8.19.2012

თავისუფლება ევროპელი ფილოსოფოსის აზრით:

Jean-François Dortier-ჟან-ფრანსუა დორტიე, თავისუფალია თუ არა ჩემი ძაღლი?
თავისუფალი ნება-ნებისყოფა არის მითი რომელსაც ადამიანები უყვებიან ხოლმე საკუთარ თავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თავისუფლება არ არსებობს. თავისუფლება შეიძლება არც იყოს მარტო ადამიანების დამახასიათებელი თვისება.

ბიძაჩემ ანდრეს ყავდა კარგი ძაღლი ბასილი. 1970-ან წლებში, როდესაც ცხოვრობდნენ გარეუბნის სახლში ძაღლს აბავდნენ ნიშაში და მან მთელი ცხოვრება გაატარა 5-6 კვადრატული მეტრის სათავსოში ისე რომ არ შეეძლო სირბილი, სიარული, გასეირნება //გამონაკლისი იყო კვირა საღამო//. ის სულ მარტო იყო მაშინ როდესაც მგლების შთამომავალ ძაღლებს ძალიან უყვართ საზოგადოება.
       
მას შემდეგ ძაღლების ცხოვრება ჰუმანიზებული გახდა. ძაღლი ცხოვრობს სახლში,
მას შეუძლია ბაღში გასვლა როცა მოუნდება. მას აქვს თითქმის ყველაფრის ნება. აკრძალული აქვს მარტო დივანზე ასვლა, მაგრამ იქაც ადის როცა სახლში არა ვართ.         

ამას გარდა ჩემს ძაღლს, ბასილ უმცროსს, შეუძლია სეირნობა სადაც მოუნდება, სახლშიც და ბაღშიც.
           
შეიძლება ვთქვათ რომ ჩემი ძაღლი თავისუფალია?  
თავისუფლება,  "კეთება იმისა რაც მინდა"
           
ზოგი იტყვის რომ ძაღლი რჩება ძაღლად. მას რა თქმა უნდა შეუძლია ჩვენში თავისუფლად სეირნობა, მაგრამ ის რჩება მიჯაჭვული თავის ინსტინქტებზე.
   
ბასილ უმცროსს დიდხანს სძინავს. ის ცქვიტავს ყურებს როდესაც პატრონი მოდის,კუდს აქიცინებს კმაყოფილების საჩვენებლად, სიხარულით გიჟდება როდესაც ასეირნებენ და ა.შ.
           
მოკლედ ის ერთგულად მისდევს თავის ძაღლის ინსტინქტს და მისი შინაგანი თავისუფლება საკმაოდ ღარიბია. მაშინაც კი როცა ძაღლი ფარულად მიძვრება ტახტზე მას იზიდავს არმყოფი პატრონის სუნი.
         
ამ დონეზე ადამიანები გვანან ძაღლებს. ეს თქვა ვოლტერმა თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში. 
             
თავიდან შეიძლება ითქვას რომ თავისუფლება შეესაბამება შეზღუდვების და იძულების არარსებობას.  მოძრაობის,აზრის,ხელობის შერჩევის და ა.შ. თავისუფლება: "თავისუფლება, მაშ არის კეთება იმისა რაც მინდა და მეტი არაფერი" //ვოლტერი//.
           
თავისუფლება და ევოლუცია

ზოგმა ფილოსოფოსმა სცადა იმის ჩვენება რომ თავისუფლება ჩაწერილია ევოლუციის ლოღიკაში. გერმანელი ფილოსოფოსი ჰანს იონასის აზრით თავისუფლების პირველი ფორმები ჩნდება სიცოცხლის პირველ ფორმებთან ერთად.უფრო ზუსტად თავისუფლება ჩნდება მოძრაობის უნართან ერთად. ევოლუციის პროცესში მოძრაობის და აღქმის ორგანოებმა ერთდროულად განიცადეს ევოლუცია.
         
თავის კლდეზე მიწებებულ ხამანწკას არ სჭირდება თვალები,ყურები,ყნოსვა. მას ყოფნის მისი სარქველის გახსნა და წყალი აწვდის მას საკვებ ელემენტებს.
           
ცხოველებს ხედვის,შეგრძნების,სმენის ორგანოები სჭირდებათ მას შემდეგ რაც ისინი იწყებენ გადაადგილებას საკვების საშოვნელად. ფესვებიდან მოწყვეტა მათ აძლევს მოძრაობის თავისუფლებას,თავისუფლების პირველ ფაზას.
   
ევოლუციის მოგვიანო სტადიაზე ჩნდებიან თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხის მქონე ორგანიზმები. ბუნებრივი გადარჩევა ორნაირად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე. მას შეუძლია მათთვის მოცემულ გარემოსთან ადაპტირებული ორგანოების და ინსტინქტების მიცემა. თახვს აქვს ხის მოჭრისთვის ადაპტირებული კბილები და გრძნობა მას უბიძგებს ღობის,საგუბარების,რაბის აგებისკენ.
       
მაგრამ ცხოველთა მრავალ სახეობას აქვს სწავლის უნარი რაც მათ აძლევს სწავლის და სიახლის მოგონების და არა ინსტინქტურად სტერეოტიპულად ქცევის საშუალებას.
           
ლომები სწავლობენ ნადირობას,მაიმუნი სწავლობს კაკლის გატეხვას,ზოგი სკვინჩა სიმღერას სწავლობს მისი თანამოძმისგან.  ქცევის ეს მოქნილობა   ადამიანს და ცხოველს აძლევს დამატებით თავისუფლებას ვინაიდან ისინი უძრავ ინსტინქტზე მეტად ემორჩილებიან უფრო მოქნილ და ცვალებად კულტურას.
       
დანიელ დენეტის აზრით ადამიანს დამატებით აქვს მშობლიური კულტურისგან ჩამოშორების უნარი და ეს არის ადამიანებისთვის დამახასიათებელი თავისუფლების ახალი სტადია.
                   
პოლიტიკურ თავისუფლებათა მოპოვება:

თავისუფლების პირველი ეტაპი, მაშ, გულისხმობს მოძრაობის თავისუფლებას. ეს გულისხმობს ფიზიკურ მობილურობას. მაგრამ ადამიანებში ეს ასევე გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას.
 
თავისუფალი გადაადგილების უფლება იყო სამოქალაქო თავისუფლებების ერთ-ერთი პირველი მონაპოვარი დასავლეთში.  თავისუფლება არის წასვლა იქ სადაც გვინდა,ფიქრი იმისა რისი ფიქრიც გვსურს, ხელობის სურვილისამებრ არჩევა.
         
ყველაფერი ეს ბუნებრივად ჩანს, მაგრამ ამის მოსაპოვებლად დასავლეთს დიდი დრო დასჭირდა.
თვალთმაქცი სირინოზების მოსაგერიებლად და თავისუფლების შესანარჩუნებლად ოდისევსმა თავი მიაბმევინა გემის ანძაზე. ათავისუფლების შესანარჩუნებლად ხშირად ჟინის და ინსტინქტების მოთოკვააა აუცილებელი.ესაა თავისუფლების უმაღლესი პარადოქსი-საკუთარი თავის//და არა ჟინის,მთარგმნელი// მონად გახდომა.
         
პოლიტიკურმა ლიბერალიზმმა ინგლისი და ნიდერლანდები დაიპყრო მე-17 საუკუნეში. ეს იყო იდეოლოგია ბრძოლისა მონარქიული აბსოლუტიზმის და რელიგიურ ხელისუფალთა წინააღმდეგ. ლოკმა გადმოსცა მისი პირველი პრინციპი-პოლიტიკური ორგანიზაციის მიზანია თავისუფლად მოაზროვნე, თავისუფლად მორწმუნე,მოძრავი პიროვნებები რომელთაც ძალუძთ საკუთარი ცხოვრების საკუთარი ნების შესაბამისად მოწყობა თუ კი  ეს არ ზღუდავს ვინმეს თავისუფლებას და არა სახელმწიფოს ძლიერება. 
 
პოლიტიკური ლიბერალიზმი მე-19 საუკუნის საფრანგეთში წარმოდგენილია ბენჟამა კონსტანით //Benjamin Constant,1767-1830//. ის დაუღალავად გმობდა ტირანიას და დესპოტურ რეჟიმებს//იაკობინურს თუ ბონაპარტისტულს//. ისაა ავტორი ტექსტისა  "ძველთა და ახალთა თავისუფლებაზე" თუ ალექსის დე ტოკვილით//Alexis de Tocqueville,1805-1859//.
   
ფორმალური თავისუფლების მოპოვების შემდეგ საჭიროა კონკრეტულ თავისუფლებაზე გადასვლა.
         
ლაპარაკი აღარაა უფლების ქონაზე, ლაპარაკია კეთებაზე იმისა რაც გსურს.
     
ეკონომისტი ამარტია სენ //Amartya Sen// თავის წიგნში  "თავისუფლება ეკონომიკაში"//2005// ამ ბობს რომ ადამიანი რეალურად თავისუფალია მაშინ როდესაც მას შეუძლია თავისი ცხოვრების მოწყობა საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. ანუ ადამიანი რეალურად თავისუფალია მაშინ როდესაც აქვს საკმარისი რესურსები.  ღარიბს არ შეუძლია ავტომანქანის ყიდვა.
             
თავისუფლების პირობებია ეკონომიკური განვითარება და უფლებათა განაწილება.  ედგარ მორა //Edgar Morin// ხაზს გაუსხვამს რომ ბუნებისგან გამოგლეჯილი თავისუფლება არის ადამიანის დამონება ტექნიკურ-ეკონომიკური სისტემის მიერ.
             
პოლიტიკურ სფეროში ფილოსოფოსი ისაია ბერლინი//Isaiah Berlin// გვთავაზობს ნეგატიური თავისუფლების განსხვავებას პოზიტიური თავისუფლებისგან.
            
ნეგატიური თავისუფლებაა არ იყო შეზღუდული სხვის მიერ საკუთარი პროექტების განხორციელებისას//პრესას ცენზურის არარსებობა ნეგატიური თავისუფლებაა//.
                
პოზიტიური თავისუფლებაა პოლიტიკურ,სახელმწიფო გადაწყვეტილებათა კონტროლი ან მათ მიღებაში მონაწილეობა. დემოკრატიაში არჩევნებში მონაწილეობა პოზიტიური თავისუფლებაა.
               
თავისუფალი ნება თუ ნების ავტონომია?
              
მაგრამ სხვები ფიქრობენ რომ ეს თვალსაზრისი არ წყვეტს მთლიანად თავისუფლების პრობლემას.
             
ძაღლს შეუძლია წასვლა სადაც უნდა,მაგრამ თვითონ მისი ნება განსაზღვრულია ინსტინქტებით და ის ემორჩილება გაუცნობიერებელ მისწრაფებებს. მას არ აქვს არჩევანი ჭამას და უჭმელობას შორის. 
           
ამ თვალსაზრისით ჩვენ ვგავართ ძაღლებს. სპინოზას აზრით ყოველთვის არის შინაგანი მოტივები რომლებიც გვიბიძგებენ ასე თუ ისე ქცევისკენ. 
          
ზოგი შინაგანი მოტივი//მაგ. შიმშილი// გაცნობიერებულია,ზოგიც უცნობია და ჩვენთვის უცხოა//სპინოზას დროს არაცნობიერის ცნება ჯერ არ არსებობს,მაგრამ სპინოზა უკვე ხვდება//. 
             
ამ თვალსაზრისით თავისუფალი ნება არაა უმიზეზო ქცევა,ისაა საკუთარი ნების განხორციელების უნარი.
    
წარმოვიდგინოთ რომ მშობლებს სურთ რომ მათი შვილი იყოს ინჟინერი,მას კი სურს მხატვრად გახდომა. ნებაზე დაუყრდნობელი თავისუფლება წარმოშობს შეშფოთებულ და არეულ ინდივიდებს.
    
მე ჯერ უნდა დავძლიო გარეშე დაბრკოლებები//ყველაფრის გარდა ოჯახის ზეწოლაც//, ალბათ დამჭირდება გარკვეული სკოლისთვის აუცილებელი ფინანსური საშუალებების პოვნა//ესაა ა.სენის რეალური თავისუფლება//. მე ასევე უნდა დავძლიო ჩემი საკუთარი სისუსტეები ვინაიდან არჩეული გზა გაურკვეველი და რთულია. ის მოითხოვს დიდ შრომას. უნდა დავძლიო უიმედობის პერიოდები და ა.შ.
    
და აქ ვეხებით თავისუფლების იმ მეორე ასპექტს რომელსაც კანტი უწოდებს ავტონომიას. 
                     
ავტონომია არაა შეზღუდვათა არარსებობა. ისაა საკუთარი თავისთვის საკუთარი კანონების და წესების დადგენის შესაძლებლობა.
      
ცხადია რომ მხატვრის თუ მუსიკოსის ავტონომია მოითხოვს დიდ თვითდისციპლინას რაც სულ არ უხდება იმ ბოჰემურ ატმოსფეროს რომელშიც ცხოვრობენ მხატვრად გახდომის მსურველნი.
       
ამის შესანიშნავი მაგალითია ოდისევსის ისტორია. რათა თავი დაეზღვია სირინოზთა უძლეველად მომხიბლავი მაგრამ ადამიანის მკვლელი გალობისგან მან თავი მიაბმევინა ანძაზე. 
    
ესაა თავისუფლების უმაღლესი პარადოქსი- სულიერი თავისუფლების მოსაპოვებლად  და მშვიდად საფიქრალად ხშირად საჭიროა საკუთარი თავის მოთოკვა-მოთვინიერება,საკუთარი თავისთვის აღვირის ამოდება.  
    
დღეს ზოგი მოწაფე მშობლებს სთხოვს პანსიონში გაგზავნას რათა მოერიონ საკუთარ სიზარმაცეს და მისწრაფებას გართობისკენ, რათა შეზღუდონ საკუთარი თავი. 
          
ესაა თავისუფლების უმაღლესი პარადოქსი-საკუთარი თავის//და არა ჟინის,მთარგმნელი// მონად გახდომა.
                       
ბევრი ფილოსოფოსის აზრით ტოტალური თავისუფალი ნება არ არსებობს,ფიქციაა. მაგრამ თავისუფლებას აქვს აზრი როდესაც მას შევხედავთ ურთიერთობის კუთხით, ესე იგი როგორც განთავისუფლებას გარეშე და შინაგანი შეზღუდვებისგან. თავისუფლება მუდამ დაპყრობაა.
        
როგორ უნდა განვთავისუფლდეთ საკუთარი თავისგან და სხვებისგან?
           
ჩვენი ნების რეალიზაციისთვის საჭირო საშუალებების პოვნით. გავაკეთოთ არჩევანი,ყველაფერი გავაკეთოთ მისი რეალიზაციისთვის რაც შეიძლება გულისხმობდეს გარკვეულ შეზღუდვებზე ნებაყოფლობით დათანხმებას,ერთგვარ მორჩილებას.
          
კარგით,ეხლა უნდა დაგტოვოთ,ჩემი ძაღლი დაძრწის და მოთქვამს კართან. გასვლის და გასეირნების დროა და ამიკლებს სანამ არ დავუჯერებ,,,,

/// ეს შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილო, ავტორები, თემები, ტექსტები, 2010 წლის მაისი-ივნისი, სერიის გარეშე ნომერი 1//.         

No comments: