კეიტ ჰარინგი,გული |
სულიერი და შინაგანი ცხოვრების არსი ორ რამეშია: "ერთის მხრივაა ღმერთის მოქმედება სულში რაც აძლიერებს გაგებას,ნებას. მეორეს მხრივაა სულის თანამშრომნლობა მადლის შუქთან და მოქმედებასთან."
ამ განსაზღვრებაში კარგი ისაა რომ ამოდის ღმერთიდან.
ღმერთი მუდამ მზადაა ადამიანისთვის სიკეთის გასაკეთებლად მას არ ენანება მადლი ადამიანისთვის.
პრობლემა არაა ღმერთის მხრიდან, ის ადამიანის მხრიდანაა....
გულის მოქცევა.
ძველი აღთქმის, ისევე როგორც ახალი აღთქმის ერთ-ერთი მთავარი თემაა მონანიება და გულის მოქცევა. ადამიანმა უნდა აღიაროს რომ არის ცოდვილი, არასრულყოფილი, აცდენილი თავისი ჭეშმარიტი გზისგან.
ღმერთი წინასწარმეტყველების და შემდეგ შვილის პირით მოუწოდებს ადამიანებს მოქცევისკენ:
"უარყავით თქვენს მიერ ჩადენილი უკანონობები და განაახლეთ თქვენი გული და თქვენი სული. რატომ უნდა მოკვდეს იზრაელის სახლი? მე არ მინდა არავის სიკვდილი. მოიქეცით და იცოცხლებთ" // ეზეკიელი 18, 31-32//.
იესო შეუდარებელი ძალით აცხადებს რომ ღმერთს ძალიან უნდა მოქცევა
"თქვენ გეუბნებით რომ ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთ ცოდვილზე ვინც მოინანიებს ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტ მართალზე, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ" //ლუკა 15,7//.
მოქცევა გულის მობრუნებაა. ადამიანის გული ცოდვის გამო საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ის ეძებს საკუთარ თავს და ცდილობს სხვების დამორჩილებას. აქედანაა ცოდვათა მთელი სერია.
მაგრამ გარკვეულ დროს ცხადად მხედველი ადამიანი ხედავს თავის მდგომარეობას. მაშინ მას უჩნდება ღმერთის გულმოწყალების იმედი.
მას სჯერა რომ ღმერთს შეუძლია მისი გულის შეცვლა და ის შესძლებს ცხოვრების ხელახლა დაწყებას.
ლაპარაკია ხელახლა გაჩენაზე, არც მეტი და არც ნაკლები.
და მაშინაც როდესაც ადამიანი არ ყოფილა დიდი ცოდვილი,გზიდან აცდენის მომანეტიდან მან დაკარგა თავისი არსი.
არის ძალიან უეცარი მოქცევები,როგორც პოლ კლოდელის მოქცევა ნოტრ დამში 1886 წლის შობის დღეს რომელიც წამში მოხდა. სხვა მოქცევები თვეები გრძელდება. იმდენი მაგალითია რომ შეიძლება აიგოს მთელი ტიპოლოგია.
მაგრამ ხშირად მოქცევა დაკავშირებულია ბრძოლასთან. ერთის მხრივ ადამიანს უნდა,მეორეს მხრივ-არა. ის კამათობს ღმერთთან.
მამა ლალემანტი ამბობს:
"ჩვენ მთელი წლების,ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზე ვყოყმანობთ და ვვაჭრობთ მივეცეთ თუ არა მთლიანად ღმერთს.
ჩვენ ვერ ვთმობთ ყველაფერს....ჩვენ ვიტოვებთ ბევრ ემოციას, ჩანაფიქრებს, წადილებს, იმედებს, პრეტენზიებს და არ გვსურს მათი დათმობა და სრული სულიერი სიშიშვლე რაც აუცილებელია იმისთვის რომ დაგვეუფლოს ღმერთი. ესაა თოკები რომლებითაც გვაბავს მტერი რათა ხელი შეუშალოს ჩვენს სრულყოფას. ჩვენ ტყუილს და შეცდომას დავინახავთ სიკვდილის წუთს და მივხვდებით რომ ბავშვებივით გაგვართეს."
მოქცევა ასე არის სიცოცხლის ჭეშმარიტების,ღმერთთან ცხოვრების აღმოჩენა. ის ხდება უღრმეს დონეზე და მეტ-ნაკლებად სწრაფად ვრცელდება გარე ზონებში.
გულის მოქცევას ჩვეულებრივ უნდა მოყვეს ზნე-ჩვეულებათა შეცვლა-მოქცევა. ამას სჭირდება დრო. კლოდელს ამისთვის წლები დასჭირდა.
საბოლოოდ უნდა მოიქცეს და ღმერთისკენ უნდა მიბრუნდეს ღმერთის სურვილით და სიყვარულით ატაცებული მთელი არსება.
უნდა აღინიშნოს რომ სულიერ ცხოვრებაში არის მრავალი მოქცევა. შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვართ მოქცევის მუდმივ მდგომარეობაში.
პირველი არის ურწმუნოებიდან რწმენისკენ მოქცევა. მეორეა რწმენის შიგნით არაქრისტიანული ცხოვრებიდან ნამდვილად ქრისტიანულ ცხოვრებაზე მოქცევა.
მესამეა ნამდვილად ქრისტიანულ ცხოვრებაში სულიერი ცხოვრების არჩევა.
ეს ეტაპი გულისხმობს იმის გაგებას რომ რომ ქრისტიანობა არის ქრისტესთან შეხვედრა და ამქვეყნადვე მარადისობაში შესვლა და არა მარტო მორალური დოქტრინა.
ყველა ქრისტიანში არ ხდება ეს მოქცევა. მაგრამ თვითონ სულიერი ცხოვრების შიგნითაც ბევრია მოქცევა.
თვითონ წმინდანებიც კი ცოტ-ცოტა მოექცევიან ხოლმე ყოველ დღე.
ჩვენს არსებაში,სულ მცირე ჩვენს არაცნობიერში,ყოველთვის არის ზონები სადაც ღმერთი არ ბატონობს ტოტალურად. ჩვენ არ ვიცნობთ კარგად ამ ზონებს.
ღმერთის მადლი გვიჩვენებს ჩვენს მდგომარეობას. მას ზედაპირზე ამოაქვს ისეთი რაღაცეები რაზეც ჩვენ არც გვქონდა წარმოდგენა.
მრავალწლიანი ერთგული ქრისტიანობის შემდეგ უცებ აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენში მოულოდნელ სისუსტეებს. ამაში მართლაც არის რაღაც დამამცირებელი,მაგრამ ეს შედის სიყვარულის დინამიკაში. გადახრა ვლინდება მხოლოდ მისი გამოსწორების, განწმენდის მიზნით.
მისტიკურად მესამე ცამდე ატაცებული წმინდა პავლეც ამბობდა:" ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს, რათა არ გავმედიდურდე" //2 კორინთელთა მიმართ 2,7//.
ზოგი წმინდანის გრაფოლოგიური ანალიზი ამჟღავნებს იმავე რიგის ბუნებრივ ტენდენციებს.
ღმერთი საფუძვლიანად კურნავს არსს,მაგრამ ცოტ-ცოტა,თანდათანობით კურნავს და ეს განკურნება მთლიანად სრულდება მხოლოდ სიკვდილისთვის.
მაშ საჭიროა უწყვეტი ბრძოლა და მოქცევა. ... მოქცევა არის ადგილი სადაც ყველაზე ცხადად ჩანს ბუნებისა და მადლის თანამშრომლობა.
ზოგჯერ ღმერთი სრულებით მოულოდნელად ეცხადება ადამიანს ვინც მას არც ეძებდა. ასე დაემართა დამასკოს გზაზე მყოფ წმინდა პავლეს.
მაგრამ როგორც წესი ღმერთი ეცხადება იმათ ვინც მას ეძებს. ეს ძიება მტკივნეული შეიძლება იყოს,მაგრამ ეს უნდა იყოს ნდობით და იმედით სავსე ძიება. პასკალის თქმით ეძებს ის ვინც იცის რასაც ეძებს. წინასწარმეტყველი ისაიას თქმით ღმერთი გვაძლევს მისი პოვნის საშუალებას, ის ახლოსაა იმათთან ვინც მას ეძებს //ისაია,55,6//.
// გაგრძელება იქნება//.
No comments:
Post a Comment