9.11.2012

სულიერებაზე ევროპელი ახალგაზრდებისთვის -3:

მეორე პარტნიორი - ადამიანი:   
სულიერი თავგადასავლის მეორე პარტნიორია ადამიანი. უნდა ითქვას ისიც რომ ადამიანი საიდუმლოა და ის გარკვეულად გაუმჭვირვალეა თავისი თავისთვის. ბუნებრივი გონება,კეთილგონიერება და დაკვირვება მას ბევრ რამეს ეუბნება. მაგრამ ღმერთს კიდევ ბევრი რამე აქვს სათქმელი ადამიანისთვის თვითონ ადამიანის შესახებ. . ანტროპოლოგიური საკითხი თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია.
ბიბლიური ტრადიციის თანახმად  შემოქმედმა ღმერთმა ადამიანი შექმნა  თავის ხატად და სახედ, სამყაროს ცენტრად და მეფედ.

ადამიანი არის მთელი მატერიალური ორგანიზაციის მწვერვალზე, სულიერ და უსულო ქმნილებათა მაღლა და რადიკალურად და ფუნდამენტალურად განსხვავდება სხვა ქმნილებებისგან.  მას დანარჩენ სამყაროსთან აერთიანებს მისი მატერიალურობა, მაგრამ თიხისგან მოზელილ ადამიანს ღმერთმა შთაბერა სიცოცოხლის სუნთქვა და სული.

ადამიანის უპირატესობა დანარჩენ სამყაროს მიმართ სიმბოლიზებულია  ადამის მიერ ცხოველებისთვის სახელების დარქმევით. ბიბლიის ენით რამისთვის სახელის დარქმევა  არის ღრმად ცოდნა იმისა რასაც არქმევენ სახელს, მეტიც, მისი არსის შეცვლა.     


ღმერთი ასე ცვლის თავის რჩეულთა სახელებს ვინაიდან ის ახლებურ ურთიერთობას ამყარებს მათთან. აბრამი ხდება აბრაამი,იაკობი ხდება იზრაელი, სიმონი ხდება პეტრე,და ა.შ. ადამის მიერ სახელების დარქმევა ნიშნავს იმას რომ ისაა ბატონი იმისა რასაც სახელს არქმევს.
      
ადამიანი არაა ჩაკეტილი მატერიაში. ის შედგენილი არსებაა, მთლიანობაა რომელსაც ჩვეულებრივი ვუწოდებთ პიროვნებას. ერთის მხრივ ის მატერიაა, მაგრამ მასშია ღვთაებრივი სული რომელიც სცდება მატერიალური სამყაროს საზღვრებს და ეხება სულიერ სამყაროს. ადამიანი არის ორი სამყაროს,მატერიალური და სულიერი სამყაროების მოქალაქე. მატერიალური სამყაროდან გამოსული ადამიანი ეხება სულიერ სამყაროს.
      
ადამიანი იმყოფება მატერიალური სამყაროს მწვერვალზე და ბატონობს მასზე, მაგრამ ის გარკვეულად სწვდება უხილავ სამყაროს რომელშიც არიან ღვთაებრივ მშვიდობაში მყოფი მიცვალებულები, ღმერთის მსახური ანგელოზები.
       
მაშადამიანი დიადიცაა და პატარაც, ის პარადოქსული არსებაა. 
  
ადამიანის სიდიადე დაკავშირებულია იმასთან რომ ისაა ღმერთის ხატი,მისი შემოქმედის მშვენიერებისა და დიდების ანარეკლი. ის ასევე მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობისკენ. 
        
 ამიტომაა რომ ბიბლიური და შემდეგ ქრისტიანულ ანტროპოლოგიაში ადამიანს ვერ გავიაზრებთ ღმერთის გარეთ. ადამიანი თითქოს ღმერთის ოჯახიდანაა და ის სისრულეს აღწევს და საკუთარ თავს შეიცნობს ღმერთთან ურთიერთობისას.  ადამიანი ცხოვრობს ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში. 
       
ადამიანის დიდება სწორედ იმაშია რომ მას შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა.
        
პატარაა ადამიანი იმიტომ რომ ისაა ქმნილება და არა ღმერთი. ადამიანს არ შეუქმნია თავისი თავი. მას მიანდეს ის სამყარო რომლის მწვერვალზეც დააყენეს. ადამიანს არ შეუქმნია ეს სამყარო, ადამიანის ჭეშმარიტებაა ამ პირობის მიღება. 
        
ნამდვილი ადამიანობა სიფხიზლეა, სიმართლეა. სიმცირე შეიძლება მიღებული იქნეს იმიტომ რომ ისაა სიდიადის პირობა. ეს სიმცირე ხსნის გზას ღმერთისკენ.
          
ეს ჭეშმარიტება არ უნდა იყოს განცდილი მხოლოდ ინდივიდუალურად.  ადამიანი არის ურთიერთობაში მყოფი არსება. 
        
ადამიანი არ უნდა იყოს მარტო. ის ცხოვრობს სხვებით და სხვებისთვის. 
ადამიანის ბუნების შემადგენელი ნაწილია ღრმა და ორიგინალური სოლიდარობა. 
       
ბიბლიას ეზიზღება გაზვიადებული ინდივიდუალიზმი.
           
 ადამიანს დაეკისრა თავისი შრომით სამყაროს გარდაქმნა და ორგანიზაცია. ის ერთგვარად ავსებს და განასრულებს ღმერთის ქმნილებას. 
         
ამ შრომით ადამიანი ახორციელებს საკუთარ თავს  და ვინაიდან ისაა ორი სამყაროს გადაკვეთის ადგილას მას შეუძლია ღმერთისთვის სამყაროს მთელი მშვენიერების მიძღვნა. 
     
ღმერთის მიერ შექმნილი და სამყაროს მეფედ დადგენილი ადამიანი ამ სამყაროს  უწვდის ღმერთს თაყვანისცემის, ქების, მადლიერების, მადლის ქმედების საგალობელში. 
        
 ადამიანის ასეთი ხედვა ჰარმონიულ სინთეზში მოიცავს ადამიანის ინდივიდუალურ და სოციალურ განზომილებებს,მის შრომას, მის მისწრაფებას არსისკენ რომელიც მასთან დაკავშირებულია სიყვარულით აღსავსე ურთიერთობით. 
       
მაგრამ ადამიანის დრამა იმაშია რომ მან არ მიიღო ეს მდგომარეობა. ადამიანის ხატად შექმნილი ადამიანი თავისუფალია, ღმერთს არ უნდა მონები რომლებიც მათი საკუთარი ნების წინააღმდეგ უნდა დაემორჩილონ მას. მან, მაშ, ადამიანს მისცა ნების, არჩევანის თავისუფლება. 
           
მაგრამ პირველმა წყვილმა უარყო ჭეშმარიტება თავისი არსის შესახებ. 
   
სატანას მიერ ცდუნებულმა ადამმა და ევამ დაიჯერეს რომ შემოქმედი ღმერთი მათ ატყუებს და მოინდომეს მასთან გათანაბრება და ესაა საწყისი ცოდვა. ის შემდეგ გადაეცა მთელ კაცობრიობას. 
         
ღმერთის მიერ აღმოსავლეთში გაშენებული სამოთხის ბაღი სადაც  ცხოვრობდნენ ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე აღარ არსებობს. 
         
დღევანდელი სამყარო არის აოხრებული ბაღი. საწყისი მშვიდობა გაქრა. 
       
საწყისმა, თავდაპირველმა ცოდვამ ადამიანი ჩამოაშორა ბუნებას, ადამმა არ დაიცვა ევა ღმერთის წინაშე და ამიტომ მამაკაცი ჩამოშორდა ქალს. ადამიანის შიგნითაც კი  გაჩნდა განხეთქილება ადამიანსა და ღმერთს შორის //სიშიშვლის სირცხვილი//. 
         
მაგრამ არაფერი დაკარგულა ღმერთმა იესო ქრისტეში გამოისყიდა ადამიანი და და აამაღლა ის არნახულ სიმაღლეზე. 
       
ადამიანის ისტორიას ძველი აღთქმის და განსაკუთრებით ახალი აღთქმის შუქზე პოზიტიურად უნდა შევხედოთ. 
          
 ადამიანი ამიერიდან თავის თავს ეუფლება, იაზრებს და ღმერთთან ურთიერთობას ამყარებს იესო ქრისტეში.  ქრისტე, მაშ, არის შესაქმის წიგნის განსრულება და ახსნა. 
      
ადამმა კაცობრიობას დაუტოვა დაჭრილი გული. ქრისტემ,პირიქით,ღმერთის სრულყოფილი სახე... ღმერთის სახე ადამიანში ასე ატაცებულია და ამაღლებულია ბრწყინვალების ახალ და გაუგონარ დონეზე. ...
       
ადამიანი ქრისტეს წყალობით, თუ კი გავბედავთ ამის თქმას, ხდება "პატარა ღმერთი".
             
ადამიანის ორგანიზმი სულიერი თვალსაზრისით.     
ადამიანი პირველ რიგში შექმნილია თავისი მიდრეკილებების, ტენდენციების, გრძნობიერების მქონე სხეულისგან.
         
ყველაფერი ეს თავისთავად კარგია, მაგრამ დაზიანებულია საწყისი, თავდაპირველი ცოდვით. მაშ არსებობს გადახრათა და ვნებათა ბუნებრივი საფრთხე. 
        
ქრისტიანობა არ ამბობს რომ ყველა ვნება კარგია უბრალოდ იმიტომ რომ ისინი არსებობენ.
       
საჭიროა ადამიანის ბუნებრივ ვნებათა და მისწრაფებათა აღზრდა. ეს აღზრდა გრძელდება მთელი სიცოცხლე. 
            
ადამიანი პირველ რიგში თავს გამოხატავს თავისი სხეულით.
     
სხეულს ასე აქვს გამორჩეული ღირსება რომელიც ეკლესიამ საუკუნეთა მანძილზე გამოხატა დაკრძალვის რიტუალებით. 
        
მაგრამ სხეულმა ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ცოდვამდეც. ეს ხსნის წმინდა წერილის ზოგ მტკივნეულ რეაქციას
     
"უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?
ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.
        
ამრიგად, აი, ჩემი გონებით ღმერთის სჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით-ცოდვის კანონისა." //რომაელთა მიმართ 7,24-25//.
        
მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ამ განცხადებათა ნიუანსირება და ჩასმა სიცოცხლისა და არსებობის სიხარულის  მიღების უფრო ფართო კონტექსტში.
             
ამ სხეულთან მჭიდროდაა დაკავშირებული უკვდავი სული. ისაა სხეულის ორგანიზაციის პრინციპი. ის უზრუნველყოფს სხეულის შედგენას და მის ურთიერთობას სულიერ სამყაროსთან. 
       
ადამიანში ხორცის გარდა არის სული რომელსაც ვერ გამოაჩენს ქირურგის სკალპელი. ადამიანი არაა მხოლოდ მატერია. 

არისტოტელე მართალია როდესაც ამბობს რომ ადამიანი არის გონიერი ცხოველი,მაგრამ კიდევ უფრო მართალია ისიც რომ ადამიანი მიმართულია ღვთაებრივისკენ.
            
 სული უზრუნველყოფს გონების მოქმედებას, მაგრამ თვითონ ის მიდის გონებაზე ბევრად უფრო შორს-ღმერთისკენ, ჭეშმარიტი არსისკენ. 
         
 ადამიანი ხორციელი არსებაა და მთელ თავის ცოდნა იღებს ხილული სამყაროდან. ბერძნული ანდაზის თანახმად გონებაში არის მხოლოდ ის რაც თავიდან აღქმულია გრძნობებით. 
         
გონება ხვეწს და ალაგებს ამ შეგრძნებებს. გონება მუშაობს განსჯით და ანალიზით. 
         
გონიერება, მაშ, არის სულის პირველი თვისება. მაგრამ ადამიანი არაა სუპერკომპიუტერი ან,სულ მცირე,ის სუპერკომპიუტერზე მეტია. 
                
ადამიანის გონიერებაში არის რაღაც რაც გაურბის წმინდა ფიზიკური და ბიოლოგიური მიზეზების თამაშს. 
            
სულის მეორე თვისებაა ნება. ჩვენ ვერ აღვიქვამთ მას ამ სიტყვის მოარული მნიშვნელობით ვინაიდან მისი მნიშვნელობა დროთა მანძილზე დამახინჯდა. 
      
ნება არის სიკეთისკენ მსწრაფი უნარი. ისე როგორც გონიერება არის ჭეშმარიტებისკენ მსწრაფი უნარი. 
          
ადამიანის სიღრმეში, მაშ, არის სწრაფვა სიკეთისკენ რომელიც მოისვენებს მხოლოდ უმაღლეს სიკეთეში, ღმერთში. 
         
ნებასთან დაკავშირებულია თავისუფლება. ადამიანმა გადამწყვეტი არჩევანის მაგივრად შეიძლება გააკეთოს ნაწილობრივი არჩევანი. გონება შეიძლება შესცდეს და ნება შეიძლება ასცდეს გზას. საწყისი ცოდვის შემდეგ ადამიანში არის სისუსტე რომელიც აადვილებს ასეთ გადახრებს. 
       
მაგრამ ადამიანი კარგადაა აღჭურვილი ცხოვრებისთვის და საკუთარი მეობის გამოსახატავად.
         
 ადამიანი   თითქოს ფინალიზებულია ღმერთით. მისი გონება დამშვიდდება მხოლოდ ტოტალურ ჭეშმარიტებაში და მისი ნება აბსოლუტურ სიკეთეში რომელიც არის პიროვნება.
           
ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი დანარჩენი უსარგებლოა. ყველაფერი მნიშვნელოვანია, აუცილებელია, მაგრამ შეფარდებითი. 
 
აქ ისევ ვპოულობდ ერთდროულად სიდიადეს და სიმცირეს.
       
გონიერებას და ნებას ზოგი ავტორი წმინდა ავგუსტინეს კვალზე უმატებს მეხსიერებას.
     
მეხსიერება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში ვინაიდან ადამიანი ცნობიერად თუ არაცნობიერად საკუთარ თავს ხედავს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ წარსულთან მიმართებაში.და მეხსიერება არსებით როლს ასრულებს სულიერებაშიც.
       
ადამიანი ასე არის რთული არსება. ის იგება მრავალ დონეზე.
   
თავიდან არის არსებობის  უბრალოდ ბიოლოგიური დონე  რომელიც ადამიანს უახლოვებს ცხოველებს და რომელზეც ბატონობენ ემოციები.  შემდეგ მოდის რაციონალური დონე,რომელსაც ამდენად გაუსვა მე-16 საუკუნიდან თანამედროვე ანტროპოლოგიამ.

მაგრამ არის სულიერი დონეც, რომელზეც ხდება კონტაქტი ღმერთთან. ეს დონე არ უნდა დარჩეს იზოლირებული. მან თანდათანობით უნდა მოიცვას სხვა დონეებიც.
   
ადამიანობა, მაშ, არის  ცხვრება მთელ ამ მთლიანობაში სადაც თანდათანობით იგება პიროვნება, პიროვნების გამოხატულება.
     
ესაა მიღება და ჩამოყალიბება საკუთარი ემოციურობისა ამ ემოციურობის მონად ქცევის გარეშე. ესაა განვითარება საკუთარი ინდივიდუალური გონიერებისა. და ბოლოს ესაა ღმერთის მიღება საკუთარ სულში, მისი გონიერებით, ნებით, მეხსიერებით და აქედან ღმერთის განვრცობა სხვა დონეებზე.
     
ადამიანი თავის მეობას გამოკვეთს არჩევანთა სერიით და უწყვეტი ძალისხმევით.
           
ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით ადამიანზე როგორც ინდივიდუალობაზე. მაგრამ ადამიანი არაა მარტო.
       
ქრისტიანობა უფრო შორს მიდის და ამბობს რომ ადამიანისთვის კარგია საზოგადოებაში ცხოვრება.
   
ჩვენ ერთად ვართ არა მარტო პრაქტიკული მოსაზრებებით,როგორც ამბობდა რუსო.
     
ჩვენ ერთად ვართ იმიტომ რომ ვართ ერთი ოჯახის წევრები სიტყვა ოჯახის ყველაზე ძლიერი მნიშვნელობით.
     
ჩვენ არა ვართ მხოლოდ ბიოლოგიურად ნაგები ტომი. ჩვენ ვართ ძმები და დები. ჩვენ ვართ ერთმანეთის მსახურნი სიყვარულის სულისკვეთებით და ქრისტე არის ჩვენი კავშირების ცენტრში.
       
საზოგადოების ქრისტიანული ხედვა უპირისპირდება ჰეგელიანელობას და მარქსიზმს. მაგრამ ეს არაა იდეალისტური და გულუბრყვილო ხედვა.
     
ქრისტიანობა უწევს ანგარიშს იმას რომ ადამიანი ცოდვილია რაც ძლიერად და მკვეთრად გამოიხატება ადამიანურ ურთიერთობებში.
         
სწრაფვა ბატონობისკენ, ძალადობა და ყველანაირი  გადაგვარებები სამწუხაროდ ახასიათებს ცოდვილ კაცობრიობას ყველა დონეზე: წყვილები, ოჯახები, სოციალური ორგანიზმები, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება....
     
მაგრამ თუ კი ღმერთი კურნავს ადამიანს როგორც ინდივიდუალურ არსებას ის კურნავს ადამიანს როგორც სოციალურ არსებასაც. ის კურნავს ადამიანს ოჯახურ ურთიერთობებში რომლებიც მიისწრაფიან ქრისტიანული ოჯახების შექმნისკენ, ის კურნავს ადამიანს სოციალურ ურთიერთობებში უფრო ფართო არეში,  თუნდაც ეს უფრო ძნელი და უფრო იშვიათი იყოს.
       
რაც არ უნდა იყოს კოლექტიური ცხოვრება ვერ გამოირიცხება სულიერებიდან.
     
კოლექტიური ცხოვრება არაა მხოლოდ დაპირისპირებათა თუ საჭიროებით განპირობებულ ურთიერთობათა ადგილი.
         
კოლექტიური ცხოვრება აგრეთვე არის მეორე მცნების ადგილი

"ხოლო ფარისევლებმა გაიგონეს, რომ მან დაადუმა სადუკევლები, და ერთად შეიკრიბნენ.

ერთმა მათგანმა, სჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას: მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი სჯულში?

ხოლო მან უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

ეს არის დიდი და პირველი მცნება.
და მეორე ამის მსგავსია: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი.

ამ ორ მცნებაზეა გამოკიდებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველნიც. //მათე 22,34-40.//
//გაგრძელება იქნება//.

No comments: