იესო ქრისტე ბანს ფეხებს მოწაფეებს |
მას შემდეგ ადამიანის საზოგადოებას სერავს დაპირისპირებათა და ნგრევის ძლიერი ტენდენციები.
მიუხედავად ამისა ქრისტეში საზოგადოება პოულობს აღორძინებისა და განკურნების პრინციპს.
ეს აღორძინება ეფუძნება სიყვარულს.
სხვებს უნდა ვუყუროთ ღმერთის თვალით,ესაა დადებითი და გულმოწყალებით სავსე მზერა.
სახარება ამაზე ბევრს ლაპარაკობს: ესაა ჩემი მცნება: "გიყვარდეთ ერთმანეთი,როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" //იოანე 15,12//.
"ამას გიდებთ მცნებად თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი" //იოანე 15,17//.
"ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები ძმური არაპირფერული სიყვარულისთვის და მტკიცედ, სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი" //1 პეტრე 1,22//.
სხვათა სიყვარული, მეორე, ცნება, უშუალოდაა დაკავშირებული პირველთან. ისაა მისი უშუალო შედეგი და ადამიანის ჭეშმარიტება მოწმდება ამ მეორე მცნების შესრულებით :
"თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარს, თავისი ძმა კი სძულს, იგი მატყუარაა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს"
//1 იოანე 4 , 20-21//.
არ არსებობს სულიერი ცხოვრება ძმური სიყვარულის,გულმოწყალების გარეშე.
ეს სიყვარული და გულმოწყალება სხვადასხვანაირად გამოიხატება. პირველ რიგში ესაა მეგობრობა, სიმპატია,მიტევება.
სულიერი ცხოვრება დაკავშირებულია თავმდაბლობის ზრდასთან არა მხოლოდ ღმერთის არამედ სხვათა მიმართ. ეს თავმდაბლობა მოიცავს კეთილგონიერებას და არ სპობს მას. .
ქრისტემ მოგვცა ამის ბრწყინვალე მაგალითი მისი დაპატიმრების საღამოს როდესაც დაბანა ფეხები თავის მოწაფეებს:
"წამოდგა სერობიდან,გადადო ზემო სამოსელი,აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.შემდეგ ჩაასხა წყალი საბანებელში და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა და შემშრალება პირსახოცით რომელიც წელზე ჰქონდა შემორტყმული...
"თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ,რადგან ვარ მე.
თუ კი მე,მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე გავაკეთე, თქვენც გააკეთოთ"
// იოანე 13 //.
მხოლოდ სიყვარულის ნაყოფი თავმდაბლობა სძლევს მუდამ განახლებად დაპირისპირებებს. მხოლოდ ის აერთიანებს...
ძმური სიყვარული გულისხმობს პასუხისმგებლობას. არაა საკმარისი თუნდაც ულამაზეს გრძნობათა სფეროში დარჩენა. საჭიროა სხვებთან ერთად და სხვებისთვის შრომა. საქმე და გასაჭირი ადამიანებს არ აკლიათ.
ამაზე ბევრის ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ საჭიროა წონასწორობის დამყარება საქმეს, მსახურებას და პირად ლოცვას შორის.
პირადი ლოცვის გარეშე არაა ნაყოფიერი მსახურება და საქმიანობა.
კეთილი სამარიტელი |
მარტო მოქმედება ვერ ცვლის ლოცვას.
და პირიქით,არ არსებობს ჭეშმარიტი ლოცვა მოქმედების გარეშე.
მართა უნდა შეუერთდეს მარიამს. ლოცვის,ძმური სიყვარულის და გაზიარების ატმოსფერო ახასიათებდა პირველ ქრისტიანულ თემს. მის ექოს ვხედავთ წმინდა პეტრეს პირველი წერილის შემდეგ პასაჟში:
"ბოლოს, იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი, ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ და ლანძღვას ლანძღვისა წილ, პირიქით, აკურთხეთ, იმიტომ რომ ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
რადგან,ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა,შეიკავოს ენა ბოროტისაგან და ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
ერიდოს ბოროტს, კარგი გააკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ მიისწრაფოდეს.
რადგან ღმერთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ.ხოლო ღმერთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგია" //3,8-12//.
//გაგრძელება იქნება//.
No comments:
Post a Comment