11.29.2012

რუსულ წინააღმდეგობაზე, რუსი სოლიდარისტები-2:

"ახალი წყობისთვის, ხალხის სიცოცხლისა და ღირსებისთვის, თავისუფალი შრომისთვის, მშობლიური ველების სიმშვიდისთვის" //რუს სოლიდარისტთა, ნტსის ჰიმნიდან, ჰიმნი მიღებულია 1935 წელს//. რუსი სოლიდარისტების დევიზი- "ღმერთი სიმართლეშია და არა ძალაში". 

 За новый строй, за жизнь и честь народа,
за вольный труд, за мир родным полям ...”
Из гимна НТС, принятого в июне 1935 г.

რუსი სოლიდარისტების ჟურნალი.დევიზი- "ღმერთი სიმართლეშია და არა ძალაში".

თეთრი მოძრაობის მემკვიდრეობითობა: ნტს-ის შემქმნელი ახალგაზრდობა თავის თავს ეროვნულს უწოდებდა იმიტომ რომ ის უარყოფდა როგორც კომუნისტურ ინტერნაციონალს ისე თავისი ეროვნული სახის დაკარგვას მის შემფარებელ და მიმღებ ქვეყნებში.


ეს თაობა ჩამოშორდა თაობას მამებისა რომლებმაც ვერ მოახერხეს რუსეთის დაცვა ბოლშევიზმისგან. ახალგაზრდები ერიდებოდნენ რევოლუციამდელ პოლიტიკოსებს სოციალისტები იქნებოდნენ ისინი თუ მონარქისტები და თავის კავშირში იღებდნენ მხოლოდ 1895 წლის შემდეგ დაბადებულებს.

მიუხედავად ამისა ისინი თვლიდნენ თავს თეთრი მოძრაობის გამგრძელებლებად და რომ მათი დროშა უნდა ყოფილიყო გენერალი კორნილოვის სახე. მეორე მსოფლიო ომის წინ კავშირში იყო დაახლოებით 1600 კაცი.
თავის ადგილს პოლიტიკურ სპექტრში კავშირის წევრები შემდეგნაირად განსაზღვრავდნენ: "არც მარჯვნივ არც მარცხნივ,წინ": "ჩვენ არც ლიბერალები ვართ და არც ფაშისტები".
თავის მასწავლებლებად მრავალთა შორის ისინი თვლიდნენ გიორგი გინსს,ივან ილინს,პეტრე სტრუვეს და თავის მსოფლმხედველობას განსაზღვრავდნენ სიტყვებით "იდეალიზმი, ნაციონალიზმი, აქტივიზმი".

იდეალიზმი ნიშნავდა იდეალებისადმი და არა საკუთარი თავის დაკმაყოფილებისადმი სამსახურს.
ნაციონალიზმი იყო მრავალი ეროვნებებისგან შემდგარი რუსი ხალხის ერთგულება.
აქტივიზმი იყო სახარებისეული სიტყვების "რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია"-ს განხორციელებისკენ სწრაფვა.
უმთავრეს პოლიტიკურ მიზნად მათ მიაჩნდათ რუსეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობა. რეჟიმის შეცვლა უნდა მომხდარიყო "ეროვნული რევოლუციის" და არა ევოლუციის თუ გარედან სამხედრო ჩარევის შედეგად. 63 წლის მანძილზე ნტს-ის მთავარი ამოცანა იყო ამ რევოლუციისთვის ხელის შეწყობა //თუ კი რევოლუციის დასრულებად ჩაითვლება 1993 წელს რუსეთის კონსტიტუციის მიღება//.

რევოლუციის მოხდენა შეიძლება ქვეყანაში და არა ემიგრაციაში ყოფნისას. ამიტომ 1930-ან წლებში რუსი სოლიდარისტები არალეგალურად ჩადიან საბჭოთა კავშირში. ადრე ასე აკეთებდნენ რუსული სიმართლის ძმობის ტერორისტული ჯგუფების და რუსული საერთოსამხედრო კავშირის წევრები.

მაგრამ 1930-ანი წლების დასაწყისში ჩეკას მემკვიდრე გპუმ შეაღწია ორივე ორგანიზაციაში და მათ კვალზე მავალი სოლიდარისტების მცდელობები ბალტიისპირეთში,რუმინეთში და შორეულ აღმოსავლეთში ტრაღიკულად დამთავრდა.

რუს სოლიდარისტებს არ მოუწყვიათ არც ერთი ტერორისტული აქტი,მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ნტსის დახურული მუშაობის
ხელმძღვანელი გ.ოკოლოვიჩი.
1934 წელს ნტს-მა განაცხადა რომ უარყოფს ტერორის მეთოდებს და რევოლუცია უნდა მომზადდეს იდეების გავრცელებით.

თავისი განათლების დონის ასამაღლებლად ორგანიზაციის ყველა წევრს უნდა ესწავლა “ეროვნულ-პოლიტიკური მომზადების კურსი” ... 1932 წელს ბელგრადში დაიწყო გამოსვლა ნტს-ის გაზეთმა “რუსეთისთვის”. რამოდენიმე შესვენების შემდეგ ის ეხლაც გამოდის მოსკოვში როგორც “ნტს-ის შიდა ცხოვრების უწყებანი”. უკვე 1930-ან წლებში რუს სოლიდარისტთა კავშირმა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს. სოფიაში გამოსცა ივან სოლონევიჩის სახელგანთქმული “რუსეთი საკონცენტრაციო ბანაკში” და ნიკონოვ-სმოროდინის “წითელი კატორღა” . 1930-ანი წლების შუა ხანებიდან ნტსი გადაჭრით ემხრობა სოლიდარიზმის იდეებს რომლებიც ქადაგებდნენ კლასთა თანამშრომლობას და არა ბრძოლას. მასთან ახლოს იყო ომის შემდგომი ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა და 1980-ანი წლების პოლონური "სოლიდარობის" იდეები.

1938 წლის ზაფხულში საბჭოთა საზღვარი წარმატებით პირველად გადაკვეთეს სოლიდარისტებმა გ.ს.ოკოლოვიჩმა და მისმა მეწყვილემ. ოკოლოვიჩი შემდეგ სათავეში ჩაუდგა იატაკქვეშა მუშაობას საბჭოთა კავშირში. მათ საბჭოთა კავშირში გაატარეს 4 თვე,შეისწავლეს ვითარება,ძლივს დაუსხლტდნენ ნკვდს რომელმაც ისინი გამოაცხადა საერთო საკავშირო ძიებაში და დაბრუნდნენ უკან.

შემდეგ წელს მათ კვალს გაუყვა 4 კაცი. ისინი წარმატებით დამკვდირდნენ საბჭოთა კავშირში. ასეთი გადასვლები საშიში იყო. 1938 წელს საზღვარზე დაიღუპა 3 სოლიდარისტი. შემდეგ კიდევ ორი.

გადასვლა ნაკლებად საშიში გახდა 1940 წელს. სოლიდარისტები იყენებდნენ საბჭოების მიერ ოკუპირებულ ბესარაბიას და ბუკოვინას. ამ ტერიტორიების გავლით ათმა კაცმა შეაღწია საბჭოთა კავშირში. გადასულთა ბედი სხვადასხვანაირად აეწყო. ზოგი ჯარში გაიწვიეს და მათ გაიარეს ომი. ზოგმა შექმნა იატაკქვეშა ჯგუფები.

ერთი მოგვიანებით გადაიბირა კგბმ და ის წერდა პასკვილებს რომლებშიც თითქმის მთელი ემიგრაცია საბჭოთა აგენტებად იყო გამოყვანილი.

1938 წლიდან ცნობილია სოლიდარისტების ჯგუფების შეღწევა საბჭოთა კავშირში.

მესამე ძალა:
1939 წლის თებერვალში საზოგადოების დიდ კრებაზე ნტს-ის თავმჯდომარე ვ.მ.ბაიდალაკოვმა განაცხადა კავშირის პოზიცია მოსალოდნელი ომის შემთხვევისთვის :

“ვისთან ყოფნა? რუსულ სვინდისს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი პასუხი:

არც სტალინთან ერთად და არც უცხოელ დამპყრობლებთან ერთად ... ორ ფრონტზე ბრძოლა მძიმე იქნება მაგრამ რუსეთს გადაარჩენს რუსული ძალა რუსულ მიწაზე”, და მან ყველას მოუწოდა ამ ძალის შექმნისკენ.

ეს იყო ზნეობრივად სწორი მაგრამ პრაქტიკულად განუხორციელებელი ამოცანა.და ამან რუსი სოლიდარისტები მოამწყვდია ორ ტოტალიტარულ დიქტატურას შორის. მაგრამ რუსმა სოლიდარისტებმა ომი გადაიტანეს და ისინი გაძლიერდნენ კიდეც..

1943 წლის დეკემბერში ვარშავაში ქუჩაში გესტაპოს აგენტმა მოკლა რუსი სოლიდარისტების საბჭოს წევრი ა.ე. ვიურგლერი.

ნტს-ის დაახლოებით 250 წევრი ჩავიდა ოკუპირებულ რუსეთში. ისინი ცდილობდნენ ადგილებზე ორგანიზაციის აწყობას,მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას და კავშირის დამყარებას ნკვდსგან დამოუკიდებელ პარტიზანებთან.

ამას გარდა ნტსმა დიდი იდეური გავლენა მოახდინა ვლასოვის მოძრაობაზე. ნტსის ზოგი ხელმძღვანელი ასწავლიდა საბჭოთა ტყვეების გადამზადების სკოლაში ვუსტრაუში ბერლინთან. იქ 30-ოდე კურსანტი შევიდა ნტს-ში...

ვლასოვურ მოძრაობაში შეიქმნა ორი ფრთა-ნტს-ის მიმდევართა და ნეომარქსისტთა, 1930-ანი წლების დასაწყისის შიდაპარტიული ოპოზიციის მემკვიდრეთა ფრთები....

რუს სოლიდარისტთა დევიზმა "გერმანელების და ბოლშევიკების გარეშე" და

კონტაქტებმა პარტიზანებთან უკვე 1943 წელს გამოიწვიეს ნტს-ის მოღვაწეთა დაპატიმრებები და დახვრეტები ოკუპირებულ რუსეთში.

1944 წლის ზაფხულში გერმანიაში დააპატიმრეს თითქმის მთელი ხელმძღვანელობა და ათობით რიგითი წევრი.

მრავალი ხელმძღვანელი 1945 წლის აპრილში გაანთავისუფლეს ვლასოვის შუამდგომლობით,მაგრამ ნტსის 25 წევრი დაიღუპა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში.

ნტსის ის წევრები რომლებიც გაანთავისუფლა წითელმა არმიამ ნაცისტური ბანაკებიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში და ლუბიანკაზე.

საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ
ოკოლოვიჩის მოსაკლავად
გამოყოფილი იარაღი.
ლუბიანკაზე აღმოჩნდა ნტსის საბჭოს 3 წევრი. 1946 წელს საზღვარგარეთ საბჭოს აღდგენის შემდეგ მის წევრთა ნახევარი ნაცისტური ციხეების ყოფილი პატიმრებისგან შედგებოდა. ომის დროს რუს სოლიდარისტთა რაოდენობა საზღვარგარეთ ძალიან შემცირდა,მაგრამ ნტსის წევრთა ნახევარი ეხლა შედგებოდა საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქეებისგან.

რევოლუცია ტოტალიტარული რეჟიმის დროს

პირველ ომისშემდგომ წლებში ნტსი დასავლეთ ევროპაში დაკავებული იყო თავისი წევრების შეკრებით და ადამიანების გადარჩენით იძულებითი რეპატრიაციისაგან. კ.ვ.ბოლდირევის ხელმძღვანელობით 3000 კაცი გაიყვანეს საბჭოთა ოკუპაციისთვის განკუთვნილი ზონიდან.

ასე შეიქმნა ლტოლვილთა ბანაკი მენჰეჰოფი სადაც დამკვიდრდა კავშირის ხელმძღვანელობა და 1945 წლის შემოდგომაზე შეიქმნა გამომცემლობა "პოსევ",დაიწყო გამოსვლა ამ სახელის მქონე ყოველკვირეულმა ჟურნალმა. შემდეგ გამოვიდა სქელი ჟურნალი "გრანი",სხვა ადგილებში-გაზეთი "ექო" და სხვა გამოცემები. გაიშალა საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მუშაობა ახალგაზრდობასთან.

რუსული ემიგრაციის პოლიტიკური საქმიანობა დასავლეთ ევროპაში მაშინ აკრძალული იყო და რუს ლტოლვილებსაც მაინც და მაინც არ ხიბლავდა ასეთი საქმიანობა.

ჰიტლერული გერმანიის ერთ-ერთი დამამარცხებელი საბჭოთა კავშირი დიდების ზენიტში იყო,ქვეყნის შიგნით საბჭოთა ხელისუფლება ურყევი ჩანდა.

ემიგრანტებს როგორც წესი უნდოდათ სასწრაფოდ გაცურვა ოკეანის გაღმა,რაც შეიძლება უფრო შორს წითელი არმიისგან.

მაგრამ რუსმა სოლიდარისტებმა ისევ გასცურეს დინების წინააღმდეგ და უკვე 1948 წელს მათი წარმომადგენლები გამოჩნდნენ ბელინში ჯართან სამუშაოდ.

ასეთი გადაწყვეტილება შორსმჭვრეტელური იყო თუ კი გავიხსენებთ რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ზოგი საბჭოთა სამხედრო ეხმარებოდა 1953 წელს აჯანყებულ გერმანელებს,ზოგი საბჭოთა სამხედრო 1956 წელს ეხმარებოდა უნგრელებს.

ამავე დროს ნტსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და 18 წლის მანძილზე მისმა თავმჯდომარე ვ.დ.პორემსკიმ დაწერა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში რევოლუციის "მოლეკულური" თეორია. ის ამტკიცებდა მმართველ ზედაფენებში რადიკალური რეფორმიზმის შესაძლებლობას. იმას რომ რევოლუციური ვითარების გაძლიერების პირობებში ეს რეფორმიზმი იქცევა რევოლუციურ ძალთა მოკავშირედ.

ცივი ომის გაჩაღებასთან ერთად რუსული ემიგრაციით დაინტერესდნენ ამერიკელები. მათ სცადეს ემიგრანტულ ორგანიზაციათა კოალიციის შექმნა. იქმნება რადიო "განთავისუფლება" //შემდეგ "თავისუფლება"//. ნტსი მონაწილეობს მოლაპარაკებებში,მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა. რადიოს პატრონი ხდება იმავე სახელის მქონე ამერიკული კომიტეტი და ნტსი იღებს სახსრებს საბჭოთა კავშირზე მუშაობისთვის.
ნტსის საბჭოს წევრი
ა.ტრუშნოვიჩი.
დაიწყო პროკლამაციების მასობრივი ბეჭდვა პორემსკის სქემის მიხედვით "ბრძოლა რის წინააღმდეგ,რისთვის და როგორ".

ამ პროკლამაციებს ყრიდნენ თვითნაკეთი გიგანტური მფრინავი საჰაერო ბურთებით

ააწყვეს მცირე მოძრავი რადიოსადგური რომელიც გადასცემდა გერმანიაში მყოფი საბჭოთა ჯარებისთვის და საბჭოთა კავშირისთვის.

მისი ერთ-ერთი მსმენელი,რომელმაც 17 წლის ასაკში ლენინგრადში შექმნა ჯგუფი

“ახალგაზრდა რუსეთი” და დაშიფრული კავშირი დაამყარა ნტს-თან,რისთვისაც 10 წლით დააპატიმრეს,ეხლაც ცხოვრობს სანკტ-პეტერბურგში.

ჰაერბურთების ფრენა შეწყდა 1956 წელს ნაწილობრივ იმიტომ რომ იმავე სიმაღლეებზე ცაში გამოჩნდნენ ამერიკული მზვერავი თვითმფრინავები უ-2 და უფრო კი იმიტომ რომ ევროპაში ჩასვლა დაიწყეს სხვადასხვა საბჭოთა დელეგაციების წევრებმა რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ლიტერატურის ხელიდან ხელში გადაცემა და არა გაფანტვა ველებზე და ტყეებში.

ნტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საბჭოთა მეზღვაურებს რომელთაც შეეძლოთ ლიტერატურის დიდი რაოდენობით შეტანა და გასაღება შავ ბაზარზე.

ამას გარდა იქმნებოდა პატარ-პატარა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ჯგუფები და "კარკასი",ორგანიზაცია რომელსაც ექნებოდა ორმხრივი კავშირი ცენტრთან.

ალპებში ერთ-ერთ ტბასთან გაიხსნა "კარკასის სკოლა" სადაც ამზადებდნენ ორგანიზაციის შერჩეულ წევრებს საბჭოთა კავშირში ჰაერით გადასასროლად. ასე გადაისროლეს 13 კაცი.

მაგრამ 1953 წლის მაისში გაზეთში “პრავდა” გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ რომ დახვრიტეს უკრაინაში დაკავებული 4 პარაშუტისტი. დახვრეტამ ცუდად იმოქმედა ნტსის წევრებზე. ორგანიზაციის შიგნით გამოჩნდა უთანხმოებები კავშირის ხასიათის და საქმიანობის მიმართულების თაობაზე. კონფლიქტი დამთავრდა საბჭოს აღმასრულებელი ბიუროს შეცვლის მცდელობით რისთვისაც ნტსის თავმჯდომარე ბაიდალაკოვი და კიდევ 5 კაცი გარიცხეს ორგანიზაციიდან. 2 წლის მანძილზე ორგანიზაციიდან გავიდა მის წევრთა 15 პროცენტი.

შიდა სირთულეების გარდა ორგანიზაციას ჰქონდა გარეშე სირთულეებიც. 1947-1963 წლებში საბჭოთა უშიშროებამ 20ოდე ოპერაცია ჩაატარა ნტსის წინააღმდეგ //ემიგრანტული ორგანიზაციებიდან მხოლოდ ნტსი მოქმედებდა აქტიურად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე//.

იყო აფეთქებები,გატაცებები და ა.შ. 1954 წლის 13 აპრილს ბერლინში მოკლეს ნტსის საბჭოს წევრი ა.რ.ტრუშნოვიჩი.

იმავე წელს მაინიხ ფრანკფურტში გ.ს.ოკოლოვიჩის მოსაკლავად შეაგზავნეს კაპიტანი ნ.ე.ხოხლოვი,მაგრამ მან უარი თქვა დავალების შესრულებაზე.ის გადავიდა რუსი სოლიდარისტების მხარეს.

დისიდენტებთან თანამშრომლობა:

სტალინის სიკვდილმა და სკკპ მეოცე ყრილობამ გატეხეს საბჭოთა ხელისუფლების ტოტალიტარული ხასიათი...რუსმა სოლიდარისტებმა ჩათვალეს რომ შეიქმნა საბჭოთა მმართველ წრეებში რეფორმატული ფრთის გაჩენის პირობები და ეს ფრთა შეიძლებოდა გადაქცეულიყო სოლიდარისტთა ობიექტურ მოკავშირედ. რეფორმატორული ფრთა სსრკს ხელისუფლებაში მოვიდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ მაგრამ ახალი ვითარება ხსნიდა ახალ გზებს დიქტატურასთან საბრძოლველად.

რუსმა სოლიდარისტებმა დაიწყეს საბჭოთა კავშირში მცხოვრები მწერლების გამოცემა.

გამომცემლობა “პოსევმა” მაინის ფრანკფურტში გამოსცა ბ,ახმადულინას, ა.გალიჩის, ნ.გორბანევსკაიას, ნ.კორჟავინის, ბ.ოკუჯავას, ბ.პასტერნაკის //გერმანულად თარგმანით//, ი.რატუშინსკაიას პოეტური კრებულები.

გამოვიდა ჯერ რუსეთში მყოფი სოლჟენიცინის 5 ტომი,ევგენია გინზბურგის მოგონებები, ლ.ბოროდინის,გ.ვლადიმოვის,ა.გლადილინის,ვ.გროსმანის,ა.კუზნეცოვის,ვ.ნეკრასოვის და სხვათა პროზა.მ.ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” ჯიბის გამოცემა ცენზურის მიერ ამოღებული ადგილების გამოყოფით. პუბლიცისტიკიდან აღვნიშნავთ ა.დ.სახაროვის ორ წიგნს, “თეთრ წიგნს” სინიავსკის და დანიელის საქმეზე,კრებულს “ჯაჭვური რეაქციის პროცესი” გალანსკოვის,გინზბურგისმდობროვოლსკის და ლაშკოვას საქმეზე,ი.გალანსკოვის,ბ.კომაროვის,ა.მარჩენკოს,ვ.ოსიპოვის,გ.პოდიაპოლსკის,გ.პომერანცის,

ვ. სოლოუხინის წიგნები. ისევ გამოდიოდა უცხოელ ავტორთა წიგნები.

უცხოური "პოსევის" საგამომცემლო მოღვაწეობის პიკი იყო 1968-1978 წლები,

თვითგამოცემათა მოცულობა იმდენად დიდი გახდა რომ მას ეძღვნებოდა ჟურნალი "პოსევის" საგანგებო ნომრები და "თავისუფალი სიტყვა". მალე თვითგამოცემის შეგროვება დაიწყო აგრეთვე რადიო "თავისუფლებამ".

1957 წლის აპრილში ჰააგაში რუსმა სოლიდარისტებმა მოიწვიეს კონგრესი "უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის რუსეთში". ის იქცა რამოდენიმე ემიგრანტული ორგანიზაციის უკანასკნელ ერთობლივ აქციად.

კონგრესმა განაცხადა სამოქალაქო უფლებათა "ნაწილობრივი მოთხოვნის" პროგრამა. ვერც ერთი უფლება ცალკე ვერ ჩაითვლებოდა ანტისაბჭოთად,მაგრამ ამ უფლებათა მთლიანობაში განხორციელება ნიშნავდა საბჭოთა რეჟიმის დასასრულს.

ეს კონგრესი წინ უსწრებდა საბჭოთა კავშირში უფლებადამცველი მოძრაობის გაჩენას...
ასეთი ჰაერბურთებით
ავრცელებდნენ პროკლამაციებს
საბჭოთა კავშირში.
1958 წლის იანვარში ნტს-ის საბჭომ მოითხოვა 2-3 წელიწადში პირობების შექმნა ნტსის დროშით რუსეთის ტერიტორიაზე ღია გამოსვლებისთვის. ღია დემონსტრაციები ჩატარდა 1965 წლის 5 დეკემბერს //8 წლის შემდეგ და დროშების გარეშე//.

რუსეთში თავისუფლებისათვის ბრძოლის ლოზუნგით ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიქმნა ნორვეგიაში,შვეციაში,იტალიაში,საფრანგეთში,დიდ ბრიტანეთში და ფლანდრიაში. მათი წევრები ტურისტებად დადიოდნენ საბჭოთა კავშირში და ასრულებდნენ ნტსის დავალებებს.

ამ კურიერების ანუ "არწივების" რეგულარული მოგზაურობები აეწყო 1960 წელს.

სწორედ მათ ჩამოიტანეს პირველი ხელნაწერები და იქცნენ ნტსის საბჭოთა კავშირში ოპოზიციურ მიმდინარეობასთან კავშირის არხად.

ყველა კურიერს არ სცოდნია რუსული და მათ შორის არ ყოფილა კგბსთვის საეჭვო გვარები. უცხოელებმა ჩაატარეს ათობით ღია აქცია პოლიტპატიმართა დასაცავად.ისინი ავრცელევდნენ პროკლამაციებს. მაგრამ "არწივებს" უმთავრესად გამოჰქონდათ ხელნაწერები.30 წლის მანძილზე გამოტანილი იქნა 200 მასალა. ყურადღებიანი კონსპირაციის წყალობით ჩავარდნა იშვიათი იყო,მაგრამ ზოგჯერ ხდებოდა დიპლომატიური ინციდენტები.

1972 წელს გერმანიის ფედერატულ რესპუბლიკაში ცალკე შეიქმნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება.

კავშირის ყურადღება მთლიანად მიექცა მის საკუთარ ორგანიზაციას რუსეთში. //გაგრძელება იქნება//.

No comments: