფსიქოთერაპევტი ჟან-პოლ თენო აჯამებს ათწლეულობით პარანორმალურ ფენომენთა გამოკვლევის შედეგებს და შემდეგ უფრო დაწვრილებით გადმოსცემს სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულ ჰიპოთეზებს.  თავიდან ის აზუსტებს რომ როგორც წესი ფენომენებს ყოფს ორ დიდ კატეგორიად, ფსიქიურ ფაქტებად და მატერიალურ მოვლენებად.
   
ტელეპატია,ხილვა,მატერიაზე ზემოქმედება: 
პირველ კატეგორიაში დაჯგუფებულია:ტელეპატია რომელიც ნიშნავს სხვის აზრების თუ განცდილის აღქმას თუნდაც ეს პიროვნება ფიზიკურად ძალიან შორს იყოს;
    
 -განჭვრეტა ანუ ხილვა, რომელიც იძლევა მომავალი მოვლენებისთვის თვალის შევლების საშუალებას;   
- უკუჭვრეტა, რომელიც იძლევა წარსულის მოვლენებზე ინფორმაციის მიღების საშუალებას.
 
ამ კატეგორიაში ლაპარაკია ექსტრასენსორულ აღქმაზე იმიტომ რომ ფიზიკური დაშორება შეუძლებელს ხდის ჩვეულებრივი გრძნობების ამოქმედებას.
   
მეორე კატეგორიაში არის ფსიქოკინეზი რაც გულისხმობს სულით ინფორმაციის გაგზავნას ან ზემოქმედების მოხდენას მატერიაზე ან მოვლენებზე. ეს ნიშნავს ობიექტების გადაადგილებას,აჩრდილებს, განკურნებას შორიდან, ფოტოფირზე ანაბეჭდების გაკეთებას,ექტოპლაზმებს ანუ სხეულებიდან გამოდენილ და სხვადასხვა ფორმების (ადამიანების სხეულის ნაწილების,ცხოველების ფორმების) მიმღებ სუბსტანციებს და ა.შ.).

პარანორმალური ფენომენები არ შემოიფარგლებოდნენ აუცილებლად ამა თუ იმ კატეგორიით. ზოგი,მაგალითად სხეულიდან გამოსვლა თუ გარდაუვალი სიკვდილის განცდა,შორდება ამას. ჩვენ აქ არ შევეხებით სიკვდილის საზღვართან ყოფნის განცდას ვინაიდან ის სხვა ადგილას განვიხილეთ.
   
ემოციები და ენერგია:
ფსიქიურ ფენომენთა უმრავლესობა ხდება როდესაც ჩვენი ცნობიერება ჯერა არაა ცხადი და მოაზროვნე. მაგრამ ჩვენ იშვიათად ვართ რაციონალური აზროვნების პროცესში. ჩვენს ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი როლი აქვთ ემოციებს. სულის გარდა მოქმედებს სხეულიც. მხილველმა შეიძლება იგრძნოს მასთან რჩევისათვის მისულთა ტკივილები, წყაროს მაძებარს თავბრუ ეხვევა ხოლმე როდესაც ის გადადის წყლის ძლიერ მიწისქვეშა ნაკადზე, და სხვ. ყველა შემთხვევაში მოქმედებს დიდი ენერგია.
   
ჯერ არაა კარგად ცნობილი თუ როგორ ხდება ეს ფენომენები. ხშირად იკარგება ხოლმე კონტროლი სხეულზე,როგორც არის ხოლმე იოგას სეანსის დროს. მაგრამ ფენომენები ხშირად შეიძლება მოხდეს ჩვენ მიერ გაუცნობიერებლად. არაცნობიერიდან ცნობიერში დაბრუნება შლის მათ კვალს და ტოვებს მხოლოდ ემოციურ კომპონენტს.
   
მარჯვნივ ინტუიციაა: 
ამერიკელი ფიზიკოსები ტარგი და პუტოფი თავის წიგნში “სულის საზღვრებთან” გვიჩვენებენ რომ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო კარგად მოქმედებს ინტუიტიურ დემარშებში და მთლიანობის გაგებისას.
   
ტიტანიკის დაღუპვა არაცნობიერად იყო განჭვრეტილი წინასწარ:   
ჟ.პ.თენოს მოჰყავს ამერიკელი ავტორი მორგან რობერტსონის საინტერესო მაგალითი. რობერტსონმა 1898 წელს დაწერა რომანი ადამიანის მიერ აგებული ისტორიაში უდიდესი და ჩაუძირავად მიჩნეული გემი ტიტანის ჩაძირვაზე. ნიუ იორკიდან ინგლისში მიმავალი ეს გემი შეეჯახა აისბერგს და მისი 2000 მგზავრიდან ძალიან ცოტა თუ გადარჩა.
   

14 წლის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს ტიტანიკმა თითქმის სიტყვა სიტყვით გააცოცხლა მორგან რობერტსონის მიერ დაწერილი ისტორია.
  
1912 წელს დაწერილ ნოველაში «სპექტრუმის ზევით» რობერტსონმა ამჯერად აღწერა იაპონელების მოულოდნელი შეტევა ფილიპინებზე მდგარი ამერიკული ფლოტის წინააღმდეგ. დამთხვევები თუ განჭვრეტები ? ფაქტები სულ მცირე შემაშფოთებელია.
 
ჩატარდა ექსპერიმენტები ფსიქიური ფენომენების გადაცემის არაცნობიერი ბუნების შესასწავლად. ასე მაგალითად სტენფორდის ინსტიტუტის მკვლევარებმა გააკონტროლეს ოთახში იზოლირებული პიროვნებების ტვინის მიერ გამოცემული ტალღები მაშინ როდესაც სხვაგან მყოფ ადამიანს თვალებში მოულოდნელად ანათებდნენ მკვეთრ სინათლეს. მინათებათა მომენტებში დადგინდა პიროვნებათა ელექტროენცეფალოგრამების ნაკვალევის შესაბამისობები,მაგრამ პიროვნებები სრულებით ვერ აცნობიერებდნენ ამას.
   
ტვინი არ გვეუბნება ყველაფერს რასაც ის აკეთებს.

 თხუტმეტიოდე წელია რაც ამერიკელმა ნეიროლოგმა ბედნჯამინ ლიბეტმა აჩვენა რომ ტვინის აქტივობა საფუძველში არაცნობიერია. ის ცნობიერი ხდება თუ კი გრძელდება გარკვეული დროის,500 მილიწამის განმავლობაში,რაც შედარებით ხანგრძლივია ნეირონული აქტივობის დონეზე...
   
შარლატანია თუ არა?
 
შეუძლებელია მანძილზე ლითონის მღუნავი ური გელერის ირგვლივ 1974 წლიდან ატეხილი კამათის დავიწყება,შეგვახსენებს ტულუზის პარაფსიქოლოგიის ლაბორატორია. გელერის შემთხვევის თაობაზე სამეცნიერო დოკუმენტაციის შესწავლა გვიჩვენებს გაყალბების შესაძლებლობებს და არა უეჭველ გაყალბებებს და რომ,პირიქით,ჩატარებული იყო პოზიტიური ექსპერიმენტებიც...
 
ტელეპატია საბჭოთა კავშირში: 
იქ პირველი ექსპერიმენტები ტარდება კარტის გათამაშებაზე. სუბიექტები წინასწარ აცხადებდნენ თუ რა კარტს ამოიღებდა შემთხვევით დასტიდან ექსპერიმენტატორი. წარმატებული გამოცნობების პროცენტი აშკარად მეტი იყო ნორმალურზე.
 
საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვანი ცდები ტელეპატიის თაობაზე ჩატარდა აგრეთვე 1966 წლიდან. უცნაური მაგრამ მეცნიერების მიერ მკაცრად გაკონტროლებული ექსპერიმენტი ჩაატარეს კარლ ნიკოლაევმა და მოსკოველმა ბიოფიზიკოსმა კამენსკიმ.
 
ჟ.პ.თენოს აღწერით ცდა შემდეგნაირად ჩატარდა. 
გადამცემ აგენტ კამენსკის მოწმეების თანდასწრებით გადასცეს ერთნაირ დაბეჭდილ პაკეტებს შორის შემთხვევით შერჩეული პაკეტი.
  
პაკეტის გახსნის შემდეგ კამენსკიმ ის ყურადღებით დაათვალიერა დააკვირდა მას. მან ობიექტი წარმოიდგინა თავისი ამხანაგის, მიმღები ნიკოლაევის თვალით. ობიექტი იყო შვიდი სპირალისგან შემდგარი ზამბარა. 3000 კილომეტრის მოშორებით, ნოვოსიბირსკში მყოფმა ნიკოლაევმა მიღებული აზრი აღწერა შემდეგნაირად: « მრგვალი, ლითონის, ელვარე, დაკბილული, გქვს ბობინას ».

ცოტა ხნის შემდეგ კამენსკიმ აიღო შავი პლასტიკის სახრახნისი (« ოტვიორტკა »), და დააკვირდა ობიექტის სახეს რათა ის გადაეცა ნიკოლაევისთვის. ნიკოლაევმა აღნიშნა : « გრძელი, წვრილი, ლითონი,პლასტიკი, შავი პლასტიკი ». ცხადია რომ ასეთ ექსპერიმენტში ყოველგვარი შემთხვევითობა გამორიცხულია ».
  შემდეგ შეიქმნა საბჭოთა მეცნიერთა საგანგებო კომისია რომელმაც ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი და განსაკუთრებით დაადგინა ტელეპატიურ გადაცემებში ალფა ტალღების მნიშვნელობა (გაგრძელება იქნება).

ირაციონალურ-პარანორმალური მეცნიერების პირისპირ-3 :
    
«კაპიტან მ.-ს 1914 წლის აგვისტოში მკერდში მოხვდა ტყვია. ის დაღუპული ეგონათ და დატოვეს ველზე 23 საათზე და 30 წუთზე. არადა იმ ღამით იმავე დროს მისმა 15 წლის ღრმად მძინარე ვაჟიშვილმა გაიღვიძა. ის ადგა, გააღვიძა დედა და უთხრა მას: დედა,მამა დაჭრილია მაგრამ ცოცხალია” (1913 წელს ნობელიანტი ფიზიოგიაში,შარლ რიშე, ტრაქტატი მეტაფიზიკაზე).
    
აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველო იყენებდა შორიდან ხედვას: 
ექსპერიმე,ტები წარმატებულია მაშინაც კი როდესაც ფიზიკური ბარიერები, მაგალითად ოკეანე, ბლოკავენ ელექტრომაგნიტურ ტალღათა უმეტესობას.
  
შტეფან შვარცის მიერ დაყენებულ ექსპერიმენტებში ორი ფსი სუბიექტი იყვნენ წყალქვეშა ნავზე, წყნარი ოკეანის სიღრმეში და გადამცემი  იყო სადღაც სან ფრანცისკოს ყურეში. არადა ყოველმა სუბიექტმა ორჯერ ძალიან ზუსტად აღწერა სამიზნე.
   
შორიდან ხედვის თაობაზე ექსპერიმენტთა ყველაზე სრული სერია 1978 წლიდან ჩაატარეს პრინსტონის უნივერსიტეტში, ლაბორატორიაში Princeton Engineering Anomalies Research რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რობერტ ჯანი და ბრენდა დუნი.
   
ექსპერიმენტები ტარდებოდა როგორც შორიდან ისე დროში ხედვის თაობაზე. 
ადამიანს შორიდან უნდა აღეწერა საგანი რომელიც ჯერ არ ჰქონდა შერჩეული გადამცემს (ცნება გადამცემი იხმარება ტელეპატიურად შთამაგონებლის მნიშვნელობით, მთარგმნელი). 1990-ან წლებში ჩატარდა 300 ცდა რომელთაც ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები,აზუსტებს ჟ.-პ.თენო...
   
უუფრო გამაოგნებელი ისაა რომ ზოგ მედიუმს აქვს ძვლის ფრაგმენტის თუ რაღაც ობიექტის მეშვეობით წარსულის და გამქრალი საზოგადოებების აღწერის უნარი. მრავალ ანტროპოლოგს თუ არქეოლოგს შეეძლო ნაყოფიერად მუშაობა ნათელმხილველებთან. ერთი ყველაზე ცნობილი ნათელმხილველი იყო სტეფან ოსოვეცკი რომელიც შეამჩნია 1930-ან წლებში ვარშავის უნივერსიტეტში გამოჩენილმა ეთნოლოგმა სტანისლას პონიატოვსკიმ. პონიატოვსკიმ ნათემხილველს აჩვენა კაჟი და ჩვეულებრივი ობოექტები რომელთა თარიღი და პოვნის ადგილი მისთვის ცნობილი იყო. ოსოვეცკიმ ისინი ზუსტად დაათარიღა,აღწერა პოვნის ადგილი და  მრავალი ნიშანი საზოგადოებისა რომლის ნაშთსაც ისინი წარმოადგენდნენ.
    
ზოგჯერ იყო თვალსაზრისთა სხვაობა, მაგრამ ნათელმხილველი მუდამ სწორი იყო…   
ამის სჯერათ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს და პოლიციას:
     
სტეფან ა. შვარცი არის შორს ხედვის ერთ-ერთი სპეციალისტი. მან ძალიან ნიჭიერ სუბიექტებთან ერთად ის გამოიყენა არქეოლოგიური ნასახლარების აღმოსაჩენად. შვარცი აგრეთვე აღნიშნავს რომ შორს ხედვა გამოყენებული იქნა ყოფილ საბჭოთა კავშირში დასახლებების აღმოსაჩენად, აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ჩამოვარდნილი თვითმფრინავების ლოკალიზაციისთვის და იმას რომ შორს ხედვამ შესაძლებელი გახადა ასობით დანაშაულის გახსნა...
(გაგრძელება იქნება).

   
თითქოს ყველას შეუძლია ფსიქიური ფენომენების გამოყენება. ეს უნარი აშკარად არაა დამოკიდებული ასაკზე, სქესზე თუ გონიერებაზე. ეს უნარი აქვს ცხოველსაც.

ირაციონალურ-პარანორმალური მეცნიერების პირისპირ-4,
სულის დამოკიდებულება მატერიასთან:
 
დიდი ხნის მანძილზე ფსიქოკინეზის ერთ-ერთი დიდი კლასიკა იყო ნატყორცნ კამათლებზე აზრით გავლენის მოხდენის საშუალება.

დოქტორ ჟ.ბ. რინმა გამოიკვლია სასურველი ციფრის მისაღებად  კამათლის დაცემაზე გავლენის მოხდენის უნარი და დაადასტურა სულის მიერ მატერიაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ექსპერიმენტების დროს გაირკვა რომ შედეგები უარესი იყო როდესაც ექსპერიმენტატორი იღლებოდა და მას ყურადღება ეფანტებოდა.
 
ინფრახმათა ფანტომები:  
ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის აკუსტიკის მკვლევარმა რიჩარდ ლორდმა და ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა რიჩარდ ვაისმანმა ლონდონში ჩატარებულ ერთ კონცერტზე 750 ადამიანზე გამოსცადეს ინფრახმათა გავლენა. ისე რომ საზოგადოებამ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მათ შეთავაზებული თანამედროვე მუსიკის ოთხ ნაწილში წყვეტილად შეიტანეს დაბალი სიხშირის ხმები.  აუდიტორიას სთხოვეს რეაქციათა აღწერა. მსმენელთა 22%-მა თქვა რომ ისინი გრძნობდნენ უჩვეულო რამეს: ნაღველს,ჟრჟოლას,შიშს...-მაშინ როდესაც მუსიკა ამავე დროს გამოსცემდა დაბალი სიხშირის ხმებს.
  

“ეს შედეგები აჩვენებენ რომ ძალიან დაბალი სიხშირის ხმას შეუძლია ადამიანებში უჩვეულო გრძნობების გამოწვევა მაშინაც კი როდესაც ისინი ცნობიერად ვერ აღიქვამენ ამ ხმას”,ამტკიცებს ვაისმანი.
  
“ნორმალურად თქვენ არ შეგიძლიათ ინფრახმების მოსმენა”, ამბობს ლორდი და ამატებს რომ ამ ხმებს გამოსცემს ბუნებრივი ფენომენებიც...
   
ფანტომები, ექტოპლაზმები და ჟრჟოლა:
ობიექტების გადაადგილება, ლითონების თუ ხსნარების სტრუქტურის შეცვლა, ობიექტების ლევიტაცია. ყყველაფერი ესეც ტელეკინესის კლასიკაა.  
 
ამ სფეროში დიდი ძალით ცნობილები არიან ური გელერი და საფრანგეთში ჟან-პიერ ჟირარი. სხვებს შეუძლიათ პარანორმალური საშუალებებით მენტალური ხატების დატანა ფოტოფირზე ან ვიდეომაგნიტურ ფირზე.
  
ექსპერიმენტები ჩატარდა თავიდან იაპონიაში, შემდეგ 1967-1970 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, დენვერის უნივერსიტეტში, შემდეგ ვირგინიის უნივერსიტეტში...
   
მრავალი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩატარდა XX საუკუნის დასაწყისშიც. მრავალ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ისეთი სახელგანთქმული სწავლულებიც როგორებიც იყვნენ პიერ და მარი კიური, ბერგსონი თუ ბრანლი.
 
1920-ან წლებში ექსპერიმენტები ჩატარდა მეტაფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტში და 8 ექსპერიმენტი პოლონელ მედიუმ ჟან გუზიკთან ერთად ჩატარდა სორბონაშიც.
 
ექსპერიმენტების დარბაზი ჯერ შეამოწმეს და მერე დალუქეს. გაშიშვლებული მედიუმის ხელები მიაბეს ექსპერიმენტატორის ხელებს. თვალყურს ადევნებდა 35 კაცი (ექიმები, ინჟინრები, პოლიციის ექსპერტები).
 
დაბაღმა ჟ.გუზიკმა ჯერ თავისი თანამშრომლები გააოცა მის ირგვლივ აუხსნელი ხმაურებით და ობიექტების გადაადგილებებით და სივრცეში მანათობელი ლაქების გამოჩენით.
 
პარიზში ყოფნისას მან მონაწილეობა მიიღო მეტაფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტში ჩატარებულ ცდებში რომელთა დროსაც მან განსაკუთრებით წარმოქმნა მანათობელი ექტოპლაზმური სახეები და გადაადგილა მისგან საკმარისად შორს მყოფი და იატაკზე თუ მაგიდაზე დამაგრებული ობიექტები.
 
ამას გარდა 35-მა ექსპერიმენტატორმა იგრძნეს ხშირი შეხებები ხელებზე, ზურგზე,თავზე, თითქოს იყო უხილავი ცხოველები რომელთა არსებობა სუნითაც იგრძნობოდა.
  
1923 წლის 5 მაისს, ექსპერიმენტების დალუქულ დარბაზში, ისევ 35 კონტროლიორის თანდასწრებით იატაკის ნახერხზე ნახეს ძაღლის ნაკვალევი! მატერიალიზაციის ნაკვალევი უნახიათ სხვა ექსპერიმენტების დროსაც...
ბოლო აღმოჩენები :
 
თითქოს ყველას შეუძლია ფსიქიური ფენომენების გამოყენება. ეს უნარი აშკარად არაა დამოკიდებული ასაკზე, სქესზე თუ გონიერებაზე. ეს უნარი აქვს ცხოველსაც.
და პირიქით, რაც უფრო დგება ნების საკითხი მით უფრო უარესია შედეგები.
ფსიქიურ ფენომენებს თითქოს შეუძლიათ ყველანაირი ინფორმაციის გადაცემა.
 
«მეტიც, შეიძლება ჩვენი ყოველდღიური გარემოცვა სავსე იყოს ინფორმაციით რომელსაც ვამუშავებთ ჩვენი პარანორმალური სტრუქტურის მეშვეობით», ამბობს ჟ.-პ.თენო.
 
ეს ფენომენები თითქოს დამოუკიდებელია ადგილისაგან : ისინი ხდება ყველგან, საკონცერტო და თეატრალურ დარბაზებში,,ეკლესიებში,სახლებში და ა.შ. მნიშვნელობა არა აქვს დროსაც : შეიძლება ვიფიქროთ რომ გაცვლები ხდება მუდამ მაგრამ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ მხოლოდ მაშინ როდესაც ხდება აუხსნელი მოვლენა. არაა აუცილებელი არც სუბიექტისა და მინიშნების  ერთდროული არსებობაც. სუბიექტს შეუძლია ინფორმაციის მიღება ამ ინფორმაციის არსებობამდე.
  
არანაირ როლს არ ასრულებს დისტანცია და ბარიერები, ისინი არ აფერხებენ ინფორმაციის გადაცემას.
   
დაფიქსირებული, ჩაწერილი იქნა ოკეანეთა ფსკერიდან,ჯავშანით დაცული დარბაზებიდან, მეტიც , ელექტრომაგნიტული ველებისაგან იზოლაციისთვის განკუთვნილი ფარადეის გალიებიდანაც გადაცემული ინფორმაცია
(გაგრძელება და დასასრული იქნება). 
 -------------------------------------------- 

დანამდვილებით ცნობილია რომ ლოღიკის ჩვენს სამყაროში ჩვენ დავშორდით ცხოველურ სამყაროს რომელსაც აქვს ჩვენს მიერ დაკარგული უნარები. ყოველი ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა გრძნობდეს იმას თუ ვინ დგას მის წინ, მტერი თუ მეგობარი. ის უნდა გრძნობდეს როგორც მიწიდან (უამინდობა, მიწისძვრები...…) თუ სხვა ცხოველებისაგან მომავალ საფრთხეს.

ირაციონალურ-პარანორმალური ფენომენები მეცნიერების პირისპირ-5: 
მეექვსე გრძნობა: 
გვაქვს თუ არა მეექვსე გრძნობა რომელიც აღქმის ორგანოებს ჯერ არ აღმოუჩენიათ ? იქნებ ტელეპატია არის პირველყოფილი ხალხების თვითგადარჩენის მექანიზმი ?
  
დანამდვილებით ცნობილია რომ ლოღიკის ჩვენს სამყაროში ჩვენ დავშორდით ცხოველურ სამყაროს რომელსაც აქვს ჩვენს მიერ დაკარგული უნარები. ყოველი ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა გრძნობდეს იმას თუ ვინ დგას მის წინ, მტერი თუ მეგობარი. ის უნდა გრძნობდეს როგორც მიწიდან (უამინდობა, მიწისძვრები...…) თუ სხვა ცხოველებისაგან მომავალ საფრთხეს.

ტელეპატია მრავალჯერ იქნა ახსნილი. საბჭოთა მეცნიერები ფიქრობდნენ ძალიან დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებზე,მაგრამ წარმატებით ჩატარდა ექსპერიმენტები ფარადეის გალიასთან რომელის დანიშნულებაცაა ამ ტალღების გავრცელების შეჩერება. აზრებს გადასცემდნენ ლითონის შეჯავშნულ კაბინებში ჩაკეტილი ადამიანებიც. დისტანციაც ვერ ანელებდა ფენომენებს. ეს ტალღები, თუ არსებობენ, ჩვენთვის ნაცნობი ტალღებისგან დიდად განსხვავებული ფენომენები უნდა იყოს...
   
ტელეპატია ოკეანის ფსკერზე:
იუნგის ინსტიტუტის თანამშრომლები დ. დინი,პამელა დე მეგრე და კ.ა. მაიერი 1960-ან წლებში ცდებს ატარებდნენ ამერიკულ ფლოტთან ერთად. დინი და მაიერი იყვნენ ციურიხში მაშინ როდესაც პ. დე მეგრე მონაწილეობდა ექსპედიციაში ფლორიდასთან გაშლილ ზღვაში 13000 კილომეტრის მოშორებით. ატლანტიკაში სკაფანდრით ჩაყვინთვისას მას სთხოვეს კონცენტრაცია ზოგ სახელზე რომელთაგანაც ზოგიერთს ჰქონდა ემოციური მნიშვნელობა გამოსაცდელი პიროვნებისთვის, ამ შემთხვევაში დინისთვის. ამავე დროს იკვლევდნენ ამ უკანასკნელის სისხლის მოცულობის ცვლილებებს. ექსპერიმენტის შედეგი დამაჯერებელი იყო: სისხლის მოცულობა იცვლებოდა მხოლოდ მაშინ როდესაც პ. დე მეგრე ტელეპატიურად გადასცემდა დინისთვის მნიშვნელოვან სახელებს...
 
ენერგია რომელიც სცდება ჩვენი სხეულის საზღვრებს:

შეუძლებელია იმის უარყოფა რომ ფსიქიზმი დაკავშირებულია ენერგიასთან, უსვამს ხაზს ჟან-პოლ თენო. ნება, ინტერესი,ჟინი გამოხატავენ ენერგეტიკულ პოტენციალს. Eეს ენერგია არ გადაგვარდება. ჩვენ მას ვეწაფებით მთელი სიცოცხლის მანძილზე.
  ადამიანი ფაქტიურად არის ენერგიის საოცარი ტრანსფორმატორი, გარდამქმნელი. მასში ბრუნავს და გარდაიქმნება სხვადასხვა ენერგია.
  
როდესაც ჩვენი სული გადაწყვეტს რაღაცის გაკეთებას მენტალური პროცესი დამოკიდებულია ისეთ ბიოლოგიურ პროცესებზე როგორებიცაა ნერვების გაღიზიანება,გულის ცემის რიტმის დაჩქარება, ჰორმონების გამოყოფა, კუნთების დაჭიმვა. ცნობიერების ჩარევისას ერევა ფიზიკური სხეულიც. სწორედ ეს ხდება ყოველ პარანორმალურ ფენომენში : ჩარეულია სხეულიც.
 
ეს ფენომენები,თუ კი ისინი ფსიქიურია,შეიძლება ჩაითვალოს ენერგიის ტრანსფორმაციად და სხვადასხვა ფორმით გამოხატვად (ისევე როგორც წყალი შეიძლება იყოს თხევადი,მყარი და გაზისებრი).
   
ცნობიერების ენერგიასაც უნდა შეეძლოს სხვადასხვა ფორმით გამოხატვა და ეს განსაკუთრებით ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებში მაგალითად მედიტაციისა თუ ღრმა განმუხტვის დროს.
 
შეამჩნიეს რომ ეს მდგომარეობები ხელს უწყობს ზოგი პარანორმალური უნარის განვითარებას.
 
დიდი იოგები ამბობენ რომ პარანომალური ძალები, რომლებსაც ისინი ნორმალურად მიიჩნევენ, მედიტაციის გავლენით ჩნდება იმპერსონალური მდგომარეობის გზაზე. ცნობიერების ეს შეცვლილი მდგომარეობები შეესაბამებიან ნორმალურისგან განსხვავებულ ენცელოგრაფიულ აქტივობას. დღეს ცნობილია რომ ფსიქიური ფენომენები ჩნდება როდესაც სუბიექტები არიან ალფა მდგომარეობაში.
 
რაც შეეხება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას  ეს ძველი იდეაა ვინაიდან ჩინელები ოდითგანვე და მუდამ იკვლევენ ჩის, ამ ძალას რომელსაც ეფუძნება მათი სამედიცინო თეორიები.
 
მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენა რომ სხეულის ელექტრული აქტივობა ძლიერდება ჩაკრებად წოდებული ზონების, დასავლელებისთვის კარგად ცნობილი ამ ენერგეტიკული წრეების ზევით. ჩაკრების სისტემა წარმოადგენს ადამიანში ენერგიის გარდაქმნის კარტოგრაფიას. იოგას გარკვეულ პრაკტიკათა წყალობით ხდება ადამიანის ენერგეტიკული ამაღლება და ჩაკრები იხსნება.
 
«მესამე თვალად » წოდებულ VI ენერგეტიკულ დონეზე მისვლისას (ის წარბების უკანაა) იოგებს შეუძლიათ ექსტრასენსორული აღქმა (ნათელხილვა, წინათგრძნობა და ა.შ.). ესაა ინტუიციის (ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო) და გონების (ტვინის მარცხენა ნახევარსფერო) დუალობის დონე. თავის ზედა ნაწილზე არსებულ ველაზე მაღალ VII დონეზე ყველა დუალობა ქრება და სინამდვილე გადაიქცევა ერთ მთლიანობად. Aდამიანი უერთდება კოსმოსს და ხედავს რომ დრო და სივრცე არის მხოლოდ აზრის ქმნილება : ესაა ტრანსპერსონალური მდგომარეობა
(ჟურნალის ამ თემის თარგმანის დასასრული იქნება).

 --------------------------------

ირაციონალურ-პარანორმალური ფენომენები მეცნიერების პირისპირ-6:
     
მატერია არასოდეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ კვანტური და ფარდობითობის ფიზიკის ნაშრომებამდე.
  
მათ დაგვანახეს რომ ნიუტონის ფიზიკის კონცეფციები გამოუსადეგარია ატომზე უფრო მცირე ფენომენების შემთხვევაში.  ისინი ვერ ხსნიან ატომზე უფრო პატარა ფენომენთა სამყაროს და ეს სამყარო,მაშ, სხვა რეალობაა.
  
სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა,ფილოსოფოსებმა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა წარმომადგენლებმა ანგარიში უნდა გაუწიონ ჩვენს ცოდნაში მომხდარ ცვლილებებს რომელთაც რევოლუცია მოახდინეს აქამდე დადგენილ ცნებებში.
  «სამყარო და ùწარმოდგენა მის შესახებ შეიცვალა უმკაცრეს მეცნიერებაშიც, მატერიის მეცნიერება ფიზიკაშიც », ამბობს ჟ.პ. თენო.
 
უსასრულოდ პატარას ფიზიკა სულ სხვაგვარად გვანახებს მატერიას :
 
მატერიის აგება, მისი დემატერიალიზაცია გვაიძულებს სულ სხვაგვარად შევხედოთ რეალურის ცნებას.
  
კვანტური ფიზიკა დღეს გვიჩვენებს რომ რამენაირი ტოტალური ცოდნა შეუძლებელია. ასე მაგალითად ჰაიზენბერგის გაურკვევლობის პრინციპი გვიჩვენებს რომ “შეუძლებელია ერთდროულად ნაწილაკის სიჩქარის და პოზიციის დადგენა ვინაიდან სიჩქარის გაზომვისას იცვლება პოზიცია და პოზიციის დადგენისას იცვლება სიჩქარე”.
 
სამყარო ხდება გაურკვევლობა და განუსაზღვრელობა, სინათლე და მატერიალ ერთდროულად ტალღებიც არიან და ნაწილაკებიც.
  
ატომის კლასიკური ხატი ყალბი აღმოჩნდა: “ ის სინამდვილეში არის შესაძლებლობათა ღრუბელი რომლის შიგნითაც გარკვეული ეფექტების მისაღებად არის შანსების უანგარიშო რაოდენობა”.,
 
ადამიანის მოქმედება ცვლის ან ქმნის ფენომენებს და ესე იგი ერევა დამკვირვებელი ანუ ცნობიერება რომელიც მაშინ ხდება ფიზიკის შემადგენელ ნაწილად. 
  
«ცნობიერება რომ იყოს ჩვენს ირგვლივ არსებული უხილავი ენერგიის ველი რომელშიც მოძრაობს და ერთი ინდივიდიდან მეორისკენ  გადადის ინფორმაცია მაშინ ბევრი მანიფესტაცია ნახავდა გარკვეულ ლოღიკას”, ამბობს ჟოსელინ მორისონი. Eეს ველი უნდა ვლინდებოდეს ინფრა-ატომურ დონეზე სადაც მოქმედებენ კვანტური მექანიკის წესები.  ჩვენს ცოდნას ნაწილაკის სიჩქარისა და პოზიციის შესახებ განსაზღვრავს “საეჭვობის, დაურწმუნებლობის პრინციპი”.
  
გადასასინჯია ნაწილაკის როგორც მატერიალური ობიექტის განსაზღვრებაც. ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოტონის ‘(სინათლის მარცვლის) აღქმას ერთდროულად ტალღად და ნაწილაკად იმიტომ რომ ის არასოდეს ვლინდება ერთდროულად ამ ორი ფორმით. ის შეიძლება სულ სხვა რამეა და რასაც ვხედავთ ილუზიაა.
   
საინტერესო აღმოჩენა: აინშტაინ-პოდოლსკი-როზენის განუყოფლობის პარადოქსმა აჩვენა ორი ნაწილაკის კავშირის უწყვეტობა. მაშინაც კი როდესაც გაყოფილი მოლეკულის ატომები ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ ატომები რომლებიც ურთიერთმოქმედებნენ ერთმანეთთან დაკავშირებული დარჩებიან რა მანძილიც არ უნდა აშორებდეთ მათ ერთმანეთისგან.
 
ზოგჯერ ინფორმაციის გაცვლისთვის თითქოს დროც არ არსებობს.
 
მაგრამ ისინი ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას თუ ქმნიან ერთსა და იმავე სისტემას? ყველა ნაწილაკი ურთიერთქმედებებდა ბინგ ბანგის დროს და და ამდენად ყველა დაკავშირებულია ერთმანეთთან. მათი საარსებო არე არე უნდა სცდებოდეს სივრცე-დროის საზღვრებს.
 
უსასრულოდ პატარას ფიზიკის სპეციალისტები დღეს ცდილობენ სინამდვილის უფრო ზუსტად განსაზღვრას:

“ობიექტები” რომლებსაც უწოდებენ სიმებს, სუპერსიმებს,ნახერხს... თავდაპირველად უნდა ყოფილიყვნენ მათი ვიბრაციული ფორმები და უნდა არსებობდნენ სამყაროში რომელსაც აქვს ათზე მეტი განზომილება. ჩვენ მათგან მხოლოდ ოთხი განზომილების აღქმა შეგვიძლია, ამბობს ჯოსელინ მორისონი...
  
უსასრულოდ პატარის უკეთესად გაცნობისას ობიექტის ცნება არაადექვატური ხდება.
 
“არსებობს მხოლოდ სიცარიელე და მრავალი სახის მქონე ენერგია”.

ჩვენს რეალობაში ტალღა და ნაწილაკი შეიძლება გაერთიანდეს და მატერია შეიძლება აღარ დაუპირისპირდეს სულს, ისინი იქცევიან ერთი და იმავე სისტემის ნაწილებად. სულის და მატერიის ურთიერთობა დღეს არის ნეირომეცნიერებათა მთავარი პრობლემა. ისინი არკვევენ თუ როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ცნობიერება მატერიის განსაკუთრებულად დაწყობიდან.
    

ასე სჯეროდა აინშტაინის მოწაფე ფიზიკოს დავიდ ბომს რომლი  აზრითაც ნაწილაკები და ტალღები არის ენერგიის უფრო ფუნდამენტური ფორმის პროექციები და რომ ობიექტების ყოველგვარი გამოყოფა ერთმანეთისგან მხოლოდ ილუზიაა.
  

იგივეს ამტკიცებენ აღმოსავლური ფილოსოფიები: ინდუისტთა აზრით მატერია და დრო მხოლოდ ილუზიაა და ბუდისტთა აზრით ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან... (ამ თარგმანის დასასრული).

No comments: