11.15.2012

გიორგი ვერნადსკის დიდი ევრაზიული ლეგენდა-4. საზოგადოების ექსპანსია, ტომური მდგომარეობა:

კლანი იყო მომთაბარე საზოგადოების ფუნდამენტური უჯრედი, მაგრამ ის ვერ იცხოვრებდა სრულ იზოლაციაში.
         
ბევრ მეზობელ კლანს საერთო წინაპარი ჰყავდა.
       
საჭიროა გახსენება იმისა რომ კლანი ეფუძნებოდა სისხლით ნათესაობის თუ "ერთი და იგივე სპერმისადმი კუთვნილების" //მიგკაგ// პრინციპს.
 
ბევრი პატარა კლანი ეკუთვნოდა წინაპართა ერთსა და იმავე მიგკაკს.
       
უფრო ზოგადი და უფრო ღრმა აზრით სისხლის ერთიანობაზე დაფუძნებული საზოგადოების ყველა კლანი ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ როგორც ერთი და იგივე საწყისი მიგკაკის შთანომავლები.
           
საწყისი სხეულიდან ჩამოშორების კვალდაკვალ კლანები ხდებოდნენ უფრო დამოუკიდებლები.

კლანის ზრდისას მას გამოეყოფოდა ახალ-ახალი შტოები.
         
კლანის დამსხვრევას ან,პირიქით,წვრილი კლანების გაერთიანებას სამხედრო თვალსაზრისით საკმარის ერთეულებად იწვევდა ომებიც და მიგრაციებიც.
       
თურქულად პატარა არმიას უწოდებდნენ ისარს //ოქ//. ეს ნაწილები თითქოს შეესაბამებოდნენ საშუალო კლანს და ცნებამ ისარი შეიძინა კლანის მნიშვნელობა რაც მიუთითებს იმაზე რომ კლანები მაშინ სამხედრო საჭიროებებზე იყვნენ ადაპტირებულნი.
           
სხვადასხვა წარმოშობის კლანებს შეეძლოთ გადასახლება და ერთად დამკვიდრება ან რომელიმე კლანთან დაუკავშირებელ საძმოთა მიღება.
     
თანდათანობით გაჩნდა დასახლების ახალი ფორმა-მეზობელთა თემი თუ კომუნა //ალანურად გეუ//.
       
ამ დასახლებებში საერთო საქმეებს განიხილავდნენ და წყვეტდნენ კრებებზე რომლებშიც მონაწილეობდნენ ოჯახების უფროსები.
         
ამ კრებას ალანურად ეწოდებოდა ნიხასი,რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს ადგილს სადაც ლაპარაკობენ საერთო საქმეზე.
     
ზუსტად იგივე  მნიშვნელობა აქვს რუსულ სიტყვა ვეჩეს რომელიც აღნიშნავს კიევის ხანის მუნიციპალურ კრებებს.
         
გარკვეულ ვითარებებში აგრესიული მეზობლის მოსაგერიებლად,სავაჭრო გზის გასაკონტროლებლად თუ რაიმე სხვა მიზნისთვის ერთიანდებოდა მრავალი კლანი,მაშინაც კი როდესაც ისინი არ ეკუთვნოდნენ ერთსა და იმავე მიკგაგს.
           
ეს ალიანსი ქმნიდა ყველაზე ხშირად კლანზე უფრო მნიშვნელოვან მუდმივ გაერთიანებას-ტომს.
         
ეს უკანასკნელი შეიძლება განსაზღვრული იქნეს როგორც მომთაბარე სახელმწიფოს პირველი სტადია.
       
ტომი არ ყოფილა ერი ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით.
         
ტომი შეიძლებოდა შემდგარიყო სხვადასხვა წარმოშობის და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე კლანებისგან.
   
მადიარული //magyare// ურდო,მაგალითად,ა.წ. მერვე-მეცხრე საუკუნეებში შედგა უგრული,თურქული,და.ალბათ,სლავური და ალანური კლანებისგან.
       
ტომს  შეიძლებოდა რქმეოდა გაბატონებული კლანის ან სხვა რამე ახალი სახელი.
       
ტომს ხშირად სახელს არქმევდნენ მისი შემადგენელი კლანების რაოდენობის მიხედვით.
         
ზოგ თურქულ და მონღოლურ ტომებს ერქვათ ათი ისარი,ათი უიგური //ე.ი.10 უიგურული კლანი//,ოთხი ქირადი.
           
კავკასიაში დამკვიდრდა კასთა ოთხი კლანის ჯგუფი,ჩაჰარ კას.ე.ი.4 კასი. ამ სახელიდან მოდის სახელი ჩერქეზი.
         
ტომს ხელმძღვანელობდა ყველაზე პატივცემული კლანი. საერთო კრება შეცვალა წარჩინებულთა საბჭომ.
         
ალანებში ტომის ბელადს ერქვა  ელდარი. თანამედროვე ოსურში ელდარი ნიშნავს ქალაქის უხუცესს,თავადს.
         
წარჩინებულთა საბჭოს ალანურად ერქვა ტარხონი. თანამედროვე ოსურში ეს სიტყვა ნიშნავს სასამართლოს,განხილვას.
         
თურქულში არსებობს ანალოგიური სიტყვა თარხანი,რაც ნიშნავს ბელადს და გადასახადებისგან თავისუფალ დიდ მესაკუთრეს.
 
ალანურ ტარხონს რუსულში შეესაბამებოდა სიტყვა დუმა.  შუა საუკუნეების რუსულში არის ცნება "დუმაიუიშჩიე ბოიარე"-მოაზროვნე,განმსჯელი,საბჭოს წევრი ბოიარები.
   
ტომი ზოგჯერ ერთსა და იმავე ადგილას რჩებოდა დიდი ხნის მანძილზე. მაგრამ ზოგჯერ მთლიანად მას ან მის ნაწილს უხდებოდა წასვლა უკეთესი მიწების საძებნელად.
           
ემიგრაციისთვის ბიძგი შეიძლება მიეცა ჰავის ცვლილებას,გვალვას თუ მოსახლეობის სიჭარბეს. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სამხედრო მარცხიც,ან, პირიქით, გამარჯვება, მეზობელი ქვეყნის დაპყრობა.
           
დამარცხებული ტომის მორჩილებაში სამყოფად გამარჯვებულებს მათი ძალების ნაწილი მაინც უნდა დაემკვიდრებინათ ახალი სამფლობელოების სტრატეგიულ ადგილებში.
           
გადასახლებულ ტომს ჩვეულებრივ მიყვებოდა მისი შემადგენელი ყველა კლანი.
     
მაგრამ ზოგი კლანი შეიძლებოდა დარჩენილიყო ძველ ადგილას.  ასე იქმნებოდა განსხვავება "გარეშე" და "შიდა" კლანებს შორის.
       
გარეშე კლანები ყველაზე ხშირად უნდა შერეულიყვნენ დამარცხებულებს  მათთან კავშირის დასამყარებლად და ან მათ დასამორჩილებლად.
     
რომაული პერიოდის დასასრულის და ბიზანტიური ხანის დასაწყისის ბერძნულ და ლათინურ საბუთებში ალანთა გარეშე კლანებს უწოდებენ ანტებს.
       
გარეშე და შიდა კლანებად დაყოფილი კლანები არ კარგავდნენ საერთო წარმომავლობის განცდას და შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდნენ ურთიერთობას.
             
როდესაც გარეშე კლანს საფრთხე ემუქრებოდა შიდა კლანს მისთვის დახმარება უნდა გაეწია.
     
ასე მოხდა,მაგალიღად,ა.წ.374 წლისთვის, როდესაც  გოთებმა დაამარცხეს ბესარაბიის ანტები. დასახმარებლად მივიდნენ დონის რეგიონის ალანები რომელთაც დაამარცხეს გოთები.
         
თუ კი გარეშე ტომი ძალიან დაშორებული იყო შიდა ტომისგან,ან ამ უკანასკნელს სისუსტის გამო არ შეეძლო დახმარების გაწევა გარეშე ტომი ბრუნდებოდა თავის ძველ მიწებზე.
         
ასე მოხდა,მაგალითად ატილას იმპერიის დამხობის //ა.წ.454// შემდეგ როდესაც ჰუნთა ურდოს მნიშვნელოვანი ელემენტი, უტიგურთა //შემდეგ ბულგართა სახელით ცნობილი// ტომი  დაბრუნდა აზოვ-ყუბანის რეგიონში,სადაც ის იყო ჰუნთა დასავლეთისკენ დაძვრამდე.
           
თავიდან ყველა კლანი თანასწორი იყო,მაგრამ ომებს და მიგრაციებს შეეძლო მათი უერთიერთობების შეცვლა. ეს კი ხშირად ხდებოდა.
     
ერთმანეთს გადამტერებულ თანასწორი ძალების კლანებს ერთმანეთთან კავშირის დამყარება ერჩივნათ უაზრო ბრძოლაში დაუძლურებას და დაღუპვას.
           
ორი კლანის თუ ორი ტომის კავშირები ჩანს ორმაგ სახელებში
// გოთალანები-გოთები და ალანები,ალანორსები-ალანები და აორსები,
როქსოლანები -რუხები და ალანები...//.
           
მეორეს მხრივ მოწინააღმდეგის მიერ სასტიკად დამარცხებულ,მთლიანად გასრესილ კლანს ან ტომს  უნდა დაედო გამარჯვებულისადმი ერთგულების და მორჩილების ფიცი. ის უნდა დათანხმებოდა  მოსამსახურე კლანის თუ ტომის მდგომარეობაზე.
           
დამორჩილებილი ტომის წევრებს უნდა ემუშავათ გამარჯვებულებისთვის და გადაეხადათ გადასახადი ნატურით..
   
ასე მაგალითად სარმატთა გარეშე ტომმა აკარაგანტებმა დაიმორჩილეს ლიმიგანტთა სლავური ტომი // ა.წ. მე-4 საუკუნეში ორივე ტომი ცხოვრობდა დუნაის საშუალო დინებაზე//.
                 
მათი თანამედროვე ლათინური წყაროები აკარაგანტებს უწოდებენ თავისუფალ სარმატებს და ლიმიგანტებს  მათ მონებს.  ამ ტომებზე შემდეგ ვილაპარაკებთ
//გაგრძელება იქნება//.

No comments: