12.20.2012

კარგი რუსი მართლმადიდებელი ალეკსანდრ პავლეს ძე ლოპუხინის ხსოვნას.

ვიცნობდეთ კარგ რუსებსაც. ამ ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი რუსი მართლმადიდებელი მოღვაწის თქმით ბიბლიის ყურადღებით მკითხველი და შემსწავლელი ამერიკელი ხალხი კარგი ხალხია.

ალეკსანდრ პავლეს ძე ლოპუხინი (1852-1904) , წლისთავია, წელს 160 წელი შეუსრულდებოდა და იმიტომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსული ბიბლიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ამ გამოჩენილმა წარმომადგენელმა უკვე სტუდენტობისას დაწერა ასზე მეტი სამეცნიერო-პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი სხვადასხვა საკითხის თაობაზე. მოგვიანებით იყო აკადემიური ჟურნალების რედაქტორი და მას მიჰყავდა მუდმივი განყოფილება "საეკლესიო მაცნეში" // в "Церковном вестнике"//. ის წერდა როგორც სრული სახელით ისე სხვადასხვა ფსევდონიმით.

ა.პ. ლოპუხინი ეხმაურებოდა მისი თანამედროვე რუსეთის და მსოფლიოს საეკლესიო ცხოვრების ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენას.

სარატოვის გუბერნიის სოფელი მიტიაკინის მღვდლის ოჯახში დაბადებულმა
 ა.პ.ლოპუხინმა  საშუალო განათლება მიიღო სარატოვის სასულიერო სემინარიაში.
1874 წელს ის შევიდა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში რომელიც მაგისტრანტად დაამთავრა 1878 წელს. სტუდენტურ წლებში ის ახლოს იყო აკადემიურ საღვთისმეტყველო ჟურნალებთან, რედაქციებში დაკავებული იყო როგორც კორექტორიც და წერდა ლიტერატურულ ნაშრომებს.

1879 წლის ივნისში ინგლისურის შესანიშნავად მცოდნე ა.პ.ლოპუხინი დაინიშნა ნიუ იორკში სმართლმადიდებელი საელჩო ეკლესიის მეფსალმუნედ. მოგზაურობამ და ამერიკაში ცხოვრებამ გაამდიდრა ის უამრავი ახალი შთაბეჭდილებით და მან დაიწყო ადგილობრივი საეკლესიო-საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ წერილების გაგზავნა "საეკლესიო მაცნეში" და რაღაც ხნის შემდეგ სხვა ჟურნალებში // "მართლმადიდებლური მიმოხილვა", "ნაპირი" და სხვ.//. ამასთან ის თანამშრომლობდა ამერიკულ მართლმადიდებლურ ჟურნალში//"The Oriental Church Magazine"//,რომელიც გამოიცემოდა ნიუ იორკის რუსულ ეკლესიასთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას მან დაწერა სამაგისტრო დისერტაცია ამერიკაში კათოლიკობის და იქ კათოლიკობის სწრაფად გავრცელების მიზეზების შესახებ. ეს დისერტაცია მან სანკტ-პეტერბურგში დაიცვა 1881 წელს.

1882 წელს მან გამოსცა ამერიკული მასალის შემცველი რამოდენიმე წიგნი:
"ცხოვრება ოკეანის გაღმა.ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიური,
საზოგადოებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ნარკვევები", "რელიგია ამერიკაში" და თავისი სამაგისტრო დისერტაცია.

თავის საგზაო ნარკვევებშ //გამოვიდა სახელით "ცხოვრება ოკეანის გაღმა"// ა.პ.ლოპუხინი ცდილობდა ამერიკული ცხოვრების თავისებურებათა აღწერას და ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობის გაანალიზებას. შემდეგ ამ თემატიკას მან მიუძღვნა 1886 წლის საჯარო ლექციები რომლებიც მოგვიანებით ცალკე წიგნადაც გამოიცა. ა.პ. ლოპუხინი მშვიდად და კეთილგანწყობით უყურებდა მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკულ ცხოვრებას. მისი ზოგი შენიშვნა დიდად საინტერესოა.

მისი თქმით მე-19 საუკუნის დასასრულის ამერიკელი ხალხი რელიგიური თვალსაზრისით დიდად განსხვავდება ძველი სამყაროს,ევროპის ხალხებისგან. ესაა სრულებით ახალგაზრდა ხალხი რომელიც დუღს თავისი ახალგაზრდა სულიერი ცხოვრების სისავსით.

მასში ჯერ არაა მისი სულის სხვადასხვა ძალთა უთანხმოება რაც სტანჯავს დაბერებულ ევროპას. მასში გონება არ ეწინააღმდეგება რწმენას... ამერიკა თავისი კულტურული ხასიათით არის დადებითი ცოდნის ქვეყანა. მიუხედავად ამისა მეცნიერება იქ ცხოვრობს ჰარმონიულ ერთიანობაში რელიგიურ რწმენასთან....ამერიკელი ხალხის მთელი ცხოვრება გამსჭვალულია რელიგიური სულით და სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა გამოვლინებას ატყვია რელიგიის გავლენის ძლიერი კვალი...ლოპუხინი განსაკუთრებით იმას უსვამდა ხაზს რომ ამერიკელთა ცხოვრებაში  ძალიან დიდი ადგილი ეკავა ბიბლიის კითხვას და შესწავლას.

აშშ-ში ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფაზე ლაპარაკისას ლოპუხინი ხაზს უსვამდა: " ეს ნიშნავს მხოლოდ იმას რომ სახელმწიფო შეხვდა აღმსარებლობის ფორმათა სიმრავლეს და მან თავი არ გააიგივა აღმსარებლობის რომელიმე ფორმასთან. ასეთი გაიგივებით დაირღვეოდა სამართლიანობის და თანასწორობის ბუნებრივი გრძნობა ყველა დანარჩენთა მიმართ. მაგრამ ამით სახელმწიფო სულაც არ ჩამოშორებია რელიგიას როგორც საერთო რელიგიურ-ზნეობრივ საწყისს.

ამერიკული ცხოვრების ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა არაა სახელმწიფოს მიერ რელიგიის უარყოფა,ესაა სახელმწიფოს და რელიგიის ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა.

ამერიკული ცხოვრების მაგალითზე სახელმწიფოს ეკლესიისაგან გამოყოფის პრინციპი ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბების გამო ა.პ.ლოპუხინს თავს დაესხნენ რუსი ლიბერალი ინტელიგენტები რომლებისთვისაც ეს პრინციპი ნიშნავდა სახელმწიფოს ბრძოლას რელიგიის წინააღმდეგ.

ერთმა რუსულმა ჟურნალმა ლოპუხინს კლერიკალიც კი დაარქვა თუმცა გაჩნდა მისი დამცველი პუბლიკაციებიც.

ამერიკული რელიგიურობის ჩამოყალიბებულ პრინციპებს ლოპუხინი აჩვენებდა კონკრეტულ მაგალითებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთია სახელმწიფოს მიერ მორმონთა დევნა იმდენად რამდენადაც მორმონთა მრავალცოლიანობა ეწინააღმდეგება მონოგამიის ტრადიციულ ბიბლიურ პრინციპს....

აშშ-ს იმ ხანის მთავარ რელიგიურ პრობლემას ლოპუხინი ხედავდა იმაში რომ ამერიკის მთავარი სარწმუნოებრივი სისტემა იყო პროტესტანტიზმი. მისი აზრით მერყეობენ და გზას სცდებიან როგორც ცალკეული პიროვნებები ისე თვითონ თემები და ეკლესიები რომლებადაც იყოფიან ამერიკელი პროტესტანტები რაც იწვევს განხეთქილებებს და განყოფებს თვითონ პროტესტანტული დენომინაციების შიგნით.

წმინდა წერილის და დოგმატების სხვადასხვანაირად გაგება ერთი და იმავე ეკლესიის ქადაგთა მიერაც აბნევდა და აეჭვებდა უბრალო მორწმუნეებს თავისი რწმენის სისწორეში. პროტესტანტული საწყისი გამოიხატებოდა ცალკეული თემების მეტისმეტად განკერძოებულობაშიც.

მაგრამ ა.პ.ლოპუხინი იმასაც აღნიშნავს რომ პროტესტანტებს ესმით ეს ნაკლები და ცდილობენ მათ დაძლევას და საეკლესიო გაერთიანებას.

ლოპუხინი დიდ ყურადღებას აქცევდა იმასაც რომ  აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის მრავალი მოღვაწე დაინტერესებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიით რაც გამოიხატება ეპისკოპალური ცხოვრების გარდაქმნაში მართლმადიდებლური სულისკვეთებით.  ლოპუხინს ეს სმოდა როგორც ეპისკოპალთა თანდათანობითი დაახლოება მართლმადიდებლობასთან.

1882 წელს ა.პ.ლოპუხინმა დაიკავა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის შედარებითი რვთისმეტყველების კათედრა და 1885 წელს მისი დახურვის შემდეგ ძველი საერთო სამოქალაქო ისტორიის კათედრა რომელზეც დარჩა სიკვდილამდე. 
        
პროფესორის საქმიანობამ კი არ შეასუსტა, პირიქით გააძლიერა მისი ლიტერატურული მოღვაწეობა რომელშიც შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე მიმართულება.  პირველ მიმართულებაზე მიუთითა მისმა ყოფილმა დამრიგებელმა და უფროსმა აკადემიაში პროტოპრესვიტერმა ი.ლ.იანიშევმა.

ლოპუხინი მუდამ ცდილობდა რუსეთის მკითხველი საზოგადოებისთვის დასავლური საღვთისმეტყველი მეცნიერების საგანძურის მიწოდებას.ის პოპულარიზაციას უწევდა  სხვადასხვა რელიგიურ დისციპლინაში დასავლურ კაპიტალურ ნაშრომებს. ის თვითონ ახდენდა მის მიერ გამოცემული დასავლური ნაშრომების რედაქტირებას და როგორც წესი ამოკლებდა იმ ადგილებს რომლებიც არ შეესაბამებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას და რომლებსაც შეეძლოთ მართლმადიდებლის ცდუნება.
          
თანამედროვე მეცნიერს ეს შეიძლება არაკორექტულად მოეჩვენოს მაგრამ  ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას რომ ამ სფეროში დიდად განსწავლული ლოპუხინი შეგნებულად და გააზრებულად ამოკლებდა საეჭვო ადგილებს.მას ესმოდა რომ მისი თანამედროვე რადიკალური სკეპტიკური ჰიპოთეზები უარყოფილი იქნებოდა მომდევნო სერიოზული გამოკვლევების მიერ. რაც მოხდა კიდეც,სხვათა შორის,მეოცე საუკუნეში.
          
თუმცა თანამედროვეები აღნიშნავდნენ რომ ასეთი რედაქტირებისას ა.პ. ლოპუხინი არ ვარდებოდა უკიდურესობებში და უტრირებაში.
                     
ის ამერიკაში გაეცნო ინგლისელ ღვთისმეტყველთა,მათ შორის დედოფალი ვიქტორიის კაპელანი ფ.უ.ფარერის //1831-1903// ნაშრომებს და მიზნად დაისახა მათი თარგმნა რუსი მკითხველების საჭიროებათა გათვალისწინებით.

1886-87 წლებში გამოვიდა წიგნები "იესო ქრისტეს ცხოვრება" და "მოციქული პავლეს ცხოვრება და შრომები". ისინი ეხლაც ცნობილია ეხლახანს მათი განმეორებითი გამოცემის შემდეგ.
           
ა.პ.ლოპუხინი მაშინვე ამჩნევდა დასავლური საღვთისმეტყველო, განსაკუთრებით ბიბლიური, მეცნიერების გამოჩენილ აღმოჩენას და საგანს უძღვნიდა საგანგებო წერილს ან წერილთა სერიას რომელიც იქცეოდა ცალკე წიგნის საფუძვლად.
         
თანამედროვე საკითხებიდან ა.პ.ლოპუხინს განსაკუთრებით აინტერესებდა ეკლესიათა შეერთების პრობლემა. ის ამერიკაში ახლოს გაეცნო ეპისკოპალური ეკლესიის ცხოვრებას და დიდი იმედებით უყურებდა ეპისკოპალების ყოველ სწრაფვას მართლმადიდებლებთან დაახლოებისკენ. ის სიხარულით ესალმებოდა ძველკათოლიკურ მოძრაობასაც, მონაწილეობდა ძველკათოლიკეთა ყრილობებში და თვლიდა რომ ესაა  მთელი რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ჭეშმარიტებისკენ მიქცევის ჩანასახი.
       
მან ყურადღება მიაქცია ჩრდილო-სპარსელ ნესტორიანთა მართლმადიდებლად მოქცევას რაზეც დაწერა რამოდენიმე წერილი.

ამ თემატიკით დაინტერესებულმა ა.პ.ლოპუხინმა ხელი მოკიდა "საეკლესიო მაცნეში" საზღვარგარეთის მატიანის წაყვანას რაც გააგრძელა 1902 წლის ბოლომდე.
 
1892 წელს კი გახდა "ქრისტიანული საკითხავის" რედაქტორი და 1893 წლის დასაწყისიდან კიდევ "ქრისტიანული მაცნის" რედაქტორი.მისი აზრით ორივე ერთ რედაქციად უნდა გაერთიანებულიყო. ამ აკადემიური ჟურნალების რედაქტორად ის იყო 10 წელი,1902 წლის ბოლომდე.

ღვთისმეტყველურად მოაზროვნე რუსებისთვის დასავლური მეცნიერების გაცნობის გარდა ა.პ.ლოპუხინი ეწეოდა ღვთისმეტყველების მეცნიერების პოპულარიზაციას. ის ცდილობდა სისტემატური ცოდნის მიტანას რაც შეიძლება მეტ მორწმუნემდე. მის მრავალ წერილს აქვს დიდი მეცნიერული მნიშვნელობაც.

ა.პ.ლოპუხინი, ბიბლიის განმარტება,წინასწარმეტყველი ისაიას წიგნი.
----------------------------------------------------

 
წმინდა წინასწარმეტყველი ისაია ცხოვრობდა ძვ.წ.მერვე საუკუნეში. ის იყო წმინდა წინასწარმეტყველი ამოსის შვილი. ის დაქორწინებული იყო და ჰყავდა ვაჟი. იუდეის მეფე ოზიას მეფობაში მას განსაკუთრებულად დაეკისრა წინასწარმეტყველის მისია. ისაიას ხილვა დაწვრილებითაა აღწერილი მის წინასწარმეტყველებათა წიგნში რომელიც იქცა ძველი აღთქმის ნაწილად.
ისაიას წიგნში გარკვევით და ცხადადაა ნაწინასწარმეტყველევი იესო ქრისტეს განკაცების, მიწიერი ცხოვრების,ტანჯვის და აღდგომის ამბავი.

წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ამიტომ უწოდებენ ძველი აღთქმის მახარებელს, ძველი აღთქმის ევანგელისტს. //მთარგმნელი//
-----------------------------------------------------------------


წინასწარმეტყველს ებრაელები უწოდებდნენ ნაბის, მეტყველს. თანამედროვე არაბულში ნაბაა ნიშნავს შეტყობინებას...

მაგრამ მეტყველები, ნებიიმ, ეწოდებოდათ მხოლოდ იმათ ვინც ნათქვამის გამო იმსახურებდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას და პატივისცემას.

ასე უწოდებდნენ ადამიანებს ვინც ღმერთმა გამოაგზავნა მისი ნების გადმოსაცემად. სიტყვა ნაბი,მეტყველი,ერქვა ღმერთის გამოცხადების გადმომცემს..წინასწარმეტყველი გამოთქვამდა იმას რაც ნახა ხილვის ან განსაკუთრებული აღტაცების დროს. მაგრამ ვინაიდან წინასწარმეტყველი უყურებდა ებრაული სახელმწიფოს გარეგნულ ცხოვრებასაც ის აღწერდა მომავალსაც.

წინასწარმეტყველებს ამიტომ ზოგჯერ უწოდებდნენ ზოფიმ ანუ გუშაგებს რომლებსაც ხალხი უნდა გაეფრთხილებინათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
            
წინასწარმეტყველებს ასევე უწოდებდნენ მწყემსებს რომლებმაც უნდა იზრუნონ მათთვის მიბარებულ ცხვრებზე,იზრაელელებზე,ღვთისმსახურებს და სხვ.
                
წინასწარმეტყველების არსი.   
თუ კი წინასწარმეტყველები გადმოცემენ ღმერთისგან მიღებულ გამოცხადებას ე.ი.მათ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა ღმერთთან. ღმერთი და წინასწარმეტყველები უნდა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. და ღმერთი მათ მართლაც ელაპარაკება როგორც თავის მეგობრებს. ის ეუბნება თუ რის გაკეთებას აპირებს,უხსნის თავის გეგმებს. 
        
ამიტომ უკვე აბრაამი იწოდება წინასწარმეტყველად და ღმერთის მეგობრად.
 (Быт. 20:7; Иак. 2:23).
"განა შემიძლია ,კითხულობს ღმერთი,დავუმალო აბრაამს ის რის გაკეთებასაც ვაპირებ?" Быт. 18:17).
             
სხვა პატრიარქებს ღმერთი უწოდებს თავის წინასწარმეტყველებს(Пс. 104:14-15).
                
წინასწარმეტყველები გამოდიან როგორც თავისი ხალხის მასწავლებლები და წინამძღოლები,მაგრამ ისინი გამოთქვამენ იმას რაც გაიგეს ღმერთისგან და არა საკუთარ რწმენას და შეხედულებებს. ამიტომ წინასწარმეტყველთა სიტყვებში ხშირად გვხვდება ზედწერა თქვა ღმერთმა ან ღმერთმა ჩაუდო მათ პირში თავისი სიტყვები Иер. 15:19-20),და ისინიც დარწმუნებით ლაპარაკობენ თავის წარმოგზავნილობაზე ღმერთის მიერ.
           
ისინი ამიტომ უძახიან თავის თავს როეჰს,მხილველს,რაც უფრო ძლიერად გადმოსცემს წინასწარმეტყველური შთაგონების ღვთაებრივ წარმომავლობას ვიდრე სხვა სიტყვა შოზეჰ...
            
შთაგონების სხვადასხვა მდგომარეობა.        
ყველა წინასწარმეტყველი ამბობდა რომ ღმერთი ელაპარაკებოდა მათ მაგრამ წინასწარმეტყველები სხვადასხვანაირად უყურებდნენ წინასწარმეტყველურ ცნობიერებას და ღმერთს ყოველ წინასწარმეტყველთან ჰქონდა განსხვავებული,თავისებური დამოკიდებულება. 
         
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის წინასწარმეტყველ მოსეს რომელსაც ღმერთი "პირისპირ ელაპარაკებოდა" Чис. 12:8).
           
კანონმდებელი,მსაჯული,ღვთისმსახური,წინამძღოლი და წინასწარმეტყველი მოსეს მსახურება არჩვეულებრივად მაღალი იყო (Втор. 34:10). ის ფხიზელ მდგომარეობაშიც,მღვიძარეც იღებდა ღმერთისგან გამოცხადებას. 
             
სამუილსაც ესმოდა ღმერთის საუბარი,მაგრამ ვერ ხედავდა ვერავითარ სახეს. 

ღმერთის დაუფარავ დიდებას ვერ ხედავდა მოსეც (Исх. 33:20,23).
            
შთაგონების გაცილებით უფრო დაბალი ფორმაა როდესაც ღმერთი წინასწარმეტყველებს ელაპარაკებოდა ხილვაში ან სიზმარში(Чис. 22:8-9). 
              
ხილვის,აღტაცების თუ ექსტაზის დროს ადამიანის სული ამაღლდება ხოლმე დროისა და სივრცის ჩვეულებრივ საზღვრებზე,მთელ დროებით ცხოვრებაზე და სულით ცხოვრობს საიქიოში ან გადადის მომავლის შორეთში (Деян. 22:17; Откр. 1:10). ის შემდეგ სხვებს ატყობინებს ამ მდგომარეობაში ნანახს და გაგონილს,გარკვეულად მოაწესრიგებს გაგონილს და მისცემს მას მეტ-ნაკლებად მწყობრ ფორმას.
         
ზოგჯერ შთაგონება ადამიანს ართმევს ნებას და ათქმევინებს იმას რისი თქმაც მას სულაც არ უნდოდა ან მას არ ესმის გარკვევით თავისი საკუთარი წინასწარმეტყველება. ასე ბალაამი ლოცავდა ებრაელებს მაშინ როდესაც უნდოდა მათი დაწყევლა. მეტიც ის კარგავდა გონებას და ეცემოდა მიწაზე როდესაც მასზე ჩამოდიოდა ღმერთის სული(Чис. 24:3,4). შთაგონების ასეთივე პასიურ მდგომარეობაში იყო ერთხელ მეფე საული(1 Цар. 19:24).
               
სულ სხვა ხდებოდა სამუილის, ისაიას და სხვა წინასწარმეტყველთა შემთხვევაში.
        
მათში ღმერთის სულის მოქმედება ააქტიურებდა და აძლიერებდა ადამიანურ სულს.  ღმერთის სულის გავლენით მათში ჩნდებოდა ახალი განწყობილებები,იხსნებოდა ახალი ჰორიზონტები. 
                  
თანაც მათ შეეძლოთ ზევიდან შთაგონებულის გარჩევა გამოცხადების მიღებისას თვითონ მათი სულიერი მოქმედების ნაყოფისგან (Ис. 6:5; Иер. 1:7; 2 Пет. 1:20,21).
                  
აქ ღვთაებრივი ზემოქმედება უფრო ეფუძნებს ადამიანის ბუნებრივ ინდივიდუალურ სულიერ უნარებს,მის განათლებას(Ср. Дан. 9:2 и Иер. 25:11), ამიტომ წინასწარმეტყველებთან გვხვდება ძველი,მათთვის რა თქმა უნდა ცნობილი, წინასწარმეტყველებების გამეორებაИс. 2:2-4 и Мих. 4:1).
                 
მაგრამ განათლება არ ყოფილა ღვთაებრივი გამოცხადების მიღების აუცილებელი პირობა. ამაზე მოწმობს უბრალო მწყემსებიდან გამოსული წინასწარმეტყველი ამოსიАм. 7:14-15).
       
წინასწარმეტყველები უნდა ყოფილიყვნენ ღმერთის დამჯერები და მათ უნდა ეცადათ იზრაელის ხალხის გადაქცევა ღვთის დამჯერ ხალხად. 

წინასწარმეტყველური ჭვრეტის თავისებურებები.
           
ა. წინასწარმეტყველები გამოცხადებას ხშირად იღებდნენ ხილვების,ხატების,იგავების,სიმბოლოების სახით და ყველაფერი ეს ითხოვდა ამოცნობას. ზოგჯერ ეს ძნელი იყო და ამიტომ იძლეოდა შესაბამისი განმარტებები(Ам. 7:7-8; Дан. 8:15 и сл.; Зах. 1:9).
                
ამიტომ თვითონ წინასწარმეტყველებიც ხშირად ლაპარაკობენ ხატოვნად და ახდენენ სიმბოლურ მოქმედებებს. ამასთან მათ მათქვამში ირეკლება მათი პიროვნების თვისებები და თვითონ ისინი აქტიურად მონაწილეობენ წინასწარმეტყველებისთვის გარკვეული ფორმის მიცემაში. სიმბოლური მოქმედებები ზოგჯერ ხდებოდა რეალურად და ზოგჯერ წინასწარმეტყველები ყვებიან მათზე როგორც მათი შინაგანი ცხოვრების მოვლენებზე(Иер. 19:1 и сл.; Ис. 20:2 и сл.; Ос. 1:2 и сл.; Иез. 12:1 и сл.),
                
წინასწარმეტყველები მათ მიერ ნაწინასწარმეტყველებ მომავალ მოვლენებს ხედავდნენ როც მათ თვალწინ ან წარსულში მომხდარს. 
                    
ასე ისაია ქრისტეს სიკვდილზე ლაპარაკობს როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოწმე   (Ис. 63:3 и сл.).
               
ამიტომ ისინი მომავალ მოვლენათა აღსანიშნავად  ხშირად იყენებენ წარსულ დროს რომელსაც ამიტომ ეწოდება წინასწარმეტყველებითი წარსული 
 (perfectum propheticum).
           
წინასწარმეტყველები უყურებენ პერსპექტიულად,ე.ი.ყველა საგანი მათ წარმოუდგენათ ერთ სურათზე.ზოგად მონახზში,თუმცა ესაა სხვადასხვა ეპოქის საგნები. მაგრამ წინასწარმეტყველები არჩევენ თუ რაა მათ წინაშე გადაშლილი სურათის წინა პლანზე და რაა შორს,უკან.
                   
ბაბილონის ტყვეობიდან განთავისუფლება და მესიანური ხსნა ხშირად ერთდება ერთ სურათში, მაგრამ წინასწარმეტყველები არ აიგივებენ მათ ერთმანეთთან და ბაბილონის ტყვეობიდან განთავისუფლება მათთვის არის მესიანური ხსნის ჩრდილი და მეტი არაფერი.
                  
ყოველი წინასწარმეტყველი ხედავდა დიდი მომავლის მხოლოდ ნაწილს და და ამიტომ წინასწარმეტყველური ჭვრეტა წყვეტილია. წინასწარმეტყველები ავსებენ ერთმანეთს. 

წინასწარმეტყველური მსახურების მიზანი.               
წინასწარმეტყველება იყო ღმერთის მის ხალხთან ურთიერთობის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება. მოსეს კანონში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა ღვთის ნების გამოცხადებას,მაგრამ ეს კანონი უნდა შესულიყო ხალხის ცხოვრებაში რისთვისაც ღმერთს მუდამ უნდა დაედასტურებინა რომ ისაა იზრაელის მეფე. ამისთვის აგზავნიდა ის წინასწარმეტყველებს.
              
წინასწარმეტყველები იზრაელში ინარჩუნებდნენ შეგრძნებას იმისა რომ ისაა თეოკრატიული სახელმწიფო.
            
წინასწარმეტყველებს უნდა დაეცვათ კანონი,გამოევლინათ მისი მცნებების სული და ძალა. მათ უნდა განეხილათ იზრაელის საზოგადოებრივი მოვლენები კანონის თვალსაზრისით. მათ თვალყური უნდა ედევნებინათ მეფეებისთვის და ღვთისმსახურებისთვის რომლებიც ხშირად გადაუხვევდნენ ხოლმე მოსეს კანონით მათთვის დადგენილი გზებიდან.
                   
წინასწარმეტყველები აცხადებდნენ ღმერთის ნებას ხალხის მომავალი მდგომარეობის სესახებ და საზოგადოდ აცოცხლებდნენ თეოკრატულ სულს. 
     
წინასწარმეტყველთა სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწეობა შესანიშნავადაა მოხაზული Walter-ის წიგნშიDie Propheten in ihrem socialem Beruf. Freiburg 1900.1-288 с.)
ამიტომ წინასწარმეტყველებს მოუწოდებდნენ მხოლოდ რჩეული ხალხიდან //Втор. 18:18//.

მათი მთავარი ამოცანა იყო მესიის მოსვლისა და მისი მეუფების რწმენის განმტკიცება ხალხში. ქრისტე და მისი მეუფება არის ცენტრალკური პუნქტი რომლისკენაცაა მიპყრობილი წინასწარმეტყველთა ყურადღება.

წინასწარმეტყველებათა შინაარსი.
წინასწარმეტყველები თავის წინასწარმეტყველებებში ასახავენ ღმერთის მეუფების ისტორიას და როგორც უნდა ყოფილიყო ის იზრაელში და მთელ კაცობრიობაში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ამ მეუფების დასასრულს. ისინი ამ შემთხვევაში არ ჩერდებიან მომავლის მხოლოდ ზოგად მონახაზზე. ისინი დაწვრილებით აღწერენ კერძო გარემოებებს რომლებიც არსებითადაა დაკავშირებული ღმერთის მეუფების ისტორიასთან. წინასწარმეტყველი ვეფილში ასახელებს მეფე იოსიას სახელს 300 წლით ადრე მის გამეფებამდე (3 Цар. 13:2), იეზეკიელი იძლევა განსაკუთრებულ მინიშნებებს იერუსალიმის მოსალოდნელი ბედის შესახებ //Иез. 24:2, 25-27//. დანიილი ხედავს ებრაელთა მომავლის დეტალებს.

წინასწარმეტყველები და მისნები.
ნათქვამიდან საკმაოდ ცხადია რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები სულაც არ არიან წარმართებისთვის ცნობილი მისნები. მათ შორის არის ორმაგი არსებითი განსხვავება. მისნობა ეკუთვნის მხოლოდ აწმყოს, მაშინ როდესაც წინასწარმეტყველება მიდის ისტორიის უკანასკნელ საზღვრამდე, დღეთა ბოლომდე,როგორც ამბობდნენ წინასწარმეტყველები.


ყოველი წინასწარმეტყველი დღევანდელობასაც აფასებს საბოლოო მიზანთან მიმართებით. ამის წყალობით ყველა წინასწარმეტყველება შეადგენს უწყვეტ მთლიანობას. 
               
წარმართულ მისანთა ნათელხილვები არის ერთმანეთთან დაუკავშირებელ გამონათქვამთა რიგი. ისინი გვანან სიტყვების ულოღიკო მიმდევრობას. შემდეგ, წარმართი მისნები ლაპარაკობდნენ მხოლოდ კერძო თუ ეროვნული ცხოვრების გარემოებებზე,იზრაელის წინასწარმეტყველები კი იმთავითვე ხედავდნენ მთელ კაცობრიობას. 
      
წინასწარმეტყველთა ღვთაებრივი მოწოდების უეჭველობა. წინასწარმეტყველები თავისი რვთაებრივი მოწოდების უეჭველობას ამტკიცებდნენ დიდი სასწაულებით რომელთაც ისინი უფლის ძალის დახმარებით ახდენდნენ.
                   
ამას გარდა მხედველობაში უნდა მივიღოთ მათი მოძღვრების და ცხოვრების სიწმინდე(Втор. 13:2,5; 1 Цар. 10:6,9; ср. Мф. 24:24). 
             
სასწაულების მოხდენის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდათ მოსეს,ილიას და ელისეს. თვითონ წინასწარმეტყველები მათი ღმერთის მიერ რჩეულობის მოწმობად  თვლიდნენ მათ წინასწარმეტყველებათა ასრულებას.
               
წინასწარმეტყველი იერემია ამბობს:  "თუ კი ვინმე წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა მშვიდობას ის უფლის მაცნედ ითვლებოდა მხოლოდ წინასწარმეტყველების ახდომის შემდეგ" (Иер. 28:9).
 
წინასწარმეტყველთა ენა.                  
წინასწარმეტყველები არ ყოფილან ღმერთის სულის ნების არმქონე და უგონო ორგანოები. ისინი გამოცხადების გადმოცემისას ინარჩუნებდნენ თავის მეობას და დამახასიათებელ ნიშნებს. ამიტომ  სხვადასხვა წინასწარმეტყველთა ენაც სხვადასხვაა სრულყოფილების ხარისხის თვალსაზრისით. მათი ნათქვამი უბრალო პროზაული სიტყვიდან ხშირად აღწევს ორატორული ხელოვნების მაღალ საფეხურებს. მწყემსი ამოსი ხატებს იღებს სოფლის ცხოვრებიდან,დანიილი ლაპარაკობს როგორც სახელმწიფო მოღვაწე. ადრეული წინასწარმეტყველები მეტყველებენ წმინდა ებრაული ენით,გვიანდელები მეტ-ნაკლებად სარგებლობენ ქალდეური თუ არამეული კილოთი.
                    
განსაკუთრებული დახვეწილობით და მეტყველების სიწმინდით გამოირჩევა წინასწარმეტყველი ისაიას წიგნი და ისაიას ამიტომ უწოდებდნენ წინასწარმეტყველთა მეფეს. წინასწარმეტყველთა მრავალ სიტყვას აქვთ ნამდვილ პოემათა ფორმა და ამასთან ისინი ინარჩუნებენ ებრაული პოეზიის ყველა ნიშანს.

წინასწარმეტყველების ისტორია.         
უკვე წარღვნამდელი პატრიარქები იყვნენ ზოგადი აზრით წინასწარმეტყველები.  უკვე მოსეს დროს წინასწარმეტყველებას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები //მარიამი და 70 უხუცესი//.მაგრამ სამუილის შემდეგ //ეს მოსეს შემდეგ წინასწარმეტყველების განვითარების მეორე პერიოდია// წინასწარმეტყველება დიდად ვრცელდება და იზრაელში ჩნდება უამრავი წინასწარმეტყველი. 
             
სამუილის ენერგიის წყალიბით თეოკრატიული ცხოვრება იზრაელში გამოცოცხლდა და წინასწარმეტყველთა შთაგონებამ გამოავლინა მთელი თავისი ძალა და წინასწარმეტყველები თუ მათი მოწაფეები ქმნიან მთელ კორპორაციებს რომელთაც ხელმძღვანელობს დიდი წინასწარმეტყველი სამუილი.
           
ისინი უზარმაზარ გავლენას ახდენდნენ იზრაელის ხალხის ცხოვრებაზე და მეფეები საერთოდ ემორჩილებოდნენ მათ დარიგებებს. 
             
ებრაელთა სამეფოს ორ სამეფოდ გაყოფიდან //მესამე პერიოდი// წინასწარმეტყველთა სათავეში დგება აქია სილომიდან და წინასწარმეტყველები განსაკუთრებით იზრაილის სამეფოში,სადაც არ იყო არც კანონიერი სამეფო დინასტია და არც კანონიერი სამღვდელოება,იძენენ უზარმაზარ მნიშვნელობას. 
           
წინასწარმეტყველები დაუღალავად ებრძოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებსაც რომლებიც გაჩნდნენ იზრაელის მეფე აქავის დროს და რომლებიც თავისი პირფერი რჩევებით ღუპავდნენ სამეფოს. 
               
წინასწარმეტყველები ილია და ელისეი და იმ პერიოდის წინასწარმეტყველი მწერლები ცდილობდნენ ებრაელ ხალხში თეოკრატიული ცნობიერების გაღვიძებას,მაგრამ შემდეგი,მეოთხე პერიოდის წინასწარმეტყველები იწყებენ ლაპარაკს  თეოკრატიული სამეფოს მალე დაცემაზე და მის მომავალ გარდაქმნაზე მესიანურ სამეფოდ. 
           
ამით ისინი ერთის მხრივ ამტკიცებენ რომ ღმერთი სამართლიანად სჯის მისი კანონის დამრღვევებს და მეორეს მხრივ ისინი ანუგეშებდნენ მძიმე განსაცდელებით გატანჯულ მორწმუნეებს.
                  
და ბოლო მეხუთე პერიოდში წინასწარმეტყველები ცდილობდნენ თეოკრატიის სინაგანი და გარეგანი ცხოვრების აღდგენას და მეორეს მხრივ ისინი მზერას აპყრობდნენ ამ ცხოვრების მომავალ გარდაქმნას.

წინასწარმეტყველური წიგნების მნიშვნელობა.              
წინასწარმეტყველთა ნაწერები მნიშვნელოვანია უკვე  მათში არსებული სასაწავლო მასალის სიუხვით. მათში ვხედავთ ღმერთის არსის და თვისებების,
მისი ძალის, სიწმინდის, ყოვლისმცოდნეობის, სიკეთის, დიდსულოვნების და ა.შ.  დიდებულ სახეებს. 
                   
ისინი გვიჩვენებენ უხილავ სამყაროს და ადამიანის გულის სიღრმეებს.
                       
წინასწარმეტყველები ასახავენ იზრაელის უწმინდურობას და გაბოროტებას და ამით თითქოს დგავენ ჩვენს წინ სარკეს რომელშიც შეიძლება დავინახოთ ჩვენი ცხოვრების ანარეკლიც. 
                    
წინასწარმეტყველთა წიგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ვინაიდან იქ ვხედავთ ზუსტად ამხდარ წინასწარმეტყველებებს იუდევლებზე და სხვა ხალხებზე,უმთავრესად კი წინასწარმეტყველებებს ქრისტეზე.
               
უფალი იესო ქრისტე თვითონ მიუთითებდა წინასწარმეტყველებებზე როგორც  ყველაზე სანდო მოწმობაზე მასზე და მისი მოღვაწეობის შესახებ (Ин. 5:39). 
                 
და ბოლოს წინასწარმეტყველებები მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ რომ მათში იხსნება ის რაზეც ახალ აღთქმაში არის მხოლოდ მინიშნებები და მოკლე შენიშვნები.  ასე მაგალითად ისაიას წიგნის 53-ე თავი გვიხსნის ქრისტეს ტანჯვათა ნამდვილ მიზეზს და მიზანს და ხსნის იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს ქრისტეს შესახებ: "ეს, ღმერთის კრავი!" 

წინასწარმეტყველთა წიგნების განაწილება ბიბლიაში.                 
წიგნებში თავისი სიტყვები ჩაწერა თექვსმეტმა წინასწარმეტყველმა. პირველი 4-ისაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი იწოდებიან დიდ წინასწარმეტყველებად და დანარჩენი 12-ოსია, იოილი, ამოსი, ავდიი, იონა, მიხეი,ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, აგეი, ზაქარია და მალაქია- მცირე წინასწარმეტყველებად,რა თქმა უნდა მათი წიგნების მცირე მოცულობის სესაბამისად.
      
თუმცა დანიილის წიგნი ებრაულ ბიბლიაში შეტანილი იქნა ეთნოგრაფებში
//კეტუბიმ//. და  12 მცირე წინასწარმეტყველის წიგნები შეადგენდნენ ერთ წიგნს.
                   
ჩვენს ბიბლიაში წინასწარმეტყველთა წიგნები ალბათ მოცულობითაა განაწილებული და არა მათი წარმომავლობის დროის შესაბამისად. 
              
ყველაზე ძველი წინასწარმეტყველი ავდი მოღვაწეობდა ძვ.წ.დაახლოებით 885 წლისთვის. მას მოსდევენ იოილი, ამოსი, იონა, ოსია, ისაია, მიხეი, ნაუმი, აბაკუმი და სოფონია. ისინი არიან ე.წ.ტყვეობამდელი წინასწარმეტყველები. შემდეგ მოდიან ტყვეობის დროინდელი წინასწარმეტყველები-იერემია,იეზეკიილი და დანიილი და ბოლოს ტყვეობის შემდგომი წინასწარმეტყველები-აგეი,მახარია და მალაქია //დაახლ.427 წ.//.  

თავი ო - წინასწარმეტყველი ისაიას წიგნის შესახებ.
წინასწარმეტყველის პიროვნება.
წინასწარმეტყველის სახელი jeschajehu ნიშნავს მხსნელია ღმერთი.

ვინ იყო ისაიას მამა, რომელსაც წიგნის ზედწერაში უწოდებენ ამოსს,უცნობია. მისი წიგნიდან ჩანს რომ ისაია ცხოვრობდა იერუსალიმში და კარგად იცნობდა დედაქალაქის ცხოვრებას.

ისაიას ჰქონდა საკუთარი სახლი. ის დაოჯახებული იყო და თავის მეუღლეს წინასწარმეტყველს უწოდებდა. მისი ორი ვაჟის სახელები სიმბოლურად მიუთითებდნენ ღმერთის სასამართლოზე რომელიც ელოდა იუდეურ და იზრაელის სამეფოს. თვითონ წინასწარმეტყველის სახელი იყო სიმბოლო ხსნისა რომელიც ელოდა ღმერთის რჩეულებს.

ისაია ცხოვრობდა ძალიან დიდხანს და მისი როგორც წინასწარმეტყველის მოღვაწეობა ხანგრძლივი იყო...გრძელდებოდა 40 წელს და, შეიძლება, მეტსაც.

მის სიკვდილზე ბიბლია არაფერს გვეუბნება,მაგრამ თალმუდის გადმოცემით//მას იზიარებენ ეკლესიის მამები //ისაია ურჯულო მეფე მანასიას ბრძანებით მოკლეს წამებით. ამაზე მინიშნება შეიძლება ვნახოთ წინასწარმეტყველ იერემიასთან //თავი 2.გვ.30//.

წინააწარმეტყველის სულიერი სახე გვანცვიფრებს თავისი სიდიადით. ისაია დარწმუნებულია რომ მას მაღალი მსახურებისკენ მოუწოდა თვითონ უფალმა და ამიტომ ის მთლიანად ასრულებს ღმერთის ნებას და უსიტყვოდ ენდობა მას.

ის ამიტომ თავისუფალია ადამიანური შიშის გამოვლინებებისგან და ადამიანთა ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს ღმერთის მარადიული სამართლის მოთხოვნებს.

ახაზის თანდასწრებით ის უდიდესი სიმამაცით აკრიტიკებს მთელ მის პოლიტიკას. ის ამხელს მედროვე მინისტრ სევნას,სხვა იუდეველ მმართველებს ღვთისმსახურებს. წინასწარმეტყველებს და მთელ ხალხს.
 

 ისაია ღიად და უშიშრად გმობს იუდეური მთავრობის პოლიტიკას მეფე ეზეკიას დროს და მას არ ეშინია თვითონ მეფისთვის თქმა იმისა რომ მას უახლოვდება სიკვდილი,შემდეგ კი.მომაკვდინებელი სნეულებით დაავადებულ იგივე მეფეს უწინასწარმეტყველებს სწრაფად გამოჯანმრთელებას.

მას არ ეშინია პატრიოტიზმის არქონის ბრალდებისა და უწინასწარმეტყველებს ეზეკიას მთელი მისი შთამომავლობის წაყვანას ბაბილონის ტყვეობაში. მისი ძალით აღსავსე სიტყვები დროთა მანძილზე სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდნენ იმიტომ რომ ზოგი მისი წინასწარმეტყველება ხდებოდა უკვე მისი მოღვაწეობის დროს და მის სიტყვებს თან ახლდა საწაულებრივი ნიშნები.

ისაიას ხანა.
ისაიამ მსახურება დაიწყო იუდეას მეფე ოზიას//ძვ.წ.780-740// სიკვდილის წელს. ამ კეთილმორწმუნე მეფემ უფლის დახმარებით შესძლო კარგი წესების დამყარება თავის პატარა სამეფოში და იმდენად კარგად მეფობდა რომ იუდეის სამეფომ დიდი მნიშვნელობა შეიძინა მცირეაზიულ სახელმწიფოებს შორის. ოზია წარმატებით ომობდა ფილისტიმელების,არაბების და სხვა ხალხების წინააღმდეგ.
          
 იუდეას ხალხი ოზიას დროს ისევე კარგად ცხოვრობდა როგორც სოლომონის დროს, თუმცა იუდეამ მაშინ გადაიტანა ზოგი უბედურება, მაგალითად მიწისძვრები.
             
მაგრამ მეფემ ცხოვრების ბოლო წლებში განაცხადა პრეტენზია ღვთისმსახურების ასრულებაზე და ამის გამო დაისაჯა კეთრით. 
             
თავისი მეფობის ბოლოს ოზიამ თანამმართველად გაიხადა თავისი ვაჟიშვილი იოათამი.
             
იოათამი იუდეას სამეფოში მეფობდა 16 წელი-11 წელი როგორც მამამისის თანამოსაყდრე და 4 წელზე მეტი-დამოუკიდებლად //740-736//. და ის იყო კეთილმორწმუნე და ბედნიერი თავის წამოწყებებში თუმცუკვე მის დროს სირიელებმა და ეფრემელებმა დააწყვეს ავი ზრახვები იუდეის წინააღმდეგ.
               
მაგრამ იუდეას ხალხმა იოათამის დროს ღვთაებრივი კანონის დარღვევითთ განარისხეს ღმერთი.  და წინასწარმეტყველმა ისაიამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე რომ კანონის დამრღვევებს ელოდათ სასჯელი.
               
იოათამის გარეგნულმა, გარეშე წარმატებებმა ხელი არ შეუწყვეს ხალხის ზნეობრივ წარმატებას, პირიქით,როგორც წინასწარმეტყველებდა უკვე მოსე (Втор гл. 32),  ებრაელ ხალხს ჩაუნერგეს სიამაყის გრძნობა და მისცეს მას უზრუნველად და თავაშვებულად ცხოვრების საშუალება. ამ დროს ეკუთვნის ისაიას სიტყვები რომლებიც არის მისი წიგნის მე-2,მე-3.მე-4 და მე-5 თავებში.
            
 იოათამის შემდეგ ტახტზე ავიდა ახაზი რომელმაც იმეფა 10 წელი//736-727//. მიმართულებით ის არ ჰგავდა მამამისს და იხრებოდა კერპთაყვანისმცემლობისკენ. ამიტომ ღმერთი მის წინააღმდეგ აგზავნიდა მტრებს რომელთა შორის ყველაზე საშიშები იყვნენ სირიელები და იზრაილელები  რომელთაც დომელებთან ერთად შეკრეს კავშირი. საქმე იქამდე მივიდა რომ ახაზის ქვეშევრდომი მრავალი იუდეველი შეიპყრეს მტრებმა და  მათ ცოლ-შვილთან ერთად გადაასახლეს სამარიაში. მხოლოდ წინასწარმეტყველმა ოდედმა დაარწმუნა იზრაელელები იმაში რომ საჭირო იყო იუდევლების ტყვეობიდან განთავისუფლება. იდუმეების,სირიელების და იზრაელელების გარდა ახაზის მეფობაში იუდეას თავს ესხმოდნენ ფილისტიმელებიც.
               
ისაია აკრიტიკებდა ახაზს რომელმაც დახმარებისთვის მიმართა ასურეთის მეფე ტიგლატ-ფილასარ მესამეს.
             
ისაია წინასწარმეტყველებდა რომ ეს ასურელები ბოლოს და ბოლოს მოინდომებდნენ იუდეას სამეფოს დაპყრობას და მახოლოდ მესია იმანუელი დაამცრობს მათ სიამაყეს და მოსპობს მათ ძალას.
   
ახაზის დროს იუდეას სამეფოს შინაგან ცხოვრებაზე ლაპარაკისას ისაია ამხელდა მმართველების უსამართლობას და ხალხის უზნეობას და გარყვნილებას.
                  
ახაზის შვილი ეზეკია მეფობდა 29 წელს//727-698//. ეზეკია იყო მართლმორწმუნე და ღვთისმოშიში მეფე. და ზრუნავდა ჭეშმარიტი ღვთისმსახურების განვითარებაზე მოსეს წესდებათა შესაბამისად.
            
თავიდან ეზეკიას ირგვლივ იყვნენ ისინი ვისაც ცუდად ესმოდათ ებრაული სახელმწიფოს თეოკრატიული მოწყობის არსი და მეფეს ურჩევდნენ კავშირის შეკვრას უცხო სახელმწიფოებთან.
                 
მაგრამ მერე ისაიას გავლენით ეზეკიამ დაიჯერა ის რომ მისი სახელმწიფოს მტკიცე საფუძველია თვითონ უზენაესი ღმერთი.
                
სენაქერიმის იუდეაზე თავდასხმისას ეზეკია ელჩებს აგზავნის ისაიასთან რჩევის საკითხავად და წინასწარმეტყველი მეფეს ამშვიდებს ღვთაებრივი დახმარების დაპირებით. ...  
               
რამოდენიმე სიტყვას დავუმატებთ იმ ხალხებზე რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდნენ იზრაელის სახელმწიფოზე ისაიას სიცოცხლეში. ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზე იყო ასური. იუდეას მეფე ოზიას დროს ასურეთის ტახტზე ავიდა ახალი დინასტიის პირველი მეფე ფული. მან ააოხრა იზრაელის სამეფო.  აქაზის დროს იზრაელის სამეფოს თავს დაესხა ასურეთის ძლიერი მეფე ტიგლატ-ფილესერ მესამე,ეზეკიას დროს კი ასურეთის სამეფომ მიაღწია ძლიერების მწვერვალს და მეფე სალმონასარმა საბოლოოდ მოსპო იზრაელის სამეფო და მისმა მემკვიდრე სენაქირიმმა სცადა იუდეის სამეფოს დამორჩილება.
           
მაგრამ უკვე სენაქირიმის ბოლო წლებში ასურის ძალამ იკლო. ასარგადონმა მოახერხა ბაბილონში აჯანყების ჩაქრობა და იუდეას დამორჩილება მისი მეფე მანასიას ტყვეობაში წაყვანით,მაგრამ ასურეთის მონარქიის დღეები უკვე დათვლილი იყო და 630 წლისთვის კიოკსარ მიდიელმა და ნაბოპალასარ ბაბილონელმა აიღეს   ასურეთის დედაქალაქი ნინევია და ასურეთი ამის შემდეგ იქცა მიდიის პროვინციად.
 
რაც შეეხება იმდროინდელ მეორე ძლიერ სახელმწიფო ეგვიპტეს, ებრაელები უმეტესად მისი მოკავშირეები იყვნენ. მათ ჰქონდათ ეგვიპტის დახმარების იმედი როდესაც იწყებდნენ ოცნებას ასურელების ბატონობისგან განთავისუფლების შესახებ. მაგრამ იმ დროისთვის ეგვიპტე უკვე დაბერდა და დაუძლურდა.
         
ეგვიპტეს ასუსტებდა შინაომები და ისაიას მოღვაწეობის ხანაში ეგვიპტის ტახტზე შეიცვალა მთელი სამი დინასტია.
         
საკამათო სირიული სამფლობელოების გამო ასურეთთან ომებში ეგვიპტის ე.წ. ეთიოპური დინასტიის მეფეები დამარცხდნენ,მაგრამ შემდეგ ეგვიპტის ძლიერმა მეფე ტირგაკამ  დაამარცხა სენაჰირიმი და აღადგინა ეგვიპტის დიდება. ეს არ გაგრძელებულა დიდხანს. სენაჰირიმის მემკვიდრე ასარგადონი თავისი ჯარებით შევიდა ეგვიპტეში და შემდეგ მალე დაამხეს ეთიოპური დინასტიაც.
           
ისაიას ხანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი სიდიდე იყო სირიის სახელმწიფო მისი მთავარი ქალაქი დამასკით. ეს სამეფო მუდამ ებრძოდა ასურეთის სამეფოს.ასურეთის მეფეები,განსაკუთრებით ტიგლატ-ფილასარ მესამე,სასტიკად სჯიდნენ სირიის მეფეებს რომლებიც მოკავშირეებს პოულობდნენ ასურეთის ქვეშევრდომ მცირე აზიელ მეფეებს შორის. მაგრამ  732 წელს სირია საბოლოოდ შეუერთეს ასურეთს როგორც მისი პროვინცია.
       
კიდევ იყო ქალდეური სამეფო თავისი დედაქალაქი ბაბილონით. ისაიას დროს ეს სამეფო იყო ასურეთის ვასალი და ბაბილონის მეფეები ითვლებოდნენ ასურეთის მეფის მოადგილე ნაცვლებად. ისინი ცდილობდნენ ქალდეური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაბრუნებას და ჯანყდებოდნენ ასურული ბატონობის წინააღმდეგ,რისთვისაც იმხრობდნენ ზოგ მცირეაზიელ მეფეს,მაგ.იუდეას მეფე ეზეკიას და ბოლოს და ბოლოს მათ მიაღწიეს თავის მიზანს.
   
სხვა ხალხები კი სუსტები იყვნენ და ვერც დიდ ზიანს აყენებდნენ და ვერც დიდად ეხმარებოდნენ ებრაელებს.
                   
უნდა ითქვას ისიც რომ ისაიას ხანაში იუდეას და იზრაელის ებრაული სახელმწიფოები თითქმის მუდამ მტრობდნენ ერთმანეთს რამაც განაპირობა ჯერ იზრაელის და შემდეგ იუდეას სამეფოთა სამწუხარო ბედი.

ისაიას წიგნი.

ისაიას წიგნი შედგება მისი სიტყვების რამოდენიმე ცალკეული კრებულისგან.
შეუძლებელია იმის თქმა თუ ვინ დააჯგუფა საბოლოოდ წინასწარმეტყველის სიტყვები ამ კრებულებად. წინასწარმეტყველის სიტყვები დალაგებულია არა მკაცრად ქრონოლოგიური არამედ უფრო სისტემატური რიგით. 
                
შინაარსით ისაიას წიგნი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი,1-39 თავები უფრო მხილების სულისკვეთებითაა გაჟღენთილი და მეორე-40-66 თავები ამშვიდებს იზრაელის ხალხს ბაბილონის ტყვეობის მოლოდინში.
             
პირველ ნაწილში წინასწარმეტყველი  საყვედურობს ებრაელ ხალხს იმის გამო რომ განსაკუთრებით აქაზის დღეებში ის ჯიუტად ამბობდა უარს უფლის ნების შესრულებაზე.
        
წინასწარმეტყველი მსმენელებს მკაფიოდ და გარკვევით ეუბნება რომ ისინი უმადურები არიან თავისი კეთილისმყოფელი უფალის მიმართ,აკრიტიკებს მათ წარმართებისთვის მიბაძვის, უღირსობის და კერპთაყვანისმცემლობის გამო.

წინასწარმეტყველი ისაია ბრალს სდებს ებრაელებს იმაში რომ მათ არ სწამთ ღვთაებრივი გამოცხადებისა,ზედაპირულად ასრულებენ მოსეს კანონს და უზნეოები არიან,აკლიათ პატიოსნება და სამართლიანობა მოყვასთან დამოკიდებულებაში,არ უყვართ ერთმანეთი და არ არიან გულმოწყალენი ღარიბთა მიმართ. 
          
განსაკუთრებით მკაცრად ეპყრობა წინასწარმეტყველი ამ ქვეყნის ძლიერთ რომლებიც არღვევენ უფლის სამართალს. ის მკვეთრად გმობს იუდეას მმართველებს რომლებიც სახელმწიფოს ხსნას ხედავდნენ მხოლოდ კავშირში წარმართთა ძლიერ სახელმწიფოებთან.
                  
იზრაელის გარყვნილ ხალხს ისაია ემუქრება ღვთაებრივი სასამართლოთი რომლის განაჩენის აღმსრულებლები იქნებიან წარმართი ხალხები. ის წინასწარმეტყველებს იზრაელის მიწის აოხრებას და იზრაელიდან ებრაელთა განდევნას. ის საკმაოდ გარკვევით ლაპარაკობს იერუსალიმის აღებაზე მტრების მიერ,სამარიის სწრაფ დაცემაზე და იუდეველთა ბაბილონის ტყვეობაზე.
             
მაგრამ მეორეს მხრივ ისაიას ამ წიგნშიც ნათქვამია იზრაელელის გულის გამახარებელი ბევრი რამ.  მომავლის წყვდიადში აქა იქ იზრაელისთვის ნათელი პერსპექტივებიც იხსნება. 
            
წინასწარმეტყველი აღწერს თუ როგორ წამოდგება ფეხზე ასურელების მიერ დამცირებულ-დათრგუნული ქვეყანა. 
           
შორიდან ისახება იზრაელის ხალხის ახალი მეუფე-მესია. 
          
ის იქნება დავითის ხორციელი მემკვიდრე მაგრამ ღმერთი მისი სულიერი არსით. ის თავის ძალაუფლებას განავრცობს მთელ სამყაროზე.
               
 მაგრამ წინასწარმეტყველის თქმით იზრაელს უახლოეს მომავალშიც შეიძლება ეღირსოს უფლის წყალობ.ა. უფლის დახმარებას ისაია სთავაზობდა ჯერ აქაზს და შემდეგ ეზეკიას,ორივეს მტრების თავდასხმის გამო.
           
უფალი დაიცავს სიონს,ამ თავის წმინდა მთას თუ კი იზრაელი შეინარჩუნებს ერთგულებას უფლის მიმართ. 
            
თავიდან სიონი აოხრდება,მაგრამ შემდეგ აღდგება დიდებით და ყველა ხალხი დაიძრება ამ მთისკენ,აღიარებს მის ხელმძღვანელობის უფლებას...
            
ისაიას წიგნის მეოთხე განყოფილება მოიცავს 34-35 თავებს რომლებიც წარმოადგენენ პირველი ნაწილის ფინალს. 
                    
ესაა ღმერთის მიერ ცის და მიწის გასამართლება. მეორეს მხრივ ისინი აღწერენ იზრაელის ხსნას რომელიც უწინარეს ყოვლისა იქნება იზრაელის ტყვეობიდან განთავისუფლება....  
           
ისაიას წიგნის მეორე ნაწილი მწყობრი და დასრულებული მთლიანობაა, ის იყოფა სამ ნაწილად და ყოველ ნაწილში 9 თავია....
          
თემაა იზრაელის და შემდეგ მთელი კაცობრიობის გამოსყიდვის ხანა რომელიც იწყება იზრაელის განთავისუფლებით ბაბილონის ტყვეობიდან და მიდის საშინელ სამსჯავრომდე რომელზეც ასამართლებენ სამყაროს.  
              
პირველ ნაწილში //თავები 40-48// წინასწარმეტყველი უმთავრესად აღწერს იზრაელის განთავისუფლებას ბაბილონის ტყვეობისგან და მეფე კიროსს,რომლის ხელითაც მოხდა ეს განთავისუფლება. 
            
დრო და დრო ისაია ეხება უფლის მიერ წარმოგზავნილი მესიას შუამდგომლობით იზრაელის განთავისუფლებას ცოდვის ბატონობისგან.  
            
მეორე ნაწილში //თავები 49-57// წინასწარმეტყველი მთავარ ყურადღებას აქცევს მესიის პიროვნებას, მის ტანჯვას ადამიანთა ცოდვებისთვის. ყველაფერი ეს აღწერილია საოცარი ძალითა და სიცხადით.
             
მესამე ნაწილში //თავები 49-57// აღწერილია ამ დიდი ტანჯულის განდიდება. მესია აქ წარმოდგება როგორც უპირველესი ღვთისმსახური,მეფე და წინასწარმეტყველი.  ის ასამართლებს სამყაროს და იძლევა ახალ,უკეთეს ცხოვრებას.
                 
ნათქვამიდან ცხადია თუ რა არის ისაიას წინაწარმეტყველური ჭვრეტის თავისებურებები. ის ერთის მხრივ დაწვრილებით განიხილავს მისი ხალხის შინაგანი და გარეგანი ცხოვრების საკთხებს და მეორეს მხრივ მისი მზერა ასეთივე ინტერესით მიპყრობილია შორეული მომავლისკენ რომელიც მისი აზრით სულაც არაა გამოყოფილი გადაულახავი ზღუდით თანამედროვეობისგან.
                
აწმყოც და მომავალიც მისთვის არის ერთიანი და უწყვეტად განვითარებადი მთლიანობა...    ის სძლევს მოვლენების ერთმანეთისგან გამომყოფ უზარმაზარ სივრცეებსაც...
                  
აღსანიშნავია რონ ისაია ზოგჯერ ზუსტად მიუთითებდა მის წინასწარმეტყველებათა ახდენის დროზე. მისი სიტყვა სუნთქავს ძალით და გამოირჩევა ორატორული გამოთქმების და დასაბუთებათა მრავალფეროვნებით. ის ერთნაირად ოსტატურად ლაპარაკობს ბრძენი მოძღვრის ენით თუ პოეტის ენით. მისი წინასწარმეტყველებები მესიაზე გვანცვიფრებენ ხატების სიდიადით,მისი ჩივილები და მხილებები შემძვრელია,მისი დარიგებები-დამაჯერებელი, მუქარები-ძლიერი. ისაია იყენებს ყველანაირ მხატვრულ საშუალებას და ამიტომ მას უკავია პირველი ადგილი წინასწარმეტყველ-მწერლებს შორის.
         
იესო სირაქის ძე მას უწოდებს თავის სულით შორეული მომავლის მხილველ და მაუწყებელ დიად წინასწარმეტყველს.
    
ევსევი კესარიელი მას უწოდებს დიად და საოცარ წინასწარმეტყველს,
უდიდესს, ღვთაებრივს... 
               
ნეტარი იერონიმე ისაიას უწოდებს წინასწარმეტყველს,მახარებელ ევანგელისტს და მოციქულს,ასევე ახსენებენ მას კირილ ალექსანდრიელი და ნეტარი ავგუსტინე...

........ისმინეთ უფლის სიტყვა სოდომის თავადებო,ისმინე ჩვენი ღმერთის კანონი გომორის ხალხო!

ღმერთი ჭკუას ასწავლის დამნაშავეებად ქცეულ სოდომელებს, იუდევლებს, რათა მათ ისე შესძლონ ღმერთის წყალობის ძიება. ამისთვის ოღონდ საჭიროა მსხვერპლი და არა დღესასწაულები და მთელი საკუთარი ცხოვრების შეცვლა, სიმართლისა და მოყვასებისადმი დამოკიდებულებებში სამართლის გზაზე დადგომა.

თავისი ცოდვებით რჩეული ხალხის თავადები და უფროსები ჰგვანან სოდომელებს, ხალხი კი გომორას მკვიდრებს

წინასწარმეტყველი იეზეკიელი სოდომს ახასიათებს როგორც სავსეს ქედმაღლობით, გადამძღარ,უსაქმურობითა და ღარიბებისადმი ყოველნაირი უსამართლობით.

ასეთივე ცოდვებით იყვნენ დამძიმებული იუდეველთა მმართველები. ხალხი კი თავის მხრივ ღირსი იყო ასეთი მმართველებისა ვინაიდან მისი უღირსობა ჰგავდა გომორას უღირსობას.

ღმერთის კანონი არაა მარტო მოსეს მეშვეობით მოცემული კანონი. ისაა ღმერთის ყველა გამოცხადება რომელიც გამოთქვეს წინასწარმეტყველებმა.
 
                
11. რათ მინდა მე თქვენი ამდენი მსხვერპლი? ამბობს უფალი. მე დავნაყრდი ცხვრების დაწვით და მსუქანი საქონლით. და კრავების და თხების სისხლი არ მინდა.
                    
ღმერთმა დაადგინა მსხვერპლის მიტანა იმიტომ არ დაეშვა იუდეველთა გატაცება წარმართული მსხვერპლშეწირვით და არა იმიტომ რომ თვითონ უნდოდა მსხვერპლი. 
                   
ამას გარდა,ამბობს ნეტარი იერონიმე,ფიზიკური მსხვერპლის შეწირვას ადამიანისთვის უნდა მიეცა სულიერი მსხვერპლის გაღების აუცილობლის შეგნების შესაძლებლობა/
            
ებრაელებს კი მსხვერპლად მიჰქონდათ ან მთელი ცხოველები ან ცხოველების საუკეთესო ნაწილები,ცხოველების სისხლი.
         
ამასთან ებრაელთა გულში არ ყოფილა საჭირო რწმენა და ამიტომ ამხელდა მათ წინასწარმეტყველი. მსხვერპლს კი როგორც რელიგიური გრძნობის გამოხატულებას.წინასწარმეტყველიც აღიარებდა...
              
ისაიას მხილებებით გამხეცებული მეფე მანასიის ბრძანებით ისაია გადახერხეს ხის ხერხით და ასე წამებით მოკლეს.

No comments: