10.23.2012

ცნებების ისტორიიდან-ალტრუიზმი, ჰედონიზმი და სხვ.:

მოკლედ, ამ ლოღიკით ქართველობას გადარჩენა უწერია თუ კი ქართველები ალტრუისტები იქნებიან //გ.მ.//.
ალტრუიზმი //ლათინური სიტყვიდან alter –სხვა// ზნეობრივი პრინციპი რომელიც ადამიანს ურჩევს სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის, გულკეთილობის გამოვლენას, უანგარო სამსახურს და  სხვა ადამიანების სიკეთისთვის თავგანწირვისთვის მზაობას.
       
მორალური მოთხოვნის სახით ალტრუიზმი ყალიბდება ეგოიზმის საწინააღმდეგოდ... როგორც პიროვნებათაშორისი ურთიერთობის პრინციპი ალტრუიზმი კონკრეტდება სამართლიანობის პრინციპში:  "მოიქეცი ისე რომ სხვა ადამიანის ინტერესი არ გახდეს შენთვის შენი საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება", პატივისცემის პრინციპში:  "შენი მოქმედებებით არ შელახო სხვა ადამიანის ინტერესები და უფლებები"  და კაცთომყვარეობის თუ თანამონაწილეობის პრინციპში: "მოიქეცი ისე რომ სხვა ადამიანის ინტერესი გახდეს შენი ქცევის მიზანი."
     
ინდივიდისაკენ როკორც კერძო ინტერესის მატარებლისკენ მიქცეული ალტრუიზმი გულისხმობს საკუთარი თავის შეზღუდვას ვინაიდან მხოლოდ ამ პირობით შეიძლება მოყვასის ინტერესზე ზრუნვა ადამიანთა სოციალური და ფსიქოლოგიური განცალკევებულობის პირობებში.  
    
თვითონ ცნება ალტრუიზმი ეგოიზმის საპირისპირო მოვლენის გამოსახატად შემოიღო ფრანგმა მოაზროვნე ოგიუსტ კონტმა // 1798-1857//. 
    
კონტის ალტრუიზმის პრინციპი იყო "იცხოვრე სხვებისთვის".
   
მე-19 საუკუნეში უტილიტარიზმის გავლენით ალტრუიზმი გაგებული იქნა როგორც პირადი ინტერესის შეზღუდვა საზოგადო, საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ.
   
ქრისტიანები და განსაკუთრებით მართლმადიდებლები აკრიტიკებდნენ ალტრუიზმს იმიტომ რომ ევროპული ჰუმანიზმის ტრადიციიდან ამოზრდილი ალტრუიზმი ივიწყებდა ღმერთს და ყველა ღვთაებრივი მცნების შესრულების აუცილებლობას.  

ამასთან ალტრუიზმის უტილიტარისტული გაგების ზოგი განმარტება უშვებდა იმას რომ ბევრი ადამიანის გაბედნიერების მსურველი თავის თავს აძლევს ადამიანთა მცირე რაოდენობისთვის რაღაც ზიანის მოტანის უფლებას.
 
ამისთანა დაშვებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა შემუშავება ისეთი ზნეობრივი კოდექსებისა რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დაადგენდნენ წესს ნუ დააშავებ და მას მიანიჭებდნენ უპირატესობას სხვების დახმარების იმპერატივის წინაშე.
 
აყენებენ ალტრუიზმის სხვა ვარიანტებსაც: "იცხოვრე და აცხოვრე სხვები" 
//ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ჩვეულებრივ გარემოებებში// და "იცხოვრე და დაეხმარე სხვებს ცხოვრებაში" //იმათთვის ვინც მზად არიან საკუთარი თავის შესაზღუდად ან თავგანწირვისთვის.
         
ალტრუიზმ-ეგოიზმის დილემაში გამოხატული პრაქტიკული პრობლემა მდგომარეობს ჩემი და სხვისი ინტერესების და არა კერძო და საზოგადო ინტერესების დაპირისპირებაში.

როგორც ჩანს  ალტრუიზმის და თვითონ სიტყვა ალტრუიზმის განსაზღვრებიდან ეს პრინციპი მოითხოვს სხვა ადამიანის, ალბათ როგორც თანასწორის, და ყველა შემთხვევაში როგორც მოყვასის კეთილდღეობისთვის ხელის შეწყობას.
     
ამ გაგებით ალტრუიზმი უნდა განვასხვავოთ კოლექტივიზმისგან რომელიც ადამიანს მიმართავს საზოგადოების //ჯგუფის// კეთილდღეობისკენ.
   
ასეთ განმარტებას სჭირდება ნორმატიული და პრაგმატული დაზუსტება, კერძოდ იმის თაობაზე თუ ვინ განსაზღვრავს იმას თუ რაა სხვისთვის სიკეთე და კეთილდღეობა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სხვა ვერ ჩაითვლება მისი საკუთარი ნამდვილი ინტერესის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარის მქონე ადამიანად. 
   
ალტრუიზმის პრინციპი ეჭვს ქვეშ შეიძლება დადგეს თუ კი ის მიუთითებს საკუთარი ინტერესის სხვისი ინტერესისადმი დამორჩილების აუცილებლობაზე: როგორ უნდა მოვექცეთ უსამართლობის ჩამდენ ოხერს? ამ შემთხვევაში ალტრუიზმის პრინციპი შეიძლება დაზუსტდეს ისე რომ ის არ გავრცელდება შეგნებულად ბოროტმოქმედ, ბოროტების და უსამართლობის შეგნებულად ჩამდენ ადამიანზე...
    
ევოლუციური ეთიკის //მას საფუძველი ჩაუყარა ჩ.დარვინმა// მრავალი წარმომადგენელი მიუთითებდა იმაზე რომ ალტრუიზმი როგორც სოციალური გრძნობა და ურთიერთდახმარება ფესვგადგმულია ცხოველთა სამყაროში და არის ადამიანის ჩამოყალიბების მძლავრი ფაქტორი. 
    
ევოლუციური გენეტიკის მიღწევებმა აჩვენა ალტრუიზმის ბიოლოგიური წანამძღვრები. 
      
მორალის ზოგი ევოლუციური თეორიის //მაგ.პ.კროპოტკინის, კ.კესლერის, ვ.პ.ეფროიმსონის თეორიების// თანახმად კაცობრიობა ჩამოყალიბებისას გადიოდა ჯგუფურ გადარჩევას მორალურობის, ალტრუიზმის პრინციპის შესაბამისად:
   
გადარჩებოდნენ ხოლმე ის ჯგუფები რომლების ინდივიდებშიც გაჩნდა და განმტკიცდა ანტრუისტული, დამხმარე, თავგანწირული, მსხვერპლის გამღები ქცევის  განმსაზღვრელი გენეტიკური სტრუქტურა. მოკლედ გადარჩნენ ალტრუისტებისგან შემდგარი ჯგუფები. 
     
ევოლუციონისტებს ალტრუიზმი ესმით როგორც ინდივიდუალური ქცევა რომელიც ზრდის მონათესავე ჯგუფის შეგუების და გამრავლების შესაძლებლობებს ინდივიდის შანსების შემცირებასთან ერთად. 
    
ალტრუიზმი იყო არა ინდივიდის არამედ ნათესაობის შეგუება-ადაპტაციის და გადარჩენის ერთ-ერთი ბილოგიური ინსტრუმენტი.... //რუბენ აპრესიანი//.
    
მოკლედ, ამ ლოღიკით ქართველობას გადარჩენა უწერია თუ კი ქართველები ალტრუისტები იქნებიან //გ.მ.//.
   
ჰედონიზმი: ბერძნული სიტყვიდან hedone –ტკბობა. ტიპი ეთიკური მოძღვრებებისა და ზნეობრივი შეხედულებებისა რომლებშიც ყველა მორალური განსაზღვრება გამოიყვანება ტკბობიდან და ტანჯვიდან,
   
სისტემატიზებული სახით როგორც ეთიკური მოძღვრების ტიპი ჰედონიზმი პირველად განვითარდა ბერძენი სოკრატიკოსი ფილოსოფოსი არისტიპ კირენელის //ძვ.წ.435-355// მოძღვრებაში რომლის თანახმადაც სიკეთეა ყველაფერი რაც ანიჭებს სიამოვნებას.
   
თავიდანვე ჰედონიზმი პრიორიტეტს ანიჭებდა ინდივიდის მოთხოვნილებებს და თვლიდა რომ სოციალური დადგენილებები არის ინდივიდის თავისუფლების შემბოჭველი და მისი პიროვნების დამთრგუნველი პირობითობები.
   
ამავე დროს ჰედონიზმს შეეძლო უკიდურესი ფორმების მიღებაც. ასე უკვე არისტიპეს მიმდევარ კირენაიკოსებს შორის იყვნენ ისეთები რომელთა აზრითაც გამართლებულია ნებისმიერი სიამოვნება და გამართლებულია სიამოვნების მომნიჭებელი ნებისმიერი მოქმედება.
   
ამით კირენაიკოსები განსხვავდებოდნენ სოკრატესგან რომელიც აღიარებდა სიამოვნების მნიშვნელობას მაგრამ რომელსაც მიაჩნდა რომ სიამოვნება არის გაცნობიერება იმისა რომ ის რაც კეთდება კეთდება კარგად.
   
სოფისტებთან პოლემიკაში სოკრატე ცუდ სიამოვნებებს განასხვავებდა კარგი სიამოვნებებისგან და ნამდვილ სიამოვნებებს განასხვავებდა ცრუ სიამოვნებებისგან....
   
არისტოტელე თვლიდა რომ სიამოვნება როგორც ასეთი არაა სიკეთე და ის თავისთავად არაა არჩევის ღირსი.
     
ჰედონიზმის ზომიერი ნაირსახეობა წამოსწია ბერძენმა ფილოსოფოსმა ეპიკურემ რომლის თანახმადაც ღირსეულია მხოლოდ ბუნებრივი და აუცილებელი სიამოვნებები რომლებიც არ არღვევენ სულის შინაგან სმშვიდეს.
           
ეპიკურეს ზნეობრივ მოძღვრებას უწოდეს ევდემონიზმი //სიტყვა ევდემონია ბერძნულად ნიშნავს ბედნიერებას//.
   
უმაღლეს სიკეთედ ეპიკურე თვლიდა ატარაქსიას, ე.ი.აუღელვებლობას, "თავისუფლებას ფიზიკური ტანჯვისგან და სულიერი მღელვარებებისგან."
   
მაგრამ ჰედონიზმი დიდად არ განსხვავდება ევდემონიზმისგან იმიტომ რომ ორივე მოძღვრება ადამიანს მიმართავს სიამოვნებისკენ //პირადი ბედნიერებისკენ// და არა სიკეთისკენ, და თუ სიკეთისკენ მაშინ სიამოვნებისთვის და პირადი ბედნიერებისთვის.
   
აღორძინების ხანაში როგორც უკიდურესმა ისე ზომიერმა ჰედონიზმმა მიიღეს ახალი იმპულსი. ჰუმანისტებისთვის ეს იყო ადამიანის და მისი ყველანაირი გამოვლინების ფასეულობის მტკიცების თეორიული იარაღი.
   
განმანათლებლები //გასენდი, ლამეტრი, ჰოლბახი// ჰედონიზმით უპირისპირდებოდნენ რელიგიურ მსოფლმხედველობას, ქრისტიანობას.
   
ჰედონიზმის ყველაზე გვიანი თეორიული ფორმა იყო ჯ ბენტამის და ჯ.ს.მილის უტილიტარიზმი //8 ს. ბოლო–19 ს.//.
     
უტილიტარიზმი თანმიმდევრულად გააკრიტიკეს გ.ს.სინჯვიკმა და ჯ.ე.მურმა. ამან ჰუმანიტარული მეცნიერებების, პირველ რიგში ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად აჩვენა საზოგადოდ ქცევის და კერძოდ მორალის ჰედონისტური აღწერის და დასაბუთების შეზღუდულობა.

 //გ. აპრესიანი//.
Литература Диоген Лаэртский. О жизни, учениях и изречениях знаменитых философов [II; X]. М.: Мысль, 1979
Валла Л. Об истинном и ложном благе. О свободе воли. М.: Наука, 1989
Фромм Э. Человек для самого себя // Фромм Э. Психоанализ и этика. М.: Республика, 1993
Гусейнов А.А., Апресян Р.Г. Этика. М.: Гардарики, 1998. С. 311–322




АЛЬТРУИЗМ
АЛЬТРУИЗМ (фр. altruisme от лат. alter – другой) – нравственный принцип, предписывающий сострадание и милосердие к другим людям, бескорыстное служение им и готовность к самоотречению во имя их блага. В качестве морального требования альтруизм формулируется в противоположность эгоизму, о чем свидетельствуют золотое правило и заповедь любви (см. также МОРАЛЬ). Как принцип межличностных отношений альтруизм конкретизируется в принципе справедливости: «Поступай так, чтобы интерес другого человека не становился для тебя средством достижения собственных целей», в принципе уважения: «В своих поступках не ущемляй интересы и права другого человека» и принципе человеколюбия, или соучастия: «Поступай так, чтобы интерес другого человека становился целью твоего поступка». Обращенный к индивиду как к носителю частного интереса альтруизм предполагает самоотречение, ибо в условиях социальной и психологической обособленности между людьми забота об интересе ближнего возможна лишь при ограничении собственного интереса.
Сам термин «альтруизм» был предложен французским мыслителем Огюстом Контом (1798–1857) для того, чтобы выразить понятие, противоположное эгоизму. Контовский принцип альтруизма гласил: «Живи для других». В 19 в., под влиянием утилитаризма (утилитаризм (от лат. utilitas – польза) – направление в моральной философии, основанное Иеремией Бентамом (Jeremy Bentham, 1748–1832) и развитое под названием «утилитаризм» Дж.С. Миллем (John Stewart Mill, 1806–1873), согласно которому в основе морали лежит общее благо (как счастье большинства людей), или общая польза), альтруизм понимался как ограничение личного интереса в пользу общему, а в некоторых интерпретациях – именно общественному, интересу. В этом плане между альтруизмом и заповедью любви есть существенное различие. С собственно христианской, в особенности православной точки зрения, альтруизм неприемлем как человекоугодие, при котором забывается Бог и обязанность человека угождать Богу и выполнять все его заповеди. Христианская критика альтруизма в 19 в. была обусловлена тем, что концепция альтруизма вырастает из традиций европейского гуманизма, из стремления понять добродетели человека секуляризовано, а нравственность – как выражение потребностей и интересов человека, включенного в отношения с другими людьми, в общественные связи. Вместе с тем, некоторые трактовки утилитаристского понимания альтруизма допускали, что человек, ориентируясь на счастье большего числа людей, позволяет себе причинение некоторого вреда небольшому числу людей. Чтобы предотвратить эти допущения, необходима разработка таких нравственных кодексов, которые однозначно бы устанавливали приоритет правила «Не вреди» над правилом «Помогай ближним». Предлагаются и другие варианты альтруизма: «Живи и дай жить другим» (для большинства обычных людей в обычных обстоятельствах), «Живи и помогай жить другим» – для готовых к самопожертвованию.
Практическая проблема, отраженная в дилемме альтруизм – эгоизм, заключается в противоречии не частного и общего интересов, а моего и чужого интересов. Как видно из определения альтруизма и самого слова «альтруизм», этот принцип повелевает содействовать благу другого человека, возможно, как равного, и при любых условиях – как ближнего. В этом смысле альтруизм необходимо отличать от коллективизма как принципа, ориентирующего человека на благо сообщества (группы). Такое определение нуждается в нормативном и прагматическом уточнении, в частности, по поводу того, кто судит о том, в чем заключается благо другого, в особенности, когда другой не может считаться в полной мере способным самостоятельно судить о том, что составляет его действительный интерес. При формулировке альтруизма, указывающей на необходимость подчинения своего интереса интересу другого, сам принцип альтруизма может быть поставлен под сомнение: как следует поступать по отношению к обидчику, к чинящему несправедливость, к нечестивому человеку? В связи с этим принцип альтруизма может быть уточнен таким образом, что он не распространяется на тех, кто намеренно творит несправедливость и зло.
Во второй половине 20 в. альтруизм как особое явление сознания и поведения человека стал предметом специальных социологических и социально-психологических исследований «помогающего поведения». В них альтруизм анализируется в контексте практических отношений между людьми, на материале различных форм солидарности, благодеяния, благотворительности, взаимопомощи и т.д. Альтруизм также переосмысливается в контексте этики заботы.

 ногие представители эволюционной этики, начало которой положил Ч.Дарвин, указывали на то, что альтруизм как социальное чувство или как взаимопомощь коренится в мире животных и является могучим фактором становления человека. Достижения эволюционной генетики позволили представителям эволюционной этики показать биологические предпосылки альтруизма. Согласно некоторым эволюционным теориям морали (например, П.А.Кропоткина, К.Кесслера, В.П.Эфроимсона), человечество проходило в своем становлении групповой отбор на моральность, в частности, на альтруистичность: выживали те группы, у индивидов которых появляется и закрепляется генетическая структура, определяющая альтруистическое – помогающее, самоотверженное, жертвенное – поведение. Если принять во внимание особенное понимание эволюционистами альтруизма, как такого индивидуального поведения, которое увеличивает возможности приспособления и размножения родственной группы при возможном уменьшении шансов индивида, то становится ясно, что альтруизма был одним из биологических инструментов приспособленности не особи, но родичей, т.е. «совокупной приспособленности». Речь идет именно об эволюционистском понимании альтруизма как механизма внутригруппового взаимодействия.
Рубен Апресян

ГЕДОНИЗМ

ГЕДОНИЗМ (греч. hedone – наслаждение) – тип этических учений и нравственных воззрений, в которых все моральные определения выводятся из наслаждения и страдания. В систематизированном виде как тип этического учения гедонизм был впервые развит в учении греческого философа-сократика Аристиппа Киренского (435–355 до н.э.), учившего, что добром является все то, что доставляет наслаждение. С самого начала гедонизм складывается как разновидность мировоззрения, отстаивающего приоритет потребностей индивида перед социальными установлениями как условностями, ограничивающими его свободу, подавляющими его самобытность. Вместе с тем, гедонизм мог принимать и крайние формы; так, уже среди последователей Аристиппа – киренаиков – были такие, которые считали, что любое наслаждение оправданно, более того, оправданны любые действия и усилия, если они ведут к наслаждению. В этом киренаики отличались от Сократа, который, признавая значимость удовольствия, трактовал его как сознание того, что нечто делается хорошо. В полемике с софистами Сократ настаивал на различении удовольствий – дурных и хороших, а также истинных и ложных. Платон в зрелых произведениях надеялся показать, что хотя хорошая жизнь хороша не потому, что полна удовольствий, все же возможно доказать, что наиприятнейшая жизнь является одновременно наилучшей жизнью. Аристотель считал, что удовольствие как таковое не есть благо и не достойно избрания само по себе. Умеренный вариант гедонизма был предложен греческим философом Эпикуром, учившем, что лишь естественные и необходимые удовольствия достойны, поскольку они не разрушают внутреннюю невозмутимость души. Этическое учение Эпикура получило название «эвдемонизм» (от греч. eudemonia – счастье). Высшим благом Эпикур считал состояние атараксии, т.е. невозмутимости, «свободы от телесных страданий и душевных тревог». Однако разница между гедонизмом и эвдемонизмом несущественна: оба учения ориентируют человека не на добро, а на удовольствие (личное счастье), а если и на добро, то ради удовольствия (личного счастья). В эпоху Возрождения идеи гедонизма как крайнего, так и умеренного получили новый импульс, явившись важным теоретическим средством гуманистического утверждения ценности человека во всех его жизненных проявлениях. Для просветителей (Гассенди, Ламетри, Гольбах) гедонизм был средством выражения духовной оппозиции религиозно-догматическому мировоззрению. Наиболее поздней теоретической формой гедонизма был утилитаризм Дж.Бентама и Дж.С.Милля (конец 18–19 вв.) Последовательная критика утилитаризма Г.Сиджвиком и Дж.Э.Муром, наряду с общим развитием наук о человеке, в первую очередь психологии, вскрыла ограниченность гедонистического описания и обоснования поведения вообще и морали, в частности. Р.Г.Апресян
Литература Диоген Лаэртский. О жизни, учениях и изречениях знаменитых философов [II; X]. М.: Мысль, 1979
Валла Л. Об истинном и ложном благе. О свободе воли. М.: Наука, 1989
Фромм Э. Человек для самого себя // Фромм Э. Психоанализ и этика. М.: Республика, 1993
Гусейнов А.А., Апресян Р.Г. Этика. М.: Гардарики, 1998. С. 311–322 


რატომ არ მოველ წვიმადა...ეეჰჰჰ...


ბუნების გაკვეთილები რომლებიც შეიძლება გამოადგეს პოსჩეკისტური «დემოკრატიის» მიერ გაგიჟებულ საზოგადოებასაც !!!!

პოსტამხანაგმა დემოკრატებმა მთელი კაცობრიობა თუ არა საქართველო მაინც მგონი ისეთ დღეში ჩააგდეს რომ გამაიმუნება უკვე დამცირებად და მასხრად აგდებად კი არა სასურველ მდგომარეობად და დიდ მიღწევად შეიძლება ჩათვალოს ზოგმა დაკვირვებულმა ადამიანმა.
ბუნებას არ მართავს მარტო უფრო ძლიერის კანონი:
პრიმატოლოგი და ეთოლოგი ფრანს დე ვაალ

ცხოველების ქცევის ეს მკვლევარი  აჩვენებს პრიმატთა ცხოვრებაში ალტრუიზმის მნყშვნელობას. ინტერვიუს მას ართმევს ფრანგ კათოლიკეთა გაზეთი «La Croix» («ჯვარი», 2010 წლის 14 მარტი).


-თქვენ ბრძანებთ რომ მაყმუნებს აქვთ ემპათიის უნარი. რას ნიშნავს ეს?

ფრანს დე ვაალ:
 ემპათიის ქონა ნიშნავს ყმას რომ მათზე გავლენას ახდენს სხვათა ემოციები, რომ  ისინი იზიარებენ სხვათა ემოციებს.


დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ ემპათია განეკუთვნება ინტელექტუალური დემარშის სფეროს. არადა ლაპარაკია არა გადაწყვეტილებაზე, არამედ  ავტომატურ პროცესზე.  20 წლის წინ შვედმა ფსიქოლოგმა ულფ დიმბერგმა აჩვენა ემოციის გადადების უნებური ხასიათი.პიროვნებებს რომელთაც რამოდენიმე მილიწამის განმავლობაში  აჩვენებდნენ სახის გამომეტყველებებს უნდოდათ ამ გამომეტყველებათა გამეორება. ნაღვლიანი სახის დანახვისას ისინი ნაღველს განიცდიდნენ, მხიარული სახის დანახვისას-მხიარულებას. და ეს ისე რომ  არც კი იცოდნენ დაინახეს თუ არა მათთვის ესოდენ სწრაფად ნაჩვენები სახეები. ეს იმდენად ეწინააღმდეგობოდა ემპათიის ფსიქოლოგიურ გააზრებას რომ ძალიან ძნელი იყო ამის დაშვება.


კიდევ უფრო ძნელი იყო დაჯერება იმისა რომ ზოგ სოციალურ ცხოველსაც აქვს ემპათიის განცდა.

  -სჯერათ თუ არა ეს დღეს?

- ბოლო წლებში დაიჯერეს ის რისი მოწმობაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც გვაქვს. მთქნარების გადადება ჩანს ადამიანებში, შიმპანზეებში, ბაბუინებში თუ ძაღლებში. ძაღლები ამთქნარებენ მაშინაც როდესაც მათ თვალწინ ამთქნარებს მათი პატრონი ! ემპათია არა აქვთ  აუტისტ (გარე სამყაროს მოწყვეტილ, თავის თავში ჩაკეტილ ) ბავშვებს.
     
ვენ ვხდევათ თუ როგორ ამშვიდებს და ანუგეშებს შიმპანზე მეორე შიმპანზეს რომელსაც უკბინეს ჩხუბის დროს. 

ჩვენ არ ვუკავშირებთ მსგავს ფაქტს ემპათიას იმიტომ რომ ტაბუ ედო ამ ცნების გამოყენებას ცხოველთა ქცევის აღსაწერად.


გადამწყვეტი ყყო 1992 წელს მაკაკაში ხშყრად ემპათიის ბუდედ მიჩნეული «სარკე ნეირონების» აღმოჩენა. ეს ნეირონები მოქმედებენ არა მხოლოდ მაშინ როდესაც მაიმუნი აკეთებს რაღაც განსაკუთრებულ ჟესტს, არამედ მაშინაც როდესაც ის ხედავს რომ სხვა მაიმუნი აკეთებს ამას.

- მაშ არსებობს ემპათიის რთული ფორმები?

- სხვისთვისთვყს დახმარების გასაწევად აუცილებელია პერსპექტივის დანახვა, სხვის გაგების და სხვის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი.


ჩვენ გვინახავს რომ შიმპანზე შველოდა მეორე შიმპანზეს რომელსაც ახრჩობდა კისერზე შემოხვეული თოკი.ეს შიმპანზე მივიდა მომაკვდავ შიმპანზესთან,წამოაყენა ის ერთი თათით და მეორე თათით მოხსნა მას მახრჩობელა თოკი. მას შეეძლო დახმარების სურვილით თოკყს გამოქაჩვა და დახმარების მაგივრად დასახმარებლის მოკვლა,

შიმპანზეს აქვს ემპათიისთვყს აუცილებელი ორი უნარი : ერთის მხრივ ტანჯულის თანაგრძნობის უნარი და მეორეს მხრივ გონიერება რომელიც იძლევა  უბედურებაში ჩავარდნილის მდგომარეობის შესაბამისი გადაწყვეტყლების მიღების საშუალებას.

ემპათიის ეს ფორმა ნამდვილად ადამიანირია, მაგრამ ის ზოგ ცხოველსაც ახასიათებს.


-თქვენ აღწერთ მრავალ ექსპერიმენტს და დაკვირვებას რომლებიც გვიჩვენებენ რომ დიდ მაიმუნებს ძალუძთ გმირობის გამოჩენა, მათ აქვთ თანაგრძნობის, მადლიერების, და სხვა მსგავსი უნარები, რას ასკვნით აქედან?

- ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით რომ სოციალურ ცხოველებს მწერების ჩათვლით  ახასიათებთ ალტრუისტული ქცევა. მაგრამ დაუჯერებელი ჩანდა ის რომ ეს ქმედებები შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივირებული, ყსე როგორც ესაა ადამიანის შემთხვევაში.
       
არა და ეხლა დადგენყლია რომ ძუძუმწოვრებს და,შეიძლება, ფრინველებს, აქვთ ადამიანის მსგავსი მექანიზმები :

ძუძუმწოვრები და ფრინველები იზიარებენ სხვათა ემოციებს , მათზე გავლენას ახდენს სხვათა ემოციები და მათ შეუძლიათ სხვებისთვის დახმარების გაწევა. 


   ჩვენ,მაგალითად, ჩავატარეთ ერთი ექსპერიმენტი ორ მაიმუნ კაპუცინებთან.  ჩვენ ერთ მაიმუნს ვუწვდითით ორ ობიექტს. თუ კი ერთს აირჩევდა ის ჯილდოდ იღებდა ვაშლის ნაჭერს. თუ კი ის აირჩევდა მეორე ობიექტს მაშინ ვაშლს ჯილდოდ ვაძლევდით ორივე მაიმუნს. მაიმუნები როგორც წესი ირჩევდნენ გადაწყვეტას როდესაც ჯილდო ორივე მაიმუნს ერგებოდა. მაიმუნი  კაპუცინები არ არიან ეგოისტები. თუმცა ისიც მართალია რომ ეს წესი მოქმედებდა მაშინ როდესაც ეს მაიმუნები იცნობდნენ ერთმანეთს. ესე იგი მაიმუნი კაპუცინები ეგოისტები არ არიან ახლობლის მიმართ,მათ შეუძლიათ ახლობლის არჩევა. სხვათა შორის ისინი საკუთარ თავს სცნობენ სარკეში. ბავშვის მიერ სარკეში საკუთარი თავის ცნობა ემთხვევა ემპათიის ურთულესი ფორმების გაჩენას.

დღეს  საკუთრივ ადამიანისთვის დამახასიათებელი ალბათ დაიყვანება ლინგვისტურ უნარებზე და აქაც პრიმატებს შეუძლიათ საუბარი ყვირილებისა და ჟესტების მეშვეობით. ევოლუციასთან ერთად სულ უფრო არამყარია საზღვარი ადამიანსა და ცხოველს შორის. ის ყველაზე მეტად აინტერესებთ ფილოსოფოსებს და განსაკუთრებით ფრანგ ფილოსოფოსებს. საფრანგეთში ძალყან ცუდად უყურებენ ადამიანის ტვინის შედარებას ვყრთხის ტვინთან. ამიტომაა რომ ნეირომეცნიერებათა მრავალი სპეციალისტი გადასახლდა ამერიკის შეერთებულ  შტატებში.

გვეუბნება თუ არა რამეს ადამიანყს შესახებ მაიმუნების   შესწავლა?

დიდი მაიმუნები აგრესიულები არიან, მაგრამ მათ აგრეთვე  აქვთ ემპათიის, ურთიერთდახმარების, მადლიერების უნარი.


ეს ჩვენ გვიბიძგებს საწყისებზე დასავლური წარმოდგენების გადასინჯვისკენ. ადამიანი უნდა გაჩენილიყო ცხოველივით ცუდი და მოძალადე. ადამიანი უეჭველად გაჩნდა აგრესიულობყს წილით,მაგრამ  მას აგრეთვე ჰქონდა ემპათიის და ალტრუიზმის წილიც.  ადამიანი არის სოციალური, თანამშრომლობისა და სისასტიკეების ჩადენის უნარების მქონე არსება. ესაა ერთი და იგივე არსების ორი სახე.

მაგრამ რატომ ადარებენ ადამიანს მაინც და მაინც შიმპანზეს?

ადამიანი გენეტიკურად ასევე ახლოა შეუდარებლად უფრო პაციფისტ მაიმუნ ბონობოსთან.  შეჯიბრების და კონკურენციის სულისკვეთებით გაჟღენთილ თანამედროვეობაში ჩვენ გვავიწყდება ხოლმე ეს ემპათიის ასპექტი.


ფიქრობენ რომ ასეა ბუნებაში, მაგრამ ბუნება არ იმართება მხოლოდ უფრო ძლიერის კანონით.


«ბუნების გაკვეთილები ბოლოს და ბოლოს დამშვიდებული საზოგადოებისთვის».

No comments: