9.12.2012

სულიერებაზე ევროპელი ახალგაზრდებისთვის - 4, ბუნების და მადლის თამაში:

ადამიანის ბუნებაა მისი წყობა, რომელიც ითხოვს ბედნიერებას.მაგრამ ადამიანი ვერ იარსებებს დიდხანს მისი შემოქმედი ღმერთის გარეთ და გარეშე. არ არსებობს მაშ ადამიანის აქტივობა რომლის მიზანიც თვითონ მასში იქნება.

ადამიანის ბუნება აწყობილია მადლით. მაგრამ მადლი არ სპობს ბუნებას როგორც ამას ფიქრობდა ლუთერი. მადლი შეაღწევს ბუნებაში და სრულყოფს, ამაღლებს მას.

ადამიანის ბუნება, მაშ,ა რ მოქმედებს თავის საკუთარ და ავტონომიურ სფეროში რომელიც თავისთავად დაიმსახურებდა ხსნას, როგორც ამას ფიქრობდა წმინდა ავგუსტინეს მოწინააღმდეგე ბერი პელაგიუსი. ეს იქნებოდა ახლობელი მამა ღმერთის საწინააღმდეგო რამ...

მადლი არის ყველაფერში რითაც ცხოვრობს ღვთისმოსავი ადამიანი. მადლი მას თან ახლავს, მეტიც, კარნახობს თუ რა უნდა აკეთოს.

ქრისტიანული ცხოვრება არის მადლის ცხოვრება სულში.

მადლი არის ძლიერი და კეთილგანწყობილი ღმერთის უანგარო ძღვენი ადამიანს. მადლის ცნება დაკავშირებულია გულმოწყალების, სინაზის, მომთმენი და კეთილგანწყობილი სიყვარულის ცნებებთან.
ყოველივე ეს უზომო ძალას იძენს ქრისტეს პიროვნებაში. მადლი, მაშ, არის ქრისტეს ცხოვრება ჩვენში და, უფრო ზუსტად, ახალი სიცოცხლე.

მადლი არის აგრეთვე ღმერთის ძღვენი რომელიც ჩვენ გვამსგავსებს მას. ამიტომ ტექნიკურ ენაზე მას უწოდებენ განმწმენდ მადლს.

ეს არის ღმერთის ყოფნა სულში, რაც არის გრძნობიერის და რაციონალურის მიღმა. მადლით ჩვენი გონება და ნება აღწევს უმაღლეს მიზანს-ღმერთი ხდება ცოდნის და სიყვარულის ობიექტად მაშინაც კი როდესაც ამქვეყნად ყველაფერი ეს ისევ საიდუმლოთია მოსილი.

მადლი ასე არის სულის უნარებში და სულ უფრო და უფრო მსჭვალავს მათ.

მადლი არის თვითონ სამებაში ჩართვა და ის იძლევა ღვთაებრივი სიყვარულის უნარს. ისაა ის რაც ყველაზე ღრმაა ჩვენში. ...

მადლი პირველ რიგში სრულყოფს ბუნებრივ სათნოებებს.

სათნოებებს უწოდებენ ცნობიერების, სვინდისის ჩვევებს რომლებსაც ადამიანი იძენს ძალისხმევით, აღზრდით და განმეორებით.

ადამიანი ბუნებრივადაც ეძებს ბედნიერებას და ეს ბედნიერებაა მორალური კანონის დაცვა და სათნოება. სვინდისი მასში არის შინაგანი და ბედნიერებისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელი მსაჯული. 


ტრადიციულად გამოყოფენ ოთხ მთავარ სათნოებას და პირველი სათნოება არის სიფრთხილე.

ეს არაა შიში, ესაა სწორი მსჯელობის უნარი. ის გონებას მიმართავს სწორი მიმართულებით. და ეს ვერ მიიღწევა ერთ დღეში.

მართლმსაჯულება სწონის სხვადასხვა მოვალეობას და მოქმედებას მიმართავს იქითკენ რაც ეკუთვნის ყველას.

ძალა იყენებს იმას რაც ყველაზე ძლიერია და აქტიურია ვნებებში და მათ მიმართავს სათნოებისკენ. არაა ლაპარაკი ადამიანის შინაგან მოძრაობათა სისტემატურ დათრგუნვაზე. უგრძნობლობა ცუდია. პირიქით, საჭიროა ადამიანის შინაგან მოძრაობათა, ვნებათა სასიკეთოდ გამოყენება.

თავშეკავება ნაკლებად დინამიურია მაგრამ ის ყველა წადილს უმორჩილებს გონებას.
მთავარ სათნოებებს ახლავს მათი დამაზუსტებელი და ყველა გარემოებასთან შემთანხმებელი მრავალი დამატებითი სათნოება....

ადამიანში არის სათნოებათა ბუნებრივი ორგანიზმი რომელიც უნდა გარდაქმნას მადლმა.

მაგრამ ადამიანში არის წმინდა ზებუნებრივი ორგანიზმიც. ის პირველ რიგში შექმნილია თეოლოგალურად წოდებული სათნოებებით.

უპირველესი თეოლოგალური სათნოებაა ღმერთისა და მისი გამოცხადების რწმენა. ეს ღმერთის ძღვენია.

გონებას შეუძლია მისვლა რწმენის ზღურბლამდე, მაგრამ რწმენა არ შედის მხოლოდ გონებაში,ის შედის გულშიც.

რწმენა ეძლევა მასში რაღაც გახსნილის, რაღაც ღარიბის თუნდაც ამის გაუცნობიერებლად მქონე ადამიანს. რწმენა ასე არის სინათლე,შესასვლელი ღვთაებრივ სამყაროში. მაგრამ ამქვეყნად ეს სინათლე ბუნდოვანი და პარადოქსულია.

ჩვენ გვწამს რაღაცისა რასაც ჯერ ვერ ვხედავთ. მაგრამ ის სულაც არაა აბსურდული. ის უბრალოდ გონების მიღმაა. რწმენამ შეიძლება შეიძინოს საოცარი ძალა და სიმყარე,

იმედი არის ღმერთის როგორც ერთგული და მოყვარული მამის ნდობა. ადამიანს შინაგანად სწამს რომ მიიღებს იმას რაც საჭიროა ბუნებრივი და ზებუნებრივი ცხოვრებისთვის.

იმედი ხანდახან გმირულია, ისაა "იმედი ყველა იმედის იმედის წინააღმდეგ ", ე.ი. ყველანაირი ადამიანური იმედის წინააღმდეგ.

გულმოწყალება,ქველმოქმდება არის ღვთაებრივი სიყვარული ადამიანში. წმინდა პავლეს თქმით ესაა უდიდესი სათნოება. //იხ სიყვარულის საგალობელი, 1კორინთელთა მიმართ 13//.

ის თავიდან მიმართულია ღმერთისკენ,მაგრამ შემდეგ ადამიანებისკენ როგორც ღმერთის შვილებისკენ. /"/რათა სიყვარული რომლითაც შემიყვარე იყოს მათში და მე მათში" , ამბობს იესო. იოანე 18,26//.

და კიდევ ჩემი მოწაფეები რომ ხართ,იმით გაიგებენ ყველანი თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის //იოანე 13,35//.

წმინდა თომა აქვინელის თქმით ეს სათნოებები ადამიანზე მაღლაა. მათ ასევე შეიძლება ეწოდოს წმინდა ადამიანური,მაგრამ ზეადამიანური ანუ ღვთაებრივი სათნოებები 
//თეოლოგიური ჯამი//.

სამი თეოლოგალური და მადლით სრულყოფილი კარდინალური სათნოებებით ამოძრავებული ადამიანის ზებუნებრივი ორგანიზმი ივსება აულიწმინდას ძღვენით.

ადამიანი ვინც თავისი თავი მიუძღვნა ღმერთს სულ უფრო და უფრო იმსჭვალება მადლით და მასში ცხოვრობს სულიწმინდა.

სულიწმინდა მას ანიჭებს განცდისა და მოქმედების ისეთ სახეს რომელიც აღარაა მხოლოდ ადამიანური. ის მოქმედებს არა მხოლოდ ღმერთისთვის არამედ ღმერთში. ის ნებაყოფლობით ემორჩილება ღმერთის სულს.

სულიწმინდას ძღვენი სულს ანიჭებს მეტ მოქნილობას,,მოქმედების მეტ ძალას და სიზუსტეს, ის სულს აძლევს ერთვარ ფრთებს, მათ გარეშე შეუძლებელია მარადიული სიცოცხლე.

ძველი აღთქმა, განსაკუთრებით ისაია, მრავალჯერ ჩამოთვლის იმას რასაც უძღვნის სულიწმინდა მორწმუნეს. 7 ძღვენი სრულყოფს სათნოებებს.

შიშის ძღვენი არის სიყვარულით მინდობა ღმერთისადმი. ეს არაა ცახცახი ღმერთის შიშით. ის ეძლევა თავმდაბალ, მოკრძალებულ ადამიანს.

ის უკავშირდება თავშეკავების,სიფრთხილის სათნოებას ვინაიდან ის ეხმარება ყველაფრის თავის ჭეშმარიტ ადგილზე დაყენებაში.

ძალის ძღვენი სრულყოფს ძალას და მას დიდად აყვარებს სამართალს და ღმერთის ჭეშმარიტებას. ღვთისმოსაობის ძღვენი სრულყოფს რელიგიის სათნოებას. რომელიც გამომდინარეობს სამართლიდან. ის იძლევა ღმერთის სათანადოდ სიყვარულის და მისთვის ყველაფრის მიძღვნის უნარს. რჩევის ძღვენი სრულყოფს სიფრთხილეს რომელსაც აძლევს ახალ გამჭრიახობას და სიკეთით და გულმოწყალებით სავსე განსჯის უნარს. მეცნიერების ძღვენი სრულყოფს იმედს,მას აძლევს გამოცხადების უფრო ღრმად წვდომის უნარს.

და სიბრძნის უმაღლესი ძღვენი სრულყოფს გულმოწყალებას, გულუხვობას, ქველმოქმედებას.. ეს სიბრძნე არაა განსჯის ბოლოს.,ის ეძლევა უფრო თავმდაბლებს და მოკრძალებულებს. ის არ ეხება ქმნილებებს თვითონ მათში. ის ეხება ღმერთს თავისთავად. სიყვარული მაშინ სულს გადაიყვანს თვითონ ღმერთის წიაღში. სწორედ სიბრძნე იზიდავს სულს ზემოთკენ და სულიერი ცხოვრების მთელი წინსვლა დაკავშირებულია სიბრძნის ძღვენთან.

სიწმინდის თავგადასავალი:
სულიერი ცხოვრება თავგადასავალია. ისაა თავბრუდამხვევი გადაშვება უცნობ სამყაროში. მაგრამ ამ სამყაროში ადამიანი არაა მიტოვებული საკუთარი თავის ანაბარა.

ადამიანი ნამდვილი სამყაროა და ამ მდიდარ და რთულ არსებაში სული არის მისი უდიდესი,უზომო ნაწილი. ჩვენს სულში თამაშდება ის რაც ჩვენზე უფრო მეტია,მაგრამ რაც ვერ იარსებებს ჩვენი თანხმობის გარეშე და საიდანაც ვიღებთ ჩვენს ბედნიერებასა და სიხარულს.

ადამიანის ცხოვრება,მაშ,დიდი თავგადასავალია, მაგრამ ადამიანი ყველაზე ხშირად გარეთ ეძებს იმას რაც თვითონ მასშია,მის სიღრმაშია. ის ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის გაზრდას მაშინ როდესაც მისი ბედნიერებაა საკუთარი თავის ღმერთის შვილად აღიარება და ღმერთის შეშვება თავის სულში.

ცხოვრება-თავგადასავალი იმითაა შთამბეჭდავი და ლამაზი რომ ის თამაშდება მხოლოდ ერთხელ.

ღმერთი ყოველ ადამიანს თავისებურად უყურებს. და ეს აბსოლუტურად უპირისპირდება რეაინკარნაციას. ღმერთის ხატის იდეა, საიდანაც გამომდინარეობს პიროვნების იდეა, გაიგება როგორც სულისგან და სხეულისგან შემდგარი ადამიანი. სულის განშორება სხეულისგან მტკივნეული მოვლენაა და დაიძლევა ესქატოლოგიაში. სული არ იცვლის სხეულს ისე როგორც იცვლიან ტანისამოსს.

ყველაფერი თამაშდება კონტაქტში, ერთმანეთისადმი ყურადღებაში,სიყვარულში რაც ყოველთვის განუმეორებელია. აქ ვხედავთ უნიკალურ და განუმეორებელ ადამიანს,ღმერთის ხატს.

ძველი კატექიზმოების თანახმად ადამიანი შექმნილია იმისთვის რომ გაიცნოს და შეიყვაროს ღმერთი, ემსახუროს მას. ფორმულა ვარგისია დღესაც.

ადამიანი ასე პოულობს ხსნას,ესე იგი ცას და მარადიულ სიცოცხლეს,მაგრამ უფრო ღრმად ის მოწოდებულია სასიყვარულო კავშირისკენ ღმერთთან. სწორედ ამას უწოდებენ სიწმინდეს. ის არასოდეს არაა სრულყოფილი ამ დედამიწაზე, მაგრამ, სულ მცირე,შეგვიძლია ამის მიზნად დასახვა ნდობით და რწმენით.
//გაგრძელება იქნება//.

No comments: