8.29.2012

რუბენ ზარგარიანი კავკასიის ისტორიის ზოგ საკითხზე, ანისი და ა.შ.:

ყველა სომეხი არაა მთლა წყალწაღებული!!!!
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი რუბენ ზარგარიანი - ანისის განთავისუფლება, ისტორია და თანამედროვე გაკვეთილები:
1199 წელს სომხურ-ქართულმა არმიამ სომეხი თავადი ზაქარე ზაქარიანის სარდლობით გაანთავისუფლა ძველი ქალაქი ანისი //აქ ავტორს ავიწყდება იმის თქმა რომ ზაქარიან-მხარგრძელები ქურთული წარმოშობის და ნაწილობრივ მართლმადიდებლობაში გადასული ანუ ქართველი და ნაწილობრივ გრიოგორიანი ანუ სომეხი გვარი იყო. მას ჰქონდა როგორც ქართული ისე სომხური შტო, მთარგმნელი//.
         
ადრე ანისი იყო სომეხ ბაგრატიონთა სამეფოს დედაქალაქი //აქ ქვტორს ავიწყდება რომ ნიკო მარის და სხვათა გამოკვლევების თანახმად ანისი იბერიულ-კავკასიური და ქართველური მოდგმის ხალხებით დასახლებული იყო ბევრად ადრე პროტოსომეხთა კავკასიის მისადგომებთან გამოჩენამდე, მთარგმნელი//.
             
ბიზანტიის იმპერატორების ახლომხედველური და ბიზანტიის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარების შედეგად სომხური დამოუკიდებელი სამეფო გაუქმდა. ბიზანტიამ მის წინააღმდეგ გააგზავნა სამხედრო ექსპედიცია მიხეილ იასიტის სარდლობით და ამავე დროს თავდასხმისკენ წააქეზა ტოვინის მაჰმადიანი მფლობელი ამირა აბულ-სევარი.
1045 წელს იმპერატორმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა მუხანათურად და თითქოს მოლაპარაკებებისთვის შეიტყუა კონსტანტინეპოლში მეფე გაგიკ მეორე და ძალით დააკავა ის თავის კარზე. ამის შემდეგ სომხური სამეფო შეუერთეს ბიზანტიას.

 თავისი ბატონობის დროს ბიზანტია სომხებს უბიძგებდა იმპერიის სხვა რაიონებში გადასახლებისკენ. მან გაიყვანა ქვეყნიდან სომხური ჯარები. ბიზანტიის ხელისუფლებამ ასე საკუთარი ხელით დაასუსტა თავისი მოკავშირე როგორც სომხებისთვის ისე ბერძნებისთვის საშიში თურქ-სელჩუკების შემოსევის წინ.
   
თურქ-სელჩუკები უკვე 1048 წელს შეესივნენ სომხეთს. 1054 წელს ტოღრულ-ბეკის სარდლობით ისინი ისევ დაესხნენ თავს სომხეთს და მივიდნენ კარინამდე და ყარსამდე,
მაგრამ ისინი დამარცხდნენ სომხურ ჯართან ბრძოლაში და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ყარსთან ბრძოლაში სომეხმა მეომარმა ტატულმა სასიკვდილოდ დაჭრა ტოღრულ-ბეკის ერთ-ერთი საყვარელი სარდალი, მაგრამ თვითონ ჩავარდა ტყვედ...
       
1065 წელს თურქთა არმიამ აიღო, დაანგრია და დაწვა სომხეთის დედაქალაქი ანისი.
ამავე დროს ააოხრეს ტარონი, ბასენი, კარე. 
               
სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვამ და მისი სამხედრო ძალის დასუსტებამ შემდეგში კატასტროფიული შედეგები იქონია თვითონ ბიზანტიისთვის.
1071 წელს მანციკერტთან //ვანის ტბასთან// ბიზანტიური არმია რომან დიოგენის სარდლობით დამარცხდა. ამის შედეგად თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს სომხეთი და თითქმის მთელი მცირე აზია.
     
თურქებს მომთაბარეობისთვის სჭირდებოდათ დიდი დაუსახლებელი ტერიტორიები და მათ ტოტალურად ააოხრეს ქალაქები და დასახლებები,გაჟლიტეს და ტყვედ წაიყვანეს მოსახლეობა.
           
კოლოსალური დარტყმა მიაყენეს სომხების და ბერძნების ეკონომიკასა და კულტურას. შემოსევამ საბედისწერო გავლენა მოახდინა სომხეთის, ბიზანტიის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა ხალხის შემდგომ ისტორიაზე.
       
მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს და მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში საქართველო ჩამოყალიბდა ერთიან სახელმწიფოდ და იქცა დიდ ძალად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 1184 წელს ტახტზე ავიდა თამარ მეფე და სომეხ თავად ზაქარიანთა დინასტია  ჩადგა გაერთიანებული სომხურ-ქართული ჯარის სათავეში //ვიმეორებთ რომ წარმოშობით ქურთ მხარგრძელ-ზაქარიანთა მართლმადიდებელი შტო თავს თვლიდა და ითვლებოდა ქართველად, სომხებად ითვლებოდნენ გრიგორიანი ზაქარიანები. შუა საუკუნეებში ეროვნებას განსაზღვრავდა რელიგია. ქართველად თავს თვლიდა და ითვლებოდა ნებისმიერი წარმომავლობის ქართულად მლოცველი მართლმადიდებელი ანუ კულტურით და შეგნებით ქართველი ადამიანი, მთარგმნელი//.
           
გაერთიანებულმა ქართულ-სომხურმა ჯარმა შესძლო თურქ-სელჩუკთა მოგერიება და დაიწყო მათ მიერ დაპყრობილი მიწების განთავისუფლება. 1195-1202 წლებში სომხურ-ქართულმა ჯარებმა გაანთავისუფლეს არცახი და სიუნიკი.1199 წელს გაანთავისუფლეს ანისი, შემდეგ კი შირაკი და არარატის ველი. 1203 წელა განთავისუფლდა დვინი, კარი, ბასენი და ბაგრევანდი.
     
ამის შედეგად თურქ ამირებს წაართვეს სომხეთის ჩრდილოეთი რაიონები არცახი, გუგარქი, სიუნიკი, აირარატი, უტიკი, ბაგრევანდი და სხვა ოლქები რომელთაც შექმნეს ზაქარიდთა სომხური სათავადო.//არაფერი შეეშალოს ავტორს, ძველი გოგარენე გუგარქი ძველი ქართული მხარე იყო, მთარგმნელი//.
           
წმინდა ნინო სვეტიცხოვლის
 წინაშე ანი
ამ პერიოდში ისევ გაცოცხლდა და გაიზარდა ქალაქები ანისი, დვინი, ყარსი, ნახიჭევანი რომლებიც იქცნენ სომხეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრებად. მათში დიდი როლის შესრულება დაიწყეს საქალაქო მაგისტრატებმა.
       
ზაქარიანების დროს ანისი ისევ იქცა აყვავებულ ქალაქად. ის კეთილმოეწყო და მასში აიგო ახალი ტაძრები. ამ ტაძრების მოხატვაში მონაწილეობენ რუსი მხატვრები. ანისში იყო ათაზე მეტი ეკლესია. ანისის განთავისუფლებასთან ერთად,ერთი წლით ადრე,1198 წელს,სომხური სამთავრო კილიკიაში გამოცხადდა სამეფოდ და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხმელთაშუაზღვისპირეთის ცხოვრებაში.

//ეს საინტერესო ადამიანი არაფერს ამბობს იმაზე რომ ანისი ფაქტიურად იყო თამარის სამეფოში შემავალი სომხური ავტონომიის ცენტრი. რომ ანისი იყო სავსე როგორც სისხლით ისე კულტურულად ანუ ეროვნებით ქართველებით და მათ დატოვეს დიდი კვალი ანისის ცხოვრებაში. ასე მაგალითად წარმოშობით სომეხმა მაგრამ ქართულად მლოცველმა მართლმადიდებელმა ანუ იმდროინდელი ტერმინოლოგიით ქართველმა ტიგრან ჰონენცმა ააგო წმ.გრიგოლის სახელობის დიდებული ეკლესია სადაც სხვათა შორის არის წმინდა ნინოს უიშვიათესი ფრესკაც.ეს დალოცვილი არაფერს ამბობს იმაზეც რომ ანისში არის მაჰმადიანური კულტურის დიდებული ძეგლებიც.მაგრამ დავუბრუნდეთ მის ტექსტს, მთარგმნელი//.
           
მე-13 საუკუნის დასაწყისში სომხეთს შეესივნენ მონღოლი დამპყრობლები. 1236 წელს ანისი აიღეს, მაგრამ დატოვეს ზაქარიანთა მფლობელობაში იმ პირობით რომ ისინი დაემორჩილებოდნენ მონღოლ მმართველებს. ანისმა როგორც ქალაქმა იარსება მე-15 საუკუნემდე. მოგვიანებით მკვიდრები წავიდნენ ანისიდან და მისი ნანგრევები ყარსის ოლქთან ერთად დარჩა რუსეთს.
   
1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით ანისი დაიპყრო თურქეთმა. რუსეთის ბოლშევიკებმა თურქეთს აჩუქეს სომხეთის ისტორიული ტერიტორიის ცხრა მეათედი.საზღვარი ისე გაატარეს რომ ანისიც გადაეცა თურქეთს. მოლაპარაკებებზე თურქული დელეგაციის ხელმძღვანელი კარაბეკირ ფაშა მოგონებებში წერს რომ ძველი დედაქალაქის ნანგრევებს არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა თურქეთისთვის და ის მზად იყო დაეტოვებინა ანისი.მაგრამ არც რუს,არც აზერბაიჯანელ და არც ქართველ ბოლშევიკებს //ნეტა რა განსხვავება იყო მათ შორის, მთარგმნელი// ეს არ სჭირდებოდათ და მათ თურქების მონაწილეობის გარეშე დააძალეს სომხებს ყარსის შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
        
ესაა მსოფლიოში უნიკალური მოვლენა-პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულმა, მსოფლიოს მიერ გენოციდის გამო დაგმობილმა სახელმწიფო თურქეთმა რომელშიც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო არალეგიტიმურმა ქემალისტურმა ხუნტამ რუსეთი მიიყვანა ფაქტიურ კაპიტულაციამდე //აქ ავტორს ავიწყდება იმის თქმა თუ რა როლი შეასრულეს ამაში სომეხმა ბოლშევიკებმა. მთარგმნელი//.
 
ეხლა ანისის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები თანდათანობით ქრება და იუნესკო ამაოდ სთხოვს თურქეთის მთავრობას მათ დაცვას და რესტავრაციას.
   
სწრაფად ინგრევა ანისის სიმაგრეები რომლებიც ოდესღაც სამაგალითო იყო მრავალი ქვეყნისთვის.
       
800 წლის მომხდარო ამბები ბევრ რამეს გვასწავლის დღესაც. ჩვენ ვხედავთ რომ ბერძნების და სომხების კავშირის არარსებობამ გზა გაუხსნა თურქი მომთაბარეების მიერ მცირე აზიის დაპყრობას და შემდეგ ბიზანტიის და სომხეთის სახელმწიფოებრიობის და დიდების დამხობას.
         
თურქთა უღელქვეშ მოხვდა ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალი ხალხი-ბულგარები, სერბები, რუმინელები, მოლდაველები, არაბები, ქართველები, ქურთები და სხვ. თურქთა იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის თათრების თარეშმა ურიცხვი უბედურებები შეამთხვია რუსებს და უკრაინელებს. მარტო 1572 წელს ყირიმის ხანმა დევლეტ გირეიმ მოითარეშა და გადაწვა მოსკოვი და მოკლა და ტყვედ წაიყვანა 750 000 ადამიანი. ასეთი თარეში კი ყირიმის სახანოს ლიკვიდაციამდე ყოველ წელს ეწყობოდა.
       
ამასთან ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა სომხურ-ქართულ ერთობლივ ბრძოლას თურქთა წინააღმდეგ. აღორძინდა ჩრდილოეთი სომხეთი და თამარის მეფობა დამსახურებულად ითვლება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანად.
 
21-ე საუკუნის ზღვარზე ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხები ისევ შეეჯახნენ თურქეთის მზარდ ექსპანსიას.  დღის წესრიგში დადგა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისა და ხალხების გაერთიანება პოლიტიკის, ეკონომიკის,თავდაცვის კოორდინაციის მიზნით. ცხადი ხდება ევროპული თანამეგობრობის ტიპის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული თანამეგობრობის შექმნის აუცილებლობა.

დანართები - ჯერ ვიკიპედიიდან:
XII საუკუნის ბოლოდან მხარგრძელები გვარით (მხარგრძელი), ენით, კულტურით, დამწერლობით, სარწმუნოებით ქართველები არიან. მათი წინაპრები კი ქართველები და ამიერკავკასიის მკვიდრნი არ ყოფილან.

XIII საუკუნეში (ე. ი. მხარგრძელთა თანამედროვე) სომეხი ისტორიკოსების კირაკოს განძაკეცისა და ვარდანის ცნობით, მხარგრძელთა წინაპრები ეროვნებით ქურთები იყვნენ. XIII საუკუნის ქართული წყაროები კი (თამარის ისტორიკოსები) მათ მიიჩნევდნენ ძველი ირანის მეფის არტაქსერქსე I მხარგრძელის (აქემენიდი) შტამომავლებად. ეს უკანასკნელი თვალსაზრისი გამოხატავს შუა საუკუნეებში ავტორების ჩვეულებრივ ტენდეციას. — უცხოურ დინასტიებს დაუკავშირონ მეფეებისა და დიდ ფეოდალურ საგვარეულოთა წარმომავლობა. XVII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ზაქარია ქანაქერცის (სარკავაგი) აზრით, მხარგრძელები იყვნენ ბაბილონის ქვეყნიდან. ეს მოსაზრება, როგორც ჩანს ემყარება კირაკოს განძაკეცის ცნობას, რომლის მიხედვით მხარგრძელებთა წინაპრები ქურთები „ბაბირაკან ხელიდან“ (ე. ი. ბაბილონის ქვეყნიდან).

ქართველ, სომეხ და უცხოელ მკვლევართა დიდი ნაწილი იზიარებს კირაკოსისა და და ვარდანის ცნობას მხარგრძელებთა ქურთული წარმომავლობის შესახებ (მ. ბროსე, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ა. ერიცოვი, ე. ლალაიანი, რ. აჭარიანი, ჰ. მანანდიანი, ი. ორბელი, ვ. ალენი, ვ. მინორსკი და სხვები). არ ჩანს მართებული ზოგიერთი მკვლევრის თვალსაზრისი, მხარგრძელებთა წინაპრების ქართული წარმომავლობისა და „ქურთ-ის“ ქართველად გააზრების შესახებ (ს. კაკაბაძე, ი. ცინცაძე, ა. ბაქრაძე); არც თორელთა საგვარეულოსთან (ს. კაკაბაძე), ორბელიანებთან (მ. ორმანიანი), ან ბაგრატიონებთან (კარაპეტ ეპისკოპოსი — ტერ-მკრტიჩიანი) მათი დაკავშირების ცდა. ასე არ არის დასაბუთებული მოსაზრება მხარგრძელებთა არშაკიდებ-ფალავუნეებისაგან წარმომავლობის შესახებ (კ. თუმანოვი).

თავიანთი პირველსაცხოვრისიდან (ბაბილონის ქვეყნიდან) მხარგრძელებთა წინაპრები XI საუკუნის 50-60-იან წლებში გადასახლებულან ძორაგეტის სომხეთის სამეფოში (ქვემო ქართლში). გადასახლების მიზეზი, ზაქარია სარკავაგისა და იოანე ბაგრატიონის ცნობით, ყოფილა მათი გაქრისტიანება და ამ ნიადაგზე სარწმუნეობრივი დევნა. საქართველოში მხარგრძელები აღმოჩნდნენ ტაშირ-ძორაგეტის სომხეთის სამეფოს საბოლოო გაუქმების შემდეგ (დავით აღმაშენებლის დროს, XII საუკუნეში).
ქართულ და სომხურ წყაროებში მოხენიებულ მხარგრძელებთა შორის პირველია ხოსრო, მისი შვილები იყვნენ ავაგ-სარგისი და ქარიმი; ავაგ-სარგისის შვილი იყო ზაქარია I, თამარის ამირსპასალარის — სარგისის მამა. XII საუკუნის ბოლოს მხარგრძელებს გამოეყო 2 საგვარეულო განშტოება: გაგელები და თმოგველები.

მხარგრძელებთა ძირითადი შტოც ორად გაიყო: სარგის ამირსპასალარის ვაჟების ზაქარიასა (თამარის ამირსპასალარი) და ივანე ათაბაგის სახლებად.


მხარგრძელებთა სახლი სამამულე და სამოხელეო ნიადაგზე მეტოქეობას უწევდა სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალურ სახლებს: ორბელიანებს, თორელებს, ჯაყელებს, მანკაბერდელებს. გიორგი III-ის დროს, დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ, ორბელიანები დაისაჯნენ და მხარგრძელები დაეუფლნენ როგორც მათ მამულს, ისე სახელებს (ამირსპასალარობა,მანდატურთუხუცესობა). XIII//ორბელიანთა ნაწილმა თავს სომხეთში გაქცევით და გასომხებით უშვ. ერთ-ერთი უდიდესი სომეხი ისტორიკოსი სტეფანოზ ორბელიანი ასე გადარჩენილი ორბელიანია//.

კონფესიურად მხარგრძელები თავდაპირველად მონოფიზიტობის აღმსარებლები იყვნენ (როგორც ჩანს, მათი ტაშირ-ძორაგეტში დამკვიდრების შედეგად), ხოლო შემდეგ მიიღეს დიოფიზიტობა (გაგელ-მხარგრძელები და თმოგველ-მხარგრძელები თავიდანვე დიოფიზიტები იყვნენ). ივანე მხარგრძელმა XII საუკუნის ბოლოს მიიღო დიოფიზიტობა, ხოლო ზაქარიას სახლში ზაქარია იყო მონოფიზიტობის უკანასკნელი აღმსარებელი; მისი შთამომავლობა დიოფიზიტობას აღიარებდა.
 
მხარგრძელები მსხვილი მემამულეები იყვნენ. მათ მამულს შეადგენდა ქვემო ქართლისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს ნაწილი (ლორე-ტაშირი, გაგი, თმოგვი, კაენი, შამქორი), აგრეთვე შემოერთებული სომხეთის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი (ანისი, დვინი, ბიჯნისი, გელაქუნი, ტავუში, ტერუნაკანი, ერგევანქი, მაწნაბერდი, ნორბერდი, ანბერდი, გეტაბაკქი, ჩარექი, ქარჰერძი და სხვა). აქედან მხარგრძელების უფროს შტოს (ზაქარიას სახლს) ეკუთვნოდა: ქართლში — ლორე-ტაშირი, სომხეთში შირაკი, აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი; უმცროს შტოს (ივანეს სახლს) — ქვემო ქართლის ნაწილი, სომხეთში ვასპურაკანის ნაწილი (დვინის მხარე); გაგელ-მხარგრძელები ფლობდნენ: ქვემო ქართლში გაგის მხარეს, შამქორს (განძამდე) და მათ მიმდებარე სომხეთის მიწებს; თმოგველ-მხარგრძელები — ჯავახეთში თმოგვის მხარეს. ივანეს სახლის მამულის ნაწილს XIII საუკუნის შუა წლებში, ავაგის გარდაცვალების (1250) შემდეგ, დაეუფლა შანშეს სახლი, რადგანაც ავაგს ვაჟი არ დარჩა.

გარდა სამემკვიდრეო მამულებისა, მხარგრძელებს ჰქონდათ აგრეთვე მეფის მიერ საკარგავად (ე. ი. სამსახურის პირობით, პირად მფლობელობაში) მიცემული მიწები, მაგ. ზაქარიას თამარ მეფემ საკარგავად უბოძა სახელმწიფო ქალაქი რუსთავი.
მხარგრძელებთა საგვარეულო მონასტრები იყო ახპატი (პღნძჰანქი), სანაინი, ქობერი, ჰნევანქი, კოში და სხვა.

ქართულ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება (ნიკოლოზ ბერძენიშვილი), რომ შემოერთებულ სომხურ თემებს მხარგრძელები განაგებდნენ როგორც ერისთავთერისთავები, წყაროებით არ დასტურდება. ასე არ დასტურდება სომხურ ისტოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება რომ თითქოს XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ისტორიულ სომხეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში საქართველოს მფარველობის ქვეშ ჩამოყალიბდა ვასალური სომხეთის ავტონომიური სახელმწიფო, რომლის მთავრები იყვნენ ზაქარიდები [ლ. ბაბაიანი, ჰ. არუთინიანი, ჰ. სამველიანი, ლეო (ა. ბაბახანიანი) და სხვები], რომ „მხარგრძელე“ იყო მხოლოდ თამარის ამირსპასალარის — სარგისის ზედწოდება და არა გვარი და რომ ამ საგვერეულოს ეწოდება არა მხარგრძელები, არამედ — „ზაქარიდები“ (ა. შაჰნაზარიანი, ს. ერემიანი და სხვები). არ არის აგრეთვე მართებული ამ გვარსახელის თარგმნა რუსულად, ან სომხურად (რუს. დოლგორუკი, სომხ. ერკაჲნაბაზუკი). მხარგრძელები გვარი იყო და ასე იწოდებოდა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელი (მოყოლებული ზაქარია ამირსპასალარის პაპიდან — ზაქარია I-იდან) XII—XIV საუკუნეებში როგორც ქართული, ისე სომხურ წყაროებში.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

2,"მეათე საუკუნის შუა ხანებიდან მე-11 საუკუნის შუა ხანებამდე სომხეთის სამეფოს დედაქალაქ ანისში ბაგრატიონი მეფეები და მათი ამალის მთავრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სასახლეების და ეკლესიების აგებაში.

მე-12 საუკუნეში ქართველების მიერ ქურთთა ბატონობისგან განთავისუფლებული ანისი იქცა ძალიან აქტიურ სავაჭრო ცენტრად.ამ განდიდრებულმა ვაჭრებმაც დაიწყეს მშენებლობა.

ერთი საუკუნის განმავლობაში ანისი იყო დიდად გავლენიანი მხატვრული ცენტრი.

989-1001 წლებში ანისის კათედრალის ამშენებელი ტირიდატი მიიწვიეს კონსტანტინეპოლის წმინდა სოფიოს ეკლესიის გუმბათის განსამტკიცებლად.

გადმოცემების თანახმად ამ ქალაქში იყო ათასერთი ეკლესია და დამათი ხუროთმოძღვრება და დეკორი გავლენას ახდენდა მეზობელი ქვეყნების ხალხებზე.

ანისი მიატოვეს მე-15 საუკუნეში. მისმა იზოლირებულმა მდებარეობამ და სამხედრო-პოლიტიკურმა ვითარებამ ის დაიცვეს ვანდალიზმისგან. ანისმა შეინარჩუნა მისი წარსული დიდების მრავალი მოწმობა.

მისი ზოგი ძეგლი ისევ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია,მაგრამ ბევრი ინგრევა და ისპობა.

ყველაფერს ემუქრება მოკლე ხანში სრული ნგრევა არა ადამიანის ხელით არამედ ბუნების,წვიმების,ყინვის და ყველაზე მეტად მიწისძვრების გამო.

ეს შეუდარებელი ადგილი არის კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილი. რა დარჩება მისგან ოც წელიწადში? მისი გადარჩენა საჩქაროა.

გრანგი აკადემიკოსი ჟორჟ დიუბი//Georges Duby,"Ani,ancienne capitale du Royamé d'Arménie,Paris,1994//. ესაა ტექსტი 1994 წლის ფრანგული გამოცემიდან "ანისი, სომხეთის სამეფოს ძველი დედაქალაქი ".//.
------------------------------------

№1-2 1999г.
ВОПРОСЫ ИСТОРИИ ОСВОБОЖДЕНИЕ АНИ: ИСТОРИЯ И СОВРЕМЕННЫЕ УРОКИ
Рубен ЗАРГАРЯН, кандидат исторических наук
В 1199 году, ровно 800 лет назад, армяно-грузинская армия под командованием армянского князя Закарэ из рода Закарянов освободила от турок-сельджуков древний город Ани.
Ранее Ани был столицей Армянского Багратидского Царства. В результате недальновидной политики византийских императоров, которая шла вразрез с национальными интересами Византии, армянское независимое царство было ликвидировано. Византия снарядила против него военную экспедицию под командованием Михаила Иасита и одновременно подговорило к нападению мусульманского владетеля Товина на реке Араксе - эмира Абул-Севара. В 1045 году император Константин IX Мономах вероломно заманил в Константинополь, якобы для переговоров, царя Гагика II и насильно удержал его при своем дворе. Затем армянское царство было присоединено к Византии.
За время своего господства Византия вынуждала армян переселяться в другие районы империи. Она вывела из страны армянские войска. Таким образом, византийское руководство собственными руками серьезно ослабило своего союзника перед нашествием турок-сельджуков, представляющих опасность и для армян, и для греков.
Уже в 1048 году начались набеги турок-сельджуков на Армению, В 1054 году, предводительствуемые Тогрул-беком, они напали снова, дошли до Карина и Карса, но потерпели поражение от армянской армии и отступили. В сражении под Карсом армянский воин Татул смертельно ранил одного из любимых военачальников Тогрул-бека, но сам попал в плен. Тогрул-бек велел привести Татула к себе и сказал, что прикажет обезглавить его в случае смерти турецкого военачальника, на что Татул ответил: "Удар мой, и он умрет от него". В 1065 году турецкая армия взяла, разрушила и сожгла столицу Армении - Ани. Одновременно были опустошены Тарон, Басен, Каре.
Утрата независимости Арменией и ослабление ее военной силы привело в дальнейшем к катастрофическому по своим историческим последствиям поражению византийской армии под руководством императора Романа Диогена в 1071 году при Манцикерте (у озера Ван). В результате Армения и почти вся Малая Азия были завоеваны турками-сельджуками. Нуждаясь в больших необитаемых территориях для кочевий, турки подвергли тотальному разгрому города и селения, истребили и угнали в плен население. Был нанесен колоссальный удар по экономике и культуре армян и греков. Нашествие имело продолжительное и роковое значение для всей последующей истории Армении, Византии и остальных народов Восточного Средиземноморья.
В конце XI и в начале XII вв. Грузия оформилась в единое государство и стала мощной силой в Восточном Средиземноморье. В 1184 году на престол вступила царица Тамара. Армянская княжеская династия Закарянов встала во главе объединенной армяно-грузинской армии, которая была способна не только отразить нашествие турок-сельджуков, но и начать освобождение захваченных ими земель. В 1195-1202 годах армяно-грузинские войска освободили Арцах и Сюник. В 1199 году был освобожден Ани, а в дальнейшем Ширак и Араратская долина, в 1203 году - Двин, Каре, Басен и Багреванд.
В результате из-под власти турецких эмиров были возвращены северные районы Армении: Арцах, Гугарк, Сюник, Айрарат, Утик, Багреванд и другие области, которые образовали Армянское Княжество Закарянов.
В этот период вновь ожили и выросли города Ани, Двин, Карс, Нахичеван, которые опять стали крупными центрами политической, экономической и культурной жизни Армении. В них большую роль начали играть "атеан цероц", то есть городские магистраты. При Закарянах Ани снова стал цветущим городом. Он обустраивается, возводятся новые храмы, в росписи которых принимают участие русские художники. В Ани было более тысячи церквей.
Одновременно с освобождением Ани, на год раньше, в 1198 году, армянское княжество в Киликии было провозглашено царством. Армянское Киликийское Царство сыграло значительную роль в истории Средиземноморья.
В начале тринадцатого века Армения подверглась нашествию монгольских завоевателей. В 1236 году Ани был взят, но оставлен во владениях Закарянов на условиях их вассальной зависимости от монгольских правителей. Он продолжал существовать как город до пятнадцатого века. Позднее жители покинули Ани. Его развалины в 1878 году вместе с Карсской областью перешли к России.
По Карсскому договору 1921 года Ани был захвачен Турцией. Российские большевики подарили ей 9/10 исторической территории Армении. Границу начертили так, что и Ани переходил к Турции. Руководитель турецкой делегации на переговорах Карабекир-паша вспоминал в своих мемуарах, что развалины древней столицы для Турции не имели принципиального значения и что она готова была оставить Ани Армении. Но российским, азербайджанским и грузинским большевикам этого было не нужно, и они сами, без участия турок, заставили армянскую делегацию подписать Карсский договор. Этот договор является беспрецедентным в истории случаем, когда разложившееся, проигравшее Первую мировую войну, осужденное мировым сообществом за геноцид государство - Турция, власть в которой захватила нелегитимная кемалистская военная хунта, -принудило Россию к фактической капитуляции.
В настоящее время исторические и архитектурные памятники Ани постепенно исчезают. Несмотря на требование ЮНЕСКО, правительство Турции практически не ведет реставрационных работ в городе. Стремительно разрушаются крепостные стены Ани, когда-то служившие образцом для строительства крепостей во многих странах мира.
События восьмисотлетней давности весьма поучительны для наших дней. Мы видим, что отсутствие союза между греками и армянами перед лицом нашествия турок-сельджуков привело к страшным, роковым последствиям. Турецкие кочевники утвердились в Малой Азии и в дальнейшем лишили Византию и Армению государственной независимости и былого величия. Под турецкое иго попали многие восточное - средиземноморские народы: болгары, сербы, румыны, молдаване, арабы, грузины, курды и др. Набеги крымских татар, входивших в состав турецкой империи, принесли неисчислимые бедствия русскому и украинскому народам. Только в один 1572 год крымский хан Девлет-Гирей в ходе своего набега сжег Москву, убил и угнал в рабство до 750 тысяч человек. А такие набеги повторялись почти каждый год вплоть до ликвидации Крымского ханства.
Вместе с тем армяно-грузинская объединенная борьба против турок имела блестящие результаты. Возродилась Северная Армения. А период правления царицы Тамары заслуженно называют золотым веком грузинской истории.
На рубеже XXI века восточное - средиземноморские народы вновь столкнулись с растущей экспансией Турции. В повестку дня встал вопрос объединения стран и народов восточносредиземноморской цивилизации с целью координации политики, экономики, обороны. Становится очевидной необходимость организационного формирования Восточносредиземноморского Сообщества по типу Европейского Сообщества.

1 comment:

მალხაზ ნუროშვილი said...

ძალინ ბევრი რამ ხომ არ ,,ავიწყდება"?