11.22.2012

რწმენა და განკურნება - 2. მისტერიათა კულტები, განწმენდილი სული:

სოციალური სტატუსის, სქესის თუ ასაკის განურჩევლად მისაწვდომიანტიკური მისტერიები //ელევსისის, იზისის თუ კიბელას მისტერიები// მიზნად ისახავდნენ შინაგან ცვლილებას. რთული მოძღვრების შესწავლის შემდეგ ინიცირებულში, განდობილში, ხდებოდა სიმბოლური აღდგომა-აღორძინება.

პომპეი,მისტერიების ვილას ფრესკა
 "სული სიკვდილის წუთში განიცდის იგივეს რასაც განიცდიან დიდ მისტერიებში განდობილები. აზარტული რბოლა, მტკივნეული გადახვევები, შემაშფოთებელი და უსასრულო სიარული წყვდიადში, შემდეგ, დასასრულის წინ, ძრწოლა, ჟრჟოლა, ცახცახი, ცივი ოფლი, საშინელება. მაგრამ შემდეგ მომხიბლავი და საოცარი სინათლე, გავდივართ წმინდა ადგილებში სადაც ისმის ხმები, საკრალური სიტყვები, სადაც ცეკვავენ. ღვთაებრივი ჩვენებები შთაგვაგონებენ რელიგიურ მოწიწებას.
 
უკვე სრულყოფილი განდობილი და თავისუფალი ადამიანი სეირნობს შეუზღუდავად და თავზე გვირგვინდადგმული ზეიმობს მისტერიებს.

ის ცხოვრობს წმინდა ადამიანებთან და წმინდანებთან ერთად.

დედამიწაზე ის ხედავს გაუნდობელ, არაინიიცირებულ ადამიანებს რომლებიც ერთმანეთს ეხლებიან წყვდიდში და არეულობაში. მათ ეშინიათ სიკვდილისა, არ სჯერათ საიქიო ნეტარებისა და ყოვნდებიან ბოროტებებში ჩაფლულნი".


ბერძენი ფილოსოფოსი პლუტარქეს ეს ტექსტი მიანიშნებს იმაზე რაც ხდებოდა ელევსისის მისტერიებთან ზიარების დროს თუმცა განდობილებს ეკრძალებოდათ საიდუმლოს გამჟღავნება უმეცარი პროფანებისთვის და ისიც არ ყვება არაფერ არსებითს.

მეტანოიას წვდომა:
ეს გადაკრული აღწერაც გვიქმნის წარმოდგენას იმაზე თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო სხვა მისტერიულ კულტებშიც,მაგ. ხსნის ეგვიპტური ღვთაება იზისის კულტში.

აპულეუსის "ოქროს ვირის" გმირი მისი ინიციაციის შემდეგ ამბობს :

"მე მივუახლოვდი სიკვდილის ზღურბლს,ფეხი დავადგი პროზერპინას ზღურბლს"

კიბელას მისტერიების ტაურობოლიუმის რიტუალში ინიციირებული იყო თხრილში და მას ასხავდნენ მის თავზე დაკლული და აგონიაში მყოფი ხარის 50-ოდე ლიტრ სისხლს.

შამანური რიტუალების მსგავსი ამ პრაქტიკების მიზანი იყო შინაგანი ცვლილების მიღწევა, სულის,სულიერი გარდაქმნა.

ამ მისტერიებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე,ნებისმიერი სქესის თუ ასაკის ადამიანს.

მას შეიძლება ვუწოდოთ განკურნებაც თუ კი ამ ცნებას გავიგებთ როგორც არსებობის ახალ მდგომარეობის მიღწევას,მეტანოიას, რომელიც აღწერილია როგორც სიკვდილი რომელსაც მოსდევს ახალი გაჩენა,ახალი დაბადება.

სიმბოლური.ინიციაციური რიტუალები და სწავლება მიზნად ისახავდა სიბრძნის გადაცემას და მიღებას,მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ჭეშმარიტი შინაგანი განცდის შედეგად.

არისტოტელეს თქმით მისტერიებში განდობილებს არ ევალებოდათ სიბრძნის დასწავლა. ისინი განიცდიდნენ ამ სიბრძნეს.

ლიტურგია, მარხვა და თავშეკავება:
ყველა ეს კულტი ეფუძნებოდა დამფუძნებელ მითს რომელიც იყო უხილავთან მისასვლელი როგორც თეორიული ისევე პრაქტიკული გზა.

იზისის მისტები ბაძავდნენ ოზირისის ქვრივის გლოვას,მჯიღს იცემდნენ გულში და მოსთქვამდნენ ღმერთის სიკვდილის გამო. შემდეგ ისინი ხმამაღლა გამოთქვამდნენ მათ სიხარულს როდესაც იზისი ბოლოს და ბოლოს პოულობდა მისი მეუღლის სხეულს.

            
ისტერიების ვილას ფრესკა
ქალღმერთის მიერ განცდილი ტანჯვა და ამის წარმომადგენელი რიტუალები ღვთისმოსაობის გაკვეთილი და ნუგეში უნდა ყოფილიყო მათ ცხოვრებაში მსგავს განსაცდელთა განმცდელი ადამიანებისთვის. ამას ადასტურებს პლუტარქეც.

კულტების მიმდინარეობის შესახებ ჩვენ ყველაზე მეტად ვიცით აპულეუსის "მეტამორფოზების" მეორე წიგნიდან //მე-2 ს.//. ესაა მისტერიების შესახებ ყველაზე დიდი ტექსტი იმ ტექსტებიდან რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს სნტიკური ხანიდან.

მოთხრობილია მსუბუქი და ახალგაზრდა ლუსიუსის თავგადასვლები. ამ ავანტურისტმა გადასანსლა ჯადოსნური სასმელი რომელმაც ის ვირად გადააქცია.

მან ადამიანური სახე დაიბრუნა მრავალი განსაცდელის შემდეგ. დადო პირობა რომ იცხოვრებდა ღვთისმოსავი ცხოვრებით და ის აზიარეს იზისის მისტერიებს.

ამ მოთხრობის თანახმად იზისის მისტერიებთან ზიარებისთვის აუცილებელი იყო მომზადება ტაძრის გალავანში ცხოვრების დროს. ტაძარში ყოველ დღე ტარდებოდა ლიტურგიები.


ნეოფიტი ეცნობოდა სწავლებას,შემდეგ მას განბანდნენ აბაზანაში და წმინდა წყლით.

შემდეგ დგებოდა მარხვის და თავშეკავების ათდღიანი პერიოდი.

სხვა მისტერიებისთვისაც დამახასიეთებელი ეს პრაქტიკა აღნიშნავდა მდგომარეობის შეცვლას.

ასე მაგალითად დიონისიური მისტერიების დროს ნაზიარებს უსვამდნენ საჭურჭლე თიხას,შემდეგ მას აჩვენებდნენ ქურუმი ქალის მიერ განსახიერებული თავზარდამცემი ღვთაების სახეს და განბანდნენ. განბანვის დროს ის ყვიროდა: "მე გავექეცი ბოროტებას,მე აღმოვაჩინე სიკეთე"

"შუა ღამისას მე ვნახე მზე":
ახალი ცხოვრების მაუწყებელ თეთრ სამოსში გამოწყობილი იზისის მისტი ქურუმს შემდეგ მიჰყავს ტაძრის საიდუმლო ადგილისკენ რათა იქ განიცადოს საშიში ინიციაცია.

აპულეუსი არაჩვეულებრივად აღწერს ამ სვლას იზისის საიდუმლოებებისკენ:

"მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვარს... და შემდეგ დავბრუნდი ყველა ელემენტის გავლით: შუა ღამისას მე ვნახე კაშკაშა მზე და ელვარე სინათლე..."

წიგნი პითაგორა და მისტერიები

ეს ნაწყვეტი გვაგონებს პლატონის "ფედრს" სადაც ის ლაპარაკობს ელევსისის მისტერიებზე :

"სისრულე,უბრალოება,უძრაობა ბრწყინავდა იმ ჩვენებებში რომლებიც ვიხილეთ წმინდა სინათლეში როგორც განდობილებმა,ნაზიარებებმა,ჩვენ თვითონ ვიყავით წმინდები, დაულაქავებლები იმ სამარხის მიერ რომელსაც ჩვენ ვატარებთ,რომელთანაც დაკავშირებული ვართ თავის ნიჟარასთან დაკავშირებულ ხამანწკას მსგავსად და რომელსაც ჰქვია სხეული..." //მისტერია სულს სწმენდს მის საფლავად მიჩნეული სხეულის ჭუჭყისგან,//.

ელემენტების,ცეცხლის,ჰაერის,წყლის და მიწის გავლა სწმენდს სხეულს და სულს.

ჩვენ დაგვრჩა წარმოდგენა იმისა თუ როგორ მიდიოდა ნეოფიტი "პროზერპინას ზღურბლამდე" რომელიც მას დააყენებდა მისი საკუთარი სიკვდილის პირისპირ.

მისტერიათა კულტი უნდა გავიგოთ როგორც "ნებაყოფლობითი სიკვდილი და ხსნა მადლის მეშვეობით".

ფლორანს ქენტას //Florence Quentin //ეს შესანიშნავი წერილი დაიბეჭდა სრულიად თანამედროვე ფრანგულ ჟურნალში რელიგიათა სამყარო. საგანგებო ნომერი განკურნების გზები,შეუძლია თუ არა მკურნალობა რწმენას?

(Monde des Religions,Les chemins de la guérison,La foi aide-elle à guérir?,2012 წლის ივლისი აგვისტოს ნომერი 54//.


გაგრძელება იქნება.

No comments: