8.04.2012

ესეც ევროპაა-ბედის ყრუ ულმობლობა:

ავადმყოფი დრო მოთქვამს დღე და ღამე და მე არ ვიცი რითი ვუშველო.
საუკუნე ამოვარდნილია.
რა არის ადამიანი როცა მხოლოდ ძინავს და ჭამს, ცხოველია, მეტი არაფერი.

Больное время стонет день и ночь,
А я не знаю, чем ему помочь
Век вывихнут. (Гамлет)
Что человек, когда он занят только сном и едой? Животное, не больше. (Гамлет)

Уильям Шекспи́р (англ. William Shakespeare[ ; 1564[ —1616[2
ავადმყოფი დრო მოთქვამს დღე და ღამე და მე არ ვიცი რითი ვუშველო. საუკუნე ამოვარდნილია.
  
ჰამლეტის შთამბეჭდავ სცენებს შორის  მოჩვენების გამოჩენის, პოლონიუსის სიკვდილის და ოფელიას შეშლილობის სცენებს გვერდით ყველაზე სახელგანთქმული უეჭველად  არის გმირის მისვლა სასაფლაოზე და მისი მიმართვა ყოფილი მასხარა იორიკის თავის ქალისადმი.
   
"მოდი შევხედო //იღებს თავის ქალას ხელში//. საწყალი იორიკი! მე მას ვიცნობდი ჰორაციო. ეს ის იყო უსასრულოდ გონებამახვილი კაცი. ათასჯერ ვუთრევივარ ზურგით. ეხლა ის თვითონ გულისრევაა და გულისრევად მოდის ყელში. აქ უნდა ემოძრავა ნაცნობ ტუჩებს..."
ეს მოწმობს იმ ხანის მეტაფიზიკურ წუხილზე.

რელიგიური ომების, საშინელი სასაკლაოების, გიჟური და დამანგრეველი ხანძრების  ხანძრების ხანამ რწმენა დააკარგინა მრავალ ევროპელს
 
სიცოცხლის სისუტე და დაუცველობა, ადამიანის წამოწყებათა ამაოება,დროის შეუკავებელი სვლა,ხვედრის ყრუ სისასტიკე  არის გავრცელებული თემები რომელთა გაფანტვას ვერ ახერხებს რაბლეს, მონტენის და სერვანტესის ნაირი ჰუმანისტების სიცილი და ღიმილი. 
        
ფერწერაში ეს სულისკვეთება გამოიხატება ამაოებით//vanité;vanitas//. 

 სურათი, რომელიც ყოველთვის არაა მკვდარი ბუნება, ნატურმორტი, მაგრამ რომელიც ყოველთვის შეიცავს სისუსტეზე, გაქრობაზე,და რა თქმა უნდა სიკვდილზე მიმანიშნებელ სიმბოლურ ობიექტებს.

ყველაზე მეტად ურჩევნიათ თავის ქალა. ესაა საბოლოო ხვედრის საუკეთესო შემოკლებული გამოხატვა. ცარიელი ყუთი ენის, მზერის, სმენის გარეშე. მხოლოდ ის შეგვახსენებს რომ მას ოდესღაც  ავსებდა მამაცი, გონიერი, მჭერმეტყველი არსება.

საწყალი ნაშთი რომელიც ოდესღაც გადაიქცევა მტვრად და ეხლა ყველას აეჭვებს სხეულის აღდგომაში. 

მაგრამ რა მშვენიერი ობიექტია მხატვრისთვის! სავსე და ცარიელი მრუდები, შუქჩრდილი, ელვარე და მქრქალი დეტალები,თვალების მრგვალი ბუდეებით და ცხვირის სამკუთხედით,კბილის მინანქრის გაბრწყინებით და ნაკერის ძვირფასი მაქმანი. თავის ქალა ფუფუნების ობიექტია დქ,ყოველ შემთხვევაში იმხანად იოლად საშოვნი ობიექტი როგორც მოწმობს შექსპირის მიერ აღწერილი სცენა.

  //ამის წაკითხვა ევროპელ ჯეელებს შეუძლიათ მერიამ კორიჩის მიერ შედგენილ დოსიეში -"William Shakespeare,Hamlet,Texte intégral+ dossier par Mériam Korichi, Editions Gallimard,2002

ეკიზაშვილი გიორგი
ანტიმონოლოგი ყოფნა, არყოფნა?

საკითხავი არაფერია,
შორს ყველაფრისგან, რა თქმა უნდა, მხოლოდ არყოფნა,
სრული გაქრობა, წასვლა, გაქცევა...
სულდიდ ქმნილებას რა შეშვენის?
ის, რომ იტანჯოს საკუთარ ხვედრით,
სხვების ცრემლებით და სამყაროს გაუტანლობით,
თუ მიიძინოს,
რომ მოაშთოს ბოროტი ხმები,
მატყუარა, შემპარავი, არაფრისმთქმელი...


მხოლოდ იმედი უსასრულო გვირაბის ბოლოს,
უფრო მტანჯველი, ვინემ ბნელი უიმედობა
და მოლოდინი "ერთხელაც, იქნებ..."
მაგრამ ყოველი ზმანებაა, ტკბილი სიზმარი,
და ჰა, დაირღვა დროთა კავშირი
და არც ვის ახსოვს ნათელი დღენი...
ვინ არს ჰეკუბა, ან მე რა ვარ იმ ჰეკუბასთვის?
მამაკაცები შეეფარნენ ქალების კალთას,
(ოი, სირცხვილო, სად დაკარგე სიწითლე შენი?)
ჯარისკაცები ჯარისკაცებს უკრავენ თავებს,
მრავლდება კრავი და ზვარაკის იღვრება სისხლი
და მყრალი სუნი სულს უხუთავს ოლიმპოს ღმერთებს...
ვინ გადაწყვიტოს ყოფნისა თუ არყოფნის ბედი,
თუკი ამქვეყნად გერგო მონის საბრალო ხვედრი,
მაშ ქარქაშიდან ამოიღე მახვილი დაშნა,
აღარ იფიქრო აღარც ტახტზე, არც ღირსებაზე,
ოფელიასაც დაუქნიე შორიდან ხელი,
არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ.
დე, ილაღობონ როზენკრაცმა და გილდენსტერნმა,
პოლონიიუსმა უგალობოს მეფეს დიდება
და დედოფალმა სარეცელზე მოჰგვაროს შვება,
შენ კი, რომელსაც წამებულის გერგო გვირგვინი,
ტახტის მემკვიდრევ, განსწავლულო, დაეჭვებულო,
ნუღარა დაღლი მესაფლავეთ ფუჭი ლოდინით...
და მერე მოვა იორიკი, მასხარა ვინმე
და თავის ქალას, ჩონჩხად ქცეულს, აიღებს ხელში,
ბნელ მოსასხამში დამალავს სახეს და ჩუმად იტყვის:
"საბრალო ჰამლეტ".

No comments: