10.22.2012

მოხუცთა თვითმკვლელობა: უსმინეთ გულგრილობას!

ესეც ევროპაა!!!!

ყყოველ წელს თავს იკლავს დაახლოებით ათი ათასი კაცი. მათი მესამედი 65 წელზე მეტისაა.

საყოველთაო დუმილის ფონზე ხდება ჩუმი ჰეკატომბა.
ელოდი ემერი

სექტემბრის შუა რიცხვებში ორლეანთან ერთმა კაცმა ესროლა კიბოთი მძიმედ ავადმყოფ მეუღლეს და შემდეგ თავი მოიკლა.

რაა სიყვარულით გაგიჟებულ სასოწარკვეთილ ადამიანის ამ ჟესტზე უფრო შემძვრელი ? მან ვეღარ აიტანა მისი მეუღლის ტანჯვის ყურება!
 
მამაკაცი 85 წლისა იყო და მისი მეუღლე 79 წლისა. თანამედროვე რომეო და ჯულიეტა.

მოხუცთა სიკვდილი, თვითმკვლელობითაც, აღარავის აწუხებს.ეს «ბუნებრივია». «მათ განვლეს თავისი ცხოვრება და ისინი ძვირად უჯდებიან კოლექტივს!», თქვა პროვოკატორმა, სოციოლოგმა სერჟ გერამ შარშან თებერვალში სენატში მოწყობილ კოლოკვიუმზე თვითმკვლელობის შესახებ.

ჩვენში ღრმად გამჯდარი კულტურული რეფლექსით მოხუცის სიკვდილი ნაკლებად მნიშვნელოვანია ახალგაზრდის სიკვდილთან შედარებით.
   

მაშინ როდესაც აფრიკაში ამბობენ რომ მოხუცის სიკვდილთან ერთად იწვის მთელი ბიბლიოთეკა.
 
«ესაა ნიშანი საზოგადოებისა რომელმაც არ იცის მოხუცებზე ზრუნვა »,წუხს მოსახლეობის მოხუცებასთან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტი სოციოლოგი.
 
საფრანგეთში ყოველ წელს თავს იკლავს 3000 მოხუცი. ესაა თვითმკვლელობათა საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი.

და რაც უფრო დიდია ასაკი მით უფრო მძიმეა შედეგი: 85-94 წლისები 6–ჯერ მეტჯერ იკლავენ თავს ვიდრე 15-24 წლისები.მაგრამ სტატისტიკა არ უწევს ანგარიშს იმათ ვინც წყვეტენ წამლების მიღებას ან უყურადღებოდ გადადიან ქუჩაზე. ურჩევნიათ ამის ჩათვლა უბედურ შემთხვევად. მიზეზები?
 
ახალგაზრდა უფროსებში ღირებულებათა დაკარგვა,დეზორიენტაცია, სოციალური სტატუსის დაკარგვა რაც უკავშირდება პენსიაზე გასვლას.
 
80 წლისებში და უფრო ასაკოვნებში იზოლირება, მატერიალური სირთულეები,ავადმყოფობა და ფიზიკური დაუძლურება და,ყველაზე მეტად, საზოგადოებიდან გარიყულობის განცდა.

სასამართლო მედიცინის პროფესორი და თვითმკვლელობის თავიდან აცილების ეროვნული კავშირის დამფუძნებელი მიშელ დებუს თქმით არის მოხუცთა თვითმკვლელობის მრავალი ტიპი:
“ევტანაზიური” თვითმკვლელობა ადამიანებისა რომლებიც გრძნობენ ავადმყოფობის და დაუძლურების საშიშროებას. ისინი ზოგჯერ არასწორად აფასებენ თავის ნამდვილ მდგომარეობას.

თვითმკვლელობის მეორე ტიპს იწვევს ტვირთად გადაქცევის გრძნობა.  ადამიანები გრძნობენ რომ უკვე წასულები არიან სოციალურ და ემოციურ პლანზე.
 
თვითმკვლელობის მესამე ტიპია მოხუცთა დეპრესიის შედეგი.
 
ჯერ-ჯერობით ცოტაა მოხუცთა თვითმკვლელობათა თავიდან აცილების საშუალების მომცემი სანდო და დასაბუთებული გამოკვლევა.

მიშელ დებუმ კაბინეტი ტექნოლოგიას დირექტორ ჟან-კლოდ დელჟენთან ერთად შეადგინა პეტიცია თვითმკვლელობათა ობსერვატორიის შექმნის შესახებ. მოლაპარაკებები მთავრობასთან გრძელდება, მაგრამ კონკრეტული აქციები არ ჩანს.
 
თემატიკა არაა სასიამოვნო. არ ეხალისებათ ამაზე ლაპარაკი.

უფრო სასიამოვნოა ლაპარაკი ახალგაზრდობის აღზრდაზე და მომავალზე.
       
ომის შემდგომი ბრწყინვალე ხანის და მოხმარების საზოგადოების გაჩენის შემდეგ აფასებენ მხოლოდ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ღირებულებებს: თანამედროვეობას, სიახლეს...
 
მოხუცების პროცესში მყოფი ქვეყანა:
ნუთუ ამდენად არ შეგვიძლია სიბერისთვის და სიკვდილისთვის თვალის გასწორება? სინამდვილეში ფენომენი სულაც არაა გაუგონარი რამ.

სპეციალისტები უარყოფენ იდეას “ოქროს ხანისა” როდესაც საზოგადოება უკეთ უნდა მოქცეოდა თავის მოხუცებს.

“ყოველთვის იყო თავიდან მოშორების მიზნით წყალში გადაყრილ მოხუცთა ისტორიები”, ხვნეშის სოციოლოგი.

სიახლე უფრო დემოგრაფიული რიგისა უნდა იყოს.
 
“მოხუცთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ჩვენ სამთაობიანი საზოგადოებიდან გადავედით ოთხთაობიან საზოგადოებაზე, ამბობს მიშელ დებუ.
   
პროგნოზების თანახმად ფრანგთა მესამედი 2050 წელს 60 და მეტი წლისა იქნება.
  
ყოველგვარი ჰუმანისტური ამბიციის მიღმა ყველაზე წმინდა ეგოიზმმა უნდა გვიბიძგოს ორგანიზებისკენ. 

ჩვენ შეიძლება ავცდეთ ავადმყოფობას და დამბლას,მაგრამ სიბერე და სიკვდილი ნამდვილად გველის!!

“ბევრი რამ უნდა წარმოვიდგინოთ გარიყვის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 “თუ მოხუცებს აქვთ ურთიერთობა ბავშვებთან,მაგალითად,მოხუცების მდგომარეობა უმჯობესდება.”

სპეციალისტები მიზნად ისახავენ კავშირის ასე თუ ისე აღდგენას.
მათი აზრით ეს უფრო საჩქაროა ვიდრე შესაძლებელი ახალი კანონი “თვითმკვლობაში დახმარების”,ევტანაზიის შესახებ თუ ღირსეულად სიკვდილის უფლება.
 
მიშელ დებუს სურს დებატების ცენტრში ღირსეულად ცხოვრების უფლების მოქცევა :

«ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ: ავტონომიის დაკარგვით ადამიანი არ კარგავს სიცოცხლის უფლებას. ავტონომიადაკარგული ადამიანიც არის სიცოცხლის ღირსი. ეს აჩენს ახალ საჭიროებებს მაგრამ მათზე პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებამ ».
   
ამ კითხვების დასმამ შეიძლება დაამსხვრიოს ტაბუ და გაუადვილოს ლაპარაკი იმათ ვისაც აცდუნებს თვითმკვლელობის იდეა.

«უმრავლესობა მოხუცებისა რომლებსაც სურთ თავის მოკვლა ფიქრობს რომ ისინი დაიხოცებოდნენ საზოგადო გულგრილობის ვითარებაში »,ამბობს ჟან-კლოდ დელჟენი.
 
სამწუხარო ულტრალიბერალური სარკე:

აქტიურობას მოკლებულ ადამიანს რომელსაც აღარ შეუძლია ფიზიკური თუ ინტელექტუალური მონაწილეობის მიღება და გამარჯვება თანამედროვე შეჯიბრ კონკურსებში ექმნება შთაბეჭდილება რომ მას დარჩენია მხოლოდ სიკვდილი...

(Elodie  Emery-ს ეს საინტერესო წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში “მარიანა”,Marianne,2012 წლის 13-19 ოქტომბრის ნომერში,გვ. 60-61).

No comments: