9.11.2012

სპარსეთი-ლამაზი ქვეყანა რომლის ნორმალური მკვიდრებიც ფირდოუსის სცემენ პატივს და არა შაჰ აბასს თუ სტალინს:


ახალ-ახალი დამპყრობლების მიერ ჩაგრული და ჩაჩუმებული ხალხის დარდს და ოცნებებს გამოხატავდნენ პოეტები. მათ ზოგჯერ სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ ისინი მაინც ამბობდნენ სათქმელს.
ფირდოუსის კულტი:
ვერაფერმა ვერ შეუშალა ხელი სპარსელებს ფარსიზე, სპარსულად ლაპარაკში. ენა ნაწილობრივ არაბიზებულია, მაგრამ ფესვი ძველი სპარსული დარჩა.

ითვლება რომ X საუკუნის ერთმა პოეტმა გადაარჩინა დავიწყებას სპარსული ენა და ისტორია.

ფირდოუსი არის ჰომეროსის სპარსული ექვივალენტი.

ამ ქვეყანაში, სადაც პოეტებს თაყვანს სცემენ, პოეტი ბევრია. დავასახელებთ რუმის, აბუ საიდს, ომარ ხაიამს თუ ჰაფეზს.

მათი ქმნილებები სპარსელებისთვის ყორანის მსგავსად, თუ უფრო მეტად არა, გზამკვლევებია სასიყვარულო და ცხოვრებისეულ საქმეებში.

მაშინ როდესაც ახალი დამპყრობელი ჩაგრავდა მოსახლეობას და არ აძლევდა მას თავისი ნაფიქრალის გამოთქმის საშუალებას ჩაგრული ხალხის დარდს, ვარამს თუ სიხარულს და ოცნებას მათი ლექსებით გამოთქვამდნენ პოეტები.
" ზოგჯერ პოეტებს სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ ისინი მაინც ამბობდნენ სათქმელს", ამბობს არქეოლოგი იუსეფი.

სწორედ ამიტომაა რომ თუ კი ირანი იფარებს სპარსულისაგან განსხვავებულ მრავალ ენას და კულტურას (თურქმენულს, არაბულს, აზერის, ბალუჩურს, ქურთულს, სხვათა შორის), " ყველა ლაპარაკობს სპარსულად, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენაზე."

გულწრფელი მაჰმადიანი ფირდოუსი სუსტად თუ განიცდიდა არაბულ გავლენას. მან თავისი ცხოვრების 30 წელი მიუძღვნა ირანის ეპიკური ისტორიის, "შახ ნამეს",  " მეფეთა წიგნის" ლექსად დაწერას და გამოიყენა არაბული წარმომავლობის სიტყვათა მინიმალური რაოდენობა.

ფირდოუსის აკლდამა
ეს ფრესკა გადმოსცემს პერიპეტიებს რომლებითაც აჭრელებულია 50 მონარქია: მათ ასვლას ტახტზე, სიკვდილებს, ხშირ გადადგომებს ტახტიდან და ძალით დამხობებს. ის მთავრდება არაბული დაპყრობით რომელიც აღწერილია როგორც უბედურება, კატასტროფა.

მთავარი გმირია მამაცი, პატიოსანი და მოუსყიდავი რაინდი, ერის მხსნელი, "მარჯვე გმირი", როგორც მას აღწერს სპარსეთის სპეციალისტი და "შახ ნამეს" ინგლისურად მთარგმნელი ნიკ დევისი.

"რუსტემის ისტორიები ირანელთა მითებია, ისინი ასე ხედავენ თავის თავს", წერს იგი.

მოთხრობები ახსენებენ მაჩხუბარა მეფეებს და მხსნელ გმირებს. მხსნელი გმირები თითქმის ყოველთვის ეთიკური თვალსაზრისით უფრო მაღლა დგანან ვიდრე მეფეები რომლებსაც ისინი ემსახურებიან. ისინი უპირისპირდებიან დილემას რომლის წინაშეც დგანან უსამართლო,ბოროტი თუ არაკომპეტენტური ხელისუფლების პირობებში მცხოვრები ადამიანები.

ნაწარმოების აკვიატებული იდეა სწორედ ისაა რომ ისინი ვინც საუკეთესონი იქნებოდნენ როგორც ქვეყნის მმართველები ყველაზე ნაკლებად ინდომებენ ამას.

ისინი უფრო დაინტერესებული არიან კაცობრიობის მტანჯველი დიდი საკითხების (სიბრძნის ბუნება, ადამიანის სულის ხვედრი, ღმერთის ჩანაფიქრთა განუჭვრეტლობა) გააზრებით და და გადაწყვეტით.

"შახ ნამეს" ორიგინალი დიდი ხნის წინ დაიკარგა. დარჩა მხოლოდ ასლები
რომელთაგანაც ერთ-ერთი არის გოლესტანის სასახლის მუზეუმში, თეირანში...

ამბობენ რომ ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში, როგორიც არ უნდა იყოს მისი განათლების დონე, შეუძლია ფირდოუსის ზოგი ლექსის თქმა ზეპირად.

პოეტე4ბი შახ მახმუდ რაზნევის წინაშე
ფირდოუსის ხშირად საჯაროდ კითხულობენ უნივერსიტეტში, კერძო პირთა სახლებში ან ჩაის ტრადიციულ სახლებში, მაგალითად აზარის ჩაის სახლში თეირანის სამხრეთ ნაწილში. მისი კედლები შემკულია "შახ ნამეს" სურათებით, მათ შორის რუსტემის მიერ სოჰრაბის მოკვლის სცენით.

მარტო მთხრობელი არაჩვეულებრივად კითხულობს, შემდეგ მუსიკოსები უკრავენ ტრადიციულ მუსიკას და მღერიან ქალის სიყვარულის თუ ალაჰის სიყვარულის წადილის შესახებ.

ადამიანები სხედან გრძელ მაგიდებთან ან წამოწოლილები არიან ესტრადებზე რომლებზეც გადაფარებულია სპარსული ხალიჩები. ისინი ეწევიან პატარა სიგარეტებს ბამანს და ტაშს უკრავენ მუსიკის რიტმში. მიმტანები პატარა ჭიქებით ჩამოატარებენ ჩაის, შემდეგ მოაქვთ ინდისხურმა, ქაბაბი...

ბავშვები ცეკვავენ მაგიდებზე. მათ ამხნევებენ კლიენტები რომლებიც მათ ფოტოებს უღებენ მობილური ტელეფონებით (გაგრძელება იქნება).
firdousi


No comments: