11.18.2012

რომაულ ეთიკაზე ევროპელი ბაღნებისთვის:

ეტრუსკი ოსტატის ერთ-ერთი შედევრი-ქიმერა //ქალაქ რომს, რომის რესპუბლიკას და რომაულ ცივილიზაციას საფუძველი დღეს გამქრალმა და როგორც ვარაუდობენ ქართველთა მონათესავე ეტრუსკებმა ჩაუყარეს საფუძველი//.


«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი კონკრეტიზდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან  და, შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდო-ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები, გერმანელები, სლავები, ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე.

არაა გასაკვირი რომ კავკასიელებში ეძებენ იმ ელემენტთა ნაშთებს, რომელთაც დასაშვები ანალოგიით უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე... (ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).
La civilisation caucasienne
Auteur : Arthur Byhan; Georges Montandon
Éditeur : Paris : Payot, 1936.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------

«... სწორედ ეტრუსკებმა, კარგა ხნით ადრე რომამდე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე, იტალიის გულში დააფუძნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას...» 

ევროპის ფესვებთან: ეტრუსკები:
ფრაგმენტები გერმანელი სწავლული ვერნერ კელერის წიგნისა «ეტრუსკები» (Werner Keller, Denn sie enzündeten das Licht, 1975, თარგმანი ფრანგული თარგმანიდან « Les Etrusques», პარიზი, 1976):


წინასიტყვაობა:
ევროპის არც ერთ ხალხს არ მოქცევიან ისე ცუდად როგორც მოექცნენ ეტრუსკებს. ესოდენ სისტემატურად არ უნგრევიათ რომელიმე ხალხის მიერ თავისი შთამომავლობისთვის დატოვებული მემკვიდრეობა. მოხდა ზუსტად ისე თითქოს არსებოდა საერთო შეთქმულება,რომელიც მიზნად ისახავდა წაეშალა ყოველგვარი კვალი ერისა რომლის პიონერულმა აქტივობამ დაწერა დასავლეთის ისტორიის პირველი თავი. ამაში არაფერი შეუცვლია უკანასკნელი ასი წლის მანძილზე მოპოვებულ საოცარი რაოდენობის არქელოგიურ აღმოჩენებს. ჰკითხეთ აბა ვინმეს თქვენს ირგვლივ რომის დაარსების თარიღი და იგი გიპასუხებთ იმას რაც რა თქმა უნდა სასკოლო სახელმძღვანეოლოებში და ყველა ლექსიკონშია აღნიშნული, მაგრამ რაც დიდი ხნის წინ უკუგდებული ტყუილია. რომი დაარსებულია ძვ.წ.753 წელს. დამფუძნებლის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე ახალგაზრდა რომაელი მოწაფეები ასევე არასწორად გიპასუხებენ რომ რომის დამაარსებელი რომულუსია.

არა და მეცნიერულად დადასტურებულია რომ მარადიული ქალაქი //რომი// ძვ.წ. 575 წელს დააარსა ეტრუსკმა მეფე ტარკვინიუს პრისკუსმა, ე.ი. ტარკვინიუს უხუცესმა. ეს ისტორიული სინამდვილე დამწყვდეული დარჩა მეცნიერების სპილოს ძვლის კოშკში და იგი სრულებით უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. და ეს არაა ერთადერთი შემთხვევა.

სინამდვილე ისაა რომ დაარსება და განვითარება რომისა, რომელიც რომაული მხოლოდ მოგვიანებით გახდა მხლოდ ერთი ფაქტია იმ მრავალ არაჩვეულებრივ ქმედებათაგან რომლებითაც შეუძლიათ სიამაყე ეტრუსკებს.

მ ხალხმა დიდი ხნით ადრე შესძლო დაეარსებინა პირველი იმპერია თავისი დიდი ქალაქებით, თავისი ინდუსტრიით, თავისი ხელოსნობით და მსოფლიო მასშტაბით გაშლილი კომერციით. მაგრამ ყოველივე ამის შესახებ საზოგადოებას ბევრი არაფერი სცოდნია. იმედგაცრუება ელის იმასაც ვისაც სურს უფრო დიდი ინფორმაციის მოპოვება. ამის დამტკცება ადვილია....
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
               
საყოველთაოდ ცნობილია რომ თანამედროვე ევროპული კულტურის და ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა ძველი რომაული კულტურა და ცივილიზაცია. 
                 
ხოდა  ევროპით დაინტერესებულებისთვის და მისი სილამაზის დამფასებლისთვის ალბათ არ იქნება უინტერესო მისი მკვებავი წყაროების გახსენებაც. 
                    
"ყოველი რომაელი სკოლის მოწაფე სწავლობდა საწყისი, თავდაპირველი //ე.ი. ეტრუსკული, გ.მ.// რომის ლეგენდებს.  
          
სწორედ ეს ლეგენდები წარმოადგენდნენ სათნოებებს რომლებიც რომაელებს მიაჩნდათ მათი ეროვნული ხასიათის კვინტესენციად.
        
ეს ლეგენდები განსაკუთრებით გამოჰყოფდნენ მთავარ პრინციპს:
       
რომის სიკეთე და კეთილდღეობა  უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კერძო პირის მისწრაფება თუ ოჯახის ინტერესები. 
         
ყველაზე კეთილშობილი რომაელები განსაკუთრებით  ამაყობდნენ იმით  რომ მათ ყველაფერზე წინ დაუყენებიათ რომის კეთილდღეობა და ინტერესები.
           
სულ მცირე რესპუბლიკის ხანის რომაელების ქცევას დიდხანს განსაზღვრავდა რომისადმი უსაზღვრო ერთგულების და თავდადების მაგალითები.
             
რომისადმი ერთგულების ისტორიებს საჯაროდ კითხულობდნენ  ღვაწლმოსილ რომაელთა საჯარო დაკრძალვათა დროს და ამით ცდილობდნენ ახალგაზრდებში რომის და რომის ერთგული ხალხის პატივისცემის გრძნობის გაღვიძებას.
       
რომის პირველი ეროვნული ეპოპეის //ანალები// ავტორმა ენიუსმა თქვა:
      
"რომაული რესპუბლიკა ეფუძნება ძველი დროის ღირებულებებს და ადამიანებს" //Moribus antiquis res stat Romana virisque//.
            
ძველი რომაული ღირებულებები კი მკაცრი იყო. სამხედრო დისციპლინის დარღვევისთვის და უადგილო ყოყოჩობისთვის ტორკვატუსმა დაუყოვნებლივ სიკვდილით დასაჯა თავისი საკუთარი შვილი. 
             
სხვა რომაელმა, მაკედონიის მმართველმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებებს და ვიღაცას გამოსძალა ფული.
            
ამის გამგონე მამამისმა საჯაროდ განაცხადა რომ აღარ სურს მისი ნახვა
           
მეორე დღეს დადარდიანებულმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ მამამისი არ დაესწრო მის დაკრძალვას. 
             
მამამ ვითომც არაფერი მომხდარიყოს დღე ჩვეულებისამებრ გაატარა.  მთელი დღის მანძილზე თავისი სახლის ატრიუმში ის იღებდა სამოქალაქო სამართლის და ღვთისმსახურების რიტუალების სფეროებში მისი რჩევის მოსასმენად მისულ სტუმრებს.
              
ეს და მსგავსი ისტორიები გამოქვეყნებულია ავგუსტუსის თაობის შემდეგ თაობაში  ვალერიუს მაქსიმუსის მიერ გამოქვეყნებულ მორალური ისტორიების კრებულში "სამახსოვრო ფაქტები და მონათხრობები".
               
ავტორი აზუსტებს რომ მანლიუსი სხვა რომაელი წარჩინებულების მსგავსად ინახავდა თავისი წინაპრების ცვილის გამოსახულებებს. ამას რომაელი დიდებულები აკეთებდნენ იმიტომ რომ დავიწყებას არ მისცემოდა წინაპართა მიერ დადგენილი ნორმები. 
            
ძვ.წ.340 წლის ტორკვატუსს ჰქონდა ლეგენდარული პრეცენდენტი.
            
ბრწყინვალე ტარკვინიუსის რომიდან გაძევების შემდეგ რამოდენიმე ახალგაზრდა რომაელმა რომელთა შორისაც იყო  რომის ერთ-ერთი პირველი კონსული ლუციუს იუნიუს ბრუტუსის შვილები, მოაწყვეს შეთქმულება მისი დაბრუნების და აღდგენის მიზნით.
               
შეთქმულება გახსნეს და შეთქმულებს მიუსაჯეს სიკვდილი. 
               
მამას არ უშველია თავისი შვილებისთვის.  ის ოფიციალური ესტრადიდან უყურებდა თავისი შვილების სიკვდილით დასჯას. 
             
არავის არ მიუქცევია ყურადღება სხვა ბრალდებულებისთვის, ამბობს ტიტუს ლივიუსი. ყველა უყურებდა მას და მის შვილებს. 
            
პირადი და ოჯახური ინტერესების სახელმწიფო ინტერესებისადმი დამორჩილების ეს მკაცრი მოდელი არ ყოფილა დამახასიათებელი მთავრობის რომელიმე ფორმისთვის. ასე იქცეოდნენ მეფეებიც და რესპუბლიკის საწყის ხანაშიც. 
               
საინტერესო ისიცაა რომ  ამ თემას ყურადღება მიაქციეს და პატივი მიაგეს ბევრად უფრო გვიანაც. 
           
საფრანგეთის მეფემ  ფრანგული ნეოკლასიკური მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მხატვარ დავიდს დაუკვეთა სურათი კონსულ ბრუტუსზე,


სურათზე ვხედავთ საკუთარ სახლში მჯდომ თვალებდახრილ ბრუტუსს  რომელსაც ლიქტორებმა მიუტანეს მისი ვაჟიშვილების ცხედრები.
               
ამ სურათის დამკვეთი მეფე იყო, მაგრამ ის  გამოიფინა 1789 წლის პარიზის სალონში, ბასტილიის აღებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ.
                            
ნაკვთები და მუცელი:      
მეფის გაძევებიდან ოცი წელიც არ იყო გასული რომ რომმა განიცადა ორმაგი კრიზისი:  რომს საფრთხეს უქმნიდნენ მეზობელი მთიელები რასაც ემატებოდა პლებსის და ხელმძღვანელი კლასის უთანხმოების შინაგანი პრობლემა. 
         
პლებსი აჯანყდა იმ სასტიკი კანონის წინააღმდეგ რომელიც მსესხებლებს აძლევდა ვალებში ჩაცვენილთა ქონების დაპატრონების, მეტიც, მათი ციხეში ჩაგდებისა და ტანჯვა-წამების უფლებას. 
           
ხელმძღვანელებმა დადეს პირობა რომ შეცვლიდნენ ამ კანონს, მაგრამ არ შეასრულეს თავისი სიტყვა. 
          
იყო აჯანყებები. მხოლოდ უდიდესი გაჭირვებით შესძლო სენატმა ჯარის მოკრეფა გარეშე თავმდამსხმელთა, გარეშე მტრების მოსაგერიებლად. 
              
მაგრამ ხელისუფლებას ეშინოდა აჯანყებისა ჯარის დაშლის შემდეგ  და მან ჯარი დატოვა მობილიზებული ველად. 
                 
მთელი ხალხი გავიდა რომიდან და დაბანაკდა ქალაქიდან მოშორებით მდებარე წმინდა მთაზე. 
          
ეს იყო პლებსის პირველი  განდგომა.
                
მაშინ სენატმა  აჯანყებულთა დასაშოშმინებლად გააგზავნა პლებეი მენენიუს აგრიპა და და მან  აჯანყებულებს მოუყვა არაკი სხეულის ნაკვთებისა და მუცელის დიალოგის შესახებ.

Agrippa Menenius Lanatus, sometimes called 
Menenius Agrippa, was a consul of the 
Roman Republic in 503 BC
"იყო დრო როდესაც  სხეულის ნაკვთები არ იყვნენ ჰარმონიზებულნი ერთ მთლიანობად ისე როგორც დღესაა და  და ყოველი ნაწილი თვითონ გამოთქვამდა თავის აზრს. 
       
ერთის გარდა ყველა გაჯავრებული იყო.
           
მათი ტანჯვა, მათი შრომა, მათი ფუნქცია ყველაფერს აძლევდა ერთს და ის კი შუაში წყნარად მყოფი ტკბებოდა მათ მიერ მიცემულით და არაფერს აკეთებდა. 

მოაწყვეს შეთქმულება - ხელებს აღარაფერი მიჰქონდათ პირთან. ნუღა ხეთქავს პირი ნურაფერს!
კბილებმა არაფერი აღარ უნდა დაღეჭონ!
გაბრაზებულ ნაკვთებს სურდათ მუცლის შიმშილით დამორჩილება.
არადა დაუძლურდა ყველა ნაკვთი და მთელი სხეული. 
მაშინ გამოჩნდა რომ მუცელი სულაც არ ყოფილა უსაქმური უქნარა.
           
ის კვებავდა იმდენადვე რამდენადაც იკვებებოდა. ის ყველა ნაკვთს უბრუნებდა და უნაწილებდა იმას რაც  მომწიფდა მიღებული საკვებიდან და განაწილებული ყველა სისხლძარღვში გვაძლევს სიცოცხლეს და ძალას-სისხლს."
              
პლებსმა დაინახა რომ სხეულში მომხდარი აურზაური ჰგავს მის უთანხმოებას სენატორებთან. 
         
ისინი დათანხმდნენ კომპრომისზე რომლის თანახმადაც მათ ეყოლებოდათ მათი საკუთარი წარმომადგენელი მოხელეები რომლებიც მათ დაიცავდნენ კონსულთა თვითნებობისგან. 
            
ასე დაინიშნენ პლებსის პირველი ტრიბუნები. ერთ-ერთი ტრიბუნი კი იყო ჯანყის ბელადი სიკინიუსი.".
             
//ყველაფერი ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ჯეინ გარდნერის წიგნაკში" რომაული მითები" . ამ საყმაწვილო საკითხავის ფრანგული თარგმანი პარიზმა გამოსცა 1995 წელს. Jane F.Gardner,Roman Myths, Jane F.Gardner,Mythes romains,ფრანგულიდან თარგმნა გ. მარჯანიშვილმა//.

No comments: