10.22.2012

პოზიტიური ფილოსოფია. ბედნიერების ძიებაში :

«ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია.
სიყვარულში არ არის შიში, ხოლო სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს,.(1.იოანე 4 8,18).
«უკვდავია ის ვისი გულიც სავსეა სიყვარულით» (ჰაფეზი, მე-14 ს.).
 
რა აბედნიერებს ადამიანებს?
 
ამერიკაში  მრავალი კვლევა რეგულარულად ეძღვნება იმის გარკვევას თუ რამდენად უწყობენ თუ უშლიან ხელს ადამიანთა კეთილდღეობას,კარგად ყიფნას (well-being) შრომა,ცოლ-ქმრული ცხოვრება, რელიგიური რწმენა თუ ფული.
   
ამ გამოკვლევებიდან ვიგებთ რომ როგორც წესი სიყვარულს ბევრად უფრო დიდი კმაყოფილება მოაქვს ადამიანისთვის ვიდრე ფულს,რომ ლოცვა კარგად მოქმედებს სულიერ მდგომარეობაზე,რომ სპორტი კარგი რამეა სხეულისთვის.

პოზიტიური ფსიქოლოგიის მიზანია ბედნიერების ფსიქოლოგიური პირობების ძიება.
 
15-ოდე წლის წინ გაჩენილი ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერია ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ სელიგმანი.
 
ყველაფერი დაიწყო იმის გაცნობიერებით რომ ფსიქოლოგია დიდი ხნის მანძილზე უფრო პათოლოგიებით იყო დაინტერესებული ვიდრე კეთილდღეობით. 



მაგრამ რატომ არ უნდა დავინტერესდეთ იმითაც რაც აბედნიერებს ადამიანს? სვამს კითხვას მ. სელიგმანი.

მ.სელიგმანი 1990-ან წლებში დაინტერესდა ოპტიმიზმით.

მძიმე განსაცდელის (ავადმყოფობის,უბედური შემთხვევის) წინაშე აღმოჩენილი მრავალი ადამიანი ემორჩილება და მიეცემა ჭმუნვას. სხვები, უფრო მებრძოლი განწყობილებისანი კი თითქოს, სულ მცირე მორალურად,უკეთესად უწევენ წინააღმდეგობას მათ განსაცდელს. “ნამდვილ ბედნიერებაში“ (Authentic Happiness,2002) მ.სელიგმანი ყვება შედეგებს გამოკვლევებისა რომლებიც მოწმობენ რომ ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას არა აქვს მჭიდრო კავშირი ბედნიერებასთან:
გუნებისთვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ რეაქციას ავადმყოფობაზე ვიდრე ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას.
 
უნდა არსებობდნენ, მაშ, განსაცდელებისთვის მეტი წინააღმდეგობის გამწევი პიროვნებები:
 
მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელია ბედნიერებისთვის სასარგებლო ამ თვისებების კულტივაცია და გადაცემა.
 
გაჩნდა პოზიტიური ფსიქოლოგია.
 
პოზიტიური ფსიქოლოგიის მეორე დიდი ფიგურაა კალიფორნიის კლერმონ კოლეჯის პროფესორი მიალი სიზენ მიალი (Mihaly Csikszentmihalyi).

მისმა გამოკვლევებმა ბედნიერების ფსიქოლოგიაზე მას აფიქრებინა რომ ბედნიერება არაა არც მატერიალურ კეთილდღეობაში და არც წარმატებაში.
 
მისი აზრით ბედნიერება არის პირადი საქმიანობის რეალიზაციაში. ასეთ საქმიანობას ის უწოდებს ავტოთელურ საქმიანობას (ბერძნული ავტო-თვითონ და თელოს-მიზანი).
 
ავტოთელური საქმიანობაა საკუთარი, პიროვნული მიზნის მიღწევისკენ მიბრუნებული საქმიანობა.
 
ეს მიზანი შეიძლება იყოს ხატვა, მოგზაურობა, პროფესიული საქმიანობა, და ა.შ.

“ავტოთელური საქმიანობის დროს (ოპტიმალური გამოცდილება) ცხოვრება გადადის სხვა დონეზე.
 
გაუცხოება,განსხვისება ადგილს უთმობს ჩართვას,პასუხისმგებლობას, გატაცება, მოხიბლვა ცვლის მოწყენილობას; მორჩილების, ჭმუნვის გრძნობას აძევებს კონტროლის გრძნობა.
 
ფსიქიური ენერგია არაა მიმართული გარეშე ანაზღაურების მიღებისკენ ,,ის გამოიყენება საკუთარი მეობის აყვავება-გაფურჩქვნისთვის ხელის შესაწყობად”
 (“ცხოვრება, ბედნიერების ფსიქოლოგია”,Vivre. La psychologie du Bonheur,Robert Laffont,2004).
 
ბედნიერების ფსიქოლოგია დიდად გავრცელდა ბოლო ათწლეულში და მან დაიწყო დამკვიდრება ევროპაში.
 
ადამიანის მისეული ხედვა კარგად თავსდება ამერიკულ სულში: ბუნებით უფრო ოპტიმისტური,იმ იდეით რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია განსაცდელთა პოზიტიურად დაძლევა და ფეხზე წამოდგომა საკუთარი ძალების გამოყენებით.

(ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში “ჰუმანიტარული მეცნიერებები,საგანგებო ნომერი 17 ამერიკული აზრი,იდეები,ავტორები,დებატები”,2012 წლის ნოემბერ-დეკემბერი,გვ.101).

No comments: