8.23.2012

ჰიტლერი,სტალინგრადი ასგარდი და რა თქმა უნდა კავკასია!

http://asgardclan.ru/asgard/asgard03.jpg
ვალჰალა
ასების ანუ ოსების ქვეყანა!
ვენაში, მიუნხენში, ლიბენფელსისგან, ახალი ტაძრის ორდენში, ჰაუსჰოფერისგან, ფონ ბოტენდორფისგან ახალაგზრდა ჰიტლერმა ყველაფერი ისწავლა არიელების და ასების შესახებ.

ანენერბეს დახმარებით მან სცადა შორეული თულეს ნახვა ტიბეტში.

მაგრამ რჩებოდა მეფე ოდინის ასების ქვეყანა რომლის დედაქალაქი ასგარდი ითვლებოდა სამყაროს ცენტრად და დაცული იყო ოდინის და მისი ძმების მიერ აგებული აუღებელი გალავნით.

არადა ეს სამყაროს ცენტრი ასგარდი, სადაც იყო გმირთა სამყოფელი ვალჰალა, უნდა ყოფილიყო სტალინგრადის ადგილას. სხვა გერმანელი სწავლულები ასგარდს ხედავდნენ მათ მიერ ძველ ასგარდად წოდებულ ტროაში.

ჰიტლერისთვის გერმანელთა წინაპარი ასების ქვეყანა არის კავკასია, განსაკუთრებით ოსეთი. კავკასიაში ხომ არის წმინდა ადგილები. ნოეს კიდობანი წარღვნის შემდეგ იალბუზზე გაჩერდა //ბოდიში სომხებთან მაგრამ ასე ფიქრობს ბევრი სწავლული გერმანელი, მთარგმნელი//.

ჰიტლერს აბსოლუტურად მოუნდა ამ აღთქმული მიწის დაპყრობა ვინაიდან მისი აზრით ეს იყო გერმანული სივრცის ნაწილი. ჰიტლერს დაჟინებით უნდოდა სტალინგრადის და კავკასიის დაპყრობა და ამიტომ წააგო ომი....


Fichier:Odin riding Sleipnir.jpg
ოდინი-მთავარი ასი ანუ
მთავარი ოსი ჰიტლერის აზრით
სტალინგრადის და კავკასიის დაპყრობა ჰიტლერისთვის იყო უმაღლესი და არა რეალისტური მიზანი. სტალინგრადის და კავკასიის დაპყრობა ჰიტლერის მიერ იქნებოდა ნიშანი იმისა რომ ღმერთებს სურთ სლავების დამარცხება და გერმანელების გამარჯვება.

სწორედ პირადად ჰიტლერმა უბრძანა პაულიუსს სტრატეგიულად არც ისე მნიშვნელოვანი სტალინგრადის აღება. და ეს მაშინ როდესაც მაშველი ძალები ძალიან სჭირდებოდათ მოსკოვთან და ლენინგრადთან გაჭედილ გერმანულ ჯარებს.

აგვისტოში გერმანელებმა შეაღწიეს ჰიტლერისთვის ესოდენ სასურველ ქალაქში, მაგრამ ვერ აიღეს ის. პირიქით,ეს ქალაქი იქცა ნაცისტთა მე-6 არმიის საფლავად.

1942 წლის ნოემბრიდან ალყაში მოქცეულმა პაულიუსმა ვერ მიიღო ჰიტლერისგან ნაცისტების 300 000 ჯარისკაცის მხსნელი უკან დახევის ნებართვა.

1943 წლის 2თებერვლის კაპიტულაციის შედეგი საშინელი იყო გერმანელებისთვის-გერმანელ ჯარისკაცთა ორი მესამედი დაიღუპა,დაიღუპა 100 000 ტყვის 90 პროცენტიც.

მიუხედავად ამისა ფიურერმა უბრძანა ფონ ჰირშფელდს იალბუზის აღება და იქ რაიხის დროშის აღმართვა.

1942 წლის 21 აგვისტოს ამას მოახერხებს კაპიტანი გროთი. მაგრამ მარშალ ლისტის არმია ა უარს იტყვის კავკასიაში წინსვლაზე იმიტომ რომ რუსული წინააღმდეგობა ძლიერია და კომუნიკაციის ხაზები გრძელია.
ასგარდი

აგვისტოს ბოლოსთვის გაცოფებულმა ჰიტლერმა ბრძანა გროზნოსკენ, თბილისისკენ, ბათუმისკენ, სოხუმისკენ, ბაქოსკენ და რა თქმა უნდა ჩრდილოეთ ოსეთის დაქალაქი ვლადიკავკაზისკენ //იმდროინდელი ორჯონიკიძისკენ// შეტევის გაგრძელება.

იოდლმა დაიცვა ლისტის პოზიცია,მაგრამ ჰიტლერმა ის აგინა და იყვირა რომ მათ არ ესმით თუ რატომ უნდა მას ასე კავკასიის ამ რეგიონის აღება.


მარშალი ლისტი გადააყენეს, გენერალი ფონ მაკენსენი გააძლიერეს ესესის 2 დივიზიით და ის 25 სექტემბერს უნდა გადავიდეს შეტევაზე მაშინ როდესაც შემოდგომა უკვე დაიწყო.

ნოემბრის დასაწყისში გერმანელები მიადგებიან ორჯონიკიძეს,იმართება გააფთრებული ბრძოლები,ქალაქი სწევს წინააღმდეგობას,ზამთარი წყვეტს ოპერაციებს,უფრო ჩრდილოეთით პაულიუსი აგონიაშია...

საზოგადოება თულეს მიერ ჰიტლერისთვის ჩაგონებული ოცნება განუხორციელებელი დარჩება. ასების ქვეყანა ისევ სლავებს დარჩათ.

დავუბრუნდეთ ვენას სადაც ჰიტლერმა ბევრი რამე ისწავლა არიელების და ას-ოსების შესახებ. ჰიტლერი ვენაში მხატვრობის სასწავლებლად ჩავიდა 1907 წლის სექტემბერში.

სტალინგრადი 
ვენა იმ დროს იყო ოკულტიზმის და სატანიზმის გამორჩეული ადგილი და ჰიტლერი იქ წააწყდა უცნაურ ბერ ლანც ფონ ლიბენფელსს და მის საიდუმლო ორდენს, ახალი ტაძრის ორდენს. ჰიტლერმა ამ ორდენში შეაღწია ხანგრძლივი სწავლის და მისტერია-საიდუმლოებში ინიციაციის შემდეგ.

მან კარგად გაიგო ტამპლიერებზე, ოდინის კულტზე და ასებით დასახლებულ შორეულ ასენსზე, როზენკრაიცერებზე, ბავარიის გაბრწყინებულებზე.

ეს ახალი ტაძრის ორდენი ქადაგებს რასიულ სიწმინდეს. ორდენში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ქერა ცისფერთვალება ადამიანებს. მაგრამ ორდენის წევრებმა უნდა დადონ პირობა რომ ცოლად მოიყვანენ ქერა ცისფერთვალება ქალებს. წევრებს უნერგავენ ეკლესიის და ებრაელების სიძულვილს.

ფონ ლიბენფელსი აცხადებდა რომ მან იცის უდიდესი საიდოემლოებები, ტამპლიერთა, კატართა, არიელთა, ფრანკ-მასონთა ,როზენკრაიცერთა, გაბრწყინებულთა საიდუმლოებები...

ის იყო მილენარისტი, სწამდა იმისა რომ დადგება მესამე ხანა რომელიც კაცობრიობას გაანთავისუფლებს მატერიალიზმისგან და დაამყარებს სულის ბატონობას. ეს შთააგონებს ნაცისტებს მესამე რაიხის შესაქმნელად.

ნაცისტების შთაგონების წყარო იყო აგრეთვე მე-16 საუკუნის წიგნი "ასი თავით" . ეს ნაშრომი რომელსაც ასევე ეწოდება "ზემო რაინის რევოლუციური წიგნი" არის წინასწარმეტყველებათა მგზნებარე წიგნი .

ის წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულს, ერთი იმპერატორის გაბატონებას ცეცხლით და მახვილით. მისი ბატონობა უნდა გაგრძელდეს ათას წელს.

Hitler et les sociétés secrètes : De la Société de Thulé à la Solution finale
ფილიპ ვალოდის წიგნი "ჰიტლერი
და საიდუმლო საზოგადოებები"
ამიერიდან დედამიწაზე იქნება ერთადერთი მწყემსი, ერთადერთი ნახირი, ერთადერთი რწმენა.
რჩეული ხალხი გერმანელი ხალხია და არა უზურპატორი და მატყუარა ებრაელი ხალხი.

უკვე 1910-ან წლებში გაჩნდა ლოზუნგები ერთი ხალხი, ერთი რაიხი, ერთი ფიურერი და ათასწლიანი რაიხი, რომელთაც აიტაცებს ნაცისტური რეჟიმი.
ვენაში ჰიტლერი ასევე გაიცნობს სექსით და მექსიკური მცენარე მესკალინიდან მიღებული ნარკოტიკით გატაცებულ ნამეტანი საინტერესო პერსონაჟ ერნსტ პერტჩშეს. და პანგერმანისტული ლიგის ხელმძღვანელ ადვოკატ ჰაინრიხ კლასს. ამ უკანასკნელმა დაწერა ნაშრომი დიდი გერმანია რომლის თანახმადაც გერმანია უნდა მოიცავდეს გერმანიის იმპერიას, ჰოლანდიას, ლიუქსემბურგს, გერმანულ შვეიცარიას, ბელგიას და რა თქმა უნდა ავსტრიის იმპერიას.

ცოტაც და ჰიტლერი გერმანელთა და მთელი კაცობრიობისთვის დიდად სამწუხაროდ გადაწყვეტს ასგარდი სტალინგრადის და გერმანელთა წინაპარი ას-ოსების დედაქალაქი ვლადიკავკაზის საჩქაროდ დაპყრობასაც,

ყველაფერი ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგი მკვლევარი ფილიპ ვალოდის წიგნში "ჰიტლერი და საიდუმლო საზოგადოებები",პარიზი,2012.

No comments: