11.01.2012

ნიკოლაი ზერნოვი-რუსული ინტელიგენცია იმპერიის და ეკლესიის წინააღმდეგ:

რუსული ინტელიგენციის დამახასიათებელი თვისებაა ტერორისტების და პაციფისტების, ნეჩაევის და ტკაჩოვის ნაირი აბსოლუტურად უზნეო ადამიანების და მაღალი ეთიკური პრინციპების მქონე ადამიანების სიმბიოზი. მათ შორის არ ყოფილა მკაფიოდ გავლებული საზღვარი.

რუსულ ინტელიგენციაზე და ინტელიგენტულ ზიზღ-სიძულვილზე...

ეს წერილი შეიძლება საინტერესო იყოს იმათთვის ვისაც კიდევ ახსოვს რუსული ინტელიგენციის მემკვიდრე და კარიკატურა და თავისი ინტელიგენტურობით ყოყოჩი ქართული საბჭოთა ინტელიგენციის, ქართველი საბჭოთა მოქანდაკის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, კინორეჟისორების, ფილოსოფოსების და ა.შ. აქტიურობა დემოკრატიზაციის დროშით საბჭოთა ზარბაზნებით საქართველოს ნგრევის პროცესში

ზერნოვი ნკოლაი მიხაილის ძე (1898 - 1980)
ნ.მ. ზერნოვი დაიბადა 1898 წელს მოსკოვში, ექიმის ოჯახში. მან 1917 წელს ოქროს მედლით დაამთავრა პოლივანოვის გიმნაზია და ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1921 წელს ოჯახთან ერთად წავიდა კონსტანტინეპოლში,შემდეგ გადავიდა ბელგრადში. 1925 წელს დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. გადავიდა პარიზში. რუსული სტუდენტური ქრისტიანული მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1923 წ. მონაწილეობა მიიღო ამ მოძრაობის პირველ საორგანიზაციო ყრილობაში //პშეროვი, ჩეხოსლოვაკია//. მოძრაობის მდივანი //1925-1932//. მოძრაობის ჟურნალის //რხსდს მაცნე// პირველი რედაქტორი //1925-1929//. მამხილებელი //შედარებითი// ღვთისმეტყველების ლექციებს კითხულობდა პარიზის წმ.სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. დაქორწინდა მილიცა ლავროვაზე //1927//. 1929 წლის შემოდგომაზე ის მთელი ზამთრით წავიდა ინგლისში. ორი წლის მანძილზე სწავლობდა ოქსფორდში და 1935 წელს ზერნოვები საბოლოოდ გადადიან დიდ ბრიტანეთში. 1928 წელს ნ.მ.ზერნოვმა აქტიური მონაწილეობა მიიღო წმინდა ალბანის და წმინდა სერგის თანამეგობრობის დაარსებაში და დაახლოებით 50 წელი ხელმძღვანელობდა ამ თანამეგობრობას. ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი //1932// ოქსფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა აღმოსავლური მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლებს //1947-1966//. ასევე მუშაობდა სამხრეთ ინდოეთის კატოლიკატურ კოლეჯში.ღვთისმეტყველების პროფესორი ამერიკულ უნივერსიტეტებში დრიუ //აიოვა// და დიუკისაში. სიცოცხლის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ზმინდა გრიგოლ ნისელის და წმინდა მაკრინას სახლის საქმიანობას ოქსფორდში. გარდაიცვალა ოქსფორდში 1980 წლის 25 აგვისტოს.
 Родился 9 октября 1898 г. в Москве в семье врача. Окончил гимназию Поливанова с золотой медалью (1917). Поступил на медицинский факультет Московского университета. Эмигрировал вместе с семьей в 1921 г. в Константинополь, затем переехал в Белград. Окончил богословский факультет Белградского университета в 1925 г. Переехал в Париж. Активный член Русского студенческого христианского движения (РСХД). В 1923 г. принимал участие в работе первого организационного съезда РСХД в мест. Пшеров (Чехословакия). Секретарь РСХД (1925-1932). Первый редактор "Вестника РСХД" (1925-1929). Читал лекции по обличительному (сравнительному) богословию в Свято-Сергиевском православном богословском институте в Париже. Женат на Милице Лавровой (1927). Осенью 1929 г. Н.М. Зернов уехал на всю зиму в Англию, затем в течение двух лет учился в Оксфорде, а в 1935 г. Зерновы окончательно переезжают в Великобританию. В 1928 г. Н.М. Зернов принял активное участие в основании Содружества святого Албания и преподобного Сергия и руководил им около 50 лет. Доктор философии Оксфордского университета (1932). Преподавал основы восточной православной культуры в Оксфордском университете (1947-1966). Также работал в Католикатном колледже в Южной Индии. Профессор богословия в американских университетах Дрю (Айова) и Дюка. В последние годы жизни руководил деятельностью дома свв. Григория Нисского и Макрины при Содружестве святого Албания и преподобного Сергия в Оксфорде. Скончался 25 августа 1980 г. в Оксфорде.

Книжное собрание Н. М. Зернова хранится в Отделе религиозной литературы и книг русского зарубежья Всероссийской государственной библиотеки иностранной литературы.

რუსული ინტელიგენცია იმპერიის და ეკლესიის წინააღმდეგ:

რუსული ინტელიგენციის მიერ იმპერიული რუსეთის დამარცხება 1917 წელს არის მეოცე საუკუნის გარდამტეხი მოვლენა. თვითმპყრობელობის დამხობით ინტელიგენციამ თავისუფლება მისცა მე-16 საუკუნეში ცენტრალიზებული მონარქიის შექმნიდან რუს ხალხში დაგროვილ დუღილს და უკმაყოფილებას.

,,მე რუსი ვარ, მაგრამ მრცხვენია ჩემი რუსობისა"   
დამაუძლურებელი ომის შუაგულში იმპერიული მთავრობის დაცემა გამოიწვია მრავალმა მიზეზმა.

მაგრამ უეჭველია რომ სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი და რევოლუციის დამაჩქარებელი ძალების პირი, წვეტი იყო ინტელიგენცია.

მაგრამ ინტელიგენციამ ვერ მოახერხა თავდაპირველი წარმატების შენარჩუნება. მისმა აღიარებულმა ბელადებმა ვერ შესძლეს ხალხის მორჩილებაში ყოლა. ვერ გადაწყვიტეს ამოცანა რომელიც წარმატებით გადაწყვიტა ბურჟუაზიამ საფრანგეთის რევოლუციის დროს.

ამ ინტელიგენციამ ვერ განახორციელა თავისუფლების იდეალები რომლებიც შთააგონებდნენ იმათ ვინც მოახერხა მეფის დაყოლიება ტახტიდან გადადგომაზე.

რუსეთის ისტორიის შემდეგი ეტაპი აღმოჩნდა კომუნისტური დიქტატურის უღელს ქვეშ.

რუსული ინტელიგენცია იქცა პირველ მსხვერპლად რევოლუციისა რომლისთვისაც ესოდენ თავგანწირულად შრომობდა.

ინტელიგენცია მოსპეს იმდენად დაუნდობლად რომ დღეს ის შეიძლება განვიხილოთ სამუდამოდ წასული წარსულის მოვლენად,თუმცა მისმა ზოგმა წარმომადგენელმა როგორც რუსეთში ისე პოლიტიკურ ემიგრაციაში იცოცხლა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე.

თავისი გაქრობის მიუხედავად რუსული ინტელიგენცია იმსახურებს საგანგებო შესწავლას და კვლევას. მან დიდი კულტურული და პოლიტიკური წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში.

რუსული ინტელიგენცია უნიკალური და განუმეორებელი მოვლენაა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა მისი რამდემადმე მსგავსი სოციალური ჯგუფი.

მას ვერ დავუძახებთ კლასს იმიტომ რომ მას არ ჰქონია ერთიანი ეკონომიკური ბაზისი.

მას წარმოადგენდნენ ძველი არისტოკრატიული საგვარეულოების //მაგ. თავადები დოლგორუკოვების, შახოვსკოების, ობოლენსკების, ტრუბეცკოების...// წევრები.

ინტელიგენციაში შეხვდებოდით ცნობილ მეწარმეებსა და ვაჭრებს
//მოროზოვებს, კონოვალოვებს, ტრეტიაკოვებს, პოლიაკოვებს და ბურიშკინებს//.

ეს საბჭოთა ქართული თეატრმცოდნეობის 
და არქოლოგიის ნაღებია.მჭერმეტყველებს 
შეთავსებით საბჭოთა მაფიის 
გრანდი ჯაბა იოსელიანი. 
ინტელიგენციის გულს წარმოადგენდნენ ჰუმანიტარულ პროფესიათა ადამიანები,მაგრამ მასში იყვნენ გონებრივი შრომის პროლეტარებიც, გამოსულები რუსული საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენებიდან.

ინტელიგენცია არ ყოფილა პარტია ამ სიტყვის საზოგადოდ მიღებული მნიშვნელობით.

ინტელიგენციის წევრები, ინტელიგენტები, იზიარებდნენ სხვადასხვა დოქტრინებს ლიბერალიზმიდან და სოციალიზმიდან კომუნიზმამდე და ანარქიზმამდე. ზოგი ინტელიგენტი კონსტიტუციური მონარქისტი იყო და ზოგი რესპუბლიკელი.

ზოგი ინტელიგენტი იწონებდა ტერორიზმს და ზოგი ინტელიგენტი უარს ამბობდა ძალის გამოყენებაზე ბოროტების წინააღმდეგაც და პაციფისტი იყო.

რუსულ ინტელიგენციას ვერ გავაიგივებთ ქვეყნის ინტელექტუალურ და არტისტულ ელიტასთან.

ბევრი გამოჩენილი მეცნიერი და მწერალი იდგა ინტელიგენციის გარეთ და ინტელიგენციის ყველაზე თავგამოდებული წარმომადგენლები კმაყოფილდებოდნენ ზედაპირულად მიღებული ერთი-ორი თეორიით, მაგალითად, პროგრესის, დარვინიზმის, დიალექტიკური მატერიალიზმის იდეებით.

დაბოლოს ინტელიგენციის ეროვნული შემადგენლობა არ ყოფილა ერთგვაროვანი. მე-19 საუკუნის ბოლოდან რუსული ინტელიგენცია იღებს რუსეთის იმპერიის მრავალი ეროვნების წარმომადგენლებს-გერმანელებს, ქართველებს, სომხებს, თათრებს, და, განსაკუთრებით, ებრაელებს რომლებიც მნიშვნელოვან და ზოგჯერ გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ინტელიგენციის საქმიანობაში.
ინტელიგენცია არ ყოფილა კლასი, პარტია თუ პროფესიული გაერთიანება, მაგრამ ის სულაც არ ყოფილა ამორფული.

პირიქით,ის იმდენად მკაფიოდ იყო მოხაზული და იმდენად განსხვავდებოდა დანარჩენი მოსახლეობისაგან რომ ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთმანეთს სცნობდნენ როგორც მსოფლმხედველობით ისე ტანისამოსით, მანერებით, მეტყველებით.

მწერლებს ანენკოვს, ბერდიაევს, ბუნაკოვ-ფუნდამინსკის, სტეპუნს, ვარშავსკის და სხვებს უჭირდათ იმის თქმა თუ რა არის ეს ინტელიგენცია,

მაგრამ ისინი ინტელიგენციას ადარებდნენ რელიგიურ ორდენს და ეს გვეხმარება იმის გაგებაში თუ რა განსაკუთრებული ადგილი ეკავა ინტელიგენციას რუსი ხალხის ცხოვრებაში.

ფედორ სტეპუნმა //1884-1965//, მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა, შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ინტელიგენციის ცნება :

"ორდენი არის საზოგადოება ადამიანებისა ვინც დაემორჩილა გარკვეულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ ცხოვრების წესს.

რუსული ინტელიგენციის ორდენს არ ჰქონია გარკვეული რელიგიური შეხედულება, მაგრამ ის ყოველ მსოფლმხედველობას აქცევდა რელიგიად.

არავინ დებდა რამე ფიცს მაგრამ ინტელიგენციის წრეში შემსვლელმა იცოდა რომ სიკვდილამდე ინტელიგენტი იქნებოდა //ფ. სტეპუნი, The Russian Soul and Revolution, ლონდონი, 1936, გვ.47-8//.


ინტელიგენციის სხვა მემატიანე გაროლდ ვილიამსი თავის წიგნში Russia and the Russians  წერდა: "ინტელიგენცია უფრო ჰგავს რელიგიურ თემს ვიდრე ლიტერატურულ-მეცნიერულ კლასს. მისი მსოფლმხედველობა ჰგავს პურიტანობას. მას აქვს სექტანტური ცნობიერება და მისი იდეალია მთელი ხალხის და არა ინდივიდუალური სულის ხსნა".
           
ყველა ორდენის მსგავსად რუსულ ინტელიგენციასაც ჰქონდა თავისი კრედო, დისციპლინა და ტრადიციები.

ის განადიდებდა თავის წმინდანებს და წამებულებს,სწყევლიდა და გმობდა ერეტიკოსებს და განდგომილებს.

მრძოლაში ჩართვისთვის მზა ინტელიგენტებს არ ეშინოდათ სირთულეებისა და საფრთხეებისა. ისინი ვაჟკაცურად და დაჟინებით იღებდნენ ახალ-ახალ მსხვერპლს.

მაგრამ საერო ორდენი პრინციპულად განსხვავდებოდა რელიგიურისგან.

ინტელიგენციას არ ჰქონია დაწერილი წესდება,იერარქია და საკუთარი ორგანიზაცია.

რუსებს შეუძლიათ დეკრეტების გამომცემი და ყველასთვის ერთიანი ნების დამძალებელი პირისგან დამოუკიდებლად მოქმედება და ინტელიგენციის დამოუკიდებელი მოძრაობა არის ამის გამოვლინება.

ინტელიგენციის კარი ღია იყო იგივე იდეებით შთაგონებული და საერთო საქმეში მონაწილეობის მიღების მსურველი ყოველი ადამიანისთვის.

ინტელიგენციის წამყვანი პრინციპი იყო უბრალო ხალხის სამსახური და ამიტომ ის განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა გლეხობას. ინტელიგენცია ყველაფერს იღებდა მსხვერპლად უბრალო ხალხის კეთილდღეობისთვის,ბედნიერებისთვის და თავისუფლებისთვის .

ამ თვალსაზრისით ტიპიურია 1875 წელს სტუდენტურ საღამოზე სტუდენტი ვ.მალევანის მიერ წარმოთქმული სიტყვა რომლის ციტატაც მოიყვანა პოპულარულმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა დმ.ოვსიანიკო-კულიკოვსკიმ:

"ჩვენ ზნეობრივად ვალდებული ვართ თავი მსხვერპლად გავიღოთ ხალხის კეთილდღეობისთვის და ვინც ამას არ გააკეთებს ნაძირალაა" //დ. ოვსიანიკო-
კულიკოვსკი, "მოგონებები", პეტროგრადი, 1925,გვ.31//.

ინტელიგენციაში პოპულარულმა ჟურნალისტმა მ.ა.პროტოპოპოვმა//1848-1915// ეს რწმენა შემდეგნაირად გამოხატა:

"ყველაფერი ხალხისთვის, ყველაფერი ხალხში,ყველაფერი ხალხიდან და არაფერი ხალხის გარეთ"// "რუსსკაია მისლ", მოსკოვი, 1914 წლის მაისი, გვ.121//.

მთავარ მტრად ითვლებოდა თვითმპყრობელობა. ინტელიგენცია მას ბრალად სდებდა იმას რომ მას ხალხი ჰყავს უმეცრებაში და მონობაში.
კინოხელოვან გოგა ხაინდრავას უხარია 
საქართველოს დედაქალაქი თბილისის 
ცენტრის წარმატებით დანგრევა და დაწვა. 
საზოგადოების პროგრესული ელემენტის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო თვითმპყრობელობის დამხობა.

ინტელიგენციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი მამა სერგი ბულგაკოვი შემდეგნაირად აღწერდა თავის პოლიტიკურ პოზიციას:

"მთელი ჩემი ახალგაზრდობა და შეგნებული ცხოვრება პირველ რევოლუციამდე მე ვიყავი თვითმპყრობელობის შეურიგებელი მტერი. მე ის მძულდა და მეზიზღებოდა როგორც ისტორიის ყველაზე უაზრო და სასტიკი გადმონაშთი. თვითმპყრობელობა არის პოლიცია, ჟანდარმები, ციხე, გადასახლებები, კარისკაცები, უსარგებლო და უინტერესო მიღებები და აღლუმები და მკვლელი სისასტიკე რუსი ხალხის მიმართ . მე გავიგე და განვიცადე მთელი ინტელიგენტური სიძულვილი თვითმპყრობელობისადმი"//ს.ბულგაკოვი, ავტობიოგრაფიული შენიშვნები, პარიზი, 1946,გვ.75//.

უბრალო ხალხის განთავისუფლების გზა რუსმა ინტელიგენტებმა ისესხეს ევროპული სოციალისტური თეორიებიდან.

რუსული ინტელიგენცია დიდად აფასებდა დასავლურ ცივილიზაციას.

პოლიტიკურ სიბრძნეს ელოდნენ გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მაგრამ ზოგი რუსი რადიკალი ცდილობდა სოციალიზმის საკუთარი და გაუმჯობესებული ვერსიის შექმნას. მათ სჯეროდათ თემური მიწათმფლობელობით გამორჩეული რუსი გლეხობის განსაკუთრებული თვისებებისა.

ზოგ ინტელიგენტს სჯეროდა რომ სოციალიზმი რუსეთში უფრო ადრე გაიმარჯვებდა ვიდრე დასავლეთ ევროპაში მაგრამ ინტელიგენტთა უმრავლესობა თვლიდა რომ საჭიროა სწავლა გერმანელებისგან.

ეს ინტელეგენტები განათლების ნიშნებად თვლიდნენ ათეიზმს და მატერიალიზმს.

ფიქრობდნენ რომ ათეისტი და მატერიალისტი ადის ცივილიზაციის უფრო მაღალ საფეხურზე.

ეს იყო ინტელიგენციის ორდენის წევრთა უმეტესობის კრედოს აუცილებელი და უკამათო ელემენტები.

მართლმადიდებელ ეკლესიას განზე სწევდნენ როგორც ძველი წყობის ნაწილს იმიტომ რომ მან ხელი ვერ შეუშალა თვითმპყრობელობის გაძლიერებას და ამით უკვდავყო რუსულ პოლიტიკურ სისტემაში გაბატონებული უსამართლობა და უთანასწორობა. 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი 
ჯაბა იოსელიანი და მისი ინტელიგენტები... 
ინტელიგენციის დოგმატური ათეიზმი დიდად ეწინააღმდეგებოდა მისი ქცევის მორალურ კოდექსს.

ინტელიგენცია აღფრთოვანებით იღებდა დარვინის თეორიას არსებობისთვის ბრძოლისა და უფრო მორგებულის გადარჩენის შესახებ.

იქმნებოდა ამ თეორიის შემსწავლელთა და ქადაგთა საგანგებო წრეები.

მაგრამ დაუშვებლად ითვლებოდა ამ თეორიის გადატანა საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროში.

რუსი დარვინისტები ქადაგებდნენ ხალხისადმი სამსახურის წმინდა მოვალეობას. ისინი მზად იყვნენ გაეზიარებინათ ხალხის ტანჯვა და დასულიყვნენ გლეხურ თემში ცხოვრების სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე.

რუს ინტელიგენციას ეზიზღებოდა საზოგადოდ მიღებული სექსუალური მორალი. ის ქადაგებდა ქალების და მამაკაცების თანასწორობას,გაყრის არარსებობას თვლიდა უკანონო მონობად და ამბობდა რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი გზის არჩევის უფლება.

ამავე დროს ინტელიგენცია მოითხოვდა კომფორტული და წყნარი ცხოვრების უარყოფას,მოუწოდებდა პირადი კეთილდღეობის მსხვერპლად გაღებისკენ ხალხის კეთილდღეობის გულისთვის და არ სთავაზობდა არანაირ ჯილდოს საკუთარი მოვალეობის შესრულების შეგნების გარდა.

ინტელიგენციის ორდენი თავის წევრებს მოუწოდებდა თავგანწირვისკენ როგორც ეს იყო ქრისტიან მოწამეთა შემთხვევაში.

ინტელიგენცია ვერ ამჩნევდა რომ ასეთი გმირული ეთიკა ყოველი პიროვნების ინდივიდუალური შეფასებით შეუთავსებელია მატერიალისტურ მოძღვრებასთან ადამიანზე რომლის თანახმადაც ადამიანი არის ინსტინქტების და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კარნახით მოქმედი ცხოველი.

ამ შეხედულებათა განმასხვავებელი თავისებურებებია იდეალისტური ნიჰილიზმი, თვითუარმყოფელი ეგოიზმი და სეკულარიზებული ასკეტიზმი.

ეს თვალში საცემი წინააღმდეგობები არის რუსული კულტურის მემკვიდრეობითობის წყვეტის შედეგი. ეს წყვეტა კი მოხდა მე-18 საუკუნეში ქვეყნის უხეში და ნაძალადევი ევროპეოზაციის დროს.

2.
დასავლეთთან ამ შეხვედრამდე რუსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რიტუალებს. მათ რიტუალურ ღვთისმოსაობას ბევრი საერთო ჰქონდა ძველი აღთქმის მითითებებთან.

რუსები წმინდა საჭმელს განასხვავებდნენ უწმინდურისგან და ტანისამოსს და წეს-ჩვეულებებს ჰყოფდნენ ქრისტიანისთვის შესაფერის და ქრისტიანისთვის შეუფერებელ ტანისამოსად და წეს-ჩვეულებებად.

ყველაზე გულმოდგინეები პურიტანულად გმობდნენ ხალხურ გართობებს და იცავდნენ მკაცრ სულიერ და ფიზიკურ დისციპლინას .

ითვლებოდა რომ ქრისტიანული დასავლეთი დაექვემდენარა მწვალებლობებს,გაირყვნა და მას უარყოფდნენ.

როგორც დასავლური წარმოდგენები ისე რიტუალები და ჩვეულებები ითვლებოდა მავნედ სულისთვის და სხეულისთვის.

რუსები თვლიდნენ რომ ისინი იცავენ შეურყვნელ მართლმადიდებლობას და ესაა მათი მისია.

ეს შეხედულება დაკავშირებული იყო იდეასთან რომლის თანახმადაც მოსკოვი არის მესამე რომი,ქრისტიანული სამყაროს მთავარი დედაქალაქი.

ამიტომ მეფე ალეკსეის და მისი თანამოაზრე პატრიარქი ნიკონის შეხლა სიძველის მოყვარულებთან და მცველებთან გარდაუვალი იყო.

მეფემ და პატრიარქმა ცოტათი შეცვალეს რუსული ეკლესიის წესები და დაუახლოვეს ისინი ბერძნულ და უკრაინულ ნიმუშებს.

ამის საპასუხოდ ძველმორწმუნეებმა დააარსეს თავისი საკუთარი საეკლესიო თემი და გაწყვიტეს ურთიერთობა იმათთან ვინც მიიღო წესების ცვლილება.

განხეთქილებას თან ახლდა რელიგიური ფანატიზმის გაუგონარი აფეთქება.

ათასობით საეკლესიო აჯანყებულმა დატოვა სახლები და დააარსა კოლონიები მოსკოვის სამეფოს საზღვრებს გარეთ არსებულ დაუსახლებელ ცარიელ მიწებზე თუ საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთის უღრან ტყეებში.

სხვები წაბილწვას თვითმკვლელობას,საკუთარი თავის ცოცხლად დაწვას არჩევდნენ //დრო და დრო თვითმოსპობა იღებდა გიგანტურ მასშტაბებს. 1672 წელს ცოცხლად თავი დაიწვა ორი ათასმა კაცმა. 1676 წელს-ათასცხრაასოცდაცხრამ. 1687 წელს-ორიათასშვიდასმა. მასობრივ თვითმკვლელობებზე იხ.ა.კარტაშევ,რუსული ეკლესიის ისტორია, პარიზი, 1959, II, გვ.240//.

დამღუპველმა კონფლიქტმა ნიადაგი მოუმზადა პეტრეს რეფორმებს და რევოლუციონერ მეფეს მისცა რუსეთზე რკინის ხელის დადების საშუალება.

განხეთქილებამ გააადვილა ცხოვრების მოსკოვური წესის მოსპობა და ამავე დროს გააძლიერა წინააღმდეგობები ძველ და ახალ რუსეთს შორის.

ამან რუსებს და არა მარტო ძველმორწმუნეებს დიდად შეაძულა დასავლეთი.

რუსულ და დასავლურ კულტურებში არაფერი იყო პრინციპულად შეუთავსებელი. ორივეს ფესვი ჰქონდა ქრისტიანულ გამოცხადებაში.

მათი მტრობა გააჩინა ხანგრძლივმა იზოლაციამ,სხვადასხვა გაუგებრობამ და ორივესთვის დამახასიათებელმა ეჭვიანობამ.

ეს მტრობა გაქრებოდა ბრძნული,ფრთხილი და აუჩქარებელი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში მაგრამ მოუთმენელ მეფეს არ აწყობდა ასეთი პოლიტიკა.

პეტრეს სძულდა მოსკოვური წყობა და ეშინოდა მისი. ის ხელიდან არ უშვებდა ამ წყობის მომხრეთა დამცირების შესაძლებლობას.

მან დააძალა რუს ბოიარებს წვერის მოპარსვა,რაც მათ დამცირებად აღიქვეს. მან დააძალა ეკლესიის მიერ აკრძალული თამბაქოს მოწევა.

დესპოტ მონარქს სიამოვნებას ანიჭებდა თავისი ქვეშევრდომების დამცირება უხეში და ქედმაღალი უცხოელების წინაშე.

პეტრემ იმპერია ააგო გახეთქილ საფუძველზე. მან მოსპო რუსული კულტურის ერთგვაროვნება. მან თავის მიმდევრებს გაუხსნა დასავლური პოლიტიკური აზრის,ხელოვნების და მეცნიერების ახალი სამყარო,მან გააფართოვა თავისი მიმდევრების ჰორიზონტი და შეაყვარა მათ კომფორტი და ფუფუნებაც კი.

მაგრამ ევროპული ცივილიზაციის პეტრემდე აკრძალული ეს ხილი მისაწვდომი იყო მხოლოდ რუსული მართლმადიდებლური ტადიციების უარყოფის ფასად.

პეტრეს მიმდევართა უმრავლესობას სძაგდა რუსული კულტურა და ისინი უარყოფდნენ მას.

რუსთა უმრავლესობისთვის პეტრეს რეფორმები იყო დიდი უბედურება. ხალხი მოხვდა ბატონყმობის დამამცირებელი უღელის ქვეშ. ხალხს მიერეკებოდნენ მტანჯველ ჯარში.

ხალხი ემსახურებოდა იმპერიას ისე რომ ვერ სარგებლობდა ამ იმპერიის სიკეთით...

პეტრე პირველი იყო გენიოსი და მანიაკი.

მის მიერ შექმნილმა საზოგადოებრივმა წყობამ მიიღო მისი შემოქმედის წინააღმდეგობრივი ნიშნები-ფართო ხედვა და დესპოტიზმი.ენერგიულობა და მფლანგველი უსაქციელობა.

ამ წყობის ისტორია შეიძლება დაიყოს სამ არათანაბარ პერიოდად.

პირველი დაწყო 1703 წელს ახალი დედაქალაქი პეტერბურგის დაარსებით და დამთავრდა 1825 წლის 14 დეკემბერს დეკაბრისტების დამარცხებით.

მეორე დასრულდა 1861 წლის 19 თებერვალს გლეხთა განთავისუფლებით.

უკანასკნელი პერიოდი მთავრდება 1917 წლის 5 მარტს ნიკოლოზ მეორის გადადგომით.

პირველ პერიოდში ხდება იმპერიის უწყვეტი ექსპანსია. პოლიტიკური ხელისუფლების მონოპოლია არის ევროპეიზაციის მომხრე არისტოკრატიის ხელში. ამ არისტოკრატიის ინტერესებს კარგად იცავდა კარგად შეიარაღებული არმია.

მე-18 საუკუნეში იმპერიის ზრდას თან ახლდა გლეხობის შემდგომი დაყმევება.

1825 წლისთვის გლეხთა თითქმის ნახევარი გადაიქცა ყმად. ისინი დიდად არ განსხვავდებოდნენ მონებისგან. მათ ყიდულობდნენ,ყიდიდნენ,ჩუქნიდნენ ან ცვლიდნენ როგორც უძრავ ქონებას.

რუსეთში ევროპული კულტურის შეღწევას თან ახლდა ორი უდიდესი მნიშვნელობის ზნეობრივი ფაქტორი ევროპული ცივილიზაციის მიმღები რუსები დაუპირისპირდნენ თავისი სამშობლოს ქრისტიანულ ტრადიციას და მათ დაიმონეს თავისივე თანამემულეები.

სოციალური და ეკონომიკური პრივილეგიების მიმღები მადლიერი არისტოკრატია თავდადებულად ემსახურებოდა მონარქიას.

მას პეტრესავით სწამდა რომ სახელმწიფო მოვალეობაა ბნელი ხალხის თავში დასავლური კულტურის ჩაჭედება.

არისტოკრატია მონურად ბაძავდა დასავლეთს. მაღალი არისტოკრატია უმთავრესად ლაპარაკობდა ფრანგულად,იზიარებდა ევროპულ მოდას,ევროპულ ლიტერატურულ და მხატვრულ გემოვნებას ევროპულ მეცნიერებას და ფილოსოფიას.

ასეთი არისტოკრატები ცხოვრობდნენ ევროპულად ნაგებ სახლებში და ცდილობდნენ რუსი ხალხისგან რაც შეიძლება მეტად გამორჩევა-გამოყოფას.

თავდაჯერებული განმანათლებლობის მწვერვალი იყო ეკატერინე მეორის მეფობა //1762-96//.

ნიჭიერი გერმანელი პრინცესა რუსეთს მართავდა 30 წლის მანძილზე და მთლიანად იზიარებდა აღნიშნულ შეხედულებებს და თვლიდა რომ თავისი მეფობით აბედნიერებდა რუსეთს.

მან მონობა გაავრცელა რუსეთის მანამდე თავისუფალ ნაწილებში და ეს მიაჩნდა რუსი გლეხობის კანონიერ გადასახადად თავისი კარის ევროპული პრესტიჟისთვის.

მაგრამ ეკატერინეს მეფობაში გამოჩნდა პირველი გაფრთხილება მმართველ კლასსა და ხალხს შორის არსებული უფსკრული სწრაფად ზრდის შესახებ.

ალეკსანდრ რადიშჩევმა//1749-1802// 1790 წელს გამოაქვეყნა წიგნი "მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვში" სადაც კარგად აღწერა დამონებული გლეხობის ტანჯვა და მემამულეთა დესპოტური ხელისუფლება. განათლებული აბსოლუტიზმის პოლიტიკაში დაუკითხავი ჩარევისთვის ის ციმბირში გადაასახლეს. რადიშჩევის პროტესტს არ ჰქონია შედეგი მაგრამ გლეხობის ჩაგვრას სხვებიც გმობდნენ.

ნიკოლაი ნოვიკოვის //1744-1818// ირგვლივ გაერთიანებულ ფრანკ-მასონთა ჯგუფიც გამოდიოდა გლეხობის ჩაგვრის წინააღმდეგ.

ამ ქრისტიანი ჰუმანისტების ძირითადი იდეა იყო პიროვნების სულიერი ზრდა. მონობის ამ მოწინააღმდეგეებს სჯეროდათ რომ მონობა ერთნაირად ამდაბლებს მონასაც და ბატონსაც.

მაგრამ ფრანკ-მასონები მხარს უჭერდნენ თვითმპყრობელობას და მონარქისგან ელოდნენ გლეხობის განთავისუფლების ინიციატივას.

ისინი თავზარდაცემულები ადევნებდნენ თვალს საფრანგეთის რევოლუციის ექსცესებს და თავის არისტოკრატიულ პრივილეგიებს თვლიდნენ მუდმივ და მოუცილებელ უფლებებად.

ალეკსანდრ პირველმა //1801-25// დააიმედა ისინი ვინც ტახტისგან ელოდა ლიბერალურ რეფორმებს და ევროპეიზაციის გაგრძელებას.

ფრანგული რესპუბლიკელობის ტრადიციებში აღზრდილმა იმპერატორმა ბევრი დაპირება გამოთქვა მაგრამ ცოტა რამ გააკეთა.

მონარქიისა და გაევროპელებული რუსების საბედისწერო შეჯახება მოხდა 1825 წლის დეკემბერში. შორეულ ტაგანროგში ალეკსანდრეს იდუმალი სიკვდილის შემდეგ არისტოკრატების,გვარდიული პოლკების ოფიცრების ჯგუფმა სცადა მმართველობის კონსტიტუციური ფორმის დამყარება,მოაწყო წარუმატებელი ჯანყი.

დეკაბრისტებს არ ჰქონიათ ერთიანი პროგრამა. ზოგი მათგანი რესპუბლიკელი და ექსტრემისტი იყო,ისინი ემხრობოდნენ გაბედულ სოციალურ რეფორმებს //მაგ. სახელმწიფო ეკონომიკურ კონტროლს//. სხვები მონარქიის ერთგულები იყვნენ.

მიუხედავად ამისა ყველანი ევროპას უყურებდნენ როგორც ნიმუშს და მაგალითს და მათ სჯეროდათ რომ შესაძლებელი იყო დასავლური პოლიტიკური თეორიების გამოყენება რუსეთშიც.

მრავალი მათგანი აღიზარდა ფრანგული კულტურის ატმოსფეროში და ისინი პეტრეს კვალდაკვალ ოცნებობდნენ ევროპული სახელმწიფოების დონეზე ამაღლებულ რუსეთზე.

მათმა ჯანყმა დაასრულა არისტოკრატიის და თვითმპყრობელობის მჭიდრო კავშირის პერიოდი.

თვითმპყრობელური წყობის ისტორიის მეორე პერიოდი ემთხვევა პეტრეს ერთგული მიმდევარი მეფე ნიკოლაი პირველის //1825-55// მართვის პერიოდს.

წარმოშობით და აღზრდით გერმანელ ნიკოლაი პირველს სძულდა ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო რევოლუციურ საფრანგეთთან.

მისი აზრით პრუსია იყო რუსეთისთვის იდეალი და არა მოუსვენარი პარიზი.

ლიბერალური მოძრაობის დათრგუნვას ის ცდილობდა ცენზურით და გადასახლებებით.

მისი მმართველობის ოცდაათწლიანი ისტორია არის იმპერიის ისტორიის კლასიკური პერიოდი. ის მტკიცედ ჩანდა,მაგრამ სინამდვილეში ნიადაგი მის დასამხობად უკვე მზად იყო.

ნიკოლაი პირველი ტრაღიკული და რთული ფიგურაა. მას ჰქონდა მოვალეობის გამძაფრებული გრძნობა. ის მუშაობდა დაუღალავად,თვითონ ატარებდა შინაგან და საგარეო პოლიტიკას და ორივე სფეროში უშვებდა შეცდომებს.

ნიკოლაი პირველი არ ენდობოდა რუს არისტოკრატებს. მეფის თანაშემწეთა უმრავლესობას შეადგენდნენ გერმანელები ბალტიის პროვინციებიდან. ადგილობრივი მმართველობა იყო საზოგადოების დაბალი ფენებიდან გამოსული დაბალხელფასიანი უმეცარი ბიუროკრატიის ხელში.

მეფე თრგუნავდა დამოუკიდებელი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას. მან სახელი გაითქვა როგორც მე-19 საუკუნის ყველაზე გაბედულმა რომანოვმა,მაგრამ სწორედ გაუბედაობამ მას გადაადებინა მონობის გაუქმება.

იმპერატორი პერიოდულად იწვევდა კომისიას რეფორმის განსახილავად. რეფორმის გატარება მას აუცილებლად მიაჩნდა,მაგრამ არაფერი გაუკეთებია სახელმწიფოს სოციალური სტრუქტურის შესაცვლელად. ამით მან დაადამბლავა იმპერია მაშინ როდესაც დანარჩენი ევროპული სახელმწიფოები სწრაფად იცვლებოდნენ სამრეწველო რევოლუციის გავლენით.

თვითონ რუსეთში იყო მრავალი გამოჩენილი მოღვაწე რომელთაც შეეძლოთ რუსეთის უმტკივნეულოდ გამოყვანა მე-18 საუკუნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემიდან მე-19 საუკუნეში მაგრამ ისინი ჩამოაშორეს მართვას.

ამან გამოიწვია რუსეთის ინტელექტუალური ელიტის გაუცხოება მთავრობისგან.

განათლებულ რუსთა შემოქმედებით უმცირესობას აღარ სჯეროდა განათლებული დესპოტიზმისა.

განათლებულმა რუსებმა დაინახეს მონობის უსამართლობა და მათ ეჭვსქვეშ დააყენეს სანკტ-პეტერბურგის მონარქიის გრანდიოზული შენობის საფუძველი.

განათლებული რუსები დაიყვნენ თვითმპყრობელობის რუსული ტიპის მიმართ ერთნაირად მტრულად განწყობილ ორ ჯგუფად.

დასავლეთუმე ზაპადნიკებისგან შემდგარ ერთ ჯგუფს მიაჩნდა რომ რუსეთმა უნდა იაროს ევროპეიზაციის გზით. მისი იდეოლოგები ევროპაში ხედავდნენ სოციალური პროგრესის ერთადერთ და უნივერსალურ ნიმუშს და თვლიდნენ რომ რაც უფრო მეტად მიბაძავს რუსეთი დასავლეთს მით უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს ის.

რუსეთუმე სლავიანოფილებისგან შემდგარი მეორე ჯგუფი ამტკიცებდა რომ რუსეთი არის მართლმადიდებელი ქრისტიანობის ტრადიციაზე დაფუძნებული თავისებური კულტურის განხორციელება და რომ ქვეყანა თავის პრობლემებს გადაჭრის საკუთარ სულიერ წყარობზე დაწაფებით და არა დასავლეთის მიბაძვით.

ნიკოლაი პირველი მტრულად უყურებდა ორივე მიმდინარეობას. ის იყო დასავლური ლიბერალიზმის და მის რუს მიმდევართა გააფთრებული მოწინააღმდეგე,,მაგრამ ის უცხო იყო მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისთვისაც.

იმპერატორი ცდილობდა თავისუფლების უკმარისობის კომპენსაციას ჭარბი დისციპლინით.

მისი მთავარი მიზანი იყო იმპერიის სამხედრო პრესტიჟის შენარჩუნება,მაგრამ ყირიმის ომის დროს თვითვმპყრობელური წყობა საფუძვლიანად შეირყა.

რუსულმა არმიამ ვერ დაიცვა საკუთარი ტერიტორიაც კი. ბიუროკრატია უსაქმური და გამყიდველი იყო,მრეწველობა განუვითარებელი იყო და მეურნეობა დაასუსტა ყმა გლეხთა უნაყოფო მონურმა შრომამ.

ამ მარცხით დასრულდა 1825 წელს დაწყებული პოლიტიკური დამყაყების პერიოდი.

3.
ნიკოლაი პირველის შვილმა და მემკვიდრე ალეკსანდრ მეორემ //1855-81// გაატარა მრავალი რეფორმა რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბატონყმობის გაუქმება.

ლიბერალური რეფორმებით დაიწყო იმპერიის მესამე და უკანასკნელი პერიოდი.

1856-1866 წლების ათწლეული აღინიშნა პოლიციური წნეხის და ცენზურის მნიშვნელოვანი სესუსტებით რამაც შესაძლებელი გახადა პოლიტიკური და სოციალური თემების საჯარო განხილვა.

მაგრამ იმპერიის ხვედრისთვის სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში გაჩნდა ყველა დანარჩენი სოციალური ჯგუფისგან განსხვავებული,საკუთარი კრედოს და ქცევის მორალური კოდექსის მქონე რუსული ინტელიგენცია.

ის წინა ეპოქის ლიბერალებისგან განსხვავებით მკაფიოდ და ხმამაღლა გამოთქვამდა თავის აზრს.

მას არ სურდა იმპერიის მხარდაჭერა და მთავრობასთან მართვის პასუხისმგებლობის გაყოფა.

ინტელიგენცია შეურიგებლად მტრულად იყო განწყობილი სახელმწიფოს მიმართ და ყველაფერს აკეთებდა მის დასანგრევად // ზოგი ისტორიკოსი ნოვიკოვის და დეკაბრისტების გარემოცვაში მყოფ ფრანკ მასონებს თვლის ინტელიგენტებად,მაგრამ ეს ლიბერალები მხარს უჭერდნენ რუსეთის სახელმწიფო წყობას და უმრავლეს შემთხვევაში ქრისტიანები იყვნენ რაც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ინტელიგენტური ორდენის კრედოს//.

რეფორმები გატარდა ძალიან გვიან. ალეკსანდრმა განაგრძო განათლების პოლიტიკა რომელიც შეწყვიტეს მისმა წინამორბედებმა.

მაგრამ მან ვერ მიიღო ინტელიგენციის მხარდაჭერა. მან მოინდომა სამართლიანობის აღდგენა და პოლიტიკური თავისუფლების გაფართოება და ეს დაუჯდა სიცოცხლის ფასად.

ინტელიგენციის ახლადშექმნილი ორდენის რადიკალურმა ფრთამ მოაწყო შეთქმულება რომელსაც ემსხვერპლა რეფორმატორი იმპერატორი.

იმპერატორის მკვლელობამ სისხლით შეღება იმპერიის მწუხრის ბოლო პერიოდი.

ინტელიგენციის დაუნდობელი ომი მონარქიასთან დამთავრდა როგორც მონარქიის ისე ინტელიგენციის დაღუპვით.

შეიძლება უცნაურად გამოჩნდეს ის რომ ალეკსანდრ მეორის ლიბერალურმა მეფობამ უფრო ძლიერი ოპოზიცია გამოიწვია ვიდრე ნიკოლაი პირველის რეაქციულმა მმართველობამ და რომ თვითმპყრობელობის მტრებმა თავისი სეურიგებელი საქმიანობა დაიწყეს სწორედ მაშინ როდესაც რუსმა თვითმპყრობელმა დაიწყო ერის მრავალი განათლებული წარმომადგენლისთვის სანატრელი პოლიტიკის გატარება.

მაგრამ ამაში არის თავისი ლოღიკა.

მომხდარის ერთ-ერთი მიზეზია მმართველი ევროპეიზირებული კლასის სოციალურ სტრუქტურაში მომხდარი ძირეული ცვლილებები.

საუკუნის შუა ხანამდე ეს კლასი უპირატესად შედგებოდა მიწათმფლობელი ოჯახების წევრებისგან რომლებიც ეკუთვნოდნენ შედარებით ვიწრო წრეს. მათი არსებობა დამოკიდებული იყო თითმპყრობელობის მიერ გარანტირებულ პრივილეგიებზე.

ზოგ მათგანს,მაგ. დეკაბრისტებს,სურდათ მეტი მონაწილეობის მიღება ქვეყნის მართვაში. ისინი აკრიტიკებდნენ იმპერატორების პოლიტიკას მაგრამ უკმაყოფილო არისტოკრატიაც რჩებოდა ძველი მოსკოვური წყობისადმი მტრულად განწყობილი ს.პეტერბურგის იმპერიის ერთგული.

არისტოკრატია როგორც კლასი მთლიანობაში დამოკიდებული იყო ბატონყმობაზე,თუმცა მის ყველაზე ლიბერალურ წარმომადგენლებს კარგად ესმოდათ შეუზღუდავი ხელისუფლების მთელი ბოროტება.

ნიკოლაი პირველი უნდობლად უყურებდა რუს არისტოკრატებს და სახელმწიფო სამსახურში ის იწვევდა სხვა წოდებებიდან გამოსულ პირებს.

საუკუნის დასაწყისში არისტოკრატიის პრივილეგია რუსული უნივერსიტეტები თანდათან გაიხსნა სოფლის სამღვდელოების შვილებისთვის,წვრილი სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის და განთავისუფლებული ყმა გლეხებისთვისაც კი.

საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ეს რაზნოჩინელები შეადგენდნენ სტუდენტობის უმრავლესობას.

წარმოშობით,სულიერი და კულტურული ავლა-დიდებით მათ ცოტა რამ ჰქონდათ საერთო მიწათმფლობელ კლასთან.

მოსახლეობის უმდაბლესი ფენებიდან გამოსულ განათლებულ რუსთა ახალ თაობას ჰქონდა სხვა ფსიქოლოგია.

მათი წინამორბედი არისტოკრატების მსგავსად ისინიც ექვემდებარებოდნენ ევროპეიზაციის პროცესს,მაგრამ მათი რეაქცია სხვანაირი იყო და ისინი სხვანაირად უყურებდნენ ევროპულ კულტურასთან მათ მიმშვებ წყობას.

ისინი არ იყვნენ ლოიალურები სახელმწიფოს მიმართ,ისინი არ იყვნენ მისი მადლიერები.

ისინი უფრო ახლოს იყვნენ არაპრივილეგირებულ კლასებთან,მაგრამ არ იზიარებდნენ ხალხის ქრისტიანულ ტრადიციას.

ისინი მოხიბლა ევროპული ანტიკლერიკალური აზრის ყველაზე რადიკალურმა გამოვლინებებმა.

ისინი ცდილობნენ ევროპული ცივილიზაციის გაცნობას,მაგრამ არა იმიტომ რომ დაწაფებოდნენ მის სიტკბოებას რომელიც ხიბლავდა მე-18 საუკუნის არისტოკრატიას არამედ მათ სამშობლოში გაბატონებულ სოციალურ და პოლიტიკურ ბოროტებასთან ბრძოლის მზა რეცეპტების სანახავად. //როდესაც სოციალ-რევოლუციური პარტიის ერთ-ერთი ბელადი ვიკტორ ჩერნოვი //1873-1952// 1899 წელს ჩავიდა შვეიცარიაში,მისი ერთადერთი მიზანი იყო რევოლუციური საქმიანობის ტექნიკის შესწავლა იხ ვ. ჩერნოვი, "ქარიშხლის წინ", ნიუ იორკი,1953,გვ.102 და შემდ.//.

ევროპეიზაციის მეორე ტალღის ზედაპირზე მოქცეულმა ამ რუსებმა მასწავლებლები ნახეს ნიკოლაის მეფობის მძიმე ატმოსფეროთი უკმაყოფილო და დეკაბრისტების საქმის გაგრძელებისთვის განწყობილ არისტოკრატებში.

ამ ორი სოციალური ჯგუფის შეერთებამ განსაზღვრა რუსული ინტელიგენციის მომავალი შემადგენლობა.

ყოველ ჯგუფს ჰქონდა თავისი კრედო.

არისტოკრატი რადიკალები თავს დამნაშავედ გრძნობდნენ გლეხთა ჩაგვრის გამო და ისინი ცდილობდნენ თავისი ცოდვის გამოსყიდვას.

ამ პერიოდის რუსული ლიტერატურა გვიჩვენებს ასეთი მონანიე არისტოკრატის ტიპს.

საშუალო ფენებიდან გამოსულები ქადაგებდნენ წოდებრივ განსხვავებათა უარყოფას,თანასწორობას,მათი აზრით ბურჟუაზიული სულის ნაყოფი კულტურისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას.

ეს ორი ჯგუფი თანდათან შეერია ერთმანეთს.

ხშირად ხდებოდა ისე რომ შეძლებული ოჯახის შვილები ხდებოდნენ უკიდურესი ნიჰილისტები,მაშინ როდესაც ყოფილ ყმა გლეხთა შვილები ხარბად ეწაფებოდნენ ევროპულ და რუსულ კულტურას.

აქ უნდა შევნიშნოთ რომ ინტელიგენციის ორდენი არ მოიცავდა ყველა ევროპეიზებულ რუსს. მრავალი ევროპეიზებული რუსი რჩებოდა ამ ორდენის გარეთ.

ისინი კონსერვატორები ან ლიბერალები იყვნენ და მათთვის მიუღებელი იყო რადიკალური ინტელიგენციის ბრძოლის მიზნები და საშუალებები.

ასეთები იყვნენ მაგალითად რეფორმების პერიოდში ალეკსანდრ მეორის თანამშრომლები.

ზოგი მათგანი სლავიანოფილი იყო,მაგ. ალეკსანდრ კოშელევი//1806-83// და იური სამარინი //1819-76//. სხვები იყვნენ ლიბერალი სახელმწიფო მოღვაწეები, მაგალითად სამხედრო მინისტრი დმიტრი მილიუტინი //1816-1912//, მისი ძმა, შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, ნიკოლაი მილიუტინი //1818-85// ან თავადი ვასილი ჩერკასკი //1824-78//.

ასეთები იყვნენ ფილოსოფიის პროფესორი კონსტანტინ კაველინი //1818-85// და მრავალი სხვა.

ინტელიგენციის გარეთ იდგნენ ის მწერლებიც,მეცნიერებიც და მხატვრებიც რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულნი პოლიტიკით,არ ერეოდნენ მასში და არ იზიარებდნენ ინტელიგენციის პრინციპებს.

ინტელიგენციის გარეთ მთგართა შორის იყვნენ გრაფი ლევ ტოლსტოი
//1828-1910//,ივან გონჩაროვი //1814-91//, ფიოდორ ტიუტჩევი //1803-73//,ალეკსეი ტოლსტოი // 1817-75// და აფანასი ფეტი //1820-92//.

ივან ტურგენევიც ვერ ჩაითვლება ინტელიგენტად,თუმცა ის მუდამ აღწერდა ინტელიგენციას და ეკამათებოდა მას.

სამაგიეროდ ინტელიგენციის ტიპიური წარმომადგენლები იყვნენ ხალხოსნური მიმართულების მწერლები,მაგ. გლებ უსპენსკი //1843-1902//, ნ.ნაუმოვი //1838-1901//, ნ.ზლატოვრატსკი //1843-1911//, ს.სტეპნიაკი //1852-95//, პოეტი ნიკოლაი ნეკრასოვი //1821-77//.

რუსი მოაზროვნე და შემოქმედებითი ელიტის განშტოებებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ იმათ ვინც გაწყვიტა ურთიერთობა ორდენთან, ვინც ზურგი შეაქცია მას, გააკრიტიკა მისი კრედო და დაიწყო რუსული საკითხების სხვადაგვარად გადაწყვეტის ქადაგება.

მათ შორის იყვნენ გენიოსებიც,მაგ. ფ.დოსტოევსკი //1821-81// და ვლადიმირ სოლოვიოვი //1858-1900// რომლებსაც პატივს სცემდნენ და რომლებიც უყვარდათ,მაგრამ მათი მოწოდება ეკლსიაში დაბრუნებისკენ და ადამიანის მწვავე კითხვებზე პასუხების ქრისტიანობაში ძიებისკენ გამოხმაურების გარეშე დარჩა.

მხოლოდ მეოცე საუკუნეში,როდესაც ინტელიგენციის ორდენმა დაიწყო დაშლა, გამოჩნდა ამ იდეების მანამდე ფარული მნიშვნელობა.

მათ შორის იყვნენ რესპუბლიკელობიდან მონარქიზმისკენ გადახრილებიც,მაგ. ვასილი კელსიევი //1835-72// და ლევ ტიხომიროვი//1852-1923//,მაგრამ მათ მოღალატეებად თვლიდნენ და მათ ზურგი შეაქციეს მეგობრებმაც კი.

ინტელიგენცია გამოირჩეოდა ჰორიზონტის სივიწროვით. ის არ აეყენებდა ეჭვს ქვეშ თავის შეხედულებებს,კამათობდა მეთოდებზე და ტაქტიკაზე და არა მიზნებზე და პრინციპებზე.

ინტელიგენცია გათიშული იყო ერთმანეთს გადამტერებულ ფრაქციებად და დაჯგუფებებად, მაგრამ მას ჰქონდა უზარმაზარი ძალა იმიტომ რომ ინტელიგენტები მზად იყვნენ იდეების გულისთვის ტანჯვისა და ბევრი რამის ნაკლებობის გადასატანად.

მონარქიის დამცველები უფრო ბრძენები და უფრო გამოცდილები იყვნენ, მაგრამ მათ აკლდათ ამ საერო ორდენის იდეური მიზანდასახულობა გეროიზმი.

ინტელიგენციამ გაიმარჯვა და მოსპო რუსული წყობა....

ინტელიგენციის ორდენს ჰყავდა მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელი,მაგრამ მის ყველაზე ჭეშმარიტ წარმომადგენლებად შეიძლება გამოიყოს 8 მათგანი და მათი ავტორიტეტი დგას განუზომლად უფრო მაღლა ვიდრე დანარჩენთა ავტორიტეტი.

სამმა მათგანმა დააარსა ორდენი,სამი იდგა მის სათავეში მისი გაფურჩქვნისა და აქტიური საქმიანობის დროს. ორმა ის მიიყვანა მომენტამდე როდესაც დაიწყო მისი დაშლა.

პირველი სამია ვისარიონ ბელინსკი, ალეკსანდრ გერცენი და მიხაილ ბაკუნინი.

ღარიბი პროვინციელი ექიმის შვილი ბელინსკი გონებრივი პროლეტარიატის წარმომადგენელი იყო. ცხოვრებაში ის იყო მოურგებელი ადამიანი. წლების მანძილზე მას სტანჯავდა მისი მკვლელი ჭლექი.

მას ჰქონდა მძიმე,მაგრამ ზოგჯერ ბრწყინვალე სტილი. მისი იდეები დოგმატური და წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ როგორც მისი თანამედროვეები ისე შემდეგი თაობები.

ის იყო თავისი დროის ინტელექტუალური მოძრაობის ცენტრში, ეკამათებოდა სლავიანოფილებს,გოგოლს და დოსტოევსკის.

სიცოცხლის ბოლოს ბელინსკიმ დაკარგა ღმერთის რწმენა,მან უღალატა თავის თავდაპირველ ფილოსოფიურ იდეალიზმს და გადაიქცა ათეიზმის და მატერიალიზმის გააფთრებულ ქადაგად.

მისი გავლენის საიდუმლო იყო მის პატიოსნებასა და სწორხაზოვნებაში.

მთელი მისი არსი თითქოს ენთო რელიგიური ცეცხლით.

ჩაგვრის, სიცრუისა და მოჩვენებითობის ყველა ფორმის წინააღმდეგ უკომპრომისოდ და ფანატიკურად მებრძოლი ბელინსკი იყო შვილი იმ პროვინციული რუსეთისა რომელშიც მართლმადიდებლობას არ სჭირდებოდა დამამტკიცებელი საბუთები, სადაც ზედმიწევნით იცავდნენ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს და დღესასწაულებს,სადაც უცნობი იყო სკეპტიციზმი და რელატივიზმი.

ბელინსკიმ შეინარჩუნა ეს მთლიანი სული,მაგრამ ქრისტიანული კრედო მან გაცვალა დასავლურ სოციალიზმზე.

მას სჯეროდა სამართლიანობისმეფობისა და ამიტომ გახდა ის ინტელიგენციის მამა და მასწავლებელი.


გერცენი ეკუთვნოდა სხვა სამყაროს, მამამისი იაკოვლევი იყო მდიდარი მემამულე და მე-18 საუკუნის სულისკვეთების რაციონალისტი. დედამისი იყო მამამისის სატრფო და საყვარელი გერმანელი ქალი შტუტგარტიდან.

გერცენი იყო ინტელიგენციის ერთადერთი ბელადი ვისი ათეიზმიც უფრო აგნოსტიკური იყო ვიდრე დოგმატური. ამიტომ ის არ ყოფილა მოძრაობის ცენტრში და მას პატივს არ სცემდნენ რადიკალური წრეები.


გერცენმა მიიღო შესანიშნავი განათლება და ის გაიჟღინთა დასავლურ ევროპული კულტურით,რაც მას კიდევ უფრო განასხვავებდა ინტელიგენციისგან რომელიც ნელა გამოდიოდა ტრადიციული რუსული ყოფა-ცხოვრებიდან და რომელსაც ცუდად წარმოედგინა თუ რა ხდებოდა რუსეთის გარეთ.

14 წლის გერცენმა დაიფიცა რომ შურს იძიებდა დეკაბრისტების გამო და ბოლომდე ერთგული დარჩა ამ ფიცისა.

დევნილი ის უწყვეტად ებრძოდა მეფის რეჟიმს. მას მხურვალედ უყვარდა თავისუფლება და სჯეროდა რომ რუსეთის მოწოდებაა იყოს ავანგარდი სოციალიზმისკენ მიმავალ გზაზე.

ინტელიგენცია პატივს სცემდა მის უკომპრომისო დამოკიდებულებას განთავისუფლების საქმისადმი.

მაგრამ ფანატიზმისგან შორს მდგომ გერცენს ჰქონდა თვითკრიტიკის იშვიათი უნარი და ის მზად იყო საკუთარი თვალსაზრისის გადასასინჯად.

ალბათ ესაა გერცენის და ჩერნიშევსკის დიდი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი. ისინი 1860 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ლონდონში,მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა ორმხრივი ანტიპატია.

გერცენის ცხოვრების ბოლო წლები დაამძიმა ოჯახურმა დრამამ და ნიჰილისტების განუწყვეტელმა თავდასხმებმა. ნიჰილისტები გერცენში ხედავდნენ მხოლოდ მოძველებულ რევოლუციონერ-რომანტიკოსს.

გერცენი ვერ იტანდა თავის რადიკალურ კრიტიკოსთა თავდაჯერებულობას, ვიწროშუბლიანობას და პროვინციალიზმს და ამ კრიტიკოსებს არ ესმოდათ გერცენის თვალსაზრისის სიფართოვე და მისი კულტურული ინტერესების სიღრმე.

ბაკუნინი უფრო ახლო და გასაგები იყო მოძრაობის წევრებისთვის.
    
თავიდან მორწმუნე ქრისტიანმა, მან შემდეგ ღმერთის რწმენა შეცვალა კაცობრიობისთვის მშვიდობის, ერთიანობის და თავისუფლების მომტანი საყოველთაო ნგრევის რწმენით.        

ბაკუნინი იყო დინამიური, კეთილშობილი, გულუბრყვილო და დესპოტური.

მის მომხრეებს ეშინოდათ მისი და ამავე დროს ისინი აღმერთებდნენ მას.

ბაკუნინმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ინტელიგენციის უკიდურესად მემარცხენე ფრთაზე, მაგრამ ანარქიზმმა და უპასუხისმგებლობამ მას ხელი შეუშალა საკუთარი პარტიის შექმნაში.

შემდეგ კარლ მარქსზე მკვეთრმა თავდასხმებმა მას სახელი გაუტეხა იმათ თვალში ვისაც სჯეროდათ ამ გერმანელ-ებრაელი წინასწარმეტყველის ამომავალი ვარსკვლავისა.

ბელინსკი, გერცენი, ბაკუნინი არიან ამ მოძრაობის წინამორბედები, შთამბეჭდავ-შთამაგონებელი მაგრამ მარტოსული ფიგურები.

ინტელიგენციის ორდენის ნამდვილ დამაარსებლებად,მის აღიარებულ მასწავლებლებად უნდა ჩავთვალოთ ნიკოლაი გავრილოვიჩ ჩერნიშევსკი,ნიკოლაი ალეკსანდროვიჩ დობროლიუბოვი და დმიტრი ივანოვიჩ პისარევი.

თავის გამოჩენილ წინამორბედთა ნიჭის არმქონე ამ ადამიანებმა მათი მარტივი კრედოთი და შეზღუდული ჰორიზონტებით ხანგრძლივი გავლენა მოახდინეს მათ მიმდევრებზე.

პისარევის, დობროლიუბოვის სიკვდილისა და ჩერნიშევსკის გადასახლების შემდეგ მეთაურის ადგილები დაიკავეს პიოტრ ლავროვიჩ ლავროვმა და ნიკოლაი კონსტანტინოვიჩ მიხაილოვსკიმ.


ამ ხუთმა შექმნეს ინტელიგენციის მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და მოხაზეს მისი საქმიანობის პროგრამა.

სიკეთის, ღვთისმოსაობის და მოძღვრის მგზნებარების გამო მრევლის საყვარელი მღვდლის შვილ ჩერნიშევსკის თავიდან სურდა თავისი ღრმად მორწმუნე მამის გზაზე სიარული და სემინარიაში სწავლისას ყველას აოცებდა გულმოდგინებით და უნარით.

მაგრამ შემდეგ ლიუდვიგ ფოიერბახის //1804-1872// და ფრანსუა ფურიეს //1772-1857// გავლენით მან დაკარგა რწმენა, გახდა ათეისტი და მატერიალისტი.
მიუხედავად ამისა მან ქრისტიანული ახალგაზრდობიდან შეინარჩუნა მშობელი ხალხის სამსახურის, სამართლიანობისთვის ბრძოლის და სიბნელეში და უმეცრებაში მყოფთა განათლების უდრეკი სურვილი.

ნიჭიერმა პუბლიცისტმა ჩერნიშევსკიმ ბევრი დააჯერა თავის იდეებში.

განსაკუთრებით პოპულარული იყო მისი რომანი "რა ვაკეთოთ?" რომელიც ხატავს ქედუხრელ რევოლუციონერს რომელმაც მთელი სიცოცხლე შესწირა ხალხის სამსახურს.

მკითხველებს ხიბლავდა ათეისტური მატერიალიზმი,მაგრამ ამ რევოლუციონერის ქცევის ზოგი მხარე ჰგავს ბერულ ასკეტიზმს-ნების გაკაჟებისას მას სძინავს დაფაზე რომელშიც ჩაჭედებულია ლურსმნები.

ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად წიგნს ყველგან კითხულობდნენ და ის იქცა ინტელიგენციის ორდენის ერთგვარ წმინდა წიგნად.

ჩერნიშევსკის საქმიანობა მოულოდნელად შეწყდა 1864 წელს დაპატიმრებით და ციმბირში გადასახლებით. 1883 წელს განთავისუფლებული ის გარდაიცვალა მშობლიურ სარატოვში,მაგრამ ცხოვრების ბოლო წლებში ბევრი არაფერი გაუკეთებია რუსული აზრისთვის.

დობროლიუბოვს და პისარევს ჰქონდათ მოკლე მაგრამ გავლენიანი ლიტერატურული კარიერა. დობროლიუბოვი 25 წლისა გარდაიცვალა,28 წლის პისარევი კი დაიხრჩო ზღვაში ბანაობისას.

ჩერნიშევსკის მსგავსად დობროლიუბოვი მღვდლის შვილი იყო და სწავლობდა სემინარიაში.

პისარევი არ ეკუთვნოდა სამღვდელოებას,მაგრამ ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა რელიგიურობით. მეტიც, ის შეუერთდა დაუქორწინებლობის და ქრისტიანული ასკეტიზმის აღთქმის მიმცემ სტუდენტთა წრეს.

სწავლის დროს მან დობროლიუბოვის მსგავსად ქრისტიანობა გაცვალა პრიმიტიულ მატერიალიზმზე. მან მთლიანად მიიღო უტილიტარიზმის თეორია და მეცნიერების უსაზღვრო ძლიერების რწმენა. მაგრამ თავისი იდეების ქადაგებისას მან შეინარჩუნა რელიგიური გზნება.


პისარევი იზიარებდა მატერიალიზმის უკიდურეს ფორმას.

თანმიმდევრულ ნიჰილისტ პისარევს ადამიანის საქმიანობის ყველა სახეობა დაჰყავდა ბიოლოგიურ ფუნქციებზე.

ამავე დროს მან შეინარჩუნა ადამიანის ბუნებრივი კეთილშობილების რწმენა და ითხოვდა მისთვის აბსოლუტურ თავისუფლებას...


ინტელიგენციის სულიერი დონისთვის დამახასიათებელია ის რომ სამმა მისმა ყველაზე გავლენიანმა მოძღვარმა წარმატების მწვერვალს მიაღწიეს ახალგაზრდობაში და თავისი ყველაზე ცნობილი თხზულებები დაწერეს 30 წლის ასაკამდე.

მათმა ენთუზიაზმმა და "გონივრული ეგოიზმის" შეუასაბამობამ ქრისტიანობაში ფესვგადგმულ ყველაფერში შემღწევ მორალიზმთან უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინეს ინტელიგენციის ორდენზე რომელშიც თეორიული რადიკალიზმი ჯობნიდა პოლიტიკური რეალიზმის უფრო პროზაულ მოსაზრებებს.

ინტელიგენციის ორი სხვა მასწავლებელი,ლავროვი და მიხაილოვსკი,აზნაურობას ეკუთვნოდნენ.

პოზიტივისტებმა ფილოსოფიაში და იდეალისტებმა პოლიტიკაში, მათ სიბერეშიც შეინარჩუნეს ენთუზიაზმი და პოპულარულობა სტუდენტთა შორის.

მათი წინამორბედების მსგავსად ორივე ქადაგებდა თავდადებას ხალხის სამსახურში,თავისუფლებას და პიროვნების ზნეობრივ პასუხისმგებლობას.

მათი იდეალია მაღალი ეთიკური პრინციპებით შთაგონებული ჰარმონიული, მაგრამ კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება რომელსაც ესმის თავისი საზოგადოებრივი მოვალეობა.

მათში კეთილშობილი შეხედულება ადამიანზე ეხამებოდა ყველა სირთულის გადამჭრელი და ყველა საიდუმლოს ამომხსნელი მეცნიერების რწმენას.

უსასრულო მატერიალური და მორალური პროგრესის გულუბრყვილო რწმენას თან ახლდა მოწოდება თავდადებისკენ საერთო კეთილდღეობის სახელით.

მეცნიერი,.სამხედრო აკადემიის მათემატიკის პროფესორი ლავროვი 1870 წელს გაემგზავრა საფრანგეთში რევოლუციური პროპაგანდის გასაჩაღებლად. მან პარიზში დააარსა შტაბ-ბინა, დაიწყო გამოცემა ჟურნალისა "წინ" და მოიპოვა დიდი გავლენა ახალგაზრდა რევოლუციონერებს შორის.

ინტერესთა ფართო წრის მქონე პროფესიულმა ჟურნალისტმა მიხაილოვსკიმ უარი თქვა ემიგრაციაზე და განაგრძო თავისი საქმიანობა პეტერბურგში სადაც ხელმძღვანელობდა ხალხოსანთა გავლენიან ჯგუფს.


მან იდეები ისესხა პიერ პრუდონისგან //1809-65//, ჯონ სტიუარტ მილისგან //1808-1903//, კარლ მარქსისგან //1818-83// და ჰერბერტ სპენსერისგან //1820-1903//, მაგრამ მან გადაჭრით შეაქცია ზურგი დასავლეთს ვინაიდან თვლიდა რომ რუს გლეხთა თემში არის მომავალი უკლასო საზოგადოების ჩანასახი და განათლებულ რუსთა ვალია ორგანული შერწყმა სოფლურ ცხოვრებასთან, შთაგონებისა და ხრწნისგან დამცველი ძალების ძიება ამ ცხოვრებაში.

რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე მიხაილოვსკი ტონს აძლევდა რუსულ რევოლუციურ პრესას. მისმა ხალხოსნურმა სოციალიზმმა მიმზიდველობა დაკარგა მხოლოდ საუკუნის ბოლოს მარქსიზმის გავრცელების დაწყებასთან ერთად,როდესაც შეირყა გლეხური თემის როგორც მომავალი სოციალიზმის ქვაკუთხედის რწმენა და კაპიტალიზმის დამარცხების უნარის მქონე ერთადერთ რევოლუციურ ძალად წარმოდგა პროლეტარიატი.

ორიენტაციის შეცვლამ რადიკალური ინტელიგენცია გაყო ორ ბანაკად,თუმცა ორივე პატივს მიაგებდა ძველ მასწავლებლებს. განსხვავებათა მიუხედავად ამ ორ ბანაკს ბევრი საერთო ჰქონდა.

ბელინსკიდან მიხაილოვსკიმდე ყველა უტოპისტი იყო. მათ ბრმად სჯეროდათ რომ მეცნიერებას შეეძლო ადამიანის გადაყვანა უკლასო სამოთხეში.

ამიტომ მათ სძაგდათ კომპრომისის და ნელი, თანდათანობითი პროგრესის იდეები.

ისინი უშვებდნენ სოციალური სასწაულის შესაძლებლობას, მათ ჰქონდათ იმედი იმისა რომ რუსები ერთი თამამი დარტყმით მიაღწევდნენ მიზანს.


ესაა მათი უზომო პოპულარობის მიზეზი. რვავეს ჰქონდა სულიერ მოძღვართა თვისებები და ისინი რელიგიური გზნებით ქადაგებდნენ სეკულარული უტოპიის დადგომის შესახებ. ეს ერთნაირად მოქმედებდა როგორც ზომიერ ისე რადიკალ რევოლუციონერებზე.

რადიკალებმა ინტელიგენციაში შექმნეს ორი მიმდინარეობა-ხალხში სიარული და რევოლუციური ტერორიზმი რომლებიც იქცნენ ინტელიგენციის განმანთავისუფლებელი მისიის რწმენის საფუძვლად.

1874 წლის ზაფხულში 4000-ზე მეტმა განათლებულმა ახალგაზრდამ,რომელთა მეოთხედსაც ქალები შეადგენდნენ,მიატოვეს სახლები და საქმიანობა. გლეხურად ჩაცმულები,ისინი ბაძავდნენ ხალხურ მეტყველებას და მანერებს და ქვეყანაში დაიფანტნენ.

ქალაქებიდან წასვლის მიზეზები სხვადასხვა იყო. ზოგს სურდა გლეხური ცხოვრების სიმძიმის გაზიარება,ზოგს სურდა გლეხების აჯანყება. ისინი გლეხებს ასწავლიდნენ გადასახადების გადაუხდელობას და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას.

ამ გმირულმა მაგრამ მცდარმა მოძრაობამ სრული ფიასკო განიცადა.

გლეხები ინტელიგენციის ემისარებს ხვდებოდნენ ეჭვით,მათ უყურებდნენ როგორც თავის მჩაგვრელ მემამულეთა გადაცმულ აგენტებს.

პოლიცია დასდევდა აგიტატორებს და "ხალხში" სიარული დამთავრდა მრავალი დაპატიმრებით და გადასახლებით.

Добавьте подпись
ამ მოძრაობამ ინტელიგენციის სხვა საქმიანობაზე მეტად გამოავლინა მისი შთაგონების წყარო და მიზნების და მეთოდების დიდი შეუსაბამობა.           
იმპერიის მტერი ინტელიგენცია ინსტინქტურად გრძნობდა რომ ჭეშმარიტი რუსეთის ნახვა შეიძლება ხალხში და არა განათლებულ წრეებში რომლებიც ცოტა ხნის წინ თვითონ იყვნენ მჩაგვრელები.

მაგრამ ხალხის ამ კულტს,ხალხის წიაღში დაბრუნების სურვილს,თან ახლდა ქრისტიანობის გადაჭრით უარყოფა. არადა სწორედ ქრისტიანობა აძლევდა ხალხს ერთიანობას და სულიერ მთლიანობას.

ინტელიგენცია ცდილობდა ქრისტიანული ტრადიციის მოსპობას და მის შეცვლას მატერიალიზმით და ათეიზმით, გლეხური ცნობიერების გადაქცევას თავისი საკუთარი ცნობიერების ექოდ.

ამავე დროს ინტელიგენციას სულის სიღრმეში ესმოდა რომ ის იყო უნიადაგო,როგორც ძველი მოსკოვური კულტურისგან ისე იმპერიული ცივილიზაციისგან მოწყვეტილი და ორივესთვის უცხო ფენა.

ამ მოგზაურობაში წასულებიდან მხოლოდ ზოგმა თუ აღმოაჩინა თავისთვის მართლმადიდებლობა. ისინი თავს თვლიდნენ ახალი რელიგიის მოციქულებად და ქადაგებდნენ უტოპიურ სოციალიზმს როგორც ჭეშმარიტების და სიბრძნის უკანასკნელ, უმაღლეს გამოცხადებას.

  
4.
ბევრი სტუდენტი დააღონა იმის დანახვამ რომ ისინი რუსი ხალხისგან განსხვავდებიან ყველაზე ღრმა მსოფლმხედველობით და არა მარტო მეტყველებით და ტანისამოსით.

მატერიალიზმი და ათეიზმი იყო განათლებული კლასების რწმენის სიმბოლო,გლეხობა კი საკუთარ თავს განიცდიდა მართლმადიდებლობის მცველად და ის არ მოიხიბლა დასავლური სოციალიზმით.


ამ წარუმატებლობის მნიშვნელობა დაინახა მხოლოდ ზოგმა რადიკალმა.

მათ დაკარგეს გლეხობის როგორც სოციალიზმთან მიმყვანი ძალის რწმენა და დაიწყეს საიდუმლო საზოგადოებების, ახალი წესრიგის დამყარებისთვის ერთადერთი სანდო იარაღის შექმნა.

ისინი დარწმუნებულები იყვნენ იმაში რომ გადატრიალების მოწყობა შეუძლიათ მხოლოდ ამ საქმიანობისთვის საგანგებოდ მომზადებულ პროფესიონალ რევოლუციონერებს რომლებიც ბრმად ემორჩილებიან ხელმძღვანელებს.

ასე ასწავლიდა ბაკუნინთან ერთად "რევოლუციური კატეხიზმოს", ტერორისტების მოქმედების კრედოს და პროგრამის დამწერი სერგეი გენადიევიჩ ნეჩაევი //1847-82//.

ამ კატეხიზმოს თანახმად რევოლუციონერს არ უნდა ჰქონდეს პირადი ინტერესები, ქონება, სახელი.

მას უნდა ჰქონდეს ერთადერთი და ყველფერი დანარჩენის მშთანთქმელი მიზანი-რევოლუცია.

ამ მიზნის მისაღწევად კანონიერია ნებისმიერი საშუალება. თვითონ ნეჩაევი კლავდა,იყენებდა შანტაჟს და ფალსიფიკაციას.

ნეჩაევი დარწმუნებული იყო იმაში რომ ერთად ჩადენილი დანაშაული გააძლიერებდა რევოლუციონერებს.

ამან 1869 წელს მიიყვანა ჯგუფის წევრი ი.ივანოვის მკვლელობამდე.
ამის შედეგად საიდუმლო ორგანიზაცია დაარბიეს,ბელადი და მთელი ჯგუფი დააპატიმრეს .

ნეჩაევის იდეები და მეთოდები, პირველ რიგში რევოლუციური ბრძოლის ტექნიკა,განავითარა რევოლუციის სხვა იდეოლოგმა,პეტრ სერგეევიჩ ტკაჩევმა
//1844-85//.


//ჩანართი. აი რას წერს სახელგანთამული ნ.ა. ბერდიაევი ტკაჩოვზე: " რევოლუციის ყველაზე საინტერესო თეორეტიკოსი იყო ტკაჩოვი რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ლენინის წინამორბედად. მას სწამს სახელმწიფოსი. ის არის ხელისუფლების დიქტატურის მომხრე. ის არის დემოკრატიის და ანარქიზმის მტერი. რევოლუცია მისთვის არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის წინააღმდეგ. დაუშვებელია სახელმწიფოს გადაქცევა კონსტიტუციურ და ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ....ტკაჩოვი ბოლშევიკების მსგავსად ქადაგებს ძალაუფლების დაპყრობას რევოლუციური უმცირესობის მიერ და სახელმწიფო აპარატის გამოყენებას თავისი მიზნებისთვის. ის არის ძლიერი ორგანიზაციის მომხრე.

ტკაჩოვი ერთ-ერთი პირველი ლაპარაკობდა რუსეთშო მარქსის შესახებ. 1875 წელს მან წერილი მისწერა ენგელსს სადაც დაწერა რომ მარქსიზმის პრინციპები გამოუსადეგარია რუსეთისთვის. ბოლშევიზმთან მარქსზე და ენგელსზე უფრო ახლოა ტკაჩოვი".// 


известный философ Н. А. Бердяев пишет о Ткачеве:
— «Наибольший идеологический интерес, как теоретик революции, представлял Ткачев, которого нужно {71} признать предшественником Ленина... Он государственник, сторонник диктатуры власти, враг демократии и анархизма. Революция для него есть насилие меньшинства над большинством... Нельзя допустить превращения государства в конституционное и буржуазное... Ткачев, подобно большевикам, проповедует захват власти революционным меньшинством и использование государственного аппарата для своих целей. Он сторонник сильной организации.
Ткачев один из первых говорил в России о Марксе. Он пишет в 1875 г. письмо к Энгельсу, в котором говорит, что пути русской революции особые, и что к России неприменимы принципы марксизма... Ткачев более предшественник большевизма, чем Маркс и Энгельс.

ტკაჩოვი შეიძლება ჩაითვალოს ამ ტექნიკის სრულმყოფი ლენინის წინამორბედად //ლენინის ტიპიური გამოთქმა-"სიმართლის თქმა წვრილბურჟუაზიული ცრურწმენაა"--იხ.ი ანნენკოვი, მოგონებები ლენინზე,"ნოვი ჟურნალ",1965,გვ.147//.

იდეალური სოციალური წესრიგის დამყარება მიზნად ჰქონდათ სხვა საიდუმლო საზოგადოებებსაც.

ყოფილმა სემინარისტებმა ი.ა.ხუდიაკოვმა //გარდ.1876// და ნიკოლაი იშუტინმა //1840-79// დააარსეს საზოგადოება "ჯოჯოხეთი" // "ად"//.

ამ ჯოჯოხეთის წარმომადგენელმა დმიტრი კარაკოზოვმა 1866 წელს წარუმატებლად სცადა გლეხების განმანთავისუფლებელი იმპერატორი ალეკსანდრ მეორის მოკვლა რამაც შეანელა ლიბერალური რეფორმების გატარება.

ეს იყო ექსტრემისტთა პოლიტიკის შეგნებული აქტი.

მათი აზრით ხალხის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ნებისმიერი გაუმჯობესება მავნე იყო ვინაიდამ ის უფრო შორს სწევდა რევოლუციის დადგომას.

ინტელიგენციის დამახასიათებელი თვისებაა ტერორისტების და პაციფისტების, ნეჩაევის და ტკაჩოვის ნაირი აბსოლუტურად უზნეო ადამიანების და მაღალი ეთიკური პრინციპების მქონე ადამიანების სიმბიოზი.მათ შორის არ ყოფილა მკაფიოდ გავლებული საზღვარი. 

ისინი ეკამათებოდნენ და აკრიტიკებდნენ ერთმანეთს მაგრამ აღიარებდნენ თავის ერთობას და ხშირად ერთი უკიდურესობიდან გადადიოდნენ მეორეზე:

მშვიდობიანი განმანათლებელი იქცეოდა თავდაუზოგავ ტერორისტად და საიდუმლო ორგანიზაციის წევრი მოულოდნელად უარყოფდა ძალადობას და მამაძაღლობას როგორც უღირს მეთოდებს

//მიზნებისა და საშუალებების აღრევა რასაც ამძიმებდა ქრისტიანული კრიტერიუმების უარყოფა ზომიერებსაც კი არ აძლევდა პოლიტიკურ საქმიანობაში ეთიკური საზომების გამოყენების საშუალებას. ეს ტრაღიკულად გამოჩნდა 1881 წელს როდესაც რამოდენიმე ფანატიკოსმა წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მოკლა ალეკსანდრ მეორე.

მათთვის თავისუფლების მიმნიჭებელი იმპერატორის მკვლელობა გლეხობამ მიიღო მემამულეთა შურისძიებად. ინტელიგენცია დუმდა. მის ბელადებს არ ეყოთ პოლიტიკური ალღო ამ დანაშაულის კატასტროფიული შედეგების შესაფასებლად. ამ დანაშაულმა მკვეთრად შეანელა რეფორმები და უფსკრული გააჩინა სახელმწიფოსა და მის განათლებულ მოწინააღმდეგეებს შორის რამაც 50-ოდე წლის შემდეგ გამოიწვია ორივე მხარის დაღუპვა.

ბევრი ინტელიგენტი რომანტიკულად აღფრთოვანებული იყო მეფის მკვლელთა თავგანწირული ფანატიზმით//.

ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნის მიზეზია ინტელიგენციის ფარული რელიგიურობა.

მრავალი ახალგაზრდა ადეპტი გულში ქრისტიანი რჩებოდა მაგრამ ეკლესიის სულიერი ავტორიტეტის უარყოფის შემდეგ ისინი იქცნენ საკუთარი თვითნებობის მსხვერპლებად.

ისინი დაეხეტებოდნენ გონებით და სულიერად.

მათ არ ჰქონიათ საკუთარ და სხვის ქმედებათა განსჯის აბსოლუტური კრიტერიუმი.
მაგრამ მათში იგრძნობოდა ქრისტიანობის ძლიერი გავლენა. მათში არ იყო ჩამქრალი სახარებისეული სული.

მოყვასის ტვირთის გაზიარება მათთვის იყო აშკარა მოვალეობა და ისინი მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლის გასაწირად.

მრავალი ტერორისტი თავს თვლიდა წამებულად საკუთარი იდეისთვის და დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი არ ემალებოდნენ მდევრებს.

ძმური სიყვარულის და სამართლიანობისკენ სწრაფვისას მათ მიაჩნდათ რომ მიზნის მიღწევა შეიძლება მოწინააღმდეგეთა ფიზიკური მოსპობით და თავს იმართლებდნენ იმით რომ იმას ვინც სიცოცხლეს სწირავს ხალხის ბედნიერებისთვის და თანასწორობისთვის აქვს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დახოცვის უფლება //მრავალი წლის მანძილზე საშინლად დაძაბული ცხოვრებით მცხოვრები რევოლუციონერები ხშირად გიჟდებოდნენ. ტკაჩოვმა, იშუტინმა, ხუდიაკოვმა თავი მოიკლეს//.

ასეთია ინტელიგენციის სოციალური ნიადაგი. ასეთები არიან მისი აღიარებული მასწავლებლები და ყველაზე პატივცემული პოლიტიკური გმირები. ...

ინტელიგენციის ორდენის მნიშვნელობა არ იყო დამოკიდებული მის წევრთა რაოდენობაზე. ის ყოველთვის იყო მცირე გაერთიანება რომელიც თავიდან შედგებოდა რამოდენიმე ათასი ენთუზიასტისგან.

მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი ინტელიგენტური ორდენი თავმოყრილი იყო საუნივერსიტეტო ქალაქებში //პეტერბურგი, მოსკოვი, კიევი, ხარკოვი, ოდესა, ყაზანი// და ძალიან სუსტად იყო გავრცელებული დანარჩენ რუსეთში.

ორდენის წარმატება არ ყოფილა დისციპლინაში, ლოღიკაში, თანმიმდევრულობაში. ფილოსოფიაში თუ ხელმძღვანელობის ხარისხში.
არა მარტო გონებით არამეთ ეთიკურადაც გაგებული სიმართლის ინტელიგენტური ძიება ენათესავებოდა რუსი ხალხის ტრადიციული ქრისტიანობის სულს და ამაში იყო ინტელიგენციის ორდენის ძალა.

ინტელიგენციამ გაანთავისუფლა რუსი ერის რელიგიური ენერგია.

ინტელიგენტური ორდენი არ აყენებდა ეჭვს ქვეშ ევქარისტიის გავლენით რუს ქრისტიანთა სულში და სხეულში შესულ ფუძემდებელ პრინციპებს.

მაგრამ ინტელიგენციის ქრისტიანობა იყო დამახინჯებული,მთლიანობას მოკლებული ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე.

ინტელიგენცია ემოციურად იცავდა სახარების ზოგ მცნებას და ასევე ემოციურად უარყოფდა იმავე სახარების სხვა მცნებებს.

ამით ინტელიგენცია იღებდა ცდების ჩატარების მომხიბლავ და მაცთუნებელ საშუალებას.

ინტელიგენციის ორდენის წევრები არ იბოჭავდნენ თავს საზოგადოდ მიღებული ავტორიტეტით და ზიზღით უარყოფდნენ ყველა პირობითობას.

ისინი ერთდროულად იყვნენ უგონონი, გაუწონასწორებელნი და დინამიურები.

ინტელიგენციის ორდენის წევრებმა უკუაგდეს ეკლესიის საუკუნოვანი სიბრძნე, მისი დისციპლინა, ადამიანის ბუნების ცოდნა და ყველაფერი ეს შეცვალეს თავისი სახელდახელოდ შეთითხნილი რევოლუციური მანიფესტებით.

ისინი ქადაგებდნენ სამართლიანობის სამეფოს დადგომას მაგრამ უარყოფდნენ ბოროტების დამმარცხებელ ძალას,ღმერთს.

მათ უარყვეს მათ მიერ სენტიმენტალურად გამოცხადებული ქადაგება მთასა ზედა და შეცვალეს ის უტოპიური სქემებით.

მათ უნდოდათ დამყარება ისეთი საზოგადოებრივი წყობისა სადაც ცხოვრებას შესძლებდა მხოლოდ გარდაქმნილი ადამიანი მაგრამ მათ თვითონ გარდაქმნისა არ სჯეროდათ.

ისინი სხვისგან ელოდნენ უანგარო სამსახურსა და ძმურ სიყვარულს,მაგრამ თვითონ მათ უარყვეს მადლის მომცემი საიდუმლოს ძალა.

ინტელიგენტები ბრმები იყვნენ მათი შთაგონების ჭეშმარიტი წყაროების მიმართ. ისინი მტრულად უყურებდნენ ქრისტიანობას. ინტელიგენციის ორდენი იყო სტიქიური რეაქცია სეკულარიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგ,პეტრეს და მისი მემკვიდრეების მიერ დაკარგული მართლმადიდებელი თეოკრატიის დაბრუნების წარუმატებელი ცდა.

ინტელიგენციას ეზიზღებოდა სახელმწიფოს მიერ დამონებული და გაჩუმებული ეკლესია.

ინტელიგენციის ორდენმა იკისრა ქრისტიანული წინასწარმეტყველური მისია. ის რუსებს მოუწოდებდა თავისი ცხოვრების საზოგადოებრივი სამართლიანობის,ჰარმონიის და მშვიდობის შესაბამისად საკუთარი ძალებით მშენებლობისკენ.

ინტელიგენციას სწამდა რომ მას შეეძლო ამ ამოცანის შესრულება.

ის თვითმპყრობელობას ებრძოდა დასავლური რადიკალიზმის ლოზუნგებით,ათეიზმის და კომუნიზმის ლოზუნგებით. მაგრამ მათ უკან იყო რუსული მართლმადიდებლობის წმინდა სიმბოლოები სამყაროს გარდაქმნის უწყებით.

ინტელიგენცია ყოყოჩობდა იმით რომ ის იზიარებდა დასავლურ მოძღვრებებს მაგრამ მას ეზიზღებოდა ევროპელი ობივატელი მისი ახლომხედველობის,ეგოიზმის,მეშჩანობის გამო.

ინტელიგენცია ხმამაღლა მოუწოდებდა ქვეყნის გარდაქმნისკენ უახლესი დასავლური დასავლური პოლიტიკური თეორიების შესაბამისად,მაგრამ ამავე დროს ის რუსულ სახელმწიფოს ბრალად სდებდა იმას რომ ისაა დასავლეთის მიერ ნაშობი და რუსი ერის ტრადიციული იდეალებისადმი მტრული,კონსერვატული და პრივილეგირებულთა მფარველი ძალა.

ინტელიგენციის უნიკალური ხასიათი,მისი იდეოლოგიის მყვირალა წინააღმდეგობები არის დასავლური მატერიალიზმის და სოციალიზმის აღმოსავლური მართლმადიდებლობის წყლებით მორწყულ ნიადაგში ღრმად ფესვგადგმულ ხეზე დამყნობის შედეგი.

ინტელიგენცია საკუთარ თავს უყურებდა როგორც პოლიტიკურ მოძრაობას, მაგრამ მისი ძალისხმევა მიმართული იყო დროის და სივრცის გარეთ არსებული იდეალისკენ.

ლიბერალი რეფორმისტებისგან განსხვავებით ის იყო პოლიტიკურ კომპრომისთა და თანთანობითი გაუმჯობესების წინააღმდეგი.

ინტელიგენცია იყო ესქატოლოგიური მოძრაობა:

მისთვის უმნიშვნელო იყო ყველაფერი ისტორიულად დაფუძნებული და განხორციელებადი.

ამიტომ იყო რომ პეტრემდელი რუსეთის დიდად დამფასებელმა სლავიანოფილებმა ვერ მოახდინეს გავლენა ინტელიგენციაზე.

ინტელიგენციის ორდენის შთაგონება შეეძლო მხოლოდ დასავლურ უტოპიურ სოციალიზმს ის იყო ახალი,გამოუცდელი და,უმთავრესად,პირდებოდა დანჯღრეული თვითმპყრობელობის ერთ წამში გადაქცევას სრულყოფილი თანასწორობის და აბსოლუტური თავისუფლების სამეფოდ.

მაგრამ დასავლურ აზრზე დამოკიდებული რუსული ინტელიგენცია უცხო რჩებოდა დასავლური რელატივიზმისთვის და სკეპტიციზმისთვის.

პარადოქსულად ჩანს მაგრამ უკიდურესი მემარცხენე ბანაკის ნიჰილისტებთან ყველაზე ახლოს იყვნენ რუსული საზოგადოების ყველაზე კონსერვატული ფენის წარმომადგენლები, ძველმორწმუნე-სტაროვერები.

ამ ორ ჯგუფს ჰქონდა ერთნაირად ძლიერი რწმენა,სწრაფვა თავგანწირვისკენ. ორივე ჯგუფი შეურიგებლად ვერ იტანდა სახელმწიფოს.

ეს თვისებები იშვიათი იყო დანარჩენ რუსებში.

ამავე დროს ორივე ჯგუფის წევრებს სწამდათ რომ ადამიანმა თავი უნდა გასწიროს მაღალი იდეალების გულისთვის,რომ ღირსეული არსებობისთვის აუცილებელია უანგარობა და ასკეტიზმი და რომ ზრუნვა პირად კეთილდღეობაზე რყვნის ადამიანებს.

მათი ცალმხრივი და უაღრესად რელიგიური რწმენა იკვებებოდა რუსეთის განსაკუთრებული მოწოდების რწმენით და იდეალური მომავლის სახელით არსებული სოციალური პირობების მიუღებლობით.

რუსეთის განათლებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მეტისმეტად ჩაფლული იყო თავის საზრუნავში. ის მეტისმეტად ანგარებიანი და მშიშარა იყო და არ უჭერდა მხარს ამ მესიანურ მოძრაობებს.

ამავე დროს ეს საზოგადოება ამ მესიანური მოძრაობის წევრებს თვლიდა ეროვნულ გმირებად,აღფრთოვანებული იყო ამ გმირებით და განადიდებდა მათ.

ეს პასიური მოწიწება აძლიერებდა თითქოს უიმედო ბრძოლაში ჩაბმულ მებრძოლ უმცირესობას.

სახელმწიფოს ძველი მოწინააღმდეგეები,ძველმორწმუნე-სტაროვერები, ახლებისგან განსხვავდებოდნენ იმით რომ მათ არსად ეჩქარებოდათ.

ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში რომ თავის დროზე მოვა ღვთაებრივი მოძღვარი და ააგებს ახალ იერუსალიმს. და ამიტომ მის მოწაფეებს მოეთხოვებათ მხოლოდ მოძღვრის მცნებების ერთგულება და რწმენის და ცხოვრების წესის სიწმინდის დაცვა.

ინტელიგენცია კი ძალიან ჩქარობდა,მას არ ყოფნიდა დრო და ვერ ხარჯავდა დროს უაზროდ.

ძველმორწმუნე სტაროვერები იყვნენ მტკიცეები,შეუპოვრები, მოთმინებით სავსეები.

ისინი პატივს სცემდნენ თავის წეს-ჩვეულებებს,ყოფას,ხელოვნებას და წინამორბედთა მიერ შექმნილ განძს უმატებდნენ მათ მიერ შექმნილ განძს. 


ინტელიგენციას არ ჰქონდა წარსული,მას არ უყვარდა რუსული კულტურა,არ აფასებდა მას.
ინტელიგენცია ოცნებოდა ძველი ტრადიციების მოშორებაზე ახალი სამეფოსთვის ადგილის გასანთავისუფლებლად. და სწორედ ამაშია ინტელიგენციის საბოლოო დამარცხების მთავარი მიზეზი.

ინტელიგენციას არ ჰქონია შემოქმედი პოზიტიური პროგრამა. მისი ინტერესი იყო ბრძოლა არსებულ პოლიტიკურ წყობასთან იმ იმედით რომ გამარჯვებასთან ერთად თავისთავად მოვა სოციალისტური უტოპიის განხორციელებაც.

ინტელიგენციას სძულდა ხელისუფლების ყველა ფორმა. მმართველობის ყველა ფორმას ის უყურებდა როგორც ბოროტებას და ჩაგვრას.

ინტელიგენციას არ უნდოდა ძალაუფლება და მას არ შეეძლო აუცილებელი პასუხიმგებლობის აღება.

1917 წელს მონარქიის დაცემის შემდეგ ინტელიგენციამ ხელიდან გაუშვა ხელისუფლება.

გამონაკლისი იყო ლენინი რომელსაც მთელი არსებით სურდა ძალაუფლება და რომელიც ემზადებოდა მომენტისთვის როდესაც შესძლებდა ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

თავიდან ლენინმა დაამყარა დიქტატურა პარტიაზე,შემდეგ მთელ ხალხზე. მან დაიმონა პარტიაც და ხალხიც.

ამის შემდეგ მან დაიწყო სოციალური და ეკონომიკური ექსპერიმენტების ჩატარება.

მან სცადა ახალი პოლიტიკური სისტემის აგება მატერიალიზმიდან და ათეიზმიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე.

ლენინმა დაიპყრო რუსეთი და დაიწყო სისტემატური მოსპობა იმ ლიბერალებისა და სოციალისტებისა რომლებმაც მოამზადეს მონარქიის დამხობა და დაეხმარენ მას ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში.

ეს ლიკვიდაცია უფრო სწრაფად მოხდა ვიდრე შეიძლებოდა ამის ლოდინი.

რამოდენიმე წელიწადში კომუნისტებმა ბოლო მოუღეს თავისუფლებისმოყვარე ინტელიგენციას რომელიც დაუმარცხებელი იყო თვითმპყრობელობასთან 50-წლიანი ბრძოლის დროს.

ინტელიგენციის ორდენი მოსპო მისივე უმცირესობამ.

მაგრამ ინტელიგენციის ზოგმა წევრმა თავისთვის აღმოაჩინა ქრისტიანობა და მათ აღადგინეს კავშირი რუს ხალხთან // რუსული ინტელიგენციის უნიადაგობამ,უმაქნისობამ,უტოპიზმმა,მისმა გატაცებამ თეორიებით და სინამდვილის უგულვებელყოფამ გაქრობა დაიწყო მეოცე საუკუნის დასწყისში.ამაზე საინტერესოდ წერს თავის მოგონებებში თავადი სერგეი ვოლკონსკი:

"შემდეგმა თაობამ გამოაჩინა ადამიანთა სულ სხვა ტპი. ევოლუცია ხდებოდა დასერიოზულებისკენ,გულწრფელობისკენ,რაც მთავარია კეთილსვინდისიერებისკენ მუშაობაში და ნებაყოფლობითი მსახურებისკენ...

ახალ თაობაში მე ვეღარ ვხედავდი იმ კლასობრივ გაღიზიანებას რომელიც ტანჯავდა ძველებს.//თავადი ს.ვოლკონსკი //1860-1922//, "ჩემი მოგონებები", ნაწილი 3."სამშობლო",გვ.205-6,წიგნი გამოცემულია გამოცემის თარიღის და ადგილია აღნიშნვის გარეშე//.

განათლებული რუსების და ეკლესიის შერიგების ბუნების გაგება შეიძლება მხოლოდ რელიგიისადმი სპეციფიურად რუსული მიდგომის შუქზე.

//ესაა ნ. ზერნოვის წერილის ოდნავ შემოკლებული თარგმანი რუსულიდან .
ეს წერილი, "რუსული ინტელიგენცია იმპერიის და ეკლესიის წინააღმდეგ" არის პირველი თავი ნ.ზერნოვის წიგნისა "მეოცე საუკუნის რუსული რელიგიური აღორძინება",ის 1974 და 1991 წლებში რუსულად პარიზში გამოსცა Ymca-Press-მა. ის ინგლისურად გამოიცა ლონდონში 1963 წელს.//

No comments: