9.22.2012

აგრანოვ-მეიერხოლდის დიდ მოსკოვურ წვეულებებზე და ა.შ-1:

ჩეკას და ინტელიგენციის ხუტუნობა:

http://hrono.ru/biograf/bio_a/agranov_jakov.php
იაკოვ საულოვიჩ აგრანოვი//1893-1938//, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი,სახელმწიფო უშიშროების პირველი რანგის კომისარი 26.11.1935)....
ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩეკისტის სპეციალიზაცია იყო მუშაობა ინტელიგენციასთან და ძველ ბოლშევიკებთან.

1920-21 წლებში ის იყო ვჩკს განსაკუთრებული განყოფილებების სამმართველოს უფროსის მოადგილე,საგანგებო განყოფილების უფროსი. ის იძიებდა 1921 წლის კრონშტადტის აჯანყების გარემოებებს.

აგრანოვი პირადად კურირებდა ტაქტიკური ცენტრის საქმის,ტაგანცევის საქმის ძიებას.
ის პირადადაა პასუხისმგებელი ამ საქმეში გარეული 87 პირის, მათ შორის პოეტი ნიკოლაი გუმილიოვის დახვრეტაზე.

ის კურირებდა ანტონოვის გლეხური აჯანყების ძიების საქმეს, ის პირადად ატარებდა დაკითხვებს და 1920-30-ანი წლების ისეთ გაყალბებულ პროცესებს როგორებიც იყო შრომითი გლეხური პარტიის.მემარჯვენე ესერთა, პრომპარტიის პროცესები რომლებთანაც დაკავშირებით დაპატიმრებული იყო ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელი რომლებიც რუსეთიდან გაასახლეს 1922 წელს //მათ შორის ნ.ა.ბერდიაევი, ნ.ო.ლოსსკი, მ.ა.ოსორგინი და ა.შ.//.

1922 წლის ორი იანვრიდან 1923 წლის 1 თებერვლამდე იყო ინტელიგენციის ანტისაბჭოთა ელემენტების ადმინისტრატიული გასახლების განსაკუთრებული ბიუროს უფროსი. 1923 წლის თებერვალ-ოქტომბერში იყო ვჩკს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების განსაკუთრებული რწმუნებული...

აი ეს აგრანოვი აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვის მხატვრულ ცხოვრებაში, ახლო ურთიერთობდა რუსეთის პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრებთან, მეგობრობდა ლ.ლ.ავერბახთან, ბ.ა.პილნიაკთან, ბრიკებთან, ო.ე. მანდელშტამთან, ვ.ვ. მაიაკოვსკისთან და სხვ.

მკვლევართა ნაწილის აზრით სწორედ აგრანოვმა მოაწყო მაიაკოვსკის ასე ვთქვათ თვითმკვლელობა...

ოგპუს თავმჯდომარის მოადგილე აგრანოვს განსაკუთრებით ენდობოდა სტალინი. აგრანოვი კი თავის მეგობარ-ნაცნობ ინტელიგენტებს იყენებდა სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად...

ს.მ კიროვის მკვლელობის შემდეგ ის სტალინთან ერთად ჩავიდა ლენინგრადში. ის დანიშნეს ნკვდს ლენინგრადის სამმართველოს დროებით უფროსად და სათავეში ჩაუდგა კიროვის საქმის ძიებას. იყო უდანაშაულო ადამიანების მასობრივ დაპატიმრებათა ინიციატორი. ზოგი ისტორიკოსის აზრით თვითონ აგრანოვმა მოაწყო კიროვის მკვლელობა. 10 დღეში შეადგინეს ბოლშევიკებისთვის არასანდო და გასასახლებელი ადამიანების სიები რომლებშიც მოხვდა 11 ათასზე მეტი ადამიანი...

აგრანოვის მეთვალყურეობით ტარდებოდა კამენევის, ზინოვიევის, ნ.ი.ბუხარინის, ა.ი.რიკოვის, მ.ნ.ტუხაჩევსკის დაკითხვები. სწორედ ის ამზადებდა მასალებს 1930-ანი წლების მთავარი პოლიტიკური პროცესებისთვის....

მიუხედავად ყველაფრისა 20. 7.1937 წ. ხაზეინებმა აგრანოვი დაიჭირეს და საიქიოს გაისტუმრეს....

ამ ღირსშესანიშნავ ამბაბდე კი აგრანოვს უყვარდა ურთიერთობა ნასწავლ ადამიანებთან და ის კარგად იცნობდა შემოქმედებით ინტელიგენციასაც.

და ამ ინტელიგენციის გამოჩენილი წარმომადგენლები მას არ გაუცვნია დაკითხვებზე.

ის იყო მათი წრის კაცი. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები თვითონ ცდილობდნენ მასთან დამეგობრებას.

         
მრავალს შეეძლო მაშინ გაემეორებინა ისააკ ბაბელის აი ეს სიტყვები:
"ჩემი ნაცნობი ჩეკისტები უბრალოდ წმინდა ადამიანები არიან".
        
მიხაილ კოლცოვი: "გპუში მუშაობა ისევ ითხოვს მთელი ძალების, მთელი ნერვების, მთელი ადამიანის დაუსვენებლად, ბოლომდე გაღებას...გპუში მუშაობა ყველაზე რთულია".
                   
ვსევოლოდ ბაგრიცკი: "მექანიკოსებო, ჩეკისტებო, მეთევზეებო, მე ვარ თქვენი ამხანაგი, ჩვენი ერთი ჯიშისანი ვართ".    
           
ოგპუს ხელმძღვანელები-სრულიად რუსეთის
კომპარტიის //ბოლშევიკთა// მე-17 ყრილობის
დელეგატები-.ი.ს.აგრანოვი, გ.გ.იაგოდა, უცნობი
და ს.ფ.რედენსი, მოსკოვი, 1934 წ.
გამოჩენილი რეჟისორი ვსევოლოდ მეიერხოლდი  დრამატურგი ნიკოლაი ერდმანისადმი მიწერილ წერილში ჩამოთვლის თავისი თეატრის მხატვრული საბჭოს წევრებს და ამ სიაში არის სუპერჩეკისტი აგრანოვი რომელსაც მეიერხოლდი დიდი მოწიწებით ახსენებს. 
                   
დიდი რეჟისორი მეიერხოლდი და სუპერჩეკისტი აგრანოვი მეგობრები იყვნენ. მათ გქონდათ თავისი წრე.
            
მაშინ მოსკოვში იყო რამოდენიმე სალონი სადაც იკრიბებოდა შემოქმედებითი პუბლიკა. იქ მუდამ შეიძლებოდა განწყობილებათა შეგრძნება, გაგება იმისა თუ ვინ რაზე მუშაობს, ვინ ვისთან და რატომ ჩხუბობს, რა ურთიერთობა აქვთ ადამიანებს. 
            
ერთ-ერთი ასეთი სალონი რომლის შექმნასაც ხელი შეუწყო სუპერჩეკისტმა აგრანოვმა იკრიბებოდა მეიერხოლდის ბინაზე. 
            
მისი თანამედროვე,ვახტანგოვის თეატრის მუსიკოსი ბორის ელაგინი იხსენებდა:
           
" ... ვ.ე.-ს //მეიერხოლდის// მოსკოვური ოთხოთახიანი ბინა ბრიუსოვის შესახვევში იქცა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და მოდურ სალონად. 
           
იქ ყოველკვირეულ წვეულებებზე იკრიბებოდა საბჭოთა მხატვრული და ლიტერატურული სამყაროს ელიტა. ის იქ ხვდებოდა საბჭოთა მთავრობის და პარტიული წრეების წარმომადგენლებს. 
            
File:Grigoriev Meyerkhold.jpg
ბ.გრიგორიევი, მეიერხოლდის
პორტრეტი, 1916 წ.
აქ შეიძლებოდა კნიპერ-ჩეხოვას და მოსკვინის, მაიაკოვსკის და სელვინსკის, დიდი თეატრის სახელგანთქმული ბალერინების და მომღერლების, ისევე როგორც ყველანაირი კალიბრის ბოლშევიკი ბელადების //რა თქმა უნდა უმთავრესის გარდა//, ლუნაჩარსკის, კარახანის, სემაშკოს, ენუქიძის, კრასინის, რასკოლნიკოვის, წითელი არმიის დიდი სარდლების ნახვა.
             
ვსევოლოდ ემილიევიჩ  მეიერხოლდის წვეულებებზე რა თქმა უნდა დადიოდნენ ყველაზე მთავარი ჩეკისტები-იაგოდა, პროკოფიევი ,აგრანოვი.
     
ეს იყო მხიარული და უხვი წვეულებები. მაგიდები ილეწებოდა ბოთლებისგან და უნუგბარესი საჭმლისგან, საუკეთესოსგან რისი შოვნაც კი შეიძლებოდა მოსკოვში.  
                   
საზეიმო შემთხვევებში ტრიალებდნენ რესტორანი მეტროპოლიდან მოწვეული ოფიციანტები. რა თქმა უნდა იყვნენ ბოშები არბატის სარდაფიდან და ნადიმი გრძელდებოდა გათენებამდე. 
            
მეიერხოლდის სტუმართა რჩეულ საზოგადოებაში  ხშირად შეხვდებოდით წარჩინებულ უცხოელებს-დასავლური გაზეთების კორესპონტებს, 1920-ან წლებში მოსკოვში ჩასულ უცხოელ მწერლებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს.
   
ატმოსფერო საკმაოდ თავისუფალი და ცელქი, ბოჰემური იყო. ეს შეესაბამებოდა ნეპის დროის მოსკოვურ სტილს.
       
დამსახურებული ბოლშევიკები, სარდლები და ჩეკისტები ეტორღიალებოდნენ ბალერინებს, წვეულების დასასრულს კი ცელქ ბოშა გოგონებს. უცხოელი კორესპონდენტები და მწერლები სვამდნენ ვოდკას და აყოლებდნენ ხიზილალას და ბლოკნოტებში წერდნენ რომ ახალი კომუნისტური საზოგადოება ყვავის და იფურჩქნება. ისინი გულითადად ესაუბრებოდნენ კრემლის კომისარებს, სუპერჩეკისტებს. იქვე იხლართებოდა ჯაშუშობის და პოლიტიკური ინტრიგების ქსელი.
//გაგრძელება და დასასრული იქნება//.

No comments: