1921 წლის 22 აპრილს აი ასეთი დოკუმენტი «აფრინეს» მოსკოვს:
«უეჭველია რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ხომ არ შევწირავთ ინტერნაციონალისთვის არსებით მიზნებს რუსეთის საბჭოთა ფედერატიულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და თურქეთსა და ანტანტას შორის ტერიტურიულად ესოდენ მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე პატარა ერის შოვინიზმს?...
ადგილობრივი შოვინისტების წინააღმდეგ ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ზომა უნდა იყოს საქართველოს საზღვრებში… რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის წითელი არმიის საკმაოდ ძლიერი ნაწილების დატოვება.
ქართული შოვინიზმის მატერიალურად და მორალურად დამასუსტებელ მეორე ზომად ვთვლი აფხაზეთის გამოყოფას...
რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა გადავწიოთ ბზიფის მარჯვენა სანაპირომდე, ე.ი. აფხაზეთთან უშუალო მეზობლობამდე.
თუ კი შემდეგ აფხაზ ხალხს,მაგალითად პლებისციტის ფორმით (მისი ჩატარება შეიძლება უმოკლეს დროში), შევეკითხებით თუ სახელმწიფოებრივი არსებობის როგორ ფორმას მოისურვებდა უეჭველია რომ აფხაზი ხალხი მოისურვებს სრულ შეერთებას რუსეთის საბჭოთა ფედერატულ სოციალისტურ რესპუბლიკასთან.
რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკისათვის უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეს აქტი რუსეთს გადასცემს ქართველების მიერ აოხრებული ამ მხარის უდიდეს ბუნებრივ სიმდიდრეებს. თვითონ საქართველო, საბჭოთაც კი, და, მით უმეტეს აფხაზეთი ვერასოდეს მოახერხებენ ამ ქვეყნის ტყეების და მთების უზარმაზარი სიმდიდრეების ათვისებას და მეთამბაქოების და მეთევზეობის სწორად დაყენებას...
აფხაზეთის შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამეგრელოს რომელიც ასევე განსხვავდება საქართველოსგან ენით და ნაციონალობით და რომელსაც მუდამ სტანჯავდა ქართველთა ბატონობა. სამეგრელო ენგურით უშუალოდ ესაზღვრება აფხაზეთს და სამხრეთით მიდის მდინარე რიონამდე...
სტრატეგიული თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ეს ტერიტორიაც შეიძლება დაემორჩილოს რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის გავლენას თუ კი მეგრელებსაც აფხაზების მსგავსად მიეცემა ავტონომია...
საქართველოს რესპუბლიკის ავტონომიურ, მით უმეტეს რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის გავლენას დაქვემდებარებულ ავტონომიურ ერთეულებად დანაწევრების ეს გზა იმსახურებს ჩვენს დიდ ყურადღებას. რაც უფრო წვრილ-წვრილი იქნება ეს ერთეულები მით უკეთესი...” (გენშტაბი, სიტინი).
ეს არაჩვეულებრივი დოკუმენტი რომლის ნაწყვეტებსაც გთავაზობთ რუსულად გამოაქვეყნეს ბატონებმა ჯემალ გამახარიამ და ბადრი გოგიამ თავის ნაშრომში «აფხაზეთი-საქართველოს ისტორიული ოლქი», თბილისი, 1977, გვ. 470-472).
დოკუმენტის ავტორი პ.პ. სიტინი იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა გენერალი, რუსეთის საბჭოთა ფედერატიული სოციალისტური რესპუბლიკის სამხედრო ატაშე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (იქვე, გვ.788).
პროტოსახაროვიზმის გზას ადგანან დღეს დემოკრატიული საქართველოს გამასაბჭოებელთა ის ვერც ისე სულიერი სამართალმემკვიდრეებიც რომლებიც დღესაც მოითხოვენ 1921 წლის ბოლშევიკურ აგრესიას გადარჩენილი საქართველოსგან აფხაზეთის და შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ჩამოშორებას.
აფხაზეთის და ქართლის სამხრეთ ოსეთად გამოცხადებული ნაწილის საქართველოსგან გამოყოფას.

No comments:
Post a Comment