12.06.2012

პირველი ბოლშევიკი პეტრე და საწყალი რუსეთი-4.

პეტერბურგის იმპერიის შემქმნელ და ისტორიული რუსეთის დამღუპველ პეტრე პირველზე//ნუ გეშინიათ, დასასრული იქნება//.


პეტრეს რევოლუცია ცხოვრების ყველა სფეროში სპობდა ტრადიციულს და დაძალებით ამკვიდრებდა უცხოს.

პეტრეს მოსწონდა ჩრდილოევროპული, პროტესტანტული. ჰოლანდიურ-გერმანული ქვეყნების ხელოვნება, პოლიტიკური და სოციალური ფორმები და ის უპირისპირდებოდა რუსულ ეროვნულ ტრადიციას და რუსულ ეროვნულ გემოვნებას.

პეტრეს დასავლეთში მოსწონდა ის რაც არ მოსწონდათ მის ქვეშევრდომებს....

რუსულ მხატვრულ გემოვნებას შეეფერებოდა იტალიურ-ფლანდრიული ფორმები.შეიძლებოდა მათი გადაღება,მაგრამ პეტრე ძალადობით და იძულებით ამლვიდრებდა ჰოლანდიურ-გერმანულ ფორმებს...


პეტრე არღვევდა სხვა კულტურებთან ნორმალური ურთიერთობის ტრადიციას. ის თავის ქვეშევრდომთა უმრავლესობას აძალებდა იმას რაც მათ არ აწყობდათ.

პეტრე რუსეთს აძალებდა ჰოლანდიის,თანაც მის მიერ შეთხზული ჰოლანდიის და არა ნამდვილის.სახეს //ვ.ლ.მახნაჩი//.

ამ ასე ვთქვათ რეფორმატორის პარანოიდალური ბოდვიდან მოდის "რუსული დასავლეთის" ილუზია რომლის მიხედვითაც სამი საუკუნის მანძილზე ხდება რუსეთის პერესტროიკა.

პეტრემ მოახდინა რუსული ცივილიზაციის ბაზისური ღირებულებების გამთელი რევოლუცია. ნ.ი.დანილევსკის თქმით ეს მიზანი რომ არ ჰქონოდა ის არ მოპარსავდა ხალხს წვერს,არ ჩასტენიდა გერმანულ ხიფთანებში,არ შერეკავდა მათ ასამბლეებში,არ დააძალებდა თამბაქოს მოწევას და არ გაალოთებდა მათ. პეტრეს აღვირახსნილ ნადიმებში აღვირახსნილობასაც უნდა ჰქონოდა გერმანული სახე. პეტრეს დროს დამახინჯდა რუსული ენა,კარის და უმაღლესი საზოგადოების ცხოვრებაში შევიდა უცხო ეტიკეტი,შებოჭილი იქნა სასულიერო წოდების თავისუფლება. პეტრემ პირველ საპატიო ადგილზე დააყენა ცხოვრების უცხოური ნორმები და ამით დაამდაბლა და საზიზღარ მოვლენად გამოაცხადა ყველაფერი რუსული.

აულაგმავად სასტიკი და დაუნდობელი,გარყვნილი პეტრე პირველი იყო ყველაზე ველურ გამოვლინებათა პირადი მაგალითი «მოთარეშე,მთვრალი,სიფილისისგან დამპალი მხეცი საუკუნის მეოთხედი ღუპავს ადამიანებს,სიკვდილით სჯის,წვავს,ცოცხლებად მარხავს მიწაში,ცოლს აპატიმრებს,ეწევა გარყვნილ ცხოვრებას,მამათმავლობს "(ლ.ნ.ტოლსტოი).

რუსეთის იმპერიის შემქმნელი პეტრე პირველი ამკვიდრებდა რუსი ხალხის მორალური გრძნობისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს.

კერძოდ პეტრე ახალისებდა და ამკვიდრებდა მაბეზღარობას.

იმპერატორმა აღზარდა მაბეზღარათა და ჯაშუშთა კასტა. მრავალ უკაზში მან განმარტა თუ ვისთვის და როგორ უნდა მიეტანათ ენა. ის ახალისებდა გაუბედავ და პატივმოყვარე კარიერისტებს, დასჯით ემუქრებოდა მშიშრებს.


პეტრე პირველის ასე ვთქვათ რეფორებმა გააღატაკეს რუსეთი, მოსპეს რუსი ხალხის ტრადიციული ორიენტირები.
პეტრე პირველმა რუსული საზოგადოება გაყო ერთმანეთს გადაკიდებულ და გადამტერებულ ბანაკებად. ნ.მ.კარამზინის თქმით პეტრეს არ სურდა იმ მარტივი რამის გაგება რომ ხალხის სული არის სახელმწიფოს ზნეობრივი ძლიერება ისევე როგორც არსებობს ფიზიკური ძალა. ამ სულმა და რწმენამ გადაარჩინა რუსეთი თვიმარქვიების არეულ ხანაში. და ესაა საკუთარი ხალხური ღირსების პატივისცემა.

ძველი რუსული წეს-ჩვეულებების ამოძირკვითა და მასხრად აგდებით,უცხო წეს-ჩვეულებების ქება-დიდებითა და დამკვიდრებით რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორი ამცირებდა რუსებს მათ საკუთარ თვალში.

საკუთარი თავის შეზიზღება კი არ განაწყობს ადამიანს დიდ საქმეებისკენ.

რუსული ეროვნული სულის გამთელმა პეტრე პირველმა დაასუსტა,დააბეჩავა რუსეთი, აქცია ის მაჩანჩალად.

პუშკინი პეტრეში ხედავდა რევოლუციონერს. მის შენიშვნაში "აზნაურობაზე" //1830// ეს თემა გარკვეულადაა გადმოცემული პეტრე ერთდროულად არის რობესპიერიც და ნაპოლეონიც".

მაგრამ პეტრეთი თავზარდაცემული პუშკინი ამ თემას პრაქტიკულად არ ავითარება არც მხატვრულ ნაწარმოებებში და არც "პეტრეს ისტორიაში" //გ.ა.ანიშჩენკო//.

Пушкин видел революционные черты и в образе Петра Первого. О “революционной голове” Петра упоминается ещё в заметках 1823 года. В заметке “О дворянстве” (1830) эта тема звучит ещё более определённо: “Средства, которыми достигается революция, недостаточны для её закрепления. Пётр I – одновременно и Робеспьер и Наполеон (воплощение революции)”. Однако эта линия практически не развивается ни в художественных произведениях, ни в “Истории Петра”» (Г.А. Анищенко).

  // დასასრული იქნება//

No comments: