10.29.2012

დრამათა ორი საუკუნე, საბრალო დასავლეთი,რა პერესტროიკას გადაურჩა ევროპა:

 აი ეს დასკვნა გამოიტანეს ევროპელმა ქრისტიანებმა მეთოთხმეთე-მეთხუთმეტე საუკუნის  ევროპის საშინელი პერესტროიკიდან. ამ ქრისტიანთა
ოჯახის მაგიდაზეც კი.  ღვინით სავსე თიხის დოქიც აფრთხილებს   "იფიქრე სიკვდილზე, საწყალო სულელო". ძალაუფლება, პატივი, სიმდიდრე არაფერია, არარაობაა, სიკვდილის მომენტში ანგარიში  ეწევა მხოლოდ კეთილ საქმეებს".
 წმინდა კრისტოფი
-------------------------

   ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის  საპატიო პროფესორი ემილ ბერთუ


დრამათა ორი საუკუნე, საბრალო დასავლეთი:
 
XIV-XV საუკუნეებში ევროპას არყევენ დაზანზარებენ  ომები,შიმშილი და ესაშინელი ეპიდემიები. ძველი სამყარო მიდის ფეოდალობასთან ერთად და ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება ბურგში,დიჟონში თუ ფლანდრიაში.

შუა საუკუნეების პირველ სამ საუკუნეში  ხდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენები. შეიქმნა სამონასტრო ორდენები კლიუნი და სიტო,იყო ჯვაროსნული ომები,შეიქმნა რაინდთა წოდება და განვითარდა ხელოსნობა და ხელოვნება რომელმაც ახალი სახე მისცა საზოგადოებას.

 მე-11 საუკუნეში ტრანსპორტის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოგონებების წყალობით შეიცვალა ეკონომიკური და კომერციული ცხოვრება. მუდამ სასარგებლო წყლის გზებმა დაკარგეს მონოპოლია. კომერციული ცხოვრება სრულებით შეიცვალა და გაუმჯობესდა. ამით სარგებლობენ როგორც ვაჭრები ისე მდინარეებისგან მოშორებული ქალაქებიც რომელთაც შეუძლიათ ეკონომიკური განვითარება.
                 
სამეფო ხელისუფლების მიერ დაცული სოციალური ცხოვრება კი დიდად არ შეცვლილა. ისტორიის რაღაც ზიგზაგების მიუხედავად ის მიედინება უცვლელად,თაობებში ფესვგადგმული ჩვეულებების ატმოსფეროში. ბატონობს მოკრძალებული კეთილდღეობა. ადამიანები ცდილობენ ცხოვრების  მონოტონურობის შერბილებას დღესასწაულების გამრავლებით.  ამ  დღესასწაულების დროს ქუჩებში გაშლილი ფერადი დროშებით დადიან პროცესიები. არავინ ჩივის,განსაკუთრებით კმაყოფილები არიან მედუქნეები.


არადა დასავლეთის ეს სამსაუკუნოვანი  ტრადიციული და რამდენადმე ლეთარგიული ცხოვრება მოულოდნელად და ტოტალურად იძრა.
             
 შედარებითი სიმშვიდის პერიოდი შეცვალა დრამათა,მტკივნეული ცვლილებების საუკუნემ. მრავლდება სიახლეები და გაოხრება-გატიალებები,
       
მათ მოჰყვა შემოქმედების რამოდენიმე ათწლეული მაგრამ თვითონ ეს სიახლეები ქმნიან ახალ საფრთხეებს.
     
საფრანგეთში ეს ხანგრძლივი დრამატული განსაცდელი,რომელიც მწიფდებოდა უკვე 2 თუ სამი წელია,დაიწყო 1346 წლის 26 აგვისტოს კრესის იბედურებით  რომელსაც 1347 წელს მოჰყვა კალეს აღება ინგლისელების მიერ.
   
ეს იყო დასაწყისი სამწუხარო ასწლიანი ომისა რომელიც ერთი საუკუნის მანძილზე ააოხრებს და საშინლად გააღატაკებს მთელ საფრანგეთის სამეფოს.
     
მაგრამ ესაა მხოლოდ შესავალი იმ  ბევრად უფრო საშინელი მოვლენისა რომელიც ამჯერად თავს დაატყდება მთელს ევროპას.
   
1348 წლის გაზაფხულზე  გამოჩნდება დიდი შავი ჭირი.  ის მოვიდა ინდოეთიდან და გემებმა ის ჩაიტანეს ევროპაში.
   
დაიწყო გამოუთქმელი ჟლეტა და სასაკლაო.

        1348-1353 წლებში გაქრა ზოგი ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა. ის მოკლა ან გააქცია შიშმა ან შიმშილმა.

     შიმშილის ჭირი დაემატა  "დიდი სიკვდილის" ჭირს.

       გარკვეულ დროს პარიზი  დღეში კარგავს 800 ადამიანს ანუ ყოველ დღე კვდება 800 კაცი.

    მემატიანე ფრუასარის თქმით ამ უბედურებებისგან,შავი ჭირისგან და შიმშილისგან დაიღუპა ქვეყნის მესამედი ანუ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი.

     იმის კარგად გასაგებად თუ რას ნიშნავდა ეს თავზარდამცემი ამბავი უნდა გავიხსენოთ თუ რა იყო იმ დროისთვის საფრანგეთი, რომელიც იყო ევროპის ყველაზე დასახლებული ქვეყანა. საფრანგეთში მაშინ ცხოვრობდა 15 მილიონი კაცი.

    ამ უბედურებათა შედეგები ურიცხვია... სოციალური ცხოვრება მოიშალა, თავზარდაცემული,სასოწარკვეთილი ადამიანები მხეცდბოდნენ. მათ უხდებოდათ არსებობისთვის სასტიკი ბრძოლა.

         აოხრებული მონასტრები ვეღარ მონასტრობდნენ, სასულიერო წოდებას ძალიან უჭირდა თავისი ფუნქციების შესრულება.

       პაპების მკაცრი რეაქციების მიუხედავად გავრცელდა სასტიკი და შეუბრალებელი მოძრაობები.

    ჭების მოწამლვას სდებდნენ ბრალად და ჟლეტდნენ როგორც ებრაელებს ისე ქრისტიანებს.

    ამ დრო და დრო შესუსტებულ და გაძლიერებულ ეპიდემიას  მოყვა სხვა ეპიდემიებიც.

        დიდი უბედურება დაატყდა თავს დასავლეთს,5 წლის მანძილზე,1353 წლამდე,ხმელთაშუა ზღვიდან ისლანდიამდე.

           საფრანგეთში ამ აოხრებას დაემატა ასწლიანი ომი.

Quentin Massys- Ecce Hommo)-დეტალი
    ზოგჯერ დამშვიდების მოკლე პერიოდები თითქოს აჩენდნენ იმედს,მაგრამ ისინი მოსახლეობას უფრო აღატაკებდნენ ვიდრე ამხნევებდნენ.

      ასწლიანი ომით გამოწვეულ აოხრებას ემატებოდა სამოქალაქო ომით გამოწვეული აოხრება.

     ქალაქებში ჯანყდებოდნენ წოდებები,გლეხები ჯანყდებოდნენ უცხოელთა და საკუთარი არისტოკრატიის წინააღმდეგ.

ბრძოლების შეწყვეტის დროს უსაქმოდ და უხელფასოდ დარჩენილი ჯარისკაცები გადაიქცეოდნენ ყაჩაღების ბანდებად.
       ინგლისელები,ვალონები,გასკონელები,ჰოლანდიელები,ესპამელები,გერმანელები,
  ქმნიდნენ ყაჩაღების და მკვლელების ბანდებს. ვერაფერი უღებდა ბოლოს მათ თარეშს.

      დიდი ბანდები დათარეშობენ სოფლებში. გლეხები ვეღარ იყვნენ უსაფრთხოდ ველ-მინდვრებში.

     ეს ბანდები გარს შემოერტყნენ პარიზს. ლონდონიდან ტყვეობიდან დაბრუნებულმა მეფე იოანე კეთილმა დიდი ფული გადაუხადა ყაჩაღთა ბანდას რათა შესძლებოდა თავის საკუთარ მამულზე გავლა და თავის საკუთარ დედაქალაქში შესვლა.

     1363 წელს პარიზის ეპისკოპოსი ვეღარ ბედავდა ქალაქის კედლებს გარეთ გასვლას.

     მემატიანე ჟან დე ვენეტი მაშინ წერს: "ზარების ტკბილ ხმას აღარ აღვიძებს უფლის ხოტბა,მას აღვიძებს მტრის შემოტევები,ადამიანებო,თავს უშველეთ !"

      1357 და 1360 წლებში ავინიონში  დააყაჩაღეს თვით რომის პაპი. ავინიონის გალავნის და სასახლის მაშიკულები ძლივს იცავდნენ გადარეულ მოსახლეობას.

       მარტო ბერტრან დე გესკლა ახერხებდა წარმატებით ბრძოლას დიდ ბანდებთან.

     მისმა გამარჯვებებმა ის აქცია ეროვნულ გმირად.

        მან ბოლოს და ბოლოს პრობლემა გადაჭრა ირგვლივ ყველას და ყველაფრის ტერორიზებით და ბანდების იტალიაში გაყრით.

      მაგრამ დამშვიდება ხანმოკლე იყო. არმანიაკების და ბურგუნდიელების ერთმანეთში ომი,ინგლისელებთან ომის განახლება და აზინკურის უბედურება 1415 წელს ყველაფერს ეჭვს ქვეშ აყენებენ.

      ინგლისის და საფრანგეთის ომი აღარ იყო სიუზერენის და ვასალის კინკლაობა,ის პირველად გადაიქცა საერთაშორისო ომად. ტრუას შეთანხმება ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთეს  სტოვებს საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ.

       მაგრამ ჟანა დარკის მიერ აგიზგიზებული ფრანგული პატრიოტიზმი მალე ააღორძინებს ეროვნულ გრძნობას.  მისი ენთუზიაზმი ფეხზე აყენებს ქვეყანას.

       ინგლისელებს მოუხდათ ორლეანის დატოვება....

        საფრანგეთს დრო დასჭირდა ახალ საფუძვლებზე წონასწორობის მოსაპოვებლად.

     სოფლის მეურნეობა და კომერცია მომსპარია. გზებზე თარეშობენ ყაჩაღები,
ხმელთაშუა ზღვაში თარეშიბენ პირატები რომლებმაც ჩაკეტეს ყველა სავაჭრო გზა.

           ომებისგან განზე დარჩენილი ფლანდრია და იტალია ეხლა ერთმანეთთან ურთიერთობენ რაინის ხეობით. კომერცია და სიმდიდრე საფრანგეთიდან გადავიდა ჟენევაში და ბურგუნდიაში სადაც ბრწყინავს ჰერცოგი ფილიპე კეთილის კარი.

      აქ ძნელია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ნელი აღორძინების აღწერა. ამაზე ზრუნვაში კარლოს მეშვიდეს მხარს უჭერდა მისი მინისტრი ჟაკ კერი,ბურჟელი დაბაღის შვილი.

     ამ საქმეს შემდეგ გააგრძელებს დიდი მეფე  ლუი მე-11.

     მაგრამ ასი წლის ომის შემდეგ აღმდგარი საფრანგეთი აღარ იყო შუა საუკუნეების საფრანგეთი. კაპეტინგების ყველა ინსტიტუტი უკვე დაშლილი იყო 1328 წელს ტახტზე ვალუათა მოსვლისას.

      მათ ბოლო მოუღეს ომმა და სიღატაკემ.

          ფეოდალობა,რაინდობა,ეკლესია,უნივერსიტეტი,მუნიციპალიტეტები,კორპორაციები,ყველაა ეს რეალობა ვეღარ პასუხობს ეპოქის მოთხოვნებს.

           საფრანგეთის კერა აღარაა პარიზში. კარმა ის მატოვა გარკვეული დროით ბურჟში გასაჩერებლად.

     მაგრამ,ყველაზე მეტად,ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე ამაყის კარი და ბერის ჰერცოგი იოანეს კარი არიან უფრო მნიშვნელოვანი ცენტრები ვიდრე სამეფო კარი დედაქალაქში.  მხატვრები თავის შედევრებს ქმნიან დიჟონში და ბურჟში. ეპოქის დიდი თეოლოგი ჟერსონიც კი ბურგუნდიელია.

         ფეოდალურმა სისტემამ ღრმა ძვრა განიცადა ბურჟუაზიის ამაღლებით,ისევე როგორც მესამე წოდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით და მისი მიღებით გენერალურ შტატებში.

           ეკლესიისგან გამოყოფილი რაინდობა კვდება რომანული სიკვდილით.

       1374 წლის ვანსენის ბრძანებით დიუ გესკლას  მიერ შექმნილი დაქირავებულთა მუდმივი არმია აღნიშნავს სამხედრო ფეოდალიზმის დასასრულს....

       დიუ გესკლამ გახსნა ძალის და ეშმაკობის ერთდროულად გამომყენებელი კონდოტიერების ხანა.

        ფეოდალური რაინდობის უკანასკნელი და ყველაზე მეომარი წარმომადგენელი იქნება ნანსიში 1477  წელს გარდაცვლილი კარლოს მამაცი.

      ძველი სამყარო მიდის // გაგრძელება იქნება//

     // ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age^,2012 წლის შემოდგომა//.

/ გაგრძელება იქნება//




           რა პერესტროიკას გადაურჩნენ ევროპელები შუა საუკუნეების ბოლოს- 2:

              მეცენატი პრინცები:

მაგრამ არასწორი იქნება ამ ხანაში გაუთავებელი სოციალური სიბეჩავის დანახვა. ომი რა თქმა უნდა ყველაფერს აოხრებს,მაგრამ მასაც აქვს ხოლმე გრძელი პაუზები.

          მეცენატი პრინცების წყალიბით მხტავრული შემოქმედება არაჩვეულებრივად ჰყვავის კარლოს მეექვსის მეფობის დროს //1380-1422//.  გიჟი მეფის მდიდარი და ძლიერი სამი ბიძა არიან მშენებლები,კოლექციონერები და დონატორები.

               ლუი დანჟუ,ჟან დე ბერი და ფილიპე ბურგუნდიელი ასე აიყოლიებენ დიდ სენიორებს და მდიდარ ბურჟუებს რომელთაც უნდათ მათი რანგის შენარჩუნება.


              გონებათა კინკლაობები :


       მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეში ფაქტიურად არარსებული გონებათა განყოფა გამოჩნდა მეთოთხმეტე საუკუნეში პაპობის ფილიპე ლამაზთან და ლიუდოვიკ ბავარელთან დაპირისპირებაში.

       პოლემიკაში მონაწილეობენ თეორეტიკოსები. ჟილ რომაელი და ალვარეზ პელაიო არნახული ძალით უსვამენ ხაზს პაპის, ღვთაებრივი სამართლით სუვერენის,ყოვლისშემძლეობას.

          მეორეს მხრივ ჟან დე ლანდა და მარსილ პადუელი იმპერატორს ანიჭებენ სრულ პოლიტიკურ და რელიგიურ ძალაუფლებას და პაპს ართმევენ ყოველგვარ საერო ძალაუფლებას,უმორჩილებენ მას იმპერატორის და გასაეროოებული საბჭოს კონტროლს.

     შუაში მოჭყლეტილი დომინიკანელი ჟან პარიზელი ამაოდ ცდილობს დაპირისპირებათა შერბილებას მეცამეტე საუკუნის საუკეთესო ტრადიციათა შესაბამისად.

     ეს დაპირისპირება სინამდვილეში გამოხატავს ღრმა ტრანსფორმაციას. მე-14 საუკუნეში ინტელექტუალური შემოქმედება თითქოს დაიშრიტა.

     დუნს სკოტის სიკვდილის შემდეგ აღარა ჩანს ორიგინალურ შუქზე სიბრძნის აგების ძლიერი მცდელობა. აღარ არიან შემოქმედნი,ჩანან მხოლოდ გამმეორებლები.

            უნივერსიტეტები და სკოლები მიმართული არიან კერძო და უნაყოფო დისპუტებისკენ.

          ამ ინტელექტუალური თამაშების საყვარელი სიუჟეტია ცოდნის მნიშვნელობა და მექანიზმი.

            ინტერესდებიან ადამიანის სულის ძალით და ჭეშმარიტების ღირებულებით.

           კრიტიკულმა ხანამ შეცვალა შემოქმედი ხანა.

    მე-14 საუკუნის შუა ხანებიდან სჯერათ რომ სარწმუნო ცოდნა არის არის მხოლოდ სიცხადეში,სიაშკარავეში.

             გონებამ დაკარგა თავისი ყოვლისშემძლეობა.

   მხოლოდ უშუალო განცდას შეუძლია სარწმუნო ცოდნის მოცემა ვინაიდან აბსტრაქტული იდეა არ პასუხობს ღრმა რეალობას.

        გამოჩნდა ძველი ნომინალიზმი და ემპირიულ მოაზროვნეებს გამოჰყოფს რაციონალისტებისგან.

          შემეცნების ეს კონცეფცია გამოიწვევს ცოდნის საზოგადო გადასინჯვას.

        მოძრაობა გაჩნდა მე-13 საუკუნის ინგლისში ოქსფორდის  ფრანცისკანელ მოძღვრებს შორის.

             ის სრულყოფილად ეხამებოდა ინგლისელების სწრაფვას ექსპერიმენტული ცოდნისკენ ისევე როგორც უშუალობის მაძებარ და არისტოტელური რაციონალიზმისადმი რამდენადმე უნდობლად განწყობილ ფრანცისკანულ აზრს.

     ეს აზრი პარიზში გადაიტანა როჯერ ბეკონმა. შემდეგ,მე-14 საუკუნეში ის აიტაცა დიურან დე სან პურკანმა და,ყველაზე მეტად,გიომ ოკამმა. ის მე-15 საუკუნეში გააგრძელა ჟან ჟერსონმა.

     მე-16 საუკუნეში მან დაიწყო წაშლა,მაგრამ გერმანიაში ის ააღორძინა ახალგაზრდა ლუთრმა.

     ასე დაიწყო ვია მოდერნა // "ახალი გზა"//,რომელიც 150 წლის მანძილზე დაუპირისპირდება "ძველ გზას".

   ადამიანის ცოდნის ყველა წყაროს ჰარმონიზაციის მსურველი მე-13 საუკუნის დიდი შენობების დამანგრეველი ამ მუტაციის შედეგები უცბად არ გამოჩენილა.

        მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში განვითარდა რენესანსის ჰუმანისტების წვლილით განაყოფიერებული პოზიტიური თეოლოგია.

          ფილოსოფია დაყვანილი იქნა ცოდნის კრიტიკაზე და გადაიქცა წმინდა ლოღიკად,სოფისტიკადაც კი. მორალი კი დაუახლოვდა იურიდიზმს და კაზუისტიკას.

     მაგრამ ყველაფერი არაა უარყოფითი.

         ნომინალისტურმა კრიტიკამ ძვირფასი რამ მისცა დასავლეთს,ექსპერიმენტული მეცნიერებები.

           მეთოთხმეტე საუკუნის პარიზში განვითარებული ექსპერიმენტული მეცნიერებები არის თანამედროვე მეცნიერების სათავეში.

           ამ დუღილიდან გაჩნდება ძლიერი სულიერი მოძრაობა.

             მაშინ დაარსდება ღმერთის ცოდნის დიდად მწყურველი თეოლოგია და სითბოთი სავსე სიყვარულის მოძრაობა რომელიც ქმედების საუკეთესო იარაღად იპოვის ამ უკეთესად ცნობილი ღმერთის ჭვრეტაში.

      მათხოვრები,ფრანცისკანელები და დომინიკანელები,მათ საუნივერსიტეტო სწავლებას უკავშირებენ სახალხო ქადაგებას.

          ისინი ახდენენ მონასტერთა მისტიკის და სკოლების მეცნიერების პოპულარიზაციას და ახდენენ ბონავენტურას და თომა ქავინელის თეოლოგიების სინთეზს.

        

 როცა ფული ცვლის მიწას:


        ფეოდალობის დასრულების შემდეგ საფრანგეთში,გერმანიასა და იტალიაში აღზევდა ვაჭართა და წვრილ მესაკუთრეთა ახალი კლასი.

     აი მათი აჯანყებებითა და წანწალით ძლიერთა შემაწუხებელი ბურჟუების და მათხოვარ ღარიბ-ღატაკთა დრო. 

    ომი და სიღატაკე ყველაზე მეტ ცვლილებებს იწვევს ხალხში და ბურჟუაზიაში,

     მე-14 საუკუნე ევროპის ყველა ქვეყანაში იყო დემაგოგიის და აჯანყებათა ხანა.

       საფრანგეთში ვოდუაები,ტურლუპაები,ღარიბთა საზოგადოება,ჟაკერია,
მარლოტაები  ჩათრეულები აღმოჩნდნენ მსოფლიო მღელვარების სხვადასხვა მორევებში.

      პარიზელები  1358 წელს პირველად ატარებენ წითელ-ლურჯ რევოლუციურ ჩაჩს. ისინი აჩვენებენ რომ ქალაქის სიყვარული არ გულისხმობს სამშობლოს სიყვარულს. შუა საუკუნეების კომუნალური ინსტიტუტები ჭკნება მესამე წოდების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად.

         საერთო სიღატაკე-სიბეჩავის მიუხედავად ზოგი პოულობს გამდიდრების საშუალებას.

        თანდათან იქმნება  შეძლებული ვაჭრებისა და სოფლელებისგან შემდგარი ნამდვილი საშუალო კლასი. საზღვარი არისტოკრატიასა და ბურჟუაზიას შორის ბუნდოვანდება. 

       ზოგი ახლად გამდიდრებული ნუვორიში მიწებს ყიდულობს გაღატაკებული არისტოკრატებისგან,და პირიქით,ბურგუნდიის ჰერცოგის ერთი ნათესავი გახდა  სასტუმროს პატრონი.


            ქალაქების მსგავსად შეიცვალა სოფელიც. 

     შავმა ჭირმა და ომმა უკიდურესად გააღატაკა და დააბეჩავა სოფელი. დაუცველობამ,შიმშილმა და მოსახლეობის გაქრობამ მივიწყებას მისცა მიწათმოქმედება.  გაჩნდა ანდაზა:  "ტყეები საფრანგეთში მოვიდნენ ინგლისელებთან ერთად."

       ოდესღაც ნაყოფიერი ზოგი რეგიონი დღემდე აუთვისებელი დარჩა მე-14 საუკუნეში მიწათმოქმედების დაკნინებიდან.

       მდგომარეობის გამოსასწორებლად გაანთავისუფლეს ბევრი ყმა. თანდათანობით კონტრაქტით სამსახურმა შეცვალა წინა საუკუნეთა ყმობა. და მიწათმოქმედთა რაოდენობამ არანორმალურად იკლო.  კარლოს მეშვიდემ  არნახულად გაზარდა მათი ჯამაგირი.

             დაუმუშავებელ მიწებს თმობენ და გაჩნდა წვრილ მესაკუთრეთა კლასი.
ამასთან მცირდება ფეოდალური უფლებებიც.

         ადამიანები აღარ არიან მიჯაჭვულნი მათ მიერ დამუშავებულ მიწაზე.

               არაფრის მქონენი სულ უფრო და უფრო შორს მიდიან უკეთესად ანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად. 

      ეს მოხეტიალე მუშები შეუერთდნენ უსახლკარო დღიური მუშების ბანდებს რომლებიც ახალი "პატრონის" ძიებაში დადიან ქალაქიდან ქალაქში.

     ამ ხალხისთვის მოგზაურობა აუცილებელი იყო,მაგრამ არსებობს ომის შედეგად გაჩენილი მაწანწალა მოსახლეობა-მოწაფეები რომელთა სასწავლებლებიც დაიხურა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი სამღვდელოება,
უსაქმოდ დარჩენილი ყველანაირი ეროვნების დაქირავებული ჯარისკაცები,ბოშები და მათხოვრები რომელთა ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია პოეტი ვილონი //1431-1463//.






      ვილონი არის "მათხოვართა მეფე".  მან შეინარჩუნა მათხოვრების არგო თავის შვიდ ბალადაში სადაც წარმოდგენილია გადაგვარებული სამეფოს ყველა ელემენტი : დაქირავებულ ჯარისკაცთა უცხო სიტყვები,გლეხების არქაული ფრანგული,მოხეტიალე მღვდლების რელიგიური სენტენციები,სტუდენტთა ლათინური,ისევე როგორც პროფესიონალ კრიმინალთა ჟარგონი.

                ამ ფესვებიდან მოგლეჯილ მოსახლეობას შთანთქავს სამეფოს მზარდი კეთილდღეობა და სულ უფრო და უფრო ძლიერი წესრიგი,მაგრამ ამ ხალხის შფოთი,მღელვარება და ტერიტორიული კავშირების დაწყვეტა კიდევ უფრო შეარყევს ფეოდალური არისტოკრატიის საფუძველს.

         სოციალური იერარქია გარდაქმნა ერთმა არსებითმა ეკონომიკურმა ფაქტმა.
მონეტარულმა ბაზამ შეცვალა მიწის ბაზა.

    ფულის სიყვარულმა შეცვალა მიწის სიყვარული.

   ახალი ეკონომიკური ვითარება და ახალი მსოფლმხედველობა სრულყოფილადაა მოკლედ გადმოცემული  1451 წელს დაწერილ თეატრალურ პიესაში  "ვნების საიდუმლო".  ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს:

      "არაფერია რისი გაკეთებაც არ შეეძლოს ფულს".

     აქ სრულყოფილადაა გადმოცემული მე-15 საუკუნის მსოფლმხედველობა. 

     იგივე სულისკვეთებას ვხედავთ გერმანიაში სადაც ამდენმა ქალაქმა მოიპოვა თავისუფლება და სადაც დაუბრკოლებლად ვითარდება  ჰანზას ლიგა. 

       იტალიაში არისტოკრატია დააუძლურეს გველფებმა და გიბელინებმა,პატრიაციატმა და ისინი მართავენ უშუალოდ ან მხარს უჭერენ სენიორიებს  სადაც დიდი ქალაქები ყალიბდებიან სახელმწიფოებად. 

     ინგლისიც მიემართება პარლამენტარული რეჟიმისკენ,მაგრამ აქამდე მისვლამდე ყველა ქვეყანა ძალიან გაიტანჯა. 

                 გერმანიაში მე-14 საუკუნეში ლიუდოვიკო ბავარელი წაეჩხუბა  ავინიონის პაპებს. 

         ამ ჩხუბმა მძიმედ დაჭრა მათი თანამედროვეების სულები. 

   20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ტერიტორია იყო აკრძალული. ესე იგი არ ტარდებოდა წირვები,ბავშვებს არ ნათლავდნენ,ჯვრისწერა-დაქორწინება არ ხდებოდა, არ ხდებოდა რელიგიური წესებით დაკრძალვა. ქრისტიანულ ქვეყანაში 20ოდე წლის მანძილზე ქრისტიანობის აკრძალვა ცოტა ბევრია!!!

         მისტიკოსებმა გააორმაგეს რელიგიური გზნება,მაგრამ  ხალხის უმრავლესობა მისტიკოსი ვერ იყო და მისი განწყობა და მორალი  მკვეთრად გაფუჭდა და დაეცა. 

        შემაშფოთებლად გავრცელდა უმეცრება,ცრურწმენები.

       შავ ჭირს დამატებულმა ამ ჭირმა გამოიწვია რელიგიური ემოციურობის დრამატული და გაუწონასწორებელი რეაქციები.

          ამაზე წარმოდგენას გვიქმნიან ფლაგელანტები. 

    მთელ დასავლეთში,მაგრამ განსაკუთრებით გერმანიაში, ისინი დაჯგუფდნენ  ერ\თდროულად გონებისგამხსნელ და საშიშ ასოციაციებად. ტკივილით მეტად გაღიზიანებული ეს ფანატიკოსები  შიშველ სხეულზე შემოხვეული და წელამდე ჩამოშვებული  თეთრი ტილოთი იკრიბებოდნენ ქალაქების მოედნებზე. ისინი გალობით იწყებდნენ ფერხულს. ზედიზედ,ფეხზე მდგომენი თუ მწოლიარენი ისინი ერთმანეთს გადააბიჯებდნენ საკუთარი თავის გამათრახებით. 

       სამი მათგანი დგება ცენტრში და ყურისწამღებად გაჰყვირიან საგალობელს რომელსაც მოჰყვება მათრახის დარტყმები. 

     უცბად გოდებითა და მოთქმით ისინი გაერთხმებიან მიწაზე ხელების ჯვრულად გადაშლით. 

     ასეთი აღწერა მოგვცა 1359 წელს მატიას ნოიენბურგელმა //Mathias de Neuenburg!!  თავის ქრონიკაში. 


      გერმანიის დრამატულ-საზარელმა მდგომარეობამ დიდად ვერ შეუწყო ხელი წესრიგის დამყარებას იტალიაში. 

           ძალიან ძნელია იტალიაში იმ დროს გამეფებული ანარქიის აღწერა. 

           მაღალი იდეები რომლებიც ადრე ხალხს აჯგუფებდნენ პაპის თუ იმპერატორის ირგვლივ აღარ არსებობდნენ. 

         ჩვენ ვახსენეთ გველფები და გიბელინები,მაგრამ იქ "უკეთესია": 

    ყოველი ქალაქი,მეტიც,ყოველი დუქანი არის ომის თუ ჯანყის კერა. 

      ფულს დახარბება, ინტერესები,სოციალური ჯგუფების ურთიერთუნდობლობა იკავებს იდეოლოგიების ადგილს და წინ სწევს სენიორიებს და ტირანებს. 

      ჩრდილოეთის პირველი დიდი სახელმწიფოს,მილანის განვითარება ვისკონტების ზედამხედველობის ქვეშ ფარავს უამრავ დანაშაულს და უზურპაციას. 

     იმისთვის რომ არ მისცენ თავის სახელმწიფოთა დაფლეთისა და დაგლეჯის საშუალება  ავინიონში მცხოვრები პაპები, იძულებულები არიან უწყვეტად ებრძოლონ  ვენეციას,მილანს და მათ მიერვე დანიშნულ მმართველებს .

      ქალაქი რომი აიკლეს მისმა გაყაჩაღებულმა არისტოკრატებმა.

         შემდეგ  ქალაქი რომი აიყოლია ტრიბუნი კოლა დი რიენცოს ედმაღლურმა ოცნებებმა.

     ეს კოლა დი რიენცო ხალხმა 1347 და 1354 წლებში ორჯერ გააძევა.

     ბოლოს და ბოლოს დიდმა ადმინისტრატორმა,მეომარმა და დიპლომატმა კარდინალმა ამბორნოზმა მოახერხა წესრიგის აღდგენა და შემოღება კონსტიტუციებისა რომლებიც იმოქმედებენ 5 საუკუნის მანძილზე.
  // ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age^,2012 წლის შემოდგომა//.
    

       

     


 
























მ სურათში ელვისგან თუ დენთისგან,ზარბაზნისგან მოულოდნელი სიკვდილისგან მფარველი წმინდა ბარბი წარმოდგენელია როგორც ყოველდღიური კითხვით გატაცებული ჩვეულებრივი მორწმუნე ახალგაზრდა ქალი.


 დიდი მარტვილი წმინდა ბარბი ანუ წმინდა ბარბარე, როგორც კათოლიკეთა ისე მართლმადიდებელთა წმინდანი,დღესასწაული 4 დეკემბერს,რობერ კამპას სურათი.

 სპარსელი სატრაპების შთამომავალ დიოსკორეს ასულ ბარბარეს უნდა ეცხოვრა მესამე საუკუნის შუა ხანებში ჰელიოპოლისში //დღეს ბაალბეკი ლიბანში// იმპერატორი მაქსიმიანეს მმართველობისას.

        გაქრისტიანებისგან რომ დაეცვათ ბარბარე ჩაამწყვდიეს ორფანჯრიან კოშკში,მაგრამ მასთან შეღწევა და მისი მონათვლა მოახერხა ექიმად გადაცმულმა ქრისტიანმა მღვდელმა //ვიკიპედია//.







 რა პერესტროიკას გადაურჩნენ ევროპელები შუა საუკუნეების ბოლოს- 3:

    წმინდა მფარველები კრიზისის პერიოდში:


 ომებით,აჯანყებებით,ძალადობით,შავი ჭირით გაუბედურებული ევროპელი ბურჟუების სახლებზე  წმინდანების უფრო მეტ ქანდაკებებს ვხედავთ ვიდრე ეკლესიაში.  ეს წმინდანები სახლს იცავენ ხანძრისგან,შავი ჭირისგან,სიკვდილისგან,ავადმყოფობისგან. 

    ქალაქების ქუჩებში ქარი აფრიალებს წმინდა კრეპას,წმინდა მარტინის,წმინდა ელუას,წმინდა გიორგის გამოსახულებებიან ბაირაღებს. 

     სოფლებში წმინდანების მადიდებელ  დღესასწაულებზე თუ მფარველობის და შემწეობის მთხოვნელ  პროცესიებში ერთმანეთს ედავებიან  ქანდაკებების,რელიქვიების,კიდობნების თუ დროშების ტარების პატივის გამო. 
წმინდანები მფარველობენ გზებს და გზაჯვარედინებს და წმინდანების ქანდაკებებს ატარებენ ვენახების და ყანების ირგვლივ. 

     მე-15 საუკუნეში წმინდანები ყველგან არიან და მათ აშკარად შეიცვალეს სახე და გარეგნობა. 

           აქამდე წმინდანები  თავის მარადიულ ტუნიკაში ინარჩუნებდნენ გმირულ სახეს.  

        უცებ ისინი დაუახლოვდნენ ადამიანებს და მათ მიიღეს კარლოს მეშვიდის,ლუი მეთერთმეტის,ლუი მეთორმეტის მოდა. 

            ექიმები კოზმა და დამიანე იცვამენ როგორც პარიზის ფაკულტეტის ექიმები. წმინდა კრეპა და ემინდა კრეპინიანი იქცნენ მათ სახელოსნოში მომუშავე ახალგაზრდა მეწაღეებად. 

    რაც შეეხება მოციქულებს,მხატვრები კმაყოფილდებიან მათი ტუნიკების მოქარგვით და მათთვის თანამედროვე ინსტრუმენტების მიცემით. 

     ასე მაგალითად ბოვეს კათედრალის ერთ ვიტრაჟზე მხატვარმა ლეპრანსმა წმინდა პავლეს ხელში დააკავებინა დიდი და ორი ხელით სახმარი ხმალი რომელმაც თავისი ღირსება დაამტკიცა მარინიანის ბრძოლაში. 

          წმინდა მარკოზი იღებს მოხუცი ნოტარიუსის სახეს. წმინდა იოსები კი აქციეს ისეთ დურგლად რომ წარწერის გარეშე მას ვერავინ იცნობდა,

           მხატვრები ფუკე და ბურდიშონი გვარწმუნებენ რომ კალენდარის ყველა წმინდანი ცხოვრობდა ტურენში,განსაკუთრებით წმინდანი ქალები. 

          ისინი არიან ახალგაზრდა,უმანკო,მრგვალსახიანი და ოდნავ პაჭუა .ცხვირიანი გლეხის ქალები.

      ყველა ეს ფიგურა უსაზღვროდ ხიბლავს გვიანი შუა საუკუნეების ხალხს.
სამღვდელოებას არ სჭირდება მორწმუნეთა გზნების წაქეზება.

              მთავარი საზრუნავია,პირიქით,მორწმუნეთა შეკავება.

       აღორძინების ხანაში საზეიმო პოზებში მდგომ  წმინდანებს ჩააცმევენ ისე როგორც იცვავდნენ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები. მაგრამ ისინი დაემშვიდობებიან ადამიანებს და ავლენ ცაში.

        შუა საუკუნეებში წმინდანებში ხედავდნენ მისაბაძ მაგალითებს და მფარველებს რომელთა ყურადღებასაც უნდა დამსახურება.

    რას სთხოვს 1400 წლის ქრისტიანი თავის მფარველებს?  განკურნებას ავადმყოფობისგან?  უეჭველად.მაგრამ თვითონ სიკვდილზე მეტად მას ეშინია ღმერთთან შერიგების გარეშე სიკვდილი.




             მოულოდნელი სიკვდილისგან მფარველ წმინდანებს შორის მე-14  საუკუნეში ყველაზე დიდ პატივს მიაგებენ წმინდა კრისტოფს.

     ამბობდნენ რომ გარიჟრაჟზე მისი დანახვაც საკმარისი იყო იმისათვის რომ დღეს მშვიდობიანად ჩაივლო და ადამიანი არ მომკვდარიყო მოულოდნელად.

      დგავდნენ წმინდა კრისტოფის უამრავ ქანდაკებას. ბავარიაში,ავსტრიაში,
ჩრდილოეთ და სამხრეთ ტიროლში წმინდა კრისტოფის უზარმაზარი გამოსახულებები დღემდე ამკობენ ეკლესიების თუ სახლების ფასადებს. ზოგი გამოსახულება მთელი სამრეკლოს სიმაღლისაა.

               წმინდა ბარბი //ბარბარე// ასევე იცავს მოულოდნელი სიკვდილისგან,
განსაკუთრებით ელვით დაღუპვისგან. მისი მომღიმარე სახე ბადებს ნდობას და სიყვარულს.

         ესაა ძალიან პოპულარული წმინდა ბარბი. ელვისაგან მცველი წმინდა ბარბი ადამიანს ასევე იცავს ახალ გამოგონებათა,დენთის,ზარბაზნით,ცეცხლთან დაკავშირებული ყველაფრის ზემოქმედებისგან. ისაა მაღაროელთა,არტილერისტთა,მეზღვაურთა... მფარველი. ის ყველგან სჭირდებათ,მისი ხატი ყველა ეკლესიაშია....








   // ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age^,2012 წლის შემოდგომა//.

// გაგრძელება იქნება//



  რა პერესტროიკას გადაურჩნენ ევროპელები შუა საუკუნეების ბოლოს- 4, პაპები დიდი სქიზმის  საცოდაობაში:



    ბოლო ფრანგმა პაპმა გრიგოლ მეთერთმეტემ დატოვა ავინიონი და 1377 წელს პაპობა დააბრუნა რომში.  ის ბნელი წინათგრძნობებით გარემოცული გარდაიცვალა მომდევნო წელს.

          მისი მემკვიდრე აირჩიეს ხალხური აჯანყების დროს.

           ბრბოთი დამფრთხალმა კარდინალებმა დამალეს მათი არჩევანი და გაიქცნენ კონკლავიდან. მშვიდობის დაბრუნების შემდეგ დაიწყო ახალი იმედგაცრუება.




             რომის პაპად არჩეული იტალიელი ურბან მეექვსე ნამეტანი უსახური გამოდგა.

     მაშინ ზოგმა ფრანგმა კარდინალმა სუვერენებს და ეპისკოპოსებს უთხრა რომ  მათ პაპი აირჩიეს დაძალების და ტერორის პირობებში,რომ მათ აკლდათ თავისუფლება და ამიტომ არჩევანი არაა კანონიერი.

          თვეს ეს,გაიქცნენ  ავინიონში და  1378 წლის 9 აგვისტოს გამოაცხადეს რომ რომის პაპის არჩევანი ბათილია .

           20 სექტემბერს მათ აირჩიეს ახალი პაპი,სავოიელი რობერ დე ჟენევი რომელმაც მიიღო კლიმენტ მეშვიდის სახელი და წავიდა ავინიონში.

      ის აღიარეს ნეაპოლის სამეფომ,საფრანგეთმა,ესპანეთმა,შოტლანდიამ.

         მაგრამ რომის პაპის ერთგულები დარჩნენ გერმანია,ჩრდილოეთი იტალია,ინგლისი და ფლანდრია.

           პარიზის უნივერსიტეტმა აღიარა ავინიონის პაპი. დიდი რელიგიური ორდენები დაიყვნენ ფრაქციებად.  სხვადასხვა პაპის მომხრეებად დაიყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დიდი ქადაგები,რეფორმატორები,ნამდვილი მისტიკოსები.

     მალე უწესრიგობამ მიიღო უკიდურესი ფორმები-ერთიანობა გაქრა ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეების შიგნითაც.  დავა-კამათი გააჩაღეს ერთმანეთს დაპირისპირებულებმა  ეპისკოპოსებმა და მათმა ეპარქიებმა,მეფეებმა და მათმა ქვეშევრდომებმა,ერებმა უნივერსიტეტებში.მონასტრებმა მათ ორდენებში,ბერებმა მათ მონასტრებში...

      არეულობის დაწყნარება უაღრესად გართულდა. პაპები და მათი მომხრეები შეურიგებლები იყვნენ. მეფეები უძლურები იყვნენ. საქრისტიანოს მესამე ძალა,პარიზის უნივერსიტეტმა სცადა პრობლემის გადაჭრა ორი მხარის შეთანხმების მიღწევით მაგრამ ცდა წარუმატებელი იყო.

     საფრანგეთის მეფე უტევდა ავინიონის პაპს,ხუთი წლის მანძილზე არ ეხმარებოდა მას მაშინაც კი როდესაც ის ლეგიტიმური ეგონა.

            მეტიც და უკეთესიც,მან ის დაიჭირა და 4 წლის მანძილზე დაამწყვდია დომსის თავის სასახლეში.

           ყველაფერი ჩაშალა ბენუა მეცამეტის სიჯიუტემ.

     საკითხის გადაჭრა ძალით შეუძლებელი აღმოჩნდა. მით უმეტეს რომ თვითონ მეფეები ჩაეფლნენ უწესრიგობაში.

   საფრანგეთის კარლოს მე-6 გაგიჟდა,ინგლისის რიჩარდ მეორე მოკლა ჰენრი ლანკასტერმა,ნეაპოლის ჟანა მოახრჩვეს,მისი მემკვიდრე კარლოს დე დურაცო მოკლა მისმა ძმისშვილმა,გერმანიაში იმპერატორი ვენცესლასი ტახტიდან გადააგდეს და დააპატიმრეს. 


      
      კრიზისის გადაჭრის ერთადერთ ზომად ჩანდა საერთო კრების მოწვევა.

     ეს გაკეთდა პარიზის უნივერსიტეტის საუკეთესო თავები პიერ დაილის და ჟან ჟერსონის  შთაგონებით. 

       კრება 1409 წელს გაიმართა პიზაში,მაგრამ მან უკვე არსებულ ორ პაპს მესამე პაპი დაუმატა. 

            იმპერატორმა სიგიზმუნდმა მაშინ მოახერხა ახალი კრების მოწვევა კონსტანსში,სადაც სამივე პაპის გადადგომის თუ გადაყენების შემდეგ 1417 წლის 11 ნოემბერს მოხერხდა ახალი პაპი მარტინ მეხუთის არჩევა.

     დასავლეთის ყველა ზარს შეეძლო მაშინ სქიზმის დასასრულის აღნიშნვა. 

          მაგრამ ეს იყო ძალიან ნაადრევი სიხარული.

         კონსტანსის კრებამ დაადგინა ყოველ 7 წელიწადში ერთხელ კრების მოწვევა,რითაც შექმნა ერთგვარი საპარლამენტო ასამბლეა რომელმაც ფაქტიურად შეზღუდა პაპის აბსოლუტური ხელისუფლება და ჩაერია ეკლესიის ღვთაებრივ წყობაში.

    მარტინ მეხუთემ უხალისოდ მოიწვია დაგეგმილი კრებები. 

       1431 წელს ბაზელის კრება გაუთავებელი იყო.

           6 წლის მანძილზე საპარლამენტო ტენდენცია იქ გაძლიერდა. იქ იყვნენ არა მხოლოდ ეპისკოპოსები. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის დოქტორები და საერო პირებიც კი.

            კრება თავისი ტრიბუნალებით და კანცელარიით თანდათანობით იქცა პაპის მოქმედებებზე ჩივილის ადგილად.

           6 წლის შემდეგ  დაძაბულობამ მიაღწია კულმინაციურ პუნქტს ვინაიდან პაპი ვერ იღებდა პარიზის უნივერსიტეტის დოქტორების მიერ  მისი ხელისუფლებისთვის ძირის ასე გამოთხრას. 


      ამას გარდა მარტინ მეხუთის მემკვიდრე ეჟენ მესამეს ჰქონდა დიდი საზრუნავი.

       უკვე რამოდენიმე წელია რაც თურქების მიერ შეწუხებულ აღმოსავლეთის ქრისტიანებს სურდათ რომთან კავშირის აღდგენა და პაპის ავტორიტეტის აღიარება. 

         პაპს.მაშ,უნდოდა მათკენ ნაბიჯის გადადგმა და მათი მიღება იტალიაში. 

         მაშინ მან კრება გადაიტანა ფლორენციაში.  ბაზელში აღშფოთდნენ და გადაწყვიტეს კრების გაგრძელება. 

          ეჟენ მესამე დაგმეს 1437 წელს და  1439 წელს ისევ აირჩიეს  ანტიპაპი. 

              ეს ანტიპაპი კი იყო 9 შვილის ქვრივი მამა.სავუას ჰერცოგი ამედე მერვე რომელიც მშვიდად ცხოვრობდა თონონის ახლოს მდებარე რიპაილის ციხე-სასახლეში.

     ყოჩაღმა ჰერცოგმა სახელად დაირქვა ფელიქს მეხუთე და ის ხუთი წლის მანძილზე ცდილობდა პაპობას სამხრეთ გერმანიაში და სამხრეთ საფრანგეთში.

     შემდეგ ის ბრძნულად მოიქცა და 1444 წელს გადადგა. ამასობაში ბაზელიდან ლოზანაში გადასულმა კრებამ  1449 წელს თვითონ გადაწყვიტა გამქრალიყო.
        და საკუთარი ღირსების გადასარჩენად მან აირჩია მაშინ მმართველი პაპი ნიკოლოზ მეხუთე.

      ამჯერად სქიზმა ნამდვილად დამთავრდა და მასთან ერთად დამთავრდა ეკლესიაში პარლამენტური  მცდელობა და პარიზის უნივერსიტეტის არაპირდაპირი მმართველობის ცდა.

       მე-15 საუკუნის შუა ხანებში პაპობამ დაიბრუნა თავისი ავტორიტეტის დიდი ნაწილი,მაგრამ სიმშვიდე დასავლეთში მთლიანად ვერ დაბრუნდა.

    აღმოსავლეთში კონსტანტინეპოლის აღებასთან და ბიზანტიის იმპერიის დამხობასთან ერთად გამოჩნდა თურქული საფრთხე.  აღმოსავლეთ ევროპაში აქა-იქ ხდებოდა მრელვარებები,რასაც განსაკუთრებით ბოჰემიაში იან ჰუსთან ერთად თან ახლდა ეროვნული გრძნობის აფეთქება. 

      მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ისტორიაში უმაგალითო დიდი ტრაღედია მშვიდდებოდა .



   // ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age^,2012 წლის შემოდგომა//.

// გაგრძელება იქნება//


     რა პერესტროიკას გადაურჩნენ ევროპელები შუა საუკუნეების ბოლოს- 5,
ახლებური და ემოციური რწმენა: 

ლოცვანზე ნაწილის ავტორია  ლილი მესამე უნივერსიტეტის პროფესორი მარი-ლორ ლეგრე


 





















Livre d’heures de Louis d’Orléans-ლიუდოვიკო ორლეანელის ლოცვანი

























Le Livre d'Heures d'Etienne Chevalier -ეტიენ დე შევალიეს ლოცვანი

























    ბერბისეის ოჯახის ლოცვანი, მე-15 საუკუნის ბურგუნდიული ხელნაწერი.



















Le Livre d'Heures d'Etienne Chevalier -ეტიენ დე შევალიეს ლოცვანი,ქალწულის ლოცვანი


                   საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ომების,ძალადობის,შავი ჭირის,ქაოსის გამო გატანჯულ ევროპელებს  თავშესაფრად და გამძლეობის წყაროდ უნდოდათ  შინაგან მედიტაციაზე,ქრისტესთან კავშირის ძიებაზე დაფუძნებული ახალი სულიერება. უფრო პერსონალური რწმენის ამ პრაქტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებაზე.

               ტანჯულ ადამიანთა ამ მისწრაფებამ გააჩინა ახალი მისტიკა. 

      აღარ ენდობოდნენ ფილოსოფიის ბოროტად გამოყენებას და თეოლოგიის ინტელექტუალისტურ გადახვევებს.

          ქრისტიანი მსჯელობაზე მეტად ემოციას ეძებდა. მას ცოდნაზე მეტად სიყვარული სჭირდებოდა.

     ის უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ერთიანობას ქრისტესთან ძირითადად შინაურ და პრაქტიკულ ღვთისმოსაობაში. 

            პირველი სკოლა აქცენტს აკეთებს სულის შინაგან ჩამოყალიბებაზე ლოცვის,გულის მოქცევის და სათნოებათა განხორციელების მეშვეობით. 

          ის ჯერ ჩრდილოეთის ქვეყნებში განვითარდა. გერმანიაში ძვრა იწყება სტრასბურგის 7 დომინიკანურ მონასტერში და შემდეგ ვრცელდება მთელ ქვეყანაში. 

     გამოჩნდა ძალიან დიდი სახელები: მაისტერ ეკჰარტი, სახელგანთქმული ქადაგი ძმა ტაულერი, და,ყველაზე მეტად, სუსოს სახელით ბევრად უფრო ცნობილი ჰაინრიხ სოიზე. ამ მომხიბლავმა დომინიკანელმა მოახერხა ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო აქტების კურთხევა და განწმენდა.

      ამავე დროს სულიერმა გზნებამ შეაღწია ნიდერლანდებში რუისბროკის თუ კიდევ უფრო  საერთო ცხოვრების ძმების დამფუძნებელი ჟერარ დე გროოტის.
  ფიგურებთან ერთად.

       ცენტრალური იყო ქრისტეს პიროვნება წმინდა წერილის კითხვასთან და გააზრებასთან ერთად.

           დიდი წარმატება მოიპოვა წიგნმა იესო "ქრისტეს მიბაძვა" რომელიც   ძალიან მარტივად ქადაგებს სრულყოფის გზას მაცხოვარის მიბაძვით. ქადაგებს ამქვეყნიური ამაოებისგან განდგომას და მხოლოდ აუცილებელთან დაბრუნებას.
ამ ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა მთელ საქრისტიანოზე.     

             ამავე დროს მორწმუნეებს გაეხსნათ მეორე სულიერი გზა ქრისტესთან ერთობის მისაღწევად. ის განსაკუთრებით ვრცელდება საფრანგეთში.

          ესაა ქრისტეს ვნებათა და ტკივილების დაუღალავი წარმოდგენა და გააზრება. სიყვარულით სავსე გახსენებით ქრისტიანები ჭვრეტენ ტანჯულ  ქრისტეს და ცდილობენ საკუთარი თავის მასთან გაიგივებას. 

          მე-15 საუკუნის მისტიკის ამ მთავარმა მიმდინარეობებმა ხან ცალ-ცალკე და ხან ერთად  ღრმად შეცვალეს საკრალური ხელოვნების თემები.

      თანდათანობით გაჩნდა ახალი იკონოგრაფია. 

            მეცამეტე საუკუნის ხელოვნება აზრით იყო მდიდარი და შუა საუკუნეების დასასრულის ხელოვნება  ემოციით ხდება მდიდარი.

   მხატვრების შთაგონების წყაროდ მაშინ იქცა 150 წლით უფრო ადრე უცნობი  იტალიელი ფრანცისკანელის მიერ დაწერილი  და დიდი ხნით უყურადღებოდ დატოვებული წიგნი  "მედიტაციები იესოს ცხოვრების შესახებ". 

           ავტორი მიმართავს მითიურ ქალს. ის  ელაპარაკება გულს და არა გონებას.

      ფერადი ტაბულების თანმიმდევრობა ისტორიას ავსებს როგორც ახალი აპოკრიფული სახარება.

      ტექსტი,მაგალითად, აღწერს იმას თუ როგორი სუფრა გაუშალეს ანგელოზებმა იესოს უდაბნოში 40-დღიანი მარხვის შემდეგ:     "ანგელოზები მივიდნენ ღვთისმშობელთან და მიიღეს მისგან  იოსებისთვის და თვითონ მისთვის მომზადებული პატარა რაგუ. ღვთისმშობელმა ამგელოზებს ასევე მისცა პური,სუფრა და ყველაფერი საჭირო".

     ხშირად,განსაკუთრებით ვნებათა სცენებში,ავტორი პათეტიური ხდება.

             ავტორი შთაგონებულია იტალიის მონასტრებში ნანახი ხელოვნების ნაწარმოებებით,მაგრამ მოთხრობას ყველაზე მეტად კვებავს მისი დაუჯერებელი ფანტაზია.

           ასე ჩნდება ახალი იკონოგრაფია რომელსაც ამიერიდან დაემორჩილებიან მხატვრები.  უფლის ანგელოზი მუხლს იყრის ქალწულის წინაშე ხარების სცენაში,შობის ღვთისმშობელი აღარაა აუცილებლად დაწოლილი, და ა.შ. ეს ახალი  თემები ვრცელდება ევროპაში და ისინი ცვლიან ძველ თემებს.



              მიზანსცენის ხელოვნება:

     დეკორი,კოსტუმები,აქსესუარები,მისტიერიებს თავისი წვლილი შეაქვთ სახარების სიახლოვის განცდაში.

        1400 წლიდან ევროპის ყველა დიდ ქალაქში არაჩვეულებრივად გავრცელდა ეს რელიგიური დრამები.

     დრამატული ავტორები რა თქმა უნდა იღებენ სახარების სცენებს, იყენებენ აპოკრიფებს ან წმინდანთა ცხოვრებებს. ძალიან მალე ისინი ყურადღებას აქცევენ ნაწარმოებს "მედიტაციები იესოს ცხოვრების შესახებ". 1415 წლიდან მერკადე,ავტორი თხზულებისა "არასის მისტერია" ბევრ რამეს იღებს მისგან. შემდეგ მას მისდევს ყველა დრამატული მწერალი. 

       ეს განსაკუთრებით შეეხო მხატვრებს ვინაიდან ისინი რეგულარულად მონაწილეობენ დეკორის შექმნაში თუ თვითონ დადგმაში.  ხელოვნებაში ჩნდება ახალი,მანამდე არნახული კომპოზიციები.

              ამ კომპოზიციებს ჯერ დგავენ,გაითამაშებენ და მერე ხატავენ.

       წარმოადგენენ ოთხი სათნოების ქადაგებას ღმერთის ტახტის წინაშე,იოანე ნათლისმცემლის  შეხვედრას ჯერ ბავშვ იესოსთან,ვნებათა ციკლში ქრისტეს, დამშვიდობებას დედასთან, აღმდგარის ტრიუმფალურ დაბრუნებას სამოთხეში და ლიმბებიდან წმინდანთა სულების გამოსვლას,ახლებურად წარმოადგენენ სამებას.

                     პერსონაჟთა კოსტუმები იცვლება. წმინდანები აღარ იცვავენ გრძელ თეთრ სამოსს. მათ აქვთ კაშკაშა ფერების კაბები.  დეკორიც თეატრის დეკორია.
 შობის სანთელი გვეუბნება რომ ამბავი ხდება ღამით,აღმდგარის ბარი გვეუბნება რომ ამბავი ხდება ბაღში.


             დასურათებულ" ლოცვანთა"//"საათების წიგნის",Livre d'heures// მოდა  :


   მეთოთხმეტე საუკუნიდან გავრცელდა პირად ლოცვაზე და მედიტაციაზე დაფუძნებული ღვთისმოსაობის ახალი ფორმა. ამას თან ახლდა ლოცვათა დასურათებული კრებულების,"ლოცვანთა" ფართოდ გავრცელება საერო პირთა შორის. 

            დაახლოებით 250 წლის მანძილზე ესაა ყველაზე გავრცელებული რელიგიური ხელნაწერი. ეს იყო მხატვრული გამოხატვის ყველაზე შესანიშნავი საშუალება.  

     ეს ნაშრომები გვიჩვენებენ დროს როდესაც საერო პირთა ცხოვრების წესზე გავლენას ახდებდა სამღვდელოების,ბერ-მონაზონთა  ცხოვრების წესი.

      "ლოცვანი ", დღის განმავლობაში,დილიდან დღის დასასრულამდე წარმოსათქმელ ლოცვათა კრებული საერო პირებისთვის იყო განკუთვნილი.

       მაგრამ მისი კომპოზიცია,შემადგენლობა, გაურბოდა ეკლესიის კონტროლს. 

             მოთხოვნის შესაბამისად კრებულს შეიძლებოდა დამატებოდა საერო ტექსტები ან ან ლოცვები ღვთისმშობლისა და რომელიმე წმინდანის მიმართ.

          ასეთი ლოცვანი,მაშ,არის, ძალიან პერსონალიზებული კრებული. 

              მიუხედავად ამისა რჩება უცვლელი ელემენტებიც,,,ყოველი "საათი" შედგება   ფსალმუნებისგან,საგალობლებისგან,ბიბლიური ტექსტებისგან და ლოცვებისგან. ემატება კალენდარი,მონანიების ფსალმუნები,წმინდანთა ლიტანიები,მიცვალებულთა სულის საოხი ლოცვები,  ჯვრის და სულიწმინდისადმი ლოცვები.

          დამკვეთთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სახელოსნოთა რაოდენობაც.  მონასტრების სკრიპტორიუმები შეცვალა საერო გამომცემლობამ.

          იყვნენ პერგამენტის ფურცლის მომამზადებელი ხელოსნები,ტექსტების გადამწერები,მხატვრები... 

     განვითარდა განსაკუთრებული იკონოგრაფია. სახარების ნაწყვეტები დასურათებულია მახარებლების გამოსახულებებით. მონანიების ფსალმუნები დასურათებულია ფსალმუნების მგალობელი მეფე დავითის გამოსახულებით....

     სურათი ახდენს ტექსტის საკრალიზაციას და ხაზს უსვამს სილამაზეს.

       ფლანდრიული მინიატურის სპეციალისტი მარტინ მეიერსი //Martin Meyers// ამბობს :    

      "სურათი წარმოგვიდგენს იმას რისი დანახვაც შეუძლებელია ვინაიდან მოვლენა მოხდა წარსულში ან ხდება ძალიან მოშორებულ რეგიონში და ამავე დროს ის მნახველისთვის ახდენს მოვლენის აქტუალიზაციას. ხატი სიტყვაზე უფრო ძლიერად მოქმედებს,ისაა მედიტაციის ობიექტი რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანი შეიძლება მიწვდეს ჭეშმარიტებებს რომლებიც ეხება ხსნას,მორალურ ცხოვრებას და უმაღლეს მიზნებს".

                  ამ  ლოცვანთა წარმატებას ხსნის აგრეთვე მთავართა და ბურჟუათა მეცენატის მზარდი როლი. ისინი უკვეთავენ ლოცვანებს. მხატვრები ძვირი მასალებით  ხატავენ არაჩვეულებრივ ხელნაწერებს.

        მე-15 საუკუნეში ლოცვანი იქცა  დამკვეთის სოციალური სტატუსის და მდიდრული ცხოვრების გამოხატულებად.


          მორიტს სმეიერსი Maurits Smeyers წერს:  "დაახლოებით 1400 წლის პარიზული დოკუმენტების თანახმად ერთი წიგნის შესრულებას სჭირდებოდა მეფის გარემოცვის მაღალი წევრის დაახლოებით ერთი კვირის მუშაობა. მიუხედავად ამისა უწიგნოდ ყოფნა არ შეეძლოთ ვინაიდან ის იძლეოდა ცოდნას და სიმბოლურად იძლეოდა გარკვეულ სტატუსს". 

         პრესტიჟული დაკვეთები ზოგ მხატვარს აძლევს შუა საუკუნეებში წესად მიღებული ანონიმურობიდან გამოსვლის საშუალებას ვინაიდან მხატვრები ხელს აწერდნენ თავის ნამუშევრებს...

            მე-16 საუკუნეში მოხატული ხელნაწერები თანდათან ქრება,რაც აიხსნება ტიპოგრაფიის განვითარებით. 

 ტიპოგრაფია იძლევა მეტი წიგნის უფრო სწრაფად და უფრო იაფად გამოცემის და გავრცელების საშუალებას.  



 






           















 























 
















     

 












     გულის ჯვრის გზა

CHEMIN DE CROIX du cœur


























ecce homo


 



 ჯვარცმა სულიერი ცხოვრების ცენტრში :



















Ecce Homo (detail) by Quentin Massys on friends-of-art.net








          ზოგჯერ თავზარდამცემი თავისი რეალიზმით,ქრისტეს ვნება იწვევს მასთან საკუთარი თავის გაიგივების მსურველი ქრისტიანის თანაგრძნობას. ღვთისმშობლის ტკივილებთან დაკავშირებული ქრისტეს ვნება არნახულ მიზანსცენებში იწვევს ცრემლს.

   მე-13 საუკუნეში ხელოვნება გადმოსცემდა ქრისტიანობის ყველა ნათელ ასპექტს: კეთილგანწყობას,სიყვარულს,სიტკბოს. 

          ბიზანტიურ ხანაში ჯვარცმა არ იწვევდა არანაირ მტკივნეულ განცდას,პირიქით,ის ქმნიდა სიმშვიდის და დიდების შთაბეჭდილებას.

          სულ სხვა რამეს ვხედავთ მე-15 საუკუნეში. ამ ხანის ქმნილებათა უმრავლესობა წარმოგვიდგენს ტკივილის ტრაღიკულ სახეს.

      ვხედავთ შიშველ,დასისხლიანებულ,თავზე ეკლების გვირგვინის მქონე ქრისტეს.

          ვხედავთ დედამისის მუხლებზე გადაშლილ იესოს გვამს.

           ამ ევოლუციის დასასურათებლად საუკეთესოა სამი საუკუნის ინტერვალით  დაწერილი ორი მედიტაციის შედარება. 

             პირველი 1097 წელს დაწერა წმინდა ანსელმ კენტერბერიელმა. აი როგორ წარმოიდგენს ის ჯვარცმულს:

                " მან თავი დახარა იმიტომ რომ აღარ ძალუძს ჩვენი კოცნა,ის შლის ხელებს იმიტომ რომ სურს ჩვენი გულში ჩაკვრა და თითქოს გვეუბნება:

             "ო თქვენ,ვინც იტანჯებით ჩემთან ერთად". მას სურდა გულის გახსნა იმის საჩვენებლად თუ რამდენად ვუყვარვართ".

                                            და აი რას იწერს  წმინდა ბრიგიტა 1370 წლისთვის თავის
   "გამოცხადებებში " :    "მას ედგა ეკლების გვირგვინი,მას თვალებზე,ყურებზე,წვერზე  ჩამოსდიოდა სისხლი, პირი გაღებული ჰქონდა,სისხლი მოსდიოდა ენიდან, ძლიერად შეწეული მუცელი ეხებოდა ზურგს ისე თითქოს მას აღარ ჰქონია ნაწლავები."

     თითქოს მთელს საქრისტიანოში მიიღეს ცრემლების ძღვენი,მაგრამ რატომ გრძელდება ვნების დრამა გაუთავებლად მე-15 საუკუნეში და რატომ ხდება ის სულ უფრო და უფრო სასტიკი?

          თუ კი გვინდა ამის წყაროს ნახვა უნდა მივიდეთ ფრანჩესკო ასიზელამდე.

        ჯვარზე დახატული ქრისტეს წინ მდგომ წმინდა ფრანჩესკო ასიზელს ჰქონდა ვნების ხილვა.

          ამ ხილვამ ის იმდენად გატანჯა რომ მას საკუთარ სხეულზე გაუჩნდა სტიგმატები,ჭრილობები.

             ამ  სასწაულმა შესძრა მთელი ევროპა და გააჩინა გრძნობიერების,
ემოციურობის  ახალი ფორმები. 

        მისი სულისკვეთება გაავრცელეს მათხოვარმა ფრანცისკანელმა ბერებმა.

             მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნის ყველა დიდი მისტიკოსი დაკავებულია ქრისტეს ვნებათა ჭვრეტით.

          წმინდა ბრიგიტა,წმინდა გერტრუდა,ან კიდევ ტანჯულ და მიმაკვდავ ქრისტესთან მუდმივ კონტაქტში მყოფი ნეტარი სუზო. 

          ეს უკანასკენელი თავის მონასტერში ღამით მარტო განასახიერებდა ქრისტეს ვნებას. ის წარმოიდგენდა რომ მონასტრის ერთი ბურჯი იყო ზეთისხილის ბაღი.მეორე-პრეტორია,მესამე-დიდი ქურუმის სახლი. ის ბურჯიდან ბურჯამდე დადიოდა მძიმე ჯვრის ტარებით. მან ასე მოიგონა ის რასაც უწოდეს ჯვრის გზა. 

     მთლიანად ეკლესიამ გაიზიარა ეს განცდები. 

         ვნებამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლიტურგიულ წიგნებში. ყველგან გაჩნდა ჰიმნების კრებულები და  მრავალმა პოეტმა გზნებით უგალობა შუბს,ლურსმნებს,ეკლის გვირგვინს,ჯვრის ხეს...

          მწერალთა ფანტაზია დაინტერესდა ქრისტეს ვნებით და ის წვრილად აღწერა.  დიდი გერმანელი მწერალი და ქადაგი ტაულერი აღწერს ქრისტეს გამათრახების ისეთ საშინელ დეტალებს რომ ამ სცენის ცოცხალი მოწმე გეგონება.  ილივიე მაიას თქმით ქრისტეს ჯოხი დაარტყეს 5475-ჯერ. მწერლები ყვებიან რომ იესოზე გადაამტვრიეს ჯოხები და მის სხეულში დარჩა კვანძები.  დაითვალეს რომ ქრისტეს გვირგვინში იყო 77 ეკალი და ყოველ ეკალს ჰქონდა სამი წვეტი.  

         მხატვრებიც თითქმის სადისტურად დაწვრილებით გამოხატავენ ქრისტეს ვნებათა სცენებს....



   განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენენ ვნების ინსტრუმენტები.

        თავიდან ესაა იუდას 30 დენიე,ფანარი, წმინდა პეტერს ხმალი რომელზეც დარჩა მალხუსის ყური. თავი რომელიც იფურთხება,ხელის მტევანი რომელიც სილას აწნავს,გამათრახების სვეტზე შემჯდარი მამალი,პილატეს წყლის დოქი,მათრახები... 

     ეს  ღვთისმოსაობა და მოწიწება მალე დაუკავშირეს ქრისტეს ჭრილობებს. მას ქადაგებდა უკვე წმინდა ბერნარდი,მაგრამ ეს თაყვანისცემა ნამდვილად გავრცელდა  სწორედ მე-14 საუკუნეში წმინდა გერტრუდას გავლენით. 

    ჭრილობების საგალობლები გაჩნდა ლოცვანთა კრებულებში და გაჩნდა საგანგებო ძმობები. 

    ტაულერმა დაწერა: "უნდა ვეამბოროთ ჯვარცმულის ჭრილობებს".

                
       
    ეს გამოვლინდა სახვით ხელოვნებაშიც. ხალხურ სურათებს შევყავართ თითქმის ველური მგზნებარე ღვთისმოსაობის უცნაურ სამყაროში. 



   ქრისტიანებს და მხატვრებს ყველაზე მეტად აღელვებს ქრისტეს ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი. 

      
    იმ დროის დიდი მისტიკოსები //წმინდა გერტრუდა,წმინდა ბრიგიტა,წმინდა ანჟელა დე ფოლინიო,ტაულერი თუ ოლივიე მაიარი// ხედავენ მდინარედ მდინარე სისხლს..


 


       
       მაშინ ჩნდება ძვირფასი სისხლის დღესასწაული.     












       ტანჯვის და გამოსყიდვის იდეების შეერთება აჩენს ხელოვნების ყველანაირ ნაწარმოებს.

   ჩნდება სიცოცხლის შადრევანის თემა. ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი ავსებს  კასრს,აუზს, რომლის ირგვლივაც თავს იყრიან განწმენდის მსურველი ცოდვილები.

    ამ სიმბოლოს გაჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ მძაფრად რეალისტურ ხანაში. 

  არის ასევე მისტიკური  საწნახელის თემა.

      იესო გასრესილია საწნახელში და მისი სისხლი ჩადის კასრში.  ამ ხატს ვხედავთ მე-15 საუკუნის მრავალ ვიტრაჟზე და ის ხშირად ერევა ვაზის საგალობელს.





        შუა საუკუნეების დასასრულის მისტიკოსებისთვის იესო და მარიამი ერთიანნი არიან გამოსყიდვის მისტერიაში.


 





















Fra Angelico lamentation sur le Christ mort-ფრა ანჟელიკო,გოდება მიცვალებულ ქრისტეზე





















მე-15 საუკუნის ბოლო.




    ღვთისმშობელი ეუბნება წმინდა ბრიგიტას:  "იესოს ტკივილები ჩემი ტკივილები იყო იმიტომ რომ მისი გული იყო ჩემი გული". 


        კიოლნის სინოდმა 1423 წელს ამ გრძნობებს დაუმატა ღვთისმშობლის ახალი დღესასწაული-"ღვთისმშობლის  მწუხარებათა და ტკივილების" დღესასწაული

      ღვთისმშობელს ადიდებდნენ სახელით შვიდი ტკივილის ღვთისმშობელი".

     ღვთისმშობლის ვნების იდეა აიტაცეს მხატვრებმა. მას გამოსახავდნენ 7 ხანჯლით გარნსშემორტყმულს.

                  მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში  ღვთისმშობლის მთელი ვნების იდეას განსაკუთრებით საფრანგეთში მოკლედ გადმოსცემს ფიგურა დედასი რომლის მუხლებზეც ასვენია მისი ვაჟიშვილის გვამი....

            ზოგის აზრით მე-15 საუკუნეში ქრისტიანობის არსი უფრო სიტყვა ტანჯვა იყო ვიდრე სიტყვა სიყვარული.

               ეს მართალია თუ გარეგნული ნიშნების უკან ვერ დავინახავთ არსს.

             მხატვრებმა განადიდეს ტანჯვა მართალისა რომელიც კვდება სიყვარულით.

              ამაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია ვიდრე ვინც თავის სულს დასდებს თავის მეგობრებისთვის //იოანე 15,13//.

             განადიდებენ ტანჯულ, დედას,რომელიც გაიტანჯა მისი შვილისთვის სიყვარულის მისის შესრულებაში დახმარების გაწევისას...

               სწორედ ამიტომაა რომ ძველმა ხელოვნებამ შეინარჩუნა მოწმობის და გამოხატვის ძალა.


 // ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age^,2012 წლის
  შემოდგომა//.


 / თემის გაგრძელება და დასასრული  იქნება//
 
 .


     რა პერესტროიკას გადაურჩნენ ევროპელები შუა საუკუნეების ბოლოს- 6,
//დასასრული//.
   ტერორს,ძრწოლას და იმედს შორის,მომაკვდავის ფიგურა::







  // ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა





















 






















ARS MORIENDI: Marduk - Wormwood


 File:Ars moriendi (Meister E.S.), L.175.png
 Temptation of lack of Faith; engraving by Master E. S., circa 1450





            მე-15 საუკუნის მწერლები და ქადაგები სულაც არ ცდილობენ სიკვდილის ტრაღიკული ხასიათის შერბილებას. პირიქით,ისინი ცდილობენ მორწმუნეთა შეძრწუნებას. მრავ;დება შემაძრწუნებელი ხატები და მოთხრობები.

           მაგრამ მომაკვდავის წარმოდგენა ადგილს უტოვებს იმედს და მოწყალებას.

    
              ARS MORIENDI, სიკვდილის ხელოვნება:

    სამღვდელოება პროპაგანდას უწევს  წიგნს  ARS MORIENDI, სიკვდილის ხელოვნება. მისი პოპულარობა მოწმობს იმაზე რომ ადამიანებს უნდათ კარგი სიკვდილი.

      მისი ავტორი, მე-15 საუკუნის დასწყისის ფრანგი,გამოხატავს მომაკვდავის შიშებს.

    სიკვდილის პერიოდი არის მღელვარე დრო. დემონი მას უცდის რათა უკანასკნელად შეუტიოს ქრისტიანს  5 ცდუნებით,მაგრამ ღმერთი საშველად ყოველთვის უგზავნის ანგელოზს მომაკვდავს.

            საზიზღარი მონსტრები წარუდგენენ მომაკვდავს მის მიერ ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ბოროტების და ყველა დაშვებული შეცდომის სიას. 

       მომაკვდავი ისევ ხედავს ქალს ვისთანაც სცოდა,მის მიერ მოტყუებულ კაცს,ღატაკს,ბეჩავს,ვისაც ის არ დაეხმარა,მის მიერ მოკლულის გვამს....


         "შენ იყავი ღმერთის შვილი მაგრამ ეხლა ეშმაკის შვილი ხარ",ბღავის დემონთა ხროვა.

          მაგრამ მაშინ ციდან ჩამოდის ანგელოზი რომელსაც თან ახლავს თავისი მოძღვრის სამჯერ უარმყოფელი წმინდა პეტრე,ცოდვილი მარიამ მაგდალელი,
მჩაგვრელი წმინდა პავლე...  

     "ნუ დაკარგავ იმედს,შენ ჩაიდინე იმდენი ცოდვა რამდენი წვეთი წყალიცაა ზღვაში. საკმარისია გულწრფელი სინანული. საკმარისია ოხვრა და ცოდვილი გადარჩება ვინაიდან ღმერთის გულმოწყალება უფრო დიდია ვიდრე უდიდესი ცოდვა".  მაშინ დემონი წივილით გარბის. 

          ხეზე შესანიშნავი გრავიურებით შემკული ეს წიგნი ფართოდ გავრცელდება ევროპაში. 

                  გვამები და ჩონჩხები :

    თავმდაბლობით და წუთისოფლის ზიზღით მოქანდაკეები წარმოადგენდნენ სხეულს როგორიც ის იქნება საფლავში მისიყველაზე  საზიზღარი ფორმით.

           1400 წლიდან საფლავებზე აქანდაკებენ ხრწნობადი ხორცით ძლივს დაფარულ ჩონჩხს. ყველგან ვპოულობთ სრულებით გახრწნილი გვამების გამოსახულებებს. ისინი წარმოდგებიან მთელი თავისი სიმახინჯით. 

                დამკვეთების სიცოცხლეში შერჩეული წარწერები გულმოწყალედ აფრთხილებენ ახლობლება თუ გამვლელებს:

               "მე ვარ ის რაც იქნები შენ, ფერფლის ერთმი მუჭა"; " ჩემი ოდესღაც ლამაზი სხეული ეხლა ჭუჭყია";   "ამის წამკითხველო,შენ მე დამემსგავსები";  "ოდესღაც ეპისკოპოსს დღეს ჭიები მღრღნიან".... მსგავსი წარწერები გაკეთებულია ბუხრებზეც და კარებებზეც, ოჯახის მაგიდაზეც კი.  ღვინით სავსე თიხის დოქიც ქფრთხილებს   "იფიქრე სიკვდილზე,საწყალო სულელო".

      
                  სიკვდილის ცეკვა //Danse macabre //:





 File:Holbein-death.png
 The Dance of Death (1493) by Michael Wolgemut, from the Liber chronicarum by Hartmann Schedel.






 


 













































   მრავალი პერსნაჟი ცეკვა-ცეკვით მიყვება ჩონჩხს. ამ პერსონაჟებს შორის არიან მეფე,პაპი,ეპისკოპოსი,რაინდი,ექიმი,ახალგაზრდა,მოხუცი,მდიდარი,ღარიბი,გიჟიც კი.



        " მე ნებით თუ უნებლიედ მივდივარ სიკვდილისკენ,ამბობს ეპისკოპოსი. მე მივატოვე კვერთხი,სანდალები და მიტრა, მე მივდივარ სიკვდილისკენ,ამბობს რაინდი,მე დავამარცხე მრავალი მტერი მაგრამ ვერ ვისწავლე სიკვდილის დამარცხება."

      მე-15 საუკუნეში სიკვდილის ცეკვის მთავარი გამოსახულება იყო ის რაც 1424 წელს დახატეს უმანკოთა სასაფლაოზე. ის გაქრა,მაგრამ მისი ხატები და სიტყვები აღდგა 1485 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში. აშკარად მისითაა შთაგონებული ფერტე-ლუპიერის და მელაი დე გრენეს ნახატები.

             1500 წლის შემდეგ სიკვდილის ცეკვები უტევენ კანონთა დამრღვევებს. ბეჩავი გლეხი არის სქელი მღვდლის ან მდიდარი ბალის გვერდით.

       სიკვდილის ცეკვა გამოხატავს ადამიანთა თანასწორობას სიკვდილის წინაშე და სიკვდილის მოსვლის მოულოდნელობას.



              საფლავები და საფლავის ქვები :































ბურგუნდიის ჰერცოგთა დიდი სენეშალი ფილიპ პოტის დამგლოვიარო კორტეჟი,ლუვრი.















 კარლოს მეხუთე და ჟანა დე ბურბონი სენ დენის კათედრალის მეფეთა საძვალეში
  charles v et jeanne de bourbon adresse basilique de saint denis ...













სენ დენის კათედრალის მეფეთა საძვალე
















სენ დენის კათედრალის მეფეთა საძვალე




    საფლავები მრავლდება და ზოგი ეკლესია გადაიქცა უზარმაზარ სასაფლაოდ.

თითქმის ყველა საფლავი აჩვენებს ქვაზე დასვენებულ თვალღია მიცვალებულს რომელსაც ხელები გულზე აქვს შეერთებული ლოცვის პოზაში.

    ფერად სამოსიანი მგლოვიარეებით  გარშემორტყმული მიცვალებულებიც არიან ღმერთთან შეხვედრის მომლოდინე ცოცხალი ადამიანები. 

    ფილიპე ამაყი არის პირველი მეფე რომლის ნამდვილი პორტრეტიც გამოიყენეს საფლავის გამოსახულებად //1396//. 

     მაგრამ ეს ჩვეულება ყველაზე მეტად გავრცელდა 1400 წლის შემდეგ არტუაში და ფლანდრიაში. იყენებდნენ მეუსეს შავ და რუხ მარმარილოს. 

      მიცვალებულები გამოსახულები არიან ქრისტეს ასაკის,ოცდაათიოდე წლის მამაკაცებად და ქალებად. მათი მშვენიერი სახეები იუწყებიან ღმერთის სასუფევლის შესახებ.  მათ ირგვლივ არიან მღვდლები თუ პერსონაჟები რომლებიც ლოცულობენ მათი სულის დასვენებისთვის. 

     ეს მონუმენტები აცხადებენ მიცვალებულთა რწმენას და მათ ნდობას მიცვალებულებისთვის ლოცვის მოქმედებისადმი. 

             თვითონ საფლავი და აკლდამა გადაიქცა რწმენის და ოჯახური სიყვარულის და ღვთისმოსაობის მოწმობად. 

             ქმარს სურს თან ახლდეს ცოლ-შვილის გამოსახულებები. ცოლს სურს თან ახლდეს ქმარ-შვილის გამოსახულებები.



 http://www.youtube.com/watch?v=LePaNDiie-w&feature=related

Medieval music - Saltatio mortis by Arany Zoltán 



                 სამი მიცვალებულის და სამი ცოცხალის ნათქვამი:  




      სამი აზნაური უეცრად მოხვდა ძველ სასაფლაოზე.  მათ იქ თითქოს ელოდა თავის ჩონჩხზე სანახევროდ  ზეწარმოხვეული  სამი მიცვალებული.  ფოთლებივით აცახცახებული ახალგაზრდები გაჩერდნენ. მიცვალებულებმა დაიწყეს ლაპარაკი. 

            კბილებისგან დაცლილი მათი პირიდან ამოდის მძიმე სიტყვები:

         "მე  ვიყავი პაპი",ამბობს პირველი,"მე ვიყავი კარდინალი",ამბობს მეორე,"მე ვიყავი პაპის ნოტარიუსი,ამბობს მესამე".  და მათ განაახლეს   "თქვენ გახდებით ისეთები როგორებიც ჩვენ ვართ...

      ძალაუფლება,პატივი,სიმდიდრე არაფერია,არარაობაა, სიკვდილის მომენტში ანგარიში  ეწევა მხოლოდ კეთილ საქმეებს".  

   დიდად აღელვებულ ახალგაზრდებს სჯერათ რომ მათ ესმით ღმერთის ხმა.



            უკვე მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში ცნობილი ეს ლეგენდა ნამდვილად სახელგანთქმული გახდება 1408 წელს როდესაც ჰერცოგმა დიუ  ბერიმ ის ამოაკვეთინა პარიზის უმანკოთა სასაფლაოს კედელზე. მას სურდა რომ დასაფლავებული ყოფილიყო ამ სასაფლაოზე.

          მას შემდეგ ეს ლეგენდა არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა მთელს ევროპაში.

      "სამი მიცვალებულის და სამი ცოცხლის ნათქვამი" ხშირად ამკობს ეკლესიებს....



                 მე-15 საუკუნე უკანასკნელი სამსჯავროს სცენას ათავსებს საკურთხეველზე, მლოცველთა პირისპირ.  ხშირად მის გამოსახვას ანდობენ მხატვრებს.  მას უმატებენ რელიგიური თეატრის მისტერიებიდან აღებულ მრავალ დეტალს.

       რჩეულები და შეჩვენებულები მუდამ გამოყოფილები არიან ერთმანეთისგან,მაგრამ მხატვრები ხაზს უსვამენ ტანჯვა-წამებას რომელიც ელის შეჩვენებულებს.   

    ეს ტანჯვა წამება დაწვრილებით იყო აღწერილი ძალიან ძველ წიგნში "წმინდა პავლეს ხილვა" რომლითაც სწორედ მაშინ ისევ დიდად დაინტერესდნენ. 

     ავტორი იხსენებს რომ წმინდა პავლეს განცხადებით ის ატაცებული იყო მესამე ცამდე. ავტორი,მაშ,წარმოიდგენს რომ ანგელოზმა წმინდა პავლე ჩაიყვანა ჯოჯოხეთშიც. ავტორი იყენებს აღმოსავლეთის ლეგენდებს და აღწერს საშინელ სცენებს რომელთა მოწმეც შეიძლებოდა ყოფილიყო მოციქული. 

      ნანახით შეძრულ წმინდა პავლეს უნდა ეთხოვა ღმერთისთვის შეჩვენებულთა შეწყალება.  ღმერთმა შეჩვენებულებს მისცა რამოდენიმე საათის შესვენება შაბათს საღამოდან კვირის პირველ საათამდე.

           ამ გულუბრყვილო თხზულებაში სისასტიკეს ბევრად უფრო მეტი ადგილი უკავია ვიდრე სიბრალულსა და მოწყალებას.

ამის და ამაზე მეტის წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age,2012 წლის შემოდგომა//.

No comments: