11.13.2012

გიორგი ვერნადსკის დიდი ევრაზიული ლეგენდა-3,ადამიანი და ცხენი:

III. ადამიანი და ცხენი:
ევრაზიელ მწყემს ხალხთა უმრავლესობა ცხენოსნები იყვნენ. ცხენების გარეშე მათ მეცხვარის ძაღლებთან ერთადაც კი გაუჭირდებოდათ თავისი უზარმაზარი ნახირების და ჯოგების მოვლა.
             
მეტიც, ტრამალში მთავარი იარაღი იყო კავალერია.
       
მხოლოდ განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მაგ. ბალკანეთში მცხოვრები პატარა ტომები კმაყოფილდებოდნენ მათი ძაღლებით და ვირებით. ყველაზე ხშირად მათ ჰყავდათ ცხვარი და არა მსხვილფეხა პირუტყვი.
               
მაგრამ ტრამალებში ბატონობდნენ და პოლიტიკურ ისტორიის დინებებს მიმართულებას აძლევდნენ ცხენოსნები და არა ეს პატარა ტომები.
             
სკვითებისთვის, ალანებისთვის, თურქებისთვის და მონღოლებისთვის ცხენი არ ყოფილა მხოლოდ ტრანსპორტის მოხერხებული საშუალება. ის ასევე ადამიანის საუკეთესო მეგობარი იყო. ისინი ერთად იყვნენ სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც.
როდესაც ადამიანი კვდებოდა მასთან ერთად მარხავდნენ მის ცხენს თუ ცხენებს.         



ჰეროდოტეს თანახმად სკვითთა მეფის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ერთდროულად ახრჩობდნენ მის 50 საუკეთესო ახალგაზრდა  მსახურს-ახალგაზრდა სკვითებს და 50 ყველაზე ლამაზ ცხენს.  დამხრჩვალ მსახურთა გვამებს სვავდნენ დამხრჩვალი ცხენების გვამებზე და აყენებდნენ მათ მეფის აკლდამის ირგვლივ. 
            
არქეოლოგებმა სამხრეთ რუსეთში გათხარეს ზოგი ასეთი სამეფო აკლდამა და დაასკვნეს რომ  ჰეროდოტე მართალს ამბობდა და რომ მისი აღწერა ზედმიწევნით ზუსტი იყო. 
              
ადამიანების და ცხენების დახრჩობის მიზანი იყო მათი სისხლის დაღვრის თავიდან აცილება. ფიქრობდნენ რომ ცხენსაც ადამიანის მსგავსად სული ჰქონდა სისხლში.  უწესოდ მოკვდინება სპობს სულს. 
              
სულის  შენარჩუნების მეორე ხერხი იყო ცხენებისთვის ხერხემლის გადამტვრევა.  ალტაის თურქი შამანები ცხენებს ხერხემლის გადამტვრევით ხოცავდნენ მე-19 საუკუნემდე. 
            
მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნის მონღოლები კი ხერხემალს უმსხვრევდნენ  მეფის სისხლის მოღალატე უფლისწულებს. ასე თავს არიდებდნენ მათი სისხლის დაღვრას. საკმაოდ საეჭვო პრივილეგია ჩვენი თანამედროვე თვალსაზრისით.
            
ძველად ევრაზიის მომთაბარეებში განსაკუთრებით პოპულარული იყვნენ შუა აზიის ცხენები. ძვ.წ. მეორე საუკუნეში ისინი გაიცნეს ჰუნებმა და ჩინელებმა რომელთაც ბევრი ცხენი წაიყვანეს ჩინეთში ერთმა ჩინელმა მოგზაურმა ძვ.წ. 140 წლისთვის დაწერა რომ შუა  აზიაში ცხოვრობს ციური წარმოშობის ცხენების შესანიშნავი რასა. 
          
ლეგენდებმა მაღლა მთებში მცხოვრები ციური ცხენების შესახებ კვალი დაამჩნია ალანურ //ოსურ// ფოლკლორსაც. ხორეზმულ თასებზე გამოსახული ფრთოსანი ცხენები ასახავენ იგივე კონცეფციებს.
            
1956 წელს გარდაცვლილი ოსი სწავლული ჯამბულატ ძანტის თქმით  ალანური რასის ცხენები 1917 წლამდე ისევ იყო ეისკის რეგიონში, აზოვის ზღვის აღმოსავლეთით.1917 წლის შემდეგ ისინი გაწყვიტეს.
           
მომთაბარეთა არმიებში კავალერიის ზოგი ესკადრონი ისხდა საგანგებოდ შერჩეული ფერის ცხენებზე. 
          
ჩინგიზ ყაენის სახელგანთქმული გვარდიელები, ათასი ბაღათური ისხდნენ შავ ცხენებზე. 
                        
რელიგიური ცერემონიებისთვის ირჩევდნენ თეთრ ცხენებს.
                  
თეთრი ცხენები საკრალურებად ითვლებოდნენ.
--------------------------------------------------------------------
                    
ცხენს დიდი ადგილი ეთმობოდა ძველ ქართველთა წარმოდგენებშიც:
ქართული მითოლოგია

რაში
რაში ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენია; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ. რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების
დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლის მფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია, მაგრამ მოთვინიერების შემდეგ გმირების ერთგული მსახურნი ხდებიან და მათ ყველა სურვილს ასრულებენ.
//გ.მ.//.

http://interesting.ge/2012/04/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/

No comments: