9.02.2012

სერგეი ავერინცევი გრიგორ ნარეკაცი-ნარეკელზე - 2.


File:Zvartnots img 6967.jpg
ზვარტნოცის კაპიტელი


ნარეკელის შედევრი ყველაზე სრულყოფილი სიტყვიერი გამოხატულებაა იმ სულისა რომელიც შთააგონებდა სომეხ ხუროთმოძრვრებს, ქვისმთლელებს, მინიატურისტებს. მის უკან დგას სრულებით განსაკუთრებული სამყარო. "მწუხარე საგალობლების წიგნის" სახის განმსაზღვრელი მხატვრული ნების სიმწიფე დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა.
ნარეკელის პოეტურ ქვითინამდე სამნახევარი საუკუნით ადრე ჩაიფიქრეს და ააგეს ზვარტნოცი რომელიც ნანგრევების სახითაც ახდენს ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას.
არსად ქვეყანაზე არაა ასეთი წონიანი, მძიმე, თითქმის თავზარდამცემი ნამეტანობა ფორმებისა და სახეებისა როგორც ზვარტნოცის კაპიტელებშია.
       
მაგრამ როდესაც ნარეკელი იწყებს თავისი სულის შემკვრელი მეტაფორების უსასრულოდ გაშლას ძალა არანაკლებია და ჩანაფიქრის ლოღიკაში ბევრი რამაა საერთო.
         
ნარეკელის პოეზია ადასტურებს როგორც სომხური კულტურის თავისებურებას ისე თვითონ გრიგორის პოეტური გენიის განუმეორებლობას. მაგრამ ისტორიზმი  ჩვენგან მოითხოვს მათ დანახვას უნივერსალურ, საყოველთაო პერსპექტივაში, ქრისტიანული შუა საუკუნეების ლიტერატურად წოდებული მთლიანობის შიგნით.     


ნარეკაცის სიმღერები  მწუხარე, სამგლოვიარო საგალობლებია. რაზე წუხს და რაზე მოსთქვამს პოეტი? 
         
გრიგორ ნარეკელს აწუხებს და ადარდებს მისი არასრულყოფილება,
სულიერი მოდუნება, უძლურება სამყაროს ამაოების წინაშე, ადამიანის პირველშობილობის დაკარგვა. საკუთარი თავისადმი მიმართული საყვედურები ყოველ წუთს გარდაიქმნება ჩივილად ცოდვილი კაცობრიობის გამო. ნარეკელი გრძნობს რომ  თავისი ცოდვილობით და მორალური ბრძოლით მჭიდროდაა დაკავშირებული მთელ კაცობრიობასთან. გრიგოლ ნარეკელი ღმერთს პატიებას სთხოვს როგორც თავისთვის ისე ყველა ადამიანისთვის.
   
მეცა ვარ სასჯელის ღირსი,  
ყველასთან ერთ ვითხოვ გულმოწყალებას.
დამცირებულებთან და გაუბედავებთან, 
დაცემულებთან და შეზიზღებულებთან
განდევნილებთან და შენთან დაბრუნებულებთან, დაეჭვებულებთან და დარწმუნებულებთან, დამხობილებთან და აღმდგარებთან ერთად. 
//თავი 32, პარაგრაფი 1//.
             
აღსარებითი თვითმხილებები და გლოვა საკუთარი ცოდვების გამო შუა საუკუნეების ლიტერატურის პროდუქტიული ჟანრია. ეს დამოკიდულება კი დიდად განსხვავდება რომანტიკოსთა თუ შემდგომი ხანის წარმოდგენებისგან საკუთარი თავის გამომხატველ ინდივიდუალობაზე. შუა საუკუნეების ავტორი თავის ტანჯვაზე და მწუხარებაზე ლაპარაკობს ისე რომ მისმა ერთმორწმუნემ შესძლოს საკუთარი მეს სრულად გაიგივება ავტორის მესთან.

ქრისტიანის მე ზოგადადამიანური მეა მაშინ როდესაც როდესაც რომანტიკოსის მე განსაკუთრებელი და განუმეორებელია. მათი მკითხველის მეც განსხვავდება მათ მესგან //არა მე არ ვარ ბაირონი,მე სხვა ვარ...//. გრიგოლ ნარეკელის მკითხველი და მსმენელი თავს აიგივებს გრიგოლ ნარეკელთან,მაშინ როდესაც ბაირონის მკითხველი თავს განასხვავებს ბაირონისგან... ქრისტიანი.ნარეკელი ლაპარაკობს ინდივიდუალურში დანახულ ზოგადზე და რომანტიკოსი ბაირონი კერძოზე...
         
ახალი დროის ლირიკა გათვლილია მკითხველის გაოცებაზე-პოეტმა ხომ გაბედა საკუთარი სულის საიდუმლოს გამოთქმა, საკუთარი ინდივიდუალური ყოფის გადმოცემა და ამ ინდივიდუალობას ყველანაირად ესმება ხაზი.
 
ზვარტნოცი
შუა საუკუნეების ლიტერატურა სულ სხვაა,იქ საქმე ბევრად უფრო მარტივადაა. პოეტის და მკითხველის გრძნობათა შერწყმა ლოცვისთვის და სამგლოვიარო მოთქმისთვის თავისთავად გასაგები ამოცანაა და არა ორი ინდივიდის დაპირისპირების,მათი დიალექტიკური კონტრასტის შედეგი.
           
შუა საუკუნეებში არავის უკვირს რომ პოეტმა მოახერხა ყველაზე ყველაფრის და ყველას მაგივრად თქმა. უკვე აპრიორულად სხვა რამე არც იყო მოსალოდნელი. მაგრამ თავისი მეს პოეტის მესთან გაიგივებით მკითხველში მისი აბსოლუტური და ასეთი გაიგივებისთვის ვარგისი მე გამოეყოფა მის ემპირიულ,ლირიული გმირის მესგან განსხვავებულ მეს. ეს კი შეუთავსებელია შუა საუკუნეების ასკეტიკის სულთან.
         
ამიტომ ინდივიდუალური ბიოგრაფიის ყველა ნიშანი ან უნდა მოისპოს ან ისე განზოგადდეს ყოვლადადამიანურ პარადიგმამდე რომელშიც ყოველი დეტალი გადამუშავდება სიმბოლოდ.
             
სხვანაირად თემი ვერ შეითვისებდა ტექსტს ყოფისთვის,რისთვისაცაა ის შექმნილი.
          
ეს პროცედურა გულისხმობდა იმას თემის ყველა წევრი შეიძლება იყოს "ერთიანი ბაგე და ერთიანი გული",როგორც ამბობს ლიტურგიული ფორმულა.
         
ტექსტი წაკითხული უნდა იქნეს როგორც ნამდვილი კოლექტიური გამოთქმა, ე.ი.თემის ყოველი წევრი ყოველ სიტყვას იზომებს საკუთარ თავზე რაც შეიძლება უფრო სიტყვა-სიტყვით,ყოველგვარი გაორებების და მეტაფორების გარეშე.
         
ანდრია კრიტელის დიდი კანონის მსმენელ ბიზანტიელს შეიძლებოდა ჰქონოდა რაღაც წარმოდგენა ამ ჰიმნოგრაფის ბიოგრაფიის შესახებ მაგრამ ამ მონანიე ჰიმნის ყოველი შეძახილის მოსმენისას მას თავის ცოდვებზე უნდა ეფიქრა და არა ანდრიას ცოდვებზე. ამიტომ ანდრია არაფერს ამბობს ინდივიდუალური ცოდვის განსაკუთრებულ ნიშნებზე, ის ლაპარაკობს ასე ვთქვათ ზოგადად ადამიანის ცოდვაზე. ასე იქცეოდა ნარეკაციც.
         
აღსარებითი თვითგვემები და გლოვა საკუთარი ცოდვების გამო  შუა საუკუნეების ლიტერატურის ძალიან ნაყოფიერი ჟანრია....
               
როდესაც ავტორი გვეუბნება რომ იტანჯება და გლოვობს, რომ დამნაშავეა, ავტორის ერთმორწმუნე მკითხველმა ეს უნდა გაიმეოროს თავისი სახელით, სრულიად და უყოყმანოდ უნდა გააიგივოს თავისი მე ავტორის მესთან.

ნარეკელის ერთმორწმუნე მსმენელსა და მკითხველს თავისი სახელით უნდა გაემეორებინა აი ეს სიტყვები:
და, ზიზღით ვკითხულობ რა ჩემს ცხოვრებას,
მე ვთრთი და ვგმობ.
და მწარედ ვჩივი და ვღვრი ცხარე ცრემლს.
მაგრამ ნაღვლიან სტრიქონებს არ ვშლი...


-------------------------------
ჩანართი
ანდრია კრიტელი

დიდი კანონი
წინასიტყვაობა

წმიდა მამა აბბა დოროთემ კითხვაზე: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით, ასეთი პასუხი გასცა:
- წმინდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდვებს. ამიტომაც ატარებს ის მთელ ცხოვრებას გლოვაში.
ამავე აზრს გამოხატავს სინანულის კანონის პირველივე  ფრაზებიც:
„ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის“.
და ამას წერდა ანდრია კრიტელი, წმიდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება.
მაინც რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე?
ვინ იყო ანდრია კრიტელი?
წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აუცილებლად სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.
„ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია“ - ამბობს წმიდა იოანე კრონშტადტელი.
ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს.
„არაფერი მომიპარავს“, „ისეთი არაფერი ჩამიდენია“, „როგორც ყველა, მეც ისე ვცხოვრობ“, „არავინ მომიკლავს“ - ასე იწყებენ ისინი თავიანთ აღსარებას და ვერც წარმოუდგენიათ თუ სცოდავენ. გვაღიზიანებს, როდესაც გვამხელენ, თავად კი ადვილად განვიკითხავთ, ღმერთიც დავივიწყეთ. განა ეს ცოდვები მოსანანიებელი არ არის?! და თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?! რითი ავხსნათ ჩვენი თვითდაჯერებულობა ჩვენს უცოდველობაში, თუ არა გაქვავებული გულით, ჩვენი სულიერი სიკვდილით?!
დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილია სულისაკენ, რომ განკურნოს იგი. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძულოთ თავი,  მივუტეოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე.
„არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს: გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვას არცა ერთსა ვის სადა“.
ჰგოდებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ არ ვცოდავთ. მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. ასე გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს.

ნეკრესელი მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)

ანდრია კრიტელის კანონი (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი)http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/andria_kriteli.htm
---------------------------------------------------------------------------------------------------------

პუშკინს შეეძლო გადმოეცა პეტერბურგის ღამე თავისი ლექსების ლირიული გმირის უძილოების გარემოებად. მაგრამ ნარეკაცი თავისი ლექსების მიღმა ვერ აგრძნობინებდა მკითხველს ნებისმიერი რეალური ლანსაფტისგან განსხვავებულ რომელიმე სახასიათო ლანდშაფტს.მაგალითად ვანის ტბის ნაპირზე არსებულ მონასტერ ნარეკს სადაც მან გაატარა ცხოვრება. საინტერესოა რომ თანამედროვე მკითხველი მისგან სწორედ ამას ელის...ნარეკაცის ცხოვრებისეული ზღვის ხატებში ბევრი ხედავს ვანის ტბის ღელვას. არადა მეზღვაური ბერძნების ლექსიკიდან გავრცელებული ეს მეტაფორა გავრცელდა როგორც საერთაშორისო ქრისტიანული ლიტერატურული ტრადიციისთვის უკვე წმინდა მამათა დროიდან ჩვეულებრივი ხატი.         
Обои Армянская церковь у озера Ван, восточная Анатолия, Турция, фото, картинки
ვანის ტბა
ცხოვრებისეული ზღვის ხატი გავრცელებულია რუსულ ფოლკლორშიც თუმცა საშუალო რუსეთის მკვიდრს არც ისე ხშირად შეეძლო ზღვის კი არა საკმაოდ დიდი ტბის ღელვის დანახვა. ნარეკაცის ზღვის მეტაფორები სრულებით პირობითია და მათ არა აქვთ არც ერთი კონკრეტული ნიშანი. მისთვის კონკრეტულობა პრინციპულად მიუღებელია იმიტომ რომ მაინც და მაინც ვანის ტბასთან გამოთქმულთან გაიგივება გაუჭირდება ამ ტბისგან შორს მყოფ ადამიანს....

ჟანრისთვის აუცილებელია ზეპიროვნული ხასიათი. სუსტი ინდივიდუალობის მქონე პოეტებისთვის ზეპიროვნული უპიროვნოა. შუა საუკუნეების საკრალურ სიტყვიერებაში ბევრია ასე ვთქვათ არავის, ჟანრის ნორმის ენერგიით და არა ინდივიდუალური შთაგონებით მცხოვრები ტექსტი. ეს ყოველთვის არაა ესთეტიკური სისუსტე. ზოგჯერ ჩვენს წინ არის შედევრი,მაგრამ უპიროვნო შედევრი.
              
ნარეკაცი სულ არაა ასეთი. მისი ინდივიდუალობა ძლიერია და საკუთარი თავის სრული უარყოფის და სრული გაღების,ზეპიროვნული სულიერი დისციპლინის აკლდამაში ჩასვლის შემდეგ წარმოგვიდგება აღმდგარი და გარდაქმნილი. ნათქვამია,
"საკუთარი სულის შემძულებელი შეინარჩუნებს მას", და ეს დაპირება თავს ამართლებს გრიგორ ნარეკელის ისტორიულ-ლიტერატურულ კაზუსში.

ბერი პოეტი მოურიდებლად ექცევა თავისი შემოქმედების ინდივიდუალურ "სულს",უარს ეუბნება მას ყოველგვარ ბიოგრაფიულ ინდენტობაზე,მთლიანად შლის ყველაფერ პორტრეტულს,ზღუდავს მის სპონტანურ თვითგამოხატვას თუმცა სულის სიცოცხლე შენარჩუნებულია. ყოველი მკითხველი შეიძლება დარწმუნდეს მის დაცულობაში. არ იქნება ცუდი თუ კი ნარეკაცის კითხვა ყოველ ჩვენგანს დაარწმუნებს პიროვნული საწყისის სირთულეში.
სომხური ახტამარი
გრიგორ ნარეკელი თავისი პოეზიის ზეპიროვნულ მიმართულებას აქცევს განსაკუთრებულ პოეტურ თემად. ის პათეტური მონუმენტური მოძრაობით უკუაგდებს თავის ინდივიდუალობას,  ის თითქოს ხელის მოქნევით ანგრევს კედელს მე-სა და არამეს შორის რათა თხოვნა საკუთარი თავისთვის არ გაირჩეს თხოვნისგან სხვებისთვის. ჩვენს საუკუნეში პოეტები ხშირად ეძებდნენ "გზას ერთის ჰორიზონტიდან ყველას ჰორიზონტისკენ". ნარეკაცის პოეზიის ჰორიზონტი ყოველ წუთს ყველას ჰორიზონტია,რა თქმა უნდა დანახული ისე როგორც ამის დანახვა შეეძლო იმდროინდელ ადამიანს. და საგანგებოდ გამოხატულია,გამოთქმული სიტყვაში "ყველასთან ერთად ვითხოვ მოწყალებას,დამცირებულებთან და გაუბედავებთან,დაცემულებთან და შეზიზღებულებთან ერთად..."

ნარეკაცი დაუსრულებლად ჩამოთვლის იმათ ვისთანაც აერთიანებს თავს თავისი არსებობის საბოლოო,ყველაზე უკანასკნელ ინსტანციაში-უფლის ტახტის წინაშე და ჩამოთვლა გრძელდება და გრძელდება:
 ჩაგრულებთან და გაძლიერებულებთან ერთად,
დაცემულებთან და ამდგარებთან ერთად,
უარყოფილებთან და მიღებულებთან ერთად,
შეძულებულებთან და მოწოდებულებთან ერთად,
უგონოებთან და გამოფხიზლებულებთან ერთად,
აღვირახსნილებთან და თავშეკავებულებთან ერთად,
მოშორებულებთან და დაახლოებულებთან ერთად,
უარყოფილებთან და შეყვარებულებთან ერთად,
შეშინებულებთან და გამბედავებთან ერთად,
შერცხვენილებთან და გახარებულებთან ერთად
//თავი 32,პარაგრაფი 1//.
თითქოს ვხედავთ ორ ხალხმრავალ ბრბოს,ორ გუნდს. ზოგი ყველა დაცემის შემდეგ წამოდგა და სწორად და მხნედ დგას.ისინი ხარობენ თავის მტკიცე რწმენაში, მათ მტკიცედ იციან თავისი რჩეულობის შესახებ,სხვები მერყეობენ, ყანყალებენ, ეცემიან, არ შეუძლიათ წამოდგომა, შეძრულები არიან ეჭვით,გრძნობენ თავს უარყოფილებად, გარიყულებად, თითქოს დანიშნულებად დაღუპვისთვის.

პოეტს რომ ეფიქრა მარტო საკუთარი თავის გადარჩენაზე ის ილოცებდა იმაზე რომ ღმერთს მიეცა მისთვის პირველებთან და არა მეორეებთან ყოფნის საშუალება. პოეტს რომ ეფიქრა მარტო თავის თავმდაბლობის და მორჩილების გადმოცემაზე ის თავს ერთმნიშვნელოვნად გააიგივებდა მეორეებთან, იტყოდა რომ ცოდვილია და ამიტომ გამოყოფილია მართლებისგან. თავიდან ის მართლაც აერთიანებს თავს დამცირებულებთან და გაუბედავებთან,დაცემულებთან და უღირსებთან,მაგრამ შემდეგ ტიხრები მოხსნილია.

თითქოს ორი გუნდი განსხვავდება ერთმანეთისგან,ისინი შეკრებილია საწინააღმდეგო ნიშნების მიხედვით მათ არა აქვთ არაფერი საერთო. მაგრამ რჩეულები და მხნეები განუწყვეტლივ  შუამდგომლობენ უარყოფილებზე და დავრდომილებზე,ისინი კი ითხოვენ შველას. გუნდები ურთიერთობენ ერთმანეთთან.

ნარეკელის ტრადიციისთვის ესაა მიღებული დოქტრინის შემადგენელი ნაწილი,მაგრამ მისი პოეზიისთვის ესაა არაჩვეულებრივად მძაფრად ხაზგასმული თემა. პოეტი ერთდროულად ორივე გუნდთანაა და ამიტომ ამ გუნდების შეერთება ხდება პოეტში და პოეტით. ისაა მაცნე.

ადამიანები ერთად უნდა იყვნენ და ამიტომ პოეტი უკვე ეხლა ყველასთან ერთადაა.
    
ნარეკელი დაუღალავად ამბობს რომ ის ლაპარაკობს ყველას მაგივრად და ყველასთვის.მაგრამ ის აკონკრეტებს კიდეც. ის ამბობს თუ ვის სთავაზობს თავის წიგნს როგორც დარიგებას და სარკეს:
   
იმათაც ვინც იწყებს ცხოვრებას,
სრულწლოვანთაც.სიმწიფის ასაკში შესულთაც,
უძლურ მოხუცთაც.
ცოდვილებს და მართლებს,
თვითკმაყოფილ ქედმაღლებსაც და იმათაც ვინც საკუთარ თავს საყვედურობს ჩადენილი ცოდვების გამო,
 კეთილებს და ბოროტებს.
მონებს და ტყვეებს,
წარჩინებულებს და დიდებულებს,
გლეხებს და ბატონებს,
მამაკაცებს და ქალებს,
მბრძანებლებს და ქვეშევრდომებს.
აღზევებულებს და დამცრობილებს,
 დიდებს და პატარებს,
აზნაურებს და წვრილ ხალხს,
ცხენოსნებს და ფეხით მავალებს,
ქალაქელებს და სოფლელებს,
ქედმაღალ მეფეებს,
ცის მკვიდრთა თანამოსაუბრე მეუდაბნოეებს,
კეთილზნიან დიაკვნებს,
ღვთისმოსავ მღვდლებს,
დაუღალავ და მზრუნველ ეპისკოპოსებს,
ღვთის ნაცვლებს პატრიარქის ტახტზე
რომლებიც არიგებენ მადლის საჩუქრებს და აკურთხებენ.

(თავი  3, § 2, с. 6-30)

No comments: